IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 13 14 15 16 17 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ
gugua
პოსტი Mar 16 2009, 08:58 PM
პოსტი #281


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



www.fereidani.ge
ახალი ქვეთავი 112 – მოქანდაკე ამირან თევზაძე.

გამარჯობათ ბატონო გიორგი! თქვენი საიტი www.fereidani.ge ჩემმა ფერეიდნელმა მეგობარმა მომცა და სიმართლე რომ გითხრათ ძალიან მომეწონა. ჩემი დიდი სიმპატიებიდან გამომდინარე, რაც ფერეიდანთან არის დაკავშირებული, გადავწყვიტე თქვენთვის წერილი მომეწერა. რასაც თქვენ აკეთებთ ფერეიდნელი ქართველებისათვის – ძალიან დიდი ღვაწლია!
მე, როგორც მოქანდაკეს, დამაინტერესა ხელოვნების მოღვაწეებისადმი მიძღვნილმა ქვეთავებმა. განსაკუთრებით კი ფერეიდნელი ქართველის, მხატვარ ალი ასლანიშვილის ქვეთავები: 13, 95 და 111. მის ნამუშევრებში იგრძნობა ის დიდი მონატრება, რასაც ბატონი ასლანი გრძნობს თავისი სამშობლოსადმი, მას ხომ ორი სამშობლო აქვს – ფერეიდანი და საქართველო!
ბატონო გიორგი! ჩემი თქვენდამი პატივისცემის ნიშნად გიგზავნით ჩემს ნამუშევრებს, ვქმნი იმას, რასაც ვგრძნობ, რაც მიყვარს და რაც არის ჩემი შთაგონების წყარო. ესენია: ანგელოზები, ცხოველები. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ სიყვარულის თემატიკას. მასალად ვიყენებ ბუნებრივ ქვებს და ბრინჯაოს. ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ თბილისში, გალერეა „თევდორეში“. ხშირად ვაწყობ პერსონალურ გამოფენებს საზღვარგარეთაც. ჩემი ნამუშევრები დევს პორტალზე: http://www.tevdore.com/amiran1.html მაგრამ დიდი მადლობელი ვიქნები თუ თქვენი საიტის საშუალებით ჩვენს ფერეიდნელ მეგობრებსაც შევეხმიანები.
მინდა გისურვოთ დიდი ხნის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღვთის წყალობა! პატივისცემით, მოქანდაკე ამირან თევზაძე.

www.fereidani.ge
ქვეთავი 108 – ბაია ლომსაძე – „საქართველოო ლამაზო...“

გამარჯობათ გიორგი ბიძია! მე ბაია ლომსაძე ვარ. დავიბადე 1991 წლის 17 აგვისტოს. ამჟამად ვარ სკოლა-ლიცეუმ ,,პრომეთეს'' მე-12 კლასის მოსწავლე. ვარ მოყვარული ფოტოგრაფი. ვოცნებობ საქართველოს შემოვლაზე. ყოველი კუთხე-კუნჭულის ნახვა მინდა, ქართული სულის შეცნობა. ჩემი ფოტოებით ვცდილობ გადმოვცე ის გრძნობა, რასაც ჩვენი უმშვენიერესი სამშობლო იწვევს ჩემში.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ ფოტოების ვებ-გვერდზე განთავსებისათვის. იმედია მნახველი მოგვიწონებს და ჩვენს ლამაზ საქართველოს უფრო მეტად შეიყვარებს, იამაყებს რომ ქართველად დაიბადა, ამ დალოცვილ მიწა-წყალზე დააბიჯებს. მე კი ვეცდები დროდადრო მოგაწოდოთ ახალი ფოტოები.

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 18 2009, 07:35 PM
პოსტი #282


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



www.fereidani.ge
ქვეთავი 112 – მოქანდაკე ამირან თევზაძე. დაემატა ახალი ნამუშევრები.

www.fereidani.ge
ახალი ქვეთავი 113 – მოსლემ და ფაეზე.
2009 წლის 18 მარტს საქართველოს კიდევ ერთი ჩვენი სისხლი და ხორცი – მოსლემ მაყსუდი ეწვია მეუღლესთან ერთად. მოსლემი ირანელი ქართველია, რომელმაც ახლახან იქორწინა ფაეზე მიუსავზე. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მეუღლესთან ერთად საქორწინო მოგზაურობაში ისტორიულ სამშობლოში ჩამოსულიყო...
თბილისის ქუჩები შემთხვევით შეხვედრილმა ტაქსის მძღოლმა, ბატონმა გიორგი ჩუბინიძემ შემოგვატარა. ბატონი გიორგი მეტად საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა. დათვალიერებისას გვიყვებოდა ბევრ საინტერესო ამბებს, განსაკუთრებით კი თავისი გვარის წარმოშობის ისტორია მოგვიყვა. დამშვიდობებისას თორნიკე ფანიაშვილი შეეცადა მგზავრობის საფასურის გადახდას, მაგრამ ბატონმა გიორგიმ ფული არ გადაგვახდევინა – ქართული სიალალით თქვა: ეს მცირედი საქორწინო საჩუქრად ჩამითვალეთო. მოსლემი და ფაეზე „ნამაი“ თბილისში იყვნენ.

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 21 2009, 03:29 PM
პოსტი #283


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



www.fereidani.ge
ქვეთავი 104 – ქართული სათვისტომო ”სამშობლო” ჩეხეთში. ჯიმი დაბრუნდაშვილი.

გამარჯობათ ყველას!

გეპატიჟებით საქველმოქმედო საღამოებზე 7 და 24 აპრილს, 19.00 საათზე.
ჩეხურმა ორგანიზაცი%E
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Mar 21 2009, 06:07 PM
პოსტი #284


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ცოტა რამ ირანზე, მეზობელი ფორუმიდან გადმოვიტანე და ვფიქრობ ამ თემას უნდა ამშვენებდეს. კარგი სურათები და ინფორმაციაა smile.gif

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

ოფიციალური სახელწოდება: ირანის ისლამური რესპუბლიკა.
ფარსი: Jomhuri-ye Eslami-ye Iran.
ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს ძველი არიანადან - "არიელების ქვეყანა" (პროტო-ინდოევროპულ ენაზე “არია” სიტყვას ზოგადი მნიშვნელობაა “კეთილშობილი” ან “თავისუფალი”). ეს ტერმინი იხმარებოდა სასანიანთა სახელმწიფოს ძირითადი ნაწილის აღსანიშნავად. თვითონ ირანელები თავის ქვეყანას ყოველთვის ამ სახელით მოიხსენიებდნენ, ევროპელებმა კი სპარსეთი (Persia) შეარქვეს ცენტრალური ოლქის ფარსის ანუ პარსის სახელის მიხედვით. 1935 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ მიმართა მსოფლიოს სახელმწიფოებს, რომ იგი ოფიციალურად მოეხსენიებინათ, როგორც ირანი.
ქვეყნის კოდი: IR.

გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქმენეთი, ავღანეთი, პაკისტანი, ქუვეითი, ერაყი.
IPB-ს სურათი

ფართობი - 1.648.000 კვ.კმ.
მოსახლეობა - 66,4 მლნ. კაცი (2000წ)
ბუნება:
მთები – ელბრუსი და ზაგროსი, უმაღლესი მწვერვალი – დამავენდი 5.604 მ;
უდიდესი მდინარე - ქარუნი 830 კმ;
მთავარი ტბები (კვ.კმ) – კასპიის ზღვა 371.000, ურმია 5.800, ნამაქი 1.800;
უდიდესი კუნძული - ყეშმი 1.330 კვ.კმ;
კლიმატი - კონტინენტური, მშრალი.
ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, ქრომი, სპილენძი, რკინის მადანი, ტყვია, მანგანუმი, თუთია, გოგირდი.
IPB-ს სურათი

გაზისა და ნავთობის მოპოვების უდიდესი რაიონია სპარსეთის ყურე, კერძოდ ხუზისტანი.
IPB-ს სურათი


სახელმწიფო

* სახელმწიფო სისტემა: თეოკრატიული ისლამური რესპუბლიკა.
* ეროვნული დღესასწაული: 11 თებერვალი (რევოლუციის დღე).
* სახელმწიფოს მეთაური: სულიერი ლიდერი - აიათოლა საიდ ალი ხამენეი (Ayatollah Ali Hoseini-KHAMENEI, 1989),
პრეზიდენტი - მაჰმუდ აჰმადი ნეჯადი(Mahmoud Ahmadinejad, 2005).
IPB-ს სურათი

* საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი - მეჯლისი (270 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 28 ოსთანი (ostan).
არდაბილი – ბუშეჰირი – გილანი – გულისტანი – დასავლეთი აზერბაიჯანი – ისფაჰანი – ზენჯანი – თეირანი – იაზდი – ილამი – ლურისტანი – მარკაზი – მაზანდარანი – სემნანი – სისტანი და ბელუჯისტანი – ფარსი – ქერმანი – ქერმანშაჰი – ქოხგილუე და ბოიერაჰმედი – ქურთისტანი – ყაზვინი – ყომი – ჩახარ-მახალი და ბახთიარია – ჩრდილოეთი აზერბაიჯანი – ხორასანი – ხუზესტანი – ჰამადანი – ჰორმოზგანი
IPB-ს სურათი

დემოგრაფია
* მოსახლეობა: 68,3 მლნ (2003),
მათ შორის სპარსელები - 51%, აზერბაიჯანელები - 24%, ქურთები - 7%, გილანელები და მაზანდარანელები - 8%, არაბები - 3%, ლურები - 2%, ბელუჯები - 2%. ქართველები-0,01%
IPB-ს სურათი

* ენები: ფარსი (58%), თურქული ენები (26), ქურთული (9), ლური, (2), ბელუჯური (1), არაბული (1).
* რელიგია: ისლამი.
* ქალაქები (ათ.) : თეირანი (7.894; აგლომ. 11.225), ისპაჰანი (1.378; აგლომ. 2.652), მეშჰედი (2.061), თავრიზი (1.213), შირაზი (1.176).
IPB-ს სურათი


ეკონომიკა
* ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 109 მლრდ $ (35-ე ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 1.780 $;
სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 21, მრეწველობა 34, მომსახურება 45.
* ექსპორტი: ნავთობი, ხალიჩები, ხილი, ბამბა, საფეიქრო ნაწარმი.
* ბიუჯეტი: 29,500 მლნ $.
* ვალუტა: რიალი (IRR).
IPB-ს სურათი


ისტორია

მე-19 საუკუნის ბოლოდან ინგლისისა და რუსეთის ნახევარკოლონია იყო. 1921 წელს ინგლისელთა ხელშეწყობით მოხდა სამხედრო გადატრიალება და დამყარდა რეზა ფეხლევის დიქტატურა, რომელიც 1925 წელს შაჰად გამოცხადდა. მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ირანი აშშ-ს პოლიტიკის გამტარებელია. იგი გახდა სენტოს სამხედრო ბლოკის წევრი. 70-იანი წლების ბოლოს გაჩაღდა ბრძოლა შაჰის რეჟიმის წინააღმდეგ. 1979 წელს იგი დამხობილ იქნა და ირანელთა რელიგიურმა ლიდერმა აიათოლა ხომეინიმ ისლამური რესპუბლიკა გამოაცხადა. 1980-1988 წლებში შატ-ელ-არაბის დინებაში სადავო ტერიტორიების გამო აწარმოებდა ომს ერაყთან. 1991 წელს ირანში შემოვიდა დაახლოებით 1 მლნ. ქურთი, რომლებიც სადამ ჰუსეინის რეჟიმს განერიდნენ. 2000 წლის არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტი მოჰამედ ხათამი ლიბერალურ რეფორმატორულ პოლიტიკას ატარებდა. ამჟამად ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადი ნეჯადი რადიკალური ისლამური კურსის გამტარებელია.




* * *
მემკვიდრეობა

IPB-ს სურათი

* თეირანი - არქეოლოგიური მუზეუმი, ხალიჩების მუზეუმი, იმამის მეჩეთი; თანამედროვე მუზეუმი;
IPB-ს სურათი

* ისპაჰანი - სპარსეთის ოქროს ხანის ქალაქი მეჩეთებითა და ბაღებით; ჩეჰელ სოთუნი;
IPB-ს სურათი

* თავრიზი - ცისფერი მეჩეთი (XIII ს.), ციხე-სიმაგრე (XIV ს.);
IPB-ს სურათი

* პერსეპოლისი - დარიუსის სასახლე; თახთე ჯამშიდი
IPB-ს სურათი

* იაზდი - ზოროასტრთა ტაძარი,იაზდის ქარსაჭერები, სეფიანთა პერიოდის ნაქალაქარები.
IPB-ს სურათი

* წმინდა ქალაქები - ყუმი და მეშხედი;
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

* ნიშაბური - ომარ ხაიამის საფლავი;
IPB-ს სურათი

* სპარსული ეპოსი – შაჰ-ნამე (X ს).
IPB-ს სურათი



* * *
ეს კი ირანის ფოტოები, მაგარი კონტრასტული და ლამაზი ქვეყანაა მთიანი თუ უდაბნოს რელიეფით და ასე შემდეგ:

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი






--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 22 2009, 08:31 AM
პოსტი #285


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ამუზას!
როგორ ხარ? მაგარი ინფორმაციაა და სურათებიც მშვენიერია! სად ნახე? მომწერე მეც მინდა რომ გადავხედო.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Mar 22 2009, 02:25 PM
პოსტი #286


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(gugua @ Mar 22 2009, 08:31 AM) *

ამუზას!
როგორ ხარ? მაგარი ინფორმაციაა და სურათებიც მშვენიერია! სად ნახე? მომწერე მეც მინდა რომ გადავხედო.


კარგად ვარ. თავად როგორ გიკითხო? გარდა იმისა, რასაც საიტზე დებ, რამე ახალი, ხომ არ არის?


მოგწერ, ოღონდ PM-ში, რომ რეკლამაში არ ჩამეთვალოს smile.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 22 2009, 08:23 PM
პოსტი #287


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ახალი ბევრია, წეღან ალი ასლანიშვილმა დამირეკა, ორი ფერეიდნელი ჩამომივიდა საკუთარი მანქანით და უკანა მინაზე "გამარჯობათ ქართველებო" აწერიაო, ხალხი გვაჩერებს და რომ იგებენ, რატომ არის ასეთი წარწერა, შამპანურებს გვიხსნიანო!


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Mar 23 2009, 02:41 AM
პოსტი #288


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003




ციტატა
IPB-ს სურათი


ისე ნეჯადს ერთი პარიკმახერის დაქირავება არ აწყედა, პრეზიდენტია ბოლო-ბოლო smile.gif


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Mar 23 2009, 08:52 PM
პოსტი #289


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(gugua @ Mar 22 2009, 08:23 PM) *

ახალი ბევრია, წეღან ალი ასლანიშვილმა დამირეკა, ორი ფერეიდნელი ჩამომივიდა საკუთარი მანქანით და უკანა მინაზე "გამარჯობათ ქართველებო" აწერიაო, ხალხი გვაჩერებს და რომ იგებენ, რატომ არის ასეთი წარწერა, შამპანურებს გვიხსნიანო!


შევხვდეთ მაგ ხალხს, წავიდეთ მამა-პაპური ალაგები დავათვალიეროთ.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 25 2009, 07:25 PM
პოსტი #290


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 46.

ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო, ამერიკის ქართულ დიასპორაში სასიამოვნო სიახლეა. ქართველთა გაერთიანების და ქართული ენის, კულტურის, თვითმყოფადობის, მამა-პაპათა ტრადიციების გადარჩენის მიზნით, ნიუ იორკში ქართული სახლი „გრაალი“ გაიხსნა. მისი ერთადერთი მიზანია, ქართველთა ერთიანობა და ამის საფუძველზე ჩვენი ეროვნული საგანძურის, ენის, მამულისა და სარწმუნოების დაცვა.
ამ მიზნის მიღწევა, ალბათ, შეუძლებელი იქნება მსოფლიოს ქართულ დიასპორებთან, მასმედიასთან, ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთკავშირის გარეშე.
კორპორაცია „გრაალი“-ს მესვეურთ, თითოეული თქვენთაგანის მხარდაჭერისა და გულისხმიერების დიდი იმედი გვაქვს.
ველით თქვენს გამოხმაურებას.

სიახლე აშშ-ს ქართულ დიასპორაში
ნიუ იორკში ქართული სახლი „გრაალი“ გაიხსნა

საქართველოს ისტორიული ჩარხის ტრიალმა მე-20 საუკუნის დასასრულისათვის მსოფლიოში, კერძოდ აშშ-ში ახალი ქართული ემიგრაციული ტალღის აზვირთება გამოიწვია.
ჩვენი ემიგრაცია აშშ-ში სულ რამოდენიმე წელს ითვლის, მაგრამ ამ მოკლე დრომ ხელი ვერ შეუშალა იმ ფაქტს, რომ დღეს აქ დაბადებულ ახალ თაობას მშობლიურ ენაზე მეტყველება უჭირს, არ იცნობს ქართულ კულტურასა და ტრადიციებს. უფროსი თაობაც თანდათან სცილდება მშობლიურ ფესვებს, თუმცა ვერც აქაურ საზოგადოებაში ახერხებს სრულყოფილ თვითრეალიზებას.
სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა აშშ-ში, კერძოდ ნიუ იორკში ქართული სახლის, საინფორმაციო ცენტრის, ქართული საბავშვო თეატრის, ქართველთა თავშეყრის ადგილის არსებობის აუცილებლობა.
ნიუ იორკში ახლად დაარსებული ქართული სახლის – კორპორაციის „გრაალი“ მიზანიც სწორედ დაქსაქსული ქართული საზოგადოების გაერთიანების და გაძლიერებისათვის ხელის შეწყობაა. ამასთანავე, იმ გზების მოძიება, რაც მათ საკუთარ სამშობლოსთან დაახლოვებაში შეუწყობს ხელს და საშუალებას მისცემს, ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ ამერიკულ საზოგადოებაში.
ამ მიზნის მისაღწევად ახლად დაარსებულმა ქართულმა სახლმა მუშაობა უკვე დაიწყო შემდეგი მიმართულებებით:
· ქართული საკვირაო სკოლა და ძირითადი სკოლის შემდგომი პროგრამა;
· ქართული საბავშვო და მოზარდმაყურებელთა თეატრი;
· ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი;
· კლასიკური მუსიკის სტუდია (ფორტეპიანო, ვიოლინო, სადაც მეცადინეობა მიმდინარეობს ქართულ ენაზე;
· ჭადრაკის წრე;
· ქართული მედია ცენტრი;
· სოციალური და იურიდიული მომსახურების ცენტრი;
· ქართული ბიბლიოთეკა და ვიდეოთეკა;
· ქართველ მოზარდთა შეხვედრის ცენტრი.
ნიუ იორკის ქართული ემიგრაციისთვის კორპორაციის „გრაალი“ დამფუძნებელთა სახეები უცხო არ არის. ისინი წლების განმავლობაში უანგაროდ ემსახურებოდნენ ქართულ საქმეს და საკუთარ სიტყვას ამბობდნენ პირველი ქართული საკვირაო სკოლის (ირმა გვაზავა, მაია საბანაძე), ქართული მედიის (ქეთი ბერიანიძე), ქართული მოზარდმაყურებელთა თეატრის (ხათუნა იოსელიანი) დაფუძნებისა და განვითარების საქმეში.
ქართული სახლის – კორპორაციის „გრაალი“ კარი ღიაა ყველა ქართველისათვის. დარწმუნებულნი ვართ, მჭიდრო ურთიერთკავშირით და ნაყოფიერი თანამშრომლობით, უფრო მეტი ეროვნული საქმის გაკეთებას შევძლებთ.
ძალა ხომ სწორედ ერთობაშია!
GRAALI Inc. Georgian Community Center in USA 714 Ave. U. Brooklyn, NY 11223 Ph. 1 (718)-375-2030. E-mail: graali@ymail.com
შენიშვნა: გთხოვთ „გრაალი“-ს ელექტრონული ფოსტის მისამართი დაამატოთ თქვენს საკონტაქტო სიაში. პატივისცემით, ქეთი ბერიანიძე. აშშ. ნიუ იორკი.

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Mar 26 2009, 07:10 AM
პოსტი #291


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



დილა მშვიდობის გუგუა, გავეცანი ქვეთავს საინტერესო იყო, როგორც ყველა ქვეთავი. როგორ გიკითხოთ?


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 26 2009, 11:51 PM
პოსტი #292


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ამუზას!
კარგად ძმაო, ახლა კვირას ალისთან ვარ დაპატიჟებული საგარეჯოში. როცა მე თვითონ მოვიპატიჟებ შენ მაშინ გაგაცნობ! ბატონ გიორგის და ქალბატონ ცინარის ჩემგან გულთბილი მოკითხვა! მამა კიდევ ხომ არ აპირებს სადმე წასვლას?


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Mar 27 2009, 08:10 PM
პოსტი #293


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



თუ სადმე წავა, გაგაგებინებთ აუცილებლად. ველი როდის დაპატიჟებთ ალის, რომ გავიცნო და ვესაუბრო.

ღმერთს ებარებოდეთ!


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 27 2009, 10:19 PM
პოსტი #294


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



www.fereidani.ge
ქვეთავი 113 – მოსლემ და ფაეზე – «სულ გზაში ვართ ქართველები...»

ამას წინათ ბათუმის ქუჩაში ჩადრიანი ქალის დანახვამ გამაკვირვა. ჩადრი ვერ მალავდა ქართულ, სევდიან მზერას. ამ ქალის ნამდვილი სახელი და გვარი ფარვენა მიქაილია, თუმც მე ამაყად, გამართული ქართულით გამეცნო, – უცხოდ რად მიყურებ, ნინო მქვია, ფერეიდნიდან ვარო... რამდენიმე წუთში ნინოს სამი მამაკაცი მოუახლოვდა, ასევე ორსახელიანი ფერეიდნელები: ალექსანდრე დავითაშვილი (ალი რაჰიმი), თამაზ დავითაშვილი (აბდორეზა რაჰიმი) და მალხაზ გოგიჩაიშვილი (ალი გოგიჩანი). როგორც მითხრეს, ქართული სახელები თავად შეარჩიეს. საქართველოს მოსანახულებლად რამდენიმე დღით ჩამოსულებმა ბათუმში ნაქირავებ ბინაში დამპატიჟეს. ჯაბა ანანიძე. კვირის პალიტრა. 23-29 მარტი. 2009.
* * *
ნაქირავებ ბინაშიც პატარა საქართველო დამხვდა: – საქართველოს ისტორიის, კულტურის ძეგლების ამსახველი წიგნები და „დედაენა“ შევიძინეთ, – მეუბნებიან ახალგაცნობილები, თან სადილს ამზადებენ.
– ამ კერძს ქართული ლობიოსაგან და თევზისაგან ვამზადებთ, ფერეიდნულია, მაგრამ ქართული სახელი ჰქვია – „გზაური“, – ამბობს ალექსანდრე. – გზაური, ალბათ, იმიტომ, რომ სულ გზაში ვართ ქართველები. მუდამ მოვიწევთ მშობლიური მიწისკენ... ბავშვობაში ოჯახში ყველა ქართულად ვლაპარაკობდით, სკოლაში – ირანულად. მაშინ გვეგონა, რომ უსამშობლოდ დავრჩით, მაგრამ ნენეი თუ ბაბაი მაინც არ იშლიდნენ ქართულს, – მალულად მჭადზე უსვამდნენ ჯვარს, ქართულ ლექს-სიმღერას გვაყვარებდნენ და ღვინოსაც წურავდნენ.
– მახსოვს, შებინდებისას ნენეჩემი დაჯდებოდა ბუხართან და ინატრებდა, ნეტაი საქართველო მანახვაო, – ამოიოხრა ნინომ.
– ორი წლის წინ პირველად გადმოვედით საქართველოში, – განაგრძობს მალხაზი, – იცით, როგორი სიხარულით მიგვიღეს? თითქოს ომში ვიყავით და შინ გამარჯვებული დავბრუნდით. როცა აქეთ გადმოვდივარ, შინ მგონია თავი, იმ მონატრებულ ეზოში, სიზმრად რომ შეგვყვარებია...
– ახლა ფერეიდნის სოფლებიც იცლება ქართველებისაგან, სამუშაოს საძებნელად დაიფანტნენ, – სევდას იღებს გულიდან ნინოც. ერთი ჩვენებური ხვიჩა ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბოლო პერიოდში ძალიან გაუჭირდა. რომ არა ისევ საქართველოში ჩამოსული ირანელი ინვესტორი, შიმშილს ვერ ასცდებოდა. თითოეული ფერეიდნელის ტრადიციაა, შვილს ქართული ენა ასწავლოს, მაგრამ „დედაენას“ ვერსად იშოვი ფერეიდანში.
– ბათუმი როგორ მოგეწონათ?
– ძალიან კარგია. ბოლო ორ წელიწადში ბევრი რამ შეცვლილა, გალამაზებულა, – მპასუხობს ისევ ნინო და ცოტა ხანში რაც არ მოეწონა, იმაზე მიამბობს, – აქ ყველა მეორე გოგო სიგარეტს აბოლებს, ასე შეიძლება? ვერასდროს წარმომედგინა, ბოლწაკიდებული ქართველი ქალი...
გვიანობამდე შემოვრჩი ფერეიდნელებთან, დამშვიდობების დრო რომ მოვიდა, ცრემლმორეულებმა მითხრეს, – მალე ოჯახებს დავუბრუნდებით, მაგრამ იმედია სამშობლოში ისევ დავბრუნდებითო...

www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „საქართველო“ – ჩანაწერი 49.

გამარჯობათ ბატონო გიორგი! ინტერნეტში შემთხვევით გავეცანი თქვენს საიტს და აღფრთოვანებული დავრჩი. ძალიან სასიამოვნოა რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ისევ ძველებურად – სამშობლოს სიყვარულით უძგერს გული. მე თვითონ დოკუმენტურ კინოში ვმუშაობ – მეგობრებთან ერთად ვეძებთ საინტერესო თემებს და შეძლებისდაგვარად ვიღებთ. შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს საიტს: www.iberiafilms.ge. თუ კიდევ გაქვთ საინტერესო მასალა ფერეიდანზე და ფერეიდნელებზე, დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით ამ ეროვნულ საქმეში. პატივისცემით, როლანდ მათიაშვილი.

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 30 2009, 08:42 PM
პოსტი #295


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



დღევანდელ "24 საათში" ფერეიდანზეა სტატია, მალე საიტშიც დავდებ, მაგრამ შეგიძლიათ წაიკითხოთ!


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Apr 1 2009, 10:40 PM
პოსტი #296


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



www.fereidani.ge
ქვეთავი 114 – ცოტა რამ ირანზე. დაემატა უნიკალური ფოტო-გალერეა.
გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Apr 7 2009, 08:29 PM
პოსტი #297


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „საქართველო“ – ჩანაწერი 50.

მოგესალმებით ბატონო გიორგი! მე გახლავართ გიორგი კაპანაძე, პროფესიით ისტორიკოსი. უკანასკნელი პერიოდი მე ძალიან დავინტერესდი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორით (თურქეთი, ირანი, რუსეთი და სხვა ქვეყნები) და დავიწყე ინტერნეტში მასალების მოძიება. როდესაც google-ს საძიებო სისტემაში შევიყვანე სხვა სიტყვებთან ერთად „ფერეიდანი“ ამომივიდა ინტერნეტ-გვერდები, რომელთა შორის თქვენი საიტიც იყო. სწორედ ამ საიტზე წავიკითხე თქვენი ირანელი ქართველებით დაინტერესების და ირანში მოგზაურობის შესახებ. ძალიან გამიხარდა, რომ აღნიშნული თემატიკა არ არის მივიწყებული და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენს მიერ გაკეთებული საქმისათვის. საიტზე თქვენი ელ.ფოსტის მისამართი იყო მითითებული, ხოლო ეს წერილი კი მიზნად ისახავს თქვენს გაცნობას ინტერნეტის საშუალებით. მოუთმენლად ველი თქვენს პასუხს. საუკეთესო სურვილებით, გიორგი კაპანაძე.

www.fereidani.ge
ახალი ქვეთავი 115 – ქართველი მხატვრები ესპანეთში.

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Apr 9 2009, 07:52 PM
პოსტი #298


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



www.fereidani.ge
ახალი ქვეთავი 116 – გიორგი დვალაშვილი – «გეოგრაფიული მოგზაურობა ირანში»
გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Apr 10 2009, 07:32 PM
პოსტი #299


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „საქართველო“ – ჩანაწერი 51.

მოგესალმებით და პირველ რიგში ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! უფლის მადლი და წყალობა არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ახლობლებს. მე ქალაქ გურჯაანში დაბადებული–გაზრდილი ელიზბარაშვილი გახლავართ. ძალიან მაინტერესებს სხვადასხვა ქვეყნებში ისტორიულად გადახვეწილი ქართველების და განსაკუთრებით კი ჩემი მოგვარეების ბედ-იღბალი. ლეგენდის დონეზე გამიგია, რომ ირანში გადახვეწილ გიორგი სააკაძეს თავის დაახლოებით 20 კაციან ამალაში, რომელიც ფაქტობრივად პირადი დაცვის რაზმი უფრო იყო, ერთ-ერთი გვარად ელიზბარაშვილი ყოფილა. გიორგი სააკაძეზე თავდასხმა რომ მომხდარა "ოპოზიციურად განწყობილ სპარსელებს" ყველა ჩაუხოცავთ... მომავალში ამ ამბის ისტორიული კვლევა მინდა ჩავატარო... ასე „ვიპოვე“ თქვენი საიტიც, რომელიც საკმაოდ კარგ საქმეს ემსახურება. ისე, ცოტა დაფინანსებაც რომ ჰქონდეს ნორმალური და ვინმესგან (ოფიციალურ პირთაგან) შეწევნა და ხელშეწყობა, უკეთესიც და უფრო დახვეწილიც შეიძლებოდა ყოფილიყო. თუმცა, ამ პირობების უქონლობაში, ღმერთს მადლი, რომ არსებობს და ვიღაცას გული შესტკივა საერთოდ.
დიდი სურვილი მაქვს ჩვენი ფერეიდნელი ძმების გაცნობისა. როცა ჩამოვლენ, მინდა მეც შევხვდე მათ და თითო–ოროლა თბილი სიტყვა ვუთხრა კახურად, გემრიელად (მაინც საჩვენოდან, ანუ ძირითადად კახეთიდან, არიან მოკვეთილები სულით პირუტყვი შაჰ–აბასის მიერ და მაგიტომ). საერთოდ, ჩემი აზრია, რომ ინგილოების (ე. წ. "იანგილოების", იგივე კახელების და ჰერების) და ფერეიდნელების საკითხი საკმაოდ მკაფიოდ დაისვას ქართული საზოგადოების წინაშე და რას ვგულისხმობ ამაში: 1) შეიქმნას მათი ინტერესებისა და გულისტკივილის გამზიარებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, საკმაოდ მკაფიო და ჩამოყალიბებული სტრუქტურით; 2) მეტი ქართული წიგნები, ქართული ლიტერატურა ჩვენს ქართველ ძმებს მიეწოდოთ, ოღონდ ისე კი არა, რომ ათასში ერთხელ ვინმემ ღვთის წყალობით ჩაიტანოს, არამედ, მიეცეს ამას რეგულარული სახე, ოფიციალური დიპლომატიის, თუ გინდ სახალხო დიპლომატიის ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად აზერბაიჯანისა და ირანის ხელისუფლებებთან; 3) უფრო მეტი კულტურული ღონისძიებები და გაცვლითი პროგრამები, თუ შეხვედრები; 4) სამივე ჩამოთვლილი პუნქტი სრულიად მხარდაჭერილ უნდა იქნას საქართველოს ხელისუფლების, როგორც ზოგადად, აგრეთვე კონკრეტული და შესაბამისი სტრუქტურების მიერ, რაშიც ალბათ დაგვეხმარება ფერეიდნელი ძმების მიერ მასობრივი ხელმოწერებით მხარდაჭერილი ოფიციალური მიმართვის წერილი. უდიდესი პატივისცემით, კონსტანტინე ელიზბარაშვილი.

www.fereidani.ge
ქვეთავი 116 – გიორგი დვალაშვილი – «გეოგრაფიული მოგზაურობა ირანში» – დაემატა ახალი ფოტოები.

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Apr 11 2009, 09:01 PM
პოსტი #300


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ახალი ქვეთავი 117 – ნინო ყულოშვილი – «ფერეიდნელი: მადლობელი ვარ ღმერთის – მე ქართველი ვარ!»

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 13 14 15 16 17 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th January 2021 - 05:23 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი