IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Closed TopicStart new topic
> ბჰაგავატ გიტა, აუდიო წიგნი
Atman
პოსტი Sep 24 2009, 02:00 PM
პოსტი #41


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
არ ვარ საკამოდ განსწავლული. რელიგიები უამრავია, მაგრამ ჭეშმარიტება ერთი. ასევე ჭეშმარიტი ღვთის მადიდებლობა ანუ მართლად ღვთის დიდება, მართლმადიდებლობა. ვინც ეძებს ჭეშმარიტებას ჰპოვებს. დანარჩენი სწავლებები ყველა ცრუა.


მართალი ხარ. ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია მართლმადიდებლობაა, დანარჩენი ყველა ჯოჯოხეთში მოხვდება a075.gif ეგრე იცის მაგდენი ქადაგების მოსმენამ wacko.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Sep 25 2009, 11:25 PM
პოსტი #42


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Atman
ციტატა
შენ რასაც "პოლის" ეძახი, ერთი ღმერთის სხვადასხვა სახელებია. კითხე ნებისმიერ ინდუისტს და გეტყვის რომ ღმერთი ერთია, უბრალოდ მას მრავალი ინკარნაცია აქვს და ამ სხვადასხვა გამოვლინებას ეთაყვანებიან. ეგრე ვინმე უმეცარმა ისიც კი თქვას შეიძლება, ქრისტიანები 3 ღმერთს სცემენ თაყვანსო (სამებას ვგულისხმობ)

არა, მეგობარო smile.gif
შენ ინდუიზმის საფუძველი არ გცოდნია კარგად.
აბა გადაავლე თვალი, ინტერნეტში ბევრია მასალა მის შესახებ. მაგ: სურები და ასურები... ვარუნა, აგნი, ინდრა და ა.შ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 26 2009, 07:39 AM
პოსტი #43


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



დათიკო

კარგად ვიცი ინდუიზმის არსი. სურები იგივე ანგელოზები არიან. ასურები დემონები. სურებს სცემენ თაყვანს ისევე როგორც ჩვენ ვლოცულობთ წმინდანებზე და ხატებზე. იქ რაც უფრო სულიერად მაღლა დგას ადამიანი, მით უფრო ნაკლებად ეთაყვანება სურებს და მეტად ღმერთს, მაგრამ არ კრძაკლავენ სურებისადმი თაყვანისცემას, რადგანაც ფიქრობენ რომ ეს ჯობია ისევ ათეიზმს და ადამიანი განვითარების მიხედვით სწავლობს ჭკუას. აი ამ ბჰაგავატ გიტას მოუსმინე და კარგადაა ახსნილი ეგ ყველაფერი. ინტერნეტით ვერ გაიგებ ინდუიზმის არსს თუ თავად პირველწყაროებს არ მოუსმინე ან თავად ინდუისტისგან არ მიიღე კონკრეტულ კითხვაზე პასუხი. იგივეს გკითხავ მე შენ, რატომ შესთხოვენ ხატებს ავადმყოფობისგან განკურნებას ან სხვა რამეს? დიდად განსხვავდება ეს ინდრასადმი და სხვა სურებისადმი თავანისცემაში? უმეცარი ან ნახევრად უმეცარი ადამიანი ინდოეთშიც ბევრია და საქართველოშიც და წარმართული ელემენტები ყველა რელიგიის ხალხს აქვს და ეს რელიგიის ბრალი არაა. ჩვენ არ გვაქვს ცხვრის შეწირვის კულტი, ან სხვა კულტები? მეტყვი ეს არარელიგიურიაო, ტრადიციააო, ასეა იქაც, თორე აბა მიდი და კრიშნაიტებს კითხე თუ სცემენ თაყვანს ვინმეს ღმერთის გარდა? ან შივაიტებს (თუმცა შივაც ნახევარღმერთად ითვლება მაგრამ შივაიტების რწმენით ის ღმერთია და მაინც მონოთეისტური გამოდის). ინდუიზმის და ინდური რელიგიების არსი ინტერნეტით და მითუმეტეს მართლმადიდებლური შეხედულებით რომ იცი იმიტომაც ფიქრობ ეგრე. მოუსმინე ბჰაგავატ გიტას, ყველა კითხვაზე გაგცემს პასუხს და ყველა ადამიანისთვისაა ეგ ცოდნა საფეხურების მიხედვით.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr.satadarigo
პოსტი Sep 26 2009, 11:07 AM
პოსტი #44


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 527
რეგისტრ.: 11-July 09
წევრი № 7,252



Atman

კარგი რა ინდუიზმი,თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასო,ეგრე მოგდის რა შენbiggrin.gif


--------------------
მდგმურები ვართ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 26 2009, 11:12 AM
პოსტი #45


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



mr.satadarigo

პანტას ვეძებდი მაგრამ იქაც თურაშაული ვიპოვნე smile.gif
და ინდუიზმი არაფერ შუაშია აქ, მე არც ინდუისტი ვარ არც ბუდისტი, უბრალოდ მათი ცოდნით ვისარგებლე დაუკითხავად გადავძვერი მეზობლის ყანაში, ხო იცი სხვისი ვაშლი უფრო მიმზიდველი და გემრიელია a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr.satadarigo
პოსტი Sep 26 2009, 11:20 AM
პოსტი #46


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 527
რეგისტრ.: 11-July 09
წევრი № 7,252



Atman

სხვისი გემრიელია,მაგრამ შენ მოყვანილს რომ შეჭამ მგონი ის უფრო სასიამოვნო და გემრიელია,რა ვიცი,რა ვიციsmile.gif......


--------------------
მდგმურები ვართ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 26 2009, 11:28 AM
პოსტი #47


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



mr.satadarigo

გემოვნებაზე არ დავობენ tongue.gif

ციტატა
სხვისი გემრიელია,მაგრამ შენ მოყვანილს რომ შეჭამ მგონი ის უფრო სასიამოვნო და გემრიელია,რა ვიცი,რა ვიცი......


სულ შენ არ მოიყვანე? biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr.satadarigo
პოსტი Sep 26 2009, 08:47 PM
პოსტი #48


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 527
რეგისტრ.: 11-July 09
წევრი № 7,252



Atman

ნუ,ჩემ გულში ხომ ჩარგეს ნერგი ნათლობისას და მერე გაზარდა რა ღმერთმა,აბა მარტო მე რა შემიძლიაa075.gif


--------------------
მდგმურები ვართ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Sep 27 2009, 07:24 PM
პოსტი #49


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Atman
ციტატა
კარგად ვიცი ინდუიზმის არსი. სურები იგივე ანგელოზები არიან. ასურები დემონები.

შენ საკუთარი ღვთისმეტყველება გაგაჩნია, ჩემო კარგო smile.gif
თუ გინდა დავიწყოთ ამ არსებების შედარება. აღმოვაჩენთ რომ მათ იმდენად მცირე რამ აერთიენაბთ როგორც მე და შენ. smile.gif
ციტატა
სურებს სცემენ თაყვანს ისევე როგორც ჩვენ ვლოცულობთ წმინდანებზე და ხატებზე.

შეცდომა!
ჩვენ ხატებს და წმინდანებს თაყვანს არ ვცემთ.
ჩვენ მათ პატივს მივაგებთ.
ხოლო თაყვანს მხოლოდ ღმერთს ვცემთ. smile.gif
ციტატა
ინტერნეტით ვერ გაიგებ ინდუიზმის არსს თუ თავად პირველწყაროებს არ მოუსმინე ან თავად ინდუისტისგან არ მიიღე კონკრეტულ კითხვაზე პასუხი.

საკმაოდ ბევრი მაქვს ინდუიზმზე წაკითხული და ინტერნეტიდან არ მიმითღია ის ინფორმაცია რაც ვიცი. smile.gif
ციტატა
მოუსმინე ბჰაგავატ გიტას, ყველა კითხვაზე გაგცემს პასუხს და ყველა ადამიანისთვისაა ეგ ცოდნა საფეხურების მიხედვით.

მართალია, ბჰაგავატ გიტას არ ვიცნობ კარგად, მიუხედავად იმის რომ ჩემმა უახლოესმა მეგობარმა თარგმნა ქართულად და არაერთი სტროფი თავად წამაკითხა შეფასების მიზნით სანამ გამოსცემდა.
აუცილებლად წავიკითხავ ოდესმე smile.gif
მანამდე კი მინდა დავაზუსტო რომ ამ წუთას მე ვსაუბრობ არა ბჰაგავატ გიტაზე, არამედ ინდუიზმის საწყისზე, იმ რელიგიაზე რომელიც ოდესღაც დრავიდებს ეკუთვნოდათ. სანამ დაიწყებოდა საერთოდ არიაული რასის შამოყალიბება და ა.შ.
ცოტა უფრო შორს წავიდეთ a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 27 2009, 07:34 PM
პოსტი #50


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



დათიკო

მიუხედავად იმისა რომ დიდ პატივს ვცემ ინდუიზმს, მასში რაღაც მინუსებს მეც ვხედავ და ამიტომ არ მინდა გეკამათო თავად ინდუიზმზე, მაგრამ მაინც დაბეჯითებით ვიტყვი რომ ეს მონოთეისტური რელიგიაა, თუმცა წარმართული ელემენტებით a075.gif

ეს თემა კი ბჰაგავატ გიტას ეხება, რომელიც უნაკლოა ჩემი და არა მარტო ჩემი აზრით როგორც ცოდნა და სწავლება, უბრალოდ მას ყველა სხვადასხვაგვარად გებულობს და ეს უბრალოდ საფეხურებია იმ საფეხურამდე, სადაც სიტყვები აზრს კარგავენ... თავად ბჰაგავატ გიტა პასუხობს ყველა კითხვას და თავად ბჰაგავატ გიტავე ამბობს რომ ყველა სწავლებაზე და თავად ამ კონკრეტულ ცოდნაზე მაღლაც ღმერთი დგას, მაგრამ ღმერთი რომ შევიცნოთ სწავლებებს ვრსად გავექცევით... ეს აუდიოწიგნი კი იმიტომ შემოგთავაზეთ რომ მას არავის კომენტარი არ ახლავს და სუფთა სახითაა მოცემული (ნუ ძალიან მცირედ შეიძლება იყოს კომენტარი პროლოგში და ეპილოგში). სანამ ბინ.გე-დან წაშლიან გადაწერე და როცა მოიცლი მერე მოუსმინე თორე ქართულ თარგმანს ისევ რუსული ჯობია დამიჯერე, პირადი გამოცდილებით ვიცი smile.gif

ციტატა
შეცდომა! ჩვენ ხატებს და წმინდანებს თაყვანს არ ვცემთ. ჩვენ მათ პატივს მივაგებთ.ხოლო თაყვანს მხოლოდ ღმერთს ვცემთ.


იდეაში ასეა, მაგრამ ფაქტი ხშირად განსხვავებულია და ეს რა თქმა უნდა რელიგიის ბრალი არაა.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Sep 27 2009, 09:11 PM
პოსტი #51


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Atman
ციტატა
ქართულ თარგმანს ისევ რუსული ჯობია დამიჯერე, პირადი გამოცდილებით ვიცი

წაკითხული გაქვს ქართული თარგმანი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 28 2009, 04:42 AM
პოსტი #52


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



დათიკო

ნაწილობრივ.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Sep 28 2009, 11:29 PM
პოსტი #53


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Atman
ციტატა
ნაწილობრივ.

რომელი თარგმანი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 29 2009, 04:57 AM
პოსტი #54


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



დათიკო

აბა მე რა ვიცი რომელი, ავტორის გვარი არ წამიკითხავს, პრაპჰუპადას კომენტარით რომაა ის თარგმანი...

და საერთოდ თარგმანებს უფრო რუსულად ვკითხულობ ხოლმე...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Sep 29 2009, 08:27 PM
პოსტი #55


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Atman
ციტატა
პრაპჰუპადას კომენტარით რომაა ის თარგმანი...

კრიშნაიტების თარგმანი წაგიკითხავს. ეგენი არ თარგმნიან სწორად ბჰაგავატ გიტას.
ჩემმა მეგობარმა როდესაც დაიწყო მაგის თარგმნა (საუბარია იმ წიგნზე რომელიც ლექსად არის) კრიშნაიტებმა დაუკვეთეს. შემდეგ რატომღაც მოსთხოვეს რაღაც ადგილების იმგვარად ჩასწორება რომელიც მათ რწმენას ერგებოდა მაგრამ ორიგინალს არ ესადაგებოდა. ჩემმა მეგობარმა უარი განაცხადა. აღარ მინდა თქვენი ჰონორარიო და თავად დამოუკიდებლად გააგრძელა წიგნის თარგმნა.
საბოლოოდ საბას პრემია აიღო ამ თარგმანმა. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 29 2009, 08:49 PM
პოსტი #56


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
კრიშნაიტების თარგმანი წაგიკითხავს. ეგენი არ თარგმნიან სწორად ბჰაგავატ გიტას. ჩემმა მეგობარმა როდესაც დაიწყო მაგის თარგმნა (საუბარია იმ წიგნზე რომელიც ლექსად არის) კრიშნაიტებმა დაუკვეთეს. შემდეგ რატომღაც მოსთხოვეს რაღაც ადგილების იმგვარად ჩასწორება რომელიც მათ რწმენას ერგებოდა მაგრამ ორიგინალს არ ესადაგებოდა. ჩემმა მეგობარმა უარი განაცხადა. აღარ მინდა თქვენი ჰონორარიო და თავად დამოუკიდებლად გააგრძელა წიგნის თარგმნა. საბოლოოდ საბას პრემია აიღო ამ თარგმანმა.


შეგიძლია მომაწოდო მაგ თარგმანის ელექტრონული ვერსია? კრიშნაიტებმა რომ თავისებურად მოინდომეს თარგმნა მაგაში გასაკვირი არაფერია, პრაპჰუპადას ინგლისურ თარგმანს შეადარეს ალბათ და იმიტომ... ისე მაგის თარგმნა ძალიან რთულია, სანსკრიტში ერთი და იგივე სიტყვა 10 მნიშვნელობას შეიძლება შეიცავდეს და სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა მნიშვნელობა ქონდეს. ამიტომაც ყოველთვის იმათ უფრო ენდობოდნენ მაგის თარგმანებში, ვინც მაგათ კულტურას ნაზიარებია და ვაიშნავია. დიდად მაინც არ შეიცვლებოდა აზრი. ეჰ სანსკრიტი მაინც ვიცოდე... biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Sep 30 2009, 03:39 PM
პოსტი #57


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Atman
ციტატა
შეგიძლია მომაწოდო მაგ თარგმანის ელექტრონული ვერსია?

სამწუხაროდ საბოლოო ვერსია არ მაქვს ციფრულ ფორმატში.
წიგნი უნდა იყოს მაღაზიებში.
მთარგმნელის სახელია - ლევან რამიშვილი (თავისუფლების ინსტიტუტის არა, სხვა ლევანია)
ციტატა
მაგის თარგმნა ძალიან რთულია,

სრულებით გეთანხმები. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 30 2009, 03:42 PM
პოსტი #58


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



დათიკო

გასაგებია, რუსული აუდიოწიგნიც მეყოფა, კითხვა მაინც მეზარება smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 16 2009, 05:03 PM
პოსტი #59


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



"შრი აურობინდო და ვივეკანანდა გიტას შესახებ"

(ბჰაგავატ გიტას გარჩევა) ქართულად (ვორდის ფაილი)

და ბოლოს თვითონ "ბჰაგავატ გიტაცაა" (ქართულად და ლექსათა smile.gif )

http://files.ge/file/450875/bhagavadatgita-doc.html


პ.ს. ვივეკანანდას ლექციებზე საშინელი თარგმანია, ჟარგონებით და მდარე სიტყვებით, ვინ თარგმნა არ ვიცი... მხოლოდ იმ ნაწყვეტებს ვკრეფ რაც შედარებით სწორადაა თარგმნილი biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 16 2009, 08:36 PM
პოსტი #60


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



`არსებობა ვერასდროს იქნება არარსებობა და ვერც არარსებული იარსებებს
ოდესმე. . . . ამიტომ იცოდე, რომ იმას, რაც მთელ სამყაროს ავსებს,
არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. იგი უცვლელია. არ არსებობს
არაფერი, რასაც ძალუძს შეცვალოს შეუცვლელი და თუმცა სხეული
იბადება და კვდება, მას, ვინც მასში ცხოვრობს, არც დასაწყისი აქვს, არც
დასასრული.~
თუკი ეს იცი, წამოდექი და იბრძოლე! არც ერთი ნაბიჯი უკან! აი, რა
არის დედააზრი. . . . რაც არ უნდა შეგემთხვეს, იბრძოლე. ქვეყანაც
რომ დაიქცეს, მთელი მსოფლიოც რომ ჩვენს წინააღმდეგ ამხედრდეს, მაინც
იბრძოლე! სიკვდილი მხოლოდ სამოსის გამოცვლას ნიშნავს. რას კარგავ?
ამიტომ იბრძოლე! ლაჩრობით ვის რა მოუგია. . .


სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ (ნაწყვეტი)


რატომ უნდა ვიყვირო, თუ მიბწკენენ? . . . ნახეთ, როგორი მონობაა. არ
შეგრცხვათ? ჩვენ ხომ რელიგიური ადამიანები ვართ! ფილოსოფოსები!
ბრძენები! ღმერთმა დაგვლოცოს!.. რანი ვართ სინამდვილეში? ჭკუას გადამცდარი
მოსიარულე ჯოჯოხეთები – აი რა ვართ.
არ ძალგვიძს ხორცზე ფიქრს მოვეშვათ. მიწას ვართ მიჯაჭვული.
. . . ჩვენი აზრები ჩვენი საფლავებია. სხეულს რომ ვტოვებთ, ეს აზრები
უზარმაზარი ძალით გვიჭერს.
ვის შეუძლია იშრომოს სრულიად მიუჯაჭველად? აი ნამდვილი
კითხვა. ასეთი კაცი წარმატებაშიც და მარცხშიც ერთნაირია და მთელი
მისი ცხოვრების საქმეც რომ ერთ წამში გაცამტვერდეს, გული ერთხელაც
არ შეუტოკდება. `ასეთია ბრძენი, რომელიც მუდამ შრომისთვის შრომობს
და შედეგზე არ ზრუნავს. ამ გზით აღწევს ის თავს დაბადებისა და სიკვდილის
ტკივილს და თავისუფლდება.~ შემდეგ ის ხედავს, რომ მიჯაჭვულობა
მხოლოდ მოლანდებაა, რომ სული ვერასოდეს იქნება მიჯაჭვული და
წერილებსა6 და მოძღვრებებს მიღმა გადის. რას უნდა ელოდეს წიგნებსა
და ფოლიანტებში ჩაფლული, თავგზააბნეული გონება? ერთი წიგნი ერთს
ამბობს, მეორე კი სულ სხვას... რომელ წიგნს აირჩევ? დარჩი მარტო!
დაინახე საკუთარი სულის მშვენიერება და ის, რომ უნდა იშრომო. ასე
შეიძენ მტკიცე ნებისყოფას.






არჯუნას აინტერესებს, `ვინ არის მტკიცე ნების მქონე ადამიანი.~
კრიშნა მიუგებს: `ის, ვინც მიატოვა ყოველგვარი სურვილი, ვისაც არ სურს
არაფერი, არც თვით ეს ცხოვრება, არც თავისუფლება, არც ღმერთები, არც
შრომა ან რაიმე სხვა. ის, ვინც სრულიად კმაყოფილია და სურვილები აღარ
აწუხებს.~ ასეთმა კაცმა ნახა სულის მშვენიერება და მიხვდა, რომ მთელი
სამყარო _ ღმერთებიც და სამოთხეც . . . თვით მასშია. ამის შემდეგ
ღმერთები ქრებიან. ქრება სიკვდილიც და სიცოცხლეც. ყველაფერი იცვლება.
`გასხივოსნებულს მას უწოდებენ, ვისი ნებაც მტკიცეა, ვის გონებასაც
ვერ ამღვრევს ტანჯვა, ვისაც არ სურს ბედნიერება და ვინც თავისუფალია
ყოველგვარი მიჯაჭვულობისგან, შიშისგან და რისხვისაგან...
როგორც კუ შეიკეცავს ხოლმე ფეხებს და რაც არ უნდა დააძალოთ, არ
გამოყოფს, ისე მალავს ბრძენიც გრძნობის ორგანოებს და ვერაფერი აი-
ძულებს, გამოაჩინოს. ვერაფერი შეარყევს მას, ვერც ცდუნება და ვერც
რაიმე სხვა. მთელი სამყაროც რომ თავზე დაემხოს, გონება ოდნავადაც არ
აემღვრევა.

ყველაზე დიდმა ნაძირალამაც რომ ოცი დღე
იმარხულოს, უფრო კეთილშობილი გახდება. კრიშნას აზრით ყველაფერი
ეს სისულელეა. მისი თქმით გრძნობები მხოლოდ დროებით დაიხევენ უკან,
მაგრამ შემდეგ მაინც იჩენენ თავს და ოცმაგი ძალით დააცხრებიან მას, ვინც
თავს იგვემს. . . . მაშ რა უნდა ვქნათ? – ბუნებრივად უნდა მოვიქცეთ,
არავითარი ასკეტიზმი. შრომა უნდა განვაგრძოთ, ოღონდ უნდა გვახსოვდეს,
რომ მიჯაჭვულნი არა ვართ. ვისაც არასოდეს უსწავლია და განუხორციელებია
მიუჯაჭველობის საიდუმლო, იმ ადამიანის ნება ვერასოდეს იქნება
მტკიცე.


არჯუნა კითხულობს: `ეს წუთია მოქმედება მირჩიე, თან კი ბრაჰმას, უზენაესი
ფორმის ცოდნას ქადაგებ. კრიშნა, თუკი ფიქრობ, რომ ცოდნა ჯობს
მოქმედებას, რად მირჩევ, ვიმოქმედო?~
შრი კრიშნა მიუგებს: `ძველი დროიდან ჩვენამდე ამ ორმა სისტემამ მოაღწია.
სანქჰიას ფილოსოფოსები ცოდნის თეორიას სწევენ წინ, იოგები კი
_ შრომისას. მაგრამ საქმის მიტოვებით ვერავინ მოიპოვებს სიმშვიდეს.
ამქვეყნად წამითაც კი ვერავინ შეწყვეტს მოქმედებას, ბუნების თვისებები
(გუნები) მაინც აიძულებს, იმოქმედოს. ის, ვინც საქმეებს თავს ანებებს,
მაგრამ მაინც მათზე ფიქრობს, ვერაფერს მიაღწევს, გარდა პირმოთნეობისა.
ასეთ კაცს ბევრად ჯობს ის, ვინც გრძნობის ორგანოებს გონების ძალით
თანდათანობით იმორჩილებს და შრომაში აბამს. ამიტომ იშრომე.~ . . .
`რომც ჩაწვდე იმ საიდუმლოს, რომ ქვეყნად არავითარი მოვალეობა არ
გაქვს და რომ თავისუფალი ხარ, მაინც უნდა იმოქმედო სხვების საკეთილდღეოდ.
რადგან რასაც დიდებული ჩადის, ჩვეულებრივი ხალხიც
იმას იმეორებს. თუკი დიდი ადამიანი, სულის სიმშვიდე და თავისუფლება
რომ მოუპოვებია, შრომას თავს დაანებებს, მისი წაბაძვით ცოდნისა და
თავისუფლების უქონელი ადამიანებიც იგივეს იზამენ და ქვეყნად ქაოსი
გამეფდება.~


`ნახე, არჯუნა, არაფერია ქვეყნად ისეთი, მე რომ არ მქონდეს, ან ისეთი,
შეძენა რომ მსურდეს და მაინც ვშრომობ. ერთი წამითაც რომ შემეწყვიტა
მუშაობა, მთელი სამყარო დაიღუპებოდა.~
`დაე მცოდნემაც აკეთოს ის, რასაც უმეცარი ნაყოფის, სარგებლის სურვილით
აკეთებს, ოღონდ აკეთოს მიუჯაჭველმა, სარგებლის სურვილისგან
თავისუფალმა.~
მცოდნეც რომ იყოთ, ნუ მოუშლით უმეცარს ბავშვურ რწმენას, არამედ
დაეშვით მის დონემდე და თანდათანობით აამაღლეთ იგი.

სულია ყველაფრის _ ყოველი ჩვენი ფიქრისა
და ფიზიკური მოქმედების მიზეზი; და თუმცა თვითონ სიკეთისა თუ
ბოროტების, სიამოვნებისა თუ ტკივილის, სიცხისა თუ სიცივის _ ბუნების
ყველგვარი ორმაგობის მიღმაა, ყველაფერს ის ჰფენს ნათელს.
`ამიტომ, არჯუნა, ყოველი ქმედება ბუნებისმიერია; ბუნება . . . ჩვენს სხეულსა
და გონებაში თავისი კანონების მიხედვით მოქმედებს. ჩვენ კი თავს
ბუნებასთან ვაიგივებთ და ვამბობთ: `მე ვაკეთებ ამას.~ ასე გვხლართავს
ილუზია თავის ბადეში.~
ყოველთვის რაღაც გვაიძულებს, ვიმოქმედოთ. შიმშილი რომ მიპყრობს,
ჭამას ვიწყებ. ტანჯვა კიდევ უფრო უარესია – ნამდვილი მონობაა. ნამდვილი
`მე~ მარად თავისუფალია. რას შეუძლია ის აიძულოს, იმოქმედოს?
ის, რაც იტანჯება, ბუნესმიერია. მხოლოდ მაშინ ვამბობთ, `მე ვიტანჯები, მე
მისტერ ესა და ეს ვარ~ და მსგავს სისულელეებს, როცა თავს ბუნებასთან
ვაიგივებთ. მაგრამ ის, ვინც იცის ჭეშმარიტება, ყოველთვის განზე დგას
და არ ადარდებს, რას აკეთებს მისი სხეული. მაგრამ არ დაგავიწყდეთ,
რომ კაცთა მოდგმის უმეტესი ნაწილი ილუზიის ტყვეობაში იმყოფება და
როცა რაიმე სიკეთეს ჩადის, ჰგონია, თვითონ გააკეთა რაღაც. ადამიანებს
ჯერ არ ძალუძთ უფრო მაღალ ფილოსოფიას ჩაწვდნენ. ნუ შურყევთ მათ
რწმენას! ისინი ბოროტებას გაურბიან და სიკეთეს აკეთებენ! დიდებული
აზრია!





არსებობს ზოგადი იდეები,
რომელიც შეიძლება კაცობრიობას უქადაგოთ, ნამდვილ მასწავლებელს კი
თქვენს ნაცვლად თქვენივე ბუნების ამოცნობა უნდა შეეძლოს. შეიძლება
თქვენ თვითონ არ იცნობდეთ საკუთარ ბუნებას. ისიც შესაძლებელია, რომ
თქვენი ბუნება სულაც არ იყოს ისეთი, როგორიც თქვენ გგონიათ. შეიძლება
ის თქვენ ჯერ არ გქონდეთ გაცნობიერებული. მასწავლებელი ის ადამიანია,
ვინც ვალდებულია, იცოდეს. . . . ერთი გამოხედვით უნდა მიხვდეს, ვინ
ხართ და თქვენს გზაზე უნდა დაგაყენოთ. ჩვენ ხელის ცეცებით დავდივართ,
ხან რას მოვსინჯავთ, ხან რას. ათას რამეს ვაკეთებთ, მაგრამ წინსვლა
არა და არ ჩანს, სანამ დრო არ დადგება და ჩვენთვის ბუნებრივ ნაკადში
არ მოვხვდებით და მას არ გავყვებით. ნიშანი იმისა, რომ ჩვენს დინებაში
მოვხვდით, ის არის, რომ იქ აღმოვჩნდებით თუ არა, ტივტივს ვიწყებთ.
ძიება მთავრდება. ჯერ საკუთარი ბილიკი უნდა ვიპოვოთ, შემდეგ კი აღარ
დავთმოთ იგი და სხვა ბილიკზე გადასვლას საკუთარ გზაზე სიკვდილი
ვარჩიოთ.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 12:30 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი