სოდომი არ დასჯილა მხოლოდ ჰომოსექსუალიზმისთვის, ლოტის ქმედებაზეც ვისაუბროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სოდომი არ დასჯილა მხოლოდ ჰომოსექსუალიზმისთვის, ლოტის ქმედებაზეც ვისაუბროთ |
benediqt |
Apr 22 2014, 04:42 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
დღეს ჰომოსექსუალიზმის დასაგმობად და ჰომოსექსუალების სამაგალითოდ დასჯისთვის იხსენებენ სოდომის მაგალითს, თითქოს სოდომი ღმერთმა დასაჯა მხოლოდ იმიტომ რომ ამ ქალაქებში მეტად გავრცელებული იყო ჰომოსექსუალური სექსი
თუმცა ვნახოთ ბიბლიის ციტატა, თუ რისთვის დაისაჯა სოდომი: ეზეკიელ წინასწარმეტყველი 49. აჰა, ეს იყო შენი დის, სოდომის, დანაშაული: ამპარტავნობა, ღორმუცელობა და უდარდელობა მისი და მისი ასულებისა; ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავდნენ. 50. გამედიდურდნენ და სისაძაგლის კეთება დაიწყეს ჩემს წინაშე და მეც მოვიცილე ისინი, როცა დავინახე. ანუ მხოლოდ ჰომოსექსუალიზმისთვის არ დასჯილა სოდომი, მიზეზები სხვა უკეთურებანიც ყოფილა, სოციალური უსამართლობა, ამპარტავნება და ა.შ. ძველი აღთქმა დაბადება თავი მეცხრამეტე 1. შევიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ხანს, როცა სოდომის კარიბჭესთან იჯდა ლოტი. დაინახა ისინი ლოტმა, წამოუდგა მისაგებებლად და მდაბლად თაყვანისცა. 2. უთხრა: აქეთ მობრძანდით, ჩემო ბატონებო, შემოუხვიეთ თქვენი მორჩილის სახლში. ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ, დილით კი ადრე ადგებით და თქვენს გზაზე წახვალთ. უთხრეს: არა, ქუჩაში გავათევთ ღამეს. 3. არ მოეშვა ლოტი და მათაც შეუხვიეს მის სახლში. გაუმზადა სასმელი ლოტმა, დაუცხო ხმიადები და ჭამეს. 4. ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდნენ, გარს შემოადგნენ სახლს ქალაქის მკვიდრნი, სოდომელი კაცები - ჭაბუკი თუ მოხუცი, მთელი ხალხი მოადგა ყოველის მხრიდან. 5. დაუძახეს ლოტს და უთხრეს: სად არიან ის კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ. 6. გამოვიდა მათთან ლოტი კარის ზღურბლზე და გამოიხურა კარი. 7. უთხრა: ნუ იზამთ ბოროტებას, ძმებო! 8. აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან; მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი. 9. უთხრეს: მოშორდი აქედან! კვლავ უთხრეს: მარტოხელა კაცი მდგმურად მოსულხარ აქ და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ. არ მოეშვნენ ამ კაცს, ლოტს და მიიჭრნენ კარის შესამტვრევად. 10. გამოიწოდეს ხელი სტუმარმა კაცებმა, შინ შეიყვანეს ლოტი და ჩაკეტეს კარი. 11. იმ კაცებს კი, სახლის შესასვლელთან რომ იდგნენ, სიბრმავე მოჰგვარეს დიდიან-პატარიანა და მათ ქანცი გაუწყდათ შესასვლელის ძებნაში. 12. უთხრეს იმ კაცებმა ლოტს: კიდევ ვინა გყავს აქ? სიძე, ვაჟები და ქალიშვილები, ყველა, ვინც კი შენიანია ამ ქალაქში, გაიყვანე ამ ადგილიდან, 13. რადგან უნდა გავანადგუროთ ეს ადგილი, რაკი დიდია მათზე სამდურავი უფლის წინაშე, და მოგვავლინა უფალმა მის გასანადგურებლად. -------------------------------------------------------- "7. უთხრა: ნუ იზამთ ბოროტებას, ძმებო!" "იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი" ამ ფრაზებით როგორც მივხვდი ჩანს ის, რომ ლოტი სტუმარ-მასპინძლობის წესს იცავს და ბოროტებაშიც ის იგულისხმება, რომ "ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი" -ო და არ გმობს ჰომოსექსუალიზმს ანუ არ ამბობს რომ ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა და ამიტომ ნუ იზამთო, არამედ "ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი"-ო -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
A.V.M |
Apr 22 2014, 07:30 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
benediqt
რა გინდა თქვა , რომ ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგი არ იყო ლოტი , თუ სხვა რამე გინდა და ვერ გავიგეთ ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
benediqt |
Apr 22 2014, 10:10 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
A.V.M
ჰომოსექსუალუზმის წინააღმდეგი იქნებოდა ზოგადად, რადგან ღმერისთვის ის მართალი კაცი იყო და გადაარჩინა დაღუპვას...თუმცა იმ კონკრეტულ მომენტში ჰომოსექსუალიზმს კი არ გმობს, არამედ სტუმარ მასპინძლობას სცემს პატივს და ეუბნება სოდომიტებს ჩემი სტუმრები არიან და ნუ იზამთო, არ ამბობს რომ ჰომოსექს. ცოდვაა და ა.შ. თუმცა, ასევე უდიდესი ცოდვაა სექსუალური ძალადობა ქალიშვილზე....ლოტის შეთავაზება რამდენად ნორმალურია? -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
A.V.M |
Apr 23 2014, 12:38 PM
პოსტი
#4
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
კომპიუტერი ჭედავს და რომ გავაკეთებ დავწერ პასუხს ...
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Apr 23 2014, 12:38 PM
პოსტი
#5
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
კომპიუტერი ჭედავს და რომ გავაკეთებ დავწერ პასუხს ...
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
benediqt |
Apr 23 2014, 05:50 PM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
A.V.M
ციტატა კომპიუტერი ჭედავს და რომ გავაკეთებ დავწერ პასუხს აკურთხე და არ გაჭედავს + პოსტებიდან მადლი გადმოვა ჩვენ ცოდვილებზე -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
A.V.M |
May 3 2014, 10:56 PM
პოსტი
#7
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
benediqt
ციტატა ანუ მხოლოდ ჰომოსექსუალიზმისთვის არ დასჯილა სოდომი, მიზეზები სხვა უკეთურებანიც ყოფილა, სოციალური უსამართლობა, ამპარტავნება და ა.შ. ვინ ამბობს რომ მხოლოდ ჰომოსექსუალიზმის გამო დაისაჯა ? დასჯას ბევრი მიზეზი ჰქონდა , მაგრამ მათში გამორჩეული იყო სიბილწით და მასიურობით ჰომოსექსუალიზმი . ცოდვას კი ვიცით რომ ჯაჭვური რეაქცია აქვს და შესაძლებელია , სხვა ვნებები გამოიწვიოს . benediqt ციტატა ..თუმცა იმ კონკრეტულ მომენტში ჰომოსექსუალიზმს კი არ გმობს, არამედ სტუმარ მასპინძლობას სცემს პატივს და ეუბნება სოდომიტებს ჩემი სტუმრები არიან და ნუ იზამთო, არ ამბობს რომ ჰომოსექს. ცოდვაა და ა.შ. მაშინ რატომ არ შესთავაზა საკუთარი ტავი სოდომელებს და რატომ შესთავაზა თავისი ქალიშვილები ? თან უყურე , რას ეუბნებიან ლოტს : ,,ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ.'' არც იმ ხალხს არ მოუთხოვია რომ ქალიშვილები გამოგვიყვანეო , და ამ შემთხვევაში თუ ჰომოსექსუალიზმზს არ ეწინააღმდეგება , თავის თავს რატომ არ სთავაზობს მათ ? თან თავადაც აღნიშნე , რომ ძალიან მძიმე ცოდვაა ქალიშვილების გარყვნა . რის მიხედვით გააკეთა დიფერენცირება ლოტმა , საკუთარ თავსა და ქალიშვილებს შორის ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
May 3 2014, 11:08 PM
პოსტი
#8
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
რაც შეეხება ლოტის შეთავაზებას . შევთანხმდით რომ ეს სერიოზული სისაძაგლეა . სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ განხილვა . ლოტი მზადაა ამ სერიოზულ მსხვერპლზე წავიდეს , ოღონდ სტუმრები არ შეურაცხყონ ჰომოსექსუალებმა .
რაც შეეხება ტოტალურ გარყვნლებას , ანუ იმას რაც სოდომთან ასოცირდება : ,,ჭაბუკი თუ მოხუცი, მთელი ხალხი მოადგა ყოველის მხრიდან.'' ჭაბუკი გასაგებია რაც უნდა , აი მაგ მოხუცებს რაღა უნდათ შეგიძლიათ მითხრათ ? არაფრის თავი არ აქვთ და მაინც იქ არიან , რატომ ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
MIRDAT |
May 4 2014, 02:57 AM
პოსტი
#9
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
მე მაგ ამბებმა დიდად არ დამაინტერესა, იმიტომ, რომ დასრულებული სახითაა აღწერილი და ყველაფერია ნათქვამი რა რის მერე მოხდა და რატომ. ჩემს ყურადღებას უფრო ის იქცევს, რომ სოდომიდან წამოსვლის მერე...
ღვინო... ნასვამი ლოტი... მაგის 2 ქალიშვილი.... მოკლედ ხომ ხვდებით... თან ყველაზე ცუდი ისაა, რომ თხრობა ყველაზე საინტერესო მომენტში წყდება, როცა ლოტი გამოფხიზლდა... არადა მაინტერესებს მერე რა მოხდებოდა, რა რეაქცია ექნებოდა ლოტს ან ღმერთს... საინტერესოა მის მომავალ თაობას, რომელთათვისაც ქალიშვილებმა ამხელა მსხვერპლი(საწყლები) გაიღეს, რა ბედი ეწიათ... P.S. ,,ჭაბუკი თუ მოხუცი, მთელი ხალხი მოადგა ყოველის მხრიდან.'' ჭაბუკი გასაგებია რაც უნდა , აი მაგ მოხუცებს რაღა უნდათ შეგიძლიათ მითხრათ ? არაფრის თავი არ აქვთ და მაინც იქ არიან , რატომ ? ოხრები ყურება უნდოდათ ალბათ თან თავიანთ ახალგაზრდობას გაიხსენებდნენ, თვითონაც მასეთებს რომ აკეთებდნენ P.P.S. ჩვენში დარჩეს და ეს ძველი აღთქმა, მაგარი შარია... |
A.V.M |
May 4 2014, 09:33 PM
პოსტი
#10
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
MIRDAT
ციტატა საინტერესოა მის მომავალ თაობას, რომელთათვისაც ქალიშვილებმა ამხელა მსხვერპლი(საწყლები) გაიღეს, რა ბედი ეწიათ... გვაზლევს მაგაზეც პასუხს , წმიდა წერილი . ციტატა ყურება უნდოდათ ალბათ თან თავიანთ ახალგაზრდობას გაიხსენებდნენ, თვითონაც მასეთებს რომ აკეთებდნენ ნწუ ... მიზეზი ჰქონდა რატომაც უყურებდნენ . გუჯას პასუხი მაინტერესებს . ციტატა ჩვენში დარჩეს და ეს ძველი აღთქმა, მაგარი შარია... გარედან ეგრე ჩანს და ვერც სეგეკამათები , იმიტომ რომ , მეც ეგრე მეგონა , სემინარიაში ჩაბარებამდე . ისე კი , უძლიერესია და ჩემი უსაყვარლესი საგანია ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
afxazi |
May 4 2014, 10:58 PM
პოსტი
#11
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
benediqt
ციტატა აკურთხე და არ გაჭედავს + პოსტებიდან მადლი გადმოვა ჩვენ ცოდვილებზე ყველაფერზე "ღადაობა" მაგარი ტიპობა არაა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
benediqt |
May 21 2014, 10:05 PM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
A.V.M
ციტატა ნწუ ... მიზეზი ჰქონდა რატომაც უყურებდნენ . გუჯას პასუხი მაინტერესებს . ჩემი პასუხი რაზე გაინტერესებს? -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
A.V.M |
May 22 2014, 12:51 AM
პოსტი
#13
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
benediqt
რა უნდოდა , მთელი ქალაქის ,, ბებერ'' მოსახლეობას (ანუ იმათ , ვისაც არაფრის ,,თავი აღარ '' ჰქონდათ) , ლოტის სახლთან ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
benediqt |
May 23 2014, 03:06 PM
პოსტი
#14
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
A.V.M
ციტატა რა უნდოდა , მთელი ქალაქის ,, ბებერ'' მოსახლეობას (ანუ იმათ , ვისაც არაფრის ,,თავი აღარ '' ჰქონდათ) , ლოტის სახლთან ? არ ვიცი ბებრები ალბათ სეირის საყურებლად მივიდნენ -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
benediqt |
May 23 2014, 03:29 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
A.V.M
ციტატა მაშინ რატომ არ შესთავაზა საკუთარი ტავი სოდომელებს და რატომ შესთავაზა თავისი ქალიშვილები ? თან უყურე , რას ეუბნებიან ლოტს : ,,ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ.'' არც იმ ხალხს არ მოუთხოვია რომ ქალიშვილები გამოგვიყვანეო , და ამ შემთხვევაში თუ ჰომოსექსუალიზმზს არ ეწინააღმდეგება , თავის თავს რატომ არ სთავაზობს მათ ? თან თავადაც აღნიშნე , რომ ძალიან მძიმე ცოდვაა ქალიშვილების გარყვნა . რის მიხედვით გააკეთა დიფერენცირება ლოტმა , საკუთარ თავსა და ქალიშვილებს შორის ? 1) ლოტს სჯეროდა რომ ისინი მის ქალიშვილებს არაფერს უზამდნენ მხოლოდ იმიტომ რომ კაცები აინტერესებდათ მხოლოდ 2) რახან ლოტის სიძეები ქალაქის მკვიდრები იყვნენ, ბრბოში დამცველები გამოუჩნდებოდნენ 3) ლოტს იმედი ჰქონდა რომ ღმერთი არ დაუშვებდა მისი ქალიშვილების გაუპატიურებას, ისევე როგორც ღმერთმა აბრაამის ცოლი - სარა დაიცვა 4) სტუმრები დაიცვა ყველაზე უკანასკნელი შეურაცხყოფისგან, ძალადობრივი სექსისგან (უთხრა: "ნუ იზამთ ბოროტებას") 5) ლოტი იქცეოდა როგორც იდეალური მასპინძელი, მზად იყო ყველაზე ძვირფასი რაც კი გააჩნდა შეეწირა თავისი ვალის უნაკლოდ შესრულებისთვის -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
A.V.M |
May 24 2014, 09:48 AM
პოსტი
#16
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
benediqt
ციტატა 5) ლოტი იქცეოდა როგორც იდეალური მასპინძელი, მზად იყო ყველაზე ძვირფასი რაც კი გააჩნდა შეეწირა თავისი ვალის უნაკლოდ შესრულებისთვის ეს სწორია . ციტატა 4) სტუმრები დაიცვა ყველაზე უკანასკნელი შეურაცხყოფისგან, ძალადობრივი სექსისგან (უთხრა: "ნუ იზამთ ბოროტებას") ესეც გავამართლოთ . ციტატა 3) ლოტს იმედი ჰქონდა რომ ღმერთი არ დაუშვებდა მისი ქალიშვილების გაუპატიურებას, ისევე როგორც ღმერთმა აბრაამის ცოლი - სარა დაიცვა ლოტს იმედი ჰქონდა რომ თავის შვილებს დაიცავდა ღმერთი და სტუმრებს არა ? ასეთი მიკერძოებულია ღმერთი ? ციტატა 2) რახან ლოტის სიძეები ქალაქის მკვიდრები იყვნენ, ბრბოში დამცველები გამოუჩნდებოდნენ აუჰ... რა დაცვა , რის დაცვა . ტოტალური გარყვნილება იყო ქალაქში . ვინ რისი დამცველი იყო . ეს მოსაზრება აქავე მცდარია და უსაფუძვლო . ციტატა 1) ლოტს სჯეროდა რომ ისინი მის ქალიშვილებს არაფერს უზამდნენ მხოლოდ იმიტომ რომ კაცები აინტერესებდათ მხოლოდ ეს ხომ საერთოდ . ანუ ცოლ–ქმრული ურთიერთობა მხოლოდ იმიტოპმ ჰქონდათ ამ ქალაქში , რომ ერი გაემრავლებინათ ხომ ? ამის გარდა , მარტო ჰომოსექსუალური კავშირებით იყვნენ დაკავეულები ? და ჰეტეროსექსუალიზმზზე უარს ამბობდნენ , თუნდაც მშვენიერი ქალწულები ყოლოდათ პარტნიორებად ? სადაა აქ ლოგიკა დ არგუმენტი , გუჯა ? ციტატა ბებრები ალბათ სეირის საყურებლად მივიდნენ აი ეგ ფაქტი , მაგ ქალაქის ტოტალურ გარყვნილებაზე , კიდევ ერთხელ მიუთითებს . ეგ უკბილო ბებრები , თან ვიზუალურ სიამოვნებას იღებდნენ ( როგორც შენ ამბობ – სეირს) , თანაც მომავალ თაობას რჩევებს მსცემნენ ხომე შიგადაშიგ , დაარიგებდნენ და უკან წამოვიდოდნენ . ახალი სტუმარი მოუვიდოდა ვინმეს ? კიდევ მიაკითხავდნენ , ისიამონებდნენ , მომავალ თაობას ,,შეამოწმებდნენ'' , ,,აღმზრდელობით საქმიანობას ჩაატარებდნენ'' და.ა.შ. და უკან დაბრუნდებოდნენ . ეს სოდომისთვის , დამახასიათებელი და ყოველდღიური იყო . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
benediqt |
May 24 2014, 03:59 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
A.V.M
მე დავწერე რამოდენიმე შესაძლო ვარაუდი, და ეს არ ნიშნავს რომ ყველა ვარაუდი სწორია. შენ რატომ არ წერ შენს აზრს? ციტატა ეს ხომ საერთოდ . ანუ ცოლ–ქმრული ურთიერთობა მხოლოდ იმიტოპმ ჰქონდათ ამ ქალაქში , რომ ერი გაემრავლებინათ ხომ ? ამის გარდა , მარტო ჰომოსექსუალური კავშირებით იყვნენ დაკავეულები ? და ჰეტეროსექსუალიზმზზე უარს ამბობდნენ , თუნდაც მშვენიერი ქალწულები ყოლოდათ პარტნიორებად ? სადაა აქ ლოგიკა დ არგუმენტი , გუჯა ? მაშინ სოდომში ჰომოსექსუალები კი არა, ბი-სექსუალები ყოფილან, დავარქვათ მაშინ თავისი სახელი, კარგი? მეორეც, ლოტს მიაკითხეს ჰომოსექსუალებმა, იმათმა ვისაც მხოლოდ კაცი აინტერესებდათ, აბა თუ ბი-სექსუალები იყვნენ და ცოლებსაც ჟიმავდნენ, რატომ იტყოდნენ ქალებზე უარს????? -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
შანკარა |
Jun 13 2014, 09:44 AM
პოსტი
#18
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 51 რეგისტრ.: 22-February 14 წევრი № 13,586 |
[b]სოდომი და გომორა გარყვნილების გამო კი არ დასჯილან! არამედ იმიტომ რომ სოდომში და გომორაში ნიფილიმები – ნახევრად ანგელოზები და ნახევრად ადამიანები ცხოვრობდნენ! ამიტომ გაანადგურა ისრაელის "ღმერთმა", დემიურგმა ეს ქალაქები! ისრაელის "ღმერთმა" თავის მორჩილ ანგელოზებს დედამიწაზე მყოფი დაცემული ანგელოზების და მიწიერი ქალწულების ჰიბრიდული გენეტიკური შთამომავლების განადგურება უბრძანა! ეს იყო უსამართლო და საზარელი საომარი კამპანია რომელიც თქვენმა ტერორისტმა "ღმერთმა" წამოიწყო!
პირადად მე ნიფილიმების მხარეს ვარ! ბიბლია სწორად უნდა წაიკითხოთ! ნახეთ ენოქის აპოკრიფი: Енох 2 1. [6] И случилось, - после того как сыны человеческие умножились в те дни, у них родились красивые и прелестные дочери. 2. И ангелы, сыны неба, увидели их, и возжелали их, и сказали друг другу: "давайте выберем себе жён в среде сынов человеческих и родим себе детей"! 3. И Семъйяза, начальник их, сказал им: "Я боюсь, что вы не захотите привести в исполнение это дело и тогда я один должен буду искупать этот великий грех". 4. Тогда все они ответили ему и сказали: " Мы все поклянёмся клятвою и обяжемся друг другу заклятиями не оставлять этого намерения, но привести его в исполнение". 5. Тогда поклялись все они вместе и обязались в этом все друг другу заклятиями: было же их всего двести. 6. И они спустились на Ардис, который есть вершина горы Ермон; и они назвали её горою Ермон, потому что поклялись на ней и изрекли друг другу заклятия. 7. И вот имена их начальников: Семъйяза, их начальник, Уракибарамеел, Акибеел, Тамиел, Рамуел, Данел, Езекеел, Саракуйял, Азаел, Батраал, Анани, Цакебе, Самсавеел, Сартаел, Турел, Иомъйяел, Аразъйял, Это управители двухсот ангелов, и другие все были с ними. 8. [7] И они взяли себе жён, и каждый выбрал для себя одну; и они начали входить к ним и смешиваться с ними, и научили их волшебству и заклятиям, и открыли им срезывания корней и деревьев. 9. Они зачали и родили великих исполинов, рост которых был в три тысячи локтей. 10. Они поели всё приобретение людей, так что люди уже не могли прокармливать их. 11. Тогда исполины обратились против самих людей, чтобы пожирать их. 12. И они стали согрешать по отношению к птицам и зверям, и тому, что движется, и рыбам, и стали пожирать друг с другом их мясо и пить из него кровь. 13. Тогда сетовала земля на нечестивых. 14. [8] И Азазел научил людей делать мечи, и ножи, и щиты, и панцири, и научил их видеть, что было позади них, и научил их искусствам: запястьям, и предметам украшения, и употреблению белил и румян, и украшению бровей, и украшению драгоценнейших и превосходнейших камней, и всяких цветных материй и металлов земли. 15. И явилось великое нечестие и много непотребств, и люди согрешали, и все пути их развратились. 16. Амезарак научил всяким заклинаниям и срезыванию корней, Армарос - расторжению заклятий, Баракал - наблюдению над звёздами, Кокабел - знамениям; и Темел научил наблюдению над звёздами, и Астрадел научил движению Луны. 17. И когда люди погибли, они возопили и голос их проник к небу. 18. [9] Тогда взглянули Михаил, Гавриил, Суръйян и Уръйян с неба и увидели много крови, которая текла на земле, и всю неправду, которая совершалась на земле. 19. И они сказали друг другу: "Голос вопля их (людей) достиг от опустошённой земли до врат неба. 20. И ныне к вам, о святые неба, обращаются с мольбою души людей, говоря: испросите нам правду у Всевышнего". 21. И они сказали своему Господу Царю: "Господь господей, Бог богов, Царь царей! 22. Престол Твоей славы существует во все роды мира: Ты прославлен и восхвалён! 23. Ты всё сотворил, и владычество над всем Тебе принадлежит: всё пред Тобою обнаружено и открыто, и Ты видишь всё, и ничто не могло сокрыться пред Тобою. 24. Так посмотри же, что сделал Азазел, как он научил на земле всякому нечестию и открыл небесные тайны мира. 25. И заклинания открыл Семъйяза, которому ты дал власть быть вождём его сообщников. [/b] |
G_saxva |
Jun 13 2014, 09:50 AM
პოსტი
#19
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ციტატა თქვენმა ტერორისტმა "ღმერთმა" წამოიწყო! იმის გარდა რაომ ზრდილობის არანაირ წესს არ იცავ და ყველა აქ მყოფ საზოგადოებას შეურაწყოფას აყენებ. ნამუსი მაინც იქონიე და ამ საიტზე შემოსვლის წინ ნახევარი საათი დაჯექი მარტო და იფიქრე რა უნდა დაწერო. მე არ მოვდივარ შენთან და შეურაწყოფას არ გაყენებ. თუ არ შეგიძლია წესიერად საუბარი სხვაგან ისაუბრე. პ.ს ყველას არ აქვს იმის ტვინი ბიბლია წაიკითხოს და სწორად აღიქვას, ზოგს მეტისმეტად დახშული აქვს. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
afxazi |
Jun 14 2014, 04:33 PM
პოსტი
#20
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
შანკარა
ბოლო სიტყვას ვწერ და შემოვიფარგლები სიტყვიერი გაფრთხილებით. არავინ გექაჩება ფორუმზე ყოფნას, მაგრამ შენი გაურკვეველი (ყოველშემთხვევაში ჩვენთვის) პოსტები და მითითება იმაზე, რომ ბნელები ვართ, უკვე ამორალურ სახეს იღებს. ხოდა მორჩი. არ მინდა ბანით დაგატოვებინო აქაურობა. არსებობს აპოლოგეტიკის განყოფილება და იქ წერე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი