თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია და სახელმწიფო _ საპარლამენტო რესპუბლიკა

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Oct 4 2007, 01:15 AM

საპარლამენტო რესპუბლიკაზე რას ფიქრობთ?
მე მაგალითად მომხრე ვარ.
მაინტერესებს თვითეული თქვენგანის მოქალაქეობრივი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. smile.gif

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Oct 4 2007, 01:18 AM

ილია
ბანი არ აგცდება კანონისტისგან იცოდე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Oct 4 2007, 01:56 AM

არ ვარ მომხრე საპარლამენტო მმართველობის ... მერედა ვინ მოვა მანდ? ჰმ!... wink.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 4 2007, 01:58 AM

უპრეზიდენტო საპარლამენტო მმართველობის ფორმამ მეეჭვება საქართველოში გაამართლოს. smile.gif ჩვენ არ ვართ გაწონასწორებული, წესრიგის მოყვარული ხალხი.

მონარქიის წინააღმდეგიც ვარ. ვალების დათვლას არ დავიწყებ, უფალი თვითონ განსჯის სწორად, მის წინაშე ყველანი თანაბარნი ვართ!

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Oct 4 2007, 02:01 AM

ციტატა(k@the @ Oct 4 2007, 01:58 AM) *

უპრეზიდენტო საპარლამენტო მმართველობის ფორმამ მეეჭვება საქართველოში გაამართლოს. smile.gif ჩვენ არ ვართ გაწონასწორებული, წესრიგის მოყვარული ხალხი.

მონარქიის წინააღმდეგიც ვარ. ვალების დათვლას არ დავიწყებ, უფალი თვითონ განსჯის სწორად, მის წინაშე ყველანი თანაბარნი ვართ!

აბა დიქტატურის მოყვარე ხალხი ვართ?

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Oct 4 2007, 02:05 AM

ეკლესია თუ არის მომხრე მონარქიული სახელმწიფო რომ იყოს საქართველო? თუ ეკლესია მომხრე იქნება მაშინ წინააღმდეგი არავინ იქნება

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 4 2007, 02:15 AM

ციტატა(ილია @ Oct 4 2007, 12:01 AM) *

აბა დიქტატურის მოყვარე ხალხი ვართ?

არა, დიქტატურის მოყვარე ხალხი არ ვართ. არც ვარ მომხრე დიქტატურის smile.gif
მაგრამ მთლად უპრეზიდენტო ქვეყანაც ვერ მოგვერგება. უხეშად რომ ვთქვათ 'ვიღაცას ხო უნდა დაბრალდეს ყველაფერი ცუდი რაც ხდება' biggrin.gif მერე აჯანყდებიან, ამ ვიღაცას შეცვლიან და დროებით ვართ ისევ ბედნიერები. და ასე შემდეგ... იმას ვერ მივაღწეთ რომ პრეზიდენტი რევოლუციისა და გადატრიალების გარეშე მოვიდეს. ეგ ხალხის შეგნებაზე დადებითად ნამდვილად ვერ მეტყველებს.
შენს შემთხვევაში, არ იქნება ერთი პრეზიდენტი, იქნება უამრავი პრეზიდენტუკა? უფლებამოსილებებ გაზრდილი პარლამენტი? თუ სპიკერი იქნება მერე პირველი პირი? რა იცვლება აბა? დამრწმუნე საპარლამენტო წყობილების უპირატესობაზე პრეზიდენტის გარეშე. გისმენ.

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Oct 4 2007, 02:24 AM

ციტატა(k@the @ Oct 4 2007, 02:15 AM) *

არა, დიქტატურის მოყვარე ხალხი არ ვართ. არც ვარ მომხრე დიქტატურის smile.gif
მაგრამ მთლად უპრეზიდენტო ქვეყანაც ვერ მოგვერგება. უხეშად რომ ვთქვათ 'ვიღაცას ხო უნდა დაბრალდეს ყველაფერი ცუდი რაც ხდება' biggrin.gif მერე აჯანყდებიან, ამ ვიღაცას შეცვლიან და დროებით ვართ ისევ ბედნიერები. და ასე შემდეგ... იმას ვერ მივაღწეთ რომ პრეზიდენტი რევოლუციისა და გადატრიალების გარეშე მოვიდეს. ეგ ხალხის შეგნებაზე დადებითად ნამდვილად ვერ მეტყველებს.
შენს შემთხვევაში, არ იქნება ერთი პრეზიდენტი, იქნება უამრავი პრეზიდენტუკა? უფლებამოსილებებ გაზრდილი პარლამენტი? თუ სპიკერი იქნება მერე პირველი პირი? რა იცვლება აბა? დამრწმუნე საპარლამენტო წყობილების უპირატესობაზე პრეზიდენტის გარეშე. გისმენ.

პრემიერ მინისტრს არექნება იმხელა უფლებები რამხელაც პრეზიდენტს აქვს.
პრემიერს არიჩევს პარლამენტი და პრემიერ მთავრობას დაკომპლექტებს პარლამნტის წევრებისგან ნუ მაგი მოდელზეა დამოკიდებული. უნდა შიქმნას ისეთ9ი მოდელი საპარალმენტო მართველობის რომელის ძალაუფლებას გადანაწილებს... smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 4 2007, 10:43 AM

ოფტოპიკები წავშალე.

განაგრძეთ თემა....

პოსტის ავტორი: serafita თარიღი: Oct 4 2007, 10:54 AM

ამ ეტაპზე ერთადერთ გამოსავალს ნამდვილად საპარლამენტო რესპუბლკაში ვხედავ. არ ამართლებს საპრეზიდენტო მმართველობა - დიქტატურაში გადადის. მერე ძნელია ფესვებგადგმული ერთპიროვნული მმართველის მოშორება. რატომ უნდა დაემორჩილოს მილიონობით ადამიანი ერთი ადამიანის აზრს?!

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Oct 4 2007, 10:59 AM

თეოკრატიაა ალბათ ყველაზე კარგი მაგრამ განუხორციელებელი საზოგადოებრივ-ეკონონიკური ფორმაცია

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Oct 4 2007, 08:40 PM

გარდამავალი დემოკრატიის ანდა ნახევრადდემოკრატიის ქვეყანაში როგორიც ჩვენ ვართ, თუნდაც გეოპოლიტიკური ვითარებიოდან გამომდინარე ეს ფორმა იქნება ქვეყნის დასუსტების ერთ ერთი პირობა.
ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა ამართლებს და გაამართლებს კარგა ხანს.

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Oct 4 2007, 08:51 PM

ციტატა(მამფალი @ Oct 4 2007, 08:40 PM) *

გარდამავალი დემოკრატიის ანდა ნახევრადდემოკრატიის ქვეყანაში როგორიც ჩვენ ვართ, თუნდაც გეოპოლიტიკური ვითარებიოდან გამომდინარე ეს ფორმა იქნება ქვეყნის დასუსტების ერთ ერთი პირობა.
ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა ამართლებს და გაამართლებს კარგა ხანს.

რაში ამართლებს? შენ მოგწონს როგორი მართველობაც არის ჩვენთან?

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Oct 4 2007, 10:03 PM

ციტატა(k@the @ Oct 4 2007, 02:58 AM) *

უპრეზიდენტო საპარლამენტო მმართველობის ფორმამ მეეჭვება საქართველოში გაამართლოს. smile.gif ჩვენ არ ვართ გაწონასწორებული, წესრიგის მოყვარული ხალხი.

უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას პრეზიდენტი არ უნდა ჰყავდეს. საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი ჰყავთ (და სხვათა შორის მას პარლამენტი ირჩევს და არა ხალხი tongue.gif )

რაც შეეხება საპარლამენტო რესპუბლიკის ავ-კარგიანობას: მმართველობის ფორმების განხილვის გარეშე მოვიყვან უბრალო სტატისტიკას. მსოფლიოს რესპუბლიკების უმრავლესობა საპრზიდენტო მმართველობისაა და ამასთან საპრეზიდენტო რესპუბლიკებიდან ერთადერთი განვითარებული სახელმწიფო არის აშშ, მაშინ როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკებს მიეკუთვნება ავსტრია, სან-მარინო, შვეიცარია, ირლანდია, ისლანდია, გერმანია, იტალია, ლატვია, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი... აგრეთვე "შთამბეჭდავია ე.წ. "შერეული ტიპის" სახელმწიფოთა სია: ბულგარეთი, ესტონეთი, ლიტვა, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, ჩეხეთი...

რა თქმა უნდა არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოშიც გაამართლებს ის, რაც სხვაგან ამართლებს, თუმცა ამ სტატისტიკას რაღაც მნიშვნელობა ალბათ მაინც აქვს...huh.gif

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Oct 4 2007, 10:57 PM

ციტატა(ილია @ Oct 4 2007, 08:51 PM) *

რაში ამართლებს? შენ მოგწონს როგორი მართველობაც არის ჩვენთან?

სიმართლე გითხრა ქვეყანა ასეთ ცუდ დღეში როა ეს იმი შედეგია რომ თავის დროზე პრეზიდენტი აღმოჩნდა ძალიან სუსტი და ეს ყველაფერი დაუშვა. ეს პირველ პრეზიდენტზე.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ძლიერი პრეზიდენტი უკეთესია. მე ვთქვი, რომ ეს დღევანდელ პირობებში საუკეთესო ვარიანტია.
რაც შეეხება კოალიციურ მთავრობებს და მსგავს რამეს, ეს არის პოლიტიკური კულტურის მაღალი დონის მქონე ქვეყნების ფუფუნება და არა ჩვენი აუცილებლობა.
პრეზიდენტის ძილერი პოზიცია ბერვ პრობლემას წყვეტს. მაგრამ დღეს ჩვენი წყობა ისეთი არაა რომ ვთქვათ პარლამენტი სუსტია. ეს სიტემას არ უქნია. თუკი დღეს პრეზიდენტი აბსოლიტურად "მონარქია" ეს ბრალია ცუდი პოლიტიკური კულტურისა და მეტი არაფრისა.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 4 2007, 11:30 PM

Ismail
ჩემი ციტატა რისთვის მოიყვანე აბა. ეთანხმები თუ მე განმიმარტე საპარლამენტო რესპუბლიკა, მადლობ smile.gif
მე ვიცოდი რო გერმანიაში კანცლერი ქვია ანგელას rolleyes.gif

თან ამ თემას ადრე ერქვა 'საქართველო პრეზიდენტის გარეშეო' და იმიტომ დავწერე საპარლამენტო რესპუბლიკა უპრეზიდენტოდ, თორე იმ პარლამანტს რომ თავი ეყოლება გასაგებია smile.gif
საერთოდ მოწესრიგებულ ბიუროკრატიულ გერმანიას ჩვენს საქართველოს ვერ შევადარებთ. ამიტომ აქ თუ ეგ მოდელი მუშაობს, არ ნიშნავს ჩვენთანაც იმუშავებს.

ხოდა კიდევ მიმაჩნია, დღეს საქართველოს ისე არ გვილხინს, რომ სახელმწიფო წყობილების შეცვლაზე ვიფიქროთ.

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Oct 5 2007, 09:47 AM

ციტატა(მამფალი @ Oct 4 2007, 10:57 PM) *

სიმართლე გითხრა ქვეყანა ასეთ ცუდ დღეში როა ეს იმი შედეგია რომ თავის დროზე პრეზიდენტი აღმოჩნდა ძალიან სუსტი და ეს ყველაფერი დაუშვა. ეს პირველ პრეზიდენტზე.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ძლიერი პრეზიდენტი უკეთესია. მე ვთქვი, რომ ეს დღევანდელ პირობებში საუკეთესო ვარიანტია.
რაც შეეხება კოალიციურ მთავრობებს და მსგავს რამეს, ეს არის პოლიტიკური კულტურის მაღალი დონის მქონე ქვეყნების ფუფუნება და არა ჩვენი აუცილებლობა.
პრეზიდენტის ძილერი პოზიცია ბერვ პრობლემას წყვეტს. მაგრამ დღეს ჩვენი წყობა ისეთი არაა რომ ვთქვათ პარლამენტი სუსტია. ეს სიტემას არ უქნია. თუკი დღეს პრეზიდენტი აბსოლიტურად "მონარქია" ეს ბრალია ცუდი პოლიტიკური კულტურისა და მეტი არაფრისა.

პოლიტიკური კულტურა არც გვაქ ჩვენ სამწუხაროდ. მერე მაგას ვიძახი ხომ უნდა დავიწყოთ როდესმე? როდემდე უნდა ვიყოთ დამოკიდებული ერთ კაცზე? დღეს პარლამენტი არაფერს არ წარმოადგენს! რასაც ეტყვის მიშიკო იმას აკეთებენ იმ კანონებს იღებენ. ასევე ბიუჯეტის ჩავარდნის შემთხვევაში პრეზიდენტს აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტი ანუ მექანიზმი აქ თუ არ დამემორჩილებით დაგითხოვთო და მერე გაყალბებული არჩევნებით ისევ უმრავლესობით მოვალო. რათ უნდა პრეზიდენტს ამხელა უფლებები?
საართველოში არ ამართლებს საპრეზიდენტო მართველობა და ანმათი წასვილის მერე შეიცვლება კიდეც ესეთი სამარცხვინო მართველობა. smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Oct 5 2007, 09:50 AM

ილია
მონარქია საქართველოში, მონარქი ეკლესიისა და უფლის მიერ მირონცხებული მეფე.

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Oct 5 2007, 10:03 AM

ციტატა(ილია @ Oct 5 2007, 09:47 AM) *

პოლიტიკური კულტურა არც გვაქ ჩვენ სამწუხაროდ. მერე მაგას ვიძახი ხომ უნდა დავიწყოთ როდესმე? როდემდე უნდა ვიყოთ დამოკიდებული ერთ კაცზე? დღეს პარლამენტი არაფერს არ წარმოადგენს! რასაც ეტყვის მიშიკო იმას აკეთებენ იმ კანონებს იღებენ. ასევე ბიუჯეტის ჩავარდნის შემთხვევაში პრეზიდენტს აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტი ანუ მექანიზმი აქ თუ არ დამემორჩილებით დაგითხოვთო და მერე გაყალბებული არჩევნებით ისევ უმრავლესობით მოვალო. რათ უნდა პრეზიდენტს ამხელა უფლებები?
საართველოში არ ამართლებს საპრეზიდენტო მართველობა და ანმათი წასვილის მერე შეიცვლება კიდეც ესეთი სამარცხვინო მართველობა. smile.gif

პოლიტიკური კულტურა თუ არ გვაქ რო საპრეზიდენო მართველობა იდეალურ დონეში გვქონდეს, რატო ფიქრობ რო საპარლამენტოს პირობებში, სადაც ერთის ნაცვლად ათი კაცი, ათი დაინეტერესებული ჯგუფი, ათი დამნაშავე იქნება იქ გვექნას ეს კულტურა.
მოდი ასე ვთვქვათ: პრეზიდენტის ფუნქციები უნდა გადანაწილდესო ხო? საერთოდ ხელისუფლება უნდა იყოს სამ შტოზე გადანაწილებული და თუ დგეს არ მოგვწონს პრეზიდენტის ასეთიე რთპიროვნულობა, ეს სისტემის ბრალი არაა. ეს კონკრეტული ჯგუფის ბრალია რომელიც ხელისუფლებაშია.
რომც კარგი იყოს საპარლამენტო მართვა, ეს უფრო იმის თქმა რომ არ მსურს ასეთ გარემოში: საგარეო და საშინაო-ში ვიყოო. ეს სურვილი ერთია და რეალობა მეორე. არსებულ პირობებში საპრეზიდენტო საუკეთესოა.

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Oct 5 2007, 10:06 AM

მე კატეგორიულად მოწინაღმდეგე ვარ, რადგან ბოლო 10 წლის განმავლობაში მიწევს ყურება საპარლამენტო მართველობის სახემწიფოსი, ვხედავ რამდენათ უსურია ხდება პრემიერ მინისტრი როგორც ლიდერი მას არ შეუძლია მიღოს კატეგორიული გადაწყვეტილებები თუნდაც სახემწიფოს სასრგებლოთ თუ პირველ რიგში პარტიების ინტერესებს არ გაითვალისწინებს და მათ ინტერესბს არ გაითვალისწინებს.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Oct 5 2007, 10:10 AM

შოთა
http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm
მართალი ხარ შოთა smile.gif

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Oct 5 2007, 10:15 AM

ციტატა(Ismail @ Oct 4 2007, 10:03 PM) *

უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას პრეზიდენტი არ უნდა ჰყავდეს. საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი ჰყავთ (და სხვათა შორის მას პარლამენტი ირჩევს და არა ხალხი )

რაც შეეხება საპარლამენტო რესპუბლიკის ავ-კარგიანობას: მმართველობის ფორმების განხილვის გარეშე მოვიყვან უბრალო სტატისტიკას. მსოფლიოს რესპუბლიკების უმრავლესობა საპრზიდენტო მმართველობისაა და ამასთან საპრეზიდენტო რესპუბლიკებიდან ერთადერთი განვითარებული სახელმწიფო არის აშშ, მაშინ როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკებს მიეკუთვნება ავსტრია, სან-მარინო, შვეიცარია, ირლანდია, ისლანდია, გერმანია, იტალია, ლატვია, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი... აგრეთვე "შთამბეჭდავია ე.წ. "შერეული ტიპის" სახელმწიფოთა სია: ბულგარეთი, ესტონეთი, ლიტვა, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, ჩეხეთი...

რა თქმა უნდა არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოშიც გაამართლებს ის, რაც სხვაგან ამართლებს, თუმცა ამ სტატისტიკას რაღაც მნიშვნელობა ალბათ მაინც აქვს...

გეტყობა სადაც სწავლობ (© ზურა) tongue.gif biggrin.gif biggrin.gif

ახლა კი იმას გეტყვი, რომ გირჩევნია დემეტრაშვილის და ცნობილაძის წიგნების ქექვას თავი დაანებო, მაგ სტატისტიკებსაც და უფრო არგუმენტირებულად მოახდინო საპარლამენტო რესპუბლიკის (რომელიც სხვათაშორის რიგ ლიტერატურაში პარლამენტურადაც არის მოხსენიებული) არსებობის შესაძლებლობა- შეუძლებლობა საქართველოში

პ.ს. ხმალაძის, ალფაიძის და და რაც მთავარია მელქაძის ლექციები არ დაგავიწყდეს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პ.პ.ს. მე პირადად საპარლამენტო რესპუბლიკის არსებობა საქართველოში მეტ-ნაკლებად ნორმალურად მიმაჩნია,(აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, და არის იმის შესაძლებლობაც რომ საქართველოს სამართლებრივ სისტემას მოერგოს) რა თქმა უნდა არგუმენტებიც მაქვს ამისი, უბრალოდ დრო არ მაქვს უფრო ამომწურავად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. მოვიცლი და დავპოსტავ რაღაცეებს. smile.gif ნუ ეხლა ჩვენ უბრალო მოკვდავნთ თუ შეგვწევს მაგის ძალა biggrin.gif biggrin.gif
მანამდე კი კონკრეტული არგუმენტები (სადაც იქნება წარმოჩენილი დადებითიც და უარყოფითიც) იქნებ თქვენ დაპოსტოთ... unsure.gif

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Oct 5 2007, 10:21 AM

მგონი ჰობს აქვ ნათქვამი როცა ის მონარქიასა და რესპუბლიკას ადარებს.
ამბობს რომ მონარქიის დროს არის საფრთხე ერთის დიქტატია, რესპუბლიკის დროს მრავალტა დიქტატისა.
მონარქას შეუძლია ერთპიროვნულად და სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება, რესპუბლიკისას კი ანგარიში მრავალ ჯგუფს უნდა გაეწიოს
ასევეა ძლიერი საპრეზიდენტო და საპარლამენტო. ეს ფოპრმა არის არაფეფექტური და ისეთი ქვეყნისთვისაა რომელსაც დალაგებული აქვს ყვლაფერი და შეუძლია პრობლემაზე წლობით იმუშაოს. საპარლანმენტოში როგორც შოთამ ტქვა, გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა პარტიათა ინტერესების დაკმაყოფილება. ეს დროის დიდ მონაკვეთს მოითხოვს.
წარმოიდგინეთ ტქვენ ეხლა: დღეს მემარჯვენეების, დემოკრატების, კონსერვატორების და თუნდაც ნაციონალების საპარლამენტო რესპუბლიკა. და თუნდაც ავიღოთ ის კვიციანის ამბოხი. რამდენ დღეში გაიწელებოდა რეაქცია და ეს რას წაადგებოდა უკეთესად ისიც ვიცით.

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Oct 5 2007, 10:37 AM

საპარლამენტო მონარქია

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Oct 5 2007, 10:39 AM

ციტატა(მამფალი @ Oct 5 2007, 10:21 AM) *

მგონი ჰობს აქვ ნათქვამი როცა ის მონარქიასა და რესპუბლიკას ადარებს.
ამბობს რომ მონარქიის დროს არის საფრთხე ერთის დიქტატია, რესპუბლიკის დროს მრავალტა დიქტატისა.
მონარქას შეუძლია ერთპიროვნულად და სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება, რესპუბლიკისას კი ანგარიში მრავალ ჯგუფს უნდა გაეწიოს
ასევეა ძლიერი საპრეზიდენტო და საპარლამენტო. ეს ფოპრმა არის არაფეფექტური და ისეთი ქვეყნისთვისაა რომელსაც დალაგებული აქვს ყვლაფერი და შეუძლია პრობლემაზე წლობით იმუშაოს. საპარლანმენტოში როგორც შოთამ ტქვა, გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა პარტიათა ინტერესების დაკმაყოფილება. ეს დროის დიდ მონაკვეთს მოითხოვს.
წარმოიდგინეთ ტქვენ ეხლა: დღეს მემარჯვენეების, დემოკრატების, კონსერვატორების და თუნდაც ნაციონალების საპარლამენტო რესპუბლიკა. და თუნდაც ავიღოთ ის კვიციანის ამბოხი. რამდენ დღეში გაიწელებოდა რეაქცია და ეს რას წაადგებოდა უკეთესად ისიც ვიცით.

საქართველოს ეგ არ ემუქრება არ ინერვიულო, მკვეთრად გამოკვეთილი მრავალპარტიულობა საქართველოს მმართველ წრეებში არასოდეს ყოფილა smile.gif თუ ვცდები? unsure.gif smile.gif
სამწუხაროდ ქართველ ხალხს არ შეგწევს იმის ძალა, რომ ჩვენი პოზიცია გადავანაწილოთ მრავალ პოლიტიკურ პარტიათა მხარდასაჭერად და მოვახდინოთ ჯანსაღი კონკურენციის არსებობა თუნდაც "პარლამენტის სივრცეში." "კამათში იბადება ჭეშმარიტებაო" ნათქვამია, მაგრამ ჭეშმარიტ კამათს სულ ცოტა ორი მხარე მაინც რომ სჭირდება ეგ გვავიწყდება სამწუხაროდ. სადაა 2 მხარე?(არაფერს ვამბობ რამდენიმეზე).
ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილ ადამიანს აქვს ნათქვამი (სამწუხაროდ ზუსტად აღარ მახსოვს) "ნეტა როდის ვნახავ საქართველოს პარლამენტში ჭეშმარიტი კამათის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებასო"
არ შეიძლება მხოლოდ ერთი შეუმცდარი მხარის არსებობა და ერთპიროვნულად გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით მაშინ თუ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის კეთილდღეობას ეხება ... mellow.gif საჭიროა კამათში გამოწრთობილი მეტ-ნაკლებად "ჭეშმარიტი გადაწყვეტილების" მიღება!!!

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Oct 5 2007, 10:49 AM

მამფალი
ეგ კიდე არაფერია მე აქ ბევრათ უფრო ბინძური მაგალითი მაქვს და მაგიტომ დამეკარგა წარმოდგენა საერთო მაგ სტილით სახემწიფოს მართვაზე, შევეცდები მოკლეთ აგიხწეროტ ეს სიტოაცია აქ რელიგოზების 70% პროცენტი ცხოვრებაში 3 მთავარ რამეს აკეთებენ (აბა გამოიცანით რას? biggrin.gif )
1: მთელი ცხოვრება მარტო სწავლობენ სასულიორო წიგნებს
2: არა ნაკლებს მნიშვნელოვანს ასევე , აჩენენ ბავშვებს ანუ თიოთოულ ოჯახში საშვალოთ 7 -8 ბავშვია თუ მეტი არა....
3: არ ტოვებენ არცერთ არჩევნებს
დახლოებით ამ სამი მცნებით მოსახლებისუ 15-20% ცხვორბს ანუ აწვევან სახემწიფოს ზურგზე არც მუშაობენ და არც ნალოგებს არ იხდიან ზატო ყავთ თავიანთი პარტიები რომლებიც ყოველტვის არიან მთავრობის შემოაფგენლობაში ეგ იმიტომ რომ მემარჯვენები და მემარცხენები ვერასოდეს თანხმდებიან ანუ გამოდის რომ ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობის სათავეში მათი ხმები მაინც დაჩირდებათ მათ კი არ აინტერესბს მთავრბის პოლიტიკა მთავრია რომ წლის ბიუჯეტიდან რაც შეიძლება მეტი ფული წაიღონ.
ეს პატარა მაგალითია თუ რატომ არ არ ვარგა მსგავსი მართველბა ასევე არის სხვა მრავალი ალაბათ მერე კდიე ცამოვთვლი თუ თემა არ დაგვიხურეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Oct 5 2007, 11:00 AM

ციტატა(შოთა @ Oct 5 2007, 10:49 AM) *

საქართველოსთვის ეს "ბინძრი მაგალითი" დასაწყისისთვის ცუდი არ იქნება, მოსახლეობის 20% თუ მაინც გაამრავლებს ერს მაგას რა ჯობია biggrin.gif biggrin.gif

პ.ს. ისე ჩემი აზრით ერთპიროვნულ მმართველობას მაინც ეგ ჯობია, ლა ვიცი ლა ვიცი unsure.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 5 2007, 12:13 PM

პარლამენტში ვინ წარმოგიდგენიათ? ან რა იცით საპრლამენტო მართვის სისტემაზე?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 5 2007, 12:17 PM

რატომ არის საპრეზიდენტო მმართველობა ერთპიროვნული? უბრალოდ საპრეზიდენტო მმართველობის დროს, პრეზიდენტს შეუძლია გადამწყვეტი პოზიცია დააფიქსიროს და უკუნითი-უკუნისამდე არ გაწელოს ისეთი საკითხები, რაც სწრაფ რეაგირებას საჭიროებს ხელისუფლების მხრიდან.
სულაც არ ვარ მონარქიის, ან ერთპიროვნული მმართველობის მომხრე. მაგრამ სრული არარსებობა სახელმწიფოს პირველი პირისა და მის მაგივრად კლანთა და ჯგუფთაშორისი დაპირისპირების მომხრეც არ ვარ. პრეზიდენტი უნდა არსებობდეს, მაგრამ მას არ უნდა ქონდეს განუსაზღვრელი უფლებამოსილება. პრინციპში არც აქვს, უბრალოდ ჩვენთან ხდება ყველაფრის გაუკუღმართება. სახელმწიფოში სადაც კანონი არ კანონობს და სათანადო სიმაღლეზე არაა, ვერცერთი წყობილება ვერ იქნება წარმატებული!

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 5 2007, 12:32 PM

k@the

ციტატა
სულაც არ ვარ მონარქიის, ან ერთპიროვნული მმართველობის მომხრე. მაგრამ სრული არარსებობა სახელმწიფოს პირველი პირისა და მის მაგივრად კლანთა და ჯგუფთაშორისი დაპირისპირების მომხრეც არ ვარ. პრეზიდენტი უნდა არსებობდეს, მაგრამ მას არ უნდა ქონდეს განუსაზღვრელი უფლებამოსილება.

საპარლამენტი რესპუბლიკა სულაც არ გულისხმობს მხოლოდ პარლამენტი არსებობას, ცხადია პირველი პირი იქნება სეზღუდული უფლებებით, მაგრამ პარლამენტის საკითხი პაწა რთულადაა, ვინ წარმოგიდგენიათ პარლამენტშI?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 5 2007, 12:34 PM

მხევალი ნინო

ციტატა
ვინ წარმოგიდგენიათ პარლამენტშI?

მე tongue.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 5 2007, 12:35 PM

კანონისტი

ციტატა
მე

ნუ, არ ვიცი რა, ეს ბიჭი ნამდვილი დიქტატორია, პრეზიდენტი ხომ არის, ეხლა პარლამენტიც ეს ყოფილა, ვავა ვავა ვავა საქართველო....

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 5 2007, 12:51 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Oct 5 2007, 10:32 AM) *

k@the
საპარლამენტი რესპუბლიკა სულაც არ გულისხმობს მხოლოდ პარლამენტი არსებობას, ცხადია პირველი პირი იქნება სეზღუდული უფლებებით, მაგრამ პარლამენტის საკითხი პაწა რთულადაა, ვინ წარმოგიდგენიათ პარლამენტშI?

ნინო თუ ყველანაირ უფლებას შეუზღუდავ, იყოს აბა ბუტაფორია biggrin.gif , ის პრეზიდენტი მაინც არ იქნება smile.gif

(ეხლა არ მითხრათ, მაშინ ანგელაც ბუტაფორიააო, ეგ სხვა სახელმწიფოა და მე საქრთველოზე ვმსჯელობ smile.gif)

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Oct 5 2007, 06:49 PM

მაკუნა
a075.gif a025.gif

პოსტის ავტორი: ტფილელი თარიღი: Jan 22 2012, 08:10 PM

ციტატა
 საპარლამენტო რესპუბლიკა, რას ფიქრობთ?

არ ვარ მომხრე.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 26 2012, 02:15 AM

ეს ნახეთ რა...
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
http://www.ambebi.ge/politika/64137-ra-khdeboda-tsvimis-dros-quthaisis-parlamentshi-da-ratom-iqneven-khelebs-tualetshi-myofi-deputatebi.html

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2012, 04:30 PM

ციტატა(A.V.M @ Oct 26 2012, 03:15 AM) *

ეს ნახეთ რა...
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
http://www.ambebi.ge/politika/64137-ra-khdeboda-tsvimis-dros-quthaisis-parlamentshi-da-ratom-iqneven-khelebs-tualetshi-myofi-deputatebi.html

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს...

პოსტის ავტორი: mata თარიღი: Nov 10 2012, 09:02 PM

საპარლამენტო რესპუბლიკა რას ნიშნავს

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)