IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ფილოკალია
guest1
პოსტი Apr 17 2010, 05:22 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



ფილოკალია თუ არის ქართულად ნათარგმნი? თუ არის, სად შეიძლება იშოვოს ადამიანმა?

P.S. წმინდა სერაფიმე საროველისათვის უმნიშვნელოვანესი წიგნი იყო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 20 2010, 12:05 AM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



guest1
ციტატა
ფილოკალია თუ არის ქართულად ნათარგმნი? თუ არის, სად შეიძლება იშოვოს ადამიანმა?

არისთარგმნილი, თუმცა პირველი ნაწილი. საკმაოდ მაღალი დონის თარგმანია ედიშერ ჭელიძის მიერ შესრულებული.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 20 2010, 12:13 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



afxazi
სად შეიძლება ვიპოვოთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 21 2010, 03:55 PM
პოსტი #4


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



აკაკი
ციტატა
სად შეიძლება ვიპოვოთ?

ამჟამად ვერ გეტყვი იყიდება თუ არა მაღაზიებში, რადგან არ მახსოვს, მაგრამ დიდი შანსია რომ იყოს. ლესელიძეზე იმდენი საეკლესიო მაღაზიაა რომ ერთ-ერთში უეჭველად იქნება biggrin.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Apr 21 2010, 09:57 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



მგონი მადლში იქნება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Apr 24 2010, 02:43 AM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



ამაზონზე ვნახე წიგნები ინგლისურად. 4 ტომად არის გამოცემული. გარდა ამისა, სხვა წიგნებიც არის, რომელიც ფილოკალიის შესავალია. ერთ-ერთი წიგნია A Beginner's Introduction to the Philokalia, რომელიც დაწერილია ბერძენი მოძღვარის Anthony M. Coniaris-ის მიერ. ეს პატარა წიგნი ძალიან კარგი შესავალი ჩანს ფილოკალიაში. განმარტებულია წმინდა წერილის სხვადასხვა ასპექტები წმინდა უდაბნოს მამების მიერ. წიგნის შესავალში მოცემულია ასეთი მშვენიერი შედარება "პილგრიმის გზა"-დან (რაც ფილოკალიაზე განმარტებული ერთ-ერთი წიგნია). დაახლოებით ვაკეთებ ციტატას, რომელიც დიალოგს წარმოადგენს მოწაფესა და მასწავლებელს შორის: "წაიკითხე ეს წიგნი, რომელიც შეიცავს დეტალურ მეცნიერებას მუდმივ შინაგან ლოცვაზე. ამ წიგნს ფილოკალია ქვია, რომელიც ოცდახუთი წმინდა მამის მიერ არის დაწერილი. წიგნში უდიდესი სიბრძნეა გადმოცემული." ამის შემდეგ, მოწაფე ეკითხება მოძღვარს: "მაშ ფილოკალია უფრო აღმატებულია და წმინდაა, ვიდრე წმინდა წერილი?" და მოძღვარი აკეთებს ასეთ შედარებას: "არა, მაგრამ ფილოკალია მოიცავს დაწვრილებით რჩევებს, რომელიც საბოლოოდ დაანახებს ადამიანს ბიბლიაში დამარხულ საიდუმლოებას, რაც მიუწვდომელია მათთვის, ვისაც მოკლე ხედვა აქვს (ჩემზე საუბრობს ეს მოძღვარი smile.gif). ამისათვის ასეთ შედარებას მოვიყვან. მზე არის უდიდესი მნათობი მნათობთა შორის. მასზე თვალის გასწორება შეუძლებელია. იმისათვის რომ მზეს თვალი გავუსწოროთ, საჭიროა შევხედოთ მას ძალიან მუქი შუშით. მსგავსად მზისა, ბიბლიაც ასევე კაშკაშა მნათობია და მას უნდა შევხედოთ მუქი შუშით. ასეთ შუშას წარმოადგენს სწორედ ფილოკალია."

პირველ თავში საუბარია შინაგან ყურადღებაზე, რაც ყოველთვის უფლისკენ უნდა იყოს მიპყრობილიო. ამ შინაგანი ყურადღების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ბიბლიის ნაწილების ძალიან საინტერესო განმარტებები აქვთ მოცემული წმინდა მამებებს.

136 (137) ფსალმუნი როგორ განიმარტება, როცა ნათქვამია "ასულო ბაბილონისა, გამპარტახებელო! ნეტარ არს, რომელმან მოგიზღოს რაც ჩვენ მოგვაწიე! ნეტარია, რომელმან შეიპყროს ჩვილნი შენნი და მიანარცხოს კლდესა!"? (ფსალ. 136:8,9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Apr 24 2010, 03:30 AM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



წმინდა გრეგორი პალამელი ამბობს (ციტატა ფილოკალიიდან არის მოყვანილი, ამ წიგნის მიხედვით): "ნუ დატოვებ შენი სხეულის და სულის ნურცერთ ნაწილს სიფხიზლის გარეშე. ამდაგვარად, შენ იბატონებ ბოროტ სულებზე, რომელიც განუწყვეტლივ გიტევენ შენ, და მედგრად წარსდგები მის წინაშე, ვინც გულსა და გონებას განსჯის". იქვე, შედარებისათვის მოყვანილია ფსალმუნი 6:9 "განმშორდით, ყოველნი მოქმედნი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი გოდების ხმა".

შემდეგ წმინდა გრეგორი პალამელი განაგრძობს: "და ამდაგვარად იგი არ განგსჯის შენ, რამეთუ შენ შენი თავი თვითონვე განსაჯე". ისევ, შედარებისათვის წმინდა პავლე მოციქულის წერილია მოყვანილი 1 კორინთელთა 11:31 "ხოლო ჩვენ თვითონვე რომ განგვეკითხა ჩვენი თავი, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდადებულნი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
noone__90
პოსტი Apr 30 2010, 08:22 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 13-January 10
წევრი № 7,951



ინგლისურს რუსული თუ გირჩევნია,აი ლინკიც

http://www.filokalia.by.ru/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ოდიშარი
პოსტი Dec 19 2012, 09:35 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 2-April 11
წევრი № 10,786



afxazi

ციტატა
არისთარგმნილი, თუმცა პირველი ნაწილი. საკმაოდ მაღალი დონის თარგმანია ედიშერ ჭელიძის მიერ შესრულებული.


რაც შეეხება მეორე(რუსული გამოცემა) ტომს, მასში შედის შემდეგი მამების შრომები:
1.Святой Иоанн Кассиан Римлянин

2.Преподобный Исихий, пресвитер иерусалимский

3.Преподобный Нил Синайский

4.Святой Ефрем Сирианин

5.Святой Иоанн Лествичник

6.Святые преподобные отцы Варсануфий и Иоанн

7.Преподобный авва Дорофей

8.Святой Исаак Сирианин

აქედან მე-5, მე-6 და მე-7 გვაქვს ქართულ ენაზე. მეექვსე, ანუ ბარსანუფი დიდისა და იოვანეს კითხვა პასუხი რუსულიდან არის თარგმნილი. თუ არ ვცდები 850 კითხვაა. ორ ტომად გამოვიდა. გურჯაანის მონასტერშია თარგმნილი. ფილოკალიაში, ანუ ქართულად "სათნოებათმოყვარეობაში" შემავალი კითხვები და მათი პასუხები არის მეორე ტომში, რომელიც ეხლაც იყიდება ბევრ საეკლესიო მაღაზიაში. პირველის ტირაჟი დამთავრებულია. რაც შეეხება იოანე კიბისაღმწერს და აბბა დოროთეს, ორივე გამომცემლობა ახალი ივირონის სერია "საეკლესიო ბიბლიოთეკაშია" გამოცემული. თითქმის ყველა მაღაზიაშია.

ასე რომ მთლად გულს ნუ გავიტეხთ smile.gif

პ.ს. ისე საინტერესოა, ბატონი ედიშერი თუ მუშაობს მის თარგმნაზე კიდევ...






ეს ტემა საკმაოდ ძველია, ლინკებიც წაშლილია, თქვენის ნებართვით, განვაახლებ:

პირველი ტომი http://www.odinblago.ru/dobrotolubie_1

მეორე ტომი http://www.odinblago.ru/dobrotolubie_2

მესამე ტომი http://www.odinblago.ru/dobrotolubie_3

მეოთხე ტომი http://www.odinblago.ru/dobrotolubie_4

მეხუთე ტომი http://www.odinblago.ru/dobrotolubie_5
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:15 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი