მგალობლობა _ დიდი პასუხისმგებლობა, მგალობლის მოვალეობები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მგალობლობა _ დიდი პასუხისმგებლობა, მგალობლის მოვალეობები |
ნანინა |
Oct 3 2009, 12:05 AM
პოსტი
#1
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
ხშირად მიფიქრია ამ საკითხზე და რაგდან შესაბამისი თემა ვერ ვნახე, გადავწყვიტე გამეხსნა.
მგალობლობა, ისევე როგორც ნებისმიერი სახის ღვთისმსახურება დიდი პასუხისმგებლობაა. ეკლესიის მსახური, მათ შორის მგალობელიც, ხშირად ექცევა მრევლის ყურადღების ცენტრში. რით გამოირჩევიან მგალობლები ჩვეულებრივი მრევლის წევრებისგან და რა დამატებითი მოვალეობები აქვთ მათ მრევლის სხვა წევრებისაგან განსხვავებით? ვისაუბროთ ამ თემაზე, მგონი პრაქტიკოსი მგალობლებისათვის საინტერესო იქნება გალობა პირველ რიგში ლოცვის ერთ-ერთი სახეობაა. გალობა მრევლს ლოცვით განწყობას უნდა უქმნიდეს, ეს კი მგალობლებზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებთ ამას და უგულოდ ვგალობთ ხანდახან კი უბრალოდ იმდენად ვეჩვევით, რომ ეს პროფესია გვგონია და ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ უფალს ვემსახურებით ვისაუბროთ ამ პრობლემაზე, პრაქტიკოსი მგალობლების აზრი ძალიან დამეხმარება.. გარდა ამისა, თუ შეგიძლიათ მოიყვანეთ მაგალითები მგალობლის უფლება-მოვალეობებზე. პირველ რიგში რა თქმა უნდა სულიერება მოგვეთხოვება, რასაც სამწუხაროდ ვერ ვასრულებთ მოკლედ, ვისაუბროთ ამ თემებზე და იმედია იაქტიურებთ P.S. კანონისტს ან ვინმე სხვა კომპეტენტურ ადამიანს თუ შეუძლია დაწეროს ეკლესიის მიერ მგალობლისადმი მინიჭებული უფლებება-მოვალეობები, ძალიან გამეხარდება -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
mr.satadarigo |
Oct 3 2009, 12:52 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 527 რეგისტრ.: 11-July 09 წევრი № 7,252 |
ნანინა
შენ გალობ სადმე? ეჰ,მგალობლებს და სტიქაროსნებს მაგარი ბრძოლები აქვთ ხოლმე,მათზე იმიტომ ვამბობ რომ არ არიან სასულიერო პირები და ხშირად ნაკლები თავშეკავებაც აქვთ.... -------------------- მდგმურები ვართ
|
mariami-k |
Oct 3 2009, 11:45 AM
პოსტი
#3
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
ნანინა
ძალიან კარგი თემაა და ალბათ აუცილებელიც. მგალობლობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ციტატა სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებთ ამას და უგულოდ ვგალობთ sad.gif ხანდახან კი უბრალოდ იმდენად ვეჩვევით, რომ ეს პროფესია გვგონია და ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ უფალს ვემსახურებით sad.gif სამწუხაროდ ეს ხშირად ხდება. ძალიან ბევრ პრობლემას ვაწყდებით. არ გვაქვს სათანადო პასუხისმგებლობის გრძნობა. არ ვმუშაობთ ახალს საგალობლების შესწავლაზე. არ ვათანხმებთ მსახურების დაწყებამდე მედავითნესთან ტიბიკონს, რაც შემდგომში იწვევს გაურკვევლობას. მრევლი და განსაკუთრებით დამწყებნი მაგალითისთვის ხშირად აკვირდებიან მგალობლებს. ამიტომ მათი ქცევა, მოკრძალება და პასუხისმგებლობის გრძნობა მისაბაძი უნდა იყოს სხვებისთვის. საგალობელს არ უნდა აღვიქვავდეთ როგორც სიმღერას, უნდა ვაცნობიერებდეთ მის ტექსტს. პ.ს. ყველაფერს არ დავწერ, თორემ ჩემმა რეგენტმა რომ წაიკითხოს მტრისას. თუმცა პირადადაც ხშირად მიწევს მასთან ამ საკითხებზე საუბარი. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
Atman |
Oct 3 2009, 12:03 PM
პოსტი
#4
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა საგალობელს არ უნდა აღვიქვავდეთ როგორც სიმღერას, უნდა ვაცნობიერებდეთ მის ტექსტს. გალობის დროს ტექსტზე საერთოდ არ უნდა იფიქრო... და საერთოდ კი არ უნდა იფიქრო მაგ დროს უნდა იმღერო... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
mr.satadarigo |
Oct 3 2009, 12:07 PM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 527 რეგისტრ.: 11-July 09 წევრი № 7,252 |
გალობის დროს ტექსტზე საერთოდ არ უნდა იფიქრო... და საერთოდ კი არ უნდა იფიქრო მაგ დროს უნდა იმღერო... საგალობლის მღერა სად გაგონილა იტყვი ხოლმე რა -------------------- მდგმურები ვართ
|
yipiani gio |
Oct 3 2009, 12:09 PM
პოსტი
#6
|
Tavadi Yipiani ჯგუფი: Members პოსტები: 2,917 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: saburtalo წევრი № 2,017 |
ციტატა გალობის დროს ტექსტზე საერთოდ არ უნდა იფიქრო... და საერთოდ კი არ უნდა იფიქრო მაგ დროს უნდა იმღერო... შენ ეგრე გგონია მართლა? გალობაში უპირველესი ტექსტია და შემდეგ მელოდია. -------------------- alazani.ge
ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ |
Atman |
Oct 3 2009, 12:11 PM
პოსტი
#7
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
yipiani gio
ეგ ტექსტი ისე უნდა იყოს გამჯდარი მგალობელის გულსა და გონებაში აღარ უნდა ფიქრობდეს მაგაზე, უნდა გრძნობდეს. მსმენელი კი რა თქმა უნდა ტექსტსაც უნდა უსმენდეს და მელოდიასაც. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ჰ ა რ ი რ ა |
Oct 3 2009, 12:43 PM
პოსტი
#8
|
გ ი ო რ გ ი ჯგუფი: Members პოსტები: 348 რეგისტრ.: 4-May 07 მდებარ.: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო, ქალაქი რუსთავი წევრი № 1,834 |
საერთოდ რაც არ უნდა გამჯდარი ქონდეთ ტექსტი მგალობელს თუ მასზე არ იფიქრებს მაშინ გამოვა რომ ნამდვილად კი არ ლოცულობს არამედ უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით. ვაღიარებ რომ მეც ხშირად მომდის ხოლმე ასე მაგრამ ვცდილობ რომ გამოვასწორო
-------------------- . . .
|
ნანინა |
Oct 3 2009, 02:27 PM
პოსტი
#9
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
mr.satadarigo
ციტატა შენ გალობ სადმე? კი ვგალობ მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს ტაძარში mariami-k ციტატა მრევლი და განსაკუთრებით დამწყებნი მაგალითისთვის ხშირად აკვირდებიან მგალობლებს. ამიტომ მათი ქცევა, მოკრძალება და პასუხისმგებლობის გრძნობა მისაბაძი უნდა იყოს სხვებისთვის. აბსოლუტურად გეთანხმები +++ Atman ციტატა გალობის დროს ტექსტზე საერთოდ არ უნდა იფიქრო... და საერთოდ კი არ უნდა იფიქრო მაგ დროს უნდა იმღერო... გეტყობა რომ არ ხარ გათვითცნობიერებული და ამიტომ აგიხსნი გალობა პირველ რიგში არის ლოცვა. მართლმადიდებლური გალობის კანონიკაც ამას ითვალისწინებს. პირველადი არის ტექსტი და ჰანგი მლოცველს ამ ტექსტის აღქმაში ეხმარება. სულ რომ მედავითნე კითხულობდეს, მრევლისთვის დამღლელი და მოსაწყენი იქნება რა თქმა უნდა გალობისას ფიქრობ მუსიკაზეც (და სამწუხაროდ ხშირად მარტო ამაზე ). რამე არ შეგვეშალოს და ა.შ. არა და გალობაში პირველადი ტექსტია. ასეა წმინდა მამებთან და ასეა დადგენილი კანონიკით უტექსტო ჰანგი მართლმადიდბლური კანონიკისათვის მიუღებელია (განსხვავებით კათოლიკების და სხვა ქრისტიანებისაგან). რაც შეეხება "ჰარალეს", თუ არ ვცდები შუმერული ღვთაებაა. "ვარალე", "ჰარალე" და მსგავს სიტყვებს ქართულ ფოლკლორში გლოსოლალიები ქვია. მათი მნიშვნელობა დღეისათვის ჩვენთვის უვნობია. სავარაოდოა, რომ ეს სიმღერები წარმართობიდან მოდიოდა და შესაბამისად პარალელებიც ლოგიკურია, ამას იკვლევენ მეცნიერები mr.satadarigo ციტატა კი,ეგაა ჰარირა,მაგრამ უფრო ცეეცხლოვან შესრულებას მოგცემ,აბა ამას მოუსმინე,ვოისა ჰარირათი,ანსამბლი დიდგორი და შეუდარებელი poti "დიდგორი" და ფოთი არაჩვეულებრივია მართლაც, მაგრამ, მათაც ძველი ჩანაწერებიდან აქვთ ნასწავლი, ასე რომ, დედანს ჯობია მოუსმინოს ამ შემთხვევაში "ჰარირა" ქვია მეგრული სიმღერების დისკს და ის დისკია ატვირთული ალაზანზე. მასში შესულია მეგრული სიმღერები. ეხლა ვნახე, რომ საჩონგურო "ჰარირა" არის. სხვა ბევრი ვარიანტიცაა ამ სიმღერის პ.ს. თემა აღარ გამოიფით გთხოვთ, მიხარია, რომ აქტიურობთ და იმედია ასე გააგრძელებთ -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
::სალომე:: |
Oct 3 2009, 03:39 PM
პოსტი
#10
|
ფანცქვალა :D ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,744 რეგისტრ.: 16-February 07 მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი. წევრი № 1,092 |
ციტატა სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებთ ამას და უგულოდ ვგალობთ ხანდახან კი უბრალოდ იმდენად ვეჩვევით, რომ ეს პროფესია გვგონია და ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ უფალს ვემსახურებით ღმერთმა ყველა გაგვაძლიეროს... Atman ციტატა გალობის დროს ტექსტზე საერთოდ არ უნდა იფიქრო... და საერთოდ კი არ უნდა იფიქრო მაგ დროს უნდა იმღერო... ვაიმე, რას არ გაიგებ რააა ... -------------------- სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი მთავარია შენ გიყვარდეს.... გიყვარდეს ისე რომ, სამაგიეროს არ ელოდო... გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ... ===================================== შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ===================================== |
უჩა |
Oct 3 2009, 07:47 PM
პოსტი
#11
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
უჰ რთული თემაა.
ამაზე ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე და ძალიან მრცხვენია ხოლმე თავს მგალობელს რომ ვუწოდებ, და ვცდილობ ყოველთვის ტავჩაღუნულმა ვატარო ეს მადლი. როგორ გამომდის ჩემი ამპარტავნობით მაგ სხვა ამბავია. ერთია რა რომ, რომ დაუკვირდე რა ვიცით ჩვენს წინაპრებს რომ შევედაროთ, არც არაფერი, რამდენიმე ათეული საგალობელი გაგვირჩევია და ოოო დიადი მგალობლები გვგონია თავი... ამაზე ყველა მგალობელი უნდა დაფიქრდეს ჩემი აზრით. და უნდა ეცადოს სწორად იგალობოს, ასევე განვითარდეს და იმ დიდი საგანძურის ნაწილი მაინც გაარჩიოს და ისწავლოს რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს... მგალობლობა მართლა უდიდესი პასუხისმგებლობაა რა... მაგრამ ძალიან ცოტა თუ ატარებს ამ ჯვარს ღირსეულად. პირადად მე ვთვლი რომ ვერ ვარ კარგი მგალობელი და ამ სახელის ტარების ღირსი არ ვარ.... -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
ნანინა |
Oct 3 2009, 07:59 PM
პოსტი
#12
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
უჩა
ციტატა ამაზე ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე და ძალიან მრცხვენია ხოლმე თავს მგალობელს რომ ვუწოდებ, და ვცდილობ ყოველთვის ტავჩაღუნულმა ვატარო ეს მადლი. როგორ გამომდის ჩემი ამპარტავნობით მაგ სხვა ამბავია. მე არც ვფიქრობ ხანდახან და თავაწეულიც დავდივარ, ამიტომ შენზე ცუდებიც არიან -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
Misha Songulashvili |
Oct 3 2009, 08:07 PM
პოსტი
#13
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
ვა მგალობლები ხართ? რა მაგრად მშურს (ნამდვილი შურით)... საშინელი სმენა და ხმა მაქვს... უცნაურ ბგერებს გამოვცემ მითხრეს არაფერი გეშველებაო...
-------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
ნანინა |
Oct 3 2009, 08:13 PM
პოსტი
#14
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
Misha Songulashvili
ციტატა ვა მგალობლები ხართ? კი ციტატა რა მაგრად მშურს (ნამდვილი შურით)... შური ცუდი რამაა ციტატა საშინელი სმენა და ხმა მაქვს... უცნაურ ბგერებს გამოვცემ მითხრეს არაფერი გეშველებაო... მთავარია სურვილი და მონდომება, შველით ყველას ეშველება თუ მოინდომებს -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
Misha Songulashvili |
Oct 3 2009, 09:27 PM
პოსტი
#15
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
ნანინა
ციტატა შური ცუდი რამაა სამაგიეროდ გულწრფელობა კარგია! ცოდვას რომ აღიარებ ესაც კარგია! ანუ ერთ ჩოდვაზე საუბრით ორი კეთილი მხარე გამოვაჩინე ეხლა მე :D [quote]მთავარია სურვილი |
polievqte |
Oct 4 2009, 01:34 AM
პოსტი
#16
|
POLIEVQTE ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 2-June 08 მდებარ.: sakartvelo,tbilisi,sololaki:) წევრი № 4,982 |
მგალობელი მხოლოდ მაშინ კი არ არის მგალობელი როცა შაბათ-კვირას, ხვთისმსახურებისას, ტაძარში გალობს, არამედ ყოველთვის მგალობელია და უფლის წინაშეც როგორც მგალობელი, ისე წარსდგება.
-------------------- ღმერთი, სამშობლო, ადამიანი
|
ნანინა |
Oct 4 2009, 01:37 AM
პოსტი
#17
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
მგალობელი მხოლოდ მაშინ კი არ არის მგალობელი როცა შაბათ-კვირას, ხვთისმსახურებისას, ტაძარში გალობს, არამედ ყოველთვის მგალობელია და უფლის წინაშეც როგორც მგალობელი, ისე წარსდგება. კარგად ჩამოაყალიბეთ, გეთანხმებით ნამდვილად -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
yipiani gio |
Oct 4 2009, 05:03 PM
პოსტი
#18
|
Tavadi Yipiani ჯგუფი: Members პოსტები: 2,917 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: saburtalo წევრი № 2,017 |
ნანინა
ციტატა კარგად ჩამოაყალიბეთ, ჩემი აზრით ის იგულისხმა რომ, მარტო შაბათ-კვირას არ უნდა იყოს მგალობელი ადამიანი, და დანარჩენ 5 დღეს უმსგავსო საქციელებს ჩადიოდეს. ის შინაგანად უნდა იყოს პირველ რიგში მგალობელი და არა გარეგნულად სხვების დასანახად და მოვალეობის მოხდის მიზნით. -------------------- alazani.ge
ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ |
mr.satadarigo |
Oct 4 2009, 05:26 PM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 527 რეგისტრ.: 11-July 09 წევრი № 7,252 |
ნანინა ჩემი აზრით ის იგულისხმა რომ, მარტო შაბათ-კვირას არ უნდა იყოს მგალობელი ადამიანი, და დანარჩენ 5 დღეს უმსგავსო საქციელებს ჩადიოდეს. ის შინაგანად უნდა იყოს პირველ რიგში მგალობელი და არა გარეგნულად სხვების დასანახად და მოვალეობის მოხდის მიზნით. ეგრეა,ეგრე -------------------- მდგმურები ვართ
|
უჩა |
Oct 4 2009, 10:48 PM
პოსტი
#20
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ადრე მგალობლებზეც ხდებოდა ხომ ხელდება.
იმ დღეს წავაწყდი მაგ ხელდების ლოცვებს. ერთი მამაოა ჩვენტან და იმან წაუკითხა სტიქაროსანს აღსავლის წინ. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი