IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

31 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> კონფლიქტური ზონები, აფხაზეთი/ცხინვალის რეგიონი
Giorgi-
პოსტი Aug 29 2008, 05:42 PM
პოსტი #81



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



კანუდოსელი

ისე მორატორიუმს რაც შეეხება, შენი ბრალდება ცოტა ვერ გავიგე... აბა როგორ უნდა მოქცეულიყო, ცეცხლი არ უნდა შეეწყვიტა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 29 2008, 05:44 PM
პოსტი #82


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ნიანია
და რატომ აწერ ხელს მაგ მიწების დაკარგვას?

თუ გგონია, რუსული ჯარი მარტო სამხრეთ ოსეთის დასაკავებლად შემოვიდა?

იმ ბიჭებმა შეაჩერეს მტერი, რომელიც იპყრობდა საქართველოს!!! შეაჩერეს, სანამ ბებერი ევროპა გამოიღვიძებდა. ეს იყო უდიდესი თავდადება... ამის არდანახვა როგორ შეიძლება, გადამრევთ თქვენ sad.gif

Giorgi-
არა გიო, არ უნდა შეეწყვიტა, გაეჟუჟა ოსები, მერე მიშას გადასცემდნენ ჰააგის ტრიბუნალს და ევროკავშირი ცნობდა სამხრეთ ოსეთს

ეს უნდოდა ალბათ კანუდოსელს.

საფუძველი: კოსოვოს მაგალითი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Aug 29 2008, 05:46 PM
პოსტი #83



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



კანონისტი
ციტატა
არა გიო, არ უნდა შეეწყვიტა, გაეჟუჟა ოსები, მერე მიშას გადასცემდნენ ჰააგის ტრიბუნალს და ევროკავშირი ცნობდა სამხრეთ ოსეთს


საერთაშორისო ვალდებულება აიღო და შეწყვიტა, ცეცხლი რომ არ შეეწყვიტა ყველა ვარიანტში მსხვერპლი მეტი იქნებოდა - მე ასე მესმის. შეიძლება დილეტანტი ვარ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Aug 29 2008, 05:47 PM
პოსტი #84


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კანონისტი
ციტატა
მილოშევიჩმა კი მოუგო ალბანელ სეპარატისტებს და ხომ არ გახსოვს, რატომ არ ცნო ევროპამ ეს გამარჯვება და მერე რატომ მიუბრუნდა უკან?


დათო, აქ ცოტა სხვა სცენარი იყო, მსგავსი,მაგრამ მაინც სხვა. იუგოსლავიის არმია ერთერთი უძლიერესი იყო,იცი ეს შენ, ხუთეულში შედიოდა. სერბებმა ომი მოიგეს, ამაში გეთანხმები,საერთოდ არცერთი არ წაუგიათ სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ სწორედ გუშინ წავიკითხე სერბების ჟურნალში, რომ კოსოვოს ცნობა ამერიკის და ევროპის მიერ სწორედ რუსეთის სურვილი იყოო, რომ მას აფხაზეთსა და ოსეთში ჯიბრზე ვითომ დამოუკიდებლობა ეცნოო,ანუ მისი მრავალწლიანი გეგმა კოსოვოს ხარჯზე განეხორციელებინაო. უნდა თუ არა რუსეთსო, ან რას იტყვის რუსი "ამბასადორი", ეს ჩვენ უკვე უნდა გვეკიდოსო, რამდენადაც სერბია ევროპული ქვეყანაა და შევა ევროპაში ,რუსეთის უნდა თუ არა ეს მისი საქმეაო. ასევე იყო ცნობა იმის შესახებ, როგორ ჩააწყო ყოველივე ეს ელცინის "შვილმა" პუტინმაო. სამწუხაროდ,ახლა დრო არ მაქვს წყაროს ორიგინალი ტექსტი ვთარგმნო,საღამოს ვიზამ ამას. აგრეთვე განხილული იყო, რომ დასავლეთის ინვესტიციებია მხოლოდ სერბიაში და რუსული კი თითქმის 0-აო, ეს რაც ეკონომიკურ მხარეს ეხება, მხოლოდ რაღაც ნავთო-გაზის ხელშეკრულებაა უახლესი,რაზედაც რუსეთმა უკვე განუცხადა, რომ შეასრულებს ხელშეკრულებას.

ასე რომ, კოსოვოს დაკარგვა სერბების მიერ თვით რუსეთის სურვილი იყო,მიზეზი კარგად უწერია ავტორს.

ციტატა
ამ ხალხს უნდა რომ ომში არავინ არ დაიღუპოს.


უაზროდ და უმიზეზოდ ნამდვილად არ უნდა დაიღუპოს.

პ.ს. ბოლო მესამე გემზე არ ვიცი, მე გუშინდელი ინფო მაქვს და დავწერ საღამოს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი Aug 29 2008, 05:50 PM
პოსტი #85


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



შე ოჯახაშენებულო, თუ მთავრობაში მაგდენი იცოდნენ რომ რუსეთი მარტო სამხრეთ ოსეთის დასაპყრობად არ შემოდიოდა და იქ გორი და თბილისის მადაც ჰქონდა, მაშინ რა უნდოდა მიშას პროვოკაციებს რო უწყობდა ხან ოსეთში და ხან აფხაზეთში. იგივე განმუხურში რუსის სარდლობასთან ყოყოჩობა, მერე ხურჩაში დადგმული სპექტაკლი სადაც ლამის ქალი მოკლეს, მერე ცხინვალში აფეთქება...

რას ებაქიბუქებოდა ეგ კაი ადამიანი იმ იდიოტ რუსებს არ მესმის, არ იცის ცვენმა პრეზიდენტმა ომს რომ იწყებ სტრატეგია უნდა შეიმუშაო და შენი მტრის შესაძლებლობები ბოლოდე შეაფასო? არ იცოდა რომ საჰაერო ავიაცია დაესხმოდა თავს საქართველოს და იმის თავი არ ჰქონდა რომ წინ აღდგომოდა? რაებს მიმტკიცებთ ხალხო ასე უაზროდ ომის დაწყება იქნებოდა? თუ მართლა იმ ბებერი ევროპის და ათასობით კილომეტრის იქით მყოფი დიდი მამიკო ამერიკის იმედით დამიწყო ხიპიში.

დავით, პოლიტიკოსი თუ ხარ და მით უფრო ქვეყნის პირველი პირი ამისთანა შეცდომებს არ უნდა უშვებდეს. და რაც მთავარია ომს იწყებ როგორი თავდაცვის მინისტრით? კაცი სიტყვას სიტყვაზე ვერ აბავს და ალბათ ქუთელია რომ არ ყავდეს მოადგილედ საერთოდ ვერ გავიგებდით რა დავკარგეთ და სად წავაგეთ.


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Aug 29 2008, 05:50 PM
პოსტი #86


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კანონისტი
ციტატა
არა გიო, არ უნდა შეეწყვიტა, გაეჟუჟა ოსები, მერე მიშას გადასცემდნენ ჰააგის ტრიბუნალს და ევროკავშირი ცნობდა სამხრეთ ოსეთს

ეს უნდოდა ალბათ კანუდოსელს.


ოსები ადრეც არ უჟუჟია,მე ვლაპარაკობ მოსახლეობაზე. ეჟუჟა რუსები, ვინც ზურგში ესროდნენ,და ჩვენებს მაგ მორატორიუმის გამო სროლით პასუხი არ შეეძლოთ: ამან გამოიწვია მსხვერპლი სწორედ. დახეულიყვნენ უკან თავდაცვით და მერე შეეწყვიტათ.

თუ იცოდა, რომ მაგით ჰააგა ემუქრებოდა, ეგ კანუდოსელს კი არა პრეზიდენტს დააბრალეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 29 2008, 05:51 PM
პოსტი #87


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,903
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მე გავედი აბა, დროებით bye1.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 29 2008, 05:53 PM
პოსტი #88


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



staywhite
ციტატა
სერბებმა ომი მოიგეს, ამაში გეთანხმები

ამაშია ნანა საქმე და ამის გაგება არ უნდა ზაზას (ვერ იგებს თქო ხომ არ ვიტყვი). ჩვენზე ბევრად ძლიერ არმიას უკანაც დაახევინეს, ზედაც გადაუარეს და ლამის მართლა დააკარგვინეს უძველესი სერბული მიწა (ყოველ შემთხვევაში ჰამასზე და ჰეზბოლაზე მეტი წონის სუბიექტებმა ცნეს იგი).

მიზეზი იყო ერთადერთი: ის არ იცავდა ომისთვის დადგენილ წესებს და აწვებოდა, რომ იტყვიან "კაცურად"

მიშა მოიქცა ძალიან ჭკვიანურად ამ შემთხვევაშიც - როცა მორატორიუმი გამოაცხადა სამთავრობო ჯარები აკონტროლებდნენ სამხრეთ ოსეთის 90%-ს და რაც მთავარია - როკი-ზარამაგის გზას საარტილერიო ზალპური მანქანების წვდომით. ომი ჩვენ ამის გამო არ წაგვიგია, ხოლო პოლიტიკურად - პირწმინდად მოვიგეთ

ნიანია
ციტატა
რაც მთავარია ომს იწყებ როგორი თავდაცვის მინისტრით?

მინისტრი რა შუაშია, ომს გაერთიანებული შტაბი და მთავარსარდალი აწარმოებს

ისე, მაგის მინისტრობა მიშას გადასაწყვეტი არ არის მხოლოდ... sad.gif სამწუხაროდ.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Aug 29 2008, 05:54 PM
პოსტი #89



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



ციტატა
შე ოჯახაშენებულო, თუ მთავრობაში მაგდენი იცოდნენ რომ რუსეთი მარტო სამხრეთ ოსეთის დასაპყრობად არ შემოდიოდა და იქ გორი და თბილისის მადაც ჰქონდა, მაშინ რა უნდოდა მიშას პროვოკაციებს რო უწყობდა ხან ოსეთში და ხან აფხაზეთში. იგივე განმუხურში რუსის სარდლობასთან ყოყოჩობა, მერე ხურჩაში დადგმული სპექტაკლი სადაც ლამის ქალი მოკლეს, მერე ცხინვალში აფეთქება...

რას ებაქიბუქებოდა ეგ კაი ადამიანი იმ იდიოტ რუსებს არ მესმის, არ იცის ცვენმა პრეზიდენტმა ომს რომ იწყებ სტრატეგია უნდა შეიმუშაო და შენი მტრის შესაძლებლობები ბოლოდე შეაფასო? არ იცოდა რომ საჰაერო ავიაცია დაესხმოდა თავს საქართველოს და იმის თავი არ ჰქონდა რომ წინ აღდგომოდა? რაებს მიმტკიცებთ ხალხო ასე უაზროდ ომის დაწყება იქნებოდა? თუ მართლა იმ ბებერი ევროპის და ათასობით კილომეტრის იქით მყოფი დიდი მამიკო ამერიკის იმედით დამიწყო ხიპიში.

დავით, პოლიტიკოსი თუ ხარ და მით უფრო ქვეყნის პირველი პირი ამისთანა შეცდომებს არ უნდა უშვებდეს. და რაც მთავარია ომს იწყებ როგორი თავდაცვის მინისტრით? კაცი სიტყვას სიტყვაზე ვერ აბავს და ალბათ ქუთელია რომ არ ყავდეს მოადგილედ საერთოდ ვერ გავიგებდით რა დავკარგეთ და სად წავაგეთ.


არა, ამ ყველაფრით მსოფლიომ დაინახა რუსეთის აშკარა აგრესია, თორემ სხვა შემთხვევაში რუსეტი ყოველთვის ამბობდა ჩემს მოქალაქეებს ვიცავო

მალე იტყოდა ქართველ ხალხს ვიცავ ხელისუფლებვისგანო, მგონი თქვა კიდევაც
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი Aug 29 2008, 05:54 PM
პოსტი #90


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



ციტატა
ისე, მაგის მინისტრობა მიშას გადასაწყვეტი არ არის მხოლოდ


კიდევ ერთი დიდიიიი მინუსი შენი პრეზიდენტის, მე როგორც ვიცი პრეზიდენტია მთავარსარდალი თუ ვცდები?


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Aug 29 2008, 05:55 PM
პოსტი #91


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კანონისტი

მე ვაღიარებ, რომ ჩვენმა ბიჭებმა ომი მოიგეს,იმედია გამიგებთ რას ვამბობ.იქ რაც მოხდა, წაგება არ ქვია: "ბიტკა" ჩვენ მოვიგეთ,მერე რაც მოხდა ეგ სხვა საქმეა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 29 2008, 05:56 PM
პოსტი #92


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ნიანია
პრეზიდენტია მთავარსარდალი, კი

მინუსი პრეზიდენტის კი არა - საქართველოს სისუსტის sad.gif

P.S. ყველაფერს რომ ვერ ვწერ აქ, არ მიწყინოთ kiss1.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი Aug 29 2008, 05:56 PM
პოსტი #93


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



სამწუხაროდ გავდივარ უკვე. იმედია მშვიდობიან და გამთლიანებულ საქართველოს მალე ვიხილავთ


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 29 2008, 05:57 PM
პოსტი #94


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



staywhite
გაიხარე. მეც მაგას ვამბობ.

და არც მორატორიუმს ვაბრალებ არაფერს


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Aug 29 2008, 06:02 PM
პოსტი #95


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



დღეს ძალიან ძნელია ბრძოლა, დღევანდელი გმირი ხვალ დიდი ალბათობით ომის დამნაშავედ იქცეს ეგება, შენი გულადობა,ვაჟკაცობა, პšატრიოტიზმი დღეს უფასურია , სხვა სტანდარტები მეფობენ... სამწუხაროდ.

არადა, შენს მიწაზე რომ გიტ...ენ, განა რატომ არ გაქვს უფლება როგორც შეძლებ ისე აჰგავო ეს პრობლემა პირისაგან მიწისა? ან იყვნენ ჩვენთან წესიერად და ლამაზად, მითუფრო როცა არაფერს ვერჩით ან არა და უნდა დაახვევინო, როგორც ადრე ხდებოდა, უჰააგო ისტორიაში. ეეჰ, მე მომიწევს ალბათ ჰააგა smile.gif

მიწას იცავ: დამნაშავე ხარ, არ მესმის და რა ვქნა sad.gif უსამართლობაა,მხოლოდ ძლიერნი ამა ქვეყნისანი მართავენ ყველაფერს და მათ შორის ჩვენს ნებასაც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 29 2008, 06:08 PM
პოსტი #96


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



კანონისტი
მიშას მორატორიუმი რომ არ გამოეცხადებინა და ვინმეს ეთქვა რატომ არ გამოაცხადაო, ისეთივე "წარმატებით" დაიცავდი იმ ფორმას...

მორატორიუმი როცა მიდიხარ ტერიტორიების დასაბრუნებლად - არის სრული იდიოტობა...ამას დიდი ლოგიკა არ უნდა და თუ ამას ვერ ხვდები, შენი საქმე ცუდადაა

კაი ჩემი არ გჯერა, აი ნანას მაინც დაუჯერე, ვისაც ყველა ჩვენგანზე დიდი გამოცდილება აქ ამ სფეროში...

ფაქტი ერთია - რა გულისტკივილიც გამოვხატეთ მე და ნანამ იმ დღეს მორატორიუმის გამოცხადებით - ახდა...ე.ი. მაშინ მართლები ვყოფილვარტ მე და ნანა და აა შენ და მრავალი სხვა, ვინც გაჰყვიროდა - ტერიტორიებს ვიბრუნებთო...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Aug 29 2008, 06:12 PM
პოსტი #97


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(Giorgi- @ Aug 29 2008, 05:27 PM) *

თუ ასე გააგრძელეს, რუსეთი 5 წლის შემდეგ აღარ იარსებებს - ეს პოლიტოლოგების აზრია და არა ჩემი

ჩვენ რა ხეირი?

ჩვენი ხეირი მაზეა დამოკიდებული თუ რამდენად გონივრულად ვიმოქმედებთ აწი


1)ომზე და კონფლიქტზე უნდა ვთქვათ უარი და ეგ იქნება გონივრული მოქმედება.

2) თავისუფალი და ძლიერი ეკონომიკა უნდა შევქმნათ სადაც ყველას უფლებები იქნება დაცული
შინაურისაც და გარეულისაც.

პ.ს. ამის მერე შენ რომ კარგი ქვეყანა გექნება ის ოსი და აფხაზი თავისი ფეხით გამოიქცევა აქეთ.

ჩვენ იმისთვის კი არ უნდა ვიზრუნოთ მარტო გაგრის პლაჟი, რიწის ტბა და სოხუმის მეიდანი (და ა.შ) დავიბრუნოთ, არამედ ხალხი უნდა დავიბრუნოთ უპირველეს ყოვლისა ოღონდ არა სიტყვით არამედ საქმით.

თავის დროზე პეტრე (ქართლის პირველი კათალიკოსი) ეუბნებოდა მეფე ვახტანგ გორგასალს ''შენ მეფეო ქვის

ეკლესიებს აშენებ, ხოლო ხორციელ ეკლესიებს (ადამიანებს) ანადგურებო''
. ამასთან ადამიანები ანუ

უპირატესია ვიდრე ქვის ეკლესია ან რაიმე ნაგებობა რადგან ქვის ნაგებობას ისევ აღადგენ ხოლო ხორციელს

ერთხელ თუ მოსპობ მის გამთელებას ვერც კაცი შეძლებს და ვერც მეფეო (''ეკლესიანი ხორცთანი უფროს

არიან წინაშე ღვთისა, ვიდრე ეკლესიანი ქვათანი'')


ეს მაშინ ხდებოდა როცა ვახტანგი სპარსელებთან ერთად ბიზანტიის იმპერიაში ლაშქრობდა და კაბადოკიაში

მშვიდობიან ქრისტიანულ მოსახლეობას ხოცავდა.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Aug 29 2008, 06:19 PM
პოსტი #98


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კანუდოსელი
ციტატა
ფაქტი ერთია - რა გულისტკივილიც გამოვხატეთ მე და ნანამ იმ დღეს მორატორიუმის გამოცხადებით - ახდა...ე.ი. მაშინ მართლები ვყოფილვარტ მე და ნანა და აა შენ და მრავალი სხვა, ვინც გაჰყვიროდა - ტერიტორიებს ვიბრუნებთო...


პირადულებში არ ჩამითვალოთ რასაც ვიტყვი, მე 13-ში ჩამოვედი ბელგრადში და იქვე სადგურის კაფეში დავსხედით მე , Soldier და ბელგრადელი დათო,სანამ სოფელში წავიდოდით. და იქ მე გულისტკივილით მოვყევი ამბები,
რასაც გერმანიაში ქარტულ გადაცემებიდან ვგებულობდი და მორატორიუმი რომ ვახსენე, სწორად გამიგეთ, სოლჯერს თვალები აუცრემლიანდა, გვერდზე იყურებოდა რომ არ შეგვენიშნა , კაცს, რომელსაც ამდენი ომი აქვს გამოვლილი და ამავე დროს ჩინიანი სამხედროა, მობრუნდა და მეუბნება: ნანა, ბოდიში, მაგრამ იქნება ცდები და ეგ არ მომხდარაო? რა თქმა უნდა დავუდასტურე, მას კომენტარი აღარ გაუკეთებია, მისი სახის გამომეტყველება იყო ყველაზე დიდი კომენტარი...

სადაც ვიწროა იქ გაწყდესო ხომ იცი: მე არ ვამბობ, რომ უმორატორიუმოდ დღეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩვენ ვიმღერებდით, მე ვამბობ იმას, რომ უაზრო მსხვერპლი შემცირდებოდა, რომლებიც ელემენტარულად თავს ვერ იცავდნენ ბრძანების გამო.ცოტა მოეცადა , გაგანია ფრონტზე საპასუხო ცეცხლის შეწყვეტა რომ სიკვდილი კი არა თვითმკვლელობაა ამას რად უნდა დიდი სამხედრო გამოცდილება, რომ მიხვდე?

ძალიან ცუდი რამ მოხდა,მეგობრებო, ჩვენი გადაფურთხებული აგვალოკვინეს - ასე გამოდის.

დავით, მაგაში კი კიდევ ერთნაირად ვაზროვნებთ, რომ ბრძოლა ჩვენ მოვიგეთ მაინც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 29 2008, 06:40 PM
პოსტი #99


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



sable
ციტატა
პ.ს. ამის მერე შენ რომ კარგი ქვეყანა გექნება ის ოსი და აფხაზი თავისი ფეხით გამოიქცევა აქეთ.

აი მანდ ვარ მეც...ახლაარ ვიცი მაგრამ ომამდე ამისი წინაპირობა იყო და აი რა:

რამდენიმე ხნის წინ იყო გადაცემა სადაც აჩვენეს ბაღაფში, როგორ აწყვეტინებდა ერთ რუსს ჩვენს გინებას - ჩემი ყურებით მოვისმინე და ახლა არ მითხრათ მოგეჩვენაო biggrin.gif

შეაწყვეტიინა და უთხრა: საქართველო დიდი კულტურის ქვეყანაა ნამდვილად ...მერრე პაუზა გააკეთა, და ცოტა ხანში დაამატა, გთხოვთ მიაქციეთ ყველამ ყურადღება: თუ საქართველოს უნდა ჩვენთან ერთად ყოფნა, გახდეს მიმზიდველიო

ახლა მეორე საკითხია რუსეთი მას გაუშვებდა თუ არა, მაგრამ ბაღაფშმა, რომელიც არჩევნების დროს ყველაზე პროქართულად საღდებოდა და ეს ასეც არის - ვერ იტყოდა პირდაპირ რომ საქართველოსთან მინდა ურთიერთობა და მასში შესვლაო...დიმპომატიურ ენაზე ეს ნისნავდა სერიოზულ წინაპირობას ჩვენთვის სასარგებლოს

მიშამ კი კონფრონტაციის გზა აირჩია...არ ვამბობ რომ რომ არ აერჩია არ მოხდებოდა, მაგრამ ამაზე ნანამ დაწერა უკვე....ვამბობ, რომ თუ ერთი ადგილი არ გაქვს არ უნდა დაიწყო (ეს უკვე ცხადზე ცცხადია რომ ფართომასშტაბიანი ომი მიშამ დაიწყო) და მით უმეტეს სხვისი ტ****თ ხომ საერტოდ არ უნდა დაიწყო ომი.

ვიმეორებ მე წინასწარმეტყველი არ ვარ, რომ ვთქვა რომ მიშას რომ არ დაეწყო რუსეთი მაინც დაიწყებდაო - ალბატ კი ალბათ არა...მაგრამ რაც ცხადია, ისაა, რაც მოხდა და ამისი ანალიზი მიშასთვის სასარგებლოდ კი არა სრულიად სავალალოდ მოქმედებს- ომი კი ნამდვილად მოვიგეთ და მიშამ არამცირე როლი ითამაშა თავისი იდიოტი ცივილური იაკობაშვილით - რომ წაგვეგო - ისევ, ძალიან გაუგებრებისთვის: არ ვამბობ, რომ არ წავაგებდით რომ არა ეს...მაგრამ ... და ეს ნანამ დაწერა...

მიშა მაგარია

პ.ს.
ამ გასაჭირის დროს რას შვება გამყიდველი კანუდოსელი...ერის მოღალატე ეგა


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 29 2008, 06:45 PM
პოსტი #100


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ციტატა
მიშას მორატორიუმი რომ არ გამოეცხადებინა და ვინმეს ეთქვა რატომ არ გამოაცხადაო, ისეთივე "წარმატებით" დაიცავდი იმ ფორმას...

რაც გინდა ის იფიქრე, მაგრამ ამ საომარი მოქმედებების დროს, პირველი რაც ვუთხარი ჩემ ძმას იყო ეს - ხომ იცავს პრეზიდენტი ომის წესებს და ნეტავ, რას იტყვის ევროკავშირი მეთქი. იმედია გჯერა ჩემი

ციტატა
მორატორიუმი როცა მიდიხარ ტერიტორიების დასაბრუნებლად - არის სრული იდიოტობა...ამას დიდი ლოგიკა არ უნდა და თუ ამას ვერ ხვდები, შენი საქმე ცუდადაა

მაგრამ როცა დაბრუნებული გაქვს თითქმის უკვე?

მგონი ავხსენი ნორმალურად, რა ფუნქციაც ჰქონდა იმ მორატორიუმს. შენ თუ იმას ამბობ, რომ იმ 3-მა საათმა წაგვაგებინა ომი, თავად არ იცი ესე იგი რა ხდებოდა იქ.

ნანას პოზიცია არის სამხედროსი და არა პოლიტიკოსის. მე ვწერ პოლიტიკურ მოტივებს.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th December 2021 - 02:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი