IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V « < 7 8 9 10 >  
Reply to this topicStart new topic
> საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ.
A.V.M
პოსტი May 3 2014, 01:14 AM
პოსტი #161


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საპატრიარქო ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
11:44 02-05-2014
საპატრიარქო ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს საპატრიარქო უარყოფს ინფორმაციას, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებული ვარიანტი ეკლესიისთვის მისაღები გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"ვრცელდება არასწორი აზრი, თითქოს გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ ანტიდისკრიმინაციული კანონი მისაღები გახდა ეკლესიისთვისაც. კანონპროექტის ახალ ვერსიას საქართველოს საპატრიარქო ვერ დაეთანხმება, რადგან ბოლო ვარიანტის გაანალიზების საშუალება არ გვქონდა. ზეპირი საუბრებით და ცალკეული სასულიერო პირების განცხადებებით კი ასეთ სერიოზულ თემაზე ნაჩქარევი შეფასების გაკეთება ეკლესიის მხრიდან მართებული არ არის.
საქართველოს პარლამენტში თავდაპირველად წარმოდგენილი კანონპროექტის უარყოფითი მხარეები აშკარად ჩანდა, ახლა მდგომარეობა შეიცვალა და იგი უფრო სერიოზულ შესწავლას და სპეციალისტების (იურისტების, ფსიქოლოგების, საერთაშორისო სამართლის ექსპერტების) დასკვნას საჭიროებს.
ჩვენ მადლიერნი ვართ საქართველოს პრემიერის, რომ იგი გაგებით მოეკიდა ეკლესიის სიფრთხილეს, მაგრამ ისიც გვინდა დავძინოთ, რომ ეკლესია ამ შემთხვევაში იცავდა და იცავს არა მხოლოდ სასულიერო პირების, არამედ მართლმადიდებელი მრევლის და საქართველოს მოსახლეობის (რელიგიური მრწამსის განურჩევლად) იმ ნაწილის ინტერესებსა და უფლებას, რომლისთვისაც ზნეობრივი ნორმების დაცვა არსებით აუცილებლობას წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-avrcelebs.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 30 2014, 11:12 PM
პოსტი #162


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
21:54 30-05-2014
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს საქართველოს საპატრიარქო "ორმოცდაათიანელთა" შეკრების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"მასმედიისა და ბილბორდების საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, თბილისში, სპორტის სასახლეში ა.წ. 6-8 ივნისს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რომელსაც ორმოცდაათიანელთა რელიგიური ორგანიზაცია ატარებს და ჩამოჰყავთ ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის ცნობილი მქადაგებლის, ბილი გრემის შვილი, ფრანკლინი.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ასევე ვრცელდება არასწორი აზრი, თითქოს აღნიშნული ფესტივალის ერთ-ერთი ინიციატორი არის საქართველოს საპატრიარქო, რაც მრევლში სერიოზულ გაურკვევლობას იწვევს.
როგორც აღვნიშნეთ, ღირსი ფრანკლინ გრიმის ჩამოსვლა არის ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის მიერ მოწყობილი და ამ ღონისძიებასთან საქართველოს საპატრიარქოს კავშირი არ აქვს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-avrcelebs.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 3 2014, 09:59 PM
პოსტი #163


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



წმინდა სინოდმა დღევანდელ სხდომაზე ოთხი ეპისკოპოსი გამოარჩია. ამის შესახებ მეუფე ზოსიმემ თქვა.

1. ამერიკისა და კანადის ეპარქია ცალკე გავიდა და მას არქიმანდრიტი საბა ინწკირველი უხელმძღვანელებს;
2. არქიმანდრიტი დოსითე ბოგვერაძე ბენილუქსის ქვეყნების ეპისკოპოსი იქნება;
3. გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიებს არქიმანდრიტი ლაზარე სამადბეგიშვილი უხელმძღვანელებს;
4. ხოლო ჰერეთში, აზერბაიჯანში ეპისკოპოსი არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი იქნება;

დღესვე, სინოდმა წმინდანად შერაცხა პირველი მღვდელთმთავარი იოანე და ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ პატრიარქის განცხადება დაამოწმა. კონკრეტული საკითხები, რომელზეც სინოდმა დღეს იმსჯელა, გაწერილი იქნება განჩინებაში, რომელიც საჯარო რამდენიმე საათში გახდება.
http://www.tabula.ge/ge/story/83965-tsmind...posi-gamoarchia


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 2 2014, 09:04 PM
პოსტი #164


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება 2 ივლისი, 2014 წელი
2014 წლის 2 ივლისი, 15:08-ზე

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოში მიწის გასხვისების პროცესი კვლავ დიწყო. ამის შესახებ ჩვენ კვირის ქადაგებაშიც განვაცხადეთ და ახლაც მასზე გავამახვილებთ ყურადღებას.
დღეს, როდესაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზეა და ბევრ შეთხევაში იძულებულია თავისი ქონება ძალზედ იაფად გაასხვისოს, ახალი რეალობა დიდი დარტყმის წინაშე დააყენებს სახელმწიფოს.
თავისთავად უცხოური კაპიტალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შემოსვლა-დამკვიდრება მისასალმებელია, რადგან შეუძლებელია ამის გარეშე ქვეყნის განვითარება, მაგრამ ეს პროცესი უმართავი არ უნდა გახდეს მან არ უნდა განაპირობოს ყველაზე დიდი მატერიალური სიმდიდრის - ჩვენი მიწა-წყლის დაკარგვა და ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ მომსახურე პერსონალად გადაქცევა. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ამ ქვეყნის მკვიდრთ, რომელთაც პირველ რიგში ეკუთვნით აქაური სიკეთე და დოვლათი, აღარ ჰქონდეს შიდა სამეწარმეო რესურსის გამოყენების საშუალება.
უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფომ ერთი წელია სერიოზული ნაბიჯები გადადგა სოფლის მეურნეობაში არსებული სიტუაციის გამოსწორებისათვის, მაგრამ ამჟამად შექმნილი ვითარება სხვა ქმედებების განხორციელებასაც საჭიროებს; მათ შორის შეღავათიანი და გძელვადიანი სესხების გაცემას.
ამასთან ვთხოვთ ხელისუფალთ - სასწრაფოდ მიიღონ ზომები და, ევროპის რიგი ქვეყნების მსგავსად, შეიმუშაონ სათანადო რეგულაციები, რათა განეიტრალდეს ფრიად ნეგატიური მოსალოდნელი შედეგები, მითუმეტეს, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლის დღევანდელი რედაქცია ამის შესაძლებლობას იძლევა.
თხოვნით მივმართავთ ბანკებსა და მიკროსაფინანსო დაწესებულებებს - მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე, გარკვეული რეგულაციების დადგენამდე, შეაჩერონ სესხის დაფარვის მიზნით მიწების გასხვისების პროცესი ან შეღავათიანი გადახდის პირობები დააწესონ.
მივმართავთ ჩვენს ბიზნესმენებს - გაააქტიურონ საქმიანობა სოფლის მეურნეობის სფეროში და დააბანდონ თავიანთი კაპიტალი ახალ ტექნოლოგიებსა და გადამამუშავებელ მრეწველობაში. ხელი შეუწყონ ეკოლოგიურად სუფთა, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას, რათა მათი ექსპორტი მოხდეს საზღვარგარეთ.
მივმართავთ მიწათმოქმედთ - მეტი სიყვარული გამოიჩინონ შრომისადმი, დაამუშაონ ნაკვეთები, მოუარონ მას და ამასთან შვილებს შეუნახონ ეს ქონება.
მიწაზე მომუშავე ადამიანმა უნდა იცოდეს ისიც, რომ მის საქმიანობას დალოცვა ჭირდება.
სოფლად მოღვაწე სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა უფასოდ ყოველწლიურად უკურთხონ ხალხს ნაკვეთები, თესლი და მოსავალი, ასევე სახლ-კარი, საქონელი და პირუტყვი, რომ ხალხის შრომამ ნაყოფი გამოიღოს და დაცული იყოს სხვადასხვა საშიშიროებისაგან. ეს უძველესი ტრადიცია უნდა აღდგეს და მოსახლეობამ გაითავისოს.
საერთოდაც ყველანი უნდა გავერთიანდეთ და სამშობლოს შევეხიდოთ. განსაკუთრებით ვთხოვ ამას ჩვენს ახალგაზრდებს.
მსგავსი პრობლემების წინაშე ჩვენი ქვეყანა XIX საუკუნის დასასრულსაც იდგა, სწორედ ამიტომ დააარსა მაშინ წმ. ილია მართალმა საადგილმამულო ბანკი.
დღეს დიდი ილიას ჭაპანი თითოეულმა ჩვენგანმა ძალისამებრ ჩვენისა უნდა გავწიოთ.


https://www.facebook.com/notes/%E1%83%A1%E1...883331715015075


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 18 2014, 03:11 AM
პოსტი #165


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის

კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ

მემორანდუმი



ხელმომწერნი:

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიის სახელით - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი

საქართველოს სახელმწიფოს სახელით - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მირიანე ოდიშარია

მხარეები გამოხატავენ თანამშრომლობის სურვილსკულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით



ეფუძნებიან

2002 წლის საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებულ კონსტიტუციურშეთანხმებას (მე-7, მე-8, მე-9, მე-10 მუხლები)

ითვალისწინებენ შემდეგ საკანონმდებლო აქტებს:

„მუზეუმების შესახებ“2001 წლის საქართველოს კანონს;
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“2007 წლის კანონს.


და აღიარებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურისამართალის მოთხოვნების პატივისცემის აუცილებლობას

თანხმდებიან

თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერაზე, რომლის მიზანს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მექანიზმების შემუშავებაზე.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და სახელმწიფო აღიარებენ:


საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მონასტერი, მათი ნანგრევები, სხვა საეკლესიო ნაგებობები, აგრეთვე მუზეუმებსა და სხვა საცავებში დაცული საეკლესიო ნივთები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, არის საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობლივი დაცვისა და მოვლა-პატრონობის საგანი.
ეკლესიის საკუთრებაში არსებული ღვთისმსახურების მიზნით შექმნილი უძრავი და მოძრავი არტეფაქტები წარმოადგენს კულტურულ მემკვიდრეობას.
ეკლესიის საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მიზნად ისახავს მისი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობას და ისტორიულ-ესტეთიკური ღირებულებების შენარჩუნებას.
კულტურულ-რელიგიურ ფასეულობებზე ერთობლივი მზრუნველობა უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო და აღიარებულ მეთოდოლოგიურ პრინციპებს, არ უნდა ზღუდავდეს ღვთისმსახურების საჭიროებებს (გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევების გარდა) და უნდა ხორციელდებოდეს შესაბამისი პატივისცემით.
კულტურულ მემკვიდრეობაზე ჩასატარებელი სამუშაოებისათვის შერჩეული ტექნოლოგიები უნდა ეფუძნებოდეს როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე მიდგომებს.

მხარეები მიიჩნევენ, რომ ისტორიული ღირებულების მქონე რელიგიურ არტეფაქტებთან და ძეგლებთან დაკავშირებული ინიციატივები უნდა განხორციელდეს ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე. კერძოდ:

ა) სამუშაოთა განხორციელების ნებართვის მოთხოვნამდე და პროექტის დაგეგმვის პროცესში, კონსულტაციების გზით უნდა მოხდეს შეთანხმება, რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი გაუგებრობა;

ბ) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (შესაბამისი სტრუქტურული ერთეული) ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტზე სამუშაოების განხორციელების მიზნით, საწყის ეტაპზე მიმართავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სსიპ-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს (შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს) და მასთან ერთად განიხილავს და ათანხმებს განსახორციელებელი სამუშაოების ტექნიკურ დეტალებს და კონკრეტულ მახასიათებლებს, რათა არ დაუშვას ეკლესიის საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე შესაბამისი ნებართვის გარეშე სამუშაობის ჩატარება.

დ) სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განიხილავს და ათანხმებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან საქართველოს ტერიტორიაზე და მის საზღვრებს გარეთ არსებულ ყველა ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარზე, მონასტერზე, მათ ნანგრევებზე და საეკლესიო ნივთებზე განსახორციელებელი სამუშაოების ჩატარებას.


აღნიშნული შეთანხმებით მხარეები გამოხატავენ მზადყოფნას ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში შექმნან გაერთიანებული საბჭო (შესაბამისი დებულებით) შემდგომი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.

http://www.culture.gov.ge/topicdetals-1.12034.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 20 2014, 05:56 PM
პოსტი #166


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



13:28 / 20-07-2014
საპატრიარქო - მეუფე გერასიმე რუსეთში გამართულ ღონისძიებებს საქართველოს ეკლესიის სახელით ესწრებოდა
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე რუსეთში გამართულ ღონისძიებებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით ესწრებოდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, წმინდა სერგი რადონეჟელის 700 წლის საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით რუსეთში მიწვეულნი იყვნენ სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. საპატრიარქოდან ღონისძიებებში საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი მეუფე გერასიმე მონაწილეობდა.
შეხვედრა მოსკოვში, სამება-სერგიევის ლავრაში გაიმართა და წმინდა სერგეი რადონეჟელის 700 წლის იუბილეს მიეძღვნა.

რუსეთის საპატრიარქოს და კრემლის ოფიციალურ ვებვერდებზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს რუსეთის პატრიარქმა და პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინმა სასულიერო

პირებს მოსკოვში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რთული პერიოდია, როგორც საერთაშორისო არენაზე, ასევე სულიერების სფეროში, რომლის გადალახვა ყველას ყოველდღიურად უწევს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ქვეყნების ეკლესიების წარმომადგენლები ჩადიან მოსკოვში, ხვდებიან პატრიარქ კირილს და ერთად განიხილავენ პრობლემებს.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/106874-sa...l#ixzz3816vDoDx


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 22 2014, 05:29 PM
პოსტი #167


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს ეკლესია სომხურ ეკლესიასთან მომხდარ ინციდენტს გმობს
საქართველოს ეკლესია სომხური ეკლესიის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტს გმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

ა.წ. 22 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმესა და სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსს საქართველოში, ვაზგენ

მირზახანიანს შორის.

შეხვედრა ეხებოდა თბილისში სომხური ეკლესიის მიმდებარედ 20 ივლისს მომხდარ ფაქტს.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეს დაპირისპირება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოიშვა და არ ატარებს რელიგიურ და ეთნიკურ ხასიათს, რასაც თითქმის ყველა არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იზიარებენ. თუმცა არიან ერთეული გამონაკლისები, რომლებიც არასწორ და უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ, რაც სამწუხაროა.

საქართველოს ეკლესია გმობს აღნიშნულ ინციდენტს და დაპირისპირებაში მონაწილეთ სიმშვიდისაკენ მოუწოდებს. ამასთან იგი, როგორც ყოველთვის, შეეცდება ხელი შეუწყოს პრობლემების მოგვარებას და ქვეყანაში არსებული რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელთა მშვიდობიან თანაცხოვრებას", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
ტეგები: საპატრიარქო, სომხური ეკლესია,


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/107032-sa...l#ixzz38Ch5ENUO


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jul 22 2014, 05:38 PM
პოსტი #168


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
რა ინციდენტი მოხდა რაღაც გამომრჩა აშკარად.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 22 2014, 09:26 PM
პოსტი #169


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
თვითონაც არ იციან ჯერ , რა მოხდა ... biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 26 2014, 01:18 AM
პოსტი #170


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს საპატრიარქომ დღეს, 25 ივლისს, გვიან საღამოს, ფესტივალ კაზანტიპის საქართველოში ჩატარების წინააღმდეგ განცხადება გაავრცელა. განცხადება წინ უსწრებს ხვალ, 26 ივლისს, კაზანტიპის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორიც ბიზნესმენი ლევან ვასაძეა. საპატრიარქო განცხადებაში აღნიშნავს, რომ კაზანტიპის მსგავსი გარყვნილება არასდროს მოუფიქრებიათ. ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ "საზოგადოებას ხმა არ მიუცია სახელმწიფოს ამ მიმართულებით განვითარებისთვის". საპატრიარქოს გამოხმაურებას ფესტივალთან დაკავშირებით სრულად გთავაზობთ:

"გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყდა, რომ გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ ე.წ. "კაზანტიპი" ა.წ. 20-30 აგვისტოს ჩატარდება საქართველოში, მაცხოვრის კვართისა და ღვთისმშობლის სამოსლის მცველ ჩვენს კურთხეულ ქვეყანაში და თანაც მარიამობის მარხვაში.

"კაზანტიპის" მომწვევის, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი სიგუასა და უკრაინაში ამ "ფესტივალის" დამაარსებლის, ნიკიტა მარშუნოკის თქმით, "წელს ანაკლიაში არ იქნება ნარკოტიკები და თავისუფალი სექსი, მაგრამ იქნება ხმა, განათება, კარგი განწყობა და სიყვარული." ღონისძიებას სახელიც შეუცვალეს ("რეალობის ანტირეალობა" დაარქვეს) და, ალბათ, კიდევ სხვა საშუალებებითაც შეალამაზებენ, მაგრამ, ანტიდისკრიმინაციული კანონის მსგავსად, არსით იგი მაინც უცვლელი დარჩება და ეს ლოგიკურიცაა. (უკრაინაშიც თავდაპირველად ეს საქმიანობა შედარებით რბილი ფორმებით დაიწყეს და შემდეგ მიიღეს ის სახე, რაც დღეს აქვთ).

"კაზანტიპს" სწორედ აღვირახსნილობის გამო სტუმრობს ამდენი "ტურისტი" მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნიდან. მათ სწორედ მასობრივი ორგიები და თავაშვებულობა იზიდავთ და არა მუსიკა ან რაიმე კულტურული ღონისძიება, მითუმეტეს ჩვენი ქვეყნის აღორძინების სურვილი. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ცოდვა ყველა დროში არსებობდა, მაგრამ დღეს მისი არა თუ ლეგალიზება, შეიძლება ითქვას, იძულებითი დანერგვა ხდება როგორც სარწმუნოების, ისე ზნეობისა და ეროვნული ფასეულობის დამცირების ფონზე; ამგვარ ვითარებაშიც კი "რეალობის ანტირეალობა, - კაზანტიპი" მკვეთრად განსხვავებული მოვლენაა, რადგან გარყვნილების ასეთი მასშტაბური ფორმა არასდროს მოუფიქრებიათ. ასეთი უზნეობა ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანისათვის.

ჩვენის აზრით, ჩვენს საზოგადოებას ხმა არ მიუცია საქართველოს სახელმწიფოს ამ მიმართულებით განვითარებისათვის. საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა და იგი არ შეიძლება გახდეს აღვირახსნილობის ხელშემწყობი. რა თქმა უნდა, გვესმის ისიც, რომ მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფ ადგილობრივ მოსახლეობას, ლამის, სიცოცხლის ფასად უღირს ის შემოსავალი, რაც მათ ბინების ან ტერიტორიის გაქირავების ფასად შეიძლება აიღონ, გვესმის, რომ ახალგაზრდებს, შეიძლება მოუნდეთ რეკლამირებულ სანახაობებზე მისვლა, ხელისუფალთ, ალბათ, ინფრასტრუქტურის განვითარებაც სურს. . . მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ფესტივალში ნებისმიერი სახით მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვისაც და ცალკეული პიროვნებებისთვისაც. ეკლესია, სულიერ შვილებზე ზრუნვიდან გამომდინარე, ვალდებულია, ამის შესახებ გაფრთხილოს საქართველოს მოსახლეობა" - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
http://www.tabula.ge/ge/story/86162-sapatr...obas-afrtxilebs


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 12 2014, 11:21 PM
პოსტი #171


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქობულეთში მომხდარ ფაქტს გმობს და ემიჯნება
16:34 11-09-2014
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქობულეთში მომხდარ ფაქტს გმობს და ემიჯნება ისლამური სკოლა-პანსიონატის აშენება ხელისუფლებასთანაც შეუთანხმებლად მოხდა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს დღეს საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც რელიგიურ ნიადაგზე ქობულეთში განვითარებულ მოვლენებს ეხება.
საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადება დეკანოზმა დავით შარაშენიძემ წაიკითხა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუშინ ქობულეთში მომხდარი ფაქტი მორწმუნე მუსლიმთა რელიგიური გრძნობების უხეში შეურაცხყოფაა და ასეთი ქმედება მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე ნებისმიერი ტრადიციული რელიგიისათვის. განცხადების თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გმობს და ემიჯნება მომხდარს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სხვადასხვა კონფესიების ურთიერთპატივისცემის გარემოში თანაარსებობა საუკუნეების განმავლობაში დამახასიათებელი იყო ჩვენი ყოფისათვის. განცხადებაში მაგალითად მოყვანილია წმინდა დავით აღმაშენებლის ცხოვრება, რომელიც პატივისცემით ეპყრობოდა სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, მათ შორის მუსლიმებს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ერეკლე მეორის გვერდით საქართველოსთვის ბორჩალოელი მუსლიმები იბრძოდნენ და რომ ასეთი მაგალითები საქართველოს ისტორიაში სხვაც ბევრი იყო.
"ტრადიცია დღესაც გრძელდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს მეტად თბილი დამოკიდებულება აქვს საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან, მათ შორის მუსლიმებთან. ასევე საუკეთესო ურთიერთობა აქვს დამყარებული ისლამური ქვეყნების მეთაურებთან და სულიერ ლიდერებთან აზერბაიჯანში, თურქეთში, ირანში, ქუვეითში. სამწუხაროდ, აღინიშნა ისიც, რომ რამდენიმე წელია პერიოდულად მომსწრენი ვხდებით გარკვეული ძალების პროვოკაციული მცდელობებისა, რომელთა მიზანია საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში საპატრიარქო ეჭვს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარი ერთი მხრივ დაემთხვა იმ დროს, როდესაც საქართველოში დაგეგმილია თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს თავმჯდომარის ვიზიტი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით ჩამოდის თბილისში და მეორე მხრივ, თბილისში იმართება ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია რელიგიის თავისუფლების თემაზე, რომელშიც გაეროს სპეციალური მომხსენებელი მონაწილეობს.
"რა თქმა უნდა, პროვოკაციას ჩვენ ვხედავთ 10 სექტემბერს ჩადენილ ქმედებაში, მაგრამ ვხედავთ იმაშიც, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ და ხელისუფლებასთანაც შეუთანხმებლად მოხდა ისლამური სკოლა-პანსიონის აშენება, რომლის რელიგიური დანიშნულებაც ეჭვგარეშეა. საქართველოს კანონმდებლობა მუსლიმებს ან სხვა რომელიმე კონფენსიის წარმომადგენლებს შეიძლება აძლევდეს ამის ნებას, მაგრამ მორალურად და მითუმეტეს, რელიგიურად გამართლება არ აქვს ისეთ ქმედებას, რომელიც ხალხში დიდ შფოთსა და დაპირისპირებას იწვევს", _ ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, განმარტებულია, რომ საქართველოში რელიგიათაშორისი კეთილგანწყობა ურთიერთპატივისცემას და ანგარიშის გაწევას ემყარებოდა და ეს დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...jneba.html?ar=A


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 19 2014, 07:37 PM
პოსტი #172


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს საპატრიარქოს განცხადება- 19/09/2014 წელი

კვირას, 21 სექტემბერს, ჩვენი მეოხის , ყოვლადწიდა ღვთისმშობლის შობის დღეა.
ეს დღე, ისევე, როგორც დღე მისი მიძინებისა, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ჩვენი ხალხისთვის.
მისი უწმიდსობის და უნეტარესობის, ილია II ლოცვა კურთხევაა, რომ 21 სექტემბერს, 12.00 საათზე, სრულიად საქართველომ ერთობლივი ლოცვით მიმართოს თავის მფარველს ქვეყნის კეთილდღეობისათვის.უნდა ავანთოთ სანთელი და სამჯერ ვთქვათ შემდეგი ლოცვა : "მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
ამინ!"
ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თავის სახლშიც, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და საერთოდ ნებისმიერ ადგილას. მთავარია, ყველამ ,- როგორც ახალგაზრდამ, ისე ასაკოვანმაც და ბავშვმაც ერთდროულად შევთხოვოთ ყოვლადწმიდა მარიამს ჩვენი სამშობლოს და თითოეული ჩვენთაგანის მფარველობა და შეწევნა. ერთობლივ ლოცვას დიდი ძალა აქვს !
ღმერთმა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დალოცოს და გაახაროს სრულიად საქართველო.
https://www.facebook.com/557773954264793/ph...0225335/?type=1


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 3 2014, 11:46 PM
პოსტი #173


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



2015 წლის ბიუჯეტიდან საქართველოს საპატრიარქო 25 მილიონ ლარს მიიღებს
ბიუჯეტი,
ნინო ნატროშვილი
2015 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად საქართველოს საპატრიაროს დაფინანსება 25 მლნ ლარით მოხდება.

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს საპატრიარქომ ანალოგიური დაფინანსება – 25 მილიონი ლარი მიიღო.

საპატრიარქოს დაფინანსება 2013 წელის ბიუჯეტში 22 800 000 მილიონი ლარიდან 25 მილიონამდე გაიზარდა. საპატრიარქოსთვის გამოყოფილი დაფინანსება 2015 წლის ბიუჯეტშიც უცვლელი დარჩა.

აღნიშნული თანხიდან 14 მლნ 683 ათასი ლარი სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტია, რომელიც საპატრიარქოს 4 უმაღლეს სასწავლებელზე ნაწილდება.

800 000 ლარი ბიუჯეტიდან საპატრიარქოს ტელევიზიის სუბსიდირებაზე დაიხარჯება. ბიუჯეტიდან 959 000 ლარს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი მიიღებს.

რაც შეეხება დანარჩენ თანხას, ბიუჯეტიდან ფული სხვადასხვა ეპარქიების დაფინანსებაზე ნაწილდება.

შეგახსენებთ, რომ წლების მანძილზე საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მილიონობით ლარით იღებს დაფინანსებას.

2011–2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქო 22 800 000 მილიონი ლარის ოდენობით დაფინანსდა.
http://www.netgazeti.ge/GE/105/business/36506/.htm



--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 22 2014, 02:07 AM
პოსტი #174


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



გაცნობებთ რომ გავრცელებულია ცრუინფორმაცია , რომლის მიხედვითაც , პრეზიდენტ მარგველაშველთან შეხვედრაზე ( რომელიც ეხებოდა ქალთა მმართ ძალადობის აღმოფხვრისკენ მიმართულ ღონისძიებებს) მისულ რელიგიურ ლიდერებს შორის , არ იყო საპატრიარქოს წარმომადგენელი . ამ ინფორმაციის სიცრუის დასადასტურებად სეგიძლიათ ესტუმროთ პრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდს და იხილოთ კადრები , რომლებზეც ჩანს , პატრიარქის მდივანი - დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი .
https://www.facebook.com/Margvelashvili/pho...?type=1&theater


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 8 2014, 06:44 PM
პოსტი #175


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Frontnews” უცვლელად გთავაზობთ.

„ამა წლის 22 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ბატონმა გივი სიხარულიძემ დასალოცად მოიყვანა ჟურნალისტი რუსეთიდან (ციმბირიდან) ალექსანდრე იაროშენკო, რომელმაც მოულოდნელად ხმის ჩამწერი მოიმარჯვა და მის უწმინდესობას კითხვით მიმართა. საუბარმა დაახლოებით სამ-ოთხ წუთს გასტანა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული მდგომარეობა მიუღებელია, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს და აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დაბრუნდეს ჩვენი ქვეყნის საზღვრებში, ხოლო ვიდრე ეს არ განხორციელდება, ჩვენს სახელმწიფოებს შორის ნორმალური ურთიერთობა ვერ აღდგება.


მისი უწმინდესობის სახელით ,,როსსიისკაია გაზეტა"-ში გამოქვეყნებული ტექსტის ძირითადი ნაწილი კი სრულიად შეცვლილია და ჟურნალისტურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. რეალობასთან ახლოს შეიძლება ითქვას, მხოლოდ ბოლო აბზაცია ( ,,Одни православные . . . и благополучия“).


საქართველოს საპატრიარქომ მომხდარის გამო წერილი გაუგზავნა აღნიშნული გაზეთის რედაქტორს და სთხოვა სათანადო რეაგირება ჟურნალისტის ქმედებაზე,“-აღნიშნულია განცხადებაში.
http://frontnews.ge/ge/news/59594


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 14 2014, 11:31 PM
პოსტი #176


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საპატრიარქოს განცხადება
14/11/2014
ავტორი: Orthodox Theology
get_img“როგორც ცნობილია, ა.წ. 15 ნოემბერს თბილისში იმართება აქციაც და კონტრ-აქციაც. გარკვეულწილად ორივე მხარე ცდილობს, ეკლესია ჩართონ ამ პროცესებში. იმ აზრსაც ავრცელებენ, თითქოს კონტრ-აქცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ტარდება.

ამიტომაც, საზოგადოებას გვინდა განვუმარტოთ, რომ 15 ნოემბერს დაგეგმილი არც ერთი ღონისძიება არც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და არც ზოგადად საქართველოს ეკლესიის ინიციატივით არ ხორციელდება. ეს არის ამ თავყრილობების ორგანიზატორთა თავისუფალი ნების გამოხატულება.
ჩვენ, ჩვენის მხრივ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, თავი აარიდონ პროვოკაციებსა და ურთიერთდაპირისპირებას. ქვეყნის გამთლიანება ქვეყნის შიგნიდან უნდა დაიწყოს, – ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა.
საქართველოს ეკლესია დღესაც და ყოველთვისაც ლოცულობდა და ქმედით ნაბიჯებს დგამდა საქართველოს საზღვრების აღდგენისა და ჩვენი ხალხის ერთობისათვის.
ჩვენ კვლავაც შევთხოვთ ღმერთს, რათა უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობითა და კეთილდღეობით”

14 ნოემბერი, 2014 წელი


http://www.orthodoxtheology.ge/141114/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 16 2014, 08:33 PM
პოსტი #177


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ილია მეორე - ქართველი ხალხი სხვა რელიგიებისა და ეროვნების წარმომადგენლების მიმართ მუდამ შემწყნარებელი იყო
ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო სხვა რელიგიების და სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
მისმა უწმინდესობამ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შემწყნარებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"დღეს არის დღე, რომელსაც ეწოდება ტოლერანტობის დღე. შემწყნარებლობა, ტოლერანტობა - ეს ახალი სიტყვაა და ხალხმა უკვე იცის რას ნიშნავს. ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო სხვა რელიგიების, სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ. თქვენ იცით, რომ 26 საუკუნეა ებრაელები ჩვენთან არიან, ასევე

მუსულმანები და სხვა რელიგიის, თუ ეროვნების წარმომადგენლები. ქართველი ადამიანი მუდამ შეიწყნარებდა ამას და პატივს სცემდა მათ რელიგიას და ეროვნებას. დღეს არის საერთაშორისო დღე და ღმერთმა ინებოს მშვიდობა იყოს საქართველოში", - განაცადა ილია მეორემ.
საკვირაო წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რამდენიმე გვარი დალოცა და სასულიერო პირები დააჯილდოვა.
ამასთან, საქართველოს პატრიარქმა მრევლს შეახსენა, რომ მომავალ კვირას არის გიორგობა და სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის დასრულებიდან 10 წლისთავი სრულდება, რასთან დაკავშირებითაც საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/116342-il...rebeli-iyo.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 29 2014, 12:48 PM
პოსტი #178


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



შობის მარხვასთან დაკავშირებით – საპატრიარქოს განცხადება (28.11.2014)
ჟურნალისტი: რედაქტორი | გამოქვეყნებულია: 28.11.2014კომენტარი არაა | 3,121 ნახვა
“მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის დღეიდან შობის მარხვა დაიწყო, რომელიც 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება. მარხვა 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ტრადიციულად, შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლებათ. შემდეგ თევზით ხსნილია მხოლოდ 31 დეკემბრის საღამოს და პირველ იანვარს. მორწმუნეებისთვის შემდგომ 7 იანვრამდე მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება.

საპატრიარქო

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმინდის მადლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს – ოქრო, გუნდრუკი და მური.”

http://www.ambioni.ge/sobis-marxvastan-dak...rqos-gancxadeba


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 29 2014, 12:49 PM
პოსტი #179


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



შობის მარხვასთან დაკავშირებით – საპატრიარქოს განცხადება (28.11.2014)
ჟურნალისტი: რედაქტორი | გამოქვეყნებულია: 28.11.2014კომენტარი არაა | 3,121 ნახვა
“მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის დღეიდან შობის მარხვა დაიწყო, რომელიც 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება. მარხვა 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ტრადიციულად, შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლებათ. შემდეგ თევზით ხსნილია მხოლოდ 31 დეკემბრის საღამოს და პირველ იანვარს. მორწმუნეებისთვის შემდგომ 7 იანვრამდე მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება.

საპატრიარქო

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმინდის მადლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს – ოქრო, გუნდრუკი და მური.”

http://www.ambioni.ge/sobis-marxvastan-dak...rqos-gancxadeba


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 14 2014, 07:31 PM
პოსტი #180


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
15:34 14-12-2014
საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"კომპანია "RMG GOLD"- ის მიერ საყდრისის ოქროს მაღაროს მოულოდნელი აფეთქების ფაქტმა საერთო დიდი შეშფოთება გამოიწვია. როდესაც მეცნიერები, დარგის სპეციალისტების დიდი ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოება ეწინააღმდეგებოდნენ მის დანგრევას, როცა საერთაშორისო ექსპერტებმაც ეს სივრცე კულტურის ძეგლად აღიარეს (რომ აღარაფერი ვთქვათ მის მსოფლიო მნიშვნელობაზე), გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა მის დანგრევაზე ნებართვა გაეცა კულტურის სამინისტროს.
თუ საყდრისი არ უნდა ყოფილიყო დაცვის ობიექტი, მაშინ შესაბამის სტრუქტურებს უდნა ჩაეტარებინათ ახსნა-განმარტებითი საუბრები, რომ ხალხი დაერწმუნებინათ თავის სიმართლეში და შემდეგ განეხორციელებინათ ნებართვის გაცემაც და აფეთქებებიც.
არასწორად მიგვაჩნია საყდრისის ერთი ბორცვის (კვლევის სფერო 1 ჰა) აუთვისებლობის მიზეზით "RMG GOLD"-ში დასაქმებული მოქალაქეებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნაც, რაც, ფაქტიურად, ჩვენთვის ცნობილი მთავარი მიზეზი გახდა საყდრისის იავარქმნისა.
ამ ადგილის თაობაზე შეფასებები საბოლოოდ დამტკიცებული რომც არ ყოფილიყო, კომპანიას, რომელსაც აქვე აქვს სხვა დიდი ტერიტორიები ოქროს მოპოვებისათვის, საქვეყნო ინტერესებიდან გამომდინარე, როგორმე უნდა მოეხერხებინა ალტერნატიული გზების გამოძებნა, რათა ხალხი უხელფასოდ არ დარჩენილიყო და, სხვა თუ არაფერი, თავისი თავისთვისაც პრობლემები არ შეექმნა.
დღეს კი შედეგად გვაქვს სახელმწიფოებრივი აზროვნების წინააღმდეგ გაკეთებული ყოვლად გაუმართლებელი ქმედება.
საქართველოს ეკლესია გამოთქვამს დიდ წუხილსა და გულისტკივილს მომხდარის გამო", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-avrcelebs.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V « < 7 8 9 10 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 11:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი