IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> პლასტიკური ოპერაცია, ...
G_saxva
პოსტი May 21 2015, 11:36 AM
პოსტი #61

I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010

q.w.e
ციტატა
ცოდვის გადასვლას არ ვამართლებ ანუ მე თუ ვიღაცა დავჩაგრე ჩემი შვილის რა ბრალია?მაგრამ მე თუ ჩემი საქციელით იმ გარემოში შევცვალე მდგომარეობა რაშიც ჩემი შთამომავლობა იცხოვრებს ასეთ შემთხვევაში შთამომავლობას მოუწევს იტანჯოს ჩემს გამო.

ისევ ვერ გავიგე, რას ნიშნავს ცოდვის გადასვლას არ ამართლებ? ანუ არ ეთანხმები?
ციტატა
ხომ მაგრამ მე ხომ გენეტიკურად მერგო?უფლის ნება იყო და მორჩა.... ის მინდა ვთქვა რომ გენეტიკა და საერთოდაც ნებისმიერი რამ ამქვეყნად დახუნძლულია ცოდვის ნაყოფით ხოლო უფალის არც ცოდვა და არც მისი ნაყოფია

გენეტიკურად გერტგო არა ცოდვა არამედ ცოდვისკენ მიდრეკილება. ის რომ ჩემი წინაპრები თამბაქოს ეწოედნენ მე ამ ცოდვისკენ მიდრეკილს მხდის.
ციტატა
მესმის არსი აბსოლიტურად სწორად გესმის უბრალოდ მანდ ფორმულირებაშია რა შეცდომა. განგება სხვაა ნება სხვაა.

ამ შემთხვევაში განგება და ნება ერთი და იგივეა მითუმეტეს წმიდა აუგუსტინუსის თქმით,განგება არის წესრიგი, რომლითაც ყველაფერი კეთდება როგორც ამას ღმერთი []bინებებს.[/b]

ციტატა
და "უტყდებაში" რას გულისხმობ როგორ დმაოკიდებულებას?იქნებ მაგალითი მოიყვანო.

ვგულისხმობ რომ თავისი ცხვირის გამო ცხვენია და ზოგჯერ უმიზეზოდაც კი.

--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?

კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი May 21 2015, 04:32 PM
პოსტი #62

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685

[quote]ზევით ცუდად დავწერე მიდრეკილებები არის ეგ "მემკვიდრეობა" ცხვირი კიარა [/quote]
რამ შეიძლება დაამახინჯოს გარეგნულად ადამიანი?გარემო პირობებმა და გენეტიკამ.იქიდან გამომდინარე რომ პირველი ადამიანრბი უნაკლოები იყვნენ გამოდის რომ მანამ სანამ ადამი ცოდვას ჩაიდებდა იქამდე ღვთის ხატოვას არავინ დასცილდრბოდა თუმცა ცოდვის შემდეგ დედამიწაზე გარემო შეიცვალა რაც აისახა იერსახეზეც და გენეტიკაზეც. ეს ასეა და ეხლა რა სიტყვებით შეამკობ ამ მოვლენას ეგ შენ იცი.

[quote]ეგ მაგალიტად მოვიყვენე... რაგაც "მივამგვანე" მაგრამ არ გამოვიდა [/quote]

გასაგებია.

[quote]შუაში კიარა თავშია... 99 პროცენთს ღმერთისგან ბოძებული სილამაზე არ აკმაყოფილებს და უნდა ლამაზად გამოჩენა და ყურადღების ცენტრშI ყოფნა... მაგალითად ავიღოთ ტატუ... რატომ იკეთებს გოგონა ანდა ადამიანი ტატუს?....... აი ტატუს რომ იკეთებს მაგალითად ბეჭზე ან კისერზე, შენ უყურებ? იმიტომ გაიკეთე რომ შენთვალში გინდა გამოჩნდეს? არა.... ხოლო რომ იცოდე არაბები "შეფუთულები" დადიან ზამთარ-ზაფხულ... წყალშიც ეგრე ჩადიან და არა შემედავო აქ სულ მაგნაირებს ვუყურებ... რომ იცოდე ისეთ არაბებს რომელსაც პირბზადე უკეთიათ ნაყინსაც ვერ ჭამენ... და არამგონია დედაოს რომ დასცხეს ანაფორა გაიძროს... ანდა თუნდაც მამაომ[/quote]
სულ სხვა რელსებიდან მოგყავს მაგალითები.მე აქ საუბარი მაქ ისეთ მდგომარეობაზე როდესაც რაღაც მანკიერება ხელს უშლის ადმამიანს სოციალურ აქტივობაში(ობიექტური თვალსაზრისით). და არა იმაზე ზედმეტად რომ სურს საკუთარი თავის დემონსტრირევა ანდაც დამკვიდრრბა სოციუმში ტატუს თუ ნებისმიერი გარეგანი საშუალებების გამოყენებით.პრობლემა ისაა რომ ყველაფერი რაც ადამიანში ხდება (ფიზიკურად )ღვთის ბოძებული გგონია არ ითვალისწინებ ადამის დაცემამდე და მის შემდეგ პერიოდად.

[quote]ჯერ ფიზიოლოგიურიო და მერე ადამის დაცემა... ადამის დაცემის შედეგი არის ჩვენი მიდრეკილებები....!!!! და არა ჩვენი ცხვირის ზომა გარდათეხის ასაკის დროს....!!!! კარგი სიტყვაზე ადამის გამო დავმახინჯდით, მან შვილები მაშინ გააჩინა როცა იყო დაცემული და რაგინდა ახლა, ძროხას ხომ ძროხა უჩნდება? (ისე რას გადავეიდე ძროხას... ) ადამს ნუ აბრალებ და თუნდაც ღმერთს... უფრო სწორად ჩვენი პრობლემების მიზეზებად ადამის "შეცდომები" ნუ მოგყავს...[/quote]
კაი რა აშკარად არ გსურს გაიგო.რასაც მე ვამბობ აი რომ დავლინკე იმათმა და კიდე. სხვა მამაოებმაც თქვეს და ეგრეცაა შენ კიდე მეუბნები ადამს აბრალებო ეს რა შუაშია საერთოდ?ფიზიკური ქიმიური და ბიოლოგიური კანონები მძლავროვს ადამიანზე თუ ასე არაა თანდაყოლილი დაავადებით ან მანკიერებით არავინ დაიბადებოდა!!!
[quote]რას იძახი ახლა ძე ღმერთI რომ არ განკაცებულიყო ბრმა არ იქნებოდა??? არ იცი რომ წინაპრების ცოდვა შენი ცოდვა არ არის... ადამის შეცდომა არის იგივე მიდრეკილებები რაც მას ქონდა, ყველაფერი...[/quote
ადამის შეცდომით შეიცვალა დედამიწა სადაც შენ ცხოვრობ და მიდრეკილებების გარდა ვერ ხედავ ვერაფერს?ხორცი ხრწნადი და ინერტული გახდა.

[quote]კი... მე არ ვამბობ რომ პლასტიკური ოპერაცია დაუშვებელია და ცოდვაა დიდი (თუკი მიზეზი პრობლემებია, და არა უკმაყოფილება) ... მაგრამ როდესაც არ გჭირს არაფერი და შენი თუჩების ზომა არ მოგწონს და უფრო დიდი გინდა კარგი არ მგონია...[/quote]
ტუჩის შემთხვევაში ეგეთი მე არავინ შემხვედრია მაგრამ აი ვინმეს ისეთი პატარა ტუჩი რომ ქონდეს რომ ყოველ ადამიანს დიდი დაკვირვების გარეშე თვალში ხვდებოდეს?და ამით მთელი სახე უმახინჯდებოდეს რასაც შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემები მოჰყვეს მაშინ რა ხდება?ეხლა არ თქვა სხვის აზრს რა მნიშვნელობა აქვსო იმიტომ რომ ყველა ჩვენგანს სილამაზის აღქმა გვაქვს იმ ათვლის წერტილით რომლის პარამეტრებიც უფალმა შექმნა და რაღაც თუ თვალშისაცემია ადამიანებისთვის ეს უკვე ისაა რაც უშუალოდ ღმერთს არ შეუქმნია.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი May 21 2015, 06:45 PM
პოსტი #63

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685

ციტატა
ისევ ვერ გავიგე, რას ნიშნავს ცოდვის გადასვლას არ ამართლებ? ანუ არ ეთანხმები?

ხო უშუალოდ ცოდვლის გადასვლას არა,ვეთანხმები ამგრამ ცოდვის მიდრეკილებებისა და იმ გარემოს ცვლილებებს რომელმაც იმოქმედა მომავალ თააობაზე და რომელიც ცოდვის გამო მოხდა ვერ ვვუარყოფ.
ციტატა
გენეტიკურად გერტგო არა ცოდვა არამედ ცოდვისკენ მიდრეკილება. ის რომ ჩემი წინაპრები თამბაქოს ეწოედნენ მე ამ ცოდვისკენ მიდრეკილს მხდის.

არა ცოდვა არა მაგრამ ცოდვის შედეგი მერგო. აი შავკანიანს ეს,წინაპრის მიერ ჩადენილი ცოდვის შედეგი ერგო, ყველაფერს ჩაჭვური რეაქცია აქვს, ჩვენ კი ასე მარტივად და დოგმატურად გვიყვარს ჩამოყალიბება ყველაფრის.რაც არასწორად მიმაჩნია.აი მაგალითად მეუბნებით რომ ცოდვის შედეგი არ არისო გენეტიკური სახეცვლილება რომელმაც დაავადებაც კი გამოიწვია, მე კი ვიცი რომ ცოდვა განგვაშორებს ღმერთისგან ხოლო როცა შორს ხარ ღმრთისგან სხვადასხვა მანკიერებაც მაშინ შემოიჭრება შენს სულსა და ხორცში.
ციტატა
ამ შემთხვევაში განგება და ნება ერთი და იგივეა მითუმეტეს წმიდა აუგუსტინუსის თქმით,განგება არის წესრიგი, რომლითაც ყველაფერი კეთდება როგორც ამას ღმერთი []bინებებს.[/b]

ამ შემთხვევაში ამ თემაზე საუბარი სიტყვებით თამაშს გავს იმიტომ რომ ორივეს გვესმის არსი,მაგრამ ცუდი იქნება თუ ჩვენს ურწმუნო მოსახლეობაში,ჩვენს სანათესაოში,სამეგობროში ვიტყვით რომ ყველაფერი ღვთის ნებაა,იმიტომ რომ ამას ძალიან ცუდად იგებენ,ძალიან.
ციტატა
ულისხმობ რომ თავისი ცხვირის გამო ცხვენია და ზოგჯერ უმიზეზოდაც კი.

თუ უმიზეზოდ რცხვენია და ეს მისი სუბიექტური აზრია სხვაა არის მაგრამ როდესაც ობიექტური თვალსაზრისით სერიოზული დეფექტი გაქ ამას რაც მოჰყვება იმას გინდ სირცხვილი დავარქვათ და გინდ კომპლექსი მიზანი ერთია:გინდა რომ მოიშორო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი May 22 2015, 10:56 AM
პოსტი #64

I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010

q.w.e
ციტატა
ხო უშუალოდ ცოდვლის გადასვლას არა,ვეთანხმები ამგრამ ცოდვის მიდრეკილებებისა და იმ გარემოს ცვლილებებს რომელმაც იმოქმედა მომავალ თააობაზე და რომელიც ცოდვის გამო მოხდა ვერ ვვუარყოფ.

ეს ცხადია და მეც გეთანხმები.
ციტატა
არა ცოდვა არა მაგრამ ცოდვის შედეგი მერგო. აი შავკანიანს ეს,წინაპრის მიერ ჩადენილი ცოდვის შედეგი ერგო, ყველაფერს ჩაჭვური რეაქცია აქვს, ჩვენ კი ასე მარტივად და დოგმატურად გვიყვარს ჩამოყალიბება ყველაფრის.რაც არასწორად მიმაჩნია.აი მაგალითად მეუბნებით რომ ცოდვის შედეგი არ არისო გენეტიკური სახეცვლილება რომელმაც დაავადებაც კი გამოიწვია, მე კი ვიცი რომ ცოდვა განგვაშორებს ღმერთისგან ხოლო როცა შორს ხარ ღმრთისგან სხვადასხვა მანკიერებაც მაშინ შემოიჭრება შენს სულსა და ხორცში.

საკმაოდ რთული თემაა. რაღააცეებიში გეთანხმები რაღაცეებში ვერა, მაგრამ აქ მთავარი ისაა რომ თემასთან ნაკლებად კავშირი აქვს ამიტომ ნუ ჩავუღრმავდებით.

ციტატა
თუ უმიზეზოდ რცხვენია და ეს მისი სუბიექტური აზრია სხვაა არის მაგრამ როდესაც ობიექტური თვალსაზრისით სერიოზული დეფექტი გაქ ამას რაც მოჰყვება იმას გინდ სირცხვილი დავარქვათ და გინდ კომპლექსი მიზანი ერთია:გინდა რომ მოიშორო

ანუ რას გულისხმობ სერიოზული დეფექტი აქვს ანუ გენეტიკურად აქვს დეფექტი თუ რაღაც მოხდა და მერე შეეცვალა ცხვირის ფორმა?

--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?

კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი May 22 2015, 01:03 PM
პოსტი #65

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685

ციტატა
ანუ რას გულისხმობ სერიოზული დეფექტი აქვს ანუ გენეტიკურად აქვს დეფექტი თუ რაღაც მოხდა და მერე შეეცვალა ცხვირის ფორმა?

როდესაც გენეტიკურად აქვს.თავად ეს გენეტიკა კი მუტაციას განიცდის ყოველთვის,მუტაცია კი არაფერია თუ არა მუტაგენტების მოქმედება,მუტაგენტები კი ფიზიკური სამყაროს შემადგენელი ნაწილია.ეს სამყარო კი ასეთი გახდა მას შემდეგ რაც ღმერთი წავიდა დედამიწიდან,ანუ ადამი დაეცა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი May 22 2015, 03:24 PM
პოსტი #66

I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010

q.w.e
ციტატა
როდესაც გენეტიკურად აქვს.თავად ეს გენეტიკა კი მუტაციას განიცდის ყოველთვის,მუტაცია კი არაფერია თუ არა მუტაგენტების მოქმედება,მუტაგენტები კი ფიზიკური სამყაროს შემადგენელი ნაწილია.ეს სამყარო კი ასეთი გახდა მას შემდეგ რაც ღმერთი წავიდა დედამიწიდან,ანუ ადამი დაეცა.

ყველაზე მეტად ის მომხვდა თვალში რომ ღმერთი წავიდა დედამიწიდანო. ალბათ ხვდები რამდანად არასწორი ნათქვამი გამოგივიდა. ახლა იმ თემაზე მინდა გავახვილ ოყურადღება რაზეც ეს თემაა აგებული. ვინადიან და რადგანც ვამბობთ გენეტიკურად აქვს ადამიანს დეფექტი და თან მუტაციას განიცდის ყოველ ახალ თაობაში, გავაკეთოთ ოპერაცია. შედეგი ექნება უსვალოდ მას ვინც ოპერაციას იკეთებს მაგრამ მომავალი თაობა ხომ ისევ ისე იქნება? ის რააც დეენემშია ჩაბეჭდილი ვერ შეცვლის ჯერ -ჯერობით მაინც) ადამიანი. ხოლო ადამიანისთვის შეუძLებელი ღმერთისთვის შესაძლებელია. ასევე მინდა თემას კიდევ ჩავუღრმავდე და ვიკითხო ცხვირი მას საზოგადოებრივ აქტივობაში უშლის თუ არა ხელს? ანუ უბრალოდ ცხვირის ცუდი ფორმაა აქვს და არ მოსწონს თუ მის ჯანმრთელობას ვნებს.

--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?

კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი May 22 2015, 04:11 PM
პოსტი #67

სუფთა საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ესეა დედამიწიდან წავიდა ღმერთი და არა სამოთხიდან გამოაგდეს ადამი.მაგრამ ამ სიტყვებში არ იგულისხმება ის რომ ღმერთი ჩვენთან არაა ,არა იგი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს მადლითა თვისითა.
არა მომავალ თაობაში ნაკლები შანსია ეგ გენი დომინანტური იყოს ხომ ხვდები რატომაც biggrin.gif. რაც შეეხება საზოგადოებრივ აქტივობას,გარეგნობა ან რაიმე განსაკუთრებით შესამჩნევი ნაკლი რა თქმა უნდა დამთრგუნველი შეიძლება იყოს,ადამიანი გაურბოდეს საზოგადოებასთან ურთიერთობას,ვერ ავლენდეს საკუთარ თავს.ანუ ეს ფენომენია კომპლექსი. მოკლედ აი ამ მამაოს აზრს დაგიკოპირებ და მაინტერესებს რამდენად ეთანხმები და რამდენად არა..

– მამაო, როგორ უყურებს ეკლესია ადამიანების მიერ პლასტიკური ოპერაციების გაკეთებას?

– რა თქმა უნდა, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რა სახის პლასტიკურ ოპერაციას ეხება ეს. ღმერთი ადამიანს უნაკლოს ბადებს, მას ყველაფერი აქვს: ყურები, თვალები, კიდურები და, ეს რომ არ დასჭირვებოდა, მაშინ ღმერთი არც მისცემდა, ანუ, ის, რაც შექმნილია ადამიანში ადამიანისთვის, უკვე გამშვენებულია და ერთმანეთთან იდეალურად არის შერწყმული, ანუ, ადამიანის აგებულება იდეალურია. თუმცა, ზოგჯერ ადამიანი ნაკლით იბადება და, უნდა ითქვას, რომ ეს ღმერთის ბრალი კი არ არის, არამედ გენეტიკის, რადგან დამახინჯდა ადამიანის გენეტიკა. როდესაც პირველმა ადამიანებმა შესცოდეს, წუთისოფელში შემოვიდა სიკვდილი, ხრწნილება, ადამიანისა და მთელი სამყაროს დაცემა. ამიტომაც ხდება ცხოვრებაში, რომ ადამიანი იბადება ნაკლით და ეს შეიძლება იყოს მშობლების ან მისი უახლოესი წინაპრების ბრალი. შეიძლება, მათ ჰქონდათ რაღაც ხინჯი და ის გადავიდა გენეტიკურად. ეს ყველაფერი კი ძალიან არის დამოკიდებული ადამიანების ცხოვრების წესზე. რა თქმა უნდა, ამის გამოსწორება შეიძლება პლასტიკური ოპერაციით. მაგალითად, ადამიანს, შეიძლება, სჭირდება ცხვირის გალამაზება, მით უმეტეს, გოგონები აქცევენ ამას ყურადღებას და, რა თქმა უნდა, მას შეუძლია, მივიდეს და გაიკეთოს ოპერაცია, ამაში ცუდი არაფერია, განსაკუთრებული საეკლესიო კანონი, სასჯელი ან, შეგონება ამაზე არ არსებობს. თუმცა, არსებობს საეკლესიო კანონი ადამიანის ჩაცმულობაზე, მორთულობაზე, მისი ცხოვრების წესზე, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანი. 92-ე საეკლესიო კანონის თანახმად, იკრძალებოდა, თუ ქალი ჩაიცვამდა მამაკაცის ტანსაცმელს, ან მამაკაცი – ქალის სამოსს, მოირთვებოდა ზედმეტად, დაიმახინჯებდა სახეს. ეკლესია კოსმეტიკის გამოყენებას არ კრძალავს. უბრალოდ, აქ ზომიერებაა მთავარი, ისევე, როგორც ყველაფერში. ადამიანი, მით უმეტეს, ქალი, ისედაც ლამაზია და მას ზედმეტად გალამაზება არ სჭირდება. როგორც აღვნიშნე, ეკლესია არ კრძალავს პლასტიკურ ოპერაციებს, მაგრამ, გააჩნია ოპერაციას. თუ ადამიანი იმიტომ იკეთებს ამ ოპერაციას, რომ მას რაღაც ნაკლი აქვს, ეს კი მას პრობლემებს უქმნის, მაშინ, შეუძლია, გაიკეთოს, თუნდაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ცხვირის ოპერაცია, მაგრამ, თუ ეს ეხება სხეულის სხვა ნაწილებს და ეს ნაწილები ხდება საბაბი იმისა, რომ ამ ადამიანმა გაკეთებული ოპერაციით უნდა აღძრას ვნებები სხვა ადამიანში, ეს დაუშვებელია და ეკლესია ამ ყველაფრისგან გაიმიჯნება. ადამიანი ისედაც ლამაზია, ღვთის ქმნილებაა და მისი ზედმეტად შელამაზება არ არის საჭირო. მით უმეტეს, თუ ემსახურება იმას, რომ ადამიანი სხვა ადამიანებისთვის გახდეს უფრო მეტად მიმზიდველი, მოსაწონი, უფრო მეტიც – საცდური.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი May 22 2015, 05:15 PM
პოსტი #68

I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010

q.w.e
ციტატა
სუფთა საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ესეა დედამიწიდან წავიდა ღმერთი და არა სამოთხიდან გამოაგდეს ადამი.მაგრამ ამ სიტყვებში არ იგულისხმება ის რომ ღმერთი ჩვენთან არაა ,არა იგი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს მადლითა თვისითა.
არა მომავალ თაობაში ნაკლები შანსია ეგ გენი დომინანტური იყოს ხომ ხვდები რატომაც . რაც შეეხება საზოგადოებრივ აქტივობას,გარეგნობა ან რაიმე განსაკუთრებით შესამჩნევი ნაკლი რა თქმა უნდა დამთრგუნველი შეიძლება იყოს,ადამიანი გაურბოდეს საზოგადოებასთან ურთიერთობას,ვერ ავლენდეს საკუთარ თავს.ანუ ეს ფენომენია კომპლექსი. მოკლედ აი ამ მამაოს აზრს დაგიკოპირებ და მაინტერესებს რამდენად ეთანხმები და რამდენად არა..

როგორ წავიდა შეგიძლია ამიხსნა? მე ვერ გავიგე. რაც შეეხება მამაოს აზრს კამოდ საინტერსოა ერთში რაშიც ვეთანხმები ესაა :
ციტატა
ადამიანი ისედაც ლამაზია, ღვთის ქმნილებაა და მისი ზედმეტად შელამაზება არ არის საჭირო.

არ ვეთანხმები ამაში
ციტატა
უ ადამიანი იმიტომ იკეთებს ამ ოპერაციას, რომ მას რაღაც ნაკლი აქვს, ეს კი მას პრობლემებს უქმნის, მაშინ, შეუძლია, გაიკეთოს, თუნდაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ცხვირის ოპერაცია,

ვერ ვხვდები რატომ შეიძლება გავიკეთო ცხვირის ოპერაცია გრძელი მაქ და დავიმოკლო და არ შეიძლება მკერდის ოპერაცია რომელიც პატარაა და გავზარდო? იმიტომ რომ ის მკერდია და ეს ცხვირი? გოგონებს ხშირად ტყუილად აქვთ ცხვირის კომპლექსი რაც უფრო სხვა რამის არასრულფასოვნების კომპლექსია. ის რომ გვინდა კარგად გამოვიყურებოდეთ ჩემი აზრით არ გვაძლევს უფლებას რაღაც მოვიჭრათ რაღაც გავიდიდოთ. ასევე შევეხები იმ თემას რომ აკრძალულია ქალის მიერ იგივე შარვლის ჩაცმა მაგრამ დღევანდელობაში ეს აკრძალვა რამდენად მართებულია? ის რო შეიძლება ლაშქრობაში წახვიდე და კომფორტისა და პრაქტიკულობის თვალსაზრისით ბევრად აღემატება შარვალი გაგდებს ეკლესიის წესების დამრღვეევის სიტუაციაში. ის რომ არაა აკრძალული ეკლესიის მიერ პლასტიკური ქირურგია ერთ ერთი მიზეზი ალბათ ყველა ვხვდებით რომ ისაა მაშინ უბრალოდ არ არსებობდა და ვერც წამოიდგნდენ მსგავს თემას. ისევ ვიმეორებ ჩემთვის მიუღებელია გოგოს გრძელი და კეხიანი ცხივირი ჰქონდეს და მოკლე და კურნუსა გაიკეთოს რადგან ასე მოსწონს და გრძელი ცხვირით სიარული ეხამუშება. მიღებული იმ შემთხვევაშია ჩემთვის როდესაც აშკარა დეფექტი აქვს ადმაიანს, კურდღლის ტუჩი გატეხილი ცხვირი და ა.შ.

--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?

კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი May 22 2015, 05:37 PM
პოსტი #69

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685

ციტატა
როგორ წავიდა შეგიძლია ამიხსნა? მე ვერ გავიგე. რაც შეეხება მამაოს აზრს კამოდ საინტერსოა ერთში რაშიც ვეთანხმები ესაა :

მამა თეოდორემ ერთ ერთი ქადაგების დროს გააკეთა აქცენტი ამ საკითხზე. სამოთხე არ არის კარგი ედემის ბაღები,მოჩუხჩუხე წყაროები და ასე შემდეგ,სამოთხე არის ის ადგილი სადაც ღმერთია.ღმერთი იყო დედამიწაზე ფიზიკურად(თუ შეიძლება ეს ითქვას სულზე) მაგრამ მას შემდეგ რაც აადამი დაეცა,უფალი წავიდა დედამიწიდან(თავისი გაგებით რა თქმა უნდა)ხოლო დედამიწაზე შემოვიდა ხრწნილება. ანუ უფალი განეშორა დედამიწას და არა ადამი განდევნეს სამოთხედან.ფორმალური საღვთისმეტყვლო ჭეშმარიტება ეს არისო და საიდან ამოიკითხა ნამდვილად არ ვიცი.თუმცა ეს მამაო ძალიან დიდი ავტორიტეტია ჩემთვის.
ციტატა
რაშიც ვეთანხმები ესაა :

ეგ კონტექსტიდან ამოღებული წინადადებაა,რომელშიც იგულისხმება(კონტექსტიდან გამომდინარე)რომ ღმერთმა ადამიანში უნაკლოება ჩადო ხოლო ადამის დაცემის შემდეგ შემოვიდა ნაკლი.

ციტატა
ვერ ვხვდები რატომ შეიძლება გავიკეთო ცხვირის ოპერაცია გრძელი მაქ და დავიმოკლო და არ შეიძლება მკერდის ოპერაცია რომელიც პატარაა და გავზარდო? იმიტომ რომ ის მკერდია და ეს ცხვირი? გოგონებს ხშირად ტყუილად აქვთ ცხვირის კომპლექსი რაც უფრო სხვა რამის არასრულფასოვნების კომპლექსია. ის რომ გვინდა კარგად გამოვიყურებოდეთ ჩემი აზრით არ გვაძლევს უფლებას რაღაც მოვიჭრათ რაღაც გავიდიდოთ. ასევე შევეხები იმ თემას რომ აკრძალულია ქალის მიერ იგივე შარვლის ჩაცმა მაგრამ დღევანდელობაში ეს აკრძალვა რამდენად მართებულია? ის რო შეიძლება ლაშქრობაში წახვიდე და კომფორტისა და პრაქტიკულობის თვალსაზრისით ბევრად აღემატება შარვალი გაგდებს ეკლესიის წესების დამრღვეევის სიტუაციაში. ის რომ არაა აკრძალული ეკლესიის მიერ პლასტიკური ქირურგია ერთ ერთი მიზეზი ალბათ ყველა ვხვდებით რომ ისაა მაშინ უბრალოდ არ არსებობდა და ვერც წამოიდგნდენ მსგავს თემას. ისევ ვიმეორებ ჩემთვის მიუღებელია გოგოს გრძელი და კეხიანი ცხივირი ჰქონდეს და მოკლე და კურნუსა გაიკეთოს რადგან ასე მოსწონს და გრძელი ცხვირით სიარული ეხამუშება. მიღებული იმ შემთხვევაშია ჩემთვის როდესაც აშკარა დეფექტი აქვს ადმაიანს, კურდღლის ტუჩი გატეხილი ცხვირი და ა.შ.

ნუ კარგი რა ცხვირსა და მკერდს შორის განსხვავებას ვერ ხედავ?მკერდის ოპერაცია ვის უნდა უნდოდეს?99.9% ამას ინტიმური ვნებების სტიმულირებისთვის იკეთებს.ცხვირის ოპერაცია კიდე კი არ ალამაზებს,უბრალოდ სიმახინჯის მდგომარეობიდან ამოიყვანს ადამიანს,იმ სიმახინჯისა რომელიც არც ღმერთს სურდა და არც თავად ადამიანს. 1000 მდე თანდაყოლიი დაავადება არსებობს საერთოდაც რამდენად ეთანხმები მაშინ კბილების გასწორებას?როდესაც ადამიანს ბუნებრივად ერგო ოღროჩოღრო კბილები და სინით ისწორებს? ან საერთოდაც ახალ კბილს იდგამს არა იმიტომ რომ მექანიკური დაზიანებაა მიიღო არამედ იმიტომ რომ არ მოუფრთხილდა ან უბრალოდ კალცის ნაკლებობა აქვს. ასეთი საკითხების დროს ჭეშმარიტება მოტივშია. ეს მოტივი კი მხოლოდ ადამიანმა იცის. იქნება თუ არა მისი შემდგომი ნაბიჯი(ნებისმიერ სფეროში) დაცემული ბუნების გამარჯვება სულზე თუ პირიქით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
რობინი
პოსტი May 23 2015, 01:17 PM
პოსტი #70

რობინ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 100
რეგისტრ.: 15-May 15
მდებარ.: დუშეთი
წევრი № 14,112

ციტატა(q.w.e @ May 22 2015, 05:37 PM) *

მამა თეოდორემ ერთ ერთი ქადაგების დროს გააკეთა აქცენტი ამ საკითხზე. სამოთხე არ არის კარგი ედემის ბაღები,მოჩუხჩუხე წყაროები და ასე შემდეგ,სამოთხე არის ის ადგილი სადაც ღმერთია.ღმერთი იყო დედამიწაზე ფიზიკურად(თუ შეიძლება ეს ითქვას სულზე) მაგრამ მას შემდეგ რაც აადამი დაეცა,უფალი წავიდა დედამიწიდან(თავისი გაგებით რა თქმა უნდა)ხოლო დედამიწაზე შემოვიდა ხრწნილება. ანუ უფალი განეშორა დედამიწას და არა ადამი განდევნეს სამოთხედან.ფორმალური საღვთისმეტყვლო ჭეშმარიტება ეს არისო და საიდან ამოიკითხა ნამდვილად არ ვიცი.თუმცა ეს მამაო ძალიან დიდი ავტორიტეტია ჩემთვის.

ეგ კონტექსტიდან ამოღებული წინადადებაა,რომელშიც იგულისხმება(კონტექსტიდან გამომდინარე)რომ ღმერთმა ადამიანში უნაკლოება ჩადო ხოლო ადამის დაცემის შემდეგ შემოვიდა ნაკლი.
ნუ კარგი რა ცხვირსა და მკერდს შორის განსხვავებას ვერ ხედავ?მკერდის ოპერაცია ვის უნდა უნდოდეს?99.9% ამას ინტიმური ვნებების სტიმულირებისთვის იკეთებს.ცხვირის ოპერაცია კიდე კი არ ალამაზებს,უბრალოდ სიმახინჯის მდგომარეობიდან ამოიყვანს ადამიანს,იმ სიმახინჯისა რომელიც არც ღმერთს სურდა და არც თავად ადამიანს. 1000 მდე თანდაყოლიი დაავადება არსებობს საერთოდაც რამდენად ეთანხმები მაშინ კბილების გასწორებას?როდესაც ადამიანს ბუნებრივად ერგო ოღროჩოღრო კბილები და სინით ისწორებს? ან საერთოდაც ახალ კბილს იდგამს არა იმიტომ რომ მექანიკური დაზიანებაა მიიღო არამედ იმიტომ რომ არ მოუფრთხილდა ან უბრალოდ კალცის ნაკლებობა აქვს. ასეთი საკითხების დროს ჭეშმარიტება მოტივშია. ეს მოტივი კი მხოლოდ ადამიანმა იცის. იქნება თუ არა მისი შემდგომი ნაბიჯი(ნებისმიერ სფეროში) დაცემული ბუნების გამარჯვება სულზე თუ პირიქით

ეხლა გამახსენდა ბიბლიაში წერია შენი მეუღლის მკერდი გაკმაყოფილებდეს შენო. მკერდის ოპერაცია რომ ახსენე ეს გამახსენდა

--------------------
დ. კ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 23 2015, 01:31 PM
პოსტი #71

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

ციტატა(რობინი @ May 23 2015, 02:17 PM) *

ეხლა გამახსენდა ბიბლიაში წერია შენი მეუღლის მკერდი გაკმაყოფილებდეს შენო

შეგინდოს უფალმა ეს მკრეხელური სიტყვები და სულიერი თვალი აგიხილოს, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს თქვა...

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი May 23 2015, 02:15 PM
პოსტი #72

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685

ციტატა
ეხლა გამახსენდა ბიბლიაში წერია შენი მეუღლის მკერდი გაკმაყოფილებდეს შენო. მკერდის ოპერაცია რომ ახსენე ეს გამახსენდა

=_=
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Zukazuka314
პოსტი May 23 2015, 05:21 PM
პოსტი #73

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 8-March 15
წევრი № 14,036

ციტატა
ფიზიკური ქიმიური და ბიოლოგიური კანონები მძლავროვს ადამიანზე თუ ასე არაა თანდაყოლილი დაავადებით ან მანკიერებით არავინ დაიბადებოდა!!!

რაც არის არის ყველაფერი ღვრთIს დაშვებით არის.... თუნდაც ჩერნობილშI რომ რადიაციამ გაჟონა და მერე ხალხს რაც დაემართაეგეც დაშვებითაა... შენ არ იცი ეგ ფიზიკის ბრალია თუ ქიმიის.... ეგრე ჩანს მაგრამ, ეგ ფიზიკაც და ქიმიაც ხომ ღმერთმა შექმნა? ერთს გეტყვი ახლა აქ არის ერთი ქართველი ბავშვი რომელსაც არ აქვს მაჯა... ეს ღმერთის დაშვებითაა თუ ფიზიკის და ქიმიის გამო? და ამ ბავშვს უნდა რომ გაუკეთონ რაგაც ხელის მტევანის ფორმის პლასტმასი... და ჩემის აზრით ეს არ არის ცუდი...ისევე როგორც პლასტიკური ოპერაციის დროს არის გამონაკლისები, რომ ცოდვა და ასე შემდეგ არ არის... და მორჩა თემა პლასტიკაზე რადგან ხანდახან შეიძლება და როდესაც ადამიანს არ აკმაყოფილებს და უნდა მეტი და მეტი მაგიტომ არ შეიძLება....

ციტატა
ადამის შეცდომით შეიცვალა დედამიწა სადაც შენ ცხოვრობ და მიდრეკილებების გარდა ვერ ხედავ ვერაფერს?ხორცი ხრწნადი და ინერტული გახდა.

მაგ მიდრეკილების ბრალია ეგ მერე!!!! მაგრამ მიდრეკილებები მიტომ დავწერე რომ თავი ეგაა... მაგალითად ადამს ადრე შეეძლო ღმერთან საუბარი, შემდეგ აღარ, ახლა არც ჩვენ...კი გახდა, მერე? კი ადამის ბრალი იყო მარა გაიხსენე რამდენი ხანი ცხოვრობდა ადრე ხალხი?

ციტატა
ეს უკვე ისაა რაც უშუალოდ ღმერთს არ შეუქმნია.

აბა რამ/ვინ შექმნა? ეშმაკმა თუ ბუნებამ მისი კანონებით? აააჰჰ, დედამ და მამა... biggrin.gif ღმერთმა შექმნა!!!

ციტატა
ხო უშუალოდ ცოდვლის გადასვლას არა,ვეთანხმები ამგრამ ცოდვის მიდრეკილებებისა და იმ გარემოს ცვლილებებს რომელმაც იმოქმედა მომავალ თააობაზე და რომელიც ცოდვის გამო მოხდა ვერ ვვუარყოფ.

ახლა მითხარი, იმ ცოდვის მიდრეკილებებისა და იმ გარემოს ცვლილებებს რომელმაც იმოქმედა მომავალ თააობაზე და რომელიც ცოდვის გამო მოხდა, რომელი იყო ყველაზე ცუდი? სულის სიკვდილი ხო? ადრე რომ ჯოჯოხეთში ხვდებოდა მართალიც და "დამნაშავეც" ეგ ხო? მერე იესო ქრისტე მოვიდა და გვიხსნა ამისგან.... ახლა რაღა გინდა? biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Zukazuka314
პოსტი May 23 2015, 05:50 PM
პოსტი #74

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 8-March 15
წევრი № 14,036

ციტატა
სუფთა საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ესეა დედამიწიდან წავიდა ღმერთი და არა სამოთხიდან გამოაგდეს ადამი.მაგრამ ამ სიტყვებში არ იგულისხმება ის რომ ღმერთი ჩვენთან არაა ,არა იგი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს მადლითა თვისითა.
არა მომავალ თაობაში ნაკლები შანსია ეგ გენი დომინანტური იყოს ხომ ხვდები რატომაც

კარგი იყოს ვითომ წასული... კაი ვიტომ წავიდა, ვითიმ...... ხომ მოვიდა ისევ? ხომ არ მოგწონს რომ წავიდა? მაგრამ ხომ მოვიდა ისევ.... გიხარია?

ციტატა
მამა თეოდორემ ერთ ერთი ქადაგების დროს გააკეთა აქცენტი ამ საკითხზე. სამოთხე არ არის კარგი ედემის ბაღები,მოჩუხჩუხე წყაროები და ასე შემდეგ,სამოთხე არის ის ადგილი სადაც ღმერთია.ღმერთი იყო დედამიწაზე ფიზიკურად(თუ შეიძლება ეს ითქვას სულზე) მაგრამ მას შემდეგ რაც აადამი დაეცა,უფალი წავიდა დედამიწიდან(თავისი გაგებით რა თქმა უნდა)ხოლო დედამიწაზე შემოვიდა ხრწნილება. ანუ უფალი განეშორა დედამიწას და არა ადამი განდევნეს სამოთხედან.ფორმალური საღვთისმეტყვლო ჭეშმარიტება ეს არისო და საიდან ამოიკითხა ნამდვილად არ ვიცი.თუმცა ეს მამაო ძალიან დიდი ავტორიტეტია ჩემთვის.

ჩემთვისაც დიდი მამაოა და ყველაზე მეთად მაგ მამაოსი მჯერა.... ახლა მამაოს სიტყვები.... თუ შეგიძLია დამილინკე ეგ ვიდეო და ვიდეოს ადგილი... კარგად დააციტირე? კარგი სამოტხე არის ის ადგილის სადაც ღმერთია...ხო? და ახლა ის მითხარი სად არ არის ღმერთი?.....გაგება უნდა მამაოს სიტყვებს და არამგონია სრულად დაგეციტირებინა მანდ მამაოს ადამიანი უნდა ეხსენებინა.... კარგი... ახლა მეორე, უფალი წავიდა დედამიწიდან? რატომ? კარგი წავიდა ვითომდა, ხომ დაბრუნდა?

ციტატა
დაცემული ბუნების გამარჯვება სულზე

?
შენ რომ სხეული მოკლა ამით სულს მოკლავ?

ციტატა
– რა თქმა უნდა, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რა სახის პლასტიკურ ოპერაციას ეხება ეს. ღმერთი ადამიანს უნაკლოს ბადებს, მას ყველაფერი აქვს: ყურები, თვალები, კიდურები და, ეს რომ არ დასჭირვებოდა, მაშინ ღმერთი არც მისცემდა, ანუ, ის, რაც შექმნილია ადამიანში ადამიანისთვის, უკვე გამშვენებულია და ერთმანეთთან იდეალურად არის შერწყმული, ანუ, ადამიანის აგებულება იდეალურია. თუმცა, ზოგჯერ ადამიანი ნაკლით იბადება და, უნდა ითქვას, რომ ეს ღმერთის ბრალი კი არ არის, არამედ გენეტიკის, რადგან დამახინჯდა ადამიანის გენეტიკა. როდესაც პირველმა ადამიანებმა შესცოდეს, წუთისოფელში შემოვიდა სიკვდილი, ხრწნილება, ადამიანისა და მთელი სამყაროს დაცემა. ამიტომაც ხდება ცხოვრებაში, რომ ადამიანი იბადება ნაკლით და ეს შეიძლება იყოს მშობლების ან მისი უახლოესი წინაპრების ბრალი. შეიძლება, მათ ჰქონდათ რაღაც ხინჯი და ის გადავიდა გენეტიკურად. ეს ყველაფერი კი ძალიან არის დამოკიდებული ადამიანების ცხოვრების წესზე. რა თქმა უნდა, ამის გამოსწორება შეიძლება პლასტიკური ოპერაციით. მაგალითად, ადამიანს, შეიძლება, სჭირდება ცხვირის გალამაზება, მით უმეტეს, გოგონები აქცევენ ამას ყურადღებას და, რა თქმა უნდა, მას შეუძლია, მივიდეს და გაიკეთოს ოპერაცია, ამაში ცუდი არაფერია, განსაკუთრებული საეკლესიო კანონი, სასჯელი ან, შეგონება ამაზე არ არსებობს. თუმცა, არსებობს საეკლესიო კანონი ადამიანის ჩაცმულობაზე, მორთულობაზე, მისი ცხოვრების წესზე, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანი. 92-ე საეკლესიო კანონის თანახმად, იკრძალებოდა, თუ ქალი ჩაიცვამდა მამაკაცის ტანსაცმელს, ან მამაკაცი – ქალის სამოსს, მოირთვებოდა ზედმეტად, დაიმახინჯებდა სახეს. ეკლესია კოსმეტიკის გამოყენებას არ კრძალავს. უბრალოდ, აქ ზომიერებაა მთავარი, ისევე, როგორც ყველაფერში. ადამიანი, მით უმეტეს, ქალი, ისედაც ლამაზია და მას ზედმეტად გალამაზება არ სჭირდება. როგორც აღვნიშნე, ეკლესია არ კრძალავს პლასტიკურ ოპერაციებს, მაგრამ, გააჩნია ოპერაციას. თუ ადამიანი იმიტომ იკეთებს ამ ოპერაციას, რომ მას რაღაც ნაკლი აქვს, ეს კი მას პრობლემებს უქმნის, მაშინ, შეუძლია, გაიკეთოს, თუნდაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ცხვირის ოპერაცია, მაგრამ, თუ ეს ეხება სხეულის სხვა ნაწილებს და ეს ნაწილები ხდება საბაბი იმისა, რომ ამ ადამიანმა გაკეთებული ოპერაციით უნდა აღძრას ვნებები სხვა ადამიანში, ეს დაუშვებელია და ეკლესია ამ ყველაფრისგან გაიმიჯნება. ადამიანი ისედაც ლამაზია, ღვთის ქმნილებაა და მისი ზედმეტად შელამაზება არ არის საჭირო. მით უმეტეს, თუ ემსახურება იმას, რომ ადამიანი სხვა ადამიანებისთვის გახდეს უფრო მეტად მიმზიდველი, მოსაწონი, უფრო მეტიც – საცდური.

და მე ამას ვეთანმხმები... ვისაც უნდა შემედავოს... biggrin.gif და ქ წ ე მერე? მე ვეთანხმები ამას და რა...

ციტატა
არ ვეთანხმები ამაში

G_სახვა
ჩემი აზრით მამაომ ეგ იმიტმ თქვა რომ როდესაც ადამიანს ცუდი გარეგნობა ექნება, და რომ ღმერთის გმობა არ დაწყოს, იმიტომ რომ ასეთი გარეგნობა აქვს და ასევე არ შეუძლია ამის გამოსწორება (ვითომდა ეკლესიის მხრიდან), როდესაც შესაძლებელია ეს რადგან ეკლესია იძახის და ვითOმდა მკაცრად კრძალავდეს.... და ეგრეცაა რაც თქვა... მე სრულიად ვეთანმები.... მაგრამ გააჩნია რათქმაიუნდა ოპერაციას...შენ რაც დაწერე იქაც გეთანხმები....
(ჩემი აზრით) ეკლესია არ კრძალავს ამას (ძალიანა) ზოგადად... მაგრამ მაშIნ კრძალავს როდესაც ეს არის საშიშI ადამიანების სულისთვის....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი May 23 2015, 08:16 PM
პოსტი #75

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685

Zukazuka314
მოყვასო,პირველ რიგში მინდა გითხრა ის რომ ეგ აგრესია და სარკაზმი მოიშორე,მითუმეტეს მაშინ როდესაც ასეთ თემებზე ვლაპარაკობთ ამ ფორუმზე,უბრალოდ არ შეიძლება ათეისტებით გადაჭედილ ფორუმებზეც და ვისაც ქრისტიანობაზე პრეტენზია გვაქვს იმ ხალხში ერთნაირი სულით მიმდინარეობდეს დისკურსიები.
რაც შეეხება თემას
ციტატა
რაც არის არის ყველაფერი ღვრთIს დაშვებით არის.... თუნდაც ჩერნობილშI რომ რადიაციამ გაჟონა და მერე ხალხს რაც დაემართაეგეც დაშვებითაა... შენ არ იცი ეგ ფიზიკის ბრალია თუ ქიმიის.... ეგრე ჩანს მაგრამ, ეგ ფიზიკაც და ქიმიაც ხომ ღმერთმა შექმნა? ერთს გეტყვი ახლა აქ არის ერთი ქართველი ბავშვი რომელსაც არ აქვს მაჯა... ეს ღმერთის დაშვებითაა თუ ფიზიკის და ქიმიის გამო? და ამ ბავშვს უნდა რომ გაუკეთონ რაგაც ხელის მტევანის ფორმის პლასტმასი... და ჩემის აზრით ეს არ არის ცუდი...ისევე როგორც პლასტიკური ოპერაციის დროს არის გამონაკლისები, რომ ცოდვა და ასე შემდეგ არ არის... და მორჩა თემა პლასტიკაზე რადგან ხანდახან შეიძლება და როდესაც ადამიანს არ აკმაყოფილებს და უნდა მეტი და მეტი მაგიტომ არ შეიძLება....

დიახ ზუსტადაც ღმერთის დაშვებითაა,ღმერთის დაშვებაა ის რომ ფიზიკური და ქიმიური კანონები მძლავრობენ დღეს დღეობით ხორციელ ადამიანზე?და იცი რატომ?იმიტომ რომ თავისუფალ ნებას არ ეხება უფალი,და თუ ადამიანის თავისუფალი ნებიდან გამომდინარე საქციელი არ არის მოსაწონი ეს ღმერთის დაშვებაა და არა ნება,ეხა ვტკეპნოთ ერთი ადგილი და ეგაა რა უბრალოდ ისე გესმის ჩემი სიტყვები როგორც გაწყობს(ნუ შეიძლება იგივე ითქვას ჩემზე,არ გამოვრიცხავ)

ციტატა
მაგ მიდრეკილების ბრალია ეგ მერე!!!! მაგრამ მიდრეკილებები მიტომ დავწერე რომ თავი ეგაა... მაგალითად ადამს ადრე შეეძლო ღმერთან საუბარი, შემდეგ აღარ, ახლა არც ჩვენ...კი გახდა, მერე? კი ადამის ბრალი იყო მარა გაიხსენე რამდენი ხანი ცხოვრობდა ადრე ხალხი?

ხომ მაგრამ მაგ მიდრეკილებებმა ხომ ხრწნადი სხეული მოგვცა?ამის შედეგია სხვადასხვა დეფექტი ესაა და ეს თორე არ გეწინააღმდეგები არაფერში რაც მანდ თქვი.
ციტატა
აბა რამ/ვინ შექმნა? ეშმაკმა თუ ბუნებამ მისი კანონებით? აააჰჰ, დედამ და მამა... ღმერთმა შექმნა!!!

ხე ნაყოფით იცნობაო,თუ ხე კაია ნაყოფი ცუდია?არა.უფალი კარგია,ცოდვა და ცოდვის შედეგი კი ცუდი.ღმერთმა შექმნა?უშუალოდ პიროვნულად ღმერთს არ შეუქმნია,მაგრამ ღვთის განგების ნაწილია. და ეხა ეს სიტყვები ვაბრუნოთ დაუსრულებლად..
ციტატა
ახლა მითხარი, იმ ცოდვის მიდრეკილებებისა და იმ გარემოს ცვლილებებს რომელმაც იმოქმედა მომავალ თააობაზე და რომელიც ცოდვის გამო მოხდა, რომელი იყო ყველაზე ცუდი? სულის სიკვდილი ხო? ადრე რომ ჯოჯოხეთში ხვდებოდა მართალიც და "დამნაშავეც" ეგ ხო? მერე იესო ქრისტე მოვიდა და გვიხსნა ამისგან.... ახლა რაღა გინდა?

და რა უნდა მინდოდეს? ააა მივხვდი მეუბნები რომ სულის ხსნა არის და სხვა რამეზე რატომ ფიქრობ ხომ?გეთანხმები ყველაზე ცუდი იყო ჯოჯოხეთი,მაგრამ სხვა ბევრი რამეც შეიცვალა და იცვლება ეხლაც და თუ ჩემი მთავარი ცხოვრებისეული სწრაფვა არის სულის ხსნა უფალში,მაშინ რატომ უნდა იყოს არასწორი თუ რაიმე ნიუანსებს გამოვასწორებ ყოველდღიურ ცხოვრებაში?ან რახან ეს თემა გავხსენი ხომ არ გგონია რომ ჩემი რელიგიური აზრები ამ საკითითაა შემოფარგლული?თუ არა მაშინ მსგავს კითხვას რატომ მისვამ?მეტი რაღა გინდაო?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი May 23 2015, 08:32 PM
პოსტი #76

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685

ციტატა
კარგი იყოს ვითომ წასული... კაი ვიტომ წავიდა, ვითიმ...... ხომ მოვიდა ისევ? ხომ არ მოგწონს რომ წავიდა? მაგრამ ხომ მოვიდა ისევ.... გიხარია?

ციტატა
გიხარია?

ვცდილობ მიხაროდეს.
ხვდები მაინც რას მთხოვ რამდენი ასეული ქადაგება აქ მამაოს და მეუბნები დამილინკეო?საღოლ რა biggrin.gif სკოლაში ვიწვევთ ოთხშაბათს 4 საათზე თუ გინდა წამოდი და ვკითხოთ ზუსტად ეგ.თუ თბილისში ცხოვრობ და თუ გსურს რა თქმა უნდა.
ციტატა
კარგი სამოტხე არის ის ადგილის სადაც ღმერთია...ხო? და ახლა ის მითხარი სად არ არის ღმერთი?.....გაგება უნდა მამაოს სიტყვებს და არამგონია სრულად დაგეციტირებინა მანდ მამაოს ადამიანი უნდა ეხსენებინა.... კარგი... ახლა მეორე, უფალი წავიდა დედამიწიდან? რატომ? კარგი წავიდა ვითომდა, ხომ დაბრუნდა?

არა მარტო მამაოს სიტყვებს,არამედ ნებისმიერი ადამიანის სიტყვებს სჭირდება გაგემა მათ შორის ჩემსასაც,ისე რომ საკუთარი გრძნობა და სუბიექტური აზრი არ უნდა აირიოს.
უფალი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს მადლითა თვისითა.მაგრამ არსებობს რაღაც დოზები,მრა თქმა უნდა უფალი დედამიწაზე იმ დოზით არ არის რა დოზითაც სამოთხეშია(ნუ უხეშად ჟღერს მაგრამ მაინც)მე მანდ მამაოს სიტყვების შინაარს ვამბობდი.ანუ ესეთ რამეებს ამბობდა მამაო რომ კათოლიკეებს და სხვადასხვა რელიგიის თუ მიმდინარეობის წარმომადგენლებს გონიათ რომ სამოთხე ედემის ბაღები კარგი წყაროებიო(ზოგისთვის წმინდა ქალები ,ზოგისთვის კარგი ტრასაც არისო)თუმცა მართლმადიდებლობა არსობრივათ ამბობს რომ სამოთხე ეს არის ადგილი სადაც ღმერთია სადაც წმინდა სამება და მეოთხე შენ ხარ,აი ამას ვგულისხმობდი და ნაწილობრივ დავწერე კიდეც და ამან კითხვა გაგიჩინა ჩემს მიმართ:სად არ არის ღმერთი? კაი რა.

ციტატა
?
შენ რომ სხეული მოკლა ამით სულს მოკლავ?

ვერ ჩავწვდი?ეს რა შუაშია?
მოიცა ამ მმაოს ამას ეთანხმები და მე მედავები გაცხარებული? რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს biggrin.gif რავი აბა რაღა მერე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
რობინი
პოსტი May 23 2015, 08:55 PM
პოსტი #77

რობინ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 100
რეგისტრ.: 15-May 15
მდებარ.: დუშეთი
წევრი № 14,112

ციტატა(marine @ May 23 2015, 01:31 PM) *

შეგინდოს უფალმა ეს მკრეხელური სიტყვები და სულიერი თვალი აგიხილოს, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს თქვა...

ქალბატონო ბიბლია არ გაქვთ წაკითხული? მე მკრეხელობა არ დამიწერია ახლავე გეტყვი მუხლს სადაც წერია ეს:იგავნი 5:18-19
კურთხეული იყოს შენი წყარო და გაიხარე შენი სიყრმის ცოლით, საყვარელი ფურ-ირმითა და მშვენიერი შველით. მისმა მკერდმა დაგაკმაყოფილოს ყოველ ჟამს, მისი სიყვარული გიტაცებდეს მუდამ!
ანუ კაცს თავისი მეუღლის ცოლი უნდა უყვარდეს და არ უნდა აცეცოს აქეთ იქით თვალები და მკერდის ზომის მომატება არაა საჭირო უნდა გიყვარდეს მეუღლე ისეთი როგორიც არის

ციტატა(q.w.e @ May 23 2015, 02:15 PM) *

=_=

სასწაულია რა ეს რა გასაკვირია. ეს წერია ბიბლიაში.

--------------------
დ. კ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 23 2015, 09:10 PM
პოსტი #78

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

ციტატა(რობინი @ May 23 2015, 09:55 PM) *

ქალბატონო ბიბლია არ გაქვთ წაკითხული? მე მკრეხელობა არ დამიწერია ახლავე გეტყვი მუხლს სადაც წერია ეს:იგავნი 5:18-19
კურთხეული იყოს შენი წყარო და გაიხარე შენი სიყრმის ცოლით, საყვარელი ფურ-ირმითა და მშვენიერი შველით. მისმა მკერდმა დაგაკმაყოფილოს ყოველ ჟამს, მისი სიყვარული გიტაცებდეს მუდამ!
ანუ კაცს თავისი მეუღლის ცოლი უნდა უყვარდეს და არ უნდა აცეცოს აქეთ იქით თვალები და მკერდის ზომის მომატება არაა საჭირო უნდა გიყვარდეს მეუღლე ისეთი როგორიც არის

სასწაულია რა ეს რა გასაკვირია. ეს წერია ბიბლიაში.

რობინი, ახლა გადავამოწმე ბიბლიაში და ნამდვილად მასე წერია. ბოდიშს გიხდი 2kiss.gif ბიბლია რათქმაუნდა წაკითხული მაქვს, მაგრამ მაგ სიტყვებს არასოდეს ჩავღრმავებივარ smile.gif

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი May 23 2015, 10:37 PM
პოსტი #79

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685

რობინი
მართლა არ ვიცოდი ეგ მაგრამ ამ თემასთან რა კავშირშია ვერ ვხვდები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი May 23 2015, 11:30 PM
პოსტი #80

მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848

q.w.e
ციტატა
სკოლაში ვიწვევთ ოთხშაბათს 4 საათზე თუ გინდა წამოდი და ვკითხოთ ზუსტად ეგ.თუ თბილისში ცხოვრობ და თუ გსურს რა თქმა უნდა.

რომელ მამაოს იწვევთ და რომელ სკოლაში?

--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 02:47 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი