კულტურისა და ფოლკლორის საკითხები, თქვენი მოსაზრებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კულტურისა და ფოლკლორის საკითხები, თქვენი მოსაზრებები |
კანონისტი |
Jul 3 2007, 10:19 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მეგობრებო,
ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანებაში არსებობს რამდენიმე მიმართულება. გთხოვთ თქვენი აზრები კულტურისა და ფოლკლორის საკითხებზე მუშაობის თაობაზე დააფიქსიროთ აქ. კულტურისა და ფოლკლორის მიმართულებას ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული, მირქმის სახელობის ტაძრის ვაჟ მგალობელთა გუნდის რეგენტი აკაკი მიქაბერიძე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
N. R. |
Jul 3 2007, 05:29 PM
პოსტი
#2
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ეს დაკოპირებულია, ცოტა ხნის წინ სხვა თემაში მეწერა
ახლა შევიტყვე ამ ცენტრის გახსნის შესახებ, და შემთხვევით ვნახე ეს თემა გახსნილი. ყველა პოსტი (რაც უშუალოდ ამ საკითხს ეხებოდა) წავიკითხე დაწვრილებით, და ძალიან გახარებული ვარ! ყველაზე მეტად თქვენში არსებული ერთიანობა და ხელმძღვანელის ამ საკითხისადმი უსერიოზულესი დამოკიდებულებაა, რაც ნათლად ჩანს მის პოსტებში! მე ახლახანს გავხდი ამ ფორუმის წევრი, და ნელ-ნელა ვიცნობ ხალხს; ძალიან დიდი სურვილი მაქვს თქვენი ერთიანობის ნაწილი გავხდე! მე, როგორც ფოლკლორითა და საეკლესიო მუსიკით დაინტერესებული, ამ თემატიკი ფარგლებში დავაყენებ პრობლემატიკურ საკითხებს; გასაკეთებელი მართლაც ძალიან ბევრია; მაქვს უამრავი იდეა, რომელიც რეალურად განხორციელებადია. პირველ რიგში ესაა რეგიონებში გალობის მდგომარეობის გაკონტროლება, და მათ ხელთ არსებული საშუალებებით ყველაზე საუკეთესო ვარიანტისკენ სწრაფვა; არანაკლებ მნიშვნელოვანია მონასტრებში გალობის გაუმჯობესების პრობლემა, კარგად ვიცით, რომ დღევანდელი მგალობლების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას არასტაბილურობა წარმოადგენს, რაც ტიპიკონიდან გამომდინარე მონასტერში მინიმუმამდეა დაყვანილი, ასევე ტიპიკონიდან გამომდინარე საუკეთესო შემთხვევაში რამოდენიმე მონასტერში მაინც შეიძლება გახდეს შესაძლებელი საღვთისმსახურო პრაქტიკიდან ამოღებული ყველაფრის თუ არა ზოგიერთი მსახურების აჟღერება მაინც; სასულიერო მუსიკის სფეროში ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ბიზანტიური გალობის მომხრეთა საკითხის პრობლემურობა! მიუხედავად მათი ამჟამინდელი ,,მიჩუმებისა" მაინც მრავალი ადამიანი ხდება მეცნიერული არაკეთილსინდისიერების (მე ამ საკითხის მხოლოდ მეცნიერული თვალსაზრისით გაკრიტიკების უფლებას მივცემ თავს) იდეოლოგიური მსხვერპლი; თანაც მათმა ,,დუმილმა" ბევრს აფიქრებინა, რომ პრობლემა აღარ არსებობს, თუმცა ეს ასე არ არის, ასე რომ ტყულად ვართ ხოლმე ზოგიერთები მშვიდად. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია ჩვენს შორის ურთიერთ-ქილიკის ნაცვლად ამ ორი მხარის შეხვედრები მოხდეს, სადაც ამ ყველაფერს მეცნიერულ დონეზე განხილვის სახე ეკნება, მაგალითად კონფერენციის სტილში, სადაც ორივე მხარე თავისი აზრის დასაბუთებას შეეცდება. --ამ სახის შეკრება წელიწადში ორჯერაც რომ ჩატარდეს უკვე სერიოზული წინსვლა იქნება. ამ მხრივ საქმის კურსში შეიძლება ჩაყენება მეცნიერული კვლევის უმაღლესი ორგანოს, კონსერვატორიის შესაბამისი განყოფილებისა, მათგან რეკომენდაციების, რჩევებისა და სასემინარო აუდიტორიების მიღების მიზნით. ფოლკლორთან დაკავშირებითაც ასევე უამრავი პრობლემაა, ჯერ კიდევ არის ძალიან ბევრი მოხუცი ცოცხალი, რომელთაც თავიანთი ცოდნის სახით უდიდესი განძი გააჩნიათ, ამ მოხუცებს ნახვა, ჩაწერა, ცოდნის ,,გამოწურვა" უნდათ... მათთან დაკავშირებით განა არ შეიძლება იგივე დოკუმენტური ფილმების გაკეთება? უამრავი პრობლემაა ინსტრუმენტულ მუსიკაში, სადაც რეალურად პროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, თორემ მალე ქორეოგრაფიის მდგომარეობაში აღმოჩნდებიან , რომელთაც აღარ ახსოვთ საიდან მოდიან, და უმეტესობამ არც იცის რას აკეთებს... ამ მხრივ აქტიური თანამშრომლობაა საჭირო პირველ რიგში პატარა თაობის აღმზრდელებთან, რომელთაც უნდა უთხრან ბავშვებს რა არისსწორი და რა არასწორი, რატომ მიდიან კომპრომისზე და სინამდვილეში როგორია ტრადიცია... იგივე ფოლკლორის სფეროში მწვავედ დგას გამოცემების საკითხი, კარგად ვიცით რომ იგივე ა. ერქომაიშვილმა გამოუშვა მრავალი წიგნი გურულ და მეგრელ ლოტბარებზე, გამოდის სანოტო კრებულები, მაგრამ სამწუხაროდ ტირაჟი სასიგნალო დონეზეა, ვერავინ ახერხებს მათ შეძენას! იგივე მდგომარეობაა დისკებზე... განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩემი სიმპათია ჯერ კიდევ ჩემთვის უცნობი კანონისტისადმი, რომელიც განსაკუთრებულად გამოყოფს მეცნიერების საკითხს! მინდა გითხრათ, რომ ამჟამად ერთადართი ადგილი, სადაც ხდება ტრადიციული ფოლკლორული მუსიკისა და სასულიერო მუსიკის კვლევა, არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. ფოლკლორის კათედრაზე მომავალ თაობაში სულ რამოდენიმე ახალგაზრდა წერია, რაც მომავალში დამღუპველი შედეგების შესახებ მეტყველებს, კათედრას ესაჭიროება მშრომელი, ინიციატივიანი ახალგაზრდები. იქ კათედრის ბაზაზე არის ,,მარავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი", რომელსაც მცირედი, მაგრამ მაინც გააჩნია რაღაც რესურსები ტექნიკის, ლიტერატურის, ჩანაწერთა არქივის თვალსაზრისით, თითოეული მათი თანამშრომელი სიხარულით მიეგებება ყველა იმ წამოწყებას, რომლიც იქნება მაღალი დონისა და შედეგის მომტანი! ამას დღევანდელი თაობა ვერ ვიყენებთ სათანადოდ!.. დღეს ფოლკლორი საჭიროებს მრავალმხრივ კვლევას, შესწავლას, რისთვისაც კვალიფიციური განათლებაა საჭირო, ის ადამიანები კი ვინც სათანადო განაათლებას იღებენ სხვა სფეროში მიდიან, ამ ადამიანების დაინტერესებაა საჭირო, თუნდაც საკონკურსო ტიპის სტუდენტური კონფერენციების ჩატარებაა საჭირო... საჭიროა დღევანდელი ახალგაზრდობის სასიმღერო თუ სამგალობლო შემოქმედების რაიმე სახით გაკონტროლება მაინც, რისთვისაც ასევე შეიძლება გზები მოინახოს....კონსერვატორიასთან სხვა კუთხითაც შეიძლება ურთიერთობა, იგივე სტუდენტური კოცერტებით საქველმოქმედო აქციები, და უამრავი რამ. თუ ზოგადად ფოლკლორზე შევჩერდებით ძალიან კარგი იქნება ფოლკლორის სხვადასხვა სფეროს ყველაზე ნიჭიერი, მცოდნე ახალგაზრდების გაერთიანება ერთიანი იდეოლოგიის ქვეშ, რომ დავიცვათ ყველაფერი ტრადიციული! საკვლევი და შესასწავლია ტრადიციული ხელოვნების სხვადასხვა დარგები, ქარგვა, რეწვა, ქსოვა და სხვა, მათ შორის დღეისათვის ზოგი მოქცეული დღევანდელობის ინტერესში, ზოგიც მივიწყებული... ტრადიციული ხელოვბის სხვადასხვა დარგების ახალგაზრდა სპეცციალისტების ერთად შეკრებით ჩემი აზრით მეტად სასურველი შედეგის მიღება შეიძლება. პ.ს.ფოლკლორის დარგთა წარმომადგენლებთან ერთად არანაკლებ საჭიროა ჩვენი თაობის რეჟისორ-ოტერატორებთან ,,დამეგობრება" და სპეციალობათა ერთმანეთთან დაკავშირების გზით ერთიანი პროდუქტის შექმნა. ,,რეჟისორ-ოპერატორი"-ის ხსენებაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ გამახსენად, ტელევიზიის ფაქტორი! ეს ჩემთვის მეტად მტკივნეული თემაა... საპატრიარქოს მაუწყებლობის საშუალებით საეთერო დროის პრობლემა არ არსებობს, საჭიროა მაღალი დონის გადაცემების მომზადება, რომელთა პრიორიტეტი მეცნიერულად მაღალ დონეზე გამართული ინფორმაცია, და მასისისთვის გასაგებ ენაზე მეტყველება იქნება. კონკერტული ფორმატებიც მაქვს მოფიქრებული, რომელთა აქ განხილვაც ძალიან შორს წამიყვანს. ამათგან მცირედის განხორციელებასაც კი ძალიან სარიოზული ორგანიზება სჭირდება, და თანხებიც! თუმცა ვფიქრობ კომპეტენტური და ორგანიზებული ადამიანების ხელში ყველაფერი დაძლევადია, თანაც ახალგაზრდული ძალა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზომეთ დავწერე ყველა ის მთავარი მომენტი, რაც პირადად ჩემთვის აქტუალურია, მათ შორის ზოგიერთი კონკრეტულია, ზოგიც ზოგადი. ეს რამდენი დამიწერია მაპატიეთ! მაგრამ მართლა უზომოდ გამიხარდა ეს ფაქტი და არ შემეძლო ჩემი დამოკიდებულება არ გამომეხატა! იმედი მაქვს ამ საქმეში ჩართულ ადამიანებს მალე გავიცნობ და ზემოჩამოთვლილთაგან ყველაფერს თუ არა მცირედს მაინც შევძლებთ ერთობლივი ძალებით! საუკეთესო სურვილებით თბილისი სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკ.-ის II კ.-ის სტუდენტი - ნინო რაზმაძე პ.ს. მაპატიეთ ჩემი მოკრძალებული შენიშვნა, თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ როდესაც გაერთიანების ნებისმიერ მიმართულებას არაკომპეტენტური ადამიანი უდგება სათავეში, მითუმეტეს, როდესაც საქმე ასეთ სპეციფიურ სფეროს ეხება, ძნელია იმედი იქონიო რომ მაღალ დონეზე რამე გაკეთდება. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვგონებ მეტ ყურადღებას უნდა იჩენდეს მისი გაერთიანების თითოელი მიმართულების ხელმძღვანელის შერჩევაში -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
კანონისტი |
Jul 3 2007, 05:40 PM
პოსტი
#3
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
N. R.
ციტატა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვგონებ მეტ ყურადღებას უნდა იჩენდეს მისი გაერთიანების თითოელი მიმართულების ხელმძღვანელის შერჩევაში უკაცრავად, მაგრამ ალტერნატივას ხომ არ გვიბრძანებდით? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
N. R. |
Jul 3 2007, 05:42 PM
პოსტი
#4
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
N. R. უკაცრავად, მაგრამ ალტერნატივას ხომ არ გვიბრძანებდით? ეს უხეში კითხვაა, ალტერნატივა კიდე ცალკე თემაა, აქ საუბარია არსებულ სინამდვილეზე, საინტერესოა მისი კომპეტენცია ამ საკითხში რის მიხედვით განსაზღვრე? -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
კანონისტი |
Jul 3 2007, 05:52 PM
პოსტი
#5
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ციტატა ეს უხეში კითხვაა, ალტერნატივა კიდე ცალკე თემაა, აქ საუბარია არსებულ სინამდვილეზე, საინტერესოა მისი კომპეტენცია ამ საკითხში რის მიხედვით განსაზღვრე? უხეში შენი გამოსვლა იყო, თან ძალიან. მგონი თავად თქვი, არაკომპეტენტურიო, და ბრალდება თავად ამტკიცე ახლა (საეროც და საეკლესიო სამართალიც ასე ამბობს) როდესაც ორგანიზაციაში კონსერვატორიადამთავრებული ერთადერთი გყავს, მგონი ალტერნატივაც არ არის.... ასე რომ, ცოტა დაუფიქრდი ხოლმე, ან სხვა ფორმით იკითხე, კარგი? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
N. R. |
Jul 3 2007, 05:57 PM
პოსტი
#6
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
უხეში შენი გამოსვლა იყო, თან ძალიან. მგონი თავად თქვი, არაკომპეტენტურიო, და ბრალდება თავად ამტკიცე ახლა (საეროც და საეკლესიო სამართალიც ასე ამბობს) როდესაც ორგანიზაციაში კონსერვატორიადამთავრებული ერთადერთი გყავს, მგონი ალტერნატივაც არ არის.... ასე რომ, ცოტა დაუფიქრდი ხოლმე, ან სხვა ფორმით იკითხე, კარგი? ფორმაზე შენიშვნა მიღებულია, თუმცა პრობლემა მაინც პრობლემად რჩება, და ასეთ შემთხვევაში ,,კაკ მინიმუმ'' გაიკითხო უნდა მაინც კონსერვატორია დამთავრებულობა ბევრს არაფერს ნიშნავს, მითუმეტეს მის სპეციალობას არაფერი აქვს საერთო ფოლკლორთან! ეს ისეთივეა შენ რომ სახელმწიფო უნივერსიტეტს იურიდიული ფაკულტეტის განხრით ამთავრებ და სხვა ფაკულტეტზე ჭკუას გეკითხებოდნენ -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
კანონისტი |
Jul 3 2007, 06:02 PM
პოსტი
#7
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
N. R.
ციტატა ასეთ შემთხვევაში ,,კაკ მინიმუმ'' გაიკითხო უნდა მაინც ძალიან გთხოვთ მიქაბერიძესთან არსებულ პირად უსიამოვნებას ნუ განვაზოგადებთ, ეს თხოვნა იქნება ციტატა ეს ისეთივეა შენ რომ სახელმწიფო უნივერსიტეტს იურიდიული ფაკულტეტის განხრით ამთავრებ და სხვა ფაკულტეტზე ჭკუას გეკითხებოდნენ კონსერვატორია უნივერსიტეტი არ არის, იგი სპეციალიზებული უმაღლესი სასწავლებელია. გაერთიანების ფოლკლორის მიმართულება ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში აპირებს პრაქტიკულ პოპულარულ დონეზე ხალხური სიმღერების მხარდაჭერას და ამ საქმეში აკაკი სავსებით შეძლებს დარწმუნებული ვარ (3 მგალობელთა გუნდი აღზარდა უკვე, იმ იშვიათ გუნდთაგანი ჰყავს, რომელიც უკვე 8 ხმაზე იწყებს გალობის გაწყობას, მისი გუნდი დიდი მოწონებით სარგებლობს უწმიდესისგანაც) თუ დრო აჩვენებს, რომ გაერთიანებაში უკეთესი მცოდნე გვეყოლება, პრობლემა არ არის -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
N. R. |
Jul 4 2007, 11:28 AM
პოსტი
#8
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
N. R. I. ძალიან გთხოვთ მიქაბერიძესთან არსებულ პირად უსიამოვნებას ნუ განვაზოგადებთ, ეს თხოვნა იქნება II. კონსერვატორია უნივერსიტეტი არ არის, იგი სპეციალიზებული უმაღლესი სასწავლებელია. I. ეს შეურაცხმყოფელია! რატო მკადრებ რომ პირადი ურთიერთობის გამო შემიძლია ვინმეს შესაძლებლობები დავაკნინო?! ყოველგვარი პირადულის გარეშე! ან რომელ განზოგადებაზეა საუბარი, მე როგორც პროფესიონალზე ისე ვამბობ! და საერთოდ, ამას იმიტომ გეუბნები, რომ თუ რაღაცას აკეთებ და ხელს მოკიდებ იმის თავიც უნდა გქონდეს რომ ბოლობდე ისე გააკეთო როგორც საჩიროა, და ნახევარფაბრიკატები თუ გჭირდება მაგერაა და გყავდეს! II. გთხოვ ნუ მასწავლი კონსერვატორია რა არის! ძალიან გთხოვ! სპეციალიზირებულია არა ერთი მიმართულებით არამედ რამდენიმეთი, და ეს სპეციალობები თავიანთი სპეციფიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად განსხვადებიან. ერთსაც გაგიღიმებ თორე ნამეტანი ჩაშავებული პოსტია ისე დღეს ალბათ გნახავ და დავილაპარაკოთ, თუ ასეთი გაურკვეველია რასაც ვამბობ -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
უჩა |
Jul 5 2007, 04:33 AM
პოსტი
#9
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ეს რეები წავიკითხე, დედა აქ რეები ხდება თურმეეე.
არ გამაბრაზოთ, გამაგიჟოთ, გადამრიოთ ახლა იცოდეთ თქვენ მეეე... თორე თუ გავბრაზდი მერეეე... უყურე ამათ შენ რას ცუღლუტობენ აქა. გეყოფათ ბოვშვებო ახლა კამათი წამოდით და ერთად ვაკეთოთ კაი საქმეები. ხომ გაგიგონიათ როგორც დიდი ივანე (ვანო) ჯავახიშვილი იტყოდა: ჯერ საქმე, მერე პიარიოოო... -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
კანონისტი |
Sep 12 2007, 11:18 AM
პოსტი
#10
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
N. R.
რაა ამდენი OFF-ები??? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
mariami-k |
Oct 1 2007, 01:47 PM
პოსტი
#11
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
კანონისტი
საინტერესო თამა და საინტერესო ინიციატივაა. N.R.- ს მიაერ წამოჭრილი საკითხები მართლაცვ ყველაზე აქტუალურია დღესდღეობით. საბოლოოდ უნდა იქნეს ამოღებული ე.წ. "სიონური' საგალობლები. უნდა მოხდეს მათი ჩანაცვლება ნამდვილი ქართული კანონიკური საგალობლებით. თუ რამით შევძლებ თქვენს დახმარება აქ ვარ... -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
ართი ვარდი |
Oct 1 2007, 01:55 PM
პოსტი
#12
|
MARIAMI ჯგუფი: Members პოსტები: 2,359 რეგისტრ.: 15-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,658 |
mariami-k
ამ თემაზე 1- 2 წლის წინ შეხვედრაც იყო რეგენტების პარტიარქტან , მაგრამ.......... -------------------- სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)
სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა... ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;) |
mariami-k |
Oct 1 2007, 02:00 PM
პოსტი
#13
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
ართი ვარდი
იცი მეცადინეობა და სიახლისკენ სწრაფვა არ უნდათ. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
ართი ვარდი |
Oct 1 2007, 04:04 PM
პოსტი
#14
|
MARIAMI ჯგუფი: Members პოსტები: 2,359 რეგისტრ.: 15-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,658 |
mariami-k
ყველა ტაძარში სხვადასხვა მიზეზით არ გალობენ კანონიკურად. ზოგან მამაოები ვერ ელევიან ე.წ. სიონურ საგალობლებს, ზოგანაც თვითონ რეგენტები -------------------- სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)
სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა... ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;) |
კანონისტი |
Oct 2 2007, 11:31 AM
პოსტი
#15
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ართი ვარდი
ციტატა ზოგან მამაოები ვერ ელევიან სამწუხაროა.... არადა, სინოდის განჩინება არსებობს ამის თაობაზე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ართი ვარდი |
Oct 2 2007, 12:00 PM
პოსტი
#16
|
MARIAMI ჯგუფი: Members პოსტები: 2,359 რეგისტრ.: 15-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,658 |
კანონისტი
ნამდვილად -------------------- სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)
სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა... ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;) |
mariami-k |
Oct 2 2007, 01:40 PM
პოსტი
#17
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
რა უნდა მოსთხოვო მონასტრებს, როცა თბილისშიც სიონურ საგალობლებს გალობენ . 1 სექტემბერს ჩემმა დამ თბილისში სამების ტაძარში დაიწერა ჯვარი. ეს ტაძარი თავისუფლებისკენ არის. რომ არ მცოდნოდა რომ ტაძარში ვიყავი საოპერო დარბაზში მეგონებოდა თავი. საოპერო ხმით და დიდი ემოციებით ასრულებდნენ სიონურ საგალობლებს. გული დამწყდა ძალიან.
არ მესმის რა მოსწონთ ამ "სიონურის". როცა გვაქვს ჩვენი, ნამდვილი ქართული საგალობლები. თუ ეს ორგანიზაცია იზრუნებს რომ პროპაგანდა გაუწიოს ნამდვილ ქართულ გალობას მე გვერდში დაგიდგებით და დაგეხმარებით. საბედნიეროდ მას შემდეგ რაც სამთავისისა და გორის ეპარქიას სათავეში მეუფე ანდრია ჩაუდგა ეს პრობლება ჩვენს ეპარქიაში აღარ არის. ჩამისვლისთანავე მეუფემ იზრუნა ამ საკითხზე და ქალბატონი ლია ჩამოიყვანა და მას სემდეგ სიონური საგალობელი აღარავის უგალობია. მთავარია მონდომება. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
N. R. |
Oct 4 2007, 06:32 AM
პოსტი
#18
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
რა უნდა მოსთხოვო მონასტრებს, როცა თბილისშიც სიონურ საგალობლებს გალობენ . 1 სექტემბერს ჩემმა დამ თბილისში სამების ტაძარში დაიწერა ჯვარი. ეს ტაძარი თავისუფლებისკენ არის. რომ არ მცოდნოდა რომ ტაძარში ვიყავი საოპერო დარბაზში მეგონებოდა თავი. საოპერო ხმით და დიდი ემოციებით ასრულებდნენ სიონურ საგალობლებს. გული დამწყდა ძალიან. არ მესმის რა მოსწონთ ამ "სიონურის". როცა გვაქვს ჩვენი, ნამდვილი ქართული საგალობლები. თუ ეს ორგანიზაცია იზრუნებს რომ პროპაგანდა გაუწიოს ნამდვილ ქართულ გალობას მე გვერდში დაგიდგებით და დაგეხმარებით. საბედნიეროდ მას შემდეგ რაც სამთავისისა და გორის ეპარქიას სათავეში მეუფე ანდრია ჩაუდგა ეს პრობლება ჩვენს ეპარქიაში აღარ არის. ჩამისვლისთანავე მეუფემ იზრუნა ამ საკითხზე და ქალბატონი ლია ჩამოიყვანა და მას სემდეგ სიონური საგალობელი აღარავის უგალობია. მთავარია მონდომება. შენ გაიხარე! ზუსტად ეგაა პრობლემა, მონდომება. როგორც მეუფე ანდრიაზე თქვი ისევე ვიტყოდი მეუფე სტეფანეზე, რომლის მონდომებამაც არნახული შედეგი ფგამოიღო, ერთ თვეში გუნდმა სრულიად შეცვალა რეპერტუარი. რაც შეეხება პატარა სამებას, ეგ კიდე ცალკე პრობლემაა, ეგ ის შემთხვევაა, სადაც არავის სურვილი და მონდომება სამღვდელოების მხრიუდან არ ჭრის. ბევრჯერ იყო შემთხვევა ახალი მგალობლების მიყვანისა, და ამას მოძღვრებიც კი სასწრაფოდ და კატეგორიულად ითხოვდნენ, მაგრამ ეგენი ვერ დაძრეს მაქიდან, ცოცხალი თავით არ გავიდნენ ტაძრიდან ხელჩართული ბრძოლებიც ახსოივა მაგ ტაძრის ისტორიას პ.ს. კარგი იქნება ეს თემები საეკლესიო განყოფილებაშიც რომ განვავრცოთ -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
Julia |
Dec 28 2007, 12:29 PM
პოსტი
#19
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 27-December 07 წევრი № 3,492 |
მოგესალმებით, მე ახალბედა ფორუმელი ვარ)): ვეცნობი ნელ-ნელა ამ ფორუმს და ვნახე ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხზე გახსნილი თემა, კულტურა და ფოლკლორი. თავად ვარ ვოკალისტი, ძალიან მაინტერესებს და მაღელვებს საქართველოში, ხელოვნების საკითხი. უამრავი ნიჭიერი მუსიკოსია, რომელმაც მხოლოდ განათლება მიიღო და თავისი თავისთვის უშრომია ასე გამოდის. მიუხედავად ამისა მე მესმის, რომ ასეთ პირობებში რაც დღეს კეთდება მაინც დასაფასებელია, მაგრამ ვფიქრობ ყველა ხელოვანი მოხარული იქნება სამომავლოდ დასაქმდეს თავისი, პროფესიით და თავისი წვლილი შეიტანოს ამ არაჩვეულებრივ დარგში. ამისათვის კი საჭიროა შეიზმნას სხვადასხვა გუნდები. (ვოკალური, თუ ფოლკლორული, ინსტრუმენტალური) გაერთიანებები, რომლებიც ამ საკითხებზე უფრო კარგად იმსჯელებენ, დააწყობენ გეგმებს, კლასიკური მუსიკის, ფოლკლორის, ხელოვნების სხვადასხვა დარგების წინსვლისა და განვითარების შესახებ.
მადლობთ ....ველი პასუხს -------------------- ჯ. ა. |
მათველა |
Jan 6 2008, 07:55 PM
პოსტი
#20
|
დაიგვიანე ჯგუფი: Members პოსტები: 318 რეგისტრ.: 1-April 07 მდებარ.: მიმავალი , მიმავალი.. წევრი № 1,539 |
გამარჯობათ,
N.R -მ კარგად თქვა რამოდენიმე რამ, მათ შორის - ძველი თაობისგან 'შესწავლა' .. -------------------- თავიდან საკმაოდ "ვდრტვინავდი" გულში, რა ამბავია 7გზის ლოცვა მეთქი, ძნელია, ბევრი დრო უნდა თქო..
ახლა კი, სულ იმას ვამბობ -კიდევ კარგი, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტს და ცხოვრებისეული ჩაძირულობიდან მუდმიდი გამოფხიზლება ხდება ყოველ სამ საათში ერთხელ.. ძალიან სასიხარულოა რომ ეს ლოცვები გაგვაჩნია. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 11:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი