IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> საეკლესიო/საღვთისმსახურო შესამოსელი
მნათე
პოსტი Jul 28 2006, 04:36 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მოკლედ ამ თემას ხელახლა ვხსნი და ვეცდები უფრო სრულყოფილად ჩამოვყალიბდე smile.gif ყველას ვისაც რაიმეს თქმა შეუძლია ამასთან დაკავშირებით შემომეშველეთ smile.gif წინასწარ ვიცდი ბოდიშს თუ რაიმე შეცდომა გამეპარება smile.gif დამავალებთ თუ ფოტო მასალას მომაწვდით smile.gif

ტრადიციულად ავყვები იერარქიას smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 28 2006, 04:55 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ყველამ კარგად ვიცით რომ არსებობენ ტაძრის მსახურები: დამლაგებლები, მესანთლეები, იკონომოსები (ტაძრის ბუღალტრები), მნათეები, მედავითნეები და ა.შ მაგრამ არსებობენ განსაკუთრებული მსახურები რომლებსაც კლირიკოსები ანუ საკურთხევლის მსახურები ეწოდებათ, მათი ყველაზე დაბალი წარმომადგენელია მნათე-სტიქაროსანი smile.gif

მნათე


მსახურებისას იმოსება სტიქარით.

სტიქარი ანუ კვართი მის ჩამცმელს ანგელოზებრივ მსახურებას ავალდებულეს, იქნება ეს ხსენებული კლირიკოსი თუ ყველაზე მაღალი იერარქი. მსახურების დროს (მცირე შესვლა, დიდი შესვლა, სახარება და ა.შ) სტიქაროსანს აქვს პატივი განასახიეროს უფლის წინამორბედი, იოანე ნათლისმცემელი. ამ დროს მას სანთელი უნდა ეპყრას ხელთ.


IPB-ს სურათი

სტიქაროსნებს ადრე "იპოდიაკვნებს" (ჰიპოს. ბერძ.-დაქვემდებარებული) ანუ დიაკვანს დაქვემდებარებულებს ეძახდენენ, მათზე ქიროტონია (ხელდასხმა) არ აღესრულებოდა, მაგრამ აღესრულებოდა ქიროტესია (ხელდადება), ისინი ტრაპეზს ემსახურებოდნენ/ემსახურებიან(ზოგიერთ ეკლესიაში) ასევე შეეძლოთ მცირე კვერექსის თქმა, ქიროტესიის შემდეგ ყოველგვარი ქორწინებითი კავშირი იკრძალებოდა. დღეს ეს წესი შეცვლილია აღარავითარი საკრალური მნიშვნელობის საიდუმლო აღარ აღესრულება, მხოლოდ გარკვეული წესით შემოიფარგლება smile.gif ბუნებრივია ყოველივე ეს დიდი პასუხისმგებლობაა.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 28 2006, 05:16 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



დიაკონი



დიაკვნობა ადამიანთა ქიროტონირებული ნაწილის (სამღვდელოება) ყველაზე დაბალი ხარისხია, იგი არ აღასრულებს არც ერთ საიდუმლოს თუმცაღა მონაწილეობს მის აღსრულებაში.

ვინაიდან თემის შინაარსი არ იტევს მსახურების წესის ზედმიწევნით გადმოცემას აღარ განვავრცობ მის მოვალეობებს და პირდაპირ შესამოსელზე გადავალ.

1) სტიქარი

2) გინგილა-ორარი (ორარე. ლათ._ლოცვა)

3) საბუხრეები-სამკლაურები (მარჯვენა და მარცხენა ხელის)


1. დიაკვნის შესამოსი სტიქარი დასაშვებია იდენტურიც იყოს სტიქაროსნის სტიქარისა, თუმცარა საქარტველოში ეს ყველაფერი გარჩეულია სხვადასხვა მიზეზის გამო.

IPB-ს სურათი

2. სპეციალური "ლენტა" მარცხენა მხარეს, სიმბოლურად განასახიერებს ანგელოზის ერთ ფრთას (ალბათ იმიტომ რომ მას ჯერ არ ძალუძს საიდუმლოების აღსრულება)

IPB-ს სურათი

3. ხელზე გსაკეთებელი სპეციალური სამაჯურები, მსახურებისას იგი ყველა სასულიერო პირს უნდა ეკეთოს, თუ არ ვცდები განასახიერებს სულიწმინდის ბორკილს.

IPB-ს სურათი

დიაკვანი მსახურებისას კვერექსს იძახის, ამ დროს მას გინგილა გადაკეცილი უჭირავს მარკვენა, ხელში და ასე აღამაღლებს არსებობს მოსაზრება რომლის მიხედვითაც ჭერის ასეთი მანერით იგი გინგილაზე წვრილად დაწერილ სიტყვებს კითხულოდა, დღეს მის მაგივრობას კონდაკი წევს. ასევე ეძლევა უფლება ასე გადაკეცილი ორარიტ გადაისახოს პირჯვარი.

IPB-ს სურათი

გინგილის მორგების წესს ქვევით შევეხებით.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jul 30 2006, 12:47 AM
პოსტი #4


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



მნათე იხვეწებოდა დამეხმარეთო შესამოსლებშიო და... დავიწყოთ smile.gif ჯერ საეკლესიო იერარქიაზე ორიოდ სიტყვით:

წმიდა მოციქულებმა ახალი აღთქმის ეკლესიაში დაადგინეს მღვდელმსახურთა სამი ხარისხი: ეპისკოპოსი, პრესვიტერი (ანუ მღვდელი) და დიაკონი. ყველა ისინი იწოდებიან მღვდელმსახურად, რადგან მღვდლობის საიდუმლოთი იღებენ სულიწმიდის მადლს ქრისტიანულ ეკლესიაში წმიდა მსახურებისათვის: აღასრულებენ ღვთისმსახურებას, ადამიანებს ქრისტიანულ რწმენასა და სათნოებებში განსწავლიან და საეკლესიო საქმეებს განაგებენ.
ეპისკოპოსები ეკლესიასი უმაღლეს ხარისხს წარმოადგენენ. ისინი მადლის უმაღლეს სახეს იღებენ. ეპისკოპოსს ეწოდება აგრეთვე მღვდელმთავარი, ანუ მღვდელთა უფროსი. მას შეუძლია, აღასრულოს ყველა საიდუმლოება და საეკლესიო მსახურება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეპისკოპოსებს აქვთ უფლება, არა მხოლოდ აღასრულონ ჩვეულებრივი ღვთისმსახურება, არამედ ხელი დაასხან მღვდლებს, აკურთხონ მირონი, რაც მღვდელს არ შეუძლია.
სიწმიდის ხარისხით ყველა მღვდელმთავარი თანასწორია, მაგრამ მეტნაკლებად დამსახურებულ მღვდელმთავარს მთავარეპისკოპოსის ხარისხი ენიჭება, ხოლო მასზე აღმატებულია მიტროპოლიტი (საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მთავარეპისკოპოსი მიტროპოლიტზე აღმატებულია). მღვდელმთავართა კრებულს, ანუ წმიდა სინოდს, და საერთოდ, ქვეყნის ეკლესიას მეთაურობს პატრიარქი (საქართველოს ეკლესიის მეთაურს აქვს წოდება კათოლიკოს-პატრიარქისა).
მღვდელი, ანუ პრესვიტერი ეპისკოპოსის შემდეგ მეორე სამღვდელო ხარისხია. ეპისკოპოსის კურთხევით მას შეუძლია, აღასრულოს ყველა საიდუმლო და საეკლესიო მსახურება, გარდა იმისა, რასაც მხოლოდ მღვდელმთავარი ასრულებს, ე.ი. ხელდასხმისა და მირონის კურთხევისა.
ქრისტიანულ საზოგადოებას, რომელიც მღვდელს ემორჩილება, სამრევლო ეწოდება.
შედარებით ღირსეულ და დამსახურებულ მღვდლებს ენიჭებათ დეკანოზის ხარისხი, მათ შორის აღმატებულს კი - პროტოპრესვიტერისა. პროტოპრესვიტერის წოდებას საქართველოს საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი ატარებს.
თუ მღვდელი ამავე დროს ბერიცაა, მაშინ მას მღვდელმონაზონი ეწოდება, მონასტრის წინამძღვარი იღუმენის ხარისხშია, ხოლო კიდევ უფრო აღმატებულია არქიმანდრიტი. მათ შორის განსაკუთრებულად გამორჩეულთ ეპისკოპოსად ირჩევენ.
დიაკონი მესამე, ყველაზე დაბალი სამღვდელო ხარისხია. იგი წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან და ნიშნავს „მსახურს“. დიაკონი ემსახურება ეპისკოპოსს ან მღვდელს ღვთისმსახურების დროს და საიდუმლოთა აღსრულებისას, მაგრამ თვითონ მათი აღსრულება არ შეუძლია.
დიაკვნის მონაწილეობა ღვთისმსახურებაში აუცილებელი არაა, ამიტომ ბევრ ტაძარში წირვა-ლოცვა მათ გარეშე აღესრულება. ზოგიერთი დიაკონი იღებს პროტოდიაკვნის, ანუ პირველდიაკვნის ხარისხს. თუ პროტოდიაკონი ბერად აღიკვეცა, მაშინ მას არქიდიაკონს უწოდებენ. დიაკვნად ნაკურთხი ბერი ბერდიაკვნად იწოდება, მთავარი ბერდიაკონი კი - მთავარდიაკვნად.
ამ სამი სამღვდელო ხარისხის გარდა ეკლესიაში არსებობს აგრეთვე უფრო დაბალი სამსახურო ხარისხები: იპოდიაკონი, მედავითნე და მნათე. ისინი ეკლესიის მსახურთა რიცხვს მიეკუთვნებიან, მაგრამ საიდუმლოს არ აღასრულებენ.
მედავითნეს აქვს მოვალეობა ფსალმუნთა კითხვისა, როგორც ტაძრის კლიროსში ღვთისმსახურების დროს, ასევე მღვდლის მიერ სხვადასხვა მსახურების აღსრულებისას.
მნათე მორწმუნეებს ღვთისმსახურებაზე მოუწოდებს ზარების რეკვით, ტაძარში ანთებს სანთლებსა და კანდელებს, ეხმარება მედავითნეებს კითხვის დროს და ა.შ.
იპოდიაკონი მხოლოდ სამღვდელმთავრო მსახურებაში მონაწილებს. ისინი შემოსავენ ეპისკოპოსს სამღვდელმთავრო შესამოსელით, უკავიათ სასანთლეები (სამსანთელი და ორსანთელი) და აწვდიან მათ მღვდელმთავარს მორწმუნეთა კურთხევისათვის და სხვა.
ღვთისმსახურების აღსასრულებლად მღვდელმსახურნი იმოსებიან განსაკუთრებული სამღვდელო შესამოსელით. სამღვდელო შესამოსელი მზადდება აბრეშუმის ან რაიმე სხვა შესაფერისი ქსოვილისაგან და ჯვრებით იმკობა.


ახლა შესამოსლები:

დიაკვნის სამოსია: სტიქარი, გინგილა და სამაჯურები.
სტიქარი არის გრძელი სამოსი, რომელსაც განიერი სახელოები აქვს. იგი აცვია იპოდიაკონსაც; მისი ტარების უფლება აქვს მედავითნესაც და ტაძარში მომსახურე ერისკაცსაც. სტიქარი განასახიერებს სულის სიწმიდეს, რომელიც წმიდა ხარისხში მყოფ ადამიანს უნდა ჰქონდეს.
გინგილა არის გრძელი ფართო ზოლი იმავე ქსოვილისაგან, რომლითაც სტიქარია დამზადებული. მას ატარებს დიაკონი მარცხენა მხარზე, სტიქარის ზემოდან. გინგილა განასახიერებს ღვთაებრივ მადლს, რომელიც დიაკონმა კურთხევის საიდუმლოთი მიიღო.
საბუხრეები ჰქვია ვიწრო სამკლაურებს, რომელიც თასმებით იკვრება. იგი შეახსენებს მღვდელმსახურებს, რომ ისინი ქრისტეს საიდუმლოთა აღსრულების ანდა მასში მონაწილეობის ჟამს ამას საკუთარი ძალით როდი აკეთებენ, არამედ ღვთის ძალითა და მადლით. საბუხრეები აღნიშნავს აგრეთვე იმ ბორკილებს (თოკებს), რომელიც მაცხოვარს ვნების დროს ხელზე ჰქონდა.
მღვდლის შესამოსელს შეადგენს კვართი, ოლარი, სარტყელი, საბუხრეები და ფილონი.
კვართი არის გარკვეულად შეცვლილი სახის სტიქარი. იგი სტიქარისაგან იმით განსხვავდება, რომ თხელი, ღია ქსოვილისაგან მზადდება და თასმებით დაბოლოებული ვიწრო სახელოები აქვს. კვართის ღია ფერი მღვდელს შეახსენებს, რომ მას მუდამ წმიდა სული უნდა ჰქონდეს და უმწიკვლოდ ცხოვრობდეს. გარდა ამისა, იგი გვახსენებს იმ კვართსაც, რომლითაც დადიოდა მიწაზე თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე და რომლითაც მან ჩვენი ცხონების საქმე აღასრულა.
მღვდლის ოლარი დიაკვნის გინგილისაგან იმით განსხვავდება, რომ ორმაგადაა მოკეცილი, კისერზე შემოხვეული და წინიდან ორი ბოლოთი ეშვება ქვემოთ, რომლებიც ერთმანეთთან მიკერებული ან რაიმეთი დამაგრებულია. მღვდლის ოლარი დიაკვნისაზე ორმაგად აღმატებულ მადლს აღნიშნავს, რომელიც მღვდელს საიდუმლოთა აღსრულებისათვის ეძლევა. ოლარის გარეშე მღვდელს, ისევე როგორც დიაკონს, არანაირი მსახურების აღსრულება არ შეუძლია.
სარტყელი კვართის ზემოდან კეთდება და აღნიშნავს ღვთისათვის მსახურების მზადყოფნას. იგი აღნიშნავს აგრეთვე ღვთაებრივ ძალას, რომელიც განამტკიცებს მღვდელმსახურს თავისი მსახურების აღსასრულებლად. ამავე დროს, სარტყელი იმ ტილოსაც აღნიშნავს, რომელიც მაცხოვარმა შემოირტყა, როდესაც თავის მოწაფეებს საიდუმლო სერობის ჟამს ფეხები დაბანა.
ფილონს მღვდელი სხვა სამოსელის ზემოდან იცვამს. ეს არის გრძელი, ფართო, უსახელო სამოსი, რომელიც ხელების თავისუფალი მოძრაობისთვის წინ ღრმადაა ამოჭრილი. თავისი გარეგნული სახით იგი მოგვაგონებს იმ სუდარას, რომელშიც ვნებების შემდეგ მაცხოვარი გაახვიეს. ფილონზე დაკერებული თასმები მოგვაგონებს იმ სისხლის ღვარებს, რომელიც მის სხეულზე ჩამოდიოდა. ამასთან ერთად, ფილონი მღვდლებს შეახსენებს სიმართლის იმ შემოსამოსელს, რომლითაც ისინი უნდა იყვნენ შემოსილნი, როგორც ქრისტეს მსახურნი.
ფილონის ზემოდან მღვდელს მკერზე ჰკიდია ჯვარი.
გულმოდგინე, ხანგრძლივი მსახურებისათვის მღვდელს ჯილდოდ ეძლევა საგვერდული, რომელიც თასმაზეა მიკერებული და მხარზე გადმოტარებით მარჯვენა თეძოზე იკიდება. იგი სულიერ მახვილს აღნიშნავს, ისევე, როგორც კუნკული და ბარტყული.
ეპისკოპოსი იმოსება მღვდლის ყველა შესამოსლით: კვართით, ოლარით, სარტყელით, საბუხრეებით, ფილონის ნაცვლად კი აცვია ბისონი, საგვერდულის ნაცვლად კი უკეთია ენქერი; გარდა ამისა, მღვდელმთავარს აქვს ომოფორი და მიტრა.
ბისონი არის ეპისკოპოსის ზედა სამოსი, რომელიც ქვემოდან და სახელოებიდან დამოკლებულ დაიკვნის სტიქარს ჰგავს, ასე რომ, მის ქვეშ მოჩანს კვართიც და ოლარიც. ბისონი მაცხოვრის სუდარას გამოხატავს.
ენქერი ოთხკუთხედი ფორმის ქსოვილია, რომელიც ერთი კუთხიდანაა დამაგრებული და ეპისკოპოსს სამოსის ზემოდან აცვია მარჯვენა გვერდზე. ღვაწლმოსილი და გულმოდგინე მსახურებისათვის ენქერის ტარების უფლებით მმართველი მღვდელმთავრისაგან ჯილდოვდებიან აგრეთვე დამსახურებული მღვდლები, რომლებიც მას მარჯვენა მხარეს ატარებენ. ასეთ შემთხვევაში საგვერდული მარცხენა მხარეს კეთდება. არქიმანდრიტისათვის, ისევე, როგორც მღვდელმთავრისათვის, ენქერი სამოსის აუცილებელი ნაწილია. ენქერი, ისევე, როგორც საგვერდული, აღმნიშვნელია სულიერი მახვილის, ანუ ღვთის სიტყვისა, რომლითაც შეიარაღებულნი უნდა იყვნენ სასულიერო პირები ურწმუნოებასა და უწმინდურებასთან საბრძოლველად.
ეპისკოპოსი ბისონის ზემოდან მხრებზე ატარებს ომოფორს; ეს არის გრძელი, ფართო თასმებიანი შესამოსელი, რომელიც ჯვრებითაა დამშვენებული. იგი მხრებზე უკეთდება მღვდელმთავარს ისე, რომ ყელზე ეხვევა, ერთი ბოლო წინ ჩამოეშვება, მეორე კი - უკან. ომოფორი ბერძნული სიტყვაა და „სამხრეს“ ნიშნავს. მას მხოლოდ მღვდელმთავარი ატარებს. მის გარეშე ეპისკოპოსი, ისევე, როგორც მღვდელი ოლარის გარეშე, მსახურებას ვერ აღასრულებს. ომოფორი ეპისკოპოსს ახსნებს, რომ იგი უნდა ზრუნავდეს გზააბნეული სამწყსოს ცხონებისათვის, სახარებისეული მწყემსი კეთილის მსგავსად, რომელიც მოძებნის რა დაკარგულ ცხოვარს, საკუთარი მხრებით მიჰყავს იგი სახლში.
მკერდზე, ბისონის ზემოდან, ჯვრის გარდა, ეპისკოპოსს აქვს აგრეთვე პანაღია, რაც „ყოვლადწმიდას“ ნიშნავს. ეს არის პატარა მრგვალი ხატი მაცხოვრის ანდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, ფერადი ქვებით შემკული.
ეპისკოპოსს თავზე აფარია მიტრა, რომელიც შემკულია პატარა ხატებითა და ფერადი ქვებით. მიტრა აღნიშნავს ეკლის გვირგვინს, რომელიც ვნებულ მაცხოვარს დაადგეს თავზე. მიტრა აქვს აგრეთვე არქიმანდრიტსაც. მღვდელი ხანგრძლივი და ერთგული ღვაწლისთვის მღვდელმთავარმა შეიძლება დააჯილდოვოს მიტრის ტარების უფლებით.
ეპისკოპოსს აქვს აგრეთვე კვერთხი, როგორც უმაღლესი სამწყემსო მსახურების ნიშანი.
ღვთისმსახურების დროს ეპისკოპოსს ფეხქვეშ უფენენ არწივებს. ეს არის პატარა მრგვალი ხალიჩა ზედ გამოსახული არწივით, რომელიც ქალაქს დაჰყრებს. არწივი აღნიშნავს, რომ ეპისკოპოსი, არწივის მსგავსად, მიწიერიდან ზეციურისაკენ უნდა ისწრაფოდეს.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jul 30 2006, 12:49 AM
პოსტი #5


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ეს ყველაფერი მოამზადა ხათუნა რაქვიაშვილმა (დიდი მადლობას მას), აღებულია გაზეთიდან "საპატრიარქოს უწყებანი" N 19 - 2004 წ.
ფოტოებით და ვიზუალური ეფექტებით გაფორმება მნათესთვის მიმინდია smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სალომე
პოსტი Aug 11 2006, 06:36 AM
პოსტი #6


სალომე
***

ჯგუფი: მემატიანე
პოსტები: 2,068
რეგისტრ.: 3-August 06
წევრი № 38



ისე, მე როგორც ვიცი, მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი რუსული წოდებებია, ადრე ჩვენთან მხოლოდ ეპისკოპოსები იყვნენო, მართალია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 11 2006, 10:24 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ისე, მე როგორც ვიცი, მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი რუსული წოდებებია, ადრე ჩვენთან მხოლოდ ეპისკოპოსები იყვნენო, მართალია?


არა პირიქით, მთავარეპისკოპოსის ბერძნული შესატყვისია არქიეპისკოპოსი, ანუ როგორც მიხვდი არქი ქართულად ნიშნავს მთავარს, რუსებს არ აქვთ თავისებური წინსარტი რამდენადაცმე ვიცი და პირდაპირ "არხიეპისკოპ" ასე ხმარობენ smile.gif ეს ხარისხები უდაოდ იქნებოდა რადგან რჯულის კანონში გარჩეულია, მაგალითად მიტროპოლიტის გარკვეულ საიდუმლოებში მონაწილეობის წესი.

რუსულის გავლენა გვაქვს მაგრამ ეს წოდებები თუ დეფინიციები მათ არ ეკუთვნით smile.gif

პ.ს ინტერნეტი წვალობს ტუ გავქრი ე.ი. . . sad.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Aug 23 2006, 02:30 PM
პოსტი #8


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



სტიქაროსნებს სხავადსხავ ფერის სტიქარები რატომ აცვიათ? რა განსხვავებაა მათ შორის?


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 23 2006, 02:37 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
სტიქაროსნებს სხავადსხავ ფერის სტიქარები რატომ აცვიათ? რა განსხვავებაა მათ შორის?


არავითარი, უბრალოდ სხვადასხვა ფერი სხვადასხვა რამეს განასახიერებს, წითელი სამეუფეო ფერია და მაცხოვრიდ დაღვრილ სისხლს, ცისფერი ღვთისმშობლისაა, მწვანე სამების, ოქროსფერი მაცხოვრის. . . ამაში არსებითი მნიშვნელობა არაა, თუმცაღა მაგალითად რუსულ ეკლესიებში სხვადასხვა დღესასწაულზე სხვადასხვა ფერით იმოსებიან, არსებითად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ აღდგომის მარხვის შუა კვირაში ყველას, მუქი შესამოსი უნდა ემოსოს ყველას, დაუშვებელია წითელი ფერი. . .



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 1 2006, 06:00 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მოდი ისევ ყბდაღებულ ბერძნულ და სლაურ სტილს შევეხები biggrin.gif

ფილონის ასეთი ფორმა არის ბერძნული biggrin.gif


IPB-ს სურათი


ასეთი სლაური biggrin.gif

IPB-ს სურათი


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fea
პოსტი Oct 1 2006, 07:43 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 30-September 06
მდებარ.: georgia, tbilisi
წევრი № 237



სამების გამოსახულებას სამოსზე რა დატვირთვა აქვს???
ჩვენი ეკლესიის წინამძღვრის სამომს ზურგზე მაცხოვარი აქ გამოსახული, ყოველთვის მაინტერესებდა, რას გამოხატავს ნეტავ სიმბოლურად??? rolleyes.gif


--------------------
"დღეგრძელი იყო და კეთილი გეყოს შენ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 1 2006, 07:58 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
სამების გამოსახულებას სამოსზე რა დატვირთვა აქვს???
ჩვენი ეკლესიის წინამძღვრის სამომს ზურგზე მაცხოვარი აქ გამოსახული, ყოველთვის მაინტერესებდა, რას გამოხატავს ნეტავ სიმბოლურად???


ალბათ იგივე რაც ჯვარს, საეკლესიო სიმბოლიკაა დატანილი, არსებითად არაფერს. . . რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. . . .


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურაბი
პოსტი Oct 1 2006, 09:56 PM
პოსტი #13


აბდალა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 662
რეგისტრ.: 25-September 06
მდებარ.: tbilisi!!!xiliani!!!
წევრი № 218



mnate
შავი სტიქარი მართლა არსებობს?ერთმა მითხრა მარხვაში იცვამენო!


--------------------
,,ავსიტყვაობა და ზიზღი განთავისუფლებული მონის თვისებაა"

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fea
პოსტი Oct 1 2006, 10:19 PM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 30-September 06
მდებარ.: georgia, tbilisi
წევრი № 237



mnate
საეკლესიო სიმბოლიკა, რომ იქნებოდა კი მივხვდი მაგას... smile.gif
უბრალოდ, ისე დამაინტერესა, წირვის დროს მიიპყრო ჩემი თვალი, მეტი არაფერი... smile.gif wink.gif


--------------------
"დღეგრძელი იყო და კეთილი გეყოს შენ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 6 2006, 12:13 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
mnate
შავი სტიქარი მართლა არსებობს?ერთმა მითხრა მარხვაში იცვამენო!


რა ბატი ხარ ბიჭო აბა არ არსებობს biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 6 2006, 12:15 AM
პოსტი #16


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



აი, რა ვიპოვე smile.gif ცოტა დიდია, მაგრამ ალბათ საინტერესო rolleyes.gif

ახალი აღთქმის სამღვდელმთავრო შესამოსელი

“ჰრქუა მამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ჴელსა მისსა და ხამლნი ფერხთა მისთა”
(ლუკა 15,22)


ქრისტეს განკაცების შემდგომ, ეკლესიაში ხდება ძველის განცხადება. ეპისკოპოსი განასახიერებს უკვე არა დაფარულად, როგორც აარონის შემთხვევაში იყო, არამედ განცხადებულად, უფალ იესო ქრისტეს. თავისი შესამოსელით კი ბაძავს მწყემსს, რომელმაც იტვირთა სამწყსოს უძლურებანი. და რადგანაც ძველ აღთქმაში დაფარული ახალი აღთქმის განცხადება ხდება ქრისტეს ეკლესიაში, ამიტომ ახალი აღთქმის მღვდელმთავრის შესამოსელშიც განცხადდება მღვდელმთავარ აარონის შესამოსელის საიდუმლო სემანტიკა. მართალია დროთა განმავლობაში ამ შესამოსელმა გარკვეული ცვლილებები განიცადა, მაგრამ ძირითადი შესამოსელის ფორმა იგივე დარჩა თავისი შინაარსით. ეს შესამოსელია: სტიქარი (კვართი) ორარი, საბუხარები, ოლარი, სარტყელი, საგვერდელი, ენქერი, ფელონი, საკკოსი, ომოფორი და მიტრა. აქედან მღვდელმთავრის შესამოსელია: კვართი, საბუხარები, ოლარი, სარტყელი, ენქერი, ფელონი, საკკოსი, ომოფორი, მიტრა. ამ შესამოსელს მღვდელმთავარი მხოლოდ მსახურების დროს იცვამს. ყველა ეს სამოსელი განასახიერებს ქრისტეს განკაცებას.
ახალი აღთქმის მღვდელმთავრის შიდა სამოსს ისევე, როგორც ძველი აღთქმისა წარმოადგენს კვართი - ტუნიკა. იგი იყო სულ თეთრი და იქარგებოდა ქერცლისმაგვარი რგოლებით [სახიანი სტიქარი]. თუ ძველი აღთქმის მღვდელმთავარი იუდაისტური ტრადიციის მიხედვით ყოველდღიურ შესამოსელს იხდიდა და განბანილი იმოსებოდა, ახალი აღთქმის ეკლესიაში არ არსებობს მსგავსი კანონი, მაგრამ ჩვენგან ხსენებული კვართი მალავს ყოველდღიურ, ჩვეულებრივ სამოსს. იგი საერთოა ყველა ხარისხის სასულიერო პირისათვის მცირედი განსხვავებით. მსგავსად აარონის კვართისა. საეპისკოპოსო კვართი იკერება ვიწრო მკლავებით, მაჯასთან აქვს ჭრილი. ცალი მხრიდან ეკერება თასმა, რომელიც მაჯას ეხვევა გარშემო, რაც განასახიარებს ქრისტეს ბორკილებს. აარონის კვართი განასახიერებს პირველ ყოვლისა ქრისტე მაცხოვრის სამოსს, როგორც ჭეშმარიტი მღვდელმთავრისა. იოანე ღვთისმეტყველი თავის გამოცხადებაში უფალს სწორედ კვართში ჰხედავს “და შორის შჳდთა მათ სასანთლეთა მსგავსი ძისა კაცისაჲ, შემოსილი ზეწრითა, და ერტყა სარტყელი ოქროჲსა ძუძუთა თანა მისთა [იოანე, გამ. 1,13]. ანგელოზებრივი სამოსლით უფალი “დიდი ზრახვის” ანგელოზად გვევლინება, ღვთის მსახურად, რომელიც ამბობს “მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რაჲთა ვყო” (იოანე 17,4). თუმცა მისი მსახურება ყოველგვარ მსახურებაზე აღმატებულია. სიმეონ სალუნელის გადმოცემით კვართი შეიძლება იყოს ჭიაფერის (წითელი ფერის), რაც მაცხოვრის ვნებას განასახიერებს, მის წმიდა სისხლს, რომელიც დაათხია ჩვენი ცოდვებისათვის და მით განგვწმინდა. ასევე განასახიერებს ძოწეულს, რომელიც ჯვარცმის წინ დაცინვით მოასხეს. [ძოწეული სამეფო სამოსელს ნიშნავს] გამოცხადებაში იოანე ღვთისმეტყველი ქრისტეს წითელი ფერის სამეუფო შესამოსელში ხედავს, რაც კარგად შეესატყვისება იესო ქრისტეს სამღვდელმთავრო მსახურებას. მამათა დადგენილებით კვართი უნდა იყოს თეთრი ფერის, ნიშნად ანგელოზებრივი სიწმინდისა და სინათლისა. იგი შეესატყვისება მართალთა ზეციური სამოსელის ფერსაც, რომლებმაც განისპეტაკეს თავისი სამოსელი კრავის სისხლით. ასევე განასახიერებს კვართი თაბორისეულ ნათელს მაცხოვრის სპეტაკ შესამოსელს ფერისცვალებისას. კვართი წარმოადგენს მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და ვნების ხატს, ხოლო ფერით ღვთაებრივი დიდების “ნაცლის” სამოსელს. ამიტომ, როდესაც კვართით იმოსება მღვდელმთავარი, სულიერად იგი ქრისტეს შეიმოსავს, შესაბამისად იკითხება შემდეგი ლოცვა: “იხარებს სული შენი უფლისა მიმართ, რომელმან შთაგაცვა შენ სამოსელი ცხოვრებისა და კვართი სიხარულისა შეგმოსა და ვითარცა სიძე დაგადგა გვირგვინი და ვითარცა სძალი სამკაულითა შეგამკო შენ”.
კვართს ზურგზე ექარგება ჯვარი, რაც ჯვრის მტვირთველობას, მაცხოვრის მიერ ჯვრის ტარებას მოასწავებს. საეპისკოპოსო გამოირჩევა იმით, რომ მას აქვს ე. წ. “წყაროთა ნაკადულები” ლენტების სახით [რომლებიც წინა მხარეს ჰკიდია]. რაც განასახიერებს მაცხოვრის ჭრილობიდან გადმონადენ სისხლს, ასევე მადლსა და სხვადასხვა ნიჭებს ზეციდან გარდამომავალს და სხვაზე გარდამავალს.
სამღვდელმთავრო შესამოსელის ნაწილს წარმოადგენს ოლარი ანუ ეპიტრახილი - ძირითადად სამღვდელო შესამოსელია, იგი წარმოიშვა ორარისაგან, რაც ნიშნავდა იმას, რომ მღვდელი და მღვდელმთავარი არის არა მხოლოდ მსახური არამედ საიდუმლოს შემსრულებელიც. იგი ორმაგ უღელს წარმოადგენს, როგორც სიმეონ სალუნელი ამბობს: ეპიტრახილი სიმბოლურად განასახიერებს ღვთის მადლს და უღელს, რომელიც ემსგავსება ჯვარს, მღვდელი რომ ატარებს, რითიც ბაძავს ქრისტეს. ეს ნივთი იხსენება ხელდასხმის უძველეს აღწერილობებში. მასზე გამოისახება ჯვრები და იგი აუცილებელი შესამოსელია, როდესაც მღვდელმთავარი შეიმოსება ოლარით წარმოითქმის შემდეგი ლოცვა: “კურთხეულ არს ღმერთი, რომელი გარდამოავლენს მადლსა თვისსა მღვდელმთავართა თავსა ზედა, ვითარცა ნელსაცხებელსა თავსა ზედა, გარდამომავალსა წვერთა ზედა აარონისათა, რომელი გარდამოვალნ სამხართა ზედა სამოსლისა მისისათა.
სარტყელს მღვდელმთავარი კვართისა და ოლარის ზემოდან ირტყამს. იგი წარმოადგენს ვიწრო ზოლს, რომელსაც ბოლოებში შესაკრავი ლენტები აქვს. სათავეს იღებს აარონის სარტყელიდან და განასახიერებს სიმტკიცეს, სიძლიერეს, მუდმივ მზადყოფნას მსახურებისათვის. წმ. წერილში ღვთაებრივი ძალა სარტყელით არის წარმოდგენილი “ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოირტყნეს და დასხნეს იგინი, წარმოუდგეს და ჰმსახურებდეს მათ” (ლუკა 12, 37). ან კიდევ “მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ” (ეფეს. 6,14). ეკლესიურ ცნობიერებაში უძველესი დროიდან სარტყელი იყო ნიშანი სულიერი სიძლიერისა, რომელიც ეძლეოდა ღვთისმსახურს ღვთისაგან ცოდვასთან საბრძოლველად, ღვთის ნების აღსასრულებლად, ვნებათა მოსაკვდინებლად და ა. შ. რაც აისახა ლოცვაში, რომელიც მისი შემორტყმის დროს წარმოითქმის “კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან გარე შეგარტყა შენ ძალი და დაჰსდვა უბიწოდ გზაჲ შენი, განამტკიცნა ფერხნი შენნი ვითარცა ირემთანი და მაღალსა ზედა დაგადგინა შენ”. მისტაგოგიური თვალსაზრისით იგი თითქოსდა ამზადებს მღვდელს იმისთვის, რომ არ გადაუხვიოს გზიდან. სარტყელი ძველად აუცილებელი ელემენტი იყო მეფეთა და დიდებულთა შესამოსელშიც.
საბუხარები თავდაპირველად არ იხმარებოდა ეკლესიაში. მის ნაცვლად კვართის მაჯებს შემოვლებული ჰქონდა ორი ვიწრო ზოლი შუაში ჯვრით. საბუხარები საიმპერატორო შესამოსლის ნაწილს წარმოადგენდა, XI-XII სს-ში ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინეპოლის პატრიარქებს საკკოსი (იგივე ბისონი) და საბუხარები უწყალობა, ასე გაჩნდა იგი ეკლესიაში. მოგვიანებით ისინი უბოძეს მღვდლებსაც, ხოლო XV ს-დან საბუხარები ჯილდოს სახით ჩნდება არქიდიაკონთა შორის. სამღვდელმთავრო საბუხარები გამოირჩეოდა დაბალი იერარქების საბუხარებისაგან, რომლებზეც მხოლოდ ჯვარი გამოისახებოდა. ეპისკოპოსის საბუხარებზე კი უფლის ხატი იქარგებოდა.
საბუხარს იცვამენ კვართის ზემოდან და კრავენ შიგნითა მხრიდან თასმით, თასმა გარს შემოერტყმის მაჯას, რაც განასახიერებს ღვთის ძალას, სიმტკიცეს, სიბრძნეს, რომელიც ეძლევა ღვთისმსახურს საღვო საიდუმლოთა აღსასრულებლად. საბუხარები ასევე განასახიერებენ იმ ბორკილებს, რომლითაც წარუდგინეს მაცხოვარი პილატეს. ბელსამონის მოწმობით იგი უტოლდება ენქერს. ისინი წმინდა პრაქტიკული დანიშნულებისაც არიან, მოხერხებულს ხდიან ღვთისმსახურის მოძრაობას (მოქმედებას) მსახურებისას.
XI-XII სს-დან კონსტანტინეპოლის ეკლესიაში ჩნდება საკკოსი-ბისონი, (ებრაული სიტყვაა და აღნიშნავს ქლამინდს, კვართს, არის სამოსელი გლოვისა, სინანულისა), რომელიც როგორც უკვე აღინიშნა თავდაპირველად იმპერატორთა და პატრიარქთა შესამოსელს წარმოადგენდა. საკკ - ნიშნავს კვართს, ქლამინდს. დასაბამს იღებს ძველი აღთქმის შესამოსელიდან, კერძოდ ეფოდიდან. [XIX საუკუნის ისტორიკოსი] ფერრარის აზრით უმართებულოა მისი საიმპერატორო შესამოსლად მიჩნევა, თეოდორიტეს ცნობით კი თითქოს კონსტანტინე დიდმა ეს სამოსელი მაკარი იერუსალიმელს უბოძა, რამეთუ აქ ლაპარაკია არა საკკოსზე, არამედ წმ. შესამოსელზე - ბოლოს იგი დასძენს რომ უფრო სწორი იქნებოდა გვეფიქრა, რომ იმპერატორებმა, რომლებსაც ქრისტეს ეკლესიის მეთაურის წოდება მიანიჭეს შესამოსელიც მღვდელმთავრისა გადაიღესო ანუ ეფოდი. ბელსამონი ალექსანდრიის პატრიარქ მაკარისადმი მიწერილ წერილში შენიშნავს, რომ “საკკოსი არის მხოლოდ პატრიარქთა შესამოსელი”. ხოლო მისი თანამედროვე დიმიტრი ხომატული (XIII ს ბულგარეთის არქიეპისკოპოსი) აზუსტებს და ამბობს, რომ საკკოსით იმოსებოდნენ წელიწადში სამჯერ: აღდგომას, შობას და ერგასის დღესასწაულებზე. სიმეონ სალუნელის დროს იგი გადაკეთდა საეპისკოპოსო შესამოსელად. საკკოსი სტიქარის ფორმის სამოსი იყო, ოღონდ მოკლე სახელოებით. იგი ჩახსნილია მთელ სიგრძეზე და გვერდებში იკვრება ეჟვნების საშუალებით, რომლებიც ეფოდის მსგავსად ეკერა მას. თავდაპირველად იყო უსახელო. I ს-ში რომში არსებობდა საკკოსის მსგავსი სამოსი ე. წ. დალმატიკი. იგი იკერებოდა ძვირფასი, წითელი ქსოვილისაგან ფორმდებოდა მდიდრულად, იყო მოკლემლკავებიანი. დალმატიკი საიმპერატორო შესამოსელის ნაწილს წარმოადგენდა, გადმოცემის თანახმად სწორედ ასეთი ქლამინდით შემოსეს მაცხოვარი. ამის მოსაგონებლად ბიზანტიელი იმპერატორები მარხვის დღეებში იმოსებოდნენ ქლამინდით (საკკოსით), იმავდროულად ჰქონდათ საზეიმო, სადღესასწაულო დალმატიკი. ამ ორი სამოსის ფორმის მსგავსების გამო მიიჩნიეს სამეფო-საზეიმო დალმატიკი საკკოსად, რომელიც თავისი მნიშვნელობით სინანულს, შერიგებას, მაცხოვრის ქლამინდის გახსენებას ნიშნავდა. პატრიარქთა საკკოსი მკერდზე იმკობოდა თვალმარგალიტით, რითაც მოგვაგონებდა აარონის სამკერდულს.
პარალელურად განვიხილოთ ფელონი, რომელიც იგივე მნიშვნელობისაა. ამ შესამოსელით იმოსება, როგორც მღვდელთმთავარი, ასევე მღვდელიც. იგი ძველი შესამოსელია; წინათ წარმოადგენდა მოსასხამს, რომელიც იკერებოდა გრძელი ოთხკუთხა ქსოვილისაგან, შუაში თავის გასაყოფით. მას ისხამდნენ ორივე მხარზე ან ცალ მხარზე; იგი თავიდან ფეხებამდე ფარავდა სხეულს. იუდეველები ფელონის ბოლოებს აფორმებდნენ მაქმანით, კიდეში უკერებდნენ ლურჯ თასმას ფუნჯებით, ნიშნად უფლის მცნებების და კანონთა დაცვისა “ასე უთხრა უფალმა მოსეს: დაელაპარაკე ისრაელიანებს, უთხარი მათ! გააკეთონ ფოჩები სამოსლის კიდეებზე და ასე ჰქონდეთ თაობიდან თაობაში. ლურჯი ძაფი გაურიონ კიდურა ფოჩს, და გქონდეთ ფოჩში, რომ მისი დანახვისას გაიხსენოთ უფლის ყველა მცნება, შეასრულოთ და არ აჰყვეთ გულსა და თვალს, რომლებიც გზაკვალს გირევენ თქვენ, რათა გახსოვდეთ და ასრულებდეთ ჩემს მცნებებს და წმიდა იყვეთ უფლისათვის”. (რიც. 15, 37, 38, 39, 40).
(ცისფერი - რათა მოეგონებინათ ზეცა - ნეტარი თეოდორიტე)
მსგავსი სამოსი დღესაც არსებობს იუდაისტურ ტრადიციაში, მას ეწოდება “ციცითი” (კიდურა ოთხი კვანძის გამო), რომელიც მუდამ მხრებზე ახურავთ სამოსის ქვეშ. - ფელონს ატარებდა უფალი იესო ქრისტე და მოციქულები. თავდაპირველად იგი თეთრი ფერისა იყო ღვთაებრივი ნათლით მოსილების ნიშნად. ნეტარ სიმეონისაგან ვგებულობთ, რომ ჯერ კიდევ XIV-XV სს.-ში ფელონი ღვთისმსახურთ ფარავდა კისრიდან - ფეხებამდე. მას ზარის ფორმა ჰქონდა, უსახელო, შუაში ამოჭრილი. (ძველად ამ სამოსით იმოსებოდნენ მღვდლები და მაღალი იერარქები) მიტროპოლიტის ფელონზე გამოისახებოდა ჯვრები და ამის გამო ეწოდებოდა პოლისტავრი ანუ მრავალჯვარი. XII ს. პატრიარქები იწყებენ საკკოსის ტარებას ფელონის ნაცვლად. XV ს.-დან პოლისტავრი ყველა ეპისკოპოსის შესამოსელი გახდა.
დროთა განმავლობაში ფელონმა ფორმა იცვალა, მას წინა კალთა ნახევარწრიულად ამოაჭრეს, რომ უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო. ზურგი ტრაპეციის ფორმას იღებს, მნიშვნელოვნად მყარდება და მაღლდება, მასზე გამოისახება ჯვარი, ქვემოთ კი რვაქიმიანი ვარსკვლავი, რაც ზეციური სასუფევლის დამყარებას ახალ მიწასა და ცას განასახიერებს. ეს სიმბოლოები უნდა აღნიშნავდნენ მაცხოვრის შობასა და ჯვარცმას. ბეთლემის ვარსკვლავი თავის თავში მოიცავს მომავალ საუკუნეს, რამეთუ უფლის განკაცებით კაცობრიობა მიუახლოვდა სასუფეველს. ამავე დროს ძველი და ახალი აღთქმის ეკლესიების შეერთებას (ღვთისმსახურება იგულისხმება) უნდა ნიშნავდეს.
სამღვდელმთავრო შესამოსელის მთავარ ელემენტს წარმოადგენს ომოფორი, რომლითაც მხოლოდ მღვდელმთავარი იმოსება. ეს არის გრძელი, ფართო ლენტი, რომლის ერთი ბოლო მარჯვენა მხარიდან ეშვება მკერდზე, შემდეგ ზევით ადის მარცხენა მხრიდან ზურგზე, მეორე ბოლო ომოფორისა ასევე იხვევა საწინააღმდეგო მხრიდან.
გერმანე პატრიარქის მიხედვით ომოფორი უნდა წარმოშობილიყო აარონის ეფოდისაგან სამკერდულთან ერთად (თვლების ნაცვლად აქ ჯვრებს ვხვდებით). ნეტარი სიმეონი ომოფორს ადარებს დაკარგულ ცხოვარს, რომელსაც მაცხოვარი ატარებს მხრებით, ლოცვაშიც ასევე ვკითხულობთ “მხართა ზედა ქრისტე, შეცდომილი კაცობრივი ბუნებაA აღიხვენ, ამაღლდი და მიჰგვარე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.” თუ სამკერდული ისრაელს განასახიერებდა, რომელიც უფალმა გამოირჩია და აარონი შესწირავდა მსხვერპლს მისი ცოდვებისა გამო, ომოფორი განასახიერებს ახალ ჭეშმარიტ ისრაელს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მიიღო ქრისტე მაცხოვარი.
ამგვარად ომოფორი გარკვეულ წილად შეიძლება სამკერდულის ახალი აღთქმის ეკლესიის ინტერპრეტაციად ჩაითვალოს. ნ. ჩოფიკაშვილის ცნობით “ომოფორი ეპისკოპოსის სამოსის განმასხვავებელი იყო უძველესი დროიდანვე და ეწოდება მოსასხამს, რომელიც კისერზე მომდგარი ფარავდა მხრებს, ასეთ მოსასხამებს ატარებდნენ მოციქულები, ღვთისმშობელი და სხვ. წმინდა დედები. საეპისკოპოსო ომოფორი არის დიდი და მცირე. დიდს ეპისკოპოსი ატარებს ლიტურგიის დაწყებიდან სამოციქულოს წაკითხვამდე. სახარების კითხვის დროს ეპისკოპოსი ომოფორის გარეშე დგას ვიდრე დამთავრებამდე (ნიშნად იმისა, რომ ჭეშმარიტი მღვდელმთავარი იქ იმყოფება). შემდეგ იმოსება მცირე ომოფორით, რომელიც ისეთივეა, მაგრამ მნიშვნელოვნად მოკლეა დიდ ომოფორზე. კისერზე დაკიდებული მცირე ომოფორის ორივე ბოლო მკერდზე ეშვება, ნიშნად ქრისტეს მსახურებისა. ომოფორი გამშვენდება ჯვრებით.
გადმოცემის თანახმად მარკოზ მახარებელი ომოფორს ღვთისმსახურების დროს ატარებდა. ასევე პეტრე მოციქულიც, როდესაც იგი გზავნის მარკოზ მახარებელს ალექსანდრიაში, გადასცემს ომოფორს, რითიც ხელს ასხამს და ომოფორის ტარების უფლებას ანიჭებს.
იმ შესამოსელთა შორის, რომლებსაც აარონი ატარებდა და შემდეგ ქრისტიანულ ეკლესიაშიც გამოიყენებოდა არის თავსაბური ანუ მიტრა, იგი განასახიერებს ეკლის გვირგვინს ან მაცხოვრის წმიდა სუდარას. ან კიდევ სახარებას. სიმეონ სალუნელი წერს: “როცა ჩვენ მივიღეთ ხიროტონია და სული წმინდის მადლი გარდამოვიდა მოციქულებზე, სწორედ მაშინ მიიღეს უფლება კედარის ტარებისა, რომლის დადგმითაც ფსევდო დიონისე არიოპაგელის განმარტებით, ვიდგამთ არა მიტრას, არამედ სახარებას.” (21 პასუხი პენტაპოლინის მიტროპოლიტს) ასევე ხსნის იოანე ოქროპირიც: “ეპისკოპოსის კურთხევისას - ამბობს იგი, - ეკლესიაში მათ თავზე ადებენ წმიდა სახარებას, რათა შთაენერგოს ახლადხელდასხმულს, რომ ის იღებს სახარებისეულ ჭეშმარიტ მიტრას, და მიუხედავად იმისა, რომ იგი ხდება თავი, ასევე ემორჩილება სჯულის კანონს.”) მის თავზე იშლება სახარება, რომელიც აღნიშნავს ქრისტეს და მის ეკლესიას, ამიტომ გამოისახება მაცხოვარი, ღვთისმშობელი და მახარებლები (მსგავსად სახარებისა). აქვე აღვნიშნავთ, რომ აარონის კედარზე ოქროს ფირფიტა იყო ღვთის სახელით (ანუ ტეტრაგრამატონი), შესაძლოა სწორედ მის ადგილას ჩნდება იესო ქრისტეს გამოსახულება. სიმონ სალუნელის მოწმობით მიტრა პირველად მიეცა სილვესტრ I (რომის პაპი) კონსტანტინე დიდის მიერ, რისი დამადასტურებელი სიგელიც არსებობს.
ენქერი (ბერძ. - სამუხლე). იგი აუცილებელი ნაწილია სამღვდელმთავრო შესამოსლისა. სიტყვა ენქერი აღნიშნავს “ჯოხს”, - კვერთხს. (საქ. 16,22; 1 კორ. 4,21). მას აქვს რომბის ფორმა და ერთი კუთხით იკიდება. თეოდორ ბელსამონის (XII ს.) უწყებით იგი განასახიერებს იმ ქსოვილს, რომლითაც მაცხოვარმა შეუმშრალა მოციქულებს ფეხები სერობისას. ამავე დროს განასახიერებს სიკვდილზე გამარჯვებას; იგია სულიერი მახვილი.
ენკოლპიონი - პანაღია, იგივე სამკერდული ან პანაღია - ყოვლადწმიდა. პანაღია ეს არის მრგვალი ფორმის ხატი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გამოსახულებით. იგი ახსენებს ეპისკოპოსს, რომ გამუდმებით გულში ატარებდეს უფლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სიყვარულს. იგი შეიქმნა პანაღიას მიბაძვით ანუ პატარა დასაკეცი კიდობანისა, რომელიც ტრაპეზზე ღვთისმშობლის ხატის წინ იდგმოდა და მასში აბრძანებდნენ ღვთისმშობლის სახელზე სეფისკვერიდან სამკუთხად ამოღებულ ნაწილს. ამ კიდობანს ერთი მხრიდან ღვთისმშობლის ხატი ამკობდა, მეორე მხრიდან კი მაცხოვრის. ზოგჯერ იქ ჩააბრძანებდნენ ხოლმე წმინდა ნაწილებს. გადმოცემის თანახმად რუსეთში ძველად არსებობდა ასეთი ტრადიცია, ლიტურგიის შემდეგ ტრაპეზზე ამ კიდობანს გულზე იკიდებდა წინამძღვარი, ალბათ მათი მიბაძვით იწყეს ცოტა მოგვიანებით წმინდანთა ხატების გულზე ტარება პატრიარქებმა და ეპისკოპოსებმა. ასეთი ხატები საბერძნეთში იწოდებოდა ენკოლპიუმებად, ხოლო რუსეთში კი პანაღიად.

ჯვარი, ერთ-ერთი ატრიბუტია საღვთისმსახურო შესამოსელისა. ჯვრისტარება უძველესი ქრისტიანული ტრადიციაა, რომელიც პირველი საუკუნეებიდანვე გავრცელდა ქრისტიანებში. დევნის დროს ჯვარს ატარებდნენ სამოსელის შიგნით. მას ატარებდნენ არა მარტო სხეულზე, მკერდზე, თავზე, არამედ კედლებზეც კი გამოსახავდნენ, იარაღზე და ა. შ. კონსტანტინე დიდმა საკუთარ იარაღზე გამოასახვინა ჯვარი, V ს-ის დასაწყისში კი ბევრი სასულიერო პირი ჯვარს ხელითაც ატარებდნენ, მხრებითაც.
X ს-დან, კერძოდ ჯვაროსნული ლაშქრობების შემდგომ უფრო გახშირდა ჯვრის გამოსახულებები სამოსზე. რათა განსაკუთრებით გამორჩეულიყვნენ იმპერატორები და მღვდელმთავრები, ჯვრებს ამკობენ წმინდა ნაწილებით, ხშირად ჯვარში აბრძანებდნენ ნაწილს ცხოველსმყოფელი ძელიდან, ასეთი ჯვრებიც ენკოლპიუმად იწოდებოდა. სიმონ თესალონიკელის გადმოცემით, ეს ჯვარი ისევე, როგორც ენქერი შესამოსელის ზემოდან იკიდებოდა. არსად ბიზანტიის ისტორიაში არ ჩანს, რომ მეფეთა და მღვდელმთავართა გარდა, რომელიმე დაბალ იერარქს ჯვარი ეტარებინოს. 1675 წ. მოსკოვის საეკლესიო კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სამკერდე ჯვრები მხოლოდ პატრიარქებსა და მიტროპოლიტებს ეტარებინათ. ისიც მიტროპოლიტს პატრიარქის თანდასწრებით მხოლოდ პანაგია უნდა ჰკეთებოდა, ჯვრის ტარების უფლება მხოლოდ თავის ეპარქიაში ჰქონდა. მხოლოდ ნოვგოროდის მიტროპოლიტს შეეძლო პატრიარქის თანდასწრებით ჰკეთებოდა ჯვარიცა და პანაღიაც. ამის უფლება ჰქონდა აგრეთვე კიევის მიტროპოლიტსაც, რომელიც ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ემორჩილებოდა. მოგვიანებით კათოლიკე აბატების მიბაძვით შემოიღეს ზოგიერთი არქიმანდრიტისათვის ჯვრის ბოძება, რაც უფრო გავრცელდა იმპერატრიცა ელისაბედის (პეტრე დიდის ასული) დროს 1742 წ-დან. მისი ბრძანებით სრულიად რუსეთის არქიმანდრიტებს ანიჭებენ სამკერდე ჯვრებს, რათა გამორჩეულიყვნენ იღუმენთა და მღვდელმონაზონთაგან. ბოლოს კი იმპერატორმა პავლე I 1797 წ. თეთრი სამღვდელოების გამოსარჩევად ბრძანა ჯვრების მკერდზე ჯაჭვით ტარება. უნდა აღინიშნოს, რომ პანაღიაცა და ჯვარიც განასახიერებს ძველი აღთქმის მღვდელმთავრის გულსაკიდს: ურიმსა და თუმიმს. ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი ამ ნივთების სიმბოლიკაზე, ამიტომ მხოლოდ ერთს დავსძენთ, ურიმისა და თუმიმის სიმბოლიკებში დაფარული მაცხოვარი პანაღიასა და ჯვარზე გაცხადდება და თუ ზუსტად არ ვიცით რა დატვირთვა ჰქონდათ ძველად ამ ნივთებს, ალბათ ურიგო არ იქნება პანაღიასა და ჯვრის მნიშვნელობით გვემსჯელა. ეს ნივთები მღვდელმთავარს მუდამ შეახსენებენ, რომ გულში ატარონ უფლის სიყვარული, რომელიც დააკავშირებს მათ შემოქმედთან.

საგვერდულიც ასევე საღვთისმსახურო შესამოსელის ნაწილია, მაგრამ იგი ეკუთვნის დეკანოზს და წარმოადგენს ჯილდოს. იგი ბერძნულ შესამოსელში არ გვხდება; ფორმაც განსხვავებული აქვს, წარმოადგენს სწორკუთხედს, რომელიც იკიდება ორი კუთხით, წვერით. საგვერდულიც სულიერი მახვილია, რომლითაც დაიძლევა ბოროტი.
როგორც დავინახეთ ქრისტეს ეკლესიის მღვდელმთავრის შესამოსლის ძირითადი ნაწილი დასაბამს სწორედ აარონის შესამოსელიდან იღებს. ძველ აღთქმაშიც და ახალ აღთქმაშიც მღვდელმთავარი თავისი სამოსელით ქრისტე მაცხოვარს განასახიერებს, რომელმაც სამოსელი პირველი უნდა დაუბრუნოს კაცობრიობას, აღანთოს მასში ჩამქრალი ნათელი. ქრისტემ თავისი განკაცებითა და ჯვარცმით აღასრულა ძველ აღთქმაში დაფარული საიდუმლო და ამით ჭეშმარიტი ისრაელი ზეციურ იერუსალიმში შეიყვანა. “იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე.” (ებრ. 13,8).

ნინო გველესიანი
ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტის V კურსის სტუდენტი


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 6 2006, 12:30 AM
პოსტი #17


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(mnate @ Oct 6 2006, 12:20 AM) *

მარიამი

მარიამ ეს უნდა წავიკითხოთ? laugh.gif

მე ჯერ არ წამიკითხავს და შენ როგორც გინდა laugh.gif

უი, კიდე ვიპოვე smile.gif

ძველი აღთქმის სამღვდელმთავრო შესამოსელი

“ჰრქუა მამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ჴელსა მისსა და ხამლნი ფერხთა მისთა”
/ლუკა 15,22/


პავლე ფლორენსკის აზრით მიწიერი ცხოვრების დროს ადამიანის სამოსელს იდუმალი კავშირი აქვს მის სულთან: სამოსელი სხეულის ნაწილია. ხოლო მხატვრული თვალსაზრისით იგი სხეულის აგებულებას ჰფენს ნათელს.
ცოდვით დაცემის შემდგომ ადამ და ევამ დაინახეს, რა რომ შიშვლები იყვნენ, (რაც ნიშნავდა იმას, რომ უღირსნი შეიქნენ ღვთისგან ბოძებული უნივთო ნათლით მოსილებისა).
უფლის განკაცებით ადამიანმა დაიბრუნა სამოსელი პირველი ანუ განიღმრთო. ფერიცვალების დროს უფლის გაბრწყინებასთან ერთად მისი სამოსელიც სპეტაკ იქმნა: “და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქვეყანასა ზედა ვერ ხელეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად” (მარკ. 9,3). მოხდა ფერისცვალება ნივთიერისა უნივთოდ. ყოველივე კი იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანის სხეული არ შექმნილა შიშვლად, არამედ მას მოსავდა ღვთისმსახურებისათვის შესაფერისი სამოსი. ზეციური სამოსელის ვიზუალურ ხატს წარმოადგენს საღვთისმსახურო შესამოსელი. იგი ფლობს თავისი პირველხატის, ზეციური შესამოსელის ძალასა და მადლს. საღვთისმსახურო შესამოსლად იწოდება ყველა ის შესამოსელი, რომლებიც ღვთისმსახურების დროს გამოიყენება. იგი იქმნება მაშინ, როცა იგება კარავი, როცა საფუძველი ეყრება ლიტურღიას. მაშინ უბრძანებს უფალი მოსეს: “გაუწყვე წმიდა შესამოსელი აარონს, შენს ძმას, დიდებისათვის და დასამშვენებლად”. აარონი ერთდროულად განასახიერებდა მესიასაც და ისრაელსაც, (გამოს. 28,2), რაღა თქმა უნდა მისი შესამოსელი უთუოდ მესიის სიმბოლოებით იყო დატვირთული. და მის გარეშე (შესამოსელის - ნ. გ.) ვერ შევიდოდა მღვდელმთავარი წმიდათა წმიდაში (უთუოდ დაიღუპებოდა). მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო ჭეშმარიტი განღმრთობა, მხოლოდ მაცხოვრის ჯვარცმას მოჰყვა ადამიანის მამის წიაღს დაბრუნება და მისი სახელით ნათელღებულები ქრისტეს შეიმოსავენ.
ისტორიულად საღვთისმეტყველო სამოსელი VI ს-დან ჩნდება. თუმცა არსებობს გადმოცემები, რომლებშიც აღწერილია მოციქულთა შესამოსელი.
ისიც ცნობილია, რომ პირველი შესამოსელი თეთრი ფერისა იყო ნიშნად ღვთაებრივი ნათლის მოსილებისა. ხოლო მოგვიანებით უკვე VII-VIII სს-ში ეკლესიაში ვხვდებით სხვა ფერის შესამოსელს: მეწამულს, ცისფერს, მწვანეს. შავი ფერის შესამოსელი, როგორც წესი გლოვის ნიშნად იქნა მიღებული დიდმარხვაში V ს-დან. ახალი აღთქმის ეკლესიის მღვდელმთავრის შესამოსლის დიდი ნაწილი დასაბამს აარონის შესამოსლიდან იღებს.
აი, შესამოსელი, რომელიც უნდა გაუწყონ მღვდელმთავარ აარონს, “სამკერდული, ეფოდი, წამოსასხამი, ნაქსოვი კვართი, თავსაბურავი და სარტყელი” (გამოს. 28, 4). ამ შესამოსელიდან მხოლოდ კვართს, თავსაბურავსა და სარტყელს ატარებდნენ აარონის შვილები. შესამოსლის გასაწყობად უნდა გამოერჩიათ განბრძობილი - ხელოვანი ადამიანები.
ეფოდი - ნიშნავს შეკვრას; იგი შედგებოდა ქსოვილის ორი ნაწილისაგან, ერთი ფარავდა ზურგს, ხოლო მეორე მკერდს წელამდე. მხრებზე ეს ორი ნაწილი თასმით იკვროდა, წელზე კი სარტყელი ერტყმოდა. თვითონ ქსოვილი უნდა ყოფილიყო ცისფერი, ძოწისფერი და ჭიაფერი სელისაგან ოქროს ძაფის დამატებით. ეფოდის სამხრეებზე მაგრდებოდა ოქროს ბუდეში ჩამჯდარი ონიქსის ორი ქვა მამამთავართა სახელებით, ექვსი ერთ მხარეს, ექვსი მეორე მხარეს. რათა მღვდელმთავარს ლოცვის დროს ერი არ დავიწყებოდა. აი, რას ამბობს გრიგოლ ნოსელი “ვაკინთი უკუჱ პორფირსა თანა შეიქსოვის ესე იგი არს, ვითარმედ სიწმინდით ცხოვრებასა თანა სასუფეველი შეერთებულ არს, ხოლო ძოწეული ბისონთა თანა შეერთებული ამას მოასწავებს, ვითარმედ ბრწყინვალებასა თანა კრძალულებისა და მოღუაწებისასა სიწმიდე და შუენიერებაჲ საქმეთაჲ შეეზავების. ხოლო ოქროჲსა ამათ ყოველთა თანა შეზავებაჲ ესევითარის მის მოქალაქობისათვის დამარხულსა საუნჯესა ქადაგებს”. [სულხან-საბა ბისონს განმარტავს - “ესე არს სახე მწუანილისა რასამე, რომლისა მიერ შეღებილისა სამოსელსა ბისონად უწოდებენ. არს ფერი ბისონისა ელვარედ ნაკვერცხალისა ფერი. იგი ეწოდება სელისაგან დიდი ხელოვნებით დამზადებულ უთხელეს ქსოვილს, იგი არის სამეფო, სამღვდელმთავრო შესამოსელი. იგია პატიოსანი შესამოსელი, გამოცხადებაში ვკითხულობთ: “და მიეცა მას, რაჲთა შეიმოსოს სიმართლენი ძოწეული წმიდაჲ და ბრწყინვალე, რამეთუ ძოწეული სიმართლენი წმიდათანი არიან” (გამ. 19.8); პორფირი, ბისონის - სისხლის ფერობა. მეფეთა და მღვდელმთავართა სამოსლად მოასწავებს, რათა დასთხიონ სისხლი მათი ვითარცა ქრისტემ ერისთვის.
განუწყვეტლივ მეორდება შესამოსელში ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი. აქ არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მაცხოვრის სამოსლის ფერები ძირითადად ძოწისფერი და ლურჯია, ანუ ლურჯი კვართი და ძოწისფერი მოსასხამი მოსავს მას. ხოლო ქვები რომლებიც დაბეჭდილი იყო ისრაელის მამამთავართა სახელებით, შეიძლება მოასწავებდა ახალ ისრაელს, რომელსაც მაცხოვარი თავისი მხრებით ატარებს, როგორც აარონი თავისი ერის ცოდვებს.
იმავე ფერებით განიწყობა განკითხვის სამკერდული - საკითხავი სჯულისა]. მას ჰქონდა ოთხკუთხა ტომრის ფორმა, რომელიც ოქროს რგოლებით მაგრდებოდა ეფოდზე. მასზე ოქროს ბუდეებში ჩამჯდარი თორმეტი ქვა იყო მიმაგრებული სამ-სამი ოთხ რიგად, მამამთავართა სახელებით. I რიგი: სარდიონი, ტბაზიონი, ზურმუხტი; II რიგი: ფირუზი, საფირონი, იასპი; III რიგი: იაგუნდი, აქატი, ამეთვისტო; IV რიგი: ქრიზოლითი, ონიქსი, ბერილი.
სამკერდული ეწოდება მას იმის გამო, რომ მკერდით ატარებდა მას მღვდელმთავარი. სწორედ მკერდით უნდა ეტარებინა მას ისრაელის 12 ტომის სახელები რათა მარადჟამს ხსომებოდა ღვთის წინაშე ისინი. მღვდელმთავარს, როგორც თავისი ერის მსაჯულს უნდა ჰქონოდა “გონიერი და ბრძენი გული”. ხოლო საკითხავი სასჯელისაჲ მას ეწოდება იმის გამო, რომ მასში იდო ურიმი და თუმიმი - გამოცხადება და ჭეშმარიტება. ნათელი და სიმართლე - ასე ეწოდება ამ ნივთებს. [(გერმანელი კომენტატორი ოტი გერლახი ამ ნივთებს ადარებს ეგვიპტეში მსაჯულის გულსაკიდს სიმართლის გამოსახულებით (დახუჭული თვალი), რომელიც ატარებდა ჭეშმარიტების სახელწოდებას]. ურიმის საშუალებით მღვდელმთავარი უფალს შესთხოვდა, უკავშირდებოდა. იოსებ ფლავიუსის მიხედვით სამკერდულს მთლიანად ერქვა ურიმი და თუმიმი. მისივე ცნობით ძვირფასი თვლები ელვარებას იწყებდნენ თუკი ღვთისაგან დადებით პასუხს ღებულობდნენ ებრაელები.
არსებობს მოსაზრება, რომ ურიმისა და თუმიმის საშუალებით გამოხატული ღვთის ნება ხმით ვლინდებოდა. შესაძლოა მღვდელმთავარი სწორედ თვლებზე ძაბავდა ყურადღებას და ამ დროს ეძლეოდა წინასწარმეტყველების მადლი. რაზინთა სწავლებით სამკერდულის თვლებს ჰქონდა ასოთა მნიშვნელობები, ისე, რომ დგებოდა მთელი სიტყვები. ხოლო კაბალისტები და თალმუდისტები ფიქრობენ, რომ მღვდელმთავარი თავის ყურადღებას აჩერებდა სიტყვა იაჰვეზე, რომელიც ეწერა სამკერდულზე და წინასწარმეტყველურ მადლს იღებდა მასზე ფიქრისა და ჭვრეტის დროს. რაბი არიელი (ლევინი) განმარტავს, რომ სამკერდულში იდო პაპირუსი, რომელზეც 72 სახელი იყო ღვთისა და მასზე კონცენტრირების დროს ქვათა ელვარებით იწერებოდა პასუხი ღვთისა.
[მიხაილისის აზრით კი სამკერდულში იდო სამი პაპირუსი, ერთზე დადებითი პასუხი ეწერა, მეორეზე უარყოფითი, მესამე კი ცარიელი იყო, რაც დუმილს გამოხატავდა. არის კიდევ ასეთი მოსაზრება, რომ ურიმი და თუმიმი ალმასის კოჭები იყო რომელსაც მღვდელმთავარი აგორებდა წმიდათა წმიდათაში შესვლის დროს და პასუხს ამ გზით ღებულობდა].
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ამ ნივთებს სხვაგვარად ნათელს, ჭეშმარიტებას, სიმართლეს უწოდებენ რაც მაცხოვრის ეპითეტებია. მათი საშუალებით უკავშირდებოდა მღვდელმთავარი ღმერთს, აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სიმბოლურად ისინი მაცხოვარს განასახიერებდა. სამკერდულში ჩადებული ურიმი და თუმიმი სჯულის კიდობანში არსებულ ნივთებს მოგვავგონებს, რომლებიც სიმბოლურად ასევე მაცხოვარს უკავშირდებიან. და ბოლოს ღმერთთან კაცობრიობის (კვლავ) დაკავშირება მოხდა მაცხოვრის განკაცების გზით. ამრიგად შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ძვ. აღთქმის შესამოსლის ეს ელემენტი მესიის სიმბოლოს წარმოადგენს.
უფალი აგრძელებს და უბრძანებს მოსეს: “გააკეთე ეფოდის მოსასხამი მთლიანად ლურჯი ქსოვილისაგან. შუაში თავის გასაყრელი უნდა ჰქონდეს, ამოჭრილს პირს ირგვლივ არშია უნდა გასდევდეს ნაქსოვისაგან, როგორც ჯაჭვის პერანგის სათაურს, რომ არ შემოირღვეს”. [გამ. 28,31-32] გადმოცემის თანახმად იგი იყო უნაკერო სამოსი, მაცხოვრის კვართის მაგვარი (“ხოლო კუართი იგი, რამეთუ იყო უკერველ, ზეით გამოქსოვილ ყოვლად” იოანე 19,23). აარონის მოსასხამს კალთაზე ირგვლივ ამოქარგული ჰქონდა ბროწეულები იმავე ფერის ძაფების (იგულისხმება ძოწისფერი, ლურჯი, ჭიაფერი). ბროწეულებს შორის ოქროს ეჟვნები ეკიდა, რათა “ისმოდეს მისი ხმა საწმიდარში შესვლისას უფლის წინაშე და იქიდან გამოსვლისას, რათა არ მოკვდეს”. [გამ. 28,35] გრ. ნოსელი გვასწავლის: “აწ უკუჱ ჩუენიცა სარწმუნოებაჲ ჴმობდინ წმიდად ჴმამაღლად, ვითარცა ოქროჲსა ეჟუანი ქადაგებითა მის წმიდისა სამებისაჲთა, ხოლო ცხოვრებაჲ ჩუენი მიმსგავსებულ იყავნა ბუნებასა მას ბროწეულისასა, რამეთუ მისი გარეგანი კერძო შეუძლებელ არს ჭამად, რომელი ფიცხელ არს და მომმუხავსა ქერქსა შინა შეწყუდეულ არს, საჭმელად, რამეთუ დაატკბობს სასასა კეთილად, ეგრეთვე უკუჱ საღმრთოჲ მოქალაქეობაჲ ფიცხელ არს და არა გემოვან გარეშეჱ მისი საცნობელთა ამათ შინა ხილულთა, ხოლო შინაგანი მისი დამწიკდეს. რაჲთა გამოჩნდეს რაჟამს იგი მუშაკმამან ყოველთამან განაღოს ბროწეული იგი ამის ცხოვრებისაჲ თჳსსა ჟამსა სავსე არს სიტკბოებითა მით და სასოებითა კეთილისა. რამეთუ რაჟამს იგი მუშაკმამან ყოველთამან განაღოს ბროწეული იგი ამის ცხოვრებისაჲ თჳსსა ჟამსა და გამოაჩინოს მას შინა მყოფი იგი შუენიერებაჲ, მაშინ ტკბილ იქმნეს იგი პირსა შინა მისსა...” (“მოსეს ცხოვრება”).
შესამოსელის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დეტალს წარმოადგენდა თავსაბურავი ღვთის სახელის გამოსახულებით. “გააკეთე ხალასი ოქროს ჯიღა და ამოტვიფრე მასზე ბეჭდის ტვიფარით: სიწმინდე უფლისათვის”. ამ თავსაბურავს კიდარი ეწოდება. [იგი შეკერილი იყო ბისონისაგან (თხელი, თეთრი ქსოვილისაგან) იუდაისტური სწავლებით ეს თხელი ქსოვილი თავზე ეხვეოდა როგორც ჩალმა. ი. ფლავიუსი მას უწოდებს ტაირას, ამ ქსოვილს გარშემოუყვებოდა სამმაგი ოქროს გვირგვინი, პატარა ოქროს ყვავილებით. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ი. ფლავიუსი მისდევს და აღწერს იმ ტრადიციებს, რომლებიც მის დროს არსებობდა (ტაძრის არსებობის უკანასკნელ წლებში), ამიტომ მისი ცნობები ზუსტ წარმოდგენას ვერ შეგვიქმნის. ბიბლიის ტექტსთან უფრო ახლოს არის რაბინთა სწავლება “კიდარზე”, მათი აღწერით თავსაბურავი უნდა ყოფილიყო სპეტაკი (თეთრი), პრიალა ოქროს დაფით, რომელიც ქსოვილზე მაგრდებოდა ცისფერი თასმით, ოქროს დაფაზე ამოტვიფრული იყო სიტყვები “სიწმინდე უფლისა”.
შესამოსლის ქვემოთ მღვდელმთავარი იცვამდა კვართს - [კიტონეტ.] იგი იყო მკლავებიანი, ლოპუხინის განმარტებით იგი ბისონისაგან იკერებოდა და ქსოვილს დაჰყვებოდა კუბოკრული ორნამენტი. კვართზე ერტყმოდა სარტყელი.
სარტყელი ასევე ბისონისაგან მზადდებოდა ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ორნამენტებით გაფორმებული. შიშველი ხორცის დასაფარავად ტილოს საწმერთული უნდა სცმოდა ღვთის მსახურს. აარონის შვილებს მხოლოდ კვართი, სარტყელი და ქუდი განუწესა უფალმა შესამოსლად.
იუდაური ტრადიციის მიხედვით ეს შესამოსელი მღვდელმთავარს მხოლოდ ერთხელ უნდა ჩაეცვა წელიწადში განწმენდის დღეს. ამ დღეს შედიოდა იგი წმიდათა წმიდაში.
შესამოსელში იუდაური ტრადიციის მიხედვით უმთავრესი მაინც სამკერდული იყო ურიმითა და თუმიმით [ნათელი და სრულყოფილება] - ზუსტი წარმოდგენა მასზე არ გაგვაჩნია. ბაბილონის ტყვეობის შემდეგ ურიმი და თუმიმი აღარ ჩანს. მხოლოდ ვხვდებით წინასწარმეტყველებას [I ეზრა II 63] “უთხრა მათ განმგებელმა, რომ არ ეჭამათ წმიდათა წმიდიდან, ვიდრე არ დადგებოდა მღვდელი ურიმითა და თუმიმით”. ეს მღდელმთავარი ურიმითა და თუმიმით არის იესო ქრისტე. თუკი საერთოდ მღვდელმთავარი ძველ აღთქმაში პირველსახე იყო იესო ქრისტესი, მაშინ მეტადრე მღვდელმთავარი ურიმითა და თუმიმით, რომელშიც წარმოდგენილია იგი არა მხოლოდ როგორც მღვდელმთავარი, გამომსყიდველი და მოწყალე, არამედ როგორც ზეციური მოძღვარი და განმანათლებელი, ქრისტე არის ჭეშმარიტი მღვდელმთავარი, რომელმაც მოგვიტანა ღვთის ნების სრულყოფილი გამოცხადება. იგია ჭეშმარიტება და ნათელი. მას შემდეგ რაც დაინგრა ტაძარი, აღარ იწირებოდა მსხვერპლი, ამიტომ შესამოსელი ხმარებიდან ამოიღეს (უფრო მეტიც, აიკრძალა).
დღესეისათვის სინაგოგაში ლოცვის დროს იმოსებიან ტალეთით, იგი რაბი არიელის თქმით აარონის შესამოსელზე უფრო ძველია. ბოლოს დავსძენთ, რომ “ტალეთს” ხმარობდნენ პირველი ქრისტიანებიც იერუსალიმის თემებში.


ნინო გველესიანი
ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტის V კურსის სტუდენტი


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Nov 3 2006, 10:03 PM
პოსტი #18


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ქართული კუნკულ-ბარტყულის ფოტო არავის არ გაქვთ? მაინტერესებს როგორია


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 3 2006, 10:06 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ქართული კუნკულ-ბარტყულის ფოტო არავის არ გაქვთ? მაინტერესებს როგორია


ასე დამახასიათებლად ქართული არ არსებობს, მაგრამ არსებობს ბერძნული და სლაური სტილი.

აქ სალურია წარმოდგენილი smile.gif

IPB-ს სურათი


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სალომე
პოსტი Nov 3 2006, 10:13 PM
პოსტი #20


სალომე
***

ჯგუფი: მემატიანე
პოსტები: 2,068
რეგისტრ.: 3-August 06
წევრი № 38



IPB-ს სურათი

მგონი ესაა ქართული....
თუ ვცდები, შეასწორეთ!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:11 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი