IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

13 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> ჩვენ ვართ სული თუ ჩვენ გვაქვს სული?
llaasshhaa
პოსტი May 27 2009, 03:28 PM
პოსტი #81


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა
კითხვა რაც მქონდა დავსვი უკვე...

პასუხიც მიიღე მარა გაიგე? smile.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 27 2009, 04:47 PM
პოსტი #82


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
პასუხიც მიიღე მარა გაიგე?



პასუხი ისედაც ვიცი, ხალხის აზრები მაინტერესებდა a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი May 27 2009, 07:30 PM
პოსტი #83


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



cinemamu
ციტატა
პასუხი ისედაც ვიცი, ხალხის აზრები მაინტერესებდა

რა გაარკვიე ხალხის პოსტებიდან?

რომ წერ პასუხი ვიციო, ეგებ ჩვენც გაგვიმხილო?


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი May 27 2009, 07:35 PM
პოსტი #84


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



ციტატა(ნაინა @ May 27 2009, 07:30 PM) *

რომ წერ პასუხი ვიციო, ეგებ ჩვენც გაგვიმხილო?

ინტერესით მოკლა ხალხი რა biggrin.gif მაგან მგონი თვითონაც არ იცის biggrin.gif ან თუ იცის ჩვენგან რა უნდა biggrin.gif რაღას გვაწვალებ თქვი smile.gif biggrin.gif


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 27 2009, 09:49 PM
პოსტი #85


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



რა ცოდნა უნდა მაგას, სულები ვართ და სხეული გვაქვს ტანსაცმელივით რა biggrin.gif გაგიმჟღავნეთ როგორც იქნა საიდუმლო biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 28 2009, 02:58 AM
პოსტი #86


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სულები ვართ და სხეული გვაქვს ტანსაცმელივით რა

ესეც სიმცდარეა, რადგან ადამიანი იქმნება ერთიანობაში, ანუ სულად და სხეულად ერთად და ადამიანი გახდება ერთიანობა საყოველთაო აღდგომისას, ცოდვის გამო შემოსულ სიკვდილს, მხოლოდ დროებით ძალუძს დააცალკავოს ეს ერთიანობა, სული არც წინასწარ არსებობდა როგორც ამას ორიგენე ასწავლიდა და არც სხეულია ბოროტება რაიმე ინისა და იანის მსგავსად, იგი ორგანული და ღვთისმიერ მონიჭებულია ადამიანისათვის, და შესაბამისად მხოლოდ საყოველთაო აღდგომის შემდეგ იქნება სრული ნეტარება ან სრული ტანჯვა.

ადამიანი ჰარმონიული ნაერთია სულიერისა და ხორციელისა, და ამიტომ აქვს მას ნაწილი მიწიერთანაც და სულიერთანაც, უფალიც კი განკაცდა სხეულში.

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 28 2009, 08:27 AM
პოსტი #87


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ესეც სიმცდარეა, რადგან ადამიანი იქმნება ერთიანობაში, ანუ სულად და სხეულად ერთად და ადამიანი გახდება ერთიანობა საყოველთაო აღდგომისას, ცოდვის გამო შემოსულ სიკვდილს, მხოლოდ დროებით ძალუძს დააცალკავოს ეს ერთიანობა, სული არც წინასწარ არსებობდა როგორც ამას ორიგენე ასწავლიდა და არც სხეულია ბოროტება რაიმე ინისა და იანის მსგავსად, იგი ორგანული და ღვთისმიერ მონიჭებულია ადამიანისათვის, და შესაბამისად მხოლოდ საყოველთაო აღდგომის შემდეგ იქნება სრული ნეტარება ან სრული ტანჯვა.ადამიანი ჰარმონიული ნაერთია სულიერისა და ხორციელისა, და ამიტომ აქვს მას ნაწილი მიწიერთანაც და სულიერთანაც, უფალიც კი განკაცდა სხეულში. კაიროსი!



ჰარმონიაო ამბობ და თან ამბობ სრული ნეტარებაო ან სრული ტანჯვაო! ზომიერი და შუა არ არსებობს თუნდაც სიკვდილის შემდეგ? ან მარადიული ცეცხლი ან მარადიული ნეტარება? ბლეფია და გაცილებით უფრო მეტი სიმცდარე ვიდრე ჩემი სიტყვები... ჩემი სიტყვები არაა ჭეშმარიტი, იმიტომ რომ შეუძლებელია ჭეშმარიტება სიტყვებით გადმოსცე, მაგრამ ის რომ სიკვდილის შემდეგ ან მარადიული ტანჯვაა, ან მარადიული ნეტარება (მითუმეტეს ამ ფრაზის მართლმადიდებლური გაგებით) აბსოლუტური ტყუილია.

რაც შეეხება სულს, მე მასში ვგულისხმობ იმ უკვდავ მეს, რომელიც მე ვარ და არა ჩემშია. თუ ჩემშია უკვდავი რაღაც, ესე იგი მე ილუზია ვარ და დროებითი.

უფრო გასაგები რომ გახდეს ჩემი შეხედულება ადამიანის აღმოსავლურ სისტემატიზაციას მოვახდენ: ადამიანში არის ხორცი, გონება (თავის 5 გრძნობით), ინტელექტი (ანუ რუსულად რაზუმი, რომელსაც ქართულად ზუსტი თარგმანი არა აქვს ან მე არ ვიცი), ცრუ ეგო და ბოლოს ატმანი, ანუ სული. ამ უკანასკნელის გარდა ყველა მატერიალურია, დროებითია და ილუზორულია. სწორედ მას შემდეგ გაუჩნდა ცრუ ეგო ატმანს, რაც ცათა სასუფევლიდან "გამოიდევნა" ჯოჯოხეთიც, სამოთხეც და ყველა ილუზია ცრუ ეგოს წარმოსახვის ნაყოფია. ერთადერთი რეალური და უკვდავი ატმანია, რომელიც არ მოქმედებს, მხოლოდ დამკვირვებელია მას შემდეგ რაც თავის თავს აღმოაჩენს. ატმანზე ლაპარაკისას უკვე სულელური ხდება სიტყვები და აზრს კარგავს... მაგალითად ადამიანს რომ კითხო, გძინავსო? მან თუ გიპასუხა: ხო, ეს ნიშნავს არასაც. მხოლოდ ატმანშია აბსოლუტური ჰარმონია და მე ვარ სული, გულისხმობს იმას რომ მე ვარ ატმანი ( თანაც ეს იგივეა რაც მე ვარ და თან არ ვარ, ან მე ვარ ცარიელი და მე ვარ სავსე...) მოკლედ ამას გონებით და ცრუ ეგოთი ვერასოდეს შეიცნობ. განთავისუფლება კი ისაა, რომ საკუთარი თავი ბოლომდე შეიგრძნო ატმანად აქ და ახლა, და არა მომავალში. მომავალი და წარსული ილუზიებია და საერთოდ დრო ცრუ ეგოს წარმოქმნასთან ერთად იქმნება. ცრუ ეგო კი შემდეგ ფიქრობს: მე ვარ დამოუკიდებელი, მე არ ადამიანი, მე ვარ ოჯახის უროსი, მე ვარ ქართველი, მე ვარ დედამიწელი და ა. შ. ქრისტე ბოლომდე გრძნობდა თავს ღვთის შვილად, სულად... სული, ატმანი უცოდველია და წმინდაა, ეს უნდოდა აეხსნა ქრისტეს იუდაიზმისგან გონებადაბინძურებული ხალხისთვის, მაგრამ ვერ გაიგებდნენ მაშინ, ამიტომაც ეუბნებოდა, წადი და აღარ სცოდო. ამიტომაც შეიქმნა ნათლობის საიდუმლოება, რათა მონათვლის შემდეგ მაინც აღარ იგრძნოს ადამიანმა თავი ცოდვილად.

"არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელ არს ცაში." ამ სიტყვების ბევრნაირად გაგება შეიძლება, მაგრამ მე ასე მესმის: ქრისტე ზეციდან არ ჩამოსულა, ის მაშინაც კი იქ იყო, როცა ჩვენთან იყო. და ცათა სასუფეველს მხოლოდ მაშინ შეიგრძნობ, როცა მიხვდები რომ იქ ხარ. ეს რომ გასაგები იყოს ლაო ძი უნდა მოვიშველიო, მისი გაგება კი ძალიან ძნელია. ვერც გონება, ვერც ინტელექტი და ვერც ცრუ ეგო ამას ვერასოდეს ვერ ჩაწვდება, იმიტომ რომ ისინი დროში არიან, ატმანი კი დროის გარეთაა და მარადიულია.

არ იფიქროთ რომ მე მაქვს იმის ილუზია ბოლომდე ატმანად ვგრძნობდე თავს biggrin.gif უბრალოდ ხომ გქონიათ სიზმრის დროს ისეთი შეგრძნება: ხვდებით რომ გძინავთ და მალე გაიღვიძებთ smile.gif
ძალიან გთხოვთ ჩემი სიტყვები კარგად გააცნობიერეთ და მერე დამცინეთ biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 28 2009, 08:42 AM
პოსტი #88


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



დავამატებ რომ ეს ყველაფერი უფლის ნებით ვთქვი, იმიტომ რომ მისი ნების გარეშე ვერაფერს ვერ ვიტყოდი... და ეშმაკს ნუ აბრალებთ რასაც ვერ გებულობთ ან რაც არ მოგწონთ biggrin.gif

პატივისცემით, სული!

პ.ს. დიდ მადლობას ვუხდი გაწეული დახმარებისთვის ცრუ ეგოს (რომელიც მაძლევს ილუზიურ განწყობას რომ მაგარი ჭკვიანური ვთქვი), გონებას (რომელიც დამეხმარა სიტყვების დალაგებაში), ხელებს (რომლებმაც ტექსტის აკრეფაზე იწვალეს), ინტერნეტ სივრცეს, ამ ამ ვებგვერდს, თქვენს თვალებს, გონებას და ცრუ ეგოს (სულს ძინავს და მაინც ვერაფერს გაიგებდა biggrin.gif)


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 28 2009, 10:56 AM
პოსტი #89


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
დავამატებ რომ ეს ყველაფერი უფლის ნებით ვთქვი, იმიტომ რომ მისი ნების გარეშე ვერაფერს ვერ ვიტყოდი... და ეშმაკს ნუ აბრალებთ რასაც ვერ გებულობთ ან რაც არ მოგწონთ


მდას...
მოდი მეგობრებს დავუტოვებ ხომ შენს სულს biggrin.gif

უფალს შეეშვი ოღონდ ხომ? smile.gif შენ შეიძლება, როგორც მე ან სხვამ, სრული აბსურდი თქვა და სრული საშინელება გააკეთო, მაგრამ ეს სწორედ რომ შენი ნებით და ღვთის ურჩებით ხდება და არა ღმერთის მოძალადური ნებით.

იდეაში კი დიდი არეულობაა შენს პოსტში, სექტანტური აზრები გადახლართული სხვა რელიგიურ წარმოდგენებში და შუაში ჩრი ქრისტიანობას, როცა არაფერი ქრისტიანული რაც ზემოთ დახატე არაა...
ამისათვის
ციტატა
ან მარადიული ცეცხლი ან მარადიული ნეტარება? ბლეფია და გაცილებით უფრო მეტი სიმცდარე ვიდრე ჩემი სიტყვები

და ამისათვის
ციტატა
ჯოჯოხეთიც, სამოთხეც და ყველა ილუზია ცრუ ეგოს წარმოსახვის ნაყოფია

კი პასუხს აქ აღარ გაგცემ...

გადააბრძანეთ ეს თემუკა აპოლოგეტიკაში, რადგან ახლა მართლმადიდებლობას აგინებს და მის ერთერთ უძირითადეს სწავლებას სამოთხის და ჯოჯოხეთის, ნეტარების და ტანჯვის მარადიულობის შესახებ ბლეფს და ცრუწარმოსახვას უწოდებს, აქ ამ თემაში მე აღარ შეგეპასუხები, უბრალოდ იმიტომ რომ მკრეხელობ, გადადი იქით და იქ როგორც ვისაუბროთ, ოღონდ ნუ გგონია რომ რასაც წერ არის მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა ხო? smile.gif

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 28 2009, 11:23 AM
პოსტი #90


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



KAIROS


ჯოჯოხეთი და სამოთხე არსებობს... და თან არ არსებობს... smile.gif


ციტატა
გადააბრძანეთ ეს თემუკა აპოლოგეტიკაში, რადგან ახლა მართლმადიდებლობას აგინებს და მის ერთერთ უძირითადეს სწავლებას სამოთხის და ჯოჯოხეთის, ნეტარების და ტანჯვის მარადიულობის შესახებ ბლეფს და ცრუწარმოსახვას უწოდებს, აქ ამ თემაში მე აღარ შეგეპასუხები, უბრალოდ იმიტომ რომ მკრეხელობ, გადადი იქით და იქ როგორც ვისაუბროთ, ოღონდ ნუ გგონია რომ რასაც წერ არის მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა ხო?



აპოგელეტიკაში მკრეხელებს აგროვებთ და უსწორდებით თუ რა ხდება? biggrin.gif



tustusa-gogo


ციტატა
მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვისმადლობა ადამს თანამონაწილეობისთვისგანსაკ
თრებული მადლობა ევას


გველმა რაღა დააშავა? biggrin.gif

ციტატა
ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!!



მეც ვამსხვრევ შეძლებისდაგვარად! a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tustusa-gogo
პოსტი May 28 2009, 11:39 AM
პოსტი #91


სამშვინველოლოგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,853
რეგისტრ.: 1-June 08
მდებარ.: xan - sad, xan-sad ...
წევრი № 4,965





cinemamu
მოდი ერთსაც გეტყვი რავარც სამშვინველოლოგი და რავარც ჭრიჭინა ქალი biggrin.gif

ჩვენშია სული, მაგრამ ეს სული ჩვენვე ვართ, ანუ სინამდვილეში ჩვენივე თავის პატიმრები ვართ, გვმართვას ფსიქიკა, გონება ... smile.gif სული თავისუფლებისკენ ისწრაფვის და ეს ყველა კარგად სიკვდილის მერე გამოსდის, თუმცა სიცოცხლეშიც სეიძლება...

მაგიტომაც არსებობს სიკვდილი რომ თავისუფლება ნახოს სულმა...


--------------------
חַנָּה‎, (Hannah)
............................................
ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!!
...........................................

Женщина тоже друг человека.

................................................
მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის

მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის

განსაკუთრებული მადლობა ევას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 28 2009, 11:58 AM
პოსტი #92


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



tustusa-gogo

ციტატა
ბღარი ჰხარ ბიძია შენ ვიღაცა ჰხარ ? აე მაგეებზე ფიქრს შთაეშვი და ჰადამიანების ქცევებს დააკვირდი რაღა სამოტხე და ჯოჯხეთის არსებობა-არარსებობაზე ფიქრის მეტი ვერაფრით ერთობი ? რა მაზოხიზმია რა არი? მოდი ერთსაც გეტყვი რავარც სამშვინველოლოგი და რავარც ჭრიჭინა ქალი ჩვენშია სული, მაგრამ ეს სული ჩვენვე ვართ, ანუ სინამდვილეში ჩვენივე თავის პატიმრები ვართ, გვმართვას ფსიქიკა, გონება ... სული თავისუფლებისკენ ისწრაფვის და ეს ყველა კარგად სიკვდილის მერე გამოსდის, თუმცა სიცოცხლეშიც სეიძლება...მაგიტომაც არსებობს სიკვდილი რომ თავისუფლება ნახოს სულმა...



კაი ერთი, ეგ სხვებს უთხარი სამოთხეზე და ჯოჯოხეთზე ბევრი არ იფიქრონ თორე ყველაზე ნაკლებად მე ვფიქრობ ეგეთებზე biggrin.gif თუ გგონიოა აქ რომ ვლაპარაკობ რაიმე დიდი მიზნები მამოძრავებს ძალიან ცდები, უბრალოდ მინდა ცოტა აღმოსავლური დუხიც შემოიპაროს ამ ფორუმზე a075.gif

KAIROS


ციტატა
იდეაში კი დიდი არეულობაა შენს პოსტში, სექტანტური აზრები გადახლართული სხვა რელიგიურ წარმოდგენებში და შუაში ჩრი ქრისტიანობას, როცა არაფერი ქრისტიანული რაც ზემოთ დახატე არაა...



ბუდიზმი, ინდუიზმი, დაოსიზმი სექტებია? biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 28 2009, 04:04 PM
პოსტი #93


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სექტანტური აზრები გადახლართული სხვა რელიგიურ წარმოდგენებში

ჯიგარ, შენ დაწერე ნაწილი იყო ნაჯვარი ძველ ქრისტიანულ სექტანტურ სწავლებებთან (ორიგენიზმი და ა.შ) ამიტომ დავწერე სექტანტური აზრები, რელიგიური წარმოდგენებში კი სწორედ აღმოსავლური სწავლებები ვიგულისხმე, ნუ მასწავლი ახლა რაა სექტა და რა რელიგია smile.gif
აპოლოგეტიკაში კი არ ვუსწორდებით ვინმეს, უბრალოდ რახან მართლმადიდებლურია ფორუმი, იქ ვსაუბრობთ იმათთან ვინც არაა მართლმადიდებელი და არ აღიარებს მართლმადიდებლობას, შენი სწავლებები და იდეები უბრალოდ არაა ქრისტიანობა...
აღმოსავლური დუხი და ა.შ. არ უნდა გასაღდეს როგორც ქრისტიანობა და როგორც მტკიცებითი სწავლება, ასეა და ასეაო smile.gif, შენ შეგიძლია თქვა, ამ რელიგიის მიხედვით ასე, მე ასე მჯერა და ა.შ.

მოკლედ თემის ადგილი აპოლოგეტიკაშია...

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 28 2009, 08:57 PM
პოსტი #94


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ორივე user.gif

ჩემი ჭკუით, ორივე.. მარა არ მკითხოთ რავაო, თუარა, ... გავჩუმდები.. აბდალი ქე ვარ და... biggrin.gif გააბდლებული უფრო სწორედ, მაგრამ შედეგი ერთია მაინც..


ციტატა
ჯიგარ, შენ დაწერე

laugh.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 28 2009, 11:00 PM
პოსტი #95


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ორივე ჩემი ჭკუით, ორივე.. მარა არ მკითხოთ რავაო, თუარა, ... გავჩუმდები.. აბდალი ქე ვარ და... გააბდლებული უფრო სწორედ, მაგრამ შედეგი ერთია მაინც..



აი ეს პასუხი მომწონს უკვე a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი May 29 2009, 11:01 PM
პოსტი #96


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



tustusa-gogo
cinemamu
ერთობით აქ?

თუ შეგიძლიათ დაწერეთ რამე აზრი, თუ არადა სასაუბროს უამრავი თემაა
უკვე გასართობად ქცეული და შეგიძლიათ იქ გააგრძელოთ.

კიდევ იქნება ოFFები და თემას დავხურავ.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 30 2009, 06:24 AM
პოსტი #97


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



დახურე არაა პრობლემა a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Jun 11 2009, 03:44 PM
პოსტი #98


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



გადავიკითხე თემა და ბოლოსკენ ცოტა სხვაგან წავდა

მე ერთი რამე მინდოდა მეკითხა რაც არ მესმის

მეზობელ ფორუმზე (ფორუმ. გე ) ამას წინათ რასელისტები წერდნან რომ სისხლის გადასხმა იმიტომ არ შეიძლებოაო რომ სისხლში არის სულიო

შესაბამისი ციტატაც მოაყოლეს, --- მართალია ეგ ცხოველის სისხლზე იყო ნათქვამი მარა მაინც .... როგორ არის სული სისხლში ?

ანუ ცხოველსაც გამოდის სული აქვს .....
და მე მეგონა რომ სული არის "მე" პიროვნება და მარა ესე იგი ცხოველის სისხლს თუ დავლევ ცხოველის მე შემოვა ჩემში ? ან სხვის სისხლს თუ გადავისხვავ სხვის მე ხო შემოვა ჩემში -
იმისი სულს რაღა დაერმართება? წონით ხო არააა ეს სული და...
ან სული რაა საერთოდ?
უკვე მეჩვენება რომ "მე " და სული განსხვავებული რამეა.

მოკლედ არ ვიცი და იქნებ

ვინმემ გამარკვიოთ რაშია საქმე? smile.gif


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marTalmadidebeli
პოსტი Jun 12 2009, 12:36 PM
პოსტი #99


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 78
რეგისტრ.: 4-June 09
წევრი № 7,079



სასაცილოდ არ მყოფნის smile.gif
რას ქვია ადამიანს აქვს სული?

ადამიანს აქვს მანქანა, ბინა, რაიმე ნივთი,
ჰყავს ძმა, და და ა.შ.
მაგრამ სული თვითონაა, თვითონაა უკვდავი სული, ადამიანს სული რომ არ ჰქონდეს, ვერ იქნებოდა პიროვნება, არამედ მხოლოდ ცხოველური ინსტიქებით იცხოვრებდა,
არ შეიძლება სულის ასე განყენებულად ხსენება, მაგალითად, ადამიანს როგორც აქვს მანქანა, ბინა და ა.შ., ისე აქვს სული
ეს არაა სწორი

თვითინაა სული და თავისი თავი უნდა გადაარჩინოს და არა თავისი სული.

ადამიანი რომელიც დახრჩობისთვის განწირულ ადამიანს გადაარჩენს, არ შეიძლება ამავე კონტექსტში განვიხილოთ თავისი სულის გადარჩენა.

ადამიანი, რომელიც თავის სულს აცხოვნებს და სამოთხეში შევა, მან თავი გადაირჩინა და არა განყენებულად თავისი სული გადაარჩინა, თავის თავს უშველა და არა თავის სულს, რომელიც თვითონ არა(რაც ამ არასწორი მსჯელობიდან გამომდინარეობს)


--------------------
http://halloween.ge - საიტი ჰელოუინის შესახებ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 16 2009, 12:31 PM
პოსტი #100


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
სასაცილოდ არ მყოფნის რას ქვია ადამიანს აქვს სული?ადამიანს აქვს მანქანა, ბინა, რაიმე ნივთი, ჰყავს ძმა, და და ა.შ.მაგრამ სული თვითონაა, თვითონაა უკვდავი სული, ადამიანს სული რომ არ ჰქონდეს, ვერ იქნებოდა პიროვნება, არამედ მხოლოდ ცხოველური ინსტიქებით იცხოვრებდა, არ შეიძლება სულის ასე განყენებულად ხსენება, მაგალითად, ადამიანს როგორც აქვს მანქანა, ბინა და ა.შ., ისე აქვს სულიეს არაა სწორითვითინაა სული და თავისი თავი უნდა გადაარჩინოს და არა თავისი სული.ადამიანი რომელიც დახრჩობისთვის განწირულ ადამიანს გადაარჩენს, არ შეიძლება ამავე კონტექსტში განვიხილოთ თავისი სულის გადარჩენა.ადამიანი, რომელიც თავის სულს აცხოვნებს და სამოთხეში შევა, მან თავი გადაირჩინა და არა განყენებულად თავისი სული გადაარჩინა, თავის თავს უშველა და არა თავის სულს, რომელიც თვითონ არა(რაც ამ არასწორი მსჯელობიდან გამომდინარეობს)



მეც მაგას ვამბობ ზუსტად რომ ჩვენ არ გვაქვს სული, ჩვენ ვართ სული a075.gif მაგრამ აქ თითქმის ყველა გაიძახის: ჩემი სული, გადავარჩინოთ ჩვენი სულები და ა.შ. ძლივს გამოჩნდა სული რომელიც სულად აღიარებს თავს biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

13 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2024 - 02:16 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი