მფარველი წმინდანი, თქვენი სახელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მფარველი წმინდანი, თქვენი სახელი |
მნათე |
Aug 8 2006, 10:27 AM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მოგვახსენეთ თქვენი აზრი მე დოგმები ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზაზე კედლები მგონია, რომლებიც ამ გზიდან გადავარდნისგან გვიცავენ ესაა ჭეშმარიტების ბილიკი და არა მოძველებული გაქვავებული რამ (ეს სიტყვა ამ უკანასკნელების ასოციაციას იწვევდა/იწვევს ხალხში სამწუხაროდ ) -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
mamia |
Aug 13 2006, 10:03 PM
პოსტი
#22
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 76 რეგისტრ.: 13-August 06 წევრი № 52 |
ჩემი მფარველია I საუკუნის მოწამე წმიდა მამია, რომელიც წამებამდე ავაზაკი იყო და შემდგომ ერთერთმა სამოცდაათაგანმა მოციქულმა მოაქცია. თუ ვინმეს გაქვთ ამ წმიდანის ხატის სურათი გთხოვთ დადოთ აქ-ფორუმზე. წინასწარ მადლობა და გაიხარეთ!
|
leqso |
Aug 19 2006, 09:14 AM
პოსტი
#23
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 89 რეგისტრ.: 18-August 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 73 |
-------------------- დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.
|
Irine |
Aug 19 2006, 01:44 PM
პოსტი
#24
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
მე დამარქვეს წმინდა დიდმოწამე ირინეს სახელი
-------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
მნათე |
Aug 19 2006, 01:47 PM
პოსტი
#25
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მე დამარქვეს წმინდა დიდმოწამე ირინეს სახელი ეს პირველი საუკუნის წმიდანი იყო არა? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Irine |
Aug 19 2006, 01:48 PM
პოსტი
#26
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
როგორ უნდა ჩავსვა ხატი?
-------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
მნათე |
Aug 19 2006, 01:50 PM
პოსტი
#27
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა როგორ უნდა ჩავსვა ხატი? ხოო, შეხვალ ამ საიტზე foto.radikal.ru ბროუზით აირჩევ სასურველ ფოტოს მისცემ ზაგრუზიცს, როცა ჩაიტვირთება გამოჩნდება ჩამონათვლაი შენ ამ ჩამონათვლისგან რიგით მეორეს დააკოპირებ რომელსაც თავზე აწერია მწვანე ასოებით, და აქ გაპასტავ -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Irine |
Aug 19 2006, 02:12 PM
პოსტი
#28
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
მე დამარქვეს წმინდა დიდმოწამე ირინეს სახელი როგორ უნდა ჩავსვა ხატი? [/img] წმ.ირინეს ხატი http://days.pravoslavie.ru/Images/ib245.jpg კიდევ მაქვს ერთი ხატი -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
მნათე |
Aug 19 2006, 02:17 PM
პოსტი
#29
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
როგორც უკვე ვთქვი ჩემი მფარველი წმინდანია, ლეონ დიდი რომის პაპი.
წმიდა ლეონ დიდმა, რომის პაპმა (440-461) შესანიშნავი და მრავალმხრივი განათლება მიიღო, რაც ბრწყინვალე საერო კარიერას უმზადებდა, მაგრამ სულიერი ცხოვრებისკენ მიდრეკილმა ჭაბუკმა სხვა გზა აირჩია - წმიდა პაპის, სიქსტ III-ის (432-440) დროს იგი არქიდიაკვნად ეკურთხა, მისი სიკვდილის შემდეგ, 440 წელს კი რომის პაპიც გახდა. ამ დროს ეკლესიას აშფოთებდა სხვადასხვა მწვალებლური სწავლებები. მღვდელმთავარი ლეონი საოცარ სიმტკიცესა და შეურყველობას იჩენდა, როცა საქმე აღმსარებლობის დაცვას ეხებოდა. იგი მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გაბედულად ამხელდა ქრისტეს ერთბუნებოვნების მქადაგებელ ევტიქისა და დიოსკორეს ერესებს, აგრეთვე ნესტორის მწვალობლობას; ბიზანტიის იმპერატორებთან, თეოდოსი II-თან (408-450) და მარკიანესთან (450-475) გაგზავნილი ეპისტოლეებით მან დიდად შეუწყო ხელი ქალკედონის IV მსოფლიო კრების (451) მოწვევას მონოფიზიტობის დასაგმობად. კრებაზე, რომელსაც 630 ეპისკოპოსი ესწრებოდა, წაკითხულ იქნა მღვდელმთავარ ლეონის ეპისტოლე უკვე მიცვალებული კონსტანტინეპოლელი პატრიარქის ფლავიანეს (447-449) მიმართ, რომელიც 449 წელს ეფესოში გამართულ ავაზაკთა კრებას ემსხვერპლა. პაპის ეპისტოლეში მოცემული იყო მართლმადიდებლური სწავლება ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ, რომელსაც კრების მონაწილე ყველა ეპისკოპოსი დაეთანხმა. ერეტიკოსები ევტიქი და დიოსკორე ეკლესიიდან განკვეთეს. წმიდა პაპი ბარბაროსთა შემოტევებისგანაც იცავდა თავის სამშობლოს: 452 წელს მან სიტყვის ძალით დააშოშმინა იტალიის დასანგრევად და ასაოხრებლად გამზადებული ჰუნების მრისხანე მთავარსარდალი ატილა, 455 წელს კი რომში შემოჭრილ ვანდალების წინამძღვარს ჰუნზერიხს შეაგონა, არ დაენგრია ქალაქი, შენობები არ გადაეწვა და სისხლი არ დაეღვარა. პაპმა ლეონ დიდმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა. ის წინასწარ გრძნობდა მოახლოებულ აღსასრულს და მხურვალე ლოცვებითა და ქველისსაქმეებით ემზადებოდა მისთვის. წმიდა მამა 461 წელს გარდაიცვალა და რომში, ვატიკანის ტაძარში დაკრძალეს. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა მოიცავს 96 ქადაგებას და 143 ეპისტოლეს. „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ. აღებულია orthodoxy.wanex.net -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Irine |
Aug 20 2006, 04:58 PM
პოსტი
#30
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
წმიდა დიდმოწამე ირინე (I-II)
5 (18) მაისი წმიდა დიდმოწამე ირინე ცხოვრობდა I საუკუნეში. ნათლობამდე მისი სახელი იყო პენელოპე. ის იყო ასული წარმართი ლიკინიუსისა, ქალაქ მაგდონიის (მაკედონია, ანუ თრაკია) მმართველისა. ლიკინიუსმა ქალიშვილს მდიდრული სასახლე აუშენა, სადაც ცხოვრობდა თავის აღმზრდელ კარიეასთან ერთად თანატოლებითა და მსახურებით გარემოცული. პენელოპესთან ყოველდღე მოდიოდა მასწავლებელი, სახელად აპელიანე და სხვადასხვა მეცნიერებას ასწავლიდა. აპელიანე ქრისტიანი იყო. სწავლების დროს იგი გოგონას უყვებოდა ქრისტე-მაცხოვარზე. როცა პენელოპე გაიზარდა, მშობლებმა გადაწყვიტეს მისი გათხოვება. ამ დროს უფალმა მას საოცარი ხილვა გამოუცხადა: მასთან მოფრინდნენ მტრედი - ზეთისხილის რტოთი, არწივი - გვირგვინით და ყვავი - გველით. აპელიანემ პენელოპეს აუხსნა ამ ხილვის მნიშვნელობა: მტრედმა, რომელიც სახეა სათნოებათა - მორჩილებისა, სიმდაბლისა და უბიწოებისა, მოუტანა ზეთისხილის დრო - მადლი უფლისა, რომელსაც ნათლისღებით იღებს ყოველი ადამიანი. არწივმა - სულიერი სიმაღლის სიმბოლომ - მოართვა გვირგვინი, ბოროტ ძალებზე გამარჯვებისათვის უფლისაგან მოძღვნილი ჯილდო; ყვავმა კი გველი მოუტანა ნიშნად იმისა, რომ ეშმაკი ამხედრდებოდა მის წინააღმდეგ და მწუხარებასა და დევნილობას მოუტანდა წმიდანს. საუბრის ბოლოს აპელიანემ თქვა, რომ უფალმა პენელოპე გამოარჩია და მას ზეციური სასიძოსთვის ბევრი სატანჯველის დათმენა მოუწევს. პენელოპემ უარი განაცხადა ქორწინებაზე, მოინათლა წმიდა პავლე მოციქულის მოწაფის, მოციქული ტიმოთესაგან და ეწოდა ირინე. მან მშობლების გაქრისტიანებაც მოინდომა. დედას უხაროდა შვილის მოქცევა. მამა თავიდან არ ეწინააღმდეგებოდა ქალიშვილს, მაგრამ შემდეგ მოსთხოვა, წარმართული ღვთაებებისათვის ეცა თაყვანი. როცა წმიდა ირინემ მტკიცედ უარყო მამის წინადადება, გამძვინვარებულმა ლიკინიუსმა ბრძანა, ქალწული შეეკრათ და გაუხედნავი ცხენების ფლოქვებქვეშ ჩაეგდოთ. ცხენები გაირინდნენ წმიდანის წინშე, ბოლოს კი ერთმა აიწყვიტა, ლიკინიუსს ხელი გაუმრთელდა. ამ სასწაულის მხილველმა ლიკინიუსმა, მისმა მეუღლემ და 3000 ადამიანმა ირწმუნეს ქრისტე და უარყვეს წარმართობა. ლიკინიუსმა ქალაქის მართვას თავი დაანება, წმიდა ირინეს სასახლეში დასახლდა და სურდა იესო ქრისტსეს მსახურებისთვის გადაედო თავი. წმიდა ირინემ ქრისტეს მოძღვრების ქადაგება დაიწყო წარმართთა შორის. ის ცხოვრობდა თავისი მასწავლებლის, აპელიანეს სახლში. ქალაქის ახალმა მმართველმა სედეკიამ დაიბარა წმიდა ქალწული და მოსთხოვა, მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. წმიდა ირინემ უშიშრად აღიარა ქრისტიანობა და განემზადა მოწამეობრივი ღვაწლისათვის. სედეკიას ბრძანებით წმიდანი ჩააგდეს გველებით სავსე ორმოში, სადაც 10 დღე გაატარა. იგი უვნებლად დაიცვა უფლის ანგელოზმა, რომელიც საზრდელს აწვდიდა მას. სედეკიამ ეს სასწაული ჯადოქრობას მიაწერა და ბრძანა, გაეხერხათ ქალწული. რკინის ხერხები ტყდებოდა და ვნებას ვერ აყენებდა წმიდა მოწამეს. ბოლოს, მეოთხე ხერხმა სისხლით შეღება მოწამის სხეული. სედეკიამ დაცინვით ჰკითხა წმიდანს: „სად არის შენი ღმერთი, რატომ არ გეხმარება?“ მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა, იელვა, იქუხა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. სედეკიამ ახალი სატანჯველი განუმზადა მოწამეს, მაგრამ ღმერთმა კვლავ უვნებლად დაიცვა თავისი რჩეული. ხალხი აღშფოთდა, აღდგა სედეკიას წინააღმდეგ და ქალაქიდან გააგდო. მისი შემცვლელი მმართველებიც აწამებდნენ წმიდა ირინეს, მაგრამ ღმერთი კვლავ იცავდა მას. მისი ქადაგებისა და სასწაულების მხილველი ხალხი კი ქრისტიანდებოდა. წმიდა ირინეს მიერ მოქცეულ იქნა 10000 წარმართი. წმიდანი თავისი ქალაქიდან კალაპოლში გადავიდა და იქ გააგრძელა ქადაგება. ქალაქის მმართველმა ბაბადონმა შეიპყრო და აწამა ქალწული, მაგრამ, ღვთის ნებით თავადაც ქრისტიანობაზე მოექცა. მასთან ერთად ქრისტეს სჯული მიიღო მრავალმა წარმართმა. მათ ნათელ-იღეს წმიდა ტიმოთეს ხელით. ამის შემდეგ წმიდა ირინემ ქადაგებით მოიარა თრაკიის სხვა ქალაქები. ეფესოში მას უფალმა გამოუცხადა, რომ მოახლოებულია ამიერ სოფლისაგან მისი განსვლის ჟამი. წმიდა ირინე აპელიანესა და სხვა ქრისტიანებთან ერთად ქალაქიდან გავიდა, გამოქვაბულთან მივიდა, პირჯვარი გადაისახა, თავის თანმხლებლების სთხოვა, დიდი ქვით დაეგმანათ შესასვლელი და შიგნით შევიდა. მეოთხე დღეს ქრისტიანები გამოქვაბულში შევიდნენ, მაგრამ წმიდანის ნეშტი ვერ იხილეს. „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ. წმიდა დიდმოწამე ირინეს ხატი ნახეთ ზემოთ -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
iako |
Aug 21 2006, 02:27 AM
პოსტი
#31
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
მე ორი სახელი მაქვს ია და ნონა.
საქმე იმაშია რომ თავად არ ვიცი ნათლობის სახელი, რადგან რომ მომნათლეს პატარა ვიყავი და ჩემს მშობლებს არ ახსოვთ რომელი სახელი მომცეს ნათლობისას. ნათლიას კი სამწუხაროდ არ ვიცნობ. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
იოანა |
Aug 21 2006, 11:11 AM
პოსტი
#32
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
მე ორი სახელი მაქვს ია და ნონა. საქმე იმაშია რომ თავად არ ვიცი ნათლობის სახელი, რადგან რომ მომნათლეს პატარა ვიყავი და ჩემს მშობლებს არ ახსოვთ რომელი სახელი მომცეს ნათლობისას. ნათლიას კი სამწუხაროდ არ ვიცნობ. რამდენადაც მე ვიცი, იაც და ნონაც ყოველთა წმიდანთანში შედის, შეგიძლია ის აირჩიო მფარველად, რომელიც შენთან უფრო ახლოს არის, ან მოძღვარს კითხე -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
Palefty |
Aug 21 2006, 11:26 AM
პოსტი
#33
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 22 რეგისტრ.: 21-August 06 წევრი № 94 |
ჩემი ალბათ წმინდა გიორგი იქნება რახან გიორგი მქვია?
|
იოანა |
Aug 21 2006, 11:28 AM
პოსტი
#34
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
მონათლული თუ ხარ კი, მაგრამ თუ ათეისტი ხარ?..
-------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
Palefty |
Aug 21 2006, 11:37 AM
პოსტი
#35
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 22 რეგისტრ.: 21-August 06 წევრი № 94 |
მონათლული ვარ, ეგ ბავშვობაში მოხდა.
თუ ათეისტი ვარ მაშინ იასნია, არ მეყოლება. |
Irine |
Aug 21 2006, 02:12 PM
პოსტი
#36
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
Palefty
მაინტერესებს რამდენი წლის ბრძანდებით? -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
ალექსანდრე |
Aug 21 2006, 02:34 PM
პოსტი
#37
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
iako
ციტატა მე ორი სახელი მაქვს ია და ნონა. მართალი ნონა იყო წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყუელის დედა და მისი ხსენების დღე 18 აგვისტოს გახლდათ -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მარიამი |
Aug 21 2006, 03:33 PM
პოსტი
#38
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
iako მართალი ნონა იყო წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყუელის დედა და მისი ხსენების დღე 18 აგვისტოს გახლდათ ია კიდევ სპარსი მოწამეა, ზოგი წმინდა ევდოკიასთან აიგივებს. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
iako |
Aug 21 2006, 10:09 PM
პოსტი
#39
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
დიდი მადლობა ყველას ინფორმაციისთვის.
-------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
მნათე |
Aug 22 2006, 03:31 PM
პოსტი
#40
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მონათლული ვარ, ეგ ბავშვობაში მოხდა. თუ ათეისტი ვარ მაშინ იასნია, არ მეყოლება. იქნებ ათეიზმი განმიმარტოთ სამწუხაროდ ყველა ათეისტობას იბრალებს და რომ გამოარკვევ თურმე არ არიან მატერიალიზმი გესმით? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი