IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

13 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული ეკლესიები და სამრევლოები, საზღვარგარეთის მართლმადიდებელი საქართველო
k@the
პოსტი Apr 3 2009, 12:07 PM
პოსტი #141


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



იაკო,
http://church.ge/index.php?showtopic=3701&st=55
ამ თემაში დაწერე შვიდგზის ზეთისცხებაზე, მეც დავწერ ჩვენთან როდისაა 2kiss.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქართველი
პოსტი Apr 16 2009, 11:27 PM
პოსტი #142


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 23-November 06
წევრი № 512



გამარჯობათ, დიდ ხუთშაბათს რომ უბარი წყლით უნდა იბანავო, ეს ეკლესიურია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 17 2009, 03:51 AM
პოსტი #143


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
უბარი

ეს რას ნიშნავს? smile.gif
იყო ამ უცნაურ ხალხურ გადმოცემებზე საუბარი აქ

http://church.ge/index.php?showtopic=6243&hl=

ისე კი იბანავე ჩვეულებრივ, არაფერ შუაშია პირადი ჰიგიენა ღვთისმსახურების განრიგთან smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი May 1 2009, 10:36 AM
პოსტი #144


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



"30 აპრილი, 2009 წელი

წმიდა სინოდმა განაჩინა:

ა) დასავლეთ ევროპის ეპარქიას გამოეყოს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია; აქ არსებული ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) და ეწოდოს ეპისკოპოსი დმანისისა და აგარაკ-ტაშირისა, მმართველი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ქართული სამრევლოების.

ბ) ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) და ეწოდოს მიტროპოლიტი ბათუმისა და ლაზეთის და მმართველი ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების.

გ) სამხრეთ ამერიკის ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) და ეწოდოს მიტროპოლიტი ახალქალაქისა და კუმურდოსი და მმართველი სამხრეთ ამერიკის ქართული სამრევლოების.

დ)ავსტრალიის ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი შიო (მუჯირი) და ეწოდოს ეპისკოპოსი სენაკისა და ჩხოროწყუს და მმართველი ავსტრალიის ქართული სამრევლოების.
..."


მხოლოდ საზღვარგარეთს რაც ეხებოდა ის ამოვიღე.
სრულად აქ


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Sep 14 2009, 10:58 AM
პოსტი #145


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ე. ი. რა მაინტერსებს, მეგობარი წავიდა შვეიცარიაშია, მგონი ქ. ვილში (wili)
და ვინმემ თუ იცით ახლო-მახლოს მართლმადიდებლური ეკლესია.
იქნებ დამეხმაროთ unsure.gif


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Sep 19 2009, 09:44 AM
პოსტი #146


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ინტერნეტში არსებული მონაცემების მიხედვით ვილში არ უნდა იყოს მართლმადიდებლური ეკლესია, ყოველშემთხვევაში არც რუსებს და არც სერბებს იქ ეკლესია არა აქვთ, თუმცა არ ვიცი რუმინელების, ბერძნების და ბულგარელების საქმე, თუმცა ინტერნეტის მიხედვით იქ მართლ. ეკლესია არ არის
Wil
http://en.wikipedia.org/wiki/Wil
საკმაოდ დიდი ქალაქია და ალბათ ეკლესია თუკი არ არის სამრევლო მაინც იქნება და აუცილებლად ექნებათ ხშირი სტუმრობა მღვდლისაგან, აი აქაა ეკლესიების ჩამონათვალი რუსული ეკლესიებისა შვეიცარიაში


Eglise Orthodoxe Russe de Genève
rue de Beaumont 18
1206 Genève
Tel (022) 346 47 09

Eglise Orthodoxe Russe
rue des Communaux 12
1800 Vevey
Tel (021) 921 84 63




Eglise Orthodoxe Russe Patriarcat de Moscou
av. Jacques-Martin 11
1224 Chêne-Bougeries
Tel (022) 349 94 54

Russische Orthodoxe Kirche
Postgasse 62
3000 Bern
Tel (031) 961 96 10




Russisch-Orthodoxe Kirche im Ausland
Priester, Sturm Peter Engi
9533 Kirchberg
Tel (071) 923 53 15
Russisch-Orthodoxe Kirche im Ausland
Hl. Pokrov
Haldenbachstr. 2
8006 Zürich
Tel (01) 252 98 33



Eglise Orthodoxe Francophone
Révérend Père Renneteau Jean
ch. de Chambésy 37
1292 Chambésy
Tel (022) 758 19 52
Eglise Copte Orthodoxe de la Vierge Marie
ch. de Bel-Ebat 1
1214 Vernier
Tel (022) 341 33 98



Eglise Orthodoxe grecque
Prêtre Iossifidis Alexandre
av. Florimont 2
1006 Lausanne
Tel (021) 728 71 71
Eglise Orthodoxe Serbe
1000 Lausanne
Tel (021) 653 81 61
Fax (021) 653 81 66



Eglise Orthodoxe Roumaine
Paroisse Saint Jean Baptiste de Genève
Eglise de la Trinité
av. Eugène-Lance 2
1212 Grand-Lancy
Tel (022) 700 49 18

Eglise Orthodoxe Roumaine
Paroisse des Saints Roumains deLausanne
av. de la Harpe 2
1007 Lausanne
Tel (021) 729 89 81


აი აქ კი სერბული ეკლესიებისა

Switzerland Basel Svih Svetih
Switzerland Bern Sveti Ravnoapostola Cirila I Methodija
Switzerland Geneve Sveta Tri Jerarha
Switzerland Lausiane Sveta Tri Jerarha
Switzerland Lihtenstein Svetih Apostola
Switzerland Lugano Sveti Save
Switzerland Luzern Hrista Spasitelja
Switzerland St. Gallen Prepodobnog Simona monaha
Switzerland Zurich Svete Trojice

ეს ეხება მართლმადიდებელი ეკლესიების ისტორიას შვეიცარიაში

http://switzerland.isyours.com/f/guide/rel.../orthodoxe.html

იხარე;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Sep 21 2009, 12:59 PM
პოსტი #147


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



KAIROS
შეგისიწროს უფალმა!
მივცემ ამ ინფორმაციას და ვიმედოვნებ დაეხმარება smile.gif


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 13 2009, 03:47 AM
პოსტი #148


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ორი ინტერვიუ უცხოეთში მყოფ მოძღვრებთან

http://sana.ge/index.php?katid=6&id=2701&poz=&more

მამა დოსითე: "ბელგიაში ქართველები პირველი ქრისტიანებივით ვცხოვრობთ"

2009-08-26 15:30:19


არქიმანდრიტი დოსითე ბოგვერაძე ბრიუსელის ქართულ ეკლესიაში მსახურობს. სამშობლოში შვებულებით გახლდათ ჩამობრძანებული და ინტერვიუ ვთხოვეთ.



მამა დოსითე:

– მალე 3 წელი შემისრულდება, რაც მისი უწმინდესობის კურთხევით, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მოტროპოლიტმა, მეუფე აბრაამმა (გარმელია) ბრიუსელის წმიდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში გამაგზავნა. ჩემთვის მოულოდნელი გახლდათ ევროპაში გამგზავრება. მიუხედავადა იმისა, რომ ევროპაში მანამდეც ვყოფილვარ და იქაური ქრისტიანების პრობლემები გარკვეულწილად ვიცოდი, შინაგანად მაინც არ ვიყავი ამისთვის მზად. ძალიან ძნელია ადამიანს აუხსნა უცხოობაში მყოფი ქართველის მდგომარეობა, თუ თვითონ ეს გამოცდილი არ აქვს. ღმრთის წყალობით, უკვე 5 წელია, რაც ბელგიაში ქართული ეკლესია არსებობს და ნელ–ნელა ქართული დიასპორაც ფეხს იდგამს. ბენელუქსის ქვეყნებში, ანუ ჰოლანდიაში, ბელგიასა და ლუქსემბურგში სულ, დაახლოებით 10 ათასამდე ქართველი უნდა ცხოვრობდეს, მათგან 5 ათასი ოფიციალური მონაცემებით, ლეგალურად და დანარჩენი – არალეგალურად.

– როგორ ცხოვრობენ და რა პრობლემები აქვთ იქაურ ქართველებს?

– როდესაც ქართველი უცხოეთში ჩადის, იქ თუ ახლობელი ან ნაცნობი ჰყავს, ის ეხმარება გზის გაკვლევაში, რაც იმას გულისხმობს, რომ მან იქ თავისი პატიოსანი შრომით მოიპოვოს ლუკმა–პური და ისარგებლოს ლტოლვილის სტატუსით, რომლებიც ამ ქვეყნებს აქვთ. ქართველისთვის უცხო გარემოსთან შეხვედრა ერთგვარი სტრესიც არის. ბევრმა დამოუკიდებლად გაიკვლია გზა, ბევრს ეს გაუჭირდა. ბევრმა გზა გაიკვლია, მაგრამ არ დახვდა ის სულიერი გარემო, სამყარო, როგორშიც ის გაიზარდა. მართალია, წინასწარ ბევრმა იცოდა კიდეც, რომ ეს არ დახვდებოდა, მაგრამ მზად მაინც არ აღმოჩნდა იმ სიტუაციისთვის. იქ არ არის ადამიანებს შორის ის უშუალობა, როგორიც საქართველოში. ბევრი ქართველი, უკვე 10–15 წელია იქ ცხოვრობს, დამკვიდრდა და მოქალაქეობაც მიღებული აქვს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც ჯერ კიდევ არალეგალურ პირობებში უწევთ ცხოვრება. ასეთნი ცოტანი არ არიან, რომლებსაც, ალბათ, თავისებურად უჭირთ. ბევრი მათგანი იქიდან დღესაც ინახავს საქართველოში მცხოვრებ ახლობლებსა და ნათესავებს.

– რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის, მშობლიურ წიაღს მოშორებული ადამიანებისთვის, იქ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობას?

– საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იქ არსებობს, მართლაც, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეკლესია იქ მცხოვრები ქართველებისთვის არის როგორც სამშობლო, როგორც საკუთარი მიწა–წყალი, როგორც პატრონი, მეგობარი. ეკლესიამ სულიერი სიჯანსაღე შეიტანა იქაურ ქართულ საზოგადოებაში, თითოეულ მათგანს იმედი დაუბრუნა, გააერთიანა და გაამთლიანა ისინი. მრავალ ადამიანს, რომელსაც სჭირდებოდა თავისი ცხოვრება და გზა სხვაგვარად დაენახა ეკლესიის დახმარებით, მართლაც სხვაგვარად დაინახა. ბევრმა ქართველმა, რომელმაც თითქოს გზა გაიკვლია, მაგრამ სულიერების თვალსაზრისით შეჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ეს ნაკლოვანება შეივსო. აქტიურობენ ეკლესიურ ცხოვრებაშიც. მართალია, წირვაზე, სამრევლოში მყოფი ყველა ადამიანი ერთდროულად ვერ მოდის, მაგრამ ისინი ჩვენი მრევლია. ხალხი 100–150 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს და თვეში ერთხელ, როცა უხერხდებათ, დღესასწაულებზე აუცილებლად მოდიან. ზოგჯერ ჩვენ ჩავდივართ მათთან. როცა აქედან გავემგზავრე, პატრიარქმა კურთხევა მოგვცა, რომ ქართულ ოჯახებში წმიდა გიორგის ხატი მიგვებრძანებინა – ის ოჯახებში სითბოს, სიყვარულს შეიტანს და იქაურ ქართველობას გაამთლიანებსო. მართლაც, ბრიუსელის სამრევლოსთვის თავად უწმინდესის მიერ შემოწირულ ხატს დავაბრძანებთ ოჯახებში და ამ კურთხევის შესრულებამ დასაწყისშივე სრულიად შეცვალა გარემო. ქართველები ერთმანეთს არ იცნობდნენ, ერთმანეთთან ურთიერთობაში არ იყვნენ. შეიძლება, გარკვეული რაოდენობის ოჯახები მეგობრობდნენ, მაგრამ ეს არ იყო ქართული საზოგადოების ერთობა. ეს ხატი დღესაც დაბრძანდება ქართულ ოჯახებში. ბრიუსელიდან 200–300 კმ–ზეც კი ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ოჯახებში ხატის მიბრძანების ეს ტრადიცია უკვე ინტერესს იწვევს ქართველების მეზობლად მცხოვრებ თითო–ოროლა უცხოელებშიც და მათ კითხვები უჩნდებათ. 3 ადამიანი მოინათლა კიდეც ჩვენს ტაძარში, რომლებმაც შეიყვარეს საქართველო. ისინი ეკლესიურადაც ცხოვრობენ. მგალობლებიც გვყავს, იქაური მრევლის წევრები. ზოგი მათგანი ქართულ ხალხურ სიმღერებს მღეროდა, იქ ისწავლეს საგალობლების შესრულება და ახლა ერთობაში გალობენ.

– ეკლესია შემოწირულობით არსებობს?

– არის შემოწირულობაც, მაგრამ ამ მხრივ, ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია. კონკრეტულად ჩვენი ეკლესია იქაური ხელისუფლების მიერ არის აღიარებული, ანუ მას აქვს იურიდიული სტატუსი და რადგანაც ის სამეფოა, წესია, სამეფო ხელისუფლება რომელ ეკლესიასაც იურიდიულად აღიარებს, მას გრანტის სახით რაღაც დახმარებას აძლევს. ეს გარკვეული სუბსიდია იძლევა იმის საშუალებას, რომ შენობის ქირა, სადაც ეკლესიაა განთავსებული და კომუნალური გადასახადები დავფაროთ. სამომავლოდ, გეგმაში გვაქვს ჩვენი ეკლესიისთვის შენობის შეძენა. ეს ცოტა რთულია, რადგან დიდ კრედიტთან არის დაკავშირებული, მაგრამ ღმრთის მადლით, სამრევლო ცდილობს, რომ ჩანაფიქრი მალე განვახორციელოთ.

– როგორი ურთიერთობა არსებობს ბრიუსელის ქართული სათვისტომოს წევრებსა და მოძღვარს შორის?

– ჩვენი სამრევლო იქ ერთ ოჯახად იქცა. ჩვენ იქ პირველი ქრისტიანებივით ვცხოვრობთ, ლიტურგიის მერე ერთად რომ იკრიბებოდნენ და საერთო პურს გატეხდნენ, საერთო სატკივარი რომ ჰქონდათ, ზუსტად ასე, დღეს იქ ბუნებრივად, თავისთავად ხდება. წირვის შემდეგ ერთად შეკრებილები ერთმანეთს მხარში ვუდგავართ. ჩვენი სამრევლო კვირაში სამჯერ იკრიბება, ხუთშაბათობით, საღამოს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პარაკლისს ვიხდით. პარაკლისის შემდეგ ყოველთვის გვაქვს საუბრები სულიერ საკითხებზე. ეს ლექცია–საუბრები დიდებისთვის ეწყობა. იქვე, შეიძლება ფინჯანი ჩაიც მივირთვათ. შაბათ–კვირას, ჩვეულებრივ, გვაქვს წირვა–ლოცვა და ლიტურგიის შემდეგ კვლავ პურის გატეხვა, ჩაი. ასეთი ურთიერთობით უფრო ნათელი, ქართული და ლამაზი გახდა ჩვენი ცხოვრება. შინაგანად გაწონასწორებული ადამიანი გარეგანი ცხოვრებითაც მხიარული გახდა. მანამდე შეიძლება არ აკლდა პური, თავშესაფარი, მაგრამ აკლდა სულიერება, სიყვარული, ერთობა. გვაქვს სამრევლო სკოლა, სადაც შაბათ–კვირას ბავშვები ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიას და საღმრთო სჯულს სწავლობენ. საგნები იმ დონეზე ისწავლება, რომ 9–12 წლის ბავშვებმა ქართულად წერა–კითხვა იცოდნენ და ადაპტირებულნი იყვნენ ქართულ კულტურასა თუ ისტორიასთან.

– რამდენად ახერხებენ ქართული სულის, ენის შენარჩუნებას?

– ქართველი კაცი შინაგანად მორწმუნე და თავის ტრადიციის პატივისმცემელია. შეიძლება, ეკლესიური ცხოვრების ნიუანსები არც იცოდეს, მაგრამ როგორც კი საეკლესიო ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება. იშვიათად შემიძლია გავიხსენო ქართველი, რომელიც ივიწყებს ქართულს, თავის წარმომავლობას, სულიერებას, სარწმუნოებას. უმეტესი ნაწილი უფრო უბრუნდება თავის წიაღს. უცხოობაში ჭირს ქართული ლიტერატურა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ამ მხრივ, დიდ ყურადღებას იჩენს დიასპორას სამინისტრო (ამ სამინისტროს სახელწოდება ზუსტად არ ვიცი) – ლიტერატურით გვმარაგებს.

– ევროპული გარემო როგორია?

– ჩემს თავს არ მივცემ იმის უფლებას, რომ ევროპული საზოგადოება ვაძაგო. როგორც ყველგან, იქაც არის ნაკლოვანებები და კარგი. ევროპული საზოგადოება უფრო ჩაკეტილი საზოგადოებაა. ევროპული გარემო სოციალურ შერწყმაზე არ არის ორიენტირებული, იქ სოციალური ინტერესები კანონმდებლობის დონეზეა გადაყვანილი. შეიძლება, დაეხმარონ გაჭირვებულს, მაგრამ დაეხმარონ სპეციალური პროგრამით, რომელიც ახლოს არის არა ადამიანურ სითბოსთან, არამედ, უფრო კავშირშია ადამიანის ორგანიზაციულ ნიჭთან. ერთია, მოწესრიგებულობა და მეორე – მადლი, სიკეთე, სიყვარული, რომელიც ადამიანს სჭირდება და, რომელიც მან აუცილებლად უნდა იგრძნოს.

– ნოსტალგიის განცდა თუ იგრძნობა ემიგრანტ ქართველებში?

– ნოსტალგია ყველა ქართველშია. ამბობენ ხოლმე, ეკლესიის ეზოში საქართველოდან ჩამოტანილი მიწა უნდა მოვაყაროთ, რომ ქართულ მიწაზე ვიდგეთო. არის მონატრება, რომ შენს სამშობლოში მიმდინარე მოვლენებში ვერ მიიღებ ისეთ მონაწილეობას, როგორიც შეიძლება სასურველი იყოს. ვერ მოილოცავ ყველა იმ სიწმინდეს მაშინ, როცა შენ ეს გინდა და შორიდან გაქვს ურთიერთობა. ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ როცა სვეტიცხოვლობაა, სვეტიცხოვლის წინაშე ბრიუსელიდან უნდა მოვიდრიკოთ მუხლი და ასე გამოვხატოთ ჩვენი თაყვანისცემა. ასევე, შორიდან უნდა ვცეთ თაყვანი ყოვლადწმიდა სამების ტაძარს, სიონის ღმრთისმშობელს. ძალიან დიდი ნუგეშია, როდესაც თბილისის დროში განსხვავება გვაქვს. სადღესასწაულო ღმრთისმსახურების პირდაპირი ტრანსლირების ყურების შესაძლებლობა ბელგიაში მცხოვრებ ქართველებს თავიანთ ოჯახებში ეძლევათ. ქართველს, რომელიც 10 წლის განმავლობაში საქართველოში ვერ ჩამოვიდა, ეგონა, სულ სხვანაირად აეწყობოდა ცხოვრება, მაგრამ მან ვერ მოიპოვა უკან დაბრუნების საშუალება და დარჩა იქ. შეიძლება მას არ აქვს ფინანსური პრობლემა, ცხოვრების გაჭირვება, მაგრამ აქვს სულიერი პრობლემა, მონატრება, ნოსტალგია და ზოგჯერ დეპრესიაც იმის გამო, რომ საქართველოსთან არ აქვს ურთიერთობა, იმის გამო, რომ უჭირს საქართველოს, იმის გამო რომ უჭირს მის ახლობელს, ოჯახს. ეს მომენტი არის, ბუნებრივია, მაგრამ უფლის წყალობით, ეკლესია არის ის ადგილი, სადაც მათ ნუგეში და ღმრთის მადლი ეძლევათ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ინტერნეტის საშუალებით ხელმისაწვდომია ქართული არხები. ვამჩნევ, რომ სადაც ქართული არხები მუშაობს, იმ ოჯახებში ბავშვები უფრო მეტყველებენ ქართულად, სადაც არ არის – არა.

– თქვენთვის, როგორც მონაზონისთვის, მარტივია ევროპულ გარემოში მოღვაწეობა?

– სასულიერი პირისთვის არ არის მარტივი ევროპაში ცხოვრება, მით უფრო მაშინ, როცა მონაზონი ხარ. მე იქ არ წავსულვარ პირადი ნებით. თუმცა, ბუნებრივია, თანახმა ვიყავი იმ ლოცვა–კურთხევისა, რაც მომეცა და ზოგჯერ სიხარულიც მაქვს იმის გამო, რომ პატრიარქის და მეუფე აბრაამის ამ კურთხევას შევასრულებ და რაღაცას გავაკეთებ. ლოცვა–კურთხევა ძალიან დიდ ძალას გაძლევს. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ხანდახან ადგილი არ აქვს ჩემთვის მტკივნეულ მომენტებს. შეზღუდული რომ ვარ, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, შენს გარემოში რომ არ იმყოფები, ეს შეზღუდულობა ზოგჯერ დამთრგუნველიც არის. იქ, როგორც კი ქუჩაში სასულიერო პირი გამოჩნდები, ყველა მზერა თითქოს შენსკენ მოდის, რასაც შინაგანად უნდა გაუძლო, რადგან ამ მზერაში ყოველთვის კეთილგანწყობილება არ არის. შეიძლება, ზოგჯერ ვინმემ ჩაიცინოს, ან ჩემთვის ნაცნობი ფრანგულით, ან თავის ენაზე რაღაც თქვას. ბელგია ეროვნულობის თვალსაზრისით ჭრელია. შეიძლება, ეროვნულობა, მისი პირადი აღმსარებლობა, ან დამოკიდებულება შუაში არ არის, მაგრამ მაინც არის ასეთი მომენტები, როცა შეურაცხმყოფელ სიტუაციაში აღმოვჩნდები ხოლმე, თუმცა, ღმრთის წყალობით, ჩვენი მხრიდან ამას პრობლემა არასდროს მოჰყოლია. მაგრამ შენი მოვალეობები, როცა ელოდები შენს ქართველებს, შენს მრევლს, ბავშვებს, რომლებიც ეკლესიის ეზოში ანცობენ, რომ იცი, ვიღაცასთან ხატი უნდა მიაბრძანო, ვიღაცას საპყრობილეში მიაკითხო, ეს სიყვარული იმ ყველაფერს გადაფარავს. ამავდროულად, მე ვმსახურობ ჟენევაში, სადაც ჩვენი ეკლესიის შუამდგომლობით, ბერძნულ–მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და იქაურმა მიტროპოლიტმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ იქ ერთი დღე წირვა ჩავატაროთ. წელიწადზე მეტია, ყოველი თვის პირველ შაბათს ჟენევაში მივემგზავრები და იქ აღვასრულებ მსახურებას. უკვე რამდენიმე წელია, რაც იქ ქართული მსახურება სრულდება. იქაც ეკლესიასთან ურთიერთობაში ძალიან აქტიურობს ხალხი. ძალიან გვეხმარებიან ჩვენი საელჩოები, რომლებიც ყველაფრით მხარში გვიდგანან.

– ცნობილია, რომ უცხოეთის საპატიმროებში მრავალი ქართველი იხდის სასჯელს. მათ მონახულებას თუ ახერხებთ?

– ბრიუსელის საპყრობილეში, სამწუხაროდ, მრავალი ქართველია. ბევრჯერ ვყოფილვარ მათთან. მათი სიმრავლე ქართველობას გულს სტკენს. უნდა ითქვას ისიც, რომ ქართველი ადამიანი უცხო ქვეყნის საპატიმროში ყოველთვის ცუდი საქციელის გამო არ ხვდება. ქართველები ძალიან მეგობრულები არიან. გეტყვით იმას, რაც ბოლო დროს მე იქ ვნახე. ეჭვმიტანილი პიროვნება, როდესაც ტელეფონით ურეკავს თავის მეგობარს, შემდეგ ის მეგობარიც უკვე ეჭვმიტანილი ხდება და მასაც იბარებენ პოლიციაში. შემდეგ ფიქრობენ, რომ ეს არის მაფია, რადგან ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ და ა.შ. ძალიან ძნელია ევროპელს უთხრა, რა საქმე აქვს ეჭვმიტანილთან? ეს ქვეყანა დაიღალა წვრილ–წვრილი პრობლემით და ამას მარტო ქართველები არ ქმნიან იქ. ბრიუსელის საპატიმროში ძალიან ბევრი ქართველი ვნახე, ვისაც ხელთ წმიდა წერილი, ლოცვანი ჰქონდა. ეტყობა, გაჭირვებამ, მაშინ, როცა ირგვლივ მისიანი არავინ იყო, სულმა რწმენისკენ მიაბრუნა და მე ძალიან კმაყოფილი დავრჩენილვარ ამით, რომ ქართველი გაჭირვების ჟამს სულიერებისკენ მობრუნდა. მათ პატარა სასჯელები აქვთ.

– უცხოეთიდან როგორ მოჩანს სამშობლო და აქ მიმდინარე მოვლენები?

– საქართველოში რომ არ იმყოფები, დამოკიდებული ხარ მასმედიაზე. ჩვენი მასმედია კი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის იმ დემოკრატიული მოთხოვნების სიმაღლეზე, რომელზეც უნდა იყოს. როდესაც საინფორმაციო გადაცემებს უსმენ, იშვიათია წამყვანი, რომელსაც მაყურებელში დაძაბულობა არ შემოჰქონდეს. შეიძლება, ეს მაყურებლის მისაზიდად ერთი პატარა მეთოდია, მაგრამ მეორე მხარეა, როდესაც ამას უცხოეთში, სხვა მრავალი ტელეარხის პარალელურად უყურებ, ძალიან შესამჩნევია ხდება ის ნაკლი, რაც ზემოთ აღვნიშნე. მადლობა ღმერთს, გვყავს ისეთი ჟურნალისტები, რომლებიც არც თავიანთ შეხედულებას მოგახვევენ თავს და არც თავის ტონალობაში გაგრძნობინებენ.

– მამა დოსითე, რას ნიშნავს თქვენთვის ემიგრანტებთან ურთიერთობა?

– ასე ვფიქრობ, მე მათ ველოდები და ისინი მე მელოდებიან. ვერ ვიტყვი, რომ გადაჭარბებული წარმოდგენა მაქვს, რადგან ჩვენ შორის ისეთი მეგობრობა ჩამოყალიბდა, როდესაც საქართველოში მოვდივარ, მათი დატოვება მიჭირს კიდეც.

----------------------------------------------------------------------------



ესპანეთში ბერის სამოსით რომ მხედავენ, უცხო პლანეტელი ვგონივარ

2009-08-19 19:56:44


უცხოეთში გადახვეწილი ქართველობისთვის მშობლიურ ენაზე აღვლენილი ღმრთისმსახურება და ქართული ტაძარი ერთადერთი საშუალებაა სულიერი ნუგეშის მისაღებად. მღვდელ–მონაზონი პიროს გოცირიძეც ერთ–ერთი მათგანია, ვისაც ემიგრანტ თანამემამულეებთან მოღვაწეობის დიდი მისია აკისრია. მამა პიროსი ესპანეთის ქალაქ არნედოში მოღვაწეობს.



– მამა პიროს, როდის გაემგზავრეთ ესპანეთში?

– ესპანეთში პირველად, დიაკვნობის პერიოდში, ბარსელონას წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიაში, გასულ წელს მამა ლუკა ფალავანდიშვილთან ერთად სამი თვე ვიყავი. ამ წლის მაისიდან კი არნედოს წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვრად დავინიშნე. ჩემამდე იქ ორი მოძღვარი, ახლანდელი ჰერეთის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) და მღვდელ–მონაზონი სერაპიონ (გრიგოლიშვილი) მოღვაწეობდნენ. არნედო, ბარსელონადან 300–400 მეტრის მოშორებით მდებარე პატარა ქალაქია, სადაც სულ ქარხნებია. ფეხსაცმელს კერავენ და სოკო მოჰყავთ. ქართველთა უმრავლესობა ამ ქარხნებშია დასაქმებული.

– დიდი ნუგეში იქნება იქ მცხოვრები ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე ღმრთისმსახურების მოსმენა და ქართველ მოძღვართან ურთიერთობა..

– ეს ტაძარი შვებას გვაძლევსო, უთქვამთ. ახლახანს, ორჯერ მადრიდში ვიყავით ჩასულები. იქაც ბევრი ქართველი ცხოვრობს. მათ ნათლობა და ჯვრისწერა უნდოდათ და რადგან ახლოს ქართველი მამაო ეგულებოდათ, მისი მიწვევა გადაწყვიტეს. ერთხელ პარაკლისი გადავიხადეთ, ერთხელ წირვა ჩავატარეთ. იქ ქართული ტაძარი ჯერ არ არის, ეკლესია ბერძენმა და რუსმა მართლმადიდებლებმა დაგვითმეს. უამრავი ხალხი მოვიდა. აღსარებაც ჩაგვაბარეს. საოცარი ის იყო, რომ აღსარების დროს ყველა ქართველი ტიროდა. ასეთი დამოკიდებულება იქ მოღვაწე მოძღვრისთვის ძალიან დიდი სტიმულის მომცემია. ტაძრის გახსნა ახლა უკვე იქაც იგეგმება.

– ე.ი. უცხოობაში მყოფ ქართველს უფრო გამძაფრებული აქვს რელიგიური გრძნობა და მეტად უახლოვდება ღმერთს?

– უცხოობაში მყოფნი უფრო უახლოვდებიან ღმერთს. ბევრია ისეთი ქართველი, ვინც აქ საერთოდ არ დადიოდა ეკლესიაში და იქ იმდენად მოექცა, რომ უკვე სასულიერო პირობაზე ფიქრობს. რამდენიმე ადამიანს სურვილი აქვს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მონასტერში წავიდეს. არის ისეთი ნაწილიც, ვინც საერთოდ არ დადის ტაძარში, მაგრამ ნელ–ნელა ვცდილობთ, ისინიც მოვიზიდოთ. ახლა რომ დავბრუნდები არნედოში, 5 მუსლიმანი აჭარელი უნდა მოვნათლო. არნედოს ქართული ეკლესიის მრევლისთვის მესამე მოძღვარი ვარ და თავიდან, მრევლის ნაწილი აღსარებას ვერ მაბარებდა, ერიდებოდათ, მაგრამ ნელ–ნელა შემეჩვივნენ, მოვიდნენ და დადიან.

– არნედოში ღმრთისმსახურებას რა განრიგით აღასრულებთ?

– ქართველებს იქ ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვთ. სამსახურს დილის 7 საათზე რომ იწყებენ, ზოგიერთი 9–10–მდე მუშაობს. ხელი რომ შევუწყოთ, ვცდილობთ, მათ რეჟიმში ვიყოთ და კვირაში 3 დღე, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის, წმიდა, გიორგის და წმიდა სამების პარაკლისებს საღამოს 9 საათზე ვატარებთ. შემდეგ, თითო დღე მწუხრი და ცისკარი გვაქვს. შაბათსაც მწუხრი–ცისკარი და კვირას, 10 საათზე ჩვეულებრივ, წირვა–ლოცვა სრულდება. დღესასწაული თუ სამუშაო დღეს ემთხვევა, ღამისთევის წირვას აღვასრულებთ, რომ მრევლმა შესძლოს მსახურებაზე დასწრება. წირვის შემდეგ, მგალობლები მრავალჟამიერს რომ დააგუგუნებენ, ტაძარში ხალხი ამის სტიმულითაც მოდის. შენობაში სამლოცველო ძალიან კარგად არის მოწყობილი. გვერდზე პატარა სააღმსარებლო ოთახი გვაქვს. სამრევლო სკოლაც ფუნქციონირებს, სადაც ბავშვები ქართულ ენას, ლიტერატურას, ისტორიას სწავლობენ. სარწმუნოებაზე მე ვესაუბრები.

– ქალაქში ბევრი ქართველი ცხოვრობს?

– ქართველები იქ საკმაოდ ბევრნი არიან. სადაც წახვალ, ყველგან ქართული ხმა გესმის. გვერდით სოფელია, სხვადასხვა ერის წარმომადგენლები ცხოვრობენ. იქ სპეციალური დღე მოაწყეს, ყველა ერის წარმომადგენელმა თავისი კულტურა წარმოაჩინა. ჩვენები ჩოხებში იყვნენ გამოწყობილნი. ნაციონალური კერძები და სიმღერები გვქონდა წარმოდგენილი. იქაურებს ძალიან მოსწონთ ქართული ხაჭაპური და ხინკალი.

– მაინც რას განიცდის უცხოობაში მყოფი ქართველი და სამშობლოს ნოსტალგიას როგორ იქარვებს?

– ძალიან მცირე ნაწილია, რომელიც შინაურდება და კარგად ეჩვევა იქაურ ყოფას. იქ სულ მოწესრიგებული გზებია. მარტო ერთგან, გზაჯვარედინზე, კარგ გზებს შორის, პატარა მანძილზე არის გაფუჭებული გზა. იმ გზაზე არავინ მოძრაობს, მხოლოდ სატვირთო მანქანები დადიან. ერთი ქართველია, თურმე რამდენჯერაც იქით გაივლის, იმ ცუდ გზაზე სპეციალურად გადაუხვევს, ამ გზაზე სიარული საქართველოს ნოსტალგიას მიხსნისო. ვიცი, ბევრი ქართველი საქართველოში რომ ჩამოდის, მიწას კოცნის. ძალიან ძნელია სამშობლოსგან შორს ყოფნა. როცა აქ ცხოვრობ, ამას ვერ აფასებ, მაგრამ უცხოეთში სულ სხვანაირი შეგრძნებაა. არიან ადამიანები, რომლებსაც წლები არ უნახავთ ოჯახის წევრები. ახალგაზრდებიც არიან, ხანშიშესულებიც. ბევრი იქაც ქმნის ოჯახს. იქ დაბადებულ ბავშვებს, ქართული ენა ავიწყდებათ.

– ადგილობრივი მაცხოვრებლები, ესპანელები თუ ინტერესდებიან მართლმადიდებლობით?

– ძალიან იშვიათია, ესპანელი ტაძარში დადიოდეს. მათ ეკლესიაში თუ ვინმე დადის, ისიც ხანშიშესული ადამიანები. უმეტესობაში ათეიზმია გაბატონებული. რწმენა არ აინტერესებთ. ხანდახან, ქუჩაში მეც შეძახილებით მხვდებიან. დიდი ტაძრები, მონასტრებიც აქვთ, მაგრამ იქ სიცარიელეა. ერთი ესპანელი მოვნათლეთ. რამდენიმემ მითხრა, თუ კატალონურად (ესპანური დიალექტი) ჩაატარებთ მსახურებას, მოვალთ და ვივლითო.

– უცხოელ მართლმადიდებლებთან გაქვთ ურთიერთობა?

– რუმინელებთან და ფრანგებთან ვიყავით მონასტრებში. ძალიან კარგი მონასტრები აქვთ. რიცხობრივად ბევრნი არ არიან, მაგრამ იმ ურწმუნო გარემოში, საოცარია იმხელა მონასტრულ კომპლექსს და რწმენას რომ ხედავ. იმათაც უხარიათ, რომ მიდიხარ და ძალიან შინაურულად გიღებენ. იქ მცხოვრები ქართველებიც დადიან მათთან, აღსარებას აბარებენ. მე და მამა ლუკამ რამდენჯერმე ვწირეთ იქ. მადრიდშიც ძალიან კარგი მართლმადიდებელი მოძღვრები არიან და ვცდილობთ გვქონდეს ურთიერთობა. არნედოში, კათოლიკე სასულიერო პირებთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან კარგი პიროვნებაა პადრე ლუისი. მათ ტაძარში დაცული აქვთ წმიდა გიორგის და წმიდა კოზმას და დამიანეს ნაწილები. როცა ვთხოვთ, გვაძლევენ უფლებას, რომ ეს სიწმდეები ჩვენს ტაძარში დავაბრძანოთ, სადაც მრევლს მოლოცვის საშუალება ეძლევა.

– მამა პიროს, ბერისთვის ევროპულ გარემოში მოღვაწეობა ძნელი არ არის?

– ძნელია, რადგან სულ სხვა გარემოა. როგორც უკვე აღვნიშნე, იქაური ხალხის ცხოვრებაში რწმენა და სულიერება ბოლო ადგილზეა. ბერის სამოსით ქუჩაში რომ გხედავენ, გაოცებულები გიყურებენ, უცხო პლანეტელი ჰგონიხარ, მაგრამ იმავე დროს, ქართველებს რომ დაინახავ, მათ საუბარს მოისმენ, თუ რაოდენ დიდ ნუგეშს აძლევთ ეკლესია, წირვა–ლოცვა, აღსარება და ა.შ. მაშინ ხვდები, რომ გამართლებულია და ღირს შენი იქ მსახურება.

– როგორია ემიგრანტებთან მსახურება?

– ისინი რომ სითბოს გაძლევენ, ვცდილობ მეც სითბო მივცე, ვანუგეშო და ის დანაკლისი შევუვსო, რაც სამშობლოსგან მოწყვეტას ახასიათებს. ცხოვრებაში პრობლემა სულ არის და მითუმეტეს, სამშობლოს, ოჯახს რომ ხარ მოშორებული. ზოგიერთი ამბობს, კი მინდა საქართველოში წასვლა, ოჯახის და ახლობლების მონახულება, მაგრამ ის თანხა, რაც მგზავრობაში უნდა დავხარჯო, ვფიქრობ, ჯობია ისევ იქ გავუგზავნო და ბედნიერება ამით მივანიჭოო.

– მამა პიროს, ისიც გვიამბეთ, მონასტერში როგორ მიხვედით.

– სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი დავამთავრე და ბანკში ვმუშაობდი, მეგობარმა ქვაშვეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში რომ მიმიყვანა. 21–22 წლის ასაკში დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. აღსარება, ზიარება, მარხვის შენახვა, შვიდგზის ზეთისცხება იმხელა მადლია, რომ ამ ყველაფრის მერე ნელ–ნელა ხვდები, სხვა ცხოვრებაც რომ არსებობს. ჩემი პირველი მოძღვარი დეკანოზი გიორგი (სხირტლაძე) გახლდათ. მასთან 2 წელი ვიყავი. მამა გიორგიმ მირჩია, შენ სხვანაირი მოძღვარი გჭირდება და ჯობია ბერთან მიხვიდეო. ერთხელაც, ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში ვიყავი, მამა დოსითე ბოგვერაძე თვითონ მოვიდა ჩემთან, რამე ხომ არ გიჭირსო. მონასტერში ვაპირებდი წასვლას. თუ გინდა, მე გაგიშვებო. ისე მოხდა, რაღაც პერიოდი დავკარგეთ ერთმანეთი. მერე შემთხვევით შემხვდა მეგობარი, ვისთან ერთადაც უნდა წავსულიყავი მონასტერში. მან მითხრა, ჩვენთან ადგილი არ არის, სამებაში ახლობელი მოძღვარი მყავს, ის გაგიშვებს სადმეო. მივედით სამებაში და ისევ მამა დოსითე გამოვიდა. ამის შემდეგ მამა დოსითეს დავუახლოვდი, ის ძალიან დამეხმარა. მამა დოსითემ გამაცნო არქიმანდრიტი ბართლომე (ფირცხალაიშვილი). სამსახურიდან შვებულება ავიღე და მონასტერში მათთან ერთად 10 დღით წავედი. სრულიად სხვა გარემოში მოვხვდი. სულ ახალგაზრდა ბერები დამხვდნენ. მანამდე მამა ბართლომესა და დოსითესგან ვიგრძენი, რომ სულ სხვა ადამიანები იყვნენ. ბერებისგან სხვანაირი მადლი მოდის. მონასტერს ისეთი აურა აქვს, რომ უკვე პირველივე სტუმრობიდან დავიწყე ბერობაზე ფიქრი, თუმცა იმ 10 დღის შემდეგ ისევ ერში დავბრუნდი და ჩვეულებრივ, მუშაობა გავაგრძელე. პარალელურად, იქაურ ბერებთან და მამა ბართლომესთან ურთიერთობას ვაგრძელებდი. ისევ დაიწყო შინაგანი ბრძოლა. მეორედ თაბორის მთაზე, ფერიცვალების მამათა მონასტერში ავედი. რაღაც პერიოდი სამსახურში იქიდან დავდიოდი. უკვე მესამედ წასვლის წინ, მონასტერში დარჩენა საბოლოოდ გადავწყვიტე, დიდი შვებულება ავიღე და წავედი. მამები შეგროვდნენ, იმსჯელეს და მეც გადავწყვიტე, ეს გზა ამერჩია. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, ვფიქრობდი, ვაი, რომ არ იყოს ჩემი გზა, მაგრამ დავრჩი მონასტერში. 2006 წლის 6 იანვარს, ჩემი დაბადების წინა დღეს, ფერიცვალების მამათა მონასტერში აღვიკვეცე. ბერად აღკვეცის დროს ისეთი განცდა მქონდა, რომელიც არასდროს მიგრძვნია. იმ დროს სულ სხვა რაღაც ხდება. ბერის ცხოვრებას გოლგოთის გზას, ჯვარცმას ადარებენ და თავისთავად, ყველანაირი ბრძოლაა. ტკბილიც არის, ხანდახან მწარეც, მაგრამ მთავარია, შეძლებისდაგვარად, წმიდად იცხოვრო, სინანული გქონდეს, ცდილობდე სულ ღმრთისკენ იარო და ისიც არ გტოვებს, მერე უფლისგან ისეთი ნუგეში და სიტკბოება მოდის, რომ ხვდები, ეს იყო შენი გზა და სწორედ ამიტომ დგახარ ამ გზაზე. 4 წელია, რაც მონასტერში ვარ. იანვარში ბერობის 3 წელი შემისრულდება. ჯერ თაბორის მთაზე ვცხოვრობდი, შემდეგ მარტყოფში, ტყის მონასტერში მომიწია ყოფნა. ახლა ევროპაში ვმსახურობ. ალბათ, ესაც საჭიროა. მანამდე, სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი, ლექციებს თავისუფალ მსმენელად ვესწრებოდი, მაგრამ ევროპაში რომ გამიშვეს, შევწყვიტე. აუცილებლად გავაგრძელებ ისევ.

– მონასტერში წასვლა საბოლოოდ რომ გადაწყვიტეთ, ოჯახში რა თქვეს?

– მონასტერში დიდხანს რომ დავრჩი, ოჯახის წევრებს აინტერესებდათ, რატომ? ავუხსენი, რომ ბერობას ვაპირებდი. თავიდან ასეთ გადაწყვეტილებას ვერ ეგუებოდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ცოლი მომეყვანა და თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი ვყოფილიყავი, მაგრამ ეს იყო ჩემი გზა და ისინიც შეეგუვნენ ამას. ახლა ჩემი ბერობა მათაც მოსწონთ. თვითონაც დადიან ეკლესიაში. თავიდან ჩემს ძმას ბავშვი არ უჩნდებოდა, მე რომ ბერად აღვიკვეცე, იმის მერე შეეძინა შვილი. მეორე ძმამაც მოიყვანა ცოლი, მასაც ჰყავს ბავშვი. ადამიანი მონასტერში რომ მიდის და ბერულად ცხოვრობს, თუ ჭეშმარიტ გზას დაადგება და შეძლებისდაგვარად, ნორმალურად იცხოვრებს, ღმერთი თავის კაცთმოყვარებით მის ოჯახსაც შეეწევა.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi18
პოსტი Nov 4 2009, 04:32 AM
პოსტი #149


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 4-November 09
წევრი № 7,687



მე არნედოსთან ახლოს ვცხოვრობ და გამიხარდა ძაან ეს ინტერვიუ, მადლობთ რომ დადეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maare
პოსტი Dec 17 2009, 10:11 PM
პოსტი #150


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 132
რეგისტრ.: 15-December 07
წევრი № 3,424



დუსელდორფის ეკლესიის წინამძღვარი და მრევლის მცირე ნაწილი. ერთერთი თბილი ქართული საღამოს შემდეგ... :-)

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 18 2009, 03:31 AM
პოსტი #151


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
დუსელდორფის ეკლესიის წინამძღვარი

რომელი მოძღვარია , სახელი და გვარი, მარტო მაქ მსახურობს? smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Dec 18 2009, 10:23 PM
პოსტი #152


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



მამა ისე არის დიუსელდორფის ეკლესიის მოძღვარი. თუ არ ვცდები მარტო ამ ქალაქში მსახურობს.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maare
პოსტი Dec 18 2009, 11:06 PM
პოსტი #153


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 132
რეგისტრ.: 15-December 07
წევრი № 3,424



თვეში ერთხელ ბრემენშიც ატარებს თუ არ ვცდები მსახურებას, სერბულ ეკლესიაში. რათქმაუნდა ქართულ ენაზე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jan 20 2010, 02:31 PM
პოსტი #154


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(maare @ Dec 17 2009, 07:11 PM) *

დუსელდორფის ეკლესიის წინამძღვარი და მრევლის მცირე ნაწილი. ერთერთი თბილი ქართული საღამოს შემდეგ... :-)

IPB-ს სურათი


საიდან ეს სურათი? მეც მაგ ეკლესიაში დავდივარ smile.gif

KAIROS

მამა ისე იღუმენია თუ არ ვცდები გელაშვილი გვარად.
დიუსელდორფში მუდმივადაა და თვეში 1 შაბათი ბონნის ბერძნულ ტაძარში ატარებს წირვას, 1 შაბათი ბრემენის სერბულ ტაძარში და თუ არ ვცდები ბოლო დროს ბილეფელდშიც იყო.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Jan 29 2010, 11:03 PM
პოსტი #155


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ციტატა(KAIROS @ Dec 8 2007, 01:34 PM) *

ბარსელონას წმ. ნინოს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია

წინამძღვარი იღუმენი ლუკა ( ფალავანდიშვილი )

IPB-ს სურათი

ეს შიგნით ტაძარი

IPB-ს სურათი

ლა რიოხას პროვინციაში მეორე წ.გიორგის ქართული ეკლესია

IPB-ს სურათი

შეგიძლიათ ზუსტი მისამართი დაწეროთ.
ბარსელონაში ქართული მართლმადიდებლური ტაძარი კიდევ არის?


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Bodbeli
პოსტი Feb 7 2010, 11:06 PM
პოსტი #156


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 15-April 08
წევრი № 4,565



შესაბამის განყოფილებაში უკვე დავწერე და აქაც დავწერ. მიუნხენში მცხოვრებ ქართველებს ბედნიერი დღე გაგვითენდა: დღეს მიუნხენის წართულ ეკლესიაში მობრძანდა უწმინდესი და უნეტარესი, დაგვლოცა იქ მყოფნი და ამშობლოში დაბრუნება გვირჩია.
სამწუხაროდ ვიდეოები არც თუ მაღალი ხარისხისაა. ჩემი დაუდევრობისა და ჩემი ფოტო-კამერის გაუმართაობის გამო გადაღებები რამოდენიმეჯერ გაწყდა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით
http://www.youtube.com/watch?v=L77gSpCpXDY
http://www.youtube.com/watch?v=nBiIs4cwqd0
http://www.youtube.com/watch?v=eOCYSa_0_p4
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Bodbeli
პოსტი Feb 8 2010, 01:33 PM
პოსტი #157


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 15-April 08
წევრი № 4,565



სიახლე: მიუნხენის ქართული ეკლესიის წინამძვარი დეკანოზი თამაზი პატრიარქის მიერ დაჯილდოვებულია გამშვენებული ჯვრის და მიტრის ტარების უფლებით. სურათს ცოტა მოგვიანებით დავდებ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 8 2010, 05:32 PM
პოსტი #158


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



Bodbeli

გაიხარე ზურაა! საღამოს ვნახავ ვიდეოებს, იქნებ ახლობელი ხალხიც დავინახო.

მამა თამაზს კი ვულოცავ! აქსიოს!


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 8 2010, 07:56 PM
პოსტი #159


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მამა ისე იღუმენია თუ არ ვცდები გელაშვილი გვარად.

biggrin.gif
ჩემი ძველი მეზობელი და ახლობელი აღმოჩნდა, საოცარ smile.gif
ციტატა
შეგიძლიათ ზუსტი მისამართი დაწეროთ.
ბარსელონაში ქართული მართლმადიდებლური ტაძარი კიდევ არის?

თამუნა, ბოდიში გვიან ვნახე პოსტი, ქართული ეკლესია კიდევ არის ბარსელონაში, ოღონდ შეიცვალეს მისამართი, ამ დღეებში გავესაუბრები მამა ლუკას და დავწერ smile.gif

ვუერთდები მილოცვებს მამა თამაზი კი ნამდვილად იმსახურებს smile.gif
პ.ს. როგორ მაინტერესებს მამა თამაზის წმიდანის დღე როდისაა smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Feb 8 2010, 08:30 PM
პოსტი #160


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



მეც ვულოცავ მამა თამაზს!

წიანსწარ რომ მცოდნოდა პატრიარქი მიუნხენში იმყოფებოდა იქნებ მომეხერხებინა მიუნხენში ჩამოსვლა,მაგრამ გვიან გავიგე სამწუხაროდ.

ზურა

სურათებს იმედია დადებ აქ.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

13 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 02:52 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი