IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> წმ.გრიგოლ განმანათლებელი
ნიკოლოზ_V
პოსტი Jan 12 2007, 11:19 PM
პოსტი #1


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



წმ.გრიგოლ განმანათლებელის მიერ ანგელოზის ხილვა მისგან გამოკითხვა და ცოდვა-მადლი


გრიგოლ განმანათლებელმა შესთხოვა უფალსა: უფალო, ყოველივე კარგად ვისწავლე და შევისმინე, ეხლა გევედრები სამი საათით ანგელოზი მომივლინე, რომ ვჰკითხო, რაცა მსურსო. მოევლინა ანგელოზი და უთხრა: აჰა მომავლინა ყფალმა და რისთვის თხოვე ჩემი მოსვლაო.

ჰკითხა გრიგოლმა: როგორ ამოართმევ სულს მართალსა და ცოდვილსა და ან თუ შეიტყობს მართალი პატივსა და დიდებას და ცოდვილი სასჯელსა?
მიუგო ანგელოზმა: როცა აიხსნება სული მართლისა ანუ ცოდვილისა, მაშინვე შეიტყობს მართალი თავის პატივსა და დიდებას და ცოდვილი კი თავის სასჯელსა.
ჰკითხა გრიგოლმა: სიკვდილის დროს სული და ხორცი ხედავს რასმე თუ არა?
მიუგო ანგელოზმა: ჭეშმარიტად ხედავს ის როგორც ხორციელი.
ჰკითხა გრიგოლმა: როგორი არის სული,მართლისა ანუ ცოდვილისა?
მიუგო ანგელოზმა: მართლის სული მსგავსია ცეცხლისა და ნათელისა კაცის სახით, როგორც მზე ისე განათლდება და გაბრწყინდება; ცოდვილის სული კი ბნელის მსგავსია და სავსეა ყოველი ბოროტებითა.
ჰკითხა გრიგოლმა: როგორ ამოართმევ სულს ცოდვილსა?
მიუგო ანგელოზმა: როცა მივალ ცოდვილთან საშინელ ანგელოზად ვეჩვენები ამოღებულის ხმლითა. რომ დამინახავს გაშტერდება ჩემის ნახვით და ენა დაებმება, თავს მომარიდებს, თვალებს დახუჭავს, მაგრამ მე მაინც მის თვალწინ ვიქნები. გაქცევას დააპირებს, მაგრამ ადგომას ვერ შესძლებს. ხელში საშინელი ცეცხლის ხმალი მეჭირება და წყრომით ვეჩვენები. ძნელს გზას რომ იხილავს, ნათესავებს, თვალით ანიშნებს, მაგრამ ვერას შეატყობინებს. მიშველეთო,ეტყვის, ვერას გააგებინებს. მე ვერავინ დამინახავს მომაკვდავის მეტი. მე ვარ მსგავსი ცეცხლისა და ხორცი არ მასხია.
ჰკითხა გრიგოლმა: მომაკვდავს შენ ამოართმევ სულს, თუ თვითონ აეხსნება?
მიუგო ანგელოზმა: სულს სენი ამოართმევს და მე ჩამოვართმევ.
ჰკითხა გრიგოლმა: როგორი იქნება სული ცოდვილისა?
მიუგო ანგელოზმა: ცოდვილის სული არის შავი, ბნელი და აღვსილი ყოველგვარი ბოროტებითა.
ჰკითხა გრიგოლმა: რას იტყვის სული ხორცსა, როცა გაეყრება?
მიუგო ანგელოზმა: იგლოვენ და იტირებენ. სული იტყვის ხორცსა: ვაიმე, რომ ჩენს სიცოცხლეში ამასვე ცოდვითა და ბოროტებითა და ესრე გამაშავე და დამაბნელეო. მერე ხორცი ეტყვი: მეც ვაი, რომ მრავალი ცოდვა და ბოროტება მოვიქმედე და ეხლა მატლისა და მიწის შესაჭმელი უნდა გავხდეო. აგრეთვე სული შესტირებს ხორცს და ეტყვის: ვაი მე, რომ შენის მრავალის ცოდვით დამაბი,არ შეისმინე, არც შეინახე და არც მოიდგონე ეს საშინელი დღე. ეხლა არ ვიცი სად მივყევარ მსახურს, და მსახურისგან რომ ასე მეშინია, თვით მსაჯულისგან რაღას უნდა მოველოდეო, დაღონებული სული და ხორცი იგლოვენ, იტირებენ და ერთმანეთს ვერაფერს ნუგეშს მისცემენ. შემდეგ ეტყვის სული ხორცსა: წადი ზეციერ მეუფესთან და სთხოვე, ჩვენს გვარში მოწყალე ვინმე გამოჩნდეს, რომ ჩვენთვის აწირვინოს და მით, შეგვირიგოს ქრისტემ, რადგან მან გაგვაჩინა და თავისი სახელი გვიწოდა. ამას იტყვიან ცოდვილნი, ამ სიტყვით ანუგეშებენ ერთმანეთს სული დახორცი და ესრე გლოვა - ტირილით და დიდის მწუხარებით განშორდებიან ერთმანეთს.
ჰკითხა გრიგოლმა: როგორ ამოართმევ სულს მართალს?
მიუგო ანგელოზმა: მხიარულად მივალ და ისე თავდაბლად და მშვიდობიანი სახით ვეჩვენები, როგორც ქორწილში ვპატიჯობდე, რომ დამინახავს, გაიხარებს დასიკვდილისაგან უკვდავებაში წავიყვან როცა მივიღებ მართლის სულს, იგი იქნება ვითარცა მზე ბრწყინვალე და სავსე კეთილ სუნნელოვანებითა, ხელში რომ ავიყვან თაყვანსა ვცემ.
ჰკითხა გრიგოლმა: გაყრის დროს რას ეტყვის მართლის სული ხორცსა?
მიუგო ანგელოზმა: აქებენ და ადიდებენ ერთმანეთსა. სული ეტყვის ხორცს: ნეტარება შენ ხორცო ჩემო, რომ შენის გლახაკთა გაკითხვით და კეთილ - მოქმედებით ვარ მართალი. მაშინ ხორცი ეტყვის სულს: ნეტარება შენცა, სულო ჩემო, რომ დღევანდლამდე ჩემში იყავ და მეც შენს ნებას ვასრულებდი ვიყავ თავმდაბალი, ყოვლის საქმის მომთმენი, აწ განისვენებ წმიდათა შორის, შემდეგ სული ეტყვის ხორცსა: შენ აქ იყავ, მე ზეციერს მეუფესთან წავალ და შენთვის და ჩემთვისაც მეოხი ვიქნები მის წინაშეო. ხორცი ეტყვის: წადი მშვიდობით ანგელოზებში, განისვენე საუკუნოდ და მეც მომიხსენე სამების წინაშე. მე შენი ვარ და ჩემში იდექ. ესრეთ იტყვიან და ახარებენ ერთმანეთს სული და ხორცი, სული იქნება ჩემს სულში ესრედ ბრწყინვალე, ვითარცა მზე.ხორცზე ერთი კაცის სიმაღლით მაღლა ვიქნები და პატივსა ვცემ, ვიდრე საფლავთან მიიტანდნენ.
ჰკითხა გრიგოლმა: როდის აღამაღლებ სულს ზეცაში?
მიუგო ანგელოზმა: როდესაც მღვდელი იტყვის კათაკმეველსა, და სული და ხორცი თაყვანსა სცემენ წმიდასა ჯვარსა და ეტყვის მღვდელთა და ყოველთა კრებათა ილოცეთ, რომ მშვიდობით წარვიდე ბნელის უფროსებისაგანო; მაშინ ავმაღლდები და წავიყვან მას პირველ ჰაერში. არიან გუნდები ეშმაკთა, მოვლენ მაგრამ ვერ შესძლებენ, რომ ეჩვენონ მართალს სულსა. ნახავენ მას ღვთის ვედრებით ნათლით ბრწინვალესა, თვალები დაუბნელდათ და ენა შეეკავათ. ხელში ხმალი ექნება და მარჯვენა თითზე, აღსარებისა და ზიარების ნიშნად ბეჭედი, ამისი მნახველნი ეშმაკკნი შესწუხდებიან და ვერ შესძლებენ ახლოს მოსვლას სულის წასართმევად. მეორე ჰაერში არის ბნელი ღამე, მაგრამ მართლის სულს არ შეისინება და გზას თავისი ნათლით გაინათებს. მესამე ჰაერში არის საშინელი ყინვდა და სიცივე, არც იქ შეეშინდება და შეწუხდება სული მართლისა და უვნებლად გაივლის. მეოთხე ჰაერში არის საშინელი ცეცხლი, მომელიც ვერ მიწვდა მართლის სულსა და იქიდანაც უვნებლად წავა. მეხუთე ჰაერში არის ვიწრო გზა, მაგრამ მართლისათათვის გაფართოვდება. მეექვსე ჰაერში არის, მზეზე უბრწყინვალესი დაუმშვენიერესი ნათლის კამარა. მეშვიდე ჰაერში არიან მშვენიერი ანგელოზთა დასნი და ზეციური ძალნი და მართალ სულს რომ ნახავენ ძლიერ გაიხარებენ. მერვე ჰაერში არიან უფლებანი და ძალნი ცათა, რომელნიც სიამოვნებითა და კურთხევით მოეგებებიან მართლის სულს და მრავალ კეთილს ახარებენ. მეცხრე ჰაერში არის ტახტი ღვთისა. იქ სერაფიმნი და ქერუბიმნი უგალობენ ღმერთსა, მივიყვან იქ მართლის სულს და თაყვანს ვაცემინებ წინაშე ღვთის ტახტისა. ამ დროს სული გაიგონებს ღვთისგან ამ სიტყვებს: " მოვედ კეთილ მონაო ჩემო და მორწმუნეო და განისვენე ჩემთან სიხარულით შენს სამკვიდრო სახლში" მაშინ მისცემენ მას უკვდავების საჭმელ - სასმელს, მოუტანენ ნათლის ტანისამოს უჩვენებენ, მაგრამ ჯერ არ მისცემენ. უფალი თვალით ანიშნებს მართლის სულს მის მიერ ქმნულ მადლსა და გლახებზე განაცემს და უბრძანებს: ეს გვირგვინი სამოსელი შენთვის არის მომზადებული, ვიდრე გაიხარეთ სულმა და ხორცმა, როცა შეერთდებით მაშინ დაგაგვირგვინებთ მაგ დიდებითა და შემდეგ განისვენებთ შენ მიერ ნამოქმედარის მადლითა. მერმე, წაიყვანენ სამოთხეში და ეტყვიან: განისვენე ამ სამკვიდრო სახლშიო. უფალი აკუთხევს და ეტყვის: იყავ ბრწყინვალე, ვითარცა ნათელი.
ჰკითხა გრიგოლმა: რატომ მართალი თვით ღმერთს თაყვანს არა სცემს არამედ ანგელოზი მის ტახტს თაყვანს აცემინებს?
მიუგო ანგელოზმა: ღმერთი უხილავი და შეუხებელია, ფრიად დიდი ბრწყინვალე ნათელია და უბრწყინვალესი მზისა. მასთან სდგანან სერაფიმნი და ქერუბიმნი, ადიდებენ ღმერთსა წყნარის ხმითა, საამო ღაღადებითა და ეტყვიან: წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვეენ, იქვე არიან თორმეტი დასი წმიდათა მოციქულთა. არის იქ ოთხი ტახტი ცოცხალის ანუ ცხოველის სახით: ერთი კაცისა, მეორე არწივისა, მესამე ძროხისა და მეოთხე ლომის სახით, რომლებიც ნიადაგ უგალოენ და ადიდებენ ღმერთსა.
ჰკითხა გრიგოლმა: ღმერთი როგორი არის?
მიუგო ანგელოზმა: ღმერთი არის სრულიად ნათელი და უხილავი.
ჰკითხა გრიგოლმა: რა არსი სული ღვთისა?
მიუგო ანგელოზმა: მამა ღმერთი ძე არის იესო ქრისტე და მათთან სული წმიდა, რომელიც მიმნიჭებელია ყოვლის მშვენიერების, მეცნიერების და სწავლისა.
ჰკითხა გრიგოლმა: ღმერთზე მაღლა ხომ არავინ არის?
მიუგო ანგელოზმა: არავინ არის, ღმერთი ყველაზე ზევით არის, სხვები ყველა ქვევით დგანან. ხოლო უფალმან მოავლინა ძე თვითქვეყნად და იოანე ნათლის მცემელმა ნათელ-სცა მას მდინარე იორდანეში.
ჰკითხა გრიგოლმა: მიცვალებულისათვის რომელი უფრო კარგია, მარხვა, წირვა, ლოცვა თუ მოწყალება?
მიუგო ანგელოზმა: მარხვა მარხვის შემნახავისთვის არის კარგი, არა თუ მკვდრისათვის, ხოლო ფსალმუნება, ლოცვა და მოწყალება იმას ემსგავსება, კაცმა რომ ხაძინაში მოაგროვოს რამე და მღვდელმა რომ წმიდათ სწიროს, ვითარცა არწივი იმ სახისა გაფრინდება და გამოიყვანს ცოდვილის სულს და წარადგენს წინაშე უფლისა; ჯოჯოხეთშიაც რომ იყოს მაშინაც მტრედივით გაფრინდება.
ჰკითხა გრიგოლმა: კაცს რომ თავის დღეში ცოდვის მეტ არა ჩაედინოს რა, ეშმაკის ნება ესრელებინოს. ზიარება არ მიეღოს, ახსარება არ ეთქვას, და სიკვდილის დროს მოინანიოს უფლის წინაშე, თავის ცოდვისათვის იტიროს, მღვდელმა აღუსრულოს, ქრისტეს წმიდა ხორცი და სისხლი რო მიიღოს, მერე ორი დღის შემდეგ რომ მოკვდეს, ღმერთი მიიღებს მის სულს თუ არა?
მიუგო ანგელოზმა: კაცი თავის დღეში რომ ცოდვაში ყოფილიყოს და ყოველი თავის ნამოქმედარი ცოდვა სიკვდილის დროს მოინანიოს და ზიარების ღირსი გახდეს. მის სულს მიიღებს ღმერთი, რადგან თვით ღმერთი ბრძანებს: ვინც მიიღოს სისხლი და ხორცი ჩემი, ჩემთან განისვენოსო და მე მის თანაო.
ჰკითხა გრიგოლმა: რომელია უფრო ძნელი და მძიმე ცოდვა, განკითხვის დროს რომ შეარცხვენს კაცსა?
მიუგო ანგელოზმა: რა ცოდვაც უნდა ჰქმნას კაცმა ყველა ძნელია, მაგრამ ყველაზე უძნელესია, თუ თავის დღეში აღსარება არ უთქვამს მღვდელისათვის, - ის წაჰყვება საიქიოს და შეარცხვენს.
ჰკითხა გრიგოლმა: ცოდვილი კაცი რითი გაიწმიდება, ტირილით, აღსარებით, თუ ზიარებით. რომ დაარღვიოს თავისი ცოდვა და აღარ მოხსენდეს უფალსა?
მიუგო ანგელოზმა: ვითარცა სანთელი ცეცხლისაგან დადნეს; ანუ ბნელი ნათლისაგან განათლდეს, ისე დაირGვევა ცოდვა სინანულითა, აღსარებითა და ზიარებითა. მუდამ უნდა ახსოვდეს კაცს თავისი ცოდვა და ყოველთვის მხურვალის გულით სთხოვოს უფალს მოტევებას. აღსარების დროს, როგორც მეუფის წინაშე წამდგარმა სიწმიდით უნდა სთხოვოს მღვდელსა ცოდვების მოტევება. თუ მGვდელი შეუნდობს, მიეტევება, რადგან უფლება აქვს მიტევებისა როგორც უფალმა ბრძანა:კრული განხსნათო. ვინც ასრე მოიქცევა, ყოველივე მისი ცოდვა დარGვეული იქნება.
ჰკითხა გრიგოლმა: კაცმა რო ცოდვა ჰქმნას აღიაროს, მოინანიოს და მადლი მოიმოქმედოს შენდობა აქვს თუ არა?
მიუგო ანგელოზმა: რაოდენიც შესცოდოს კასმა თუ მოინანია, ღმერთი აპატივებს და მიიღებს რადგან თვითონ უფალმა უბრძანა პეტრეს მოციქულს დღეში შვიდ გზის მიტევება ცოდვათა.
ჰკითხა გრიგოლმა: კაცს რომ უეცრად სიკვდილი შეემთხვას, ან წყალში ან ცეცხლში, ან ზღვაში, ან მინდორში, ან მთაში და ან სხვაგან სადმე და რომ მღვდელი არ დაესწროს და თავის ცოდვა ვერ აღიაროს და ისე მოკვდეს, მის სულს თუ მიიღებს უფალი, ან რა მოუვა ამისთანა კაცს?
მიუგო ანგელოზმა: ამიტომაც მართებს ყოველ კაცს სიცოცხლეშივე აღიაროს თავისი ცოდვა მოძღვრის წინაშე წელიწადში ორი ან სამჯერ, ტირილით ევედროს ღმერთსა და წმიდა გულით სთხოვოს შენდობა ცოდვილმა, რომელსაც მიუტევებს მღვდელი და სახარების წაკითვით შენდობილი და განწმედილი იქნება, რადგან ყველა უფლის ჯვრის თაყვანის მცემელნი ვართ, მისი სისხლით გამოსყიდულნი სამება სწამთ ყოველ ნათელ ღებულთა.
ჰკითხა გრიგოლმა: უკეთუ მღვდელუ ანუ მოძღვარი არ დაეწროს და ისე მოკვდეს მაშინ რა იქნება?
მიუგო ანგელოზმა: უკეთუ მღვდელუ ანუ მოძღვარი არ იყოს, თავის ნამოქმედარი ცოდვა ვინმე კაცს უთხრას, გულით წმიდით ღმერთს შესტიროს და ხმითა მაღლითა აღუაროს ცოდვა ყოვლის დამბადებელს ღმერთსა, ღმერთი შეუნდობს მის ცოდვას, რამეთუ ყოვლად მოწყალე არს.
ჰკითხა გრიგოლმა: მარხვა ანუ პირჯვრის წერა რისთვის არის კარგი?
მიუგო ანგელოზმა: მარხვის შემნახველი ანგელოზთა შორის იქნება განწესებული, ცეცხლს გააქრობს და ეშმაკს შეკრავს.
ჰკითხა გრიგოლმა: სიკვდილი ცოდვილისა რათ არის ბოროტი?
მიუგო ანგელოზმა: რადგან კაცი თავის სიცოცხლეში უსასოდ იქნება, ცოდვას არ მოინანიებს და ყოველთვის ბოროტის მოქმედი იქნება, ამისთვის უბრძანებს მას უფალი: წარვედ ჩემგან წყეულო საუკუნუნოსა მას ცეცხლსა, რადგან აქამდე ეშმაკის აქამდე ეშმაკის ბრძანებით შენს ნებას ადექი და ეხლა მასთან განწესდებიო. ღმერთი წყრომით შეხედავს და ბოროტი ანგელოზი წყრომით ეჩვენება.
ჰკითხა გრიგოლმა: როგორია სიკვდილი მართლისა?
მიუგო ანგელოზმა: კაცი რომ ცოდავს განშორდეს ქრისტეზე სასოება დასდვას და მის მსგავსად ტანჯვით აღესრულოს, ქრისტესაგან მიეცემა დაუჭნობელი გვირგვინი და სასუფეველს მიიღებს.
ჰკითხა გრიგოლმა: როცა ცოდვილის სულს ამოართმევ, როგორ წაიყვან?
მიუგო ანგელოზმა: როცა ცოდვილის სულს ამოართმევ ძლიერ შევიწროვებით წავიყვან მაღლა პირველ ჰაერსი ეშმაკთა გუნდები არიან, ნახევარ სულს დაბნელებულსა, მოვლენ და მებრძვიან, მეჩხუებიან, აქეთ-იქით მომეხვევიან და მეტყვიან: სად მიგყავს ეს ჩვენი ნების აღმსრულებელი ძაღლი ბოროტი და ჩვენი საყვარელიო.
არ დაგანებებთ, რომ წაიყვანოთო. ამ ბრძოლისაგან ისე შეწუხდება და შეშინდება ცოდვილის სული, როგორც წიწილი ქორისგან, წართმევას ვერ შესძლებენ, მაშინ სხვა ანგელოზები ჩამოვლენ და შეწუხებით წავიყვანთ. მეორე ჰაერში ისე ძლიერ ბნელა, როგორც ბნელ ღამეში და როგორც ტყე ისე იქნება.
მესამე ჰაერში საშინელი სასტიკი და ყინვა არის. იქ უფრო შეეშინდება და თვალთ დაუბნელდება.
მეოთხე ჰაერში საშინელი ცეცხლი არის, ცოდვილის სული მწარედ შეწუხდება და იტირებს.
მეხუთე ჰაერში ძლიერ ვიწრო გზა არის და ძნელი სავალი. ამასაც დიდის მწუხარებით განვლის, წვალებით შევა ძეცაში და იქაც ძლიერ შეწუხდება.
მეექვსე ჰაერსში აარის ნათლის კამარა, მაგრამ ცოდვილს იქაც თვალები დაუბნელდება.
მეშვიდე ჰაერში ცოდვილის სულს რომ ნახავენ წყრომით ეჩვენებიან და ეტყვიან, როგორ გამოსცილდი იმ მწარე გზებსო.
მერვე ჰაერი მოვლენ ანგელოზები და მეტყვიან: სად მიგყავს ეს ბოროტით სავსე სული, უკანვე დააბრუნეთო. მაშIნ შორიდან დავანახვებ და თაყვანს ვაცემინებ. სამების ტახტსა, შემდეგ წაიყვანენ ცოდვილებში და იქ განაწესებენ, ვიდრე სული და ხორცი შეერთდებიან და მერე სულიდან ხორციან ჯოჯოხეთში იქნებიან უშრეტს ცეცხლსა და ტანჯვაში საუკუნოდ.
ჰკითხა გრიგოლმა: გეხვეწები შემატყობინო, შეიძლება რაიმე ღონის ძიებით გამოვიდეს ცოდვილის სული იმ ტანჯვისაგან თუ არა?
მიუგო ანგელოზმა: თუ კეთილის მყოფი ანუ გულის შემტკივარი ეყოლებათ ვინმე, ვიდრე ცოდვის სული ჯოჯოხეთში განწესდებოდეს, ეკლესიაში შევა, ილოცავს მისთვის, გლახაკებს მოწყალებას მისცემს, მღვდელს აწირვინებს, მაშინ გამოიხსნის მას სატანჯველისაგან, მაგრამ ქრისტეს მეორედ მოსვლისა, ცოდვა მადლის გარჩევისა და ჯოჯოხეთში განწესების შემდეგ აღარ შეიძლება გამოხსნა ცოდვილის სულისა.
ჰკითხა გრიგოლმა: მღვდელი რო საფლავზე სახარებას წაიკითხავს, რისთვის არის ანუ რას მოეხმარება?
მიუგო ანგელოზმა: მღვდელი სახარებას რომ წაიკითხავს საფლავზე, მაშინ მიცვალებულის სული და ხორცი შეიტყობენ და ისე გაიხარებენ, როგორც ბალახი წვიმისაგან, გაბრწყინდება სული ცოდვილისა და განსვენებაში შევა:.
ჰკითხა გრიგოლმა: მიცვალებულისათვის მუხლის მოყრა ანუ შენდობა თხოვნა რა არის?
მიუგო ანგელოზმა: როდესაც კაცი მოიხსენიებს, მაშინ სულს ნუგეში მიეცემა.
ჰკითხა გრიგოლმა: თავისთვის მოყრა მუხლისა ანუ შენდობის თხოვნა რისთვის არის?
მიუგო ანგელოზმა: რადგან უფალმა თავის ტახტად და მსგავსად შექმნა კაცი და მით ყველანი წარმოიდგენენ თავიანთ გამჩენს მუხლის მოყრითა და სიმდაბლით და მწარის ცრემლით მიწაზე დავარდნით უნდა თაყვანის სცემდნენ კვარცხლ - ბეკსა (ფეხ სადგმელსა) უფლისასა, რადგან თვით მიწასა ზედა დაიდვა უფალი. წინაპარნიც მიწისგან არიან შექმნილი, ამისთვის მართებს კაცს თავდაბლად და მუხლის მოყრით ითხოვოს უფლისგან ცოდვების მოტევება,. თუმცა უხილავია უფალი, მაგრამ მან ყოველივე უწყის, ვითარცა ცათა შინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა. მას არ დაემალება არცა წყალისა და არც წვიმის ცვარი. არ დაემალება კაცის ფიქრიცა და აზრიც.
ჰკითხა გრიგოლმა: ცოდვილი კაცის სული რომ დაბრუნდება ტანჯვისაგან რა იქნება მისთვის?
მიუგო ანგელოზმა: ტანჯვისაგან განთავისუფლდება, მაგრამ ისეთი პატივი არ ექნება როგორც კეთილის სულებს.
ჰკითხა გრიგოლმა: კაცი რომ თავის სიცოცხლეშI ღვთის მვედრებელი და აღსარების მოქმედი იყოს, რა იქნება მისთვის?
მიუგო ანგელოზმა: მისთვის მრავალი განძი იქნება, რომელსაც ვერც ჟანგი შესჭამს და ვერც ქურდი მოიპარავს.
ჰკითხა გრიგოლმა: კაცს თავის მოქმედებისათვის სამაგიერო მიეცემა თუ არა?
მიუგო ანგელოზმა: ერთი ასად მიეცემა კეთილისათვის კეთილი და ბოროტებისათვის ბოროტი.
ჰკითხა გრიგოლმა: სულისათვის რომელი მოქმედებაა უფრო კარგი?
მიუგო ანგელოზმა: ზიარება, აღსარება, სინანული და გლახაკთა განკითხვა.
ჰკითხა გრიგოლმა: უსინანულოდ და უაღსარებოდ რომ მოკვდეს კაცი იმისთვის რა იქნება?
მიუგო ანგელოზმა: იგი ვერ იხილავს ქრისტეს და ვერც სასუფეველს და სატანჯველში წარიგზავნება.
ჰკითხა გრიგოლმა: რას ფიქრობენ სულები?
მიუგო ანგელოზმა: მადლიანი სულები ნატრობენ: ნეტავი როდის იქნება, რომ ქრისტე მობრძანდეს და ჩვენი აღდგომა იქნეს, ხორცი შევისხათ. დიდება მივიღოთ და ვიხარებდეთ საუკუნედაო; ხოლო ცოდვილთა სული ტირიან და იტყვიან: ნეტავი აღარ იყოს მეორედ მოსვლა, მკვდრეთით აღდგომა, ქრისტეს მოსვლა და ცოდვა - მადლის განკკითხვა , რათა არა ვიტანჯოთ ჩვენი ცოდვებისთვის საუკუნო ჯოჯოხეთშიო.
ჰკითხა გრიგოლმა: ქრისტეს მოსვლით მართალის ნათესავები ნანობენ თუ არა?
მიუგო ანგელოზმა: თვალი უჭირავთ და ეხვეწებიან უფალს: უფალო, შეიწყალე აგინი და იხსენ ყოვლის ბოროტისაგან,. მიეცი მათ მშვიდობა და კეთილი; უწოდე უფალო და იხსენ ნათესავი ჩვენი ჭირისა და ტანჟვისაგან,. უფალო, მოგვხედე ქვეყანასა ზედა, უფალო დაგვიხსენი ყოველი ქრისტიანი ჯოჯოხეთისაგან და სატანჯველისაგან.


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 05:58 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი