IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 27 28 29 30 31 > »   
Reply to this topicStart new topic
> "ახალი ამბები 2", გაგრძელება
marine
პოსტი Jan 23 2014, 01:47 PM
პოსტი #561


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,197
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(A.V.M @ Jan 19 2014, 08:52 PM) *

გილოცავთ !

"10 კა­ცი­დან 7-ს ჩე­მი ლო­გინ­ში ჩათ­რე­ვა უნ­და" - იუნა შაფათავა პირველ ქართულ ეროტიკულ არხს ხსნის
მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყ­ვა­ნი იუნა შა­ფა­თა­ვა აცხა­დებს, რომ ბო­ლო დროს სულ საქ­მე­ებ­შია ჩაფ­ლუ­ლი და ახა­ლი იდე­ე­ბი აქვს. ის დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ წარ­მა­ტე­ბას აუცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს.

- პირ­ველ ქარ­თულ ერო­ტი­კულ არხს ვხსნი, ვმუ­შა­ობთ ახალ იდე­ებ­ზე, კონ­ტ­რაქ­ტებ­ზე, პრო­ექ­ტებ­ზე. მხო­ლოდ ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით და მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ვა­კე­თებ ამ საქ­მეს. არ მყავს ბიზ­ნეს­პარ­ტ­ნი­ო­რი, მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ კეთ­დე­ბა ფუ­ლი ნუ­ლი­დან. სწო­რად გათ­ვ­ლი­ლი ბიზ­ნეს­გეგ­მა ამარ­თ­ლებს, ბევრ ბიზ­ნეს­მენს გა­ე­ცი­ნე­ბა ალ­ბათ, ინ­ვეს­ტი­ცი­ის გა­რე­შე ფულს რო­გორ იშო­ვი­სო, მაგ­რამ მე ვარ ჩე­მი ინ­ვეს­ტი­ცია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ ვარ ისე­თი მო­ხუ­ცი, რომ ჩე­მი თა­ვი არ გა­მო­ვა­ჩი­ნო ჩაც­მუ­ლი ან გახ­დი­ლი. გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც ხელს მიწყობს და მე­გობ­რე­ბიც. ჩვენ­თან, სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი გათ­ვ­ლაა: რა­საც მა­სა იღებს, იმას აწო­დე­ბენ. შენ უნ­და აღ­ზარ­დო მა­ყუ­რე­ბე­ლი, მით უმე­ტეს, რო­ცა 20 წე­ლი სიბ­ნე­ლე­ში ვი­ჯე­ქით.

- რო­გორ და­ი­ცავ ზღვარს ერო­ტი­კა­სა და პორ­ნოგ­რა­ფი­ას შო­რის?
- ძნე­ლი იქ­ნე­ბა, მარ­ტო იმი­ტომ, რომ რე­ჟი­სო­რი ერთს ხე­დავს და ოპე­რა­ტო­რი - მე­ო­რეს. მე სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­ზე ვი­მუ­შა­ვებ. ერო­ტი­კა ხომ პორ­ნოგ­რა­ფია არ არის? და­ფიქ­რე­ბა უნ­და. ერო­ტი­კა თუ თა­მა­მი არ იქ­ნე­ბა, ეს მა­რაზ­მია. აქ ყვე­ლა­ფე­რი ერო­ტი­კა ჰგო­ნი­ათ. თუ იმა­ში ისევ ის და­ი­ნა­ხეს, რი­სი და­ნახ­ვაც უნ­დათ, მე რა ვქნა? "გუგ­ლ­ში" სა­კუ­თარ გვარს და სა­ხელს რომ ამო­ვაგ­დებ, ვტი­რი - ეს რად მაქ­ცია სა­კუ­თარ­მა მას­მე­დი­ამ. მა­შინ, რო­ცა ვი­ღა­ცა მარ­თ­ლა გა­რე­წა­რი, მხე­ცი სათ­ნო­ე­ბის ეტა­ლო­ნია. გა­ნა იმი­ტომ, რომ მე ვარ კარ­გი, უბ­რა­ლოდ, ერ­თი ხა­ზის გა­დას­მით არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის ერთ ჩარ­ჩო­ში მოქ­ცე­ვა, ყვე­ლას უნ­და შე­ეძ­ლოს ცხოვ­რე­ბის ნუ­ლი­დან დაწყე­ბა. შე­მიძ­ლია მცხო­ბე­ლი გავ­ხ­დე, მა­შინ ყვე­ლა მო­მეშ­ვე­ბა - თურ­მე რა კარგ ტორ­ტებს აცხობს ეს გო­გო, რას გვერ­ჩო­და თა­ვი­სი ერო­ტი­კი­თო, მაგ­რამ მე სხვა ინ­ტე­რე­სი მაქვს. არა­ვინ თქვას, რომ არ უნ­და, იყოს სექ­სუ­ა­ლუ­რი. არ მრცხვე­ნია იმის თქმის, რომ მსი­ა­მოვ­ნებს, სხვა­დას­ხ­ვა ასა­კის კა­ცებს რომ მოვ­წონ­ვარ. კარ­გია სათ­ნო­ე­ბა, მაგ­რამ რა ვქნათ, რომ უმან­კო­ე­ბას ოდეს­ღაც ვკარ­გავთ (ი­ცი­ნის). რა ვქნა? ვი­ტი­რო? აი, ვტი­რი და ვგო­დებ (ი­ცი­ნის). რამ­დე­ნი­მე დღის წინ ამე­რი­კელ მე­გო­ბარ­თან ერ­თად კლუბ­ში ვი­ყა­ვი და გო­გო­ნებს ისე ეც­ვათ, მკითხა, რა სჭირთ ამათ, პა­ნაშ­ვიდ­ზე მო­ვიდ­ნე­ნო? და­ფა­რუ­ლი გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბა არ მინ­და. და­ფა­რულ გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბას ღია სი­შიშ­ვ­ლე მირ­ჩევ­ნია. ზედ­მე­ტი კდე­მა­მო­სი­ლე­ბის თა­მა­ში დამ­ღ­ლე­ლია. მიყ­ვარს კომ­პ­ლი­მენ­ტე­ბი, სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არა­ვის­თან მაქვს. რო­ცა ადა­მი­ა­ნი მწერს, შე­ნი გაც­ნო­ბა მინ­დაო, სი­ა­მოვ­ნე­ბით მივ­დი­ვარ მას­თან ყა­ვის და­სა­ლე­ვად. თავს არ ვგრძნობ ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვად, არც ლი­მუ­ზი­ნი მყავს და არც დაც­ვა მემ­სა­ხუ­რე­ბა. ჩე­მი გუ­ლის მო­გე­ბა ელე­მენ­ტა­რუ­ლი ყუ­რადღე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. რა­ტომ­ღაც ბო­ლო დროს სულ ცო­ლო­ბას მთა­ვა­ზო­ბენ. არ ვი­ცი, რას ხე­და­ვენ ჩემ­ში. მეუბნებიან, იქ­ნებ ბავ­შ­ვი გვე­ცა­დაო. მე ცო­ლო­ბა არ შე­მიძ­ლია. არ შე­მიძ­ლია სხვას­თან ცხოვ­რე­ბა. არა­ვის ეწყი­ნოს, მაგ­რამ ვერ ვნა­ხე ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო მა­მა­კა­ცი, ვის­თან ყოფ­ნა­საც შევ­ძ­ლებ­დი.

- წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ქორ­წი­ნე­ბის გა­მო ხომ არ ფიქ­რობ ასე?
- ყვე­ლა კაც­მა თა­ვი­სი სით­ბო და­მი­ტო­ვა, მაგ­რამ არა­ვის­თან გა­ვაგ­რ­ძე­ლე ცხოვ­რე­ბა. ამ ბო­ლო დროს ხში­რად მგო­ნია, რომ შე­მიყ­ვარ­და, მაგ­რამ დი­ლი­თ ვხვდე­ბი, რომ შამ­პა­ნუ­რის ბრა­ლი იყო. არ შე­მიძ­ლია

თა­მა­ში, ბევ­რი ქმა­რი ვი­ცი, რო­მე­ლიც ცოლ­საც ეხუ­ტე­ბა და მეც მე­ხუ­ტე­ბა. ნდო­ბა უნ­და იყოს ადა­მი­ა­ნებ­ში. ამას წი­ნათ ჩა­ვი­ფიქ­რე, ვინც პირ­ვე­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნის მე­სიჯს, სა­ღა­მოს შამ­პა­ნურს მას­თან დავ­ლევ-მეთ­ქი, სა­ბო­ლო­ოდ კი ის ავარ­ჩიე, ვინც გა­მარ­თუ­ლი მე­სი­ჯი მომ­წე­რა, მა­ინც ინ­ტე­ლექ­ტის მი­ხედ­ვით ავარ­ჩიე (ი­ცი­ნის). კა­ცი აკ­რ­ძა­ლუ­ლი მე­თო­დე­ბით არა­სო­დეს და­მიპყ­რია, ერ­თი შე­ხედ­ვაა სა­ჭი­რო მის "და­სა­კე­რად", რა­დი­ო­ტალ­ღე­ბია მთა­ვა­რი. ზო­გი ტან­საც­მ­ლით, ხში­რი მოგ­ზა­უ­რო­ბით და ძვირ­ფა­სი სა­მო­სით ცდი­ლობს მა­მა­კა­ცის მო­ხიბ­ვ­ლას, 17-ლა­რი­ა­ნი კა­ბა მაც­ვია და არ მაქვს არა­ნა­ი­რი დის­კომ­ფორ­ტი. 10 კა­ცი­დან 7-ს ჩე­მი ლო­გინ­ში ჩათ­რე­ვა უნ­და და ასე­თე­ბი არ მა­ინ­ტე­რე­სებს.
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/kulturashoubiznesi/94...l#ixzz2qrOkms5D


ნამდვილად მოსალოცია!!! smile.gif რა ბედიც შორენას შოუს ეწია, იგივე ბედისა იქნება გარყვნილების ეს მცდელობაც...


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 23 2014, 11:12 PM
პოსტი #562


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება მიიღო
საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე კიდევ ერთი განცხადება მიიღო. განცხადებაში, რომელიც პარლამენტმა 118 ხმით, ერთხმად მიიღო, ნათქვამია, რომ რუსეთი ასოცირების შეთანხმებაზე უარის თქმის იძულების გზით, ვერც უკრაინას და ვერც საქართველოს ვერ შეაცვლევინებს ევროპულ არჩევანს.

"საქართველოს პარლამენტი უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ბოლო დღეებში უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო, რამაც ადამიანების დაღუპვა და ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ უკრაინელ ხალხს.

საქართველოს პარლამენტი გმობს

ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებასა და ვითარების ესკალაციას, რამაც შესაძლებელია ქვეყანა ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს.

საქართველოს პარლამენტი იზიარებს ევროპის კავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაკეთებული განცხადების სულისკვეთებას და მიაჩნია, რომ ძალის გამოყენება და დაძაბულობის ზრდა ქვეყანას ვერ გამოიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან.

ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, მხოლოდ დიალოგის გზით მონახონ გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. ამ პროცესში უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინის ხელისუფლებას, რომელმაც ყველა ღონე უნდა იხმაროს შექმნილი კრიზისის დაძლევის მიზნით ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან დიალოგის დაწყებისათვის და ვითარების განმუხტვისათვის.

საქართველოს პარლამენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელი ხალხის მისწრაფებას, გახდეს თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე დამყარებული ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და დარწმუნებულია, რომ რუსეთი ასოცირების შეთანხმებაზე უარის თქმის იძულების გზით, ვერც უკრაინას და ვერც საქართველოს ვერ შეაცვლევინებს ევროპულ არჩევანს", - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/95234-saqart...l#ixzz2rFbUIomT


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 28 2014, 03:18 PM
პოსტი #563


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სომხური სამოციქულო, კათოლიკური, მუსლიმური და იუდაისტური რელიგიური გაერთიანებები ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებენ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს ოთხი რელიგიური გაერთიანება საბჭოთა კავშირის პერიოდში დაზარალდა.

"'ხშირად გვესმის ოპოზიციისგან, რომ ჩვენი მთავრობის პერიოდში გახშირდა კონფლიქტები რელიგიურ ნიადაგზე, რაც კატეგორიულად არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვაქვს თანაბარი პატივისცემა სხვადასხვა რელიგიის მიმართ. ამის დატურია ის, რომ დღეს გამოგვაქვს საკითხი, რომელიც შეეხება 4 რელიგიური მიმართულების დაფინანსებას ბიუჯეტიდან. ეს დაფუძნებული იქნება იგივე პრინციპზე, რომლითაც ვაფინანსებთ მართლმადიდებლურ ეკლესიას",- განაცხდა ღარიბაშვილნა მთავრობის ხდომის დაწყების წინ.

მას არ დაუკონკრეტებია თანხის ოდენობა, თუ რამდენით დაფინანსდება აღნიშნული კონფესიები, თუმცა აღნიშნა, რომ თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა და ის პროპორციულად გადანაწილდება.

მისი თქმით, საქარაველოს მთავრობის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. მთავრობის დადგენილების პროექტი "საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხოციელების წესის დამტკიცების თაობაზე" დღევანდელ სხდომაზე განიხილება. მომხსენებელი პაატა ზაქარეიშვილია.

http://www.netgazeti.ge/GE/105/News/27400/

მუფტის ინფორმაციით, მას ავტომანქანა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ გადასცა და მისი საკუთრება არ არის.

რა რაოდენობის თანხა დახარჯა სამმართველომ მუფტისთვის "ჯიპის" შესაძენად, ამის შესახებ ჯემალ პაქსაძეს ინფორმაცია არ აქვს:

"მე როგორც მუფტი, შესყიდვებს თვითონ არ ვაწარმოებ და არც ფინანსურ მხარეს განვკარგავ."

რაც შეეხება მანქანის ნომერს, მუფტის განმარტებით, სერია – MUF ნიშნავს იმას, რომ ეს სამუფტოს მანქანაა, ამიტომ სამმართველოს მასში რაიმე განსაკუთრებული თანხა არ გადაუხდია:

"მთლიანად სიტყვა რომ ეწეროს, მაშინ იქნებოდა დიდი თანხა გადასახდელი, მაგალითად, ხელვაჩაურის მუფტს ჰყავს MUF-007. ეს მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ მანქანით მუფტი გადაადგილდება," უთხრა ჯემალ პაქსაძემ "ბათუმელებს".
http://www.netgazeti.ge/GE/105/News/27415/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jan 28 2014, 03:28 PM
პოსტი #564


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
მე მივესალმები ასეთ გადაწყვეტილებას. თუ გვინდა რომ დემოკრატიული ქვეყანა გვერქვას ასეც უნდა მოვიქცეთ.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 28 2014, 03:32 PM
პოსტი #565


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
აქ სხვა პრობლემაა .
ჩვენი კანონმდებლობით , სწორია ეს გადაწყვეტილება . იმიტომ რომ მართლ.ეკლესია ფინანსდებოდა , მისი ისტორიულობის და კომუნისტებისგან მიყენებული ზარალის გამო . რაც სხვა კონფენსიებმაც მიიღეს .
ამ ფონზე ზუსტია გადაწყვეტილება .

ახლა საკითხავი ისაა , თუ რამდენით დაფინასდებიან .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jan 28 2014, 03:34 PM
პოსტი #566


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
მე რამდანდაც წავიკითხე 4,5 მილიონს მისცემენ.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 28 2014, 03:35 PM
პოსტი #567


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
ცალ-ცალკე ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jan 28 2014, 03:57 PM
პოსტი #568


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
მგონი ერთად.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 4 2014, 11:24 PM
პოსტი #569


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ღარიბაშვილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად არ მიიჩნევს

03 February, 2014 1 დღის და 2 საათის და წინ

1798




საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად არ მიიჩნევს.

ამის შესახებ მან დღეს ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე უცხოელი ჟურნალისტების იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხელისშემშლელი პირობაა საქართველოს ევროინტეგრაციისა, თუ პირიქით, ხელს შეუწყობს ამ პროცესს?“.

„ქართული მართლმადიდებლური ეკლესია არის სოლიდური ინსტიტუცია ჩვენს ქვეყანაში. ვერ ვიტყოდი, რომ ეს ხელისშემშლელი პირობაა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, პირიქით, ის ქვეყნისა და ხალხის გაერთიანებას უწყობს ხელს. ცნობისთვის მინდა, გითხრათ, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა კვლავინდებურად მხარს უჭერს საქართველოპს ევროინტეგრაციის პროცესს“ – დასძინა პრემიერმა.

ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე მან ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ასოცირების ხელშეკრულებას მიმდინარე წლის აგვისტოს დასასრულამდე მოეწერება ხელი.

„ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით და გვწამს, რომ ეს შეუქცევადი პროცესია. ეს ჩემი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსია, რომელიც თავის დროზე მოსახლეობის უმრავლესობამ და პოლიტიკური პარტიების დიდმა ნაწილმა აირჩია. ჩვენ ვაჩვენეთ კარგი შედეგი ვილნიუსის სამიტზე, რის შემდეგაც ევროკავშირთან ჩვენი ურთერთობის ახალი ეტაპი დაიწყო. საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, ხელი მოაწეროს ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას რაც შეიძლება, სწრაფად. ჩვენ მოველით, რომ ეს მოხდება წელს, აგვისტოს დასასრულამდე, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტმა განაცხადა 2013 წლის დეკემბერში. ჩვენის მხრივ, ვცდილობთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც მოგვეთხოვება. ასოცირების ხელშეკრულების პირობების შესრულება რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს რეფორმებს და ყველა სფეროს იურიდიულ შესაბამისობაში მოყვანას“ – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

- See more at: http://frontnews.ge/ge/news/25293#sthash.4...k.idqCBrkT.dpuf


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Feb 4 2014, 11:53 PM
პოსტი #570


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



,,მოსახლეობის უმრავლესობა კვლავინდებურად მხარს უჭერს საქართველოპს ევროინტეგრაციის პროცესს“

ეს საიდან დაასკვნა ვაბშე. ჩაატარონ ერთი რეფერენდუმი და გაიასნდება, უნდა თუ არა ერს ევროკავშირი.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 5 2014, 02:03 AM
პოსტი #571


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



terra
რამდენიმე წლის წინ ხომ ჩატარდა და მოსახლეობამ ხმა მისცა დასავლურ ორიენტაციას .

ისე , საქართელოს როგორც მმართველი , ისე ძირითადი ოპოზიციური პარტია (ოცნება და ნაციონალები) , ღიად აცხადებენ თავის პროდასავლურ ორიენტაციას და რადგან პირველ-მეორე ადგილზე ესენი არიან , თუნდაც ამითც ცხადიყოფა რომ , მოსახლეობის უმეტესობა , დასავლეთით იყურება და არა სხვაგან .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Feb 5 2014, 10:40 AM
პოსტი #572


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



A.V.M
სადაო საკითხია. არაა ასე მარტივად.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 6 2014, 02:54 AM
პოსტი #573


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



terra
კარგი .
1 ნაწილი ხომ უეჭელი პროდსავლურია ?
დანარჩენი ნაწილი რა ორიენტაციისაა ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Feb 6 2014, 12:16 PM
პოსტი #574


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



A.V.M

რა თქმა უნდა, მუსლიმური სამყაროსკენ სწრაფვას, ქრისტიანულ ქვეყნებთან ურთიერთობა სჯობს. უბრალოდ, იმის აღნიშვნა მინდოდა, რომ, ძალიან საჭოჭმანო საკითხია, ევროკავშირში შესვლის შედეგად, ჩვენი, თუნდაც ეკონომიკური აღმავლობა. უძლიერესი ქვეყნები დაანგრია და გაამათხოვრა ევროკავშირმა, როგორიცაა საბერძნეთი, იტალია, პორტუგალია, ესპანეთი. თან, ამ ევროინტეგრაციის სანაცვლოდ, ისეთ პირობებს აყენებენ, ზნეობრივი ადამიანისთვის მაინც და მაინც სახარბიელო არ უნდა იყოს.
არც რუსეთის ბოროტ იმპერიასთან გაერთიანებაა კარგი და მისაღები. ორ მონსტრს შორის ვართ გახიდული და ალბათ ორი ბოროტებიდან, რომელიმეს არჩევა მოგვიწევს. საზოგადოება უნდა იდგეს ღირსეულად და კონსოლიდირებულად და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 7 2014, 12:41 AM
პოსტი #575


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



terra
ციტატა
არც რუსეთის ბოროტ იმპერიასთან გაერთიანებაა კარგი და მისაღები. ორ მონსტრს შორის ვართ გახიდული და ალბათ ორი ბოროტებიდან, რომელიმეს არჩევა მოგვიწევს. საზოგადოება უნდა იდგეს ღირსეულად და კონსოლიდირებულად და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება.

მაგას ვამბობ ზუსტად .
გასაგებია რომ სრული დამოუკიდებობა და ეროვნული ქვეყნის აშენება უნდა უმეტესობას , მაგრამ ამის შანსი არაა . ( მაგალითი გვყავს , გამსახურდიას სახით ) .
და რუსეთს , პირადად მე დასავლეთი მირჩევნია ., თორემ არც ერთია ჩვენთვის საუკეთესო და არც მეორე .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Feb 7 2014, 03:50 PM
პოსტი #576


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=8641&la...%90%E1%83%9C%29


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 7 2014, 11:19 PM
პოსტი #577


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



პრემიერ-მინისტრთან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იმუშავებს
13:47 07-02-2014
პრემიერ-მინისტრთან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იმუშავებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შეიქმნა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. როგორც სხდომის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირია და მისი დებულებაც უკვე დამტკიცებულია.
"როგორც იქნა, საქართველოში იარსებებს სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც განახორციელებს რელიგიური საკითხების შესახებ პოლიტიკას. აქამდე მსგავსი რამ არ არსებობდა. მე ვიღებდი დავალებებს პირადად პრემიერისგან, რომ ამა თუ იმ საკითხში ჩავრეულიყავი, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური სტრუქტურა შეიქმნა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქცია იმ თანხის განკარგვა იქნება, რომელიც სახელმწიფოს გადაწყვეტილებით რელიგიური კონფესიებისთვის ზარალის ანაზღაურების მიზნით გამოიყო.
"სააგენტო ასევე დაინტერესდება განათლებისა და საკუთრების საკითხებით. სააგენტო იმუშავებს პრემიერ-მინისტრთან, ვინაიდან გვსურს, იყოს ძალიან მაღალი სტსტუსის. ვინ უხელმძღანელებს სააგენტოს, ეს ჯერ ცნობილი არ არის. ამ თემაზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, სააგენტო იმუშავებს იმ 4,5 მილიონიანი დაფინანსების ფარგლებში, რომელიც სახელმწიფომ რელიგიური კონფესიების დასახმარებლად განსაზღვრა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...imushavebs.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Feb 17 2014, 12:30 PM
პოსტი #578


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



მეუფე იაკობმა, ქადაგებისას, სასულიერო პირებს მიმართა.

"მინდა შევეხო ერთ საკითხს და ეს ეხება მხოლოდ სასულიერო პირებს. ამ ბოლო პერიოდში, ვისაც არ ეზარება, ყველა ცდილობს, რომ დაგვმოძღვროს ეკლესია. როდესაც სასულიერო პირი პირველსავე დაძახილზე გარბიხარ, მიდიხარ და სტუდიაში ჯდები ისე, რომ კურთხევას არ იღებ წახვიდე თუ არ წახვიდე... ვინმე ვინმეს უშლის სადმე წასვლას, ან იმის შიში გვაქვს რომელ ტელევიზიაში დაჯდება რომელი ადამიანი? ეს არავინ იფიქროს... არის სჯულის კანონი. თუ მაცხოვარი იცავდა სჯულის კანონს, თუ ის მერვე დღეს წავიდა და წინადაიცვითა - იყო ცოდვების მიტევებისთვის, როგორც ახლა არის ნათლობა, მეორმოცე დღეს თუ მივიდა. რაში ჭირდებოდა მას ეს? ამით გვიჩვენა, რომ ჩვენ სჯულს უნდა აღვასრულებდეთ.

რა უფლება გაქვს სასულიერო პირს სჯულის წინააღმდეგ მიდიოდე?! რამეთუ, მღვდელი არის ეპისკოპოსის დამხმარე, ეპისკოპოსი რასაც განუწესებს, იმ ფარგლებში მოქმედებს. თუ არ იცი სჯულის კანონიდან ის, რომ არ შეიძლება ასე თავისუფლად დადიოდე სადაც დაგიძახებენ, მაშინ სად მიდიხარ და ვის რა უნდა ასწავლო, თუ იცი და არ აღასრულებ, მაშინ უნდა გახსოვდეს რა

დაემართა ქერუბიმ სატანაელს, როდესაც თავი უფალს გაუთანაბრა, ჩამოშორდა და გახდა სატანა.

როდესაც პატრიარქის ეპარქიაში, ანუ თბილისში მიდიხარ, კეთილი უნდა ინებო და ადგილობრივ მღვდელმთავარს შეეკითხო. რომ შეეკითხო, ცოტა ნაკლებად მაინც ხომ უნდა ჩათვალო თავი. თუ ტოლად თვლი თავს აღარ შეეკითხები. ამიტომ არის, რომ საშიში ის კი არ არის ტელევიზიაში მივიდნენ და ილაპარაკონ, საშიში არის ის, რომ ისეთმა ადამიანმა, რომელიც სჯულის კანონს არღვევს რა უნდა ილაპარაკოს. ვინც არ აღასრულოს და ისე ასწავლოს, უმცირესი ეწოდოს - სახარებაში წერია.

ამიტომ, ნუ მოგვინდება პოპულარობის მოხვეჭა ტელე გადაცემებით. ნუ დაგვავიწყდება, რომ როცა ბზობა იყო დიდებით შესვლა უფლის იერუსალიმში, რამდენ დღეში უკვე იგივე ხალხი იძახოდა ჯვარს აცვითო... ცვალებადია ხალხის განწყობა და ვიღაცა თუ ტაშს დაგიკრავს, არ უნდა გიხაროდეს, პირიქით - ფრთხილად უნდა იყო. ეს რომ არ მეთქვა, თქვენი მტერი ვიქნებოდი," - განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/97051-meu...l#ixzz2tZAg0btA


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Feb 17 2014, 12:54 PM
პოსტი #579


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ვანოს 5 წელი მიუსაჯეს.
ცირკია ეს ქვეყანა.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Feb 17 2014, 01:13 PM
პოსტი #580


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



terra
ცირკში ის ქე მაინც იციან რომელი წარმოდგენა რომლის მერეა აქ ეგეც არ იციან :|


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 27 28 29 30 31 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st June 2024 - 02:03 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი