სასულიერო პირების დაკავება ათონზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სასულიერო პირების დაკავება ათონზე |
ზებედე |
Jan 31 2007, 12:50 AM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ათონზე ესფიგმენის სავანის ორი ბერი ქონების განიავებისათვის დააპატიმრეს ათონის პოლიციამ მონასტრის ქონების უკანონოდ განიავების ბრალდებით საძმოს ორი წევრი დააპატიმრა. ბერებს ბრალი ედებათ მონასტრის საკუთრებაში არსებული რამდენიმე ობიექტის გაყიდვაში, მათ შორის მიწის ნაკვეთისა, რომლის საერთო ღირებულება 15 ათასად ევროდაა შეფასებული, - იუწყება "Интерфакс-религия" ბერძნულ გაზეთ "კატიმერინი"-ზე დაყრდნობით. ესფიგმენიის მონასტერი 40 წელზე მეტია ოპოზიციაშია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, რომელსაც მოდერნიზმსა და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობიდან გადახრაში ადანაშაულებს. 1964 წელს, პატრიარქ ათინაგორას რომის პაპ პავლე VI-თან შეხვედრის შემდეგ, სავანის საძმომ გაწყვიტა კანონიკური ურთიერთობა კონსტანტინოპოლთან. ბოლო წლების განმავლობაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ და სავანის საძმომ არაერთხელ გადადგეს ნაბიჯი შერიგებისაკენ, რომელიც შეჯახებებითა და კონფლიქტებით დაუბრუნდათ უკან. პატრიარქ ბართოლომეოსის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ბოლო შეჯახება მოხდა ათონში 2006 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში. ესფიგმენის საძმოსა და მონასტრის ახლად ჩამოყალიბებული “ალტერნატიული” სამრევლოს (რომელსაც პრეტენზია გააჩნია სავანის წარმომადგენლობაზე ათონის ადმინისტრაციულ დედაქალაქად წოდებულ კარიასზე) შორის ჩხუბის შედეგად ესფიგმენიის სავანის შვიდი ბერი საავადმყოფოში მოათავსეს. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th April 2024 - 04:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი