IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

210 გვერდი V « < 149 150 151 152 153 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jan 27 2021, 12:07 PM
პოსტი #3001


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,850
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერმა „პატერიკი“ უსიტყვოდ აიღო, აუჩქარებლად გადაშალა და კითხვა დაიწყო: „ძმები მამა აღათონს შეეკითხნენ: „მამაო, მონაზვნური სათნოებებიდან უმეტეს ღვაწლს რომელი მოითხოვს?“ მან უპასუხა: „ბოდიშს გიხდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ღმერთის მიმართ ლოცვაზე მეტი ღვაწლი არ არსებობს. რადგან ყოველთვის, როდესაც ადამიანი ლოცვისათვის ემზადება, მტრები ძალას არ იშურებენ, რომ მას ამ საქმეზე ხელი ააღებინონ - იციან, მათი მიზნების განხორციელებისათვის უდიდეს წინააღმდეგობას სწორედ ღმერთისადმი ლოცვა წარმოადგენს. როგორი ცხოვრების წესითაც უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ის მოთმინებაში პოულობს სიმშვიდეს. ლოცვა კი ბოლო ამოსუნთქვამდე ბრძოლას გულისხმობს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 28 2021, 11:27 AM
პოსტი #3002


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,850
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“უწმინდესი [ილია II] - მისაბაძია ბერ-მონოზვნისა”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2021, 12:26 PM
პოსტი #3003


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,850
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც ჩვენს მოძღვარს ბავშვური მიამიტობით ამა თუ იმ მაღალ თეორიებზე ვეკითხებოდით, გვეუბნებოდა: „ამაზე ნურც ფიქრობთ და ნურც მსჯელობთ, არამედ იმისთვის გაისარჯეთ, რომ მოთმინება და სიმდაბლე, სიყვარული და ძვირუხსენებლობა შეიძინოთ, რადგან ესენია, რაც კაცს მონაზონს ხდის“.

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 30 2021, 11:51 AM
პოსტი #3004


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,850
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„იმისათვის, რომ დედათა მონასტერი წარემატოს, უნდა ჰყავდეს გამოცდილი სულიერი მოძღვარი“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 31 2021, 10:41 AM
პოსტი #3005


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,850
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თევზები წყლის უკმარისობისაგან კვდებიან; ასევე კვდებიან მოსაგრის გულში ღვთისგან დაბადებული სულიერი მოძრაობები, როდესაც მოსაგრე ხშირად ცხოვრობს ერში და ერისკაცებთან აქვს ურთიერთობა“.

/წმ. ისააკ ასური/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2021, 12:31 PM
პოსტი #3006


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,850
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ქსეროკალივა - (ბერძ. „მშრალი კალივა, ქოხი“) მონაზვნის საცხოვრებელი პატარა სახლი, რომელსაც ეკლესია არ აქვს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2021, 12:19 PM
პოსტი #3007


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,850
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენმა ქალბატონმა, დედოფალმა ღმრთისმშობელმა, ამ წმინდა ადგილის [ათონის მთა] მზრუნველმა, ადრიანად წაიყვანა იგი [ბერი ელპიდე] ჭეშმარიტ განსასვენებელში, მართალთა სამყოფელში, სადაც მისი ღვიძლი ძმა, ღირსმოწამე ფილუმენი ელოდა და უხმობდა: „მოდი, ძმაო, როგორც მონაზვნობაში ვიღვაწეთ ერთად, გასამრჯელოც ერთად მივიღოთ. ამინ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 3 2021, 12:29 PM
პოსტი #3008


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,850
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნებისათვის რომლებიც საზოგადოების გვერდით ცხოვრობენ, წმინდა მთის ბერების ბრძოლის ძალა და მათზე სატანის მიერ განხორციელებული თავდასხმების სიმწვავე გაუგებარია“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 4 2021, 11:39 AM
პოსტი #3009


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,850
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“არამართლმადიდებელთა მონაზვნობა ეყრდნობა მხოლოდ გარეგნულ საქმიანობას და არა შინაგან მოღვაწეობას, “გულის სიღრმის“ მოძიებას, გონებისა და გულის შეერთებას. ამიტომაც, თუ სურთ სულიერ მდგომარეობას მიაღწიონ, მართლმადიდებლური ნათლობა უნდა მიიღონ, რაც სწორი დოგმატებისა და სწორი ცხოვრების საფუძველია“.

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2021, 10:40 AM
პოსტი #3010


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,850
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მადლით სავსე და მორჩილების მუშაკი მონაზონი“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 6 2021, 11:04 AM
პოსტი #3011


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,850
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„შვიდი წლის მარიამს [ნეტარი იღუმენია მაკრინე] საოცარი გამოცხადებით უფალმა მონაზნობისკენ მოუწოდა. ერთხელ, ტრიალ მინდორში, თამაშისას, უცებ გოგონა დაფიქრდა და თანატოლებს ჰკითხა, - როგორ მივუახლოვდე უფალსო. ბავშვებმა ვერ უპასუხეს. მაშინ მარიამმა გულუბრყვილობით შესთავაზა მეგობრებს, ერთმანეთზე დაედგათ მაგიდები და სკამები, რომ ღმერთამდე ავიდეთო. გახარებლმა ბავშვებმა ერთად იგალობეს „უფალო, შეგვიწყალენ“. მარიამს შინაგანი ხმა მონაზვნობისაკენ უხმობდა, არადა, გაგონილიც არ ჰქონდა სიტყვა „მონაზონი“ ან „ბერი“. ტირილი დაიწყო და შინ გაიქცა, ხატების კუთხეში დაიჩოქა. როდესაც დედამ გამოკითხა ტირილის მიზეზი, მან სლუკუნით უპასუხა, მონაზვნობა მინდაო. საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებულ ფოტიოსს ქალიშვილი რომ არ შეეგება, გაუკვირდა. ანასტასიამ მეუღლეს უამბო, რაც მოხდა. მამამ მარიამი იხმო და სამგზის ჰკითხა, იცი, რა არის მონაზვნობაო, გოგონამ მხრები აიჩეჩა. ფოტიოსი მიხვდა, რომ ეს მოწოდება ღვთისაგან იყო. თითქოს მის წინ შვიდი წლის კი არა, ზრდასრული ადამიანი იდგა, დალოცა - გისურვებ ღირსეულ მონაზვნობას, შვილო“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2021, 12:45 PM
პოსტი #3012


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,850
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ტიპიკარი - მონასტერში ტიპიკონის შესრულებაზე პასუხისმგებელი მონაზონი“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 8 2021, 12:27 PM
პოსტი #3013


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,850
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“დიდი ბერები ყველგან არიან, ისინი ლოცულობენ მთელი ქვეყნიერებისთვის, თუმცა ცოტამ იცის მათ შესახებ.”

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 9 2021, 12:34 PM
პოსტი #3014


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,850
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„იუდეის უდაბნოში სამონასტრო ცხოვრების დამკვიდრება IV საუკუნის II მეოთხედში ასევე უკავშირდება ასკეტ ბერს, წმინდა ხარიტონ აღმსარებელს. წმინდა მამა როდესაც იერუსალიმში სიწმინდეთა თაყვანის საცემად მიდიოდა, ყაჩაღებმა შეიპყრეს და გამოქვაბულში შეაგდეს, ხოლო თვითონ ახალი ნადავლის ხელში ჩასაგდებად წავიდნენ. მათი არყოფნისას შხამიანმა გველმა იქ მდგარი ჭურჭლიდან წყალი დალია და შხამი შიგ ჩატოვა. დაბრუნებული ყაჩაღები მოიწამლნენ, და დაიხოცნენ. წმინდა ხარიტონმა გამოქვაბულში ნაპოვნი დიდძალია განძი და ნაძარცვი ფული ღარიბების დახმარებას და ეკლესიების მშენებლობას მოახმარა. თხუთმეტი წლის მანძილზე დაარსა სამი დიდი სამონასტრო კერა: ფარანში, იეროქონში, ე.წ. ცდუნების მთაზე და ვადი-თეკოას სიახლოვეს, სუქიაში (პალავრა)“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 10 2021, 12:55 PM
პოსტი #3015


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,850
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„განმარტოებული ყოფნა სულიერ განძს აგროვებს, მასთან განშორება კი - სადღაც გაფანტავს მას“.

/წმ. ტიხონ ზადონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2021, 12:54 PM
პოსტი #3016


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,850
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ოჰ, მამაო, განსაცდელი შემემთხვა, რა ვქნა ახლა?! უჰ, ავად გავხდი, მეტი აღარ შემიძლია!“ - ასეთი უნდა იყოს მონაზონი?! იცით რა არის მონაზონი? თავგანწირვა, თავდადება, ცეცხლის ალი, შრომა, გარჯა! „ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით“.

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2021, 12:32 PM
პოსტი #3017


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,850
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში ღმერთის „საკანონმდებლო ორგანოს“ წინამძღვარი ან სულიერი მოძღვარი წარმოადგენს. მათდამი მორჩილება მონაზონს ღმერთისადმი მორჩილებად შეერაცხება“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2021, 12:43 PM
პოსტი #3018


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,850
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ვინც ეს სოფელი თავისი ცოდვების ტვირთის ჩამოსახსნელად დატოვა, ქალაქგარეთ საფლავებთან მჯდომარეს ემსგავსება. მან არ უნდა შეწყვიტოს მხურვალე და ცეცხლივით მწველი ცრემლი და გულის ფარული გლოვა, ვიდრე არ იხილავს იესოს, რომელიც მოვა მასთან, რათა სისასტიკე მისი გულიდან ლოდივით გადააგოროს და ლაზარეს მსგავსად შეკრული მისი გონება ცოდვის სახვევლისგან გახსნას, როდესაც უბრძანებს თავის ანგელოზებს: განხსენით ეგე ვნებათაგან (იოან. 11,44) და უტევთ, რომ ნეტარი უვნებლობის გზით ვიდოდეს. ხოლო თუ ყოველივე ასე არ მოხდა, სოფლის დატოვება ვერაფერს არგებს”.

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 14 2021, 12:52 PM
პოსტი #3019


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,850
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“რაც შეეხება მონასტერში სულიერ სიმშვიდეს, ის დიდი ბრძოლის შედეგია“

/იღუმენია ეკატერინე (სადათერაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 15 2021, 01:48 PM
პოსტი #3020


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,850
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ისიხასტი მამები - ბერ-მონაზვნები, რომლები იცავენ მდუმარების მორჩილებას“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

210 გვერდი V « < 149 150 151 152 153 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 8 მომხმარებელი (მათ შორის 8 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 11:34 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი