IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

202 გვერდი V « < 200 201 202  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Nov 15 2023, 12:44 PM
პოსტი #4021


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 56,303
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჭეშმარიტ მორჩილს, უპირველეს ყოვლისა, მოეთხოვება შემდეგი ხუთი სათნოების ასრულება: უპირველესად უნდა სწამდეს და სჯეროდეს საკუთარი მოძღვრის, ისევე, როგორც სწამს იესო ქრისტე და როგორც ქრისტეს, ისე ემორჩილებოდეს მას... მეორე: იყოს მართალი ე.ი. მისი საქმე და სიტყვა უნდა იყოს ჭეშმარიტი და გულწრფელად აღიაროს გულისთქმები... მესამე: არ იმოქმედოს თვითნებურად, რადგან მორჩილს, როგორც იტყვიან, დიდ ზიანს მოუტანს ასეთი ქმედება; მას მართებს თავის ნების მოკვეთა ნებაყოფლობით და არა მოძღვრის ძალისხმევით... მეოთხე: არასოდეს არ უნდა შეეპასუხოს და ეკამათოს ვინმეს, რადგან შეპასუხება და კამათი უცხოა ღვთის მოსავისათვის... თუ ეს ყველა ქრისტიანისთვის მიუღებელია, მით უფრო მონაზვნისათვის, რომელიც ყველაფერში მორჩილების აღთქმას დებს. შეპასუხება და კამათი თვითდაჯერებულობის, ურწმუნოებისა და ქედმაღლობის შედეგია: და პირიქით, არ შეპასუხება, კამათში არჩაბმა მორჩილებისა და თავმდაბლობის ნაყოფია. დაბოლოს, მეხუთე: ყოველივე ზუსტად და გულწრფელად უნდა აღიაროს თავისი მოძღვრის წინაშე“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 16 2023, 12:28 PM
პოსტი #4022


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 56,303
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჭეშმარიტი ქრისტიანობა და ჭეშმარიტი ბერ-მონაზვნობა სახარებისეული მცნებების აღსრულებაში მდგომარეობს. იქ, სადაც არ სრულდება ეს, არც ქრისტიანობა და არც ბერ-მონაზვნობა არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რაც გარეგნულად ჩანს. ბერი ისაა, ვინც ყველგან და ყოველთვის, ყველა საქმეში მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიტყვითა და ღვთის მცნებებით ხელმძღვანელობს“.

/ახალმოწამე ვასილი ოპტინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 17 2023, 12:44 PM
პოსტი #4023


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 56,303
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ერთხელ მამა ნიკიტას ვკითხე, შენი ასკეტი მოძღვარი ალბათ ძალიან მკაცრია-მეთქი. პასუხად ნიკიტამ ასეთი რამ მიამბო:

როდესაც ის თექვსმეტი წლისა იყო, მამა დოსითეზე ისე გაბრაზდა, რომ დაუყვირა კიდეც მას. მოძღვარი კი უცებ ფეხებში ჩაუვარდა და ცრემლმომდგარი ემუდარებოდა, მაპატიე, ასეთ მრისხანებაში რომ ჩაგაგდეო.

მამა დოსითემ სული უფალს დიდ ხუთშაბათს მიაბარა: იმ დილას თავისი კიდობნით გაზაფხულის ცივ წყალში შეცურდა, ტაძარში წირვაზე ჩამოვიდა, ეზიარა და ისევ სკიტისკენ გაცურა. მეორე დღეს კი მისი გვამი მდინარეში იპოვეს - იქვე მისი ამოტრიალებული ნავი ტივტივებდა. მორგში გვამი რომ გაკვეთეს, გაკვირვებულმა ექიმებმა საკვების ნასახიც ვერ აღმოუჩიენს. მამა ნიკიტამ უთხრა, დიდ მარხვაში ბერი წყლისა და წმინდა ნაწილების გარდა არაფერს იღებდაო. მილიციის განყოფილებაში სიკვდილის მიზეზი ასეც გააფორმეს: „უკიდურესი ფიზიკური სისუსტისაგან დაიხრჩოო“.

მამა დოსითე ბრწყინვალე შვიდეულში, მონასტრის მღვიმეებში დაკრძალეს. მამა იოანე კუბოსთან რომ მივიდა, დანანებით ხელი ხელს შემოჰკრა და აღმოხდა:

-მოგკლეს, საყვარელო დოსითე, მოგკლეს!

და მართლაც, მალე მთელ ოლქში ხმა დაირხა, თითქოს მთვრალი მონადირეები რაიცენტრში ტრაბახობდნენ, ერთი ბებერი მღვდელი შეგვხვდა - ნავისმაგვარ ხის მორზე მიცურავდა და ჩვენც, გასართობად, წყალში ჩავაყირავეთო“.

/მიტროპოლიტი ტიხონი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 18 2023, 10:39 AM
პოსტი #4024


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 56,303
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ზოგიერთ მონაზონს სენაკში კუბო ედგა და საწოლის ნაცვლად მასში წვებოდა დასაძინებლად; სხვებს თავის ქალა და ძვლები ედოთ ახლოს, უფრო ხშირად კი სურათი ეკიდათ - ზედ გამოსახული ნამგალმომარჯვებული სიკვდილით. შეხედე საათს: განა ისრების მოძრაობა სამარისკენ მიმავალ ნაბიჯებს არ მოგაგონებს? ჩვენს გარემომცველ ბუნებაში ყველგან ვხედავთ სიკვდილის ნიშნებს. ძველ მონაზვნებს წესად ჰქონდათ: ლოცვის შემდეგ გარკვეულ დროს სიკვდილზე ფიქრს უთმობდნენ. თუ ადამიანს სიკვდილის მუდმივი ხსოვნა არ ექნა, იგი ამა სოფლის საცთურთა ტყვეობისგან ვერასდროს განთავისუფლდება. ზეცას ახედე: ყოველი დაისი და ყოველი ჩამომდგარი ღამე სიკვდილის სახეა. დღე და ღამე მაკრატლის პირებს წააგავს, თანდათან რომ ჭრის ჩვენი ცხოვრების ძაფს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 19 2023, 01:42 PM
პოსტი #4025


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 56,303
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ადამიანის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობანი განსხვავებულია, ყველას ერთნაირად არ შეუძლია ერთი და იმავე საქმის შესრულება, - ასევეა ადამიანთა სულიერი შესაძლებლობანიც. მონასტერში მისულ მოღვაწეს სხვადასხვა ხორციელი უძლურების დათრგუნვა უწევს: შეიძლება ზოგიერთმა გაცილებით ადრე სძლიოს ამ უძლურებებს, ზოგმა - გაცილებით გვიან. ეს ადამიანის შესაძლებლობასა და მონდომებაზეა დამოკიდებული; ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად ღრმად არის მიწიერ ამაოებასა და სიამეებში დანთქმული. ეს შეიძლება იყო ხორციელი ვნებებიც და სულიერიც, შესაბამისად, მკურნალობის დრო და მეთოდებიც სხვადასხვაგვარია“.




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 20 2023, 10:43 AM
პოსტი #4026


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 56,303
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დაცემული ანგელოზი ცდილობს ბერები შეაცდინოს და დაღუპოს, არა მხოლოდ სხვადასხვაგვარ ცოდვას სთავაზობს, არამედ მათთვის უჩვეულო, საოცრად ამაღლებულ სათნოებებს“.

/წმ. ეგნატე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 21 2023, 10:27 AM
პოსტი #4027


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 56,303
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მეექვსე საუკუნეში, იმპერატორ იუსტინიანეს ზეობისას, კონსტანტინოპოლში, ბოსფორზე გაშენებულ ამ უდიდეს და უმდიდრეს ქალაქში, თეთრი მარმარილოთი ნაგები უმშვენიერესი ტაძრებით და სასახლეებით რომ იყო განთქმული, ორი ჭაბუკი და ერთი ქალწული ცხოვრობდა. ისინი მდიდარი პატრიციუსების შვილები გახლდნენ - განათლებულნი და მხიარულნი და, რაც მთავარია, ბავშვობიდანვე თანაშეზრდილნი.

ერთ-ერთი ვაჟისა და გოგონას მშობლებს შვილები აკვანშივე დაეწინდათ და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ოდესმე, მომავალში ისინი აუცილებლად შეუღლდებოდნენ. ქორწილის დრო მოვიდა და ბედნიერმა წყვილმა ჯვარი დაიწერა. მათი ბედნიერებით ყველაზე მეტად მათი ბავშვობის მეგობარი და ხელისმომკიდე ხარობდა.

ერთი შეხედვით, მათ ბედნიერებას არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ ქორწილის წლისთავზე ვაჟი უეცრად გარდაიცვალა. გლოვისთვის განკუთვნილი ორმოცი დღეც მალე მიიწურა და ერთხელაც, ქვრივს ბავშვობის მეგობარი ჭაბუკი ესტუმრა, მის წინ მუხლი მოიყარა და უთხრა:

„ჩემო ქალბატონო! ახლა, როდესაც ღრმა მწუხარების დღეები ჩავლილია, თავს უფლებას მივცემ და გაგანდობ იმას, რასაც ადრე ვერ გეტყოდი. რაც თავი მახსოვს, იდუმლად შენ შემოგტრფოდი და როცა შევიტყვე, რომ შენ და ჩემი მეგობარი აკვანში იყავით დაწინდულნი, ცხოვრება უსაშინლეს ტანჯვად მექცა. იმ დღის შემდეგ ბედნიერებაზე არც კი მიოცნებია. კარგად უწყი, რაოდენ მიყვარდა შენი მეუღლე, რომელიც იმავდროულად ჩემი მეგობარიც იყო... მაგრამ მოსახდენი მოხდა... და ახლა ჩემი შენდამი სიყვარული გაათასკეცდა... გევედრები, გახდი ჩემი მეუღლე!“

ახალგაზრდა ქალი დაფიქრდა და უპასუხა:

„კარგი... მაგრამ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ხანგრძლივი ლოცვისა დ მარხვის შემდეგ არის შესაძლებელი. ათ დღეში მოდი ჩემთან. ოღონდ ამ დროის განმავლობაში წყლის გარდა პირი არაფერს დააკარო. გპირდები: ათ დღეში პასუხს მიიღებ“.

ჭაბუკი სატრფოს სახლში ზუსტად დანიშნულ დროს გამოცხადდა. მარხვისაგან ისე იყო დასუსტებული, რომ ფეხზე დგომა არ შეეძლო და მსახურებმა ის საკაცით შემოიყვანეს. ფართო დარბაზში ერთ მხარეს უგემრიელესი სასმელ-საჭმელით სავსე მაგიდა იდგა, მეორე მხარეს კი გაშლილი საწოლი.

„ჩემო საყვარელო, მითხარი, საიდან დავიწყოთ?“ - ჰკითხა ქალმა ჭაბუკს და ჯერ საწოლისკენ გაიშვირა ხელი, მერე კი მაგიდისკენ.

„ჩემო ქალბატონო“, -ამოიოხრა ახალგაზრდა კაცმა, - „მაპატიე, მაგრამ ჯერ ძალები უნდა მოვიკრიბო“.

„აი, ხომ ხედავ?“ - წარმოთქვა ღვთივგაბრძნობილმა ქალმა, - „სულ უმნიშვნელო რამ დაგჭირდა, რომ სხვა ვნებაზე გაგეცვალე... სწორედ ამაში გამოიხატა ჩვენი კაცობრივი ბუნების სისუსტე... ასეთია ადამიანური ბუნება! უნდა გამოგიტყდე შენი ტრფობა მეც მკლავდა, მაგრამ მშობლების ნებას არ გადავაბიჯე, მათ მორჩილებას არ გადავედი და ჩვენს საერთო მეგობარს გავყევი ცოლად. მისმა გარდაცვალებამ კი ბევრ რამეზე ამიხილა თვალი. აღმოჩნდა, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი დროებითი და წარმავალია... და ახლა გეკითხები: რა ნაბიჯი გადავდგათ? წარმავლობას ვემსახუროთ თუ მარადიულ ღმერთს?“

ისინი სადღესასწაულო სუფრას მიუსხდნენ და იქვე გადაწყვიტეს, ქონება ქვრივ-ობლებისთვის დაერიგებინათ ად თავ-თავიანთ მონასტრებში შესდგომოდნენ ქრისტეს სამსახურს“.

/მიტროპოლიტი ტიხონი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 22 2023, 10:26 AM
პოსტი #4028


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 56,303
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ამისთვის გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით, - იტყვის უფალი და არაწმიდასა ნუ შეეხებით. რადგან რომელ ერისკაცს უქმნია სასწაული ოდესმე? ან რომელმა აღადგინა მკვდარნი? რომელმა განდევნა ეშმაკნი? - არავინ, ყოველი ეს საქმე მონოზვნობის კუთვნილებაა და სოფელი მათ ვერასოდეს იტვირთავს. სოფელს რომ ეს შესძლებოდა, მაშინ მონოზვნობა და ქვეყნისგან განდგომაც აღარ იქნებოდა საჭირო“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 23 2023, 10:56 AM
პოსტი #4029


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 56,303
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც ადამიანი დაყუდებით და განმარტოებით მოღვაწეობს, უფრო მეტი ყურადღება მართებს შინაგანი აზრების მიმართ და ბოროტთან ბრძოლის დროს. მონასტერში ადამიანის სულიერი ცხოვრების შეფერხება შეიძლება სხვა მოღვაწეებმა - სულიერმა ძმებმა ან მოძღვარმა შენიშნოს და არ მისცეს მას დაცემის საშუალება. განმარტოებით მოღვაწეს ამის საშუალება არა აქვს, ამიტომაც არის აუცილებელი, განსაკუთრებული ყურადღებით ადევნოს თვალი საკუთარ სულიერ მდგომარეობას“.




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 24 2023, 09:35 AM
პოსტი #4030


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 56,303
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა ვასილი [ოპტინელი] მოსკოვში მსახურობდა, კარის ეკლესიაში. იქ ძალიან გემრიელ ომლეტებს, არაჟანს და ა.შ. აჭმევდნენ. მამა ვასილიმ მითხრა, რომ ეს ბერული საჭმელი არ იყო და ითხოვა, ოპტინადან ვიტამინები ჩაეტანათ, ანუ ხახვი და ნიორი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 25 2023, 11:04 AM
პოსტი #4031


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 56,303
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ფარული ბერმონაზვნობა მეოცე საუკუნის ეკლესიის უკანასკნელი დევნის დროს წარმოიშვა. მონაზონი - კაცი იქნებოდა ის თუ ქალი, საიდუმლოდ აღკვეცის შემდეგ, ერში აგრძელებდა ცხოვრებას, ტანსაცმელსაც ჩვეულებრივს ატარებდა და, როგორც წესი, საბჭოთა დაწესებულებებშიც მუშაობდა, მაგრამ ამასთან ერთად, ყველა მონაზვნურ აღთქმას მკაცრად ასრულებდა. ტაძარში ზიარების დროსაც კი ეს მოსაგრეები თავის მონაზვნურ სახელს მალავდნენ ხოლმე.

ფარული მონაზონი გახლდათ, მაგალითად, ცნობილი ფილოლოგი და ფილოსოფისი, აკადემიკოსი ალექსეი ლოსევი. მისი ბერული სახელი ანდრონიკე იყო. ყველა ფოტოზე ის უსქესი ლინზებითა და პატარა შავი ქუდითაა გამოსახული. სათვალეებს იმიტომ ხმარობდა, რომ ბანაკებსა და გადასახლებებში მხედველობა თითქმის დაკარგა. მის ქუდზე ამობდნენ, იმიტომ არ იშორებს, რომ გაციების ეშინიაო; სინამდვილეში კი ეს ქუდი სკუფია გახლდათ, რომელსაც ბერი ანდრონიკე არასდროს იშორებდა“.

/მიტროპოლიტი ტიხონი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 26 2023, 09:40 AM
პოსტი #4032


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 56,303
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ზოგიერთ მონასტერში აკრძალული იყო რაიმე სახის საკვების სენაკში მიღება. ბერებს მხოლოდ სატრაპეზოში უნდა ეჭამათ. გიორგი მერჩულე გვიხსნის, ტიპიკონის მიხედვით ბერები გაფრთხილებული იყვნენ, რომ „ყოველსა ხორცთა საღუაწლსა ტრაპეზსა დაშჯერდნენ“. ამასთანავე, სასტიკ ცოდვად ითვლებოდა საერთო ტრაპეზზე არსებული საჭმლის გარდა სხვა სახი საკვების მიღება“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 27 2023, 11:25 AM
პოსტი #4033


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 56,303
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სკიტი არის მცირე ზომის მონასტერი, სადაც არა განმარტოებით, არამედ მცირე საძმოებთან ცხოვროებენ მოღვაწეები. მცირე საძმოში ცხოვრების დროს გაცილებით ადვილია ადამიანის ცხონება, თუ მონაზონი მონდომებულია და ცდილობს , სხვა ძმების შენიშვნები გაითვალისწინოს. განმარტოებით ცხოვრების დროს ადამიანი სულიერად მეტად ვითარდება, მაგრამ ბევრი დაყუდებული მოღვაწეც დაცემულია, რადგან მხოლოდ საკუთარ თავზე მინდობილია“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 28 2023, 10:57 AM
პოსტი #4034


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 56,303
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი შეხედვით უმნიშვნელო გარემოების გამო ბერს უდიდესი საცდური შეიძლება დაატყდეს თავს და ცოდვითაც დაეცეს“.

/ახალმოწამე ვასილი ოპტინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 29 2023, 10:37 AM
პოსტი #4035


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 56,303
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სულიერ ცხოვრებაში ერთი კანონი მოქმედებს - მონაზონს არ შეიძლება ძლიერ სურდეს რაიმე, ღმერთის გარდა. არავითარ შემთხვევაში. არა აქვს მნიშვნელობა, ეპისკოპოსობა იქნება ეს, მეცნიერება, ჯანმრთელობა თუ რაღაც მატერიალური. თვით სულიერ ნიჭები, ბერობაც არ უნდა ისურვო - თუ ღვთის ნება იქნება, ყოველივე ისედაც მოგეცემა“.

/მიტროპოლიტი ტიხონი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 11:07 AM
პოსტი #4036


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 56,303
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ოჯახიც და მონაზვნობაც არა თვითმიზანი, არამედ ხსნის (ცხონების) საშუალებაა“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი დღეს, 11:23 AM
პოსტი #4037


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 56,303
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„შესაძლოა, მონაზონი უდაბნოში გავიდეს, მონდომებით შეუდგეს მოღვაწეობას, მაგრამ შემდეგ მოწყინებასა და უდებებაში ჩავარდეს; და თუ ვნებებს წინააღმეგობა ვერ გაუწია, უამრავ ცოდვაში აღმოჩნდეს და თავი დაიღუპოს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

202 გვერდი V « < 200 201 202
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st December 2023 - 05:22 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი