ქართველთა მნათობი, ანტონ კათოლიკოსი გვამცნობს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართველთა მნათობი, ანტონ კათოლიკოსი გვამცნობს |
Georg |
Nov 24 2006, 12:19 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
ნიკოლოზ, ქართველთა მნათობი
ამ ნიკოლოზის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები ჩვენ არა გვაქვს. პლ. იოსელიანის სიტყვით, ის ცხოვრობდა მეფის ვახტანგ, დიმიტრის ძის, დროს (1301 – 1308 წწ.), მაშასადამე, მეთოთხმეტე საუკუნის დამდეგს. ანტონ კათოლიკოსი გვამცნობს, რომ ნიკოლოზი არის “ავქსონი კანონთ, მრავალ აკოლოთიათ”, და უჩვენებს მის ერთ ასეთ თხზულებას: “ამან უზომოდ წჳმისა გარდამოსვლის დასაყენები შექმნა აკოლოთია, მხურვალსავედრი ღვთისადმი ერისაგან, მაღალგამოთქმით”[1]. ეს აკოლოთია ნიკოლოზის სახელით მართლაც გვხვდება ქართულ კურთხევანში, როგორც ხელნაწერს, ისე ნაბეჭდშიაც[2], მაგრამ მართლა არსებობდა თუ არა სხვა “მისნი სრულნი საგალობელნი”, რომელნიც პლ. იოსელიანს თითქოს ივერიის მონასტრის წიგნებში უნახავს[3], ამისი თქმა ძნელია. შეიძლება, როგორც ლიტურგისტს, მას ეკუთვნოდეს ის წესები, კერძოდ, “განგება წყლის კურთხევისა”, რომელნიც 1306 – 1316 წლებშია ნათარგმნი ქართულად ბერძნულიდან[4]. -------------------------------------------------------------------------------- [1] “წყობილსიტყვაობა”, სტროფი 779 – 780. [2] მოსკოვის გამოცემა, 1826 წ., გვ. ფნგ - ფნთ. [3] “წყობილსიტყვაობა” შენიშვნა 149. [4] К. Кекелидзе, Литургические грузинские памятники, стр. 57, 150. -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
saria-giorgi |
Jul 5 2007, 03:45 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
ანტონ კატალიკოზის შესახებ ბევრ ინფორმაციას არ ვფლობ
-------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2024 - 03:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი