IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

21 გვერდი V « < 19 20 21  
Reply to this topicStart new topic
> ქართული ხალხური სიმღერების ტექსტები
yipiani gio
პოსტი Jul 23 2012, 10:19 AM
პოსტი #401


Tavadi Yipiani
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,917
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: saburtalo
წევრი № 2,017



ციტატა
აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მოცურავს მთა–მთა,
დარდი მასწავლე ფშავლის ასულო,
ე მაგ თაფლისფერ თვალთა.

ციხე–გორობას მე სტუმრად მოვალ,
არ გეოცები ნეტა,
შენთან ალერსი მწადიან ქალო,
ყოფნა მწადიან შენთან.

და მერე თუნდაც ფშავლის ასულო,
შენ ძმათ შამაჭრან ხმალზედ,
ნეტავ ვიცოდე როგორ მიტირებ,
გლოვის სევდიან ხმაზედ.

მაღალ ბილიკებს, მთებს და ჭიუხებს,
რაისთვის სთელავ ნეტა.
მოდი ვიქნები შენი წაწალი,
მთები დავლახოთ ერთად.

აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მოცურავს მთა–მთა,
დარდი მასწავლე ფშავლის ასულო,
ე მაგ თაფლისფერ თვალთა.

ვგიჟდები ამ სიმღერაზე. ქართული ფოლკლორის მარგალიტია ჩემი აზრით smile.gif


--------------------
alazani.ge

ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება
გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Aug 24 2012, 11:41 PM
პოსტი #402


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



yipiani gio
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif D: biggrin.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tornike-13
პოსტი Oct 16 2012, 06:33 PM
პოსტი #403


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 16-October 12
წევრი № 12,680



ციტატა(შევრდომილი @ Jul 19 2007, 06:19 PM) *

***
გფარავდეს ლომისის მადლი
ტანზედ აგესხას რკინაო
ხელთ გეპყრას ჭრელი მანდილი
რომ მტერს არ მაალხინაო
გამარჯვებულსაც გეაროს
ღმერთი გიძღოდეს წინაო

დიდგორის ველზე გიხმობენ
ჯოგი დაგხდია მტრისაო
ქართველო ხელი ხმალს იკარ
სანამ ფრანგული ჭრისაო
თუ გული რკინისა გიდევს
უყვეს აბჯარი ხისაო

წმინდა გიორგიმ დაგლოცოს
ალალ-მართალი შვილსაო
კურთხეულ მიწას გართმევენ
მარიამ წმინდანისაო
ქართველს ერთი აქვთ სამშობლო
ვერვის ვერ მისცემს წილსაო


არასწორად გიწერია a075.gif

გფარავდეს ლომისის მადლი
ტანზედ აგესხას რკინაო
ხელთ გეპყრას მჭრელი მახვილი
რომ მტერს არ მაალხინაო
გამარჯვებულსაც გეაროს
ღმერთი გიძღოდეს წინაო

დიდგორის ველზე გიხმობენ
ჯოგი დაგვსხმია მტრისაო
ქართველო ხელი ხმალს იკარ
სანამ ფრანგული ჭრისაო
თუ გული რკინისა გიდევს
იყვეს აბჯარი ხისაო

წმინდა გიორგი დაგლოცავს
ალალ-მართალი შვილსაო
კურთხეულ მიწას გართმევენ
მარიამ წმინდანისაო
ქართველს ერთი აქვთ სამშობლო
ვერვის ვერ მისცემს წილსაო

ეს ნუგზარ ფსუტურის სიმღერაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariam14
პოსტი Jun 23 2013, 03:05 PM
პოსტი #404


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 23-June 13
წევრი № 13,211



ციტატა(QORBUDA @ Apr 2 2007, 10:18 PM) *

მთაზე ავალ და დავძახებ
სიმღერას ომახიანსა,
ვერ ვათელინებ სამშობლოს,
მტერს, ვერაგსა დადიანსა.
ქართველს სიკვდილი ურჩევნის
სიცოცხლეს ღალატიანსა.

კარგი ყმა ერთხელ ნაშობი,
მოკვდების ხელში ხმლიანად,
არც ხმალი უნდა ვაჟკაცსა
თუ გული გაიფრთიანა.
ჯიშს ვერ მოსპობენ ქართველის
გინდ ამოსწყვიტონ მთლიანად.

ავახმიანებ სამრეკლოს,
ზარებს შემოვკრავ ხმიანად,
ქომაგ თუ ამოგვიწყვიტეს
ვაი რომ დავრჩებით ტიალად.
ქართველოსა საქართველოსთვის
გვემღეროს მუდამ მთლიანად.


აი ესე იწყება ეგ სიმღერა:

ქალმა დამწყევლა ლამაზმა
მხურვალე ლალის ბაგეთი
მხურვალე ლალის ბაგეთი და

ვერც ერთმა მითხრა ლამაზმა
რა დაგიშავე ასეთი
რა დაგიშავე ასეთი და

მენატრება ეგ ხმა ტკბილი
და თან დამდევს მისი ჩრდილი
და თან დამდევს მისი ჩრდილი და

მიყვარს მაგ ხმის გაგონება
ვერ წავშალე მაგონდება
ვერ წავშალე მაგონდება და



ეს სიმღერა არ იცით ვინმემ როგორ არის:
დაუკარ ჩემო ფანდურო
ამაიღე ხმაო
გულს დარდი შამამწოლია
ლექსი უნდა ვთქვაო/..
მეტი აღარ მახსოვს//:((

როცა შენს დალალებს ქარი შლის
მაიგევხარ ნესტანს და თამარ ქალს
დედაშენს მოვსტაცებ ქალიშვილს
თუ გინდა ყაჩაღი დამარქვან

როდესაც ჩავუვლი შენს ქუჩს მოსახვევს
იქ ტოტებს მიხრიან წნორები
დედაშენს უთხარი რამე ჩემს შესახებ
სასიძოდ თუ მოვეწონები

მინდა სულ გიმღერო ცხრანაწნავიანო
უქრობი სურვილით წავიდეთ
წამოდი წავიდეთ მთა გადავიაროთ
წამოხვა? წამოდი წავიდეთ.




ლექსებით აგიხსნი სიყვარულს
იცოდე მე ჩემსას გავიტან
წამოვალ და სადმე მოგძებნი
და მერე ხევსურეთს წაგიყვან

მთაში მე პატარძალს მეძახდნენ
მაყრები წამოვა რამდენი
იცოდე მე ვერას დამაკლებს
ვაჟაო ეგ შენი თვალები

რა გახდა ეგ შენი დანახვა
შენ ნახვას მე ვეღარ ვესწრები
ყინულზე ცივი ხომ არა ხარ
ვერ გავდგი შენ გულში ფესვები.


არხოტის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები
მშვენებით მაიგევხარ სალი კლდის ავაზას
მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები
ვაჟები ლოცავენ შენ სავალ შარა გზას.

მზექალო კვლავ შენზე ფიქრები მაწვალებს
ისმინე ქალბნელო ვაჟკაცის ვედრება
ქალაქს ნუ წაიღებ ყორნისფერ დალალებს
მთას უფრო უხდება მაგ თვალთა მშვენება

რამდენჯერ ვევედრე ლაშარს და კოპალას
რომ დამიბრუნებდნენ აპრილებს გაფრენილს
შორს გაგიტაცებდი ცელქსა და ლურჯთვალას
შენს დალალს ვნახავდი ჩემს მკლავზე დაფენილს

იცოდე დღეიდან არ შემხვდე მზექალო
კაცი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით
შევცდები შეგტაცებ პერანგის საყელოს
მთას გადაგატარებ ლურჯაის ჭენებით.

და როგორც ყაჩაღი არწივთა საბუდარს
ვეწვევი გავხდები სალი კლდის ხიზანი
შურთხებთან დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს
უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს მიზანი.








ღამე ლაშარის ხეობებს,
ფარავდა ღრუბლების სურები,
.. მთის ხეობებში ღრეობენ
ფშავლები და ხევსურები X2
იდგა ლაშარი გელოდა,
მთამ არ იცოდა სათქმელი,
.. რომ სანთელივით დნებოდა
შენი თვალების ნათელი X2

გელოდნენ არ მოსდიოდი
და იდგნენ დარბაისლები,
.. შენ ბალახისთვის კვდებოდი,
შენზე დარდობნენ ნისლები X2

იმ ღამეს თვალებშავება
ღამე ფშავლებმა დალახეს,
.. კვდებოდა ვაჟა-ფშაველა,
გულში იკრავდა ბალახებს X2

ღმერთო, შენ დალოცე შუაფხო, ჩარგალი,
ფშავლების ღრეობა, ცხენების ჭენება,
.. ღამ-ღამ რომ იციან მგლებივით წანწალი,
თავლაში თავნება წაწლების ფერობა X2

ფშავლებს ხომ არა ჰყავთ ლექსებში ბადალი,
დილამდე იციან ფანდურზე თენება.
ხონჩაზე იციან ცხელ-ცხელი ხინკალი
და პანტის არაყით მთლად გამოშტერება.

თუ მტერი დალანდეს, იარაღს ისხამენ,
სალი კლდის ვეფხვებად ჩნდებიან ფშავლები.
.. ჯიხვების ხოროებს ფეხდაფეხ დასდევენ,
ფრიალო კლდეებზე ღმერთი ჰყავთ მფარველი X2

ნურცა რას მკითხავ და არცა რას გიამბობ,
შენ ჩემი გაჩენის დასწყევლი გარიჟრაჟს!
.. მე შენი დაკარგვა წლების წინ ვიგლოვე
და მთების ნიავიც მეტყოდა სამძიმარს! X2

და ვეღარ მოგიხმობ ვით სატრფოს ქორბუდა,
ღამეებს არ შევძრავ მოთქმით და ძახილით,
.. არ მინდა სხვის მკლავზე ნაწოლი დიაცი,
არ მინდა სხვის ხელში დამჭკნარი ვარდები X2



გუდამაყრელო
მთაში არწივი ნავარდობს
ცაში ღრუბელნი ჰფენია
.. ჩანჩქერთა კლდე ჭიუხებში და
ესოდენ მოულხენია X2
არაგვო შენსა კალთებსა
კლდენი ლოდები ჰფენია
.. ამაყო გუდამაყრელნო და
რად, რად მოგიწყენია X2
რად ჩამახველ ბარადა
მთაში სუნთქვაა შენია
.. ვადაჯვრიანი მახვილი და
ომში არ მოგისვენია X2
საქმენი სავაჟკაცონი
მთას მოუთმენლად გელიან
.. უნდა დასტოვო სიცოცხლე და
მოგიხმობს არაგველია X2
სამასმეერთე იქნები
პირზე ღიმილის მფენია
.. მამულს ანაცვლო სიცოცხლე და
ჩვეულებაა შენია X2
ია საფლავზე ნაზარდსა
ცრემლი ცვარნამად სდენია
დაგიტირებენ წნორები და
არწივი ანა ფრენია X2
ამაყო გუდამაყრელო და
რად რად მოგიწყენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
pusko1
პოსტი Mar 5 2014, 04:22 PM
პოსტი #405


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 5-March 14
წევრი № 13,607



ნიორი და ხახვის ფოჩი
ლამაზ გოგოს მივუჩოჩდი
წიხლი მკრა და გადამაგდო
ორი კვირა ვეღარ მოვრჩი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rezikuna
პოსტი Jan 30 2015, 12:54 PM
პოსტი #406


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 29-January 15
წევრი № 13,997



ხევსურული სიმღერა, ამ გულში ქალაუ შენა ხარ ერთადერთი, თუ იცით ტექსტი დამიწერეთ გთხოვთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha200
პოსტი May 21 2018, 02:02 AM
პოსტი #407


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 21-May 18
წევრი № 14,764



გამარჯობა
ამ სიმღერის ტექსტი არ იცით ვინმემ? smile.gif

http://www.alazani.ge/base/Machakhela/Mach...oisa_Varada.mp3
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

21 გვერდი V « < 19 20 21
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st October 2018 - 12:39 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი