1 ტიმ 3:16, მეცნიერული "აღმოჩენა" თუ ტექსტის დამახინჯება? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
1 ტიმ 3:16, მეცნიერული "აღმოჩენა" თუ ტექსტის დამახინჯება? |
Otherguy |
Mar 17 2012, 11:25 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
აუცილებლად წაიკითხეთ ეს, რადგანაც დღეს ბევრი ციტირებს მას სამების დოგმატის წინააღმდეგ:
1 ტიმ 3:16 – “ღმერთი გამოჩნდა ხორცით” თუ “იგი გამოჩნდა ხორცით”? დიდი ხანია მეცნიერებმა დაიწუნეს მეფე ჯეიმსის ვერსია სადაც წერია “ღმერთი გამოჩნდა ხორცით” და წერენ მის მაგივრად – “იგი გამოჩნდა ხორცით”. ამის მიზეზად ისინი უძველეს ხელნაწერთა მოწმობას ასახელებენ. ხელნაწერთა შედეგები ასე გამოიყურება: ტექსტი: “ის გამოჩნდა ხორცით” მოწმობა: S* A* C* G 33 ტექსტი: “ღმერთი გამოჩნდა ხორცით” მოწმობა: Se A2 C2 Dc K L P Psi 81 104 614 630 1241 1739 1881 2495 Byz Lect ტექსტი: “რომელიც გამოჩნდა ხორციელად” მოწმობა: D* lat vg syr(p,h) cop მართალია უძველესი ხელნაწერები მართლაც წერენ ფრაზას – “იგი გამოჩნდა ხორცით”, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ლათინური ვულგატა და არამეული ფეშიტა ამ ფრაზას შეიცავენ როგორც: “დიდია ღვთაებრივი საიდუმლო, რომელიც გამოჩნდა ხორციელად”, სადაც სიტყვა “რომელიც” ეხება საიდუმლოს. სამწუხაროდ მეცნიერები არ არიან მთლად ობიექტურები, როცა ცვლიან ფრაზას “ღმერთი” როგორც “იგი”, რადგან მათ ავიწყდებათ, რომ თეოლოგიურად უფრო რთული ტექსტი არ უნდა იქნეს უგუნებელყოფილი. იგივე ეხება ებრაელთა 2:9-ს. თანაც, რომ გადავხედოთ ეკლესიის მამებს, ფაქტიურად ყველა მას ციტირებს, როგორც – “ღმერთი”. ესენი არიან: წმ. ეგნატი ანტიოქიელი, წმ. იუსტინე წამებული, წმ. იპოლიტე რომაელი, წმ. დიონისე ალექსანდრიელი, წმ. იოანე ოქროპირი, წმ. გრიგოლ ნოსელი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, დიოდორე ტასელი, თეოდორე მოფსუესტელი, თეოდორიტე კვირელი, წმ. კირილე ალექსანდრიელი და სხვები. მხოლოდ ერთი უცნობი ავტორი ციტირებს მას როგორც – “რომელიც გამოჩნდა ხორცით”, და არც ერთი, როგორც – “იგი გამოჩნდა ხორცით”. ან რისი თქმა უნდა მოციქულს როცა წერდა: “იგი გამოჩნდა ხორცით”? ღვთაებრივობის საიდუმლო რაში მდგომარეობს ალოგიკურია მაშინ. ღვთაებრივობის საიდუმლო სწორედ ის იქნებოდა, ღმერთი რომ გამოჩენილიყო ხორცით. თუმცა ისიც ლოგიკურია რომ თავდაპირველად ეწერა: “ღვთაებრივობის საიდუმლო, რომელიც ხორციელად გამოჩნდა”. ანუ ის აზრი რასაც მეცნიერები ანიჭებენ უპირატესობას, სრულიად ალოგიკურია. ასევე მნიშვნელოვანია ალექსანდრიის კოდექსი, სადაც წერია: Θ̅C რაც არის შემოკლებით დაწერილი – “ღმერთი”. ამ ტიპის ჩანაწერს “ნომინა საკრა” ეწოდება. რატომღაც მეცნიერები ამბობენ, რომ თავიდან ეწერა OC(იგი), რომელიც გადააკეთეს, როგორც Θ̅C. მიუხედავად იმისა, რომ ამის თქმის მიზეზი აქვთ, ლოგიკურად აშკარად არ ჯდება სიტყვა “იგი”. წმ. იერონიმემ ვულგატაში ჩაწერა: quod(რომელიც), რაც არ ეხება ღმერთს, მაგრამ ინარჩუნებს ლოგიკურ კონსტრუქციას ტექსტში. ამიტომ მხოლოდ ორი ვარიანტია რაც შეიძლება იყოს სწორი ლოგიკურად – “დიდია ღვთაებრივობის საიდუმლო – ღმერთი გამოჩნდა ხორცით” – როგორც ამას ეკლესიის მამები და ბიზანტიური ხელნაწერები ამოწმებენ და “დიდია ღვთაებრივობის საიდუმლო, რომელიც გამოჩნდა(გაცხადდა) ხორცით” – რომელსაც არამეული ფეშიტა, წმ. იერონიმეს ვულგატა, კოპტური, ეთიოპური, საჰიდური ხელნაწერები და მეექვსე საუკუნის ერთი ბერძნული ხელნაწერი ამოწმებს. თუმცა რატომღაც ბევრ მეცნიერს სურს ჩასვას “იგი გამოჩნდა ხორცით”, არადა მაგ მუხლში საუბარი ან ღმერთის გამოჩენაზეა ან ღვთაებრივი საიდუმლოსი და არა ვიღაც “იგი”-სი, რომელიც გაურკვეველია ვინაა, თუ არც ღმერთია და არც ადამიანი... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
■გიორგი■ |
Mar 18 2012, 12:16 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
რატომღაც მეცნიერები ამბობენ, რომ თავიდან ეწერა OC(იგი), რომელიც გადააკეთეს, როგორც Θ̅C. Otherguyრატომღაც? იცი რა არის ეგ რატომღაც? ხომ არ დაწერდი რატომ ამბობენ მეცნიერები რომ თავიდან OC (იგი) ეწერა, რომელიც "Θ̅C"-ად გადააკეთეს? ციტატა მიუხედავად იმისა, რომ ამის თქმის მიზეზი აქვთ, რა მიზეზის გამო ამბობენ მეცნიერები მაგას? იმისთვის რომ საკითხი ობიექტურად გაშუქდეს, ზემოთ დასმული კითხვები პასუხებს მოითხოვენ. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
Otherguy |
Mar 18 2012, 12:37 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
Otherguy რატომღაც? იცი რა არის ეგ რატომღაც? ხომ არ დაწერდი რატომ ამბობენ მეცნიერები რომ თავიდან OC (იგი) ეწერა, რომელიც "Θ̅C"-ად გადააკეთეს? რა მიზეზის გამო ამბობენ მეცნიერები მაგას? იმისთვის რომ საკითხი ობიექტურად გაშუქდეს, ზემოთ დასმული კითხვები პასუხებს მოითხოვენ. შენ გგონია არ ვიცი მართლმადიდებელი რომ არ ხარ? რამდენი ნიკი გაქვს არ ვიცი, მაგრამ ზოგან ცდილობ მართლმადიდებლის შთაბეჭდილება დატოვო, ზოგან არა... გეტყვი, რეალურად მართლა ეგრეა, რომ გადამწერმა მოგვიანებით მიაწერა ალექსანდრიის კოდექსში მაგ ადგილს თეოსის ნიშანი. მაგრამ ბევრი ამბობს, რომ მან უბრალოდ ჩაასწორა ის რაც გაცვეთილი(და რეალური) იყო და მეტი არაფერი. ასე რომც არ იყოს, ალექსანდრიის კოდექსი მე არგუმენტად არ დამიციტირებია. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
■გიორგი■ |
Mar 18 2012, 01:05 AM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
Otherguy
მართლმადიდებელი ვარ თუ კათოლიკე ან პროტესტანტი რა მნიშვნელობა აქვს ამას? მეორეც, ნიკიც ერთი მაქვს და სარწმუნოებაც. ან ვიღაცაში გეშლები, ან ზემოთ დასმულ კითხვებზე რატომღაც არ გინდა უპასუხო. ერთხელ მაგრამ ბოლოჯერ გავიმეორებ: იმისთვის რომ საკითხი ობიექტურად გაშუქდეს, ზემოთ დასმულ კითხვებს უნდა უპასუხო, რაც რატომღაც არ გსურს, თორემ კითხვებს უპასუხებდი. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
Otherguy |
Mar 18 2012, 01:16 AM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
Otherguy მართლმადიდებელი ვარ თუ კათოლიკე ან პროტესტანტი რა მნიშვნელობა აქვს ამას? მეორეც, ნიკიც ერთი მაქვს და სარწმუნოებაც. ან ვიღაცაში გეშლები, ან ზემოთ დასმულ კითხვებზე რატომღაც არ გინდა უპასუხო. ერთხელ მაგრამ ბოლოჯერ გავიმეორებ: იმისთვის რომ საკითხი ობიექტურად გაშუქდეს, ზემოთ დასმულ კითხვებს უნდა უპასუხო, რაც რატომღაც არ გსურს, თორემ კითხვებს უპასუხებდი. გეტყობა აგაპეს ხელი, ეგრე იცის ხოლმე მითითება ზემოთ დასმულ კითხვებზზე მიუხედავად იმისა რომ პასუხი გაცემულია... გაცემულია პასუხი, რომ წაგეკითხა ჩემი ნაწერი მაგ კითხვას სამარცხვინოდ აღარ დასვამდი. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
■გიორგი■ |
Mar 18 2012, 01:30 AM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
Otherguy
აგაპე თუ აღასპერი? ესე იგი მართლა სხვაში შეგშლივარ. კითხვაზე პასუხი არაა შენ პოსტში. პასუხი რომ ყოფილიყო, არ დაწერდი "რატომღაცო". ცდილობდი არაობიექტურად გაგეშუქებინა საკითხი და არ გამოგივიდა. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
Otherguy |
Mar 18 2012, 01:34 AM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
Otherguy აგაპე თუ აღასპერი? ესე იგი მართლა სხვაში შეგშლივარ. კითხვაზე პასუხი არაა შენ პოსტში. პასუხი რომ ყოფილიყო, არ დაწერდი "რატომღაცო". ცდილობდი არაობიექტურად გაგეშუქებინა საკითხი და არ გამოგივიდა. მე დავწერე, რომ ამის მიზეზი აქვთ მეცნიერებს რომ იფიქრონ, რომ ჩასწორებულია ოს თეოსად თქო... ეს სტატიაშიც მეწერა და შენც მასე გიპასუხე... სტატია ობიექტურია ნამდვილად, მითუმეტეს, რომ ალექსანდრიის კოდექსს ოდნავადაც არ ვიყენებ ჩემი აზრის დასამტკიცებლად... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
■გიორგი■ |
Mar 18 2012, 02:08 AM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
მე დავწერე, რომ ამის მიზეზი აქვთ მეცნიერებს კი დაწერე რომ მიზეზი აქვთ თქვან "ღმერთი" გამოჩნდა კი არა "იგი გამოჩნდა ხორცშიო", მაგრამ რა მიზეზის გამო ამბობენ არ დაგიწერია. ანუ არ დაგიწერია რატომ და რის საფუძველზე ამბობენ მაგას მენციერები და არა მარტო მაგას, არამედ იმას რაც ზემოთ აღვნიშნე. გამოდის რომ ან არ იცი ან განზრახ ამახინჯებ მეცნიერულ ფაქტებს! ბიბლიური ტექსტების მაგდაგვარ "განხილვას" კულტურულად არაობიექტურობა ქვია. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
Otherguy |
Mar 18 2012, 02:15 AM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
Otherguy კი დაწერე რომ მიზეზი აქვთ თქვან "ღმერთი" გამოჩნდა კი არა "იგი გამოჩნდა ხორცშიო", მაგრამ რა მიზეზის გამო ამბობენ არ დაგიწერია. ანუ არ დაგიწერია რატომ და რის საფუძველზე ამბობენ მაგას მენციერები და არა მარტო მაგას, არამედ იმას რაც ზემოთ აღვნიშნე. გამოდის რომ ან არ იცი ან განზრახ ამახინჯებ მეცნიერულ ფაქტებს! ბიბლიური ტექსტების მაგდაგვარ "განხილვას" კულტურულად არაობიექტურობა ქვია. კარგი ეხლა აგაპე, არ გინდა თავის გაშიფვრა ასე აშკარად... რატომ ამბობენ კონკრეტულად ალექსანდრიის კოდექსთან მიმართებაში??? რას კითხულობ ელემენტარულადაც ვერ აყალიბებ... ვთქვი, რომ ალექსანდრიის კოდექსზე აქვთ მიზეზი რომ თქვან და მე პირადად არ ვიყენებ მაგ მაგალითს ჩემ სასარგებლოდ. პირიქით, ვთქვი, რომ უძველესი ხელნაწერები ეთანხება "იგი"-ს ჩაწერას თქო, ეს არის ერთადერთი დასტური რაც აქვთ მეცნიერებს, სხვა რომელია აბა დადე ერთი... გაგიგიდო თუ წაიკითხავ გაფერადებულსაც? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
■გიორგი■ |
Mar 18 2012, 02:58 AM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
კარგი ეხლა აგაპე, არ გინდა თავის გაშიფვრა ასე აშკარად... აგაპე არა აღასპერი კიდევ. ციტატა რატომ ამბობენ კონკრეტულად ალექსანდრიის კოდექსთან მიმართებაში??? რას კითხულობ ელემენტარულადაც ვერ აყალიბებ... ჯერ ერთი არაფრის ჩამოყალიბება არ მიცდია. მეორეც, კითხვები დაგისვი და რაღაც ნიკებს მიგონებ და უზრდელურად მწერ. არ გესიამოვნა ფაქტების დამახინჯებაში რომ გამოგიჭირეს. მეცნიერების შეხედულებებს თუ არ იცნობ გაეცანი. თუ იცნობ კიდე, დაწერე რატომ და რის საფუძველზე ამბობენ რომ "იგი გამოჩნდა ხორცში" წერია მუხლში. ვერ წერ ვერაფერს და სისულელეებს მიედმოედები. აგაპეო, ვერ აყალიბებო და მეუზრდელები უცნობ ადამიანს. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
Otherguy |
Mar 18 2012, 06:30 AM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
Otherguy აგაპე არა აღასპერი კიდევ. ჯერ ერთი არაფრის ჩამოყალიბება არ მიცდია. მეორეც, კითხვები დაგისვი და რაღაც ნიკებს მიგონებ და უზრდელურად მწერ. არ გესიამოვნა ფაქტების დამახინჯებაში რომ გამოგიჭირეს. მეცნიერების შეხედულებებს თუ არ იცნობ გაეცანი. თუ იცნობ კიდე, დაწერე რატომ და რის საფუძველზე ამბობენ რომ "იგი გამოჩნდა ხორცში" წერია მუხლში. ვერ წერ ვერაფერს და სისულელეებს მიედმოედები. აგაპეო, ვერ აყალიბებო და მეუზრდელები უცნობ ადამიანს. კარგი რაა, 3 წელია შენს პოსტებს ვუყურებ ფორუმებზე და რომ ვერ გიცნო სირცხვილი იქნება... მეცნიერების შეხედულებებს თუ არ იცნობ გაეცანი. - აგაპეს ხელწერაა... თუ იცნობ კიდე, დაწერე რატომ და რის საფუძველზე ამბობენ რომ... აქაც კიდევ... მოკლედ შენ მარაზმებს აღარ გამოვეხმაურები... წერია სტატიაში გარკვევით მეცნიერთა აზრი და მათი მიზეზი - უძველესი ხელნაწერები წერენ "იგი"-ს თქო დასაწყისშივე წერია, სათვალე გჭირდება უკვე? მოკლედ აღარ შეგეპასუხები, რაც გინდა წერე... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
lasha_k |
Mar 19 2012, 02:00 AM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 17-August 10 წევრი № 9,301 |
ციტატა გეტყობა აგაპეს ხელი |
esre ars cheshmariteba |
Apr 13 2012, 10:40 PM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
აუცილებლად წაიკითხეთ ეს, რადგანაც დღეს ბევრი ციტირებს მას სამების დოგმატის წინააღმდეგ: 1 ტიმ 3:16 – “ღმერთი გამოჩნდა ხორცით” თუ “იგი გამოჩნდა ხორცით”? დიდი ხანია მეცნიერებმა დაიწუნეს მეფე ჯეიმსის ვერსია სადაც წერია “ღმერთი გამოჩნდა ხორცით” და წერენ მის მაგივრად – “იგი გამოჩნდა ხორცით”. ამის მიზეზად ისინი უძველეს ხელნაწერთა მოწმობას ასახელებენ. ხელნაწერთა შედეგები ასე გამოიყურება: ტექსტი: “ის გამოჩნდა ხორცით” მოწმობა: S* A* C* G 33 ტექსტი: “ღმერთი გამოჩნდა ხორცით” მოწმობა: Se A2 C2 Dc K L P Psi 81 104 614 630 1241 1739 1881 2495 Byz Lect ტექსტი: “რომელიც გამოჩნდა ხორციელად” მოწმობა: D* lat vg syr(p,h) cop მართალია უძველესი ხელნაწერები მართლაც წერენ ფრაზას – “იგი გამოჩნდა ხორცით”, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ლათინური ვულგატა და არამეული ფეშიტა ამ ფრაზას შეიცავენ როგორც: “დიდია ღვთაებრივი საიდუმლო, რომელიც გამოჩნდა ხორციელად”, სადაც სიტყვა “რომელიც” ეხება საიდუმლოს. სამწუხაროდ მეცნიერები არ არიან მთლად ობიექტურები, როცა ცვლიან ფრაზას “ღმერთი” როგორც “იგი”, რადგან მათ ავიწყდებათ, რომ თეოლოგიურად უფრო რთული ტექსტი არ უნდა იქნეს უგუნებელყოფილი. იგივე ეხება ებრაელთა 2:9-ს. თანაც, რომ გადავხედოთ ეკლესიის მამებს, ფაქტიურად ყველა მას ციტირებს, როგორც – “ღმერთი”. ესენი არიან: წმ. ეგნატი ანტიოქიელი, წმ. იუსტინე წამებული, წმ. იპოლიტე რომაელი, წმ. დიონისე ალექსანდრიელი, წმ. იოანე ოქროპირი, წმ. გრიგოლ ნოსელი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, დიოდორე ტასელი, თეოდორე მოფსუესტელი, თეოდორიტე კვირელი, წმ. კირილე ალექსანდრიელი და სხვები. მხოლოდ ერთი უცნობი ავტორი ციტირებს მას როგორც – “რომელიც გამოჩნდა ხორცით”, და არც ერთი, როგორც – “იგი გამოჩნდა ხორცით”. ან რისი თქმა უნდა მოციქულს როცა წერდა: “იგი გამოჩნდა ხორცით”? ღვთაებრივობის საიდუმლო რაში მდგომარეობს ალოგიკურია მაშინ. ღვთაებრივობის საიდუმლო სწორედ ის იქნებოდა, ღმერთი რომ გამოჩენილიყო ხორცით. თუმცა ისიც ლოგიკურია რომ თავდაპირველად ეწერა: “ღვთაებრივობის საიდუმლო, რომელიც ხორციელად გამოჩნდა”. ანუ ის აზრი რასაც მეცნიერები ანიჭებენ უპირატესობას, სრულიად ალოგიკურია. ასევე მნიშვნელოვანია ალექსანდრიის კოდექსი, სადაც წერია: Θ̅C რაც არის შემოკლებით დაწერილი – “ღმერთი”. ამ ტიპის ჩანაწერს “ნომინა საკრა” ეწოდება. რატომღაც მეცნიერები ამბობენ, რომ თავიდან ეწერა OC(იგი), რომელიც გადააკეთეს, როგორც Θ̅C. მიუხედავად იმისა, რომ ამის თქმის მიზეზი აქვთ, ლოგიკურად აშკარად არ ჯდება სიტყვა “იგი”. წმ. იერონიმემ ვულგატაში ჩაწერა: quod(რომელიც), რაც არ ეხება ღმერთს, მაგრამ ინარჩუნებს ლოგიკურ კონსტრუქციას ტექსტში. ამიტომ მხოლოდ ორი ვარიანტია რაც შეიძლება იყოს სწორი ლოგიკურად – “დიდია ღვთაებრივობის საიდუმლო – ღმერთი გამოჩნდა ხორცით” – როგორც ამას ეკლესიის მამები და ბიზანტიური ხელნაწერები ამოწმებენ და “დიდია ღვთაებრივობის საიდუმლო, რომელიც გამოჩნდა(გაცხადდა) ხორცით” – რომელსაც არამეული ფეშიტა, წმ. იერონიმეს ვულგატა, კოპტური, ეთიოპური, საჰიდური ხელნაწერები და მეექვსე საუკუნის ერთი ბერძნული ხელნაწერი ამოწმებს. თუმცა რატომღაც ბევრ მეცნიერს სურს ჩასვას “იგი გამოჩნდა ხორცით”, არადა მაგ მუხლში საუბარი ან ღმერთის გამოჩენაზეა ან ღვთაებრივი საიდუმლოსი და არა ვიღაც “იგი”-სი, რომელიც გაურკვეველია ვინაა, თუ არც ღმერთია და არც ადამიანი... საინტერესო რამ დაწერე და მე აფსოლიტურად ვეთანხმები რომ მანდ ოს უნდა ეწეროს ანუ ის გამოჩნდა! მანდვე პავლე ბრძანებს უეჭველად დიდია ღმრთისმოსაობის საიდუმლო, და ღმრთისმოსაობა არის ღვთისადმი ერთგულება და ბუნებრივია რომ მანდ საუბარია ღვთის მსახურზე და არა თავად ღმერთზე! ბოლოს ნათქვამია მასზე ანუ იესოზე რომ რწმენით ამაღლდა დიდებით. ღმერთს რწმენა აქვს? თუ ღვთის მსახურს უნდა ქონდეს რწმენა? ალბათ წაკითხული გაქვს ულფ ეკმანის წიგნი _ რწმენა რომელიც ამარცხებს ქვეყნიერებას, _ იქ ის ციტირებას ახდენს იესოს სიტყვების სახარებიდან _ დაე იქონიეთ ღვთის რწმენაო! და ამას ამახინჯებს და ამბობს რომ ანუ იქონიეთ ისეთივე რწმენა რაც ღმერთს აქვსო და თვითონ ღმერთი არის რწმენის ცენტრიო! საოცარია რაა ასეთი დამახინჯება წმინდა წერილისა არ შეიძლება! |
A.V.M |
Apr 15 2012, 05:15 PM
პოსტი
#14
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა ასეთი დამახინჯება წმინდა წერილისა არ შეიძლება! ახალი ქვეყნიერების თარგმანი შეგახსენო? ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი