მდიდარისა და ლაზარეს იგავი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მდიდარისა და ლაზარეს იგავი |
†სერგი† |
Aug 22 2013, 11:53 PM
პოსტი
#21
|
უბრალოდ სერგი ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 335 რეგისტრ.: 18-August 13 წევრი № 13,299 |
და შენ გაიმარჯვე? რაში შმაგ დაფიქრდი ძმაო... აქ დამარცხება გამარჯვებაზე როგორ შეიძლება ილაპარაკო კაცმა ისეთ საკითხებზე მიდის საუბარი რაც კაცობრიობის ცხონების ამბავია ძმაო
|
afxazi |
Aug 23 2013, 10:10 AM
პოსტი
#22
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
esre ars cheshmariteba
ციტატა დავით კარგა ხანია მარცხი განიცადე და ნუღარ იწუხებ თავს და ნუ მწერ ნურაფერს ! ქრისტეს ორი ბუნების შესახებ რომ გესაუბრებოდი ყველაფერს ფარდა აეხადა და ყველამ დაინახა რომ დამარცხდი! რა გინდა ეხლა ახლიდან უნდა დამაწყებინო საუბარი (შენ ამასობაში რამეს რომ კითხულობდე და საკითხში ერკვეოდე კარგს იზავდი). მაგრამ არ ავყვები ამ იაფფასიან პროვოკაციას ქრისტეს სხეულის გაუჩინარების წარმოუდგენელი სცენარი რომ შემოგვთავაზეთ მაგას გულისხმობ? აბა ორი ბუნების შესახებ პოლემიკაში სად "დამამარცხე"? რა ისტორიაც გაქვს ამ ფორუმზე თვალს ადევნებენ და იცის ყველამ შენი გავარდნა შემოვარდნები, დამამხობელი ანათემატიზმების ანონსი და ა.შ. და არ გინდა თავის უარესად დამცირება. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
G_saxva |
Aug 23 2013, 10:50 AM
პოსტი
#23
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
დავით კარგა ხანია მარცხი განიცადე და ნუღარ იწუხებ თავს და ნუ მწერ ნურაფერს ! ქრისტეს ორი ბუნების შესახებ რომ გესაუბრებოდი ყველაფერს ფარდა აეხადა და ყველამ დაინახა რომ დამარცხდი! ყველაზე მეტად ეს კაცი მომწონს აქ, რაც თავი მახსოვს სულ იმას იძახის დაგამრცხე დავით დაგამარცხეო, მაგრამ ერთი რამე ვერ დაწერა ისეთი რაც მცირედით მაინც დააფიქრებდა პასუხის გაცემისას afxaz-ს ორი ბუნების კამათი მე კარგად მახოსვს, შენ რომ გულმოდგინედ ამტკიცებდი მამა ღმერთმა გააქრო იესოს სხეულიო -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
†სერგი† |
Aug 23 2013, 01:20 PM
პოსტი
#24
|
უბრალოდ სერგი ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 335 რეგისტრ.: 18-August 13 წევრი № 13,299 |
შეიძლება მართლაც ეგრე ფიქრობდა, მაგრამ ეგ ხომ არ ნიშნავს იმას რომ აზრს არ შეიცვლის
|
A.V.M |
Aug 23 2013, 01:27 PM
პოსტი
#25
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
†სერგი†
ციტატა ბა ორი ბუნების შესახებ პოლემიკაში სად "დამამარცხე"? ეგ არ მახსოვს , მაგრამ მე რომ დამამარცხა ქრისტეს ღმერთობის საკითხში ეგ კი ვიცი . ასეთი დებულება შემომთავაზა და არგუმენტები აღარ მეყო: ,,ქრისტე ბუნებითი ღმერთია , ოღონდ მადლით!.'' -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
†სერგი† |
Aug 23 2013, 01:57 PM
პოსტი
#26
|
უბრალოდ სერგი ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 335 რეგისტრ.: 18-August 13 წევრი № 13,299 |
მაგ საკითხამდეც მივალთ მე და შმაგი ჩვენ საუბრებში, წინ კიდევ დიდი დრო გვაქვს, გუშინ მაგალითად შევთანხმდით რომ ეხლა ქრისტიანები იგივე სისხლსა და ხორცს ვეზიარებით რაც მოციქულებმაა მიიღეს სერობისას და ეს მართლაც ქრისტეს სისხლი და ხორცია... ხო სხეულის გაქრობაზე ბოლო კაი რამე ვთქვით და მგონია რომ დაფიქრდება და უკუაგდებს მაგ თავის მოსაზრებას
|
A.V.M |
Aug 23 2013, 02:02 PM
პოსტი
#27
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
†სერგი†
ის კითხე აბა: ,,მიიღეთ და სჭამეთო რომ თქვაა'' ამ ზიარებაზე თქვა თუ სხვა რამეზეო? (მაგ: მის ჯვარცმულ სხეულზეო...) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
†სერგი† |
Aug 23 2013, 05:49 PM
პოსტი
#28
|
უბრალოდ სერგი ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 335 რეგისტრ.: 18-August 13 წევრი № 13,299 |
მის ჯვარცმულ სხეულზე ანუ ამ ზიარებაზე ძმაო მაგას რა კითხვა უნდა სიტყვა- სიტყვით წერია ამ დალოცვილში
|
A.V.M |
Aug 23 2013, 08:22 PM
პოსტი
#29
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
†სერგი†
კითხე მეთქი ...ვაა... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
esre ars cheshmariteba |
Aug 23 2013, 08:46 PM
პოსტი
#30
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
მაგ საკითხამდეც მივალთ მე და შმაგი ჩვენ საუბრებში, წინ კიდევ დიდი დრო გვაქვს, გუშინ მაგალითად შევთანხმდით რომ ეხლა ქრისტიანები იგივე სისხლსა და ხორცს ვეზიარებით რაც მოციქულებმაა მიიღეს სერობისას და ეს მართლაც ქრისტეს სისხლი და ხორცია... ხო სხეულის გაქრობაზე ბოლო კაი რამე ვთქვით და მგონია რომ დაფიქრდება და უკუაგდებს მაგ თავის მოსაზრებას მართლა კარგი აზრი მიტხარი სერგეი რაზეც ვფიქრობ. სერგეი შენში ერთი თვისება დავინახე _ თავმდაბალი ხარ და თამამად ვიტყვი რომ ყველა ფორუმის წევრზე ერთი თავით მაღლა დგები! esre ars cheshmariteba რა გინდა ეხლა ახლიდან უნდა დამაწყებინო საუბარი (შენ ამასობაში რამეს რომ კითხულობდე და საკითხში ერკვეოდე კარგს იზავდი). მაგრამ არ ავყვები ამ იაფფასიან პროვოკაციას ქრისტეს სხეულის გაუჩინარების წარმოუდგენელი სცენარი რომ შემოგვთავაზეთ მაგას გულისხმობ? აბა ორი ბუნების შესახებ პოლემიკაში სად "დამამარცხე"? რა ისტორიაც გაქვს ამ ფორუმზე თვალს ადევნებენ და იცის ყველამ შენი გავარდნა შემოვარდნები, დამამხობელი ანათემატიზმების ანონსი და ა.შ. და არ გინდა თავის უარესად დამცირება. _პასუხი ანდრეი კურაევს_ აი აქ დამარცხდი სამწუხაროდ . დავით რაც ფორუმზე ვარ შენში თავმდაბლობა ვერ დავინახე ძმაო და ცარიელი ცოდნით არამგონია ვინმეზე გავლენა მოახდინო! |
†სერგი† |
Aug 23 2013, 08:55 PM
პოსტი
#31
|
უბრალოდ სერგი ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 335 რეგისტრ.: 18-August 13 წევრი № 13,299 |
ციტატა მართლა კარგი აზრი მიტხარი სერგეი რაზეც ვფიქრობ. ძალიან კარგი ანუ მომავალი შეხვედრისთვის ბევრი გვექნება სასაუბრო თან გემრიელი თემები, ხო რაც შეეხება ქებას, ამ უცხო ხალხთან არ გინდა არავის ვაწყენინოთ. თავმდაბალი L&M -ით ხელში :დ |
afxazi |
Aug 23 2013, 09:13 PM
პოსტი
#32
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
esre ars cheshmariteba
ციტატა _პასუხი ანდრეი კურაევს_ აი აქ დამარცხდი სამწუხაროდ აბა ერთი შემობრძანდი და კონკრეტულად მიმითითე რაში დავმარცხდი. http://church.ge/index.php?showtopic=9752&st=100 esre ars cheshmariteba ციტატა დავით რაც ფორუმზე ვარ შენში თავმდაბლობა ვერ დავინახე ძმაო და ცარიელი ცოდნით არამგონია ვინმეზე გავლენა მოახდინო! ჩემი ცოდნით გავლენას ვერავიზე ვერ მოვახდენ, ჯერ ერთი თუკი თვითონ ადამიანს არ უნდა და მეორეც არაზნეობრივად მიმაჩნია ცოდნით თავის მოწონება და ვინმესგან ოვაციების მოთხოვნა. რაც შეეხება თავმდაბლობას. მე არ ვამტკიცებ რომ ზნეობრივი თვისების ეს უმწვერვალესი მდგოამრეობა ჩემში უკიდურეს წერტილს აღწევს, ამაზე ვერც მექნება პრეტენზია. თუმცა ეს ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. არ მინდა საპასუხო ბრალდებებად დავიღვარო, ესეც არასწორი იქნება, თუმცა საკუთარ პოსტებს რომ გადახედო (არ ვიცი ვისთან რა პიროვნული ურთიერთობა გაქვს), ჩემდამი აღნიშნული ბრალდება სამარცხვინოდ მოგეჩვენებოდა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
esre ars cheshmariteba |
Aug 23 2013, 09:14 PM
პოსტი
#33
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
რაც შეეხება მდიდრისა და ლაზარეს იგავს, აქ უფალი არ გულისხმობს რომ მდიდარი ავტომატურად გაიგზავნება ჯოჯოხეთში ხოლო ღარიბი კი გაიხარებს აბრაამის ( ანუ იგულისხმება მამა ღმერთი) წიაღში. ძალიან მარტივია და უგუნური ადამიანისთვის მიმზიდველიც კი არის ამგვარი სამართლის ნორმა. იგავში მდიდარს სახელი არ აქვს და არც ისაა ნათქვამი იგი ღვთისმოსავია თუ არა , ამიტომ მდიდრით არ არის წარმოდგენილი კონკრეტული პიროვნება. მდიდარი ჰგავს ფარისევლებს რომლებიც ცოდნით მდიდრები არიან და უბრალო მეთევზეებს (ლაზარეებს) არ აძლევენ სულიერ საკვებს და პირიქით თავიანთი დადგენილი ნორმებით ხელს უშლიან ამ უბრალო ხალხს რომ ღმერთს დაუახლოვდნენ, მაგრამ უფალი იესო ქრისტე ამ იგავით გვასწავლის რომ აბრაამის წიაღს უბრალო ხალხი დაიმკვიდრებს ხოლო მდიდრები დაიტანჯებიან ღმერთისაგან სამუდამო განშორებით! ამასთანავე უფალი მიუთითებს მოსეს სჯულზე რომლის გათვალისწინებითაც Iმდიდრებს) სწორი გზით უნდა ევლოთ , მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს სჯული და ქრისტეც უარყვეს, ამიტომ ღვთის კეთილგანწყობილება დაიმსახურეს უბრალო ხალხმა რომელსაც ლაზარე ასიმბოლოებს . იუდეველთათვის მართლაც ცნობილი იყო ვინმე გლახაკი ლაზარე და სწორედ ამიტომ ჩართო უფალმა ლაზარე იგავში
|
A.V.M |
Aug 23 2013, 09:15 PM
პოსტი
#34
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
გამსაკუთრებით სერგის ვთხოვ გადახედოს...
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
esre ars cheshmariteba |
Aug 23 2013, 09:20 PM
პოსტი
#35
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
92 პოსტზე აღარ ჩანს პასუხი
დავით თვალებში ნაცარს მაყრი ? კარგი რა |
afxazi |
Aug 23 2013, 09:22 PM
პოსტი
#36
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
esre ars cheshmariteba
ციტატა დავით თვალებში ნაცარს მაყრი ? კარგი რა შემობრძანდი თემაში და კონკრეტულად მიმითითე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
†სერგი† |
Aug 23 2013, 09:24 PM
პოსტი
#37
|
უბრალოდ სერგი ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 335 რეგისტრ.: 18-August 13 წევრი № 13,299 |
აუცილებლად დაგიწერ პასუხს, რომ მოვიცლი, მაპატიეთ სამსახურში ვარ!
|
esre ars cheshmariteba |
Aug 23 2013, 09:35 PM
პოსტი
#38
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
|
afxazi |
Aug 23 2013, 09:54 PM
პოსტი
#39
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
esre ars cheshmariteba
ციტატა და უკიდურესად განცვიფრებული ვარ განცვიფრებული ალბათ საკუთარი თავით ხარ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
†სერგი† |
Aug 23 2013, 10:58 PM
პოსტი
#40
|
უბრალოდ სერგი ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 335 რეგისტრ.: 18-August 13 წევრი № 13,299 |
ციტატა აქ უფალი არ გულისხმობს რომ მდიდარი ავტომატურად გაიგზავნება ჯოჯოხეთში ხოლო ღარიბი კი გაიხარებს აბრაამის ( ანუ იგულისხმება მამა ღმერთი) წიაღში იყო სიკუდილი გლახაკისაჲ მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა. და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ სატანჯველსა შინა. შმაგ სახარებას მაინც ნუ ეწინააღმდეგები ძმაო უფალი პირდაპირ ამბობს აქ. ციტატა იგავში მდიდარს სახელი არ აქვს და არც ისაა ნათქვამი იგი ღვთისმოსავია თუ არა , ამიტომ მდიდრით არ არის წარმოდგენილი კონკრეტული პიროვნება. მდიდარი ჰგავს ფარისევლებს რომლებიც ცოდნით მდიდრები არიან და უბრალო მეთევზეებს (ლაზარეებს) არ აძლევენ სულიერ საკვებს და პირიქით თავიანთი დადგენილი ნორმებით ხელს უშლიან ამ უბრალო ხალხს რომ ღმერთს დაუახლოვდნენ, მაგრამ უფალი იესო ქრისტე ამ იგავით გვასწავლის რომ აბრაამის წიაღს უბრალო ხალხი დაიმკვიდრებს ხოლო მდიდრები დაიტანჯებიან ღმერთისაგან სამუდამო განშორებით! წმიდა მამათა სწავლებით ადამიანს სიმდიდრე ებოძება ღვთისაგან და მისი საზრუნავი ამ სიმდიდრის კარგად განკარგვა უნდა იყოს, რაც გლახაკთა მიმართ მზრუნველობაში უნდა გამოიხატოს. ხსენებული მდიდარი კი საერთოდ არც კი ფიქრობს ვინმეს დახმარებაზე, არამედ ყოველ დღეს ჭამა-სმაში ატარებს და საერთოდ არაფერი არ აინტერესებს მარტივია.... ციტატა უფალი იესო ქრისტე ამ იგავით გვასწავლის რომ აბრაამის წიაღს უბრალო ხალხი დაიმკვიდრებს ხოლო მდიდრები დაიტანჯებიან ღმერთისაგან სამუდამო განშორებით! საიდან ასკვნი რომ ყველა მდიდარი სატანჯველს დაიმკვიდრებს ? ღმერთი მიკერძოებულია?! ციტატა ამიტომ ღვთის კეთილგანწყობილება დაიმსახურეს უბრალო ხალხმა რომელსაც ლაზარე ასიმბოლოებს მაშ რატომ სდებდნენ ბრალს ქრისტეს რომ მებაჟეებთან (იმ დროინდელ ძალზედ მდიდარ ხალხთან) მეგობრობდა და პურს სჭამდა? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2024 - 07:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი