IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V « < 10 11 12  
Reply to this topicStart new topic
> ხატთა შესახებ, გავაანალიზოთ
marine
პოსტი Jan 10 2022, 08:19 PM
პოსტი #221


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,901
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც ადამიანი კრძალვითა და მხურვალე სიყვარულით მიემთხვევა წმ. ხატებს, ის თითქოს იწოვს, კვებავს საკუთარ თავს ამ ხატების საღებავებით და შიგნით, მის არსებაში ეს წმინდანები აისახებიან. წმინდანები ხარობენ, როდესაც "სწყდებიან" ქაღალდსა და დაფას და ადამიანების გულებში აღიბეჭდებიან".

/ღირსი პაისი მთაწმნდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 11 2022, 01:05 PM
პოსტი #222


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,901
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იეღოველებს ხატები არ აქვთ და პატივს, რომელსაც ჩვენ ხატებს მივაგებთ, ისინი კერპთაყვანისმცემლობად თვლიან. ერთხელ მოხდა ისე, რომ ერთ იეღოველს ვკითხე: - "თქვენ რა, სახლში ფოტოსურათები არ გაქვთ?" - "გვაქვს!" - მომიგო მან. - "კარგი, განა დედა, რომელსაც შვილი შორეულ მოგაურობაშია, მის ფოტოს არ კოცნის?" - "კოცნის!" - "მერე, რას კოცნის ის ქაღალდს თუ თავის პირმშოს?" - "თავის პირმშოს". - "ასე რომ, თუ ის ფოტოსურათის კოცნისას კოცნის შვილს და არა - ქაღალდს, ასევე ჩვენც, როდესაც ხატს ვემთხვევით, ვემთხვევით ქრისტეს და არა - ქაღალდს ან დაფას". - ვუთხარი მას ბოლოს".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 14 2022, 05:48 PM
პოსტი #223


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,901
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხშირად ზოგიერთი ღვთისმოსაობით იწყებს და სადამდე დადიან ისინი შემდეგ! მაგალითად: როგორც ხატმაღმერთებლები და ხატმებრძოლები! ერთიც უკიდურესობაა და - მეორეც. პირველები იქამდე მივიდნენ, რომ ქრისტეს ხატი ჩამოფხიკეს და ეს მტვერი წმიდა ბარძიმში ჩაუშვეს - საღმრთო ზიარების "გასაუმჯობესებლად". სხვებმა კი დაწვეს და გათელეს წმიდა ხატები. სწორედ ამიტომ გახდა ეკლესია იძულებული, წმიდა ხატები მაღლა აეწია, ხოლო, როდესაც განხეთქილება ჩაცხრა, ხატები ისევ ძირს დაუშვეს, რათა მიახლოება და მათზე გამოსახულთა თაყვანისცემა შესაძლებელი გამხდარიყო".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 16 2022, 02:17 PM
პოსტი #224


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,901
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ის ხატი, რომელიც კრძალულებით იწერება, კრძალული ხატმწერისაგან საღვთო მადლს მიიღებს და ადამიანებს მარადიულ ნუგეშისცემას გადასცემს. ხატმწერი საკუთარ თავს "გადმოიხატავს", გადმოსცემს იმ ხატზე, რომელსაც წერს, ამიტომ მის სულიერ მდგომარეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 14 2022, 04:21 PM
პოსტი #225


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,901
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"VIII საუკუნის წყაროები ქრისტიანული კულტის ვულგარიზაციის შოკისმომგვრელ სურათს გვიხატავენ: ხატები შინაურ ღვთაებებად მიაჩნდათ; მათ ბავშვების ნათლიებადაც კი ნიშნავდნენ; სეფისკვერს ევქარისტიისას ხატზე დებდნენ, რათა "ზიარება წმინდანისგან მიეღოთ"; ხატის საღებავს ფხეკდნენ და ღვინოს უმატებდნენ, რათა საიდუმლოება კიდევ უფრო ქმედითი ყოფილიყო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 30 2022, 09:59 PM
პოსტი #226


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,901
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ამკობენ წმიდა ხატებს ტაძარში, თვითონ კი მათ წინაშე ლოცვა ეზარებათ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 15 2022, 01:28 PM
პოსტი #227


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,901
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სწორედ მეშვიდე საეკლესიო კრების მამებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ჩვენი სახლები, ტაძრები, კელიები და ა.შ. წმინდა ხატებითაა გაბრწყინებული, რომ ტაძრებში ანთებული კანდელებიდან სითბო და სინათლე იღვრება, რომ მუხლს ვიყრით წმინდა ნაწილების წინაშე და წმინდა საკმევლის სურნელებას ჩვენი გული ზეციურ სასუფეველში აჰყავს, მიწას გვაშორებს. ამ სიწმინდეების მადლით მრავალი გული შეუპყრია ღვთის სიყვარულს, მკვდარი სულებისთვის სიცოცხლე შთაუბერავს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 15 2022, 07:51 PM
პოსტი #228


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,901
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებამ განაჩინა, რომ ხატი არის განსაკუთრებული გამოცხადება საღვთო რეალობისა. ხატების მეშვეობით, ისევე როგორც წმინდა წერილით, ჩვენ არა მხოლოდ ვიგებთ ღვთის არსებობის შესახებ, არამედ შევიცნობთ მას; ღვთის სათნომყოფელთა ხატებით ვეხებით გარდაქმნილ, ფერნაცვალ ადამიანს, მონაწილეს საღვთო ცხოვრებისა; ხატებით ვიღებთ ყოვლისგამწმენდ მადლს სულისა წმიდისა. ღვთისმსახურებისა და წმინდა ხატების შემწეობით საღვთო გამოცხადება მორწმუნეთა საკუთრებად და საგანძურად იქცევა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 15 2022, 08:10 PM
პოსტი #229


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,901
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხატი, წმინდა მამების მტკიცებით, ლოცვაცაა და უდიდესი სიწმინდეც. როცა ვლოცულობთ მის წინაშე, ჩვენი ლოცვის წმინდა სიტყვები და ხილული წმინდა სახე ხატისა გარდაგვქმნის და სიწმინდისკენ მიმართავს ჩვენს სულს - ცოდვილსა და მიწიერს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 13 2022, 09:42 PM
პოსტი #230


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,901
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სამთავროდან რომ მოვდიოდი, დედა ქეთევანმა უამრავი საჩუქარი გამომატანა. მათ შორის იყო დედა ნანას (ქუთათელაძის) დაწერილი მამა გაბრიელის [აღმსარებელი და სალოსი] პატარა ხატები, ფიცარზე დაკრული - ძალიან ბევრი. საღამოს გვიან დავბრუნდი ჭიათურაში. დრო არ იყო, რომ საჩუქრები იღუმენიასთვის გადამეცა, გარეთ ვერ დავტოვებდი და სენაკში შემოვიტანე მეორე დილამდე. ყველაფერი დავათვალიერე. დედა ნანას დაწერილი ხატებიც ამოვიღე ყუთიდან და ისევ უკან ჩავდევი: არეულად, როგორც მომიხერხდა, - შეიძლება ითქვას, ჩავყარე ყუთში, რადგან ძალიან დაღლილი ვიყავი და აზროვნებაც კი მიჭირდა. მეორე დილით, ყუთი რომ გავხსენი, საოცარი სურათი ვიხილე: ხატები ძალიან ლამაზად, აკურატულად იყო დალაგებული და გამწკრივებული. იმდენ ხატს მე, უბრალოდ, ასე ვერ ჩავაწყობდი მწკრივში. ეს მამა გაბრიელის სასწაული იყო. მას ხომ ძალიან უყვარდა ხატები და არასდროს არავის მისცემდა მათი ოდნავი შეურაცხყოფის ფულებას."

/მონაზონი ათანასია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 14 2022, 03:41 PM
პოსტი #231


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,901
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"2018 წლის აპრილში ახალ სენაკში გადმოვედი საცხოვრებლად. ხატების დაკიდებას რამდენიმე დღე მოვანდომე, მაგრამ ვერაფრით ვერ დავკიდე ისე, რომ ცატათი მაინც მომწონდებოდა განლაგება: სულ რაღაც ასიმეტრია გამოდიოდა. მეტი გზა არ იყო, ხელი ჩავიქნიე და შევეცადე შევგუებოდი ამ მდგომარეობას. მაგრამ გავიდა ერთი-ორი თვე, და ვიგრძენი, რომ ვერაფრით ვერ ვეგუებოდი - რაღაცა უნდა გამომესწორებინა. დავიწყე გამოსწორება, მაგრამ რამდენადაც არ ვეცადე, არაფერი გამოვიდა. მთელი დღე ვიხლაფორთე და ბოლოს იმდენად გადავიღალე და იმდენად მომბეზრდა ეს საქმიანობა, რომ სასოწარკვეთილმა შევძახე:

- მამა გაბრიელ, ეხლა მიშველე!

იმავე წამს აზრი გამინათდა და სულ რაღაც ორი ხატის ქვემოთ ჩამოწევა გახდა საკმარისი იმისთვის, რომ ყვეალფერი თავის ადგილზე დალაგებულიყო და სასურველი სიმეტრიაც მიმეღო"

/მონაზონი ათანასია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 4 2022, 02:05 PM
პოსტი #232


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,901
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხატების თაყვანისცემისას ჩვენ პატივს მივაგებთ არა დაფასა და საღებავებს, არამედ იმ წმინდანებს (პირველწყაროს), რომელიც მასზეა გამოსახული"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 23 2023, 02:24 PM
პოსტი #233


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,901
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საერო გაზეთში ხატებს როცა ბეჭდავდნენ არ მოსწონდა [ღირს მამა გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს] და ძალიან წუხდა: - "ამ ხატებს მერე ვინ იცის, სად გადაჰყრიან, საერო გაზეთებში ხატების ბეჭდვა უნდა აიკრძალოს. ყველა ხატს თავისი ანგელოზი ჰყავს და პატივისცემა სჭირდება". მამა გაბრიელი ადამიანის სურათსაც დიდი პატივით ეპყრობოდა და ბრძანებდა: - "ქრისტეს ხატებაა!" არ გადააგდებდა მათ სურათებს, ფეხს არ დადგამდა, აიღებდა და შეინახავდა. ნაპოვნ გაზეთს ჯერ დაათვალიერებდა ხატი ხომ არ იყო დაბეჭდილი, შემდეგ წაიკითხავდა კიდეც - ღვთის სიტყვა ხომ არ სწერიაო და დაწვავდა. იტყოდა: "არ შეიძლება გაზეთის ცუდ ადგილებში დატოვება და მოხმარება". ასევე ეპყრობოდა ყველა წიგნს. არ მოსწონდა წიგნის ყდაზე ხატები რომ ეხატა, ამბობდა: "უპატივცემულობაა, ჭუჭყიანდება". ყოველთვის მოახევდა წიგნს ასეთ ყდას და ცალკე შეინახავდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2023, 08:31 PM
პოსტი #234


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,901
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტეს ხატის შემყურეები სულით მასთან პირად კონტაქტამდე ვმაღლდებით"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 5 2023, 10:05 PM
პოსტი #235


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,901
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფაიუმის პორტრეტებმა დიდი გავლენა მოახდინა ადრექრისტიანულ ხატწერაზე, რომლის უძველესი, V-VI საუკუნეების ნიმუშები ნაპოვნია ეგვიპტეში, სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში. ფაიუმის პორტრეტებს ზოგჯერ უწოდებენ "ხატებს ხატებამდე", ხატწერის წინამორბედებს. მათ და ადრეულ ხატებს აქვთ შესრულების საერთო მხატვრული ტექნიკა: ენკაუსტიკა და ტემპერა. თანაც, ძველი მხატვრები ცდილობდნენ გარდაცვლილის არა მხოლოდ გარეგნობის, არამედ მარადიული სულის გადმოცემას; ფაიუმის პორტრეტებზე გამოსახული სევდიანი მზერა, მარადისობისკენ მიმართული, შესანიშნავად შეესაბამებოდა ბიზანტიის რელიგიური ხელოვნების ამოცანას"

/"ისტორიანი" N5, 2022, გვ.7/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 15 2023, 10:04 PM
პოსტი #236


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,901
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ურბუსი - ნაკეცებიანი ტილო - რუსულ ხატებზე გავრცელებას იწყებს XIV საუკუნიდან. მაცხოვრის გამოსახვა სოლისებრი ფორმის წვერით (ერთი ბოლოთი და ორად გაყოფილი) ცნობილია ბიზანტიის წყაროებიდანაც, მაგრამ მხოლოდ რუსულ ნიადაგზე ჩამოყალიბდა განსაკუთრებული იკონოგრაფიული ტიპი სახელწოდებით - "მაცხოვარი სველი წვერით".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 20 2023, 07:56 PM
პოსტი #237


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,901
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველა ხატი საკვირველმოქმედია რწმენისამებრ!" - ამბობდა წმიდა სერაფიმე საროველი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 8 2023, 07:59 PM
პოსტი #238


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,901
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძალა ხატს კი არა აქვს, ანდა ხატის წინაშე მლოცველ ადამიანს, არამედ ღვთის მოწყალებაშია ძალა"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 25 2024, 04:14 PM
პოსტი #239


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,901
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავასახელოთ კიდევ რამდენიმე ღვთისმეტყველი. მათგან ერთ-ერთი ხატია. დიახ, ხატები ღვთისმეტყველები არიან. რა არის ხატი? პირველსახის ანაბეჭდი და გამოცხადებაა. პირველსახე გახლავთ ღმერთთან მცხოვრები რომელიმე წმინდანი, წმინდანი ღმერთისგან ან თავად ღმერთი. და რადგანაც ხატის თაყვანისცემა პირველსახის გამო ხდება, ამიტომ ხატიც ღვთისმეტყველია"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 7 2024, 09:44 PM
პოსტი #240


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,901
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხატის გამოყენებით ღმერთს მხოლოდ ჩვენ კი არ მივმართავთ, არამედ ღმერთიც გვპასუხობს ხატების საშუალებით"




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V « < 10 11 12
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 07:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი