IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ასკეტიკა, წმინდა ისააკ ასური
აკაკი
პოსტი Jul 23 2010, 05:55 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



სამოთხის შესახებ

ციტატა
წმინდა ისააკ ასურის (VII ს.) ასკეტიკურ თხზულებათა ძველი ქართული თარგმანები ჩვენამდე მოღწეულია ორი რედაქციით: პირველი შექმნილია IX საუკუნემდე და ანონიმურია, შემორჩენილია მხოლოდ ორიოდე “თქუმულის” სახით (იხ. მამათა სწავლანი, თბ., 1955 წ.), ხოლო მეორე რედაქცია ეკუთვნის წმინდა ეფთვიმე მთაწმინდელს; ბერძნულიდან შესრულებული უწმინდესი თარგმანი შესულია ხელნაწერებში — A1101, G 45. ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი მომზადებულია უშუალოდ პირველწყაროს, A1101 ხელნაწერის, მიხედვით, რომელიც შეიცავს წმინდა ისააკის სწავლებას სიყვარულის, აღდგომის, სამოთხისა და მარადიული ცხოვრების შესახებ.


A1101, 60ვ: სამოთხე არს სიყუარული ღმრთისა, რომელსა შინა არს საშუებელი ყოვლისავე ნეტარებისა, რომელსა შინა მიიღო ნეტარმან პავლე საზრდელი იგი უზეშთაეს ბუნებისა და ვინაითგან იხილა გემო ძელისა მის ცხორებისა, ღაღადებდა და იტყოდა: "რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა მისთა" (I კორ. 2.9). ამის ძელისაგან განეყენა ადამ განზრახვითა მტერისათა. ძელი ცხორებისა არს სიყუარული ღმრთისა, რომლისაგან დაეცა ადამ და ვერღარა პოვა სიხარული, არამედ ქუეყანასა მას შინა ეკალთასა შურებოდა. რომელნი დაეცნენ სიყუარულისაგან ღმრთისა, იგინი ოფლისა პურსა ჭამენ საქმეთა შინა მათთა, დაღაცათუ ფართოებით ვიდოდინ, რომელი ჭამა ადამ შემდგომად დაცემისა ბრძანებითა ღმრთისათა. ვიდრემდის სიყუარული ვპოოთ, მუნამდე ქუეყანასა მას შინა
ეკალთასა არს საქმე ჩუენი; და შორის ეკალთასა ვთესავთ და ვმკით - დაღაცათუ თესლი ჩუენი იქმნას თესლ სიმართლისა, და ყოველსავე ჟამსა განვიგუმირებით მათ მიერ; და რაზომცა განვმართლდეთ ოფლითა პირისა ჩუენისათა, ვცხოვნდებით, ხოლო რაჟამს ვპოოთ სიყუარული, მერმე მივიღებთ პურსა მას (61რ) ზეცისასა და მითა ვიზარდებით და განვძლიერდებით თნიერ საქმისა და შრომისა. ხოლო პური იგი ზეცისა არს ქრისტე, რომელ გარდამოხდა ზეცით და ცხორებასა მოანიჭებს სოფელსა (ინ. 6.33); და ესე არს საზრდელი იგი ანგელოზთა. რომელმან პოვა სიყუარული იგი, ქრისტეს ხორცსა ჭამს მარადღე და უკუდავებასა მიიღებს, რამეთუ იტყვს, ვითარმედ: ,,რომელმან ჭამოს პურისა მისგან, რომელ მე მივსცე მას, მან სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე" (ინ. 6.51).

- ხოლო ნეტარ არს, რომელი ჭამდეს პურისა მისგან სიყუარულისა, რომელ არს იესუ! ხოლო სიტყუასა ამას ზედა, რომელ ვთქუ, ვითარმედ რომელსა აქუნდეს სიყუარული იგი, ქრისტეს ხორცსა ჭამს, მეწამების მე იოვანეცა ღმრთისმეტყუელი, რამეთუ იტყვის, ვითარმედ: ,,ღმერთი სიყუარული არს" (I ინ. 4.8). ამისთვისცა უწყოდეთ, ვითარმედ რომელსა აქუნდეს სიყუარული იგი, მიიღებს ღმრთისა მიერ ცხორებასა და მიერვე სოფლით ეყნოსების მას ჰაერი იგი მერმისა აღდგომისა, და მას ჰაერსა შინა იშუებენ მართალნი მერმესა მას აღდგომასა.

- სიყუარული არს სასუფეველი იგი, რომელი აღუთქუა უფალმან მოწაფეთა თვისთა, ვითარმედ: ,,ჭამდეთ და სუმიდეთ სასუფეველსა შინა ჩემსა" (ლკ. 22.30) _ რამეთუ სიტყუა ესე, ვითარმედ "ჭამდეთ და სუმიდეთ სასუფეველსა შინა ჩემსა", სხუა არარაი არს, გარნა სიყუარული. რამეთუ სიყუარული შემძლებელ არს გამოზრდად კაცსა საჭმლისა წილ და სასუმლისა – ესე არს ღვინო იგი, რომელი ახარებს გულსა კაცისასა (ფს. 103.15). ნეტარ არს, რომელმან სუას ამის ღÂნისაგან! ამისგან სუეს მეძავთა და ქალწულებად მოიქცეს; და ცოდვილთა სუეს და დაავიწყდეს მათ გზანი ცოდვათა მათთანი; და მომთრვალეთა სუეს ამისგან და იქმნნეს მმარხველ; და მდიდართა სუეს და შეიყუარეს სიგლახაკე; და გლახაკთა სუეს და განმდიდრდეს სასოებითა; და უძლურთა სუეს და განძლიერდეს; და უმეცართა სუეს და განბრძნდეს.

- ვითარცა შეუძლებელ არს განვლა დიდისა მის ზღვისა თვინიერ ნავისა, ეგრეთვე შეუძლებელ არს თვინიერ შიშისა მოწუთომა სიყუარულსა. ზღუა ესე მყრალი, რომელ დადებულ არს (61ვ) შორის ჩუენსა და საცნაურისა ამის სამოთხისა, შეუძლოთ განვლად ნავითა მით სინანულისათა, რომელსა შინა იყვნენ მენავენი შიშისა ღმრთისანი. უკუეთუ კულა მენავენი ესე შიშისა ღმრთისანი არა ჰმართებდენ ნავსა მას სინანულისასა, რაითამცა განვლეთ ზღუა ესე და მოვიწიენით ღმრთისა, დავინთქმით ზღუასა მას შინა მყრალსა. სინანული არს ნავი და შიში ღმრთისა არს მენავეთმოძღუარი მისი, და სიყუარული არს ნავთსადგური საღმრთო. შიში ღმრთისა შეგვიყვანებს ჩუენ ნავთსადგურსა მას საღმრთოსა, რომელ არს სიყუარული, რომელსა შინა განისუენებენ ყოველნივე მაშურალნი და ჭირვეულნი სინანულსა შინა. და რაჟამს მივსწუთეთ სიყუარულსა, მაშინ მიწთომილ ვართ ღმრთისა და გზა ჩუენი აღსრულებულ არს და მიწთომილ ვართ ჭალაკსა მას, რომელ არს წიაღი სოფლისა ამის, სადა იგი არს მამა, ძე და სულიწმიდა, რომლისა არს დიდება! და ჩუენცა ღირს მყვნეს დიდებასა და სიყუარულსა მისსა შიშისა მიერ მისისა უკუნითიუკუნისამდე.
ამენ!

მოამზადა
გიორგი თოდუამ - გაზეთი "კლიტე დავითისი"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
10 გვერდი V « < 8 9 10  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(180 - 187)
marine
პოსტი Jan 10 2024, 07:17 PM
პოსტი #181


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,035
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა პაისის [ათონელი] მოღვაწეობა ფარული, დიდებული, არა ტიპიური და ღვთისადმი უსაზღვრო სიყვარულით აღბვჭდილი იყო, ვისაც უყვარს, სწყურია ტანჯვა სიყვარულისთვის. მისი ასკეტიზმი თვითმიზნური კი არა, განმწმენდელი იყო. მამა პაისი ყველა თავის ქმედებას მსხვერპლად სწირავდა ამაღლებულს. ოდესღაც ხორცი გაისნჯა მხოლოდ სიყვარულით, ერთი სნეული ბერის დასანახად. უფლის მადლით, არ შეუგრძვნია ხორცის გემო.

მამა პაისი ასკეტობით მოკვდა ამ სოფლისთვის. დაიცხრო ხორციელი ვნებები. განიწმიდა სული და ხორცი, და მადლის სპეტაკი ჭურჭელი გახდა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 10 2024, 08:42 PM
პოსტი #182


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,035
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვალდებულნი ვართ ტრადიცია დავიცვათ, შევინარჩუნოთ უბრალოება და ასკეტიზმი, რათა მომავალმა თაობამ იპოვოს რაიმე ჩვენში"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 15 2024, 07:40 PM
პოსტი #183


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,035
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთმა ბერმა ჰკითხა მამა პაისს [ათონელი]: "შენ, მამაო, ასკეტი ხარ?" მამა პაისმა კითხვაზე კითხვით მიუგო: "რას ნიშნავს ასკეტი?" და განაგრძო სევდიანად: "ასკეტი თავშესაფრის არმქონეს ნიშნავს. მე კი კალივი მაქვს. ამიტომ არც ასკეტი ვარ და არც თავშესაფრის არმქონე"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 22 2024, 08:34 PM
პოსტი #184


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,035
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ასკეზისა და ღვაწლის მიერ ადამიანი უხორცო ძალებს მიემსგავსება. რა თქმა უნდა, როდესაც უდიდესი სულიერი მიზანი არსებობს, თავშეკავება საჭიროა. თუკი ადამიანი იმისთვის იკავებს თავს საკვების მიღებისგან, რომ ხორციელი ჯანმრთელობა შეინარჩუნოს და მავნე ცხიმებისგან გათავისუფლდეს, ამ შემთხვევაში ასკეზი იოგას მიმდევართა ასკეზს ემსგავსება"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 21 2024, 09:06 PM
პოსტი #185


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,035
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნიკოდიმოსი - (1139 წ.) ანტონის მღვიმეებში [კიევ-პეჩორის ლავრა] სეფისკვერების მცხობელი პიმენის თანაშემწის მორჩილებას აღასრულებდა და მასთან ერთად 30 წელი ემსახურებოდა სავანეს, ისინი მკაცრ ასკეტურ ღვაწლში ცხოვრობდნენ და ყველა საქმეს განუწყვეტელი ლოცვითა და ფსალმუნთგალობით აკეთებდნენ. ღირსი ნიკონი დასვენებულია ანტონის მღვიმეებში. ხსენება: 31/10 (13/11)"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 2 2024, 08:10 PM
პოსტი #186


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,035
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კათოლიციზმმა დაამახინჯა გაგება პირველქმნილი ცოდვისა და ამით "აძინებს" ადამიანს. მან ასკეტიზმი მინიმუმამდე დაიყვანა და ის მხოლოდ რამდენიმე მონაზვნური ორდენის კუთვნილებაში დატოვა. პროტესტანტიზმი ასკეტიზმს ისე უყურებს, როგორც პათოლოგიას. ხატოვანი გამოთქმით, კათოლიციზმმა ასკეტიკის კედლები დაანგრია, პროტესტანტიზმმა კი მისი უკანასკნელი ქვები საერო საცხოვრებლების ასაშენებლად წაიღო. მან ასკეტიზმი სხვა ცნებებით შეცვალა: "ზომიერება", "მომჭირნეობა" და "წესრიგი". კათოლიკურ და პროტესტანტულ რელიგიებში მისტიკა განადგურებული და დეფორმირებულია. ერთ შემთხვევაში მას მორალიზმი ცვლის, მეორეში - ის ხშირად ოკულტურ ხასიათს იღებს (რის გამოც ჩვენს დროში ესოდენ პოპულარული ხდება სხვადასხვა ოკულტური მიმდინარეობები და სკოლები)".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 2 2024, 09:04 PM
პოსტი #187


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,035
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ასკეტიკაში ყოველი ნახტომი ზვვით, ძირს დანარცხებას უდრის"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2024, 09:11 PM
პოსტი #188


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,035
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიკვდილის ხსოვნა - უპირველესი ასკეტური წესია"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V « < 8 9 10
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2024 - 12:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი