მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
ქევანა |
Aug 3 2009, 12:17 AM
პოსტი
#221
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
გალაკტიონის უმშვენიერესი სიტყვათწყობა
http://lib.ge/body_text.php?2417 ..."ეზოში ყეფდა ბამბურა მურა, ეზოში მწვანე ჰყვაოდა ბაო. ვაზის ბარდებში სცურავდა სურა, შენ ბანცალებდი, ბურულო ცაო. ".... აი ეს შენ ბანცალებდი ცაოოო მომწონს, რომ წარმოვიდგენ, მაგარია... გინახავთ ცის ბანცალი? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
georgianeli |
Aug 4 2009, 06:08 PM
პოსტი
#222
|
SERPENTARIUS ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 |
გინახავთ ცის ბანცალი? ღამით, როდესაც მოზიდული მშვილდისდარი წელით გადააწვები მოაჯირს, რათა წაღმა გახედო ვარსკვლავებით მოჭედილ ცის ოკეანეს, ხოლო ბოლოში კი თვალი კაშკაშა ინანას ჰკიდო. მაშინ მზიური ღიმილი გულში იწყებს დაბადებას, რომ სასულის გავლით ბაგეებამდე ამოიზარდოს და ამოანათოს. აი, მაგ დროსაც შეიძლება იგრძნო და დაინახო ბურული ცის ბანცალი. -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
ნონა |
Aug 4 2009, 11:30 PM
პოსტი
#223
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
დიდმა მარიამმა, მზე მარიამმა, მზემ, მიიახლოვა და გულში ჩაიკრა, ჭრილობაზე აკოცა, გაათბო; ეფერა, ეფერა, როგორ მშვიდად და წყნარად, ფერხთით დაისვა მერე.
აქ, ყველაზე დიდ ქალბატონთან, უხვ მარიამთან, სამხმოვანებისგან როგორღაც უფრო გამოირჩეოდა შუა ბგერა, მაგრამ აქ ბგერა აუარება ხმიანებას მოიცავდა, ეს შუა ბგერა, რომელსაც ერქვა „ძე“, იყო მბრძანებლურიც და მუდარიანიც, „არამოიღო... არა... არა... არა ჰქმნე...“, და, „გიყვარდეს... გიყვარდეს... პატივ-ეც...გიყვარდეს...გიხაროდენ.“ - მეც საქართველო უფრო ავირჩიე, შვილო, შენი ქვეყანა. იმას ხმა ჰქონდა რომ, ეკლესიაზე მთვარის შუქსა ჰგავდა. და ისევ, ისევ ტიროდა ნეტარებით გაოგნებული გოგონა, „მე აქ ასე ძალიან ვარ და... ჩემებმა რა იციან.. - უნდა იცოდნენ წესით, შვილო. საოცრად მათბობს დოჩანაშვილის "ორნი, აქა იქ'' და განსაკუთრებით ეს ნაწყვეტი. თითქოს ჩემს მისტიკურ მოლოდინს ეხმიანება ავტორი და სრული სისავსით აიმედებს ცნობიერებას სასიტყვეთიდან. -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
KAIROS |
Oct 2 2009, 04:04 PM
პოსტი
#224
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ჩემი უსაყვარლესი და აწ განსვენებული ბ.ნი ოთარ ჭილაძე
ციტატა მეფეებივით ფიქრობენ მთები.... ღამე კოცონთან სველ ფეხებს ითბობს... მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები... მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს .... ... სკამზე , როგორც ნანადირევი, კიდია შენი ლამაზი კაბა ადამიანზე გამძლეა თიხა, მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას. უბრალო იყოს, ვით მწყემსის დანა, უფრო უბრალი ვიდრე მარილი, სულში კი მთელი სიმძიმით წვანან დღეები უკვე გადატანილი. **** ჩემს თავშესაფარს რქმევია სორო, შიში რქმევია ჩემს სიჭკვიანეს, ცა ტერფის ჩრდილი ყოფილა მხოლოდ. ქუჩის გადმოღმა ჩრდილივით მდგარი **** -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნონა |
Oct 2 2009, 08:51 PM
პოსტი
#225
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
მე განსაკუთრებულად ჩემი, ქართველი ახალგაზრდა მეცოდება - უნიჭიერესი და უვიცი, არასწორი წარმოდგენებისა და ფუჭი ილუზიების ტყვე.
შენ რომ არ გისმენს, არაფრად რომ აღარ გაგდებს, ეს კიდევ არაფერი, ამას შენც მოინელებ და, რა თქმა უნდა, აპატიებ, მაგრამ შეიძლება მართლა გაგისკდეს გული, როცა საკუთარი თვალით ხედავ, როგორ ბრმად ენდობა ნებისმიერ სულგაყიდულ, სინდისგარეცხილ მედროვეს, რომელიც აშკარად პირადი გამორჩენის მიზნით, ანდა კიდევ უარესი, სხვა, უფრო დიდი მედროვის ფარული მითითებების შესაბამისად, დაუნანებლად სვრის, ბილწავს, ასახიჩრებს ირგვლივ ყველაფერს; აკნინებს, აბითურებს წმინდა ცნებებს; ეჭვის ქვეშ აყენებს საუკუნეობით დადგენილსა და დაკანონებულს... პირუტყვულ თავისუფლებას ქადაგებს ზნეწამხდარ ოჯახებსა და ფუნქციადაკარგულ სკოლებში... ოთარ ჭილაძე -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
KAIROS |
Nov 4 2009, 02:44 PM
პოსტი
#226
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
როდესაც საკუთარ ღრიალზე არ კრთები, ყველა ლომს დაახრჩობ.
არცერთი გველია საკუთარ ხელებზე ჩუმი და საშიში შიმშილი თუ გფატრავს ველური ტახივით ,მოკალი – დანაყრდი. სკამის ქვეშ დააბი საკუთარ ფეხების ველური ირემი. სურვილებს დააძრე ბრინჯაოს ფრთები და ბრინჯაოს კლანჭები საკუთარ ოთახის დახვეტა ისწავლე– ავგიას ბოსელი. ერთხელაც ცის თაღი თუ ძლიერ ბეჭებზე სხვის ნაცვლად შეიდგი შეძლებ რომ ჭიშკართან მყეფარი სიკვდილი დააბა - გოშია. ----------- ჰოოო... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ბადრი |
Nov 4 2009, 10:19 PM
პოსტი
#227
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
დავტკბი თქვენი განსწავლულობით და პოეტთა ნიჭიერებით. გაიხარეთ
-------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
KAIROS |
Nov 5 2009, 02:14 AM
პოსტი
#228
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ნამდვილად კარგია ბოლო ანფიმიადი იყო,დიანა..
-------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქევანა |
Nov 5 2009, 12:04 PM
პოსტი
#229
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
"სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა" (გალაკტიონი)
ამ ბოლო დროს ეს ფრაზა ამეკვიატა.. ვარდისფერი გზა, ვარდის ფურცლებით მოფენილი სიკვდილის გზა : | -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
KAIROS |
Nov 11 2009, 04:01 AM
პოსტი
#230
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ბუსონი...
ნაწყვეტები "ჰაიკუები"-დან: *** სევდის სუნი აქვს აყვავილებულ ქლიავის ტოტს ჩამომჭკნარ ხელში. *** მხოლოდ მწვერვალი ფუძის მთისა გადარჩენიათ გაფოთლილ ხეებს დაუმარხავი *** მაკრატელიც კი ყოყმანობს წამით ქრიზანთემების ბაღის წინაშე. *** ლამაზ -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
სოფი |
Nov 27 2009, 05:01 PM
პოსტი
#231
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
"მისი ღაწვების ელვარებას ფიჭვების კენწეროების ზემოთ,დასავლეთის ცაზე მოკიაფე ვარდისფერიც ვერ შეედრებოდა ბრწყინვალებითა და სინატიფით. არცთუ აისი იქნებოდა ისე ხალისიანი,როგორც მისი გულითადი ღიმილი იყო."
ჯეიმზ ფენიმორ კუპერი -------------------- "Happiness only real when shared."
|
KAIROS |
Dec 6 2009, 10:46 AM
პოსტი
#232
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვახ, რა დაუწერია კაცო ქალზე
ასეა შანდორ პეტეფის ლექსი "მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ".. საოცარი ულამაზესი, უთბილესი ლექსი მიუძღვნა ქალს, ჯერ გაყვა ცოლად და მერე როცა პეტეფი მოკვდა, მტრის გენერალს გაყვა ცოლად... ახლა მის შედარებებით სავსე ლექსს მოვიყვან: შენ გაზაფხული გიყვარს შენ გაზაფხული გიყვარს და გშვენის, ზამთრის სიცივე გეუცხოება, გაზაფხულია ცხოვრება შენი, შემოდგომაა ჩემი ცხოვრება. ჩემს სახეს ჩრდილი დაჰკრავს უხეში, შენი ლოყები ვარდივით ღვივის, ჩემი თვალების დაღლილ გუგებში კრთის შემოდგომის დაღლილი სხივი. გულსაც ნაღველი შემოეპარა, ჩემს გულს,ნაღველს რომ არ იკარებდა, და უკვე ერთი ნაბიჯი კმარა, რომ უცებ დავდგე ზამთრის კარებთან. შენ რომ წინ წადგა ნაბიჯი სწრაფად, მეც უკან წავდგა ნაბიჯი ერთი, ერთი ხნისანი,ზაფხულში,ალბათ, აღმოვჩნდებოდით ერთურთის გვერდით. შანდორივით... კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Atman |
Dec 9 2009, 09:48 PM
პოსტი
#233
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
"ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" (ნაწყვეტი):
"დიდო დედაო, ცაო მშვენიერო, მომცველო ყოველივესი, შემქმნელო და დამბადებელო, უსასრულო სამყაროში ჩაუტეველო, უმცირესში ჩატეულო, უწონ-უმანძილო, ცარიელო და სავსეო, უჟამო, უძრავო, წყვდიადო ცაო, სივრცეში, დროში ნათლით გამოვლენილო, ერთო და ერთთა ერთობაო, მომეც უფლებათა უფლება დავრჩე მართალი ჩემთა უფალთან და სამართლიანი სხვათა მიმართ, რათა დავიცვა ცის სიწმინდე და ვიყვე თავისუფალი, ვითარცა შენ ცაო თავნებაო!" გავოგნდი და გავგიჟდი ეს რომ მოვისმინე! აქყველაფერია, შეადარეთ ლაო ძის (დაო დე ძინი), უმაღლესი დიალექტიკაა. ესაა ძველქართული ლოცვა, რომელიც იოანე ზოსიმემ შემოგვინახა. რაულ მამალაძის ვიდეოში მოვისმინე ეს და ჩავწერე. სხვათა შორის კარგად ახსნა რატომ გვაქვს ჩვენ "დე დაო", ხოლო აღმოსავლეთში "დაო დე". აღმოსავლეთში კაცური საწყისი იდგა პირველ ადგილზე, ქართულში კი ქალურია ჯერ: დედ-მამა, ქალ-ვაჟი, ქალის პატივისცემის კულტზე ხო აღარაფერს ვამბობ. ლოგოსზე რომ არაფერი ვთქვათ შინაარსით იგივეა ფაქტიურად. ვსო, დღეიოდან ამ სიტყვებით ვილოცებ! http://www.myvideo.ge/?video_id=680012 ამ ბმულში წავაწყდი შემთხვევით, დაახლოებით მეათე წუთიდან იწყება. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
სოფი |
Dec 23 2009, 06:51 PM
პოსტი
#234
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
კარგია ბიჭებო
"ქოლგის მაგვარი ნათელი ფერის ყვავილები დიდი ფრთახატულა პეპლებივით ფარფატებდნენ და კრძალვით თავს დაბლა ხრიდნენ." "ალისფერი ტიტა ცეცხლის ენებივით თრთოდა." "ჩამავალი მზის სხივები მოპირდაპირე სახლის ზემო სარკმლის მინებს მოწითალო ოქროსფრად წაჰკიდებოდა. სარკმლის მინები გახურებული ლითონის თეფშებივით ლაპლაპებდა. ზეცა ჭკნობაშეპარულ ვარდს წააგავდა." ოსკარ უაილდი -------------------- "Happiness only real when shared."
|
xokaido |
Dec 23 2009, 07:05 PM
პოსტი
#235
|
რ ა ჭ ვ ე ლ ი ჯგუფი: Members პოსტები: 193 რეგისტრ.: 5-May 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4,733 |
"მომიპყრენით საჩინონი ეგე სასმენელნი თქუენნი და უფროისღა ყურნი გულისა და გონებისა თქვენისა განჰმარტენით სმენად და მასპინძელ ექმენით სიტყუათა ამათ ჩემთა"....
აბო თფილელი იწყება ასე... :-P გენიალურია ჩემი აზრით... -------------------- იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ! |
სოფი |
Nov 9 2010, 02:56 PM
პოსტი
#236
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ნუ შოთა ნიშნიანიძეს აქვს თავის ლექსებში გამოყენებული, რამდენიც გინდათ
... დილა ატმებში შეყუჟულა ხოხბის ლაპრივით, ცრის თეთრი წვიმა - ცის წყალობად გამოგზავნილი. თოხისპირებზე გამოუკრავს მზე საგზალივით და მინდორ-მინდორ სათოხარში მიდის აპრილი. ნაწყვეტი ლექსიდან "კვიცისა და ბროწეულისა" ლექსებში და გოგონებში სულ ერთ რამეს ვეძებდი - აფეთქებულ ბროწეულს და დაფეთებულ კვიცს. "დიოსკურია" წყალქვეშა ზღაპარს ჟამი ლოკავს ქვამარილივით და უცხო ხილვებს ლანდებივით გააქვთ ლივლილვი. კუს ბაკნებია ახორხილი თუ ქვითკირია, ერთმანეთზე რომ ფიჭასავით ჩაუკირიათ? ეს დაჟანგული ჯაჭვია თუ მზის ქერეჭია? ზღვისქვეშ დამარხულს აღსასრული ცის ქვეშ ერჩია. ბნელ ჯურღმულებში ოქროს თევზი გაიკომეტებს და გაანათებს ქვირითივით დაყრილ მონეტებს. ლაზის შუბივით წამახული ციხე წოწოლა გაფოფრილია ბალახების ყვითელ კოცონად. ქვიშად დაქნილა უამრავი ციხე-ტაძარი, ტალღებისაგან ბღუჯა-ბღუჯა დანატაცარი. აქა-იქ ფსკერი აღიგზნება და, როგორც ჟრჟოლა, წყალქვეშა წიაღს ფოსფორული ციაგი ჟონავს. ანათებს ელვა მარჯნის ტყეებს,ქედებს ცარცოვნებს, - შენ,ზღვის ფსკერზედაც - სიკვდილშიაც, ვხედავ, აზროვნებ! ფსკერზე მარხია საიდუმლოს ვერგამეტებით ხბოს ტყავის მძიმე გრაგნილები,პერგამენტები... -------------------- "Happiness only real when shared."
|
marine |
Feb 6 2018, 12:57 PM
პოსტი
#237
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ორივე უფლის ტრაპეზზე დანთებულ წმინდა სანთელს მიაგავდა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 6 2018, 09:06 PM
პოსტი
#238
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ემაგ თვალების ლაჟვარდი
ღმერთმა რა რა მელნით დაწერა?" /ნათია მჭედლიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 6 2018, 09:22 PM
პოსტი
#239
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თავად კაცთა ცხოვრებას მიაგავდა მოზღუდული კანიონი მტკვრისა, დროის მდინარებასავით ერთგზიანი და არსადგადამხვევი".
"მზეზე ნათლად ბრიალებდნენ თრიმლის ბუჩქები, ვითარცა მაყვალი ღმერთისგან ცეცხლკიდებული" "რაოდენიმე ჟამს ხმისუძვრელად ვიდოდნენ მხედარნი" /ბესარიონ სოლოღაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 17 2018, 07:47 PM
პოსტი
#240
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გიორგობისთვის ასკილის მწიფობისფერი გაუხდა თვალთა თეთრონნი"
"პირდაპირ მუქარას ტკბილნარევი საყვედური სჯობნის ყოველთვის, რამეთუ იგი უფორიაქებს კაცს სულს". "იმპერატორმა წამზე უსწრაფესად განყარნა ფიქრნი" /ბესარიონ სოლოღაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2024 - 03:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი