IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> იოსები და მარიამი
vaxushti13
პოსტი Dec 1 2012, 11:39 AM
პოსტი #1


ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 443
რეგისტრ.: 20-November 12
წევრი № 12,755



ერხელ მაქვს უგულისყუროდ წაკითხული ახალი აღთქმა, ეხლა მინდა რო გულისყურით წავიკითხო და წაკითხვისას ვიწერ ჩემთვის გაუგება ფრაზებს იქნებ თქვენ დამეხმაროთ, ბოდიშს ვიხდი თუ ამ კითხვებში რაღაც უმეცრებით ან თუნდაც ჩემდა უნებურად მკრეხელურად მაქვს დაწერილი

24 სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი.
25 არ გაჰკარებია მას, ვიდრე არა შვა თავის ძე და დაარქვა მას იესო

ეს ვიდრე რას ნიშნავს ანუ ისეო ქრისტეს შობის შემდეგ გაეკარა??? (მათე 1, 25)

1 როცა იესო იშვა იუდეის ბეთლემში , მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მოვიდნენ მოგვები აღმოსავლეთიდან და თქვეს:
2 "სად არის იუდეველთა მეფე, რომ იშვა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით რათა თაყვანი ვცეთ მას."

რას ნიშნავს ვარსკვლავი ვიხილეთ აღმოსავლეთში, ეს მოგვები ვარსკვლავთმრიცხველები იყვნენ თუ? (მათე1, 1. 2)

1 მაშინ სულმა წაიყვანა იესო უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად

ვინ იგულისხმება ამ სულში და რაში სჭირდებოდა იესო ქრისტეს ეშმაკისგან გამოცდა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
puskuu
პოსტი Dec 1 2012, 08:02 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 88
რეგისტრ.: 6-September 10
წევრი № 9,417



http://orthodoxy.ge/tserili/zosime/sarchevi.htm ამ ბმულს მიყევი და იმედია დაგეხმარება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vaxushti13
პოსტი Dec 2 2012, 01:24 PM
პოსტი #3


ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 443
რეგისტრ.: 20-November 12
წევრი № 12,755



ციტატა(puskuu @ Dec 1 2012, 08:02 PM) *

http://orthodoxy.ge/tserili/zosime/sarchevi.htm ამ ბმულს მიყევი და იმედია დაგეხმარება

წაკითხვით წაკითხული მაქვს უბრალოდ ამ ადგილებს ჩემი ტვინით ვერ ვხვდები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 3 2012, 05:03 PM
პოსტი #4


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



და არა იცოდა იგი იოსებმა, ამბობს წმიმდა მახარებელი, ვიდრემდე ჰშუა ძეი იგი მისი პირმშოი, - ანუ არასოდეს არ იცოდა იგი იოსებმა როგორც ქმარმა, რადგან სიტყვა ვიდრემდე წმიდა წერილში არ იხმარება რაღაც განსაზღვრული დროის აღმნიშვნელად. ასე მაგალითად, შექმნათა წიგნში (8,7) ნათქვამია: „და განავლინა ყორანი ხილვად, უკუეთუ მოაკლდა წყალი და განსრული არა კუალად იქცა ვიდრე განხმობამდე წყლისა ქუეყანისაგან“, მაგრამ ყვავი იმის შემდგომაც არ დაბრუნდა კიდობანში; 109-ე ფსალმუნში ვკითხულობთ: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა“ (ფს. 109,1). მაგრამ მტრების შემუსრვის შემდეგაც ზის ღვთის ძე მარჯვენით მამისა. სახარების იგავშიც ნათქვამია, რომ „და განურისხნა უფალი იგი მისი, და მიჰსცა იგი ხელთა მტანჯუელთასა, ვიდრემდის გარდაიხადოს ყოველი იგი თანანადები მისი“ (მთ. 18,34). ე.ი. სამუდამოდ, რადგან მტანჯველთა ხელში მყოფი, როგორ და რით გადაიხდიდა იგი თავის ვალს? - ასევე აქაც, როცა მახარებელი ამბობს: „არა იცოდა იგი, ვიდრემდის ჰშუა ძეი იგი მისი“, არ იფიქრო, რომ იოსებმა შემდეგ იცნა იგი. მახარებელს აქ იმის თქმა სურს, რომ მარიამი იესო ქრისტეს შობამდე იყო ქალწული, და რა იყო შობის შემდგომ, ამაზე შენ შეგიძლია განსაჯო, ცხადია, მახარებლის განმარტების გარეშეც, რომ ისეთი მართალი მოხუცი, როგორიც იყო იოსები, არ იკადრებდა ქალწულის ცნობას იმის შემდეგ, რაც იგი სასწაულებრივად, სული წმიდისაგან შეიქნა დედად ღვთისა და იმ საკვირველი სასწულების შემდგომ, რისი მოწმეც თავად გახდა. ისიც გაიხსენე, რომ თვით ყოვლად წმიდა ქალწულს სამუდამო აღთქმა ჰქონდა დადებული ქალწულებისა და მხოლოდ იმიტომ დათანხმდა მოხუცებულ იოსებზე დაწინდვას, რომ მას იგი დაეცვა და დაეფარა, და არამც და არამც არ გაჰყვა მას როგორც ქმარს. ვინ იკადრებს და იტყვის, რომ მან დაარღვია თავისი აღთქმა? ასეთი აზრი შეურაცხყოფდა დედათა შორის ყოვლად წმიდასა და უფროსად კურთხეულ ღვთის დედას. როგორც შობამდე, ისე შობისას და შობის შემდგომაც იგი ქალწულია, ამიტომაც წმიდა ეკლესია მარადქალწულსა და ღვთის საპატარძლოს უწოდებს მას. წმიდა იოსები მხოლოდ ემსახურებოდა მას, როგორც მონა ემსახურება თავის ქალბატონს, როგორც ღვთის კურთხეულ დედას. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, წმიდა წინასწარმეტყველი ეზეკიელი, რომელმაც თავის საიდუმლო ჩვენებაში იხილა რა ხორცშესხმული ღმერთის ქვეყნად მოსვლა, რომელიც ტაძარში აღმოსავლეთის კარიდან შედიოდა, ღვთის სახელით ამბობდა: „ეს კარიბჭე ჩაკეტილი იქნება, არ გაიღება; კაციშვილი ვერ შევა იქ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი შედის იქ, ამიტომაც დაკეტილი იქნება“ (ეზეკ. 44,2). წმიდა მამების აზრით ამ კარიბჭის ქვეშ, საიდუმლო მნიშვნელობით, უნდა ვიგულისხმოთ მარად ქალწული მარიამი, რომელიც იქნება დახშული, ანუ სიწმიდესა და დაურღვეველ ქალწულებაში, ვისგანაც მხოლოდ ერთი ქრისტე ღმერთი გამოვიდა ამ სოფელში და არავინ შესულა მასში. ღირსეული და საკვირველი სახელი მარადქალწულისა, უწოდეს მას მეხუთე და მეექვსე მსოფლიო კრებათა წმიდა მამებმა თავიანთ კანონებში. და როცა გამოჩნდნენ სხვადასხვა მწვალებლები, რომლებიც ბედავდნენ და ასწავლიდნენ, რომ თითქოს მაცხოვრის შობის შემდგომ ქალწულ მარიამსიოსებისაგან კიდევ ჰყავდა შვილები, ეკლესიის მამებმა ერთხმად აიმაღლეს ხმა უგუნურობაზე და ასეთ სწავლებას უწოდეს მწვალებლობა და ერესი და საჯაროდ დაგმეს იგი ადგილობრივ საეკლესიო კრებებზე. უწოდა რა ღვთის დედას მარადქალწული, წმიდა ეკლესიამ მას კიდევ მიუძღვნა დიდებული სახელი ღვთისმშობელისა. ასე უწოდა მას სული წმიდის ჩაგონებით მართალმა ელისაბედმა: „და ვინა ჩემდა ესე, რათა მოვიდეს დედა უფლისა ჩემისა ჩემდა?“ (ლკ. 1,43). „დედა უფლისა“ იგივეს ნიშნავს, რაც „ღვთისმშობელი“. „ვინც არ ცნობს მარიამს ღვთისმშობლად, იგი მოეკვეთება ღვთიურობას“ - ამბობს წმიდა გრიგორი ნაზიანზელი. მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წმიდა ეკლესიამ საზეიმოდ დაამტკიცა თავისი სწავლება, რომ უფალი იესო ქრისტეს დედა არის ჭეშმარიტად ღვთისმშობელი და მარად ქალწული. მართალია წმიდა მახარებლები მათე და იოანე იხსენებენ ქრისტეს ძმებსაც, მაგრამ წმიდა მამები, ეყრდნობიან რა მოციქულთა გადმოცემას, თვლიან რომ ისინი არიან იოსების შვილები პირველი ქორწინებიდან. დედის მხრივ ჩვენს უფალს ძმები არ ჰყოლია. ამიტომაც იყო, რომ ჯვარზე გაკრულმა სიკვდილის წინ, თავისი ყოვლად წმიდა დედა ჩააბარა საპატრონებლად არა ხორციელ ძმებს, არამედ თავის უახლოეს მოწაფესა და მეგობარს - იოანე ქალწულ მახარებელს. ღვთის კურთხეულ დედას რომ ჰყოლოდა თავისი შვილები, მაშინ მისი პატრონობა იესო ქრისტეს შემდეგ იმათ ეკუთვნოდათ. მაგრამ ისინი არ ჰყავდა მარიამს, ამიტომ სიტყვა პირმშო, რომელიც მათე მახარებელთან გვხვდება, უბრალოდ ნიშნავს პირველშობილს, მხოლოდშობილს, ისე როგორც მოციქული უწოდებს იესო ქრისტეს „ყოველთა დაბადებულთა პირმშოს“ (კოლ. 1,15), „შესვენებულთა პირმშოს“ (გამ. 1,5), „პიმშოდ“ მოსეს სჯულითაც იწოდება ყოველი ახალშობილი მამრი, რომელიც პირველად დაიბადება შემდგომ შეუღლებისა, მის შემდეგ დედამისს საერთოდ რომ აღარ დაებადა (გამოს. 13,2).

ციტატა
რას ნიშნავს ვარსკვლავი ვიხილეთ აღმოსავლეთში, ეს მოგვები ვარსკვლავთმრიცხველები იყვნენ თუ?

კი

ანუ ასტრონომები.

ციტატა
ვინ იგულისხმება ამ სულში და რაში სჭირდებოდა იესო ქრისტეს ეშმაკისგან გამოცდა?

http://orthodoxy.ge/tserili/zosime/4_1-11.htm
აქ არის მაგ ეპიზოდის განმარტება


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaz
პოსტი Dec 4 2012, 05:19 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Validating
პოსტები: 579
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,020



vaxushti13
ახალ აღთქმას როცა კითხულობ აუცილებლად წმ. მამების განმარტებას უნდა დაეყრდნო. საკუთარი გონებით განმარტება დიდ შეცდომებთან არის დაკავშირებული. ნეტარ თეოფილაქტე ბულგარელს აქვს ოთხივე სახარების განმარტება და საეკლესიო მაღაზიებში იყიდება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Dec 4 2012, 06:43 PM
პოსტი #6


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



vaxushti13
ციტატა
რას ნიშნავს ვარსკვლავი ვიხილეთ აღმოსავლეთში, ეს მოგვები ვარსკვლავთმრიცხველები იყვნენ თუ? (მათე1, 1. 2)

მართლაც, როდესაც წმიდა წერილს ვკითხულობთ, წმიდა მამათა განმარტებებს უნდა დავეყრდნოთ.... ხშირად ჩვენი გონება უძლურია სახარებისეულ სიბრძნის გაგებაში. ორიგენემ მთელი თავისი ცხოვრება წმიდა წერილის შესწავლას დაუთმო და ბოლოს ერესს დაუდო საფუძველი.

რაც შეეხება მოგვებს. მოგვები მართლაც ვარსკვლათმრიცხველებე იყვნენ, მაგრამ საინტერესოა რა ვარსკვლავი იხილეს ასეთი? წმ. იოანე ოქროპირი და თეოფილაქტე ბულგარელი ამბობენ, რომ ეს ზეციური ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო, რომელიც წინ მიუძღვოდა მოგვებს, მაგრამ საინტერესოა ერთი რამ. ებრაელთა ტყვეობის ჟამიდან მათში იყო წინასწარმეტყველებები, მესიის მოსვლის შესახებ, და იცოდნენ, რომ იაკობისგან ამობრწყინდებოდა ვარსკვლავი. ვარსკვლავის წარმომავლობის შესახებ საინტერესო რამ წერია პეტროცთანაც. აქ ნათქვამია, რომ 1602 წელს იუპიტერი დსა სატურნი შეუერთდნენ ერთმანეთს და 1603 წელს მათ მარსიც შეუერთდა. ამის შედეგად ცაზე გამოჩნდა უცნაური ვარსკვლავი, რომელიც 1604 წელს გაქრა. ასტრონომთა გამოთვლებით ასეთივე შეერთება მოხდა ქრისტეს შობის დროსაც.... ასე, რომ უცნაური ვარსკვლავი შესაძლოა სწორედ ეს იყო და ეს მიიჩნიეს მესიის დაბადების მაუწყებელ ვარსკვლავად და გაემართნენ თაყვანის საცემად, თუმცა ჰეროდესგან წამოსულებს ზეციური წარმომავლობის ვარსკვლავი მიუძღვებოდათ.... ვარსკვლავზე არსებობს ასეთი აზრიც, რომ ეს შესაძლოა კომეტა იყო, რომლის კუდიც გზას უჩვენებდა, მაგრამ ეს მოსაზრება არც თუ ისე დამაჯერებელია..... კომეტის გამოჩენა მთლად იშვიათი მოვლენა არ არის და ყოველი კომეტის გამოჩენა მათზე ასეთ გავლენას ვერ მოახდენდა.


მოგვების თემაზე გურამი ამუშავებს რეფერატს და იმედია აქაც დადებს თავის ნამუშევარს. smile.gif


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vaxushti13
პოსტი Dec 4 2012, 08:04 PM
პოსტი #7


ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 443
რეგისტრ.: 20-November 12
წევრი № 12,755



ასე თუ ისე რაღაც აზრი გამოვიტანე, მარა ის ვერ გავიგე ვარსკვლავთმრიცხველობას და ამ ეგრეთწოდებულ ზოდიაქოს მართმადიდებლობა ხომ კრძალავს?..... თქვენის ნებართვით რამდენიმე კითხვას კიდე დავამატებ
მათე 8(22) მაგრამ იესომ უთხრა მას: "შენ გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ" ვერ ჩავწვდი სამწუხაროდ ამას
მათე 13(11) იესო ქრისტე მიმართვას მოციქულებს "თქვენ მოცემული გაქვთ იცოდეთ ცათა სასუფევლის საიდუმლოებანი, მათ(სხვა ხალხი იგულისხმება) კი არა აქვთ ეს მიცემული...
მიუხედავად იმისა რომ მოციქულებმა ყველაფერი იცოდნენ ცის სასუფევლის შესახებ მაინც დიდი ურწმუნოება იყო მათში.... რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: თუნდაც პეტრეს სამჯერ უარყოფა; როდესაც იესო წყალზე მოდიოდა და პეტრემაც სთოვა რომ მის შესაგებებლად წყალზე წამოსულიყო მან გარკვეული ხნის შემდეგ ჩაძირვა დაიწყო(რწმენის შესუსტების გამო) თუნდაც როდესაც იესო ქრისტემ რამდენიმე სასწაული მოახდინა პურით და თევზით (თუ არ ვცდები ორჯერ) სხვა დროს როდესაც მოციქულები იესო ქრისტესთან განმარტოვდნენ გულში ფიქრობდნენ ღომ საჭმელი არ ქონდათ და რა უნდა ეჭამათ...
და კიდე ერთი შეკითხვა ფარისევლები იესო ქრისტეს თხოვდნენ ნიშანს იმისა რომ უფლის ძე იყო, მაინც რა ნიშანს ითხოვდნენ ისინი როდესაც უფალი მათ წინაშე უამრავ სასწაულს აღასრულებდა

ციტატა(zaz @ Dec 4 2012, 05:19 PM) *

vaxushti13
ახალ აღთქმას როცა კითხულობ აუცილებლად წმ. მამების განმარტებას უნდა დაეყრდნო. საკუთარი გონებით განმარტება დიდ შეცდომებთან არის დაკავშირებული. ნეტარ თეოფილაქტე ბულგარელს აქვს ოთხივე სახარების განმარტება და საეკლესიო მაღაზიებში იყიდება.

ფასიც ხო არ გეცოდინება?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaz
პოსტი Dec 4 2012, 08:47 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Validating
პოსტები: 579
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,020



vaxushti13
ციტატა
ფასიც ხო არ გეცოდინება?

სათითაოდ იყიდება თითოეული სახარების განმარტება. ლესელიძეზე არის საპატრიარქოს მაღაზიები და იქ ქონდათ. ფასი თითოეული სახარების განმარტების, როგორც მახსოვს, სადღაც 8 ლარამდე იყო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამას
პოსტი Apr 21 2014, 05:06 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 29
რეგისტრ.: 28-March 07
წევრი № 1,521



მათე 1.25: "არ გაჰკარებია მას, ვიდრე არა შვა თავის ძე და დაარქვა მას იესო"

ამ თემაში არის ეგ საკითხი - http://church.ge/index.php?showtopic=10190
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iohanan
პოსტი Apr 22 2014, 04:31 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 260
რეგისტრ.: 9-April 14
წევრი № 13,661



Iიოანე ოქროპირსაც აქვს ოთხივეს განმარტება ,არა?


--------------------
ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21)
მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25)
მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები.
უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 22 2014, 07:36 PM
პოსტი #11


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



iohanan
როგორც ასეთი , ნეტარ თეოფილაქტეს , არცერთი სახარება არ განუმარტავს . იგი ადგა და ოქროპირის ( და რამდენიმე სხვა მამის , ოღონდ ეს სხვები ძალიან მცირე დოზით) ქადაგებები დაამუშავა , დააკონსპექტა , შეამოკლა და ასე გაამზადა წიგნად .

შენ , იოანე ოქროპირის განმარტებებს , მხოლოდ მათესა და იოანეს სახარებებზე ნახავ . სხვას ვერა , ამიტომ კარგია თეოფილაქტეს ყიდვა .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 02:06 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი