IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> სენატის გადაწყვეტილება, ფორუმის მოდერირების გაუმჯობესების შესახებ
k@the
პოსტი Dec 21 2008, 12:29 AM
პოსტი #1


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



სენატის

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

ფორუმის მოდერირების გაუმჯობესების შესახებ


მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს მოდერირების გაუმჯობესების მიზნით, ფორუმის წესების მე-17 და მე-18 მუხლებისა და წესების 19 მაისის დამატების მე-4 პუნქტის შესაბამისად,
1. მოდერატორებთან მიმართებაში განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) afxazi დაინიშნოს "საქართველოს ისტორიის" მოდერატორად და მოეხსნას "მეცნიერებისა და განათლების" მოდერირების ფუნქცია;
ბ) თამარი_ცქნაფო დაინიშნოს "მეცნიერებისა და განათლების" მოდერატორად;
გ) დაკმაყოფილდეს T I K O-ს თხოვნა და მოეხსნას "მეცნიერებისა და განათლების" თანამოდერატორობის ფუნქცია;
დ) თამარი_ცქნაფო-ს თანხმობით "მეცნიერებისა და განათლების" თანამოდერატორად დაინიშნოს Ismail;
ე) ჯამბაკური-ს მოეხსნას "ფოლკლორის"მოდერირების ფუნქცია და დარჩეს მას "საეკლესიო გალობა";
ვ) დაკმაყოფილდეს N.R.-ის თხოვნა (დროის უქონლობის გამო მოდერაციის შეუძლებლობა) და მოეხსნას მას "ფოლკლორის" მოდერირების ფუნქცია;
ზ) დათიკოს მოესხნას "ღვთისმეტყველების" მოდერირების ფუნქცია;
თ) დათიკო და S a l l y დაინიშნონ "ფოლკლორის" მოდერატორებად;
ი) დაკმაყოფილდეს bell-ის თხოვნა (დროის უქონლობის გამო მოდერაციის შეუძლებლობა) და მოეხსნას მას "გალერეის" მოდერირების ფუნქცია;
კ) "გალერეის" მაღალ დონეზე მოდერირებისათვის, წესების 19 მაისის დამატების მე-5 პუნქტის შესაბამისად, ეკატო დაინიშნოს "გალერეის" მოდერატორად და გაყვანილ იქნეს არჩევნებზე, ღია ფორუმზე.
2. სენატი მადლობას უცხადებს მათ ფორუმზე გაწეული მუშაობისათვის და გამოთქვამს იმედს, რომ მოდერირების ფუნქციების მოხსნა არ შეუშლით მათ ხელს შემდგომშიც ისევ ფორუმის გვერდით იყვნენ მოლოცვებში, საქველმოქმედო აქციებსა და დღესასწაულებზე.
3. ყველა ის განყოფილება, რომლის მოდერატორიც არ არის სენატორი, საკურატოროდ ჩაბარდეს სენატორებს, რაც გულისხმობს განყოფილებაში მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში ყოფნას და ამ განყოფილების გაუმჯობესების ინიციატივით სენატში საკითხთა წამოჭრას. კურატორობა გადანაწილდეს შემდეგნაირად:
ა) "ჩვენი პატრიარქი", "ეკლესია-მონასტრები" - კანონისტს;
ბ) "სიწმინდეები, წმინდანები", "მამათა გამონათქვამები" - მარიამს;
გ) "საეკლესიო ხელოვნება", "საეკლესიო გალობა" - დათიკოს;
დ) "მეცნიერება და განათლება" - afxaz-ს;
ე) "გალერეა" - kato_Bato-ს
4. თითოეული განყოფილების მოდერატორი ვალდებულია მოდერატორების განყოფილებაში მოახსენოს სენატს განვლილი პერიოდის (არაუმეტეს 1 თვის) და გამოვლენილი დარღვევების შესახებ, მე-3 პუნქტში მითითებული სენატორები კი ვალდებული არიან განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შესაბამის განყოფილებაში პრობლემატური თემების მიმდინარეობას.
5. სენატის თავმჯდომარემ (k@the) უზრუნველყოს 1-ლი პუნქტის "კ" ქვეპუნქტის პროცედურის განხორციელება. ეკატო არჩეულად ჩაითვლება, თუ იგი მიიღებს არანაკლებ 50 პოსტის და არაუადრეს 1 კვირის რეგისტრაციის მქონე სულ ცოტა 50 ფორუმელის ხმას.
6. ეთხოვოს admin-ს, ტექნიკურად შეასრულოს 1-ლ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილება.

სენატის თავმჯდომარე,
k@the



--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 10:40 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი