"ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას", ბავშვებს მოსწონთ და იქნებ ჩვენც მოგვეწონოს... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას", ბავშვებს მოსწონთ და იქნებ ჩვენც მოგვეწონოს... |
ბადრი |
Dec 18 2009, 09:46 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
სკოლის მოსწავლეებისთვის საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი და განათლების სამინისტრო ორგანიზებას უწევს ინტელექტუალურ თამაშს " ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას". ჩემი მოსწავლეები ხალისით მონაწილეობენ ამ თამაშში და არა მარტო ისინი, მასწავლებლებიც ჩავერთეთ აქტიურად... კითხვების მომზადებაო და ერთი ამბავია.
ვფიქრობ ღირს ამ თამაშის ფორუმზე სხვა ფორმატით (რაც ფორუმის სპეციფიკას შეეფერება) მოსინჯვა. ალბად სახალისო იქნება. ვიღაცა ახალს ისწავლის, ვიღაცა ძველს გაიხსენებს და ერთი სიტყვით ყველანი მოგებული დავრჩებით. ამ ეტაპზე მარტივ წესებს შემოგთავაზებთ: 1. დაისვას კითხვა ან კითხვები მხოლოდ საპატრიარქოს კურთხევით გამოცემული ბიბლიიდან (ადგილის მითითებით, მაგ: მათე 5,1). 2. სწორი პასუხის ავტორმა დასვას მომდევნო შეკითხვა. 3. დღის განმავლობაში სწორი პასუხის არარსებობის შემთხვევაში კითხვის დამსმელი დასვამს ახალ შეკითხვას. აბა ვახსენოთ ღმერთი და დავიწყოთ: 1. რა მოუტანა ნოეს კიდობნიდან გამოშვებულმა მტრედმა? (დაბ. 7.7-24; 8.1-22 9.11-24) 2. ვინ იყო აბრამის მამა? (დაბ. 11.27-12.15). 3. ვისგან ყავდა აბრამს პირველი შვილი? (დაბ. 23.1-20) -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
დათიკო |
Dec 18 2009, 10:17 PM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ბადრი
ძალიან კარგი შემოთავაზებაა! იმედია ბევრი მიიღებს მონაწილეობას. |
ანანო |
Dec 18 2009, 10:32 PM
პოსტი
#3
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
ციტატა 1. რა მოუტანა ნოეს კიდობნიდან გამოშვებულმა მტრედმა? ზეთისხილის რტო სხვებზე არ მახსოვს პასუხი, უფრო სწორად არ ვიცი -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
ბადრი |
Dec 18 2009, 10:40 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
ა ნ უ კ ა ციტატა 1. რა მოუტანა ნოეს კიდობნიდან გამოშვებულმა მტრედმა? ზეთისხილის რტო სხვებზე არ მახსოვს პასუხი, უფრო სწორად არ ვიცი ყოჩაღ. თუ შენზე მეტი სწორი პასუხი ვინმეს არ ექნა შენია ბურთი და მოედანი -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
აბე |
Dec 18 2009, 11:20 PM
პოსტი
#5
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
-------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
ბადრი |
Dec 18 2009, 11:30 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
აბე
ციტატა ციტატა(ბადრი @ Dec 18 2009, 09:46 PM) 2. ვინ იყო აბრამის მამა? (დაბ. 11.27-12.15). თარრა ყოჩაღ! შენ და ანუკას თითო ქულა გაქვთ. -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
მარიამი |
Dec 18 2009, 11:44 PM
პოსტი
#7
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ბიბლიაში ჩაჭყიტვებს არა ვართ?
ისე აბრაამს სარას და ისააკის გარდა სხვა ცოლ-შვილიც თუ ჰყავდა, ნამდვილად არ მახსოვდა -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
აბე |
Dec 18 2009, 11:45 PM
პოსტი
#8
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
3. ვისგან ყავდა აბრამს პირველი შვილი? (დაბ. 23.1-20) ამ კითხვაზე პასუხი არ ვიცი, მაგრამ ლოგიკურად ვცდი... ე.ი. დაბადების 23-ე თავში ამ სამ მუხლში წერია: ციტატა 16. და ისმინა აბრაჰამ ეფრონისი და მისცა აბრაჰამ ეფრონს ვეცხლი იგი, რომელ თქუა ეფრონ წინაშე ძეთა ქეტისთა, ოთხას დიდრაქმაი ვეცხლი გამოცდილითა სავაჭროჲთა. 18. ესე მოიგო აბრაჰამ წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა შემავალთა ქალაქისათა. 20. და დაამტკიცნა აგარაკი იგი და ქუაბი, რომელ იყო მას შინა აბრაჰამისად, მოსაგებად საფლავი ძეთაგან ქეტისთა. ე.ი. ქეტი? ბიბლიაში ჩაჭყიტვებს არა ვართ? მე ჩავიჭყიტე... ვიყოთ რა ჩაჭყეტვას... აი არ ვიცოდი აბრაამის მამის სახელი და ამიერიდან მეცოდინება... და არასოდეს დამავიწყდება უკვე... ასე რომ სარგებელს მაინც იძლევა ბიბლიაში ჩაჭყეტვით პასუხების გაცემა... და ვინც ჩაჭყეტვის გარეშე გაიხსენებს, ის თავის მახსოვრობას გამოცდის... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
ბადრი |
Dec 18 2009, 11:56 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
აბე
უფრო კარგად ჩაიჭყიტე. მინიშნება- ამ ცოლისგან აბრაამს ეყოლა შვილი, რომელიც მრავალი ხალხის მამა შეიქნა, დარწმუნებული ვარ გაგონილი გექნებათ. -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
აბე |
Dec 19 2009, 12:01 AM
პოსტი
#10
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
აბე უფრო კარგად ჩაიჭყიტე. მინიშნება- ამ ცოლისგან აბრაამს ეყოლა შვილი, რომელიც მრავალი ხალხის მამა შეიქნა, დარწმუნებული ვარ გაგონილი გექნებათ. ციტატა დაბ, 21,3. "და უწოდა აბრაჰამ სახელი ძისა მისისა, რომელ-იგი უშვა სარრა, ისაკ." პასუხია სარრა. მაგრამ ეს 21-ე თავშია და არა 23-ში. 23 რატომ მიუთითე შეკითხვას? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
G_I_O_R_G_I_ |
Dec 19 2009, 12:12 AM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
რაქელი
|
ბადრი |
Dec 19 2009, 12:23 AM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
აბე
ციტატა პასუხია სარრა. მაგრამ ეს 21-ე თავშია და არა 23-ში. 23 რატომ მიუთითე შეკითხვას? სარას პირველი შვილი არ უშობია. შემეშალა მაპატიეთ 16. 1-16 უნდა ყოფილიყო G_I_O_R_G_I_ ციტატა რაქელი არა -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
აბე |
Dec 19 2009, 12:10 PM
პოსტი
#13
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ყველკას გილოცავთ ნიკოლოზობას!
ციტატა 3. ვისგან ყავდა აბრამს პირველი შვილი? (დაბ. 16.1-16) აგარისგან. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
ბადრი |
Dec 19 2009, 12:39 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
აბე
გილოცავ შენ ხარ ჩვენი თამაშის პირველი გამარჯვებული! დასვი შემდეგი შეკითხვა -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
აბე |
Dec 19 2009, 01:14 PM
პოსტი
#15
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ჩემი შეკითხვის ტიპი იქნება "სახარების განმარტება". მე თვითონ სიღრმეებში ჩაკირკიტება არ შემიძლია ამ ეტაპზე და მარტივ შეკითხვებს დავსვამ.
ნაწყვეტი: ციტატა ლუკა. 8, 26-39 26. და განვიდეს სოფელსა მას გადარინელთასა, რომელ არს წიაღკერძო გალილეასა. 27. და ვითარცა განვიდეს იგინი ქუეყანად, მო-ვინმე-ეგებვოდა კაცი ქალაქისასა, რომლისა თანა იყვნეს ეშმაკნი; და მრავალ ჟამ სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფოდა, არამედ საფლავებსა. 28. და ვითარცა იხილა მან იესუ, ღაღატ-ყო და შეუვრდა ფერჴთა მისთა და ჴმითა დიდითა იტყოდა: რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე. 29. რამეთუ უბრძანა სულსა მას არაწმიდასა განსლვად კაცისა მისგან; რამეთუ მრავალ-გზის წარიტაცის იგი, და შებორკილიან იგი ჯაჭჳთა და საკრველითა და სცვედ, და განხეთქნის საკრველნი და იდევნებინ ეშმაკისა მისგან უდაბნოთა. 30. ჰკითხა მას იესუ: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: ლეგეონ, რამეთუ ეშმაკნი მრავალნი შესრულ იყვნეს მისა. 31. და ევედრებოდეს მას, რაჲთა არა უბრძანოს მათ უფსკრულთა შთასლვაჲ. 32. და იყო მუნ კოლტი ღორთაჲ მრავალი, მძოვარი მთასა ზედა; და ევედრებოდეს მას, რაჲთა უბრძანოს მათ ღორებსა მას შესლვაჲ. და თავადმან უბრძანა მათ. 33. და გამოვიდეს ეშმაკნი იგი კაცისა მისგან და შევიდეს ღორთა მათ. და მიიმართა ყოველმან კოლტმან კბოდესა მას ტბად და დაიშთვნეს. 34. ვითარცა იხილეს მწყემსთა მათ საქმე ესე, ივლტოდეს და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა. 35. და გამოვიდეს ხილვად, რომელი-იგი იქმნა, და მოვიდეს იესუჲსა და იხილეს კაცი იგი მჯდომარე, რომლისაგან ეშმაკნი იგი განსრულ იყვნეს, შემოსილი და გონიერი, ფერჴთა თანა იესუჲსთა, და შეეშინა. 36. რამეთუ უთხრეს, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი ცხოვნდა ეშმაკეული. 37. და ევედრებოდეს მას ყოველი იგი სიმრავლე გარემო სოფლებისაჲ მის გადარინელთაჲსაჲ, რაჲთა წარვიდეს მათგან, რამეთუ შიშითა დიდითა შეპყრობილ იყვნეს. ხოლო თავადი შევიდა ნავსა და მიიქცა მუნვე. 38. ევედრებოდა მას კაცი იგი, რომლისაგან ეშმაკნი განსრულ იყვნეს, რაჲთა იყოს მის თანა. ხოლო თავადმან განუტევა იგი და ჰრქუა: 39. მიიქეც სახიდ შენდა და მიუთხარ, რაოდენი გიყო შენ ღმერთმან. და წარვიდა ყოველსა მას ქალაქებსა და ქადაგებდა, რაჲ-იგი ყო მისთჳს იესუ. შეკითხვები: 1. რამდენი ეშმაკი იყო შესული ღადარინელ ჭაბუკში? დაასახელეთ კონკრეტული რიცხვი. 2. რატომ შეევედრნენ ეშმაკები იესუს ღორების კოლტში შესვლის ნება დაერთო? დაასახელეთ მინიმუმ 2 მიზეზი. 3. რატომ უსრულებს თხოვნას იესუ ეშმაკებს? დაასახელეთ მინიმუმ 3 მიზეზი. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
კესო |
Dec 19 2009, 08:25 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,095 რეგისტრ.: 21-March 08 მდებარ.: ბათუმი წევრი № 4,269 |
აუ რა კარგიააა
ე.ი. 1. ლეგიონი ("ლეგიონია ჩემი სახელი, რადგან ბევრნი ვართ") იყო ჭაბუკში, იქიდან კი 2000მდე ღორში გადავიდა 2.იმიტომ რომ უფალს ისინი ამქვეყნიდან არ გაეგდო და არ აღეკვეთა მათთვის წუთისოფელში მოქმედება 3.ალბათ ამის დაშვებით უფალს სურდა ღადარინელთა გონს მოყვანა. ისინი ხომ არად აგდებდნენ მოსეს კანონის აკრძალვას და ღორებს აშენებდნენ. უი 3 მიზეზი უნდა ვთქვათ? პირველი ალბათ ის იყო, რომ უბრალოდ იქვე დაინახა ღორების კოლტი, მეორე ალბათ იქვე მყოფ ხალხს დაანახა თუ რა საშინელი იყო ეს ეშმაკი და მას რომ შეეძლო მათი შერისხვა და მესამე აი ზემოთ რაც დავწერე -------------------- შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
|
აბე |
Dec 19 2009, 10:29 PM
პოსტი
#17
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
აუ რა კარგიააა ე.ი. 1. ლეგიონი ("ლეგიონია ჩემი სახელი, რადგან ბევრნი ვართ") იყო ჭაბუკში, იქიდან კი 2000მდე ღორში გადავიდა 2000-მდე ღორში კი შევიდა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რომ თითო ეშმაკი თითო ღორში შევიდა. ამიტომ პასუხი 2000 არ არის. მინიშნება: ლეგეონი არის რომაული სამხედრო ტერმინი. 2.იმიტომ რომ უფალს ისინი ამქვეყნიდან არ გაეგდო და არ აღეკვეთა მათთვის წუთისოფელში მოქმედება ეშმაკიც თავისუფალი არსებაა, მაგრამ მათი მოქმედება უფლის მიერ იზღუდება. უფალს შეეძლო ისინი ჯოჯოხეთში ჩაეყარა ისე, რომ იქიდან უკან გამოსვლის გზა სამუდამოდ დაეღშო მათთვის. ზოგადად ეშმაკი არის რა გონიერი, და ადამიანზე უფრო გონიერიც, ე.ი. ამ ეშმაკებმაც იცოდნენ, რომ უფალს ამის გაკეთება შეეძლო და სთხოვეს ნება დაეთო შესვლისა ყველაზე ბინძურ ცხოველში. აქვე ჩანს ის დეტალიც, რომ ბოროტს ღირსება არა აქვს. ასე, რომ მართალი ხარ. ყოჩაღ! 0.5 ქულა შენ. მეორე მიზეზიც დაასახელე და კიდევ 0.5 ქულა დაგემატება ამ კითხვაში. 3.ალბათ ამის დაშვებით უფალს სურდა ღადარინელთა გონს მოყვანა. ისინი ხომ არად აგდებდნენ მოსეს კანონის აკრძალვას და ღორებს აშენებდნენ. მართალია. თუ თვითონ ღადარინელები არ ჭამდნენ ღორის ხორცს, ე.ი. ყიდიდნენ. აბა ტყუილად ხომ არ გააშენებდნენ. მათი მხრიდან ეს იგივე იყო რაც დღევანდელ დღეს ნარკოტიკის გაყიდვა. თვითონ არ გაიკეთო, მაგრამ სხვას მიყიდო. ყოჩაღ! 0.4 ქულა შენ. უი 3 მიზეზი უნდა ვთქვათ? პირველი ალბათ ის იყო, რომ უბრალოდ იქვე დაინახა ღორების კოლტი, მეორე ალბათ იქვე მყოფ ხალხს დაანახა თუ რა საშინელი იყო ეს ეშმაკი და მას რომ შეეძლო მათი შერისხვა ეს ორი მიზეზი არასწორია. თუ მოიფიქრებ პასუხებს, თითოში 0.3 ქულას მიიღებ. მინიშნება: უფალმა ასეთი საქციელით არჩევანის წინაშე დააყენა ღადარინელები ან უნდა აერჩიათ სიყვარული და ან "დარჩენილიყვნენ მიწაზე" P.S. ამ შეკითხვებზე თუ სხვა ვერავინ უპასუხებს დღის ბოლოს მე დავწერ პასუხებს და შემდეგ შეკითხვას დასვამს kesaria777. P.S 2. რადგანაც შეკითხვა ეხება წმიდა წერილის განმარტებას, ამიტომ ჩემს პასუხებს წყაროსაც მივუთითებ. ჯერ იმ დონემდე არ მიმიღწევია, რომ წმიდა წერილი თვითონ განვმარტო -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
აბე |
Dec 19 2009, 11:47 PM
პოსტი
#18
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ვწერ იმას, რაც კესარიას მიერ გაცემულ პასუხებს აკლდა.
1. რამდენი ეშმაკი იყო შესული ღადარინელ ჭაბუკში? დაასახელეთ კონკრეტული რიცხვი. -რამაული სამხედრო ტერმინოლოგიით ლეგეონი ნიშნავდა 6 000-ს. -------- 2. რატომ შეევედრნენ ეშმაკები იესუს ღორების კოლტში შესვლის ნება დაერთო? დაასახელეთ მინიმუმ 2 მიზეზი. -პირველი მიზეზი დაიწერა: მათ უნდოდათ ცოტა ხანი კიდე ეცლია უფალს მათთვის და არ ებრძანებინა მათთვის "უფსკრულთა შთასლვაჲ". მეორე მიზეზი კი იყო ეშმაკების მზაკვრული განზრახვა მიეყენებინათ ღადარინელთათვის მატერიალური დანაკლიზი, ზარალი, რათა ამგვარი საქციელით მიწიერ ცხოვრებას მიჯაჭვული ღადარინელები დაებრკოლებინათ სულიერებაში. ---------- 3. რატომ უსრულებს თხოვნას იესუ ეშმაკებს? დაასახელეთ მინიმუმ 3 მიზეზი. -პირველ რიგში უფალს არ სურდა მათი "უფსკრულთა შთასლვაჲ". უფლის სურვილი რომ ყოფილიყო ეს, ამას უწინ ბევრად ადრე გააკეთებდა და დაცემულ ქერუბიმს არ მისცემდა საშუალებას ადამი და ევა ეცდუნებინა. მაგრამ ღვთის განგებულება სხვაგვარია. (როგორც მე ვიცი ადამისა და ევას ცოდვა ეშმაკის ბრალი არ იყო, არამედ თავიანთი ბრალი იყო. ასე რომ ბოროტების წყარო ეშმაკი არ არის. საერთოდ ბოროტებას წყარო არ გააჩნია. არ არსებობს მიზეზი, საბაბი, განმაპირობებელი, წარმომშობი ბოროტებისა. ბოროტეებას რომ მიზეზი გააჩნდეს ის ბოროტება აღარ იქნებოდაოოოო... ასე ვიცი მე.) მეორე მიზეზი დაიწერა: მოსეს რჯულით არ შეიძლება ყოლოდათ ღორები მოშენებული. მესამე მიზეზი არის ის, რომ დაეყენებინა არჩევანის წინაშე ღადარინელები - აერჩიათ ან მიწიერი სიმდიდრე ან სულიერი სიმდიდრე, მაგრამ მათ მიწიერი აირჩიეს. მათ საერთოდაც არ გახარებით თავიანთი ძმის განკურნება, არამედ ღორების დაღუპვას ჩიოდნენ. P.S. რადგანაც სახარების განმარტება საფრთხილო თემაა, ამიტომ დავწერ ეს ყველაფერი საიდან ვიცი. მოკლეთ გადმოიწერეთ და მოისმინეთ ვისაც არ მოგისმენიათ მამა თეოდორეს ეს ქადაგება, ძალიან საინტერესოა. ქადაგებისას სახარების განმარტებით რა თქმა უნდა არ შემოიფარგლება და დღევანდელ ჩვენს ცხოვრებას უკავშირებს. შემდეგ შეკითხვას სვამს კესარია. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
ბადრი |
Dec 20 2009, 12:26 AM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
kesaria777
გელოდებით -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
llaasshhaa |
Dec 20 2009, 03:46 AM
პოსტი
#20
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
ძალიან კარგი რამეა ! ასე უფრო ამახსოვრდება ადამიანს წვალობით
-------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი