IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ტელევიზორის და მისთანანის დამანგრეველი გავლენა
marine
პოსტი Jan 8 2024, 04:00 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა პაისს [ათონელი] მიაჩნდა, რომ ტელევიზორი დამანგრეველ გავლენას ახდენდა ბავშვებზე და ახალგაზრდებზე. ტკივილით საუბრობდა ისეთ მშობლებზე, ვინც საკუთარი სიმშვიდისათვის შვილებს სწირავდა საათობით ტელევიზორის საყურებლად, შედეგად კი მათი სული, გონება და სხეული ირყვნებოდა. მშობლებს ურჩევდა ტელევიზორის ნაცვლად სხვა რამ მიეცათ შვილებისთვის, სულიერი საზრდოთი ეკვებათ. (მოეთხროთ წმინდანთა ცხოვრებაზე, ესწავლებინათ ხატების და სიწმინდეების თაყვანისცემა). ტელევიზორი მარტო მთვარემდე აღწევს, სულიერი ტელევიზორი კი ღმერთამდე ადის".

ამ თემაზე ესაუბრებოდა მამა პაისი ერთ მასწავლებელს და მოსწავლეებს. მასწავლებელმა გაიფიქრა: "კეთილი, სხვა გადაცემებს არ ვუყურებ, მხოლოდ ახალ ამბებს", სწორედ ამ გაფიქრებისას მოუბრუნდა მამა პაისი და უპასუხა: "არც ინფორმაციას" და კვლავ განაგრძო ბავშვებთან საუბარი"

/მღვდელმონაზონი ისააკი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 28 2024, 07:30 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ, ძალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, მასწავლებელმა თავის მესამეკლასელებს დაავალა, თოვლის პაპისადმი თავიანთი სურვილი დაეწერათ.

მოვიდა სახლში და დაიწყო ბავშების ნაწერების შემოწმება. ერთი ბავშვის რვეულმა ის ძალიან გაანაწყენა, მწყობრიდან გამოიყვანა. მან რამდენჯერმე გადაიკითხა ბავშვის წერილი, სადაც ის თოვლის პაპას სასწაულს სთხოვდა. არა, ის შეცდომებს არ ეძებდა ნაწერში, - ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ოთახში ქმარი შემოვიდა.

- რა მოგივიდა, ძვირფასო, რატომ ხარ ასე უხასიათოდ?

- აი, წაიკითხე, გეთაყვა, - და ქმარს წერილი გაუწოდა.

"ჩემო საყვარელო თოვლის პაპავ! ბევრს არაფერს გთხოვ, მხოლოდ ერთი სათხოვარი მაქვს: გადამაქციე ცოტა ხნით ტელევიზორად. მე ძალიან მინდა, რომ ჩემი მშობლები საღამოობით ერთად შეიკრიბონ და გულისყურით მომისმინონ. მამა რომ სახლში მოვა, მე შემეკითხოს - რა ხდება ახალი ამქვეყნად; ხოლო დედიკო, როდესაც მოეწყინება, ჩემთან მოდიოდეს და ჩემთან ურთიერთობით მშვიდდებოდეს; მსურს, რომ ისინი ჩემით ხარობდნენ, როგორც ახალი ტელევიზორით, რომელსაც ახალ ჩვენს ოთახში თითქმის მთელი კედელი უკავია. მე ცოტათი გავიწეოდი, რომ ნაძვის ხისთვისაც ადგილი მოიძებნოს. მე ძალიან მინდა, ცოტა ხნით მაინც ვიცხოვრო ტელევიზორის ცხოვრებით, რომელიც ასეთ დიდ ყურადღებას იმსახურებს ჩემი მშობლების მხრიდან".

- საწყალი ბავშვი, ნუთუ არსებობენ ასეთი მშობლები! - აღშოფთდა მასწავლებლის მეუღლე.

ცოლმა მას ცრემლით სავსე თვალები მიაპყრო:

- ჩემო კარგო, ეს ჩვენმა შვილმა დაწერა..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 15 2024, 11:53 AM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გასინჯო" - საშინელი პრინციპია, რომელიც განაგდებს არა მხოლოდ სულიერ სიბრძნეს, არამედ ყოველგვარ ცხოვრებისეულ ლოგიკასა და წინდახედულბოას. ეს ლოზუნგი მასმედიის, რეკლამისა და დასავლური ცხოვრების წესის რეკლამის მეშვეობით ინერგება ჩვენი ახალგაზრდობის გულსა და გონებაში, რომლებიც განსაკუთრებით არიან მოწყვლადი პროპაგანდის მიმართ.

და თუკი მშობლიურ სახლში საკმარისი აღზრდა არ მიიღეს, სწორი ორიენტირების, ცხოვრების აზრის, საკუთარი როლის შესახებ, თუკი აღზრდა თვითდინებაზე იყო მიშვებული (ქუჩა, სკოლა, ტელევიზორი), მაშინ ასეთი ბავშვები ექცევიან კიდეც ამგვარი პროპაგანდის გავლენის ქვეშ. სრულებით არ ესმით, თუ რა დგას ამის უკან და რა შედეგებს მოიმკიან ამით.

შედეგები კი მართლაც მტკივნეული იქნება, შეიძლება დამანგრეველიცა და გამოუსწორებელიც. ღმერთმა დაიფაროს, დასასრული, შესაძლოა, სუიციდიც იყოს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 2 2024, 08:34 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ტელევიზორი - ეს სახლში შემოპარული მტერია, რომელიც კინწისკვრით უნდა გააგდო. ბინა, სადაც ტელევიზორია, სულიერების მხრივ იმ სათავსოს ჰგავს, რომელშიც კანალიზაციის მილი გასკდა და აუტანელი სიმყრალე დგას. რამდენი საზრუნავი და მღელვარება მოაქვს მშობლებისათვის შვილების ავადმყოფობას! მაგრამ ტელევიზორთან ბავშვები თავიანთ სულებს რომ ხრწნიან, ეს ცოტას თუ აწუხებს. ამიტომ ისინი, ვინც ტელეგადაცემებს უყურებენ, დღენიადაგ არღვევენ მცნებას - "არა იმრუშო". ისინი ამ ვიზუალურ გარყვნილებას იმდენად მიეჩვივნენ, რომ ვეღარ წარმოუდგენიათ, უამისოდ როგორ უნდა იცხოვრონ"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2024, 04:10 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არის ლოცვასთან სრულიად შეუთავსებელი რამ - ესაა თანამედროვე ჟურნალებისა და გაზეთების კითხვა, ესაა ტელევიზორი, რომელიც სახლის ბატონი გახდა. სულიწმიდა - ეს სისუფთავისა და უმწიკვლობის სულია. ლოცვა ადამიანის გულს ღვთის ტაძრად აქცევს, ამ ტაძარში კი ადამიანი, თითქოს სტუმრებს ეპატიჟებაო, მკვლელებსა და მეძავებს უშვებს და ცოდვის სიმყრალით ტკბება. ღვთის მადლი დატოვებს ასეთ ადამიანს. რანაირად შეიძლება ვნებებით გავარვარებულ სულში, გონებაში, სადაც ძალადობისა და გარყვნილების სახეებია, იმყოფებოდეს ქრისტე? ამიტომ ის, ვისაც არა აქვს გამბეოდაობა იმისა, რომ ტელევიზორი თავისი სახლიდან მოიშოროს, იესოს ლოცვას ვერასდროს მოიხვეჭს. ეს იქნება არა ლოცვა, არამედ ბგერათა შეხამება შინაგანი აზრის გარეშე. ასეთი ადამიანი ემსგავსება კაცს, რომელმაც თავის ოთახში კანალიზაციის მილები გაიყვანა და შემდეგ იქ სტუმრები დაპატიჟა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 10 2024, 05:17 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმიდა მამები ეშმაკს ფერმწერს უწოდებენ, რომელიც ადამიანის გონებაში მაცდუნებელ სურათებს ხატავს, ამჟამად კი ადამიანის სულში ამ დემონურ საქმეს ტელევიზორი ასრულებს, თითქოს შვიდი ათასი წლის მანძილზე დაქანცულმა ეშმაკმა თავისი "პროგრამა" მანქანას გადასცა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 08:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი