IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

18 გვერდი V « < 16 17 18  
Closed TopicStart new topic
> ვედები
mata
პოსტი Jun 26 2010, 02:26 PM
პოსტი #341


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



რაიო, ერთი ხმაიო???

არ მოგცეეემ არაოოოოო tongue.gif biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gio9
პოსტი Nov 8 2010, 05:34 PM
პოსტი #342


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 3-November 10
წევრი № 9,782



Atman

რეინკარნაცია (ხელმეორედ დაბადება) სატანის რელიგიაა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cxz
პოსტი Jan 13 2011, 07:44 PM
პოსტი #343


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 23-April 08
წევრი № 4,634



ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა biggrin.gif კარგით რა ეს ლამაზად გაფორმებული აღმოსავლურ რელიგიას გვაპარებენ ვითომ ცოდნააო და რელიგია არააო smile.gif კარგით რა რელიგია აბა რა ჯანდაბა ესენი გვალკდა ეხლა სრული ბედნიერებისთვის biggrin.gif ერთი იკითხეთ ეკლესიას რა შეხედულება აქვს ამ ვედებზე თუ ვედმებზე biggrin.gif

ინდური რელიგია ყველაზე სატანისტურია!
ერთი წმინდა მამა როცა მიფრინავდა თვითფრინავით, ერთ მომენტში ზალიან სიცივე იგრზნო სულიერი რაღაც უარყოფითი ენერგია მერე სტუარდესამ გამოაცხადა რომ ჩვენ ეხლა გადაუფრინეთ ინდოეთსო!!! ასე რომ აღმოსავლური რელიგია ყველაზე დიდი მტერია მართლმადიდებლობის და ამ ლამაზი ლეგენდებით და სურათიბ ვერ "შეგვაბამენ" smile.gif


--------------------
HTTP://ASKETI.YOU.GE | !!! უყურეთ ღმერთსა რაუყოს მტერსა !!!
-----------------------------------------------------------------------------------------------
ღმერთო, შენ მიშველე მე, შემეწიე, მომმადლე, დამლოცე, მიხსენი განსავდელისაგან.
----------------------
წინ წინაპრებისაკენ.
----------------------
ქრისტეს ლაშქარი მოფრინდა ხელთ ეპყრათ ხმალნი ცეცხლისა, მუსრი გაავლეს ბოროტს და გაუმარჯვეს კეთილსა ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Jan 13 2011, 08:30 PM
პოსტი #344


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



cxz
ციტატა
ერთი წმინდა მამა როცა მიფრინავდა თვითფრინავით, ერთ მომენტში ზალიან სიცივე იგრზნო სულიერი რაღაც უარყოფითი ენერგია მერე სტუარდესამ გამოაცხადა რომ ჩვენ ეხლა გადაუფრინეთ ინდოეთსო!!! ასე რომ აღმოსავლური რელიგია ყველაზე დიდი მტერია მართლმადიდებლობის და ამ ლამაზი ლეგენდებით და სურათიბ ვერ "შეგვაბამენ"

ეგ მამა პაისი მთაწმინდელი იყო,მართალი ხარ kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cxz
პოსტი Jan 14 2011, 01:41 AM
პოსტი #345


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 23-April 08
წევრი № 4,634



izi-bartki
ხო მეც გამახსენდა ეხლა მამა პაისი იყო smile.gif
იცი რა ხალხს ცდილობენ ასე დააინტერესონ ეხლა ვიტომ ეს რაგაც ცოდნა და ისტორია ეგრე თუა რელიგიაც ცოდნა და ისტორია და არგვინდა ხალხზე მოხვევა ამ იარლიყით თითქოს ცოდნაზეა საუბარი მეტი არაფელი
ასე შეგვაპარებენ მერე რეინკარნაცია თურმე მეცნიარელადაც დასტურდება და ასეთი სისულელეები, ამის დაინტერესებითაც ვცოდავთ ალბათ იმიტომ რომ სულიერი ხედვა არ გავქ და ვერ ვარჩევთ რაარის შავი და რაარის თეთრი
ეს რომ მისაღები ყოფილიყოს მარტლმადიდებლებისთვის ამას უკვე ვინმე იტყოდა ან დაწერდა რომელიმე მამაო smile.gif გილოცავტ ახალ წელს თან


--------------------
HTTP://ASKETI.YOU.GE | !!! უყურეთ ღმერთსა რაუყოს მტერსა !!!
-----------------------------------------------------------------------------------------------
ღმერთო, შენ მიშველე მე, შემეწიე, მომმადლე, დამლოცე, მიხსენი განსავდელისაგან.
----------------------
წინ წინაპრებისაკენ.
----------------------
ქრისტეს ლაშქარი მოფრინდა ხელთ ეპყრათ ხმალნი ცეცხლისა, მუსრი გაავლეს ბოროტს და გაუმარჯვეს კეთილსა ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jan 14 2011, 02:21 AM
პოსტი #346


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



cxz
ასეთი მსჯელობით ვერ გაამყარებ საკუთარ არგუნებტებს. შენი მსჯელობა უნდა იყოს არგუმენტირებული თუ გინდა ახსნა თუ რატომ არ არსებოს.
უნდა აჩვენო რომ შავი შავია და არა თეთრი.


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lost_for_words
პოსტი Jan 28 2011, 06:03 PM
პოსტი #347


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 28-January 11
წევრი № 10,381



Atman

იქნებ გაგერძელებინა ?
გუგლით ამოვაგდე ეს თემა და ყველაფერი წავიკითხე
თუ შეიძლება ვედურ ასტროლოგიაზე გვიამდე ორიოდ სიტყვით.

მადლობა.
გისურვებთ ბედნიერებას !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 28 2011, 04:24 PM
პოსტი #348


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ატმან ჯიგარი ხარ.ვედები მაგარი თემაა.



რაც შეეხება ასტროლოგიას სრული უაზრობაა smile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 28 2011, 06:13 PM
პოსტი #349


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



მართლმადიდებლებო პატივი ეცით უცხო რელიგიებს!


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 28 2011, 08:38 PM
პოსტი #350


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



.....................................................


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 30 2011, 07:13 PM
პოსტი #351


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



რეინკარნაცია და ქრისტიანობა


თანამედროვე ოკულტური სისტემების (თეოსოფია, შტაინერიზმი, ასტროლოგია და სხვ.) ერთ-ერთ ცენტრალურ ცნებას რეინკარნაცია, ანუ სულთა გარდასხეულების (მეტემფსიქოზის, სულთა ტრანსმიგრაციის) თეორია წარმოადგენს, რომელიც თავის დასაბამს ინდურ რელიგიებში (ინდუიზმი, ბუდიზმი, ჯაინიზმი) იღებს. სწორედ რეინკარნაცია და მასთან დაკავშირებული კარმული კანონია ის ძირითადი იდეა, რაც საერთოა ამ სამი რელიგიისათვის და თავიდან ბოლომდე განმსჭვალავს სამივე მათგანს, მიუხედავად იმისა, რომ თავისი თეოლოგიური და კოსმოლოგიური შეხედულებებით ეს სამი რელიგია ფრიად განსხვავდება ერთმანეთისაგან, კერძოდ ინდუიზმი პანთეისტური იდეალიზმია, ბუდიზმი - რელიგიური აგნოსტიციხმი, ჯაინიზმი კი - ათეიზმი.

თავის მხრივ, ინდუიზმი და ბუდიზმი უხვად ასაზრდოებენ თანამედროვე ოკულტურ სწავლებებს და ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მეტემფსიქოზის თეორია აგრერიგად პოპულარულია ოკულტიზმის ადეპტთა შორის. მათი მტკიცებით, რეინკარნაცია დამახასიათებელია უძველესი დროიდან მოყოლებული ყველა რელიგიისათვის და იგი თვით ქრისტიანობისთვისაც არ არის უცხო. ე.რერიხის აზრით, ადრეული ქრისტიანობა აღიარებდა მეტემფსიქოზს და იგი თურმე მხოლოდ VI საუკუნეში აუკრძალიათ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 553 წელს.

უძველეს ხალხთა მითოლოგიისა და რელიგიის გაცნობას საპირისპირო დასკვნამდე მივყავართ. რეინკარნაციას არ იცნობს არც შუმერთა, არც ძველ ეგვიპტელთა და არც ძველი აღთქმის თანატოლოგია. რეინკარნაციის მომხრეთა აზრით, სხეული მხოლოდ სამოსია, რომელიც სულმა მრავალგზის უნდა გამოიცვალოს. სხეულზე ამგვარი წარმოდგენა კი სრულიად უცხოა ძველი ეგვიპტური მენტალიტეტისათვის. მართლაც ძველ ეგვიპტეში უდიდესი კრძალვით ეპყრობოდნენ გარდაცვლილის სხეულს, მის ურთულეს მუმიფიკაციას ახდენდნენ და შემდეგ გრანდიოზულ საცავს - პირამიდას უშენებდნენ. საყურადღებოა, რომ მეფეთა და დიდგვაროვანთა პატივით დაკრძალვა, როდესაც მიცვალებულს თან ათასგვარ სიმდიდრესა და მსახურებსაც კი ატანდნენ, მრავალი ძველი ხალხის ყოფისათვის იყო დამახასიათებელი. შუმერებიც, ებრაელებიც და ძველი ბერძნებიც გარდაცვლილ სულთა სამკვიდროდ საიქიო ქვეყანას მიიჩნევდნენ, რომელსაც შუმერულად „ქური“ ეწოდება, ებრაულად „შეოლი“, ხოლო ბერძნულად „ჰადესი“ და რომლიდანაც უკან არავინ ბრუნდება. იქ სულები თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ. ცხადია, რომ გარდაცვლილთა სულებზე ამგვარი წარმოდგენები სავსებით ეწინააღმდეგება რეინკარნაციის შესახებ სწავლებას. ეს უკანასკნელი არც ძველ ჩინურ რელიგიებში (კონფუციანელობა, დაოსიზმი) ჩანს, პირიქით, ჩინურ ტრადიციაში დიდი ადგილი ეთმობა წინაპართა სულებზე ზრუნვას, რომელიც მკაცრი, რიგორისტული წესებით აღესრულება. მეტიც, მეტემფსიქოზის თეორიას ვერ ნახავთ თვით ინდოელთა უძველეს რელიგიაში - ვედიზმში. ვედური ტექსტები (XVI ს. ჩვ.წ.აღ-მდე), ამის შესახებ არაფერს ამბობენ. რეინკარნაციის შესახებ ცნობა პირველად უპანიშადებში გვხვდება (VI ს. ჩვ.წ.აღ-მდე). სულთა გადასახლებას არ იცნობს არც ზოროასტრიზმი, უცხოა იგი ისლამისთვისაც. თვით გნოსტიკოსთა შორისაც მას მხოლოდ ვასილიდე და კარპოკრატე იზიარებდნენ.

ეგვიპტურ გარემოში მეტემფსიქოზზე სწავლება პირველად ე.წ. „ჰერმეტიკულ კორპუსში“ ჩნდება, მაგარამ ჰერმეტიზმი სულაც არაა ძველეგვიპტური წარმოშობის. იგი ახ.წ. III ს-შია დაწერილი ბერძნულად და სტოიციზმისა და პლატონიზმის კვალი ატყვია. ბერძნულ სინამდვილეში მეტემფსიქოზზე ცნობები შემოინახეს ორფიკულმა ტექსტებმა, სულთა გადასახლებას აღიარებდა პითაგორაც, რომლის მოძღვრებაც არ იყო წმინდა ბერძნული მოვლენა. პითაგორას მისტიკური ფილოსოფია მკვეთრ დისონანსს ქმნის საერთო ბერძნული ფილოსოფიის რაციონალისტურ ხაზთან. ის ფაქტი, რომ პითაგორა თავს ტროას ომის მონაწილე ევფორბის განსხეულებად თვლიდა, შემდგომში მახვილგონივრულად გააკრიტიკა ტერტულიანემ. მეტემფსიქოზის შესახებ სწავლების დამკვიდრებას ანტიკურ წარმართობაში ხელი შეუწყო პლატონის მოძღვრებამ, რომელმაც დასრულებული სახე ნეოპლატონიზმში მიიღო. რაც შეეხება იუდეურ ტრადიციას, მისთვის რეინკარნაციის ცნება უცხო რჩებოდა თვით ქრისტიანობის გავრცელების შემდგომაც და მხოლოდ VIII საუკუნეში მიიღო იგი კაბალამ, რომელმაც სრულიად გაითავისა და ჩამოყალიბებული სახე მისცა სულთა ტრანსმიგრაციის შესახებ სწავლებას (სხვათა შორის სულთა გადასახლებას აღიარებენ თანამედროვე ტოტალიტარული სექტის - „საიენტოლოგიის“ მიმდევრებიც).

როგორც ვხედავთ, მიუხედავად თეოსოფოსთა დაჟინებული მტკიცებისა, რეინკარნაცია არ არის არც უძველესი და არც საყოველთაო-რელიგიური სწავლება. იგი ბევრად უფრო გვიანდელია და მხოლოდ გარკვეული რელიგიებისა და ფილოსოფიური სისტემებისთვისაა დამახასიათებელი. რაც შეეხება ქრისტიანობას, მისთვის, როგორც ქვემოთ ვნახავთ, მეტემფსიქოზი თავისი არსით სრულიად უცხო და მიუღებელ სწავლებას წარმოადგენს და პრინციპულად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას, რის გამოც რეინკარნაციის დოქტრინას მკვეთრად დაუპირისპირდნენ ქრისტიანობის პირველი აპოლოგეტები: იუსტინე ფილოსოფოსი, თეოფილე ანტიოქიელი, ტატიანე სირიელი, ტერტულიანე, ირინეოს ლიონელი, იპოლიტე რომაელი, მუნციუს ფელიქსი და სხვები, რომლებიც დაუზოგავად ამხელდნენ პლატონისა და პითაგორას სწავლებას სულთა მარადიული არსებობისა და მეტემფსიქოზის შესახებ. რეინკარნაციის თეორიას აკრიტიკებს აგრეთვე ანტიკური ფილოსოფიისადმი თვით ყველაზე ლიბერალურად განწყობილი ღვთისმეტყველი კლიმენტი ალექსანდრიელი.

აშკარად და ერთმნიშვნელოვნად გმობს მეტემფსიქოზს მთელი IV-V საუკუნეების პატრისტიკა (კაბადოკიელი მამები, იოანე ოქროპირი, ეპიფანე კვიპრელი, მეთოდე ოლიმპიელი, კირილე ალექსანდრიელი, იერონიმე სტრიდონელი, ნეტარი ავგუსტინე და სხვ.). რეინკარნაციის თანამედროვე მომხრენი განსაკუთრებით ხშირად ორიგენეს პერსონით სპეკულირებენ. ამის თაობაზე უნდა აღინიშნოს, რომ ორიგენე სულაც არ იზიარებდა რეინკარნაციის თეორიას, ის მხოლოდ სულთა წინასწარ არსებობას აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ სულის სხეულთან დაკავშირება მათი (სულების) დაცემის შედეგია და რომ მეორედ მოსვლისას აღდგება და ცხონდება ყველა სული თვით ცოდვილთა და დემონთა ჩათვლით (ე.წ. აპოკატასტასისის თეორია). სწორედ ეს გაუკუღმართებული სწავლება დაიგმო ეკლესიის მიერ და თანაც მრავალგზის და ბევრად უფრო ადრე, ვიდრე V მსოფლიო საეკლესიო კრება შედგებოდა. ამ კრებამ უბრალოდ კიდევ ერთხელ დაადასტურა ორიგენეს სწავლებათა სიმცდარე, რადგან, როგორც ჩანს, იყო მათი ხელახლა აღორძინებისა და ეკლესიურ სწავლებაში შემოტანის მცდელობა. კრების ოქმებში კი სიტყვა მეტემფსიქოზი საერთოდ არაა ნახმარი. სხვათა შორის, ეკლესიამ ასევე დაგმო XI საუკუნეში იოანე იტალოსის რეინკარნაციული იდეები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეკლესია სწორედ მაშინ რეაგირებდა მწვავედ ქრისტიანობისათვის უცხო, მწვალებლურ სწავლებებზე, როცა ამის საჭიროება დგებოდა. ასე რომ, საფუძველშივე მცდარია ის აზრი, თითქოს ეკლესია VI საუკუნემდე იწყნარებდა სულთა გადასახლების თეორიას და შემდეგ რაღაც ახირების გამო უარყო იგი. თეოსოფოსთა მტკიცებას უარყოფს ის ფაქტიც, რომ მონოფიზიტი ქრისტიანები (სომხები, კოპტები, ეთიოპიელები), რომლებიც ქალკედონიის IV მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ (451 წ.) ჩამოსცილდნენ ერთიან ეკლესიას და მათთვის V საეკლესიო კრება არავითარ ავტორიტეტს არ წარმოადგენს, სულაც არ იზიარებენ რეინკარნაციის თეორიას. ანალოგიური მდგომარეობაა ნესტორიანელებშიც, რომლებიც დედა ეკლესიას კიდევ უფრო ადრე, ეფესოს III მსოფლიო საეკლესიო კრების შემდგომ (431 წ.) დაშორდნენ. ეს რაც შეეხება საკითხის ისტორიულ მხარეს; ახლა განვიხილოთ, თუ რატომ ეწინააღმდეგება რეინკარნაციის თეორია მისგან გამომავალი ყველა შედეგითურთ ქრისტიანობას.

უმთავრესი ისაა, რომ მეტემფსიქოზის აღიარება ამახინჯებს ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებას. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ცოდვა ყველაზე დიდი უბედურებაა, რომელიც თუ სინანულით არ წარიხოცა, მარად რჩება ადამიანის სულში. ცოდვა ღვთისგან განდგომა და დემონთან საიდუმლო კავშირია. რეინკარნაციის მომხრენი საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი აზრით, ცოდვა სვლის შეფერხებაა სულის მოგზაურობის გზაზე, რომელსაც სასჯელად გარდასხეულება მოსდევს. ამდენად, სწორედ ცოდვაა ის ძალა, რომელიც „რეინკარნაციის ბორბალს“ ატრიალებს. აქედან გამომდინარე, ცოდვა ადამიანის მიერ ქვეცნობიერად აღიქმება არა როგორც დაღუპვა და ქაოსი, არამედ როგორც ერთგვარი შემოქმედებითი ძალა, რომელიც ახანგრძლივებს ჩვენს კოსმიურ მყოფობას და უმთავრესი მნიშვნელობის მქონეა „ჩვენი“ ახალი სხეულების ფორმირებისას, ე.ი. ცოდვაა ის დემიურგი, რომელიც ქმნის და ინახავს ადამიანურ ინდივიდუალობას.

მეტემფსიქოზის თეორიის მიხედვით, ადამიანს წინარე ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვა მომდევნო ცხოვრებისას თავად დაატყდება თავს. პლოტინი წერდა, რომ „ის, ვინც მოკლავს საკუთარ დედას, შემდგომში თვითონაც საკუთარი შვილის ხელით მოკვდებაო“ (ენეადები III,2), ხოლო თანამედროვე დანიელი ბუდისტი ოლე ნიუდალი ამბობს: „ჩვენ არ უნდა გვეცოდებოდეს პატარა გოგონა, რომელიც საკუთარმა ბიძამ გააუპატიურა, რადგან წინა ცხოვრებაში თვით იგიც (გოგონა) ანალოგიურად მოიქცაო“. კარმის შესახებ ამგვარად ფორმულირებული სწავლება „ბოროტების შენახვის კანონის“ სახეს იღებს, ე.ი. გამოდის, რომ ჩემს მიერ (და სხვათა მიერ) ჩადენილი ცოდვა აღარასოდეს გაქრება. კარმულღ კანონისათვის უცხოა ბიბლიის სიტყვები: „შენ ხარ ღმერთი შემნდობი, მოსიყვარულე და გულმოწყალე“ (ნეემია 9,17).

ბოროტება არ ისპობა, პირიქით, სულ უფრო და უფრო მრავლდება. აქედან კი ლოგიკურად გამომდინარეობს ბუდიზმის უმთავრესი დასკვნა, რომლის თანახმადაც ამგვარი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალა სამყაროდან გაქცევა, სიცოცხლის სურვილის მოსპობა - ნირვანაა. რეინკარნაციის აღიარება გულისხმობს, როგორც სულის არსებობის მაღალი ფორმებიდან დაღმასვლის შესაძლებლობას, ისე მის პირუკუ პროცესსაც. ეს კი სიკეთისა და ბოროტების განმასხვავებელი კრიტერიუმის არარსებობას მოასწავებს, მართლაც, თუ სულის მაღალ, ზეციურ რანგში მყოფობა არ შეიცავს სიხარულის სისრულეს, რამეთუ იქაც შესაძლებელი და მეტიც, გარდუვალია ცოდვა, ხოლო ამავე დროს ხეს, თაგვს, მაიმუნს, ღორს, შეიძლება რაიმე სათნოება გააჩნდეთ, რაც მათ უკეთესი გარდასხეულებისაკენ მიიყვანს. თუ ვაღიარებთ, რომ სული, რომელიც ზეცაში იმყოფება, ცოდვაში ჩავარდნის გამო სხეულებრივ ცხოვრებას იწყებს და შემდეგ კვლავ ზეცად ბრუნდება, გამოდის, რომ სხეულებრივი სიცოცხლე ხელს უწყობს ცოდვისაგან განწმენდას, ხოლო სულიერი ცხოვრება ზეცაში ბოროტების საწყისად გვევლინება. როგორც ვხედავთ, მეტემფსიქოზის თეორია შინაგან წინააღმდეგობას შეიცავს: თვლის რა სხეულებრივ ბუნებას ვნებისადმი დაქვემდებარებულად, იგი იმავდროულად ამტკიცებს, რომ ვნებიან გარემოცვაში შესაძლებელია ვნებათაგან განწმენდა, ხოლო მიიჩნევს რა ზეცას უვნებო ყოფიერების სფეროდ, მაინც უშვებს, რომ სწორედ იქ იწყება ყოველგვარი ვნება და შესაბამისად ცოდვაც. ამ შემთხვევაში საქმეს არ შველის ის ფაქტი, რომ რეინკარნაციის ზოგიერთი მიმდევარი უარყოფდა ადამიანის სულის ცხოველისა და მცენარეში ჩასახლების შესაძლებლობას და მხოლოდ სულის ერთი ადამიანიდან მეორეში გადასახლებას აღიარებდა. მაგ., პლოტინის მოწაფე პორფირიუსს სამარცხვინოდ მიაჩნდა იმის წარმოდგენა, რომ ქალს, რომლის სულიც ცხენის სხეულში ჩასახლდებოდა, შესაძლებელი იყო ზურგით ეტარებინა საკუთარი შვილი, მაგრამ, როგორც ნეტარი ავგუსტინე აღნიშნავს: „განა ნაკლებ საშინელი და სამარცხვინოა იმის წარმოდგენა, რომ იგივე ქალი, რომელიც შემდგომში ქალწულის სხეულით იქნება შემოსილი, შესაძლებელია საკუთარ ვაჟს გაჰყვეს ცოლადო“ (ღვთის ქალაქი X,30).

მეტემფსიქოზის თეორია პლატონური სპირიტუალიზმიდან გამომდინარეობს, რომლისთვისაც სხეული, როგორც მატერიალური საწყისი სულის დილეგია, პლატონი „კრატილოსში“ სხეულს (ბერძნ. სომა) და საფლავს (სემა) აიგივებს, ხოლო პლოტინს რცხვენოდა, რომ სხეული გააჩნდა. ინდუიზმის მიხედვით კი, რეალურად არსებობს მხოლოდ ერთი უპიროვნო აბსოლუტი - ბრაჰმანი, რომელიც ადამიანში ატმანის სახით ვლინდება (იგი აბსოლუტის იგივეობრივია). ცხოვრება ბოროტებაა (მარა), სამყარო ოილუზია (მაია). ასევე მირაჟია ადამიანური სხეულიც, რომელსაც ტანისამოსზე მეტი ღირსება არ გააჩნია. იგი უფრო უცხოა სულისათვის, ვიდრე სამოსი. ინდუიზმი და ბუდიზმი არ იცნობს პიროვნებას, როგორც სულიერ-ფიზიკურ მონადას, რეინკარნაციის თეორია ადამიანს არწმუნებს, რომ ცოდვა ადამიანის არსებას არ ეხება, რომ იგი რაღაც უცხო რამ არის, ხოლო ადამიანის არსება - ატმანი სიკეთისა და ბოროტების მიღმა იმყოფება. პიროვნების უარყოფით მეტემფსიქოზის მომხრენი სიყვარულის ადგილს აღარ ტოვებენ, რადგან სიყვარულის ობიექტი მხოლოდ პიროვნება შეიძლება იყოს. მოყვასის სიყვარული - ილუზიაა, რადგან მალე ისინი სხვა სხეულებში გადასახლდებიან და სამარადისოდ გაგვშორდებიან. ავადმყოფი ბავშვის სარეცელთან მწუხარედ დახრილი დედა, ან მომაკვდავი დედისაგან კურთხევის მომლოდინე შვილები - მხოლოდ ნიღაბია, წარმოდგენაა, ამიტომაც ამბობდა სვამი ვივეკანანდა: „იცინეთ განშორების ჟამს“. ქრისტიანობა კი პიროვნულ უკვდავებას გვასწავლის. იგი მოგვიწოდებს სიყვარულისკენ, რომელიც იმქვეყნადაც მიგვყვება, ქრისტიანული ეკლესია აერთიანებს ამქვეყნად მყოფთაც და გარდაცვლილთაც. ქრისტიანობა ოჯახს პატარა ეკლესიად მიიჩნევს, რეინკარნაციის თეორია ოჯახის ცნების პროფანაციას ახდენს. უბიწოება უფრო სულის მდგომარეობაა, ვიდრე სხეულისა, მაგრამ სადაა იგი, რა ფასი აქვს ქალწულობას, თუკი პატარა გოგონას სულმა წარსულ ცხოვრებაში უკვე ყველა სახის ცოდვა იგემა? სადაა მეუღლეთა ერთგულება, თუკი თითოეულმა მათგანმა უწინ უკვე მრავალგზის იქორწინა სხვებთან და მომავალშიც სხვაზე იქორწინებს? რა ფასი აქვს ამგვარ ცოლ-ქმრულ ერთობას, თუკი იგი მხოლოდ ეტაპია მომავალი განსხეულების გზაზე? როგორც ცნობილი არგენტინელი მწერალი, ლუის ბორხესი გადმოგვცემს, მაჰათმა განდი საავადმყოფოების მშენებლობის წინააღმდეგი იყო, რადგან ისინი თურმე ხელს უშლიან კარმის კანონის ბოლომდე მოქმედებას.

პლატონურ ჰილეფობიას და ინდუისტურ აკოსმიზმს ქრისტიანობა უპირისპირებს მოძღვრებას ადამიანის მატერიალური სხეულის, როგორც სულის საოცარი ინსტრუმენტის შესახებ. ქრისტიანული ანთროპოლოგიის ცენტრალური ცნება პიროვნებაა, რომელიც სულისა და სხეულის ერთიანობაა. სული და სხეული ერთდროულად წარმოიშობიან და ერთდროულად თანაარსებობენ სიკვდილამდე. სიკვდილი მათი დროებითი განშორებაა, რომელიც საყოველთაო აღდგომამდე გრძელდება, რომლის დროსაც მოხდება ადამიანის ერთადერთი ჭეშმარიტი რეინკარნაცია, ანუ მისი სული კვლავ შეიმოსავს ახალ, უხრწნელ, გასულიერებულ და ფერნაცვალებ სხეულს მარადიული სიცოცხლისათვის.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 9 2011, 12:34 AM
პოსტი #352


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ხალხო, დავიჯერო ეს თემა არავის გაინტერესებთ?ძაან მაგარია
დაწყებას მაინც გადახედეთ

ვედები (სანსკრ. वेद „ცოდნა“)

— უძველესი ინდური სიბრძნის წიგნები, რელიგიურ-ლიტერატურული ძეგლები, მორალისა და სამართლის კოდექსები, ფილოსოფიური, მხატვრული, მითოლოგიური შინაარსების შემცველნი, რომელთა შექმნის საიდუმლო ძვ. წ. მეორე ათასწლეულის მიღმა იკარგება.

სულ ოთხი მთავარი წიგნია (ჩაწერა უფრო მოგვიანებით მოხდა, ძვ. წ. 1500-1000 წლებში): 3 წოდების ცოდნა: რიგვედა (საგალობელთა ცოდნა), იაჯურვედა, სამავედა, ათარვავედა მათ მიეკუთვნება და მათგან გამომდინარეობს ბრაჰმანა, სუტრა, ეროვნული ეპოსების — მაჰაბჰარატას და რამაიანას ძირები და სხვა, შემდეგ მოდის გვიანი ვედის ლიტერატურა (დაახ. ძვ. წ. 500 წელი). ათარვავედა შეიცავდა ცეცხლის ქურუმთა მაგიურ ფორმულებს, ავსულთა განმარიდებელ შელოცვებს, სამავედა — სამსხვერპლო გალობას და მისთ.

ვედები დაედო საფუძვლად ვედური რელიგიის შექმნას. ვედური ღმერთებიდან ცნობილია: ცის ღმერთი დიაუსი, ცეცხლის ღმერთი აგნი, წვიმის და მეხისა — ინდრა, მზის ღმერთი — სურია (ინდრას ორეულია რუდრა). ვედები ცნობენ ბოროტ დემონებს. მთავარი დემონი იყო წყლის გამტაცებელი ვრიტრა, გვალვის განსახიერება. დედამიწას აქაც ქალღმერთი ჰყავს — პრითხივი, განთიადს — უშასი (ინდოელთა ეოსი), ღმერთების დედა იყო ადითი. ვედური რელიგიის კულტი ითხოვდა მსხვერპლთშეწირვას, მაგიური ადათ-წესების დაცვას. მისი შემდგომი განვითარების შედეგად შეიქმნა ბრაჰმანიზმი, რაც უკვე ცნობს უზენაეს ღმერთს — ბრაჰმას და წმინდა სამებას, ტრიმურტს: ბრაჰმა-ვიშნუ-შივა. ხელოვნების ძეგლებში სამთავიანი ელდის მომგვრელი ღვთაებაა.

ვედების კრებული ხალხთა ერთ-ერთი მთავარი რელიგიის თავისებური „კოდექსია“, „ინდუიზმის ბიბლია“. ქრისტიანობა თავიდანვე მტრულად შეხვდა, სხვა ინდურ რელიგიებთან ერთად, წარმართულ მწვალებლობად გამოაცხადა., „უაზრო სიგიჟე“ და „ღვთის გარეგანი“ უწოდა. ვედიზმი — ხალხური რელიგია (მთავარი ღმერთი — ინდრა). სამსხვერპლო კულტი, მითიური სიმბოლიკა, მისნობა — მთავარი მოტივებია.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 9 2011, 01:39 AM
პოსტი #353


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



GIORGI LELUASHVILI
ბევრს აინტერესებს,მაგრამ იმხელა პოსტებია სანამ წაიკითხავ მაპს მოგვცემენ(იქამდე არ გეტკინოთ არაფერი) biggrin.gif biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 9 2011, 01:39 PM
პოსტი #354


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



A.V.M
საშველი არ ყოფილა მაშინbiggrin.gif
ვისაც მართლა აინტერესებს, რაც უფრო მეტი იქნება წასაკითხი, უფრო კარგი იქნება მისთვის.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 11 2011, 08:45 PM
პოსტი #355


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



სენატის გადაწყვეტილების შესაბამისად თემა იხურება. წევრებს მოვუწოდებ ნუ გახსნიან თემებს, რომლებიც ეხებიან განსხავვებული რელიგიების დეტალურ განხილვას. აპოლოგეტიკაში თემა აუცილებლად უნდა გაიხსნას ქრისტიანულ რელიგიასთან კავშირში. თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს ამა თუ იმ სწავლებასთან (ქრისტიანობაში) და ა.შ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V « < 16 17 18
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 11:59 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი