IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ჩვენი საქართველო, ემიგრანტების თვალით დანახული სამშობლო
თათი87
პოსტი Jun 11 2007, 12:27 PM
პოსტი #1


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ეს თემა ალბათ უფრო იმათთვისაა ვინც საქართველოდან წასულია და იცის რა არის როცა გენატრება სამშობლო.
მაინტერესებს რამდენად შეიცვალა თქვენი წარმოდგენა საქართველოზე?! არის თუ არა რამე ისეთი, რაც თქვენ წასვლის შემდეგ აღმოაჩინეთ, ან მანამდე ყურადღებას არც კი აქცევდით და რაც ემიგრანტები გახდით შემდეგ გააანალიზეთ და დაინახეთ?! ის რაც ყველაზე მეტად გენატრებათ და რაც ყველაზე ხშირად გახსენდებათ საქართველოზე. რასთან ასოცირდება თქვენთვის სამშობლო და ა.შ.

რაღაც რო დააფასო შესადარებელი ობიექტი უნდა გქონდეს. ვისაუბროთ იმაზეც რას შეცვლიდით თქვენ საქართველოში ან მინიმუმ რის შეცვლას შეეცდებოდით მაინც smile.gif


ხო არ შეიცვალა თქვენი წარმოდგენა სამშობლოზე მას შემდეგ რაც მისგან შორს აღმოჩნდით?


მოკლედ დააფრქვიეთ აზრები smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
pawawuna
პოსტი Jun 11 2007, 04:15 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 4-June 07
წევრი № 2,101



თათი87

მაგარი თემაა 2kiss.gif


სამშობლო უფრო ლამაზი გეჩვენება როცა შორსა ხარ მისგან. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. საღამოობით რო ჩამოვჯდები ხოლმე და მომაწვება ნოსტალგია რო მახსნდება თუნდაც ის ჩამონგრეული და ძველი სახლები უფრო ლამაზი და ახლოა ჩემთან ვიდრე ეს მორთული შენობები sad.gif საახალწლო სუფრა მენატრება თავისი საჭმელ-სასმელებით. ქართული ტრადიციები მენატრება smile.gif კაი ჯიგრული მოლხენა-ქეიფი. მანდ რო ვიყავი და ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ყოველდღიურობა იყო ვერ ვაფასებდი. ეხლა როცა ჭიქის მომჭახუნებელი აღარ მყავს გვერდით დავაფასე რამხელა ბედნიერება ყოფილა ეს ყველაფერი...



გავიხსენებ და კიდე დავწერ იმას რაც მენატრება და რაც სხვანაირად დავინახე შორიდან sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
pawawuna
პოსტი Jun 11 2007, 05:42 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 4-June 07
წევრი № 2,101



ციტატა
ეჰ გიო ეგრე ბევრი ამბობს. მეც ხშირად მითქვამს "ნეტა აქედან გამაღწევინა და უკან არც მოვიხედავთქო" მაგრამ რო ვამბობ ამ სიტყვებს იმ წუთშივე ვიცი რო აბსურდულ რამეს ვამბობ. ვბჟუტურებ რო იტყვიან რა

არადა მაგრად მოგენატრება მერე შენი ქვეყანა რა! აქედან მართლა სულ სხვანაირი ჩანს საქართველო!!! მაგარი დუშკა ქვეყანაა! დიდი ხანი არაა რაც წამოვედი და უკვე მაგრად მენატრება რა ჯერ მეგობრები და ნათესავები, ოჯახი მენეტრებოდნენ და მერე უკვე ქუცების ნოსტალგია დამეწყო biggrin.gif მეთქი რა კაი იყო შარდენზე რო ავუყვებოდი თქო და ლესელიძის ქვაფენილზე რო მივბოდიალობდითთქო smile.gif ბოძებს რო ეხვეოდი ისეთი გაგლეჯილი რო ვიყავი ის დრო მაგრად მენატრება sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Marabella
პოსტი Jun 17 2007, 06:02 PM
პოსტი #4


ႫႠႩႠ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 146
რეგისტრ.: 17-June 07
მდებარ.: Aachen
წევრი № 2,215



ძალიან კარგი თემაა! ქართველებს რო სამშობლო გვიყვარს და ყოველივეს გვირჩევნია ეს არ-ახალია smile.gif, ამ გრძნობას ძალიან ვაფასებ, რადგან სხვა ერები ესეთები არ არიან.

მეც მენატრება საქართველო, თუმცა რაც უნფრო მეტ კულტურას თუ ქვეყანას ვეცნობი, მით უფრო გული მწყდება იმაზე, რომ ჩვენთან გაცილებით უკეთესობა შეიძლება იყოს ვიდრე რო გვაქვს... არ მეთანხმებით ? ყველაზე ძვირფასიდან დავიწყებ - ჩვენ ჩვენს კულტურასა და სიძველეებს ისე არ ვუფრთხილდებით როგორც სხვები, მაგ. : სომხები, ბერძნები (რამდენი რამე გადაათავისეს ჩვენი ამათმა, რატომ ? ჩვენი უთავობისდა გამოისობით!), მთელი ცენტრალური ევროპა, თურქები და ა.შ. ახლა უნგრეთში ვარ და ისეთი ლამაზია აქაურობა სასწაული... ისეთი მოვლილია ბუდაპეშტი - ყველა შენობა გაწმენდილია და ქალაქის ფონის და სტილის შესაბამისად შეღებილი ან შელამაზებული. და აბა თბილისში რას აკეთებენ ? ვინ ზრუნავს ქალაქის დიზაინზე, მის სტილზე ?

მოკლედ მე სამწუხაროდ იმისთანა შეგრძნება მეუფლება ნელ-ნელა, რომ ჩვენ მარტო "ჭარტალა" ხალხი ვართ, გაკეთება საქმისა გვეზარება და მხოლოდ ჩვენი წარსულით ვცხოვრობთ, იმ წარსულით რომელიც არ პოპულარიზდება ისე რომ იცოდეს მსოფლიომ (სომხებს რომ საკუთარი ენა და ანბანი აქვთ ეს იცის ლამის ყველამ, აბა ქართულზე ვინ რა იცის ???). უნდა გავანძროით ხელი და მივხედოთ დღევანდელობას და მომავალს, მხოლოდ წარსულით ცხოვრებადა ნაშაულია ჩემს თვალში.

აი ასე...


--------------------
არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავს ხდიდნენ და ვერ გახადესო
--
თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს
--
...უცდომელი მხოლოდ ღმერთია!
--
“და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ”
--
...უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. /ილია II/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariam1
პოსტი Jun 17 2007, 08:50 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 24-March 07
წევრი № 1,480



თათი87
რა დავინახე ???
ის რომ ყოველთვის უსაზღვროდ მიყვარდა საქართველო და დღემდე უსაზღვროდ მიყვარს !
რამოდენიმე წელია საზღვარგარეთ ვცხოვრობ სამწუხაროდ და მართლა ძალიან მიჭირს სამშობლოსაგან შორს ყოფნა ! ეგ ვინც საზღვარგარეთ არის ყველამ კარგად იცის ... მე ახალსა და უცხოს არაფერს ვამბობ ...
მეამაყება ის , რომ ჩემს 2 უფროს ბიჭს , უსაზღვროდ უყვარს საქართველო და ეს მასულდგმულებს ! მე–3–ე , რომელიც აქ დაიბადა ამბობს „ საქართველო ჩემი სამშობლოა “ – არის რაიმე ამაზე დიდი ბედნიერება ? სამშობლოს სიყვარულს ვუნერგავ უმცროსსაც , რომელიც მხოლოდ ახლა იწყებს ტიტინს .


Marabella
გენაცვალე როგორ კარგად ამოიოხორე გული biggrin.gif biggrin.gif ყოჩაღ !

თუმცა ეგ მოუწესრიგებელი საქართველო ვაი ქართველების დამსახურებაა და არა საქართველოსი , იმ ხალხის რომლებიც მხოლოდ პირად გამდიდრებაზე ფიქრობენ და არა მათ სამშობლოსა და მის თანამემამულეებზე ! სამწუხაროდ ეს მათ საქართველოსადმი უსიყვარულობაზე მიუთითებს .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ateisti
პოსტი Jun 17 2007, 11:21 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 17-June 07
წევრი № 2,219



ჩემი წარმოდგენა შეიცვალა, სამწუხაროდ არა უკეთესობისკენ.

ბევრი კეთილი, შრომისმოყვარე და ჭკვიანი ადამიანი დავინახე აქ, ალბათ ეს განაპირობებს ქვეყნის კეთილდღეობას და ჩვენზე წინ რომ არიან ყველა პარამეტრით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Jun 18 2007, 11:52 PM
პოსტი #7


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



აქ წამოსვლის მერე უფრო მეტად დავაფასე სამშობლო. მისი ტკივილი უფორ მეტად მტკივა და ჩემი მშობლიური ხალხის უარყოფითს უფრო მეტად განვიცდი. ბევრი რამ უფრო კარგად ჩანს რა არის შესაცვლელი, რა პირიქით გასამტკიცებელი. და აქედან ასე ''უნაკლო საზღვარგარეთის'' შეფასება უფრო რეალური გახდა.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tako@tako
პოსტი Jun 29 2007, 09:17 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 237
რეგისტრ.: 4-June 07
წევრი № 2,096



რას განვიცდი საქარველოს გარეშე?ტკივილს..... მონატრების აუტანელ ტკივილს.... როგორიცაა ისეთი მენარტება.არ მეგონა ასე თუ მიკვარდა მარა აკ რო ჩამოვედი და მოლამ 'დამჩხავლა' დილას მაშინ გამაჟრიალა და კიდე პირველად რომ მიწვიმა.მივხვდი რო ის წვიმა ჩემი არ იყო და ვერც ვიგრძენი მარტო გულმა იგზნო როგორ მინდოდა თვალი დამეხუჩა და ჩემი სოფლის წვიმა წარმომედგინა....... ალბათ ბედნიერი ვარ რომ აქ ცხოვრებით საქართველოს სიყვარული ვიგძენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მანანა
პოსტი Jun 29 2007, 11:54 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 16-November 06
წევრი № 483



აქ უკვე ბევრი რამ ითქვა, ახალს ვერაფერს დავამატებ. ჩემი აზრით, ყველამ უნდა გამოსცადოს რაღაც გარკვეული პერიოდით საზღვარგარეთ ცხოვრება, რათა უკეთ შესძლოს სამშობლოს დაფასება, მისი ავისა და კარგის გაცნობიერება. სწორედ უცხოეთში მივხვდი, რომ რაც საქართველოში ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო და ჩვეულებრივი ამბავი მეგონა, აქ ეს ფუფუნების საგნად იქცა. ეს ბევრ რამეში გამოიხატება. ღვთის მადლით, აქ წირვა-ლოცვაზე დასწრებაც ხერხდება ბერძნულ ან რუსულ ტაძრებში, რომლებსაც ძირითადად შაბათ-კვირას აღებენ, სხვა დღეებში დაკეტილია. ერთი რამ მაინც მენატრება, რაც სახლში ჩემთვის ძალზედ ჩვეულებრივი იყო: ის, რომ თბილისში შესაძლებელია გზად ეკლესიაში შეხვიდე, თუნდაც 5 წუთით, სანთელი აანთო, ლოცვა წარმოთქვა და გზა გააგრძელო, ეს აქ დიდი ბედნიერება ყოფილა. აქ მართმადიდებლურ ტაძარში "შემთხვევით" ვერ მოხვდები. ალბათ გამიგეთ რასაც ვგულისხმობ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kostalobja
პოსტი Aug 7 2007, 06:43 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 31-July 07
წევრი № 2,556



ეჰ რა ტკბილია სამშობლო!.. sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shota1
პოსტი Aug 7 2007, 08:45 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 2-September 06
წევრი № 138



ციტატა
ხო არ შეიცვალა თქვენი წარმოდგენა სამშობლოზე მას შემდეგ რაც მისგან შორს აღმოჩნდით?


ვა რა მაგრ გვეყანაში ვცხოვრობდი თურმე... ორი თვეა არც ნორმალური საჭმელი მიჭამია და მზეც კი წესივრად არ მინახავს...

1. ჩვენთან ეკონომიკური განვითარების ტემპები გაცილებით მაღალია... თუ ცოტა ხანი მშვიდობა შევინარჩუნებთ მალე დავეწევით და გავუსწრებთ ევროპელებს...

2. ადამიანები აქ მარტოსულებად ცხოვრობენ, დედაბუდიანა პარასკევს საღამოს რომ დათვრებიან კვირა დილადე ქუჩაში გორაობენ smile.gif სიტყვის პირდაპირი გაგებით... ძალიან ზნედაცემული საზოგადოებაა...

3. ჩვენი არქიტექტურა გაცილები ბანძია, აქაურობას რომ უყურებ ნათელია რომ თბილისი მთლიანად დასანგრევი და თავიდან ასაშენებელია, ძალიან უკან ვართ - თუმცა ეს მომენტი არ მგონია მნიშვნელოვანი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Aug 8 2007, 01:15 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



მე არა ვარ ემიგრანტი მაგრამ დარწმუნებულივარ ალბათ ფიქრობენ
-ვაი შე საწყალო საქართველო


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Aug 8 2007, 01:18 AM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



მე რომ ბევრი ფული მქონდეს,სათითაოდ მოვატარებდო ქართველებს მსოფლიოს ქვეყნებში და მერე მიხვდებოდა ყველა,თუ როგორი ლამაზია საქართველო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Aug 8 2007, 02:34 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(abo @ Aug 8 2007, 01:15 AM) *

მე არა ვარ ემიგრანტი მაგრამ დარწმუნებულივარ ალბათ ფიქრობენ
-ვაი შე საწყალო საქართველო


ბატონო აბო, გრიგოლ ბაკურიანის-ძის ფიქრები წაგიკითხავს და ეგაა.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Aug 8 2007, 02:35 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



Sotiris
არა , მაგრამ კითხვა მიყვარს


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natiko
პოსტი Aug 8 2007, 07:20 AM
პოსტი #16


natia
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 335
რეგისტრ.: 22-August 06
წევრი № 103



ციტატა(თათი87 @ Jun 11 2007, 12:27 PM) *

ეს თემა ალბათ უფრო იმათთვისაა ვინც საქართველოდან წასულია და იცის რა არის როცა გენატრება სამშობლო.
მაინტერესებს რამდენად შეიცვალა თქვენი წარმოდგენა საქართველოზე?! არის თუ არა რამე ისეთი, რაც თქვენ წასვლის შემდეგ აღმოაჩინეთ, ან მანამდე ყურადღებას არც კი აქცევდით და რაც ემიგრანტები გახდით შემდეგ გააანალიზეთ და დაინახეთ?! ის რაც ყველაზე მეტად გენატრებათ და რაც ყველაზე ხშირად გახსენდებათ საქართველოზე. რასთან ასოცირდება თქვენთვის სამშობლო და ა.შ.

რაღაც რო დააფასო შესადარებელი ობიექტი უნდა გქონდეს. ვისაუბროთ იმაზეც რას შეცვლიდით თქვენ საქართველოში ან მინიმუმ რის შეცვლას შეეცდებოდით მაინც smile.gif
ხო არ შეიცვალა თქვენი წარმოდგენა სამშობლოზე მას შემდეგ რაც მისგან შორს აღმოჩნდით?
მოკლედ დააფრქვიეთ აზრები smile.gif


რაც შეეხება, 5 წელია ჩემს საქართველოში არა ვყოფილვარ და რასაც ვუყურებ ნელ-ნელა იცვლება და უმჯობესდება გინდა სილამაზით გინდა ისე. ჯერ და მაგრად მენატრება , რომ ვუყურებ მართლა არაფერი სჯობია ჩვენს სამშობლოში ყოფნას. მთელი სული და გული საქართველოსკენ მიმიწევდა და ახლაც სულ ასე ვარ. ზოგჯერ მონატრებისგან ცრემლებიც მომადგება ხოლმე თვალებზე. cray.gif ახლა კი უფრო მაგრად შევიგრძენი ეს ტკივილი თუ რა ძნელი ყოფილა სამშობლოს ფარგლებს ყონა.
მე კი შემიძლია დავაფასო ჩვენი საქართველო ამით, რომ იგი სულიერადაც მდიდარი და ბუნებრივადაც ლამაზი ქვეყანაა, უბრალოდ მართლა მატერიალურად ჭირს ჩვენთან, მარა რას ვიზამთ ერთად უნდა ვილოცოთ და ყველაფერი იქნება(ნელ-ნელა მაგიც უმჯობესდება):
<<საქართველო აყვავდება, აყვავდება, მაგრამ როდის
მჯერა რომ ჩემს ქვეყანაში გაზაფხული მოდის.>>



--------------------
<< ვიყუარებდეთ ურთიერთას, რათა ერთობით ვაღიარებდეთ უფალსა >>
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Aug 20 2007, 06:04 PM
პოსტი #17


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა
მატერიალურად ჭირს ჩვენთან, მარა რას ვიზამთ ერთად უნდა ვილოცოთ და ყველაფერი იქნება(ნელ-ნელა მაგიც უმჯობესდება

ღმერთმა გისმინოს smile.gif უბრალოდ ის განცდა რომ სადაც ცხოვრობ იქვე ახლოს გყავს მეგობრები, ნათესავები და ახლობელი თუნდაც ნაცნობი ადამიანები. იცი ქუჩაში რომ გახვალ ერთ ნაცნობ სახეს მაინც დაინახავ ვინმეს შეხვდები, თბილად მოიკითხავ და მერე მეგობრებთან ერთად გაატარებ თავისუფალ დროს smile.gif ამას მგონი არაფერი ჯობია. მაგრამ ვერ ვაფასებთ იმას რაც გვაქვს. რომ ვკარგავთ მის ფასს ყოველთვის მაშინ ვხვდებით smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Aug 25 2007, 08:23 PM
პოსტი #18


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



ციტატა
მაგრამ ვერ ვაფასებთ იმას რაც გვაქვს. რომ ვკარგავთ მის ფასს ყოველთვის მაშინ ვხვდებით


სრულებით გეთანხმები madlioba.gif


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Aug 27 2007, 06:07 AM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



Marabella,

მე უნგრეთში არ ვცხოვრობ,მაგრამ ხშირად ვყოფილვარ,და ინტენსიურად მიწევს მაგ ქვეყნის გავლა მანქანით.ბუდაპეშტი ცხადია ლამაზი ქალაქია (და გასაკვირიც არაა, რომ მოვლილი და ლამაზნაშენი იყოს, თავის დროზე ავსტრია-უნგრეთის სამეფო თავის სიტყვას ამბობდა ვეროპაში და ა.შ.),მაგრამ სხვა ადგილებში ყოფილხარ? სამხრეთით მაგალითად:უუშნოესი დაბები,საბჭოური ხრუშჩოვკებით, სწორი, გადაწელილი ველები,დეპრესიული ლანდშაფტი.სერბიის ვოევოდინა უნგრეთის ყოფილი ტერიტორიაა, შიში მიპყრობს იმ რამდენიმე საათს, სანამ მაგ მიწას გავივლი, რაღაც მელანქოლია მეუფლება.მე პირადად იქ დავიღუპები ცხოვრება რომ მომიხდეს,ისეთი მოსაწყენი ბუნებაა,უკიდეგანო მინდვრები...რა ვიცი რა ,ჩვენ საქართველოში ყველაფერია ერთად თავმოყრილი:მთაც,ბარიც,ტბაც, ზღვაც ,ულამაზესია არ დაიკვეხნოს სხვა არავინsmile.gif
დარწმუნებული ვარ ნანახი გექნებათ ეს ლინკი , მაგრამ შეგახსენებთ უბრალოდ:

http://youtube.com/watch?v=DeX9zdJT8Jg&mode=related&search=

ეს ბუნება კი არა ფენომენალური ბუნებაა, რაც ჩვენთანააsmile.gif

და მე კიდევ ერთი საოცარი თვისება აღმოვაჩინე ჩემში საზღვარგარეთ ცხოვრებისას: როცა სხვა ქვეყნის სილამაზეს ვუყურებ,რა თქმა უნდა,სილამაზის შეგრძნება მაქვს,მაგრამ ვერანაირად ვერ მოვიხიბლები რა ვქნა; უცხოთი ვერ ვიხიბლები sad.gif ვიცი რომ ჩვენი არ არის და რაც გინდა ისეთი იყოს..sad.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Aug 27 2007, 12:43 PM
პოსტი #20


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(staywhite @ Aug 27 2007, 04:07 AM) *

ეს ბუნება კი არა ფენომენალური ბუნებაა, რაც ჩვენთანააsmile.gif

და მე კიდევ ერთი საოცარი თვისება აღმოვაჩინე ჩემში საზღვარგარეთ ცხოვრებისას: როცა სხვა ქვეყნის სილამაზეს ვუყურებ,რა თქმა უნდა,სილამაზის შეგრძნება მაქვს,მაგრამ ვერანაირად ვერ მოვიხიბლები რა ვქნა; უცხოთი ვერ ვიხიბლები sad.gif ვიცი რომ ჩვენი არ არის და რაც გინდა ისეთი იყოს..sad.gif

გაიხარე!
მეგონა მხოლოდ მე ვიყავი ასე. ანუ კი მომწონს, რასაკვირველია როცა რაიმე არქიტექტურულ ძეგლს ვუყურებ საზღვარგარეთ და ა.შ. მაგრამ არაფერი არ აღმაფრთოვანებს ისე როგორც ჩვენი ქართული smile.gif
ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვის კარგს ვერ ვხედავ, უბრალოდ ჩემი კარგი მირჩევნია!


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 09:36 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი