თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ დიდი სჯულისკანონი

პოსტის ავტორი: თამას თარიღი: May 26 2013, 07:22 PM

გამარჯობათ.
ამ თემაში ( http://church.ge/index.php?showtopic=1204&mode=threaded) არის დიდი რჯულისკანონი -ს რამოდენიმე წყარო:
- სრულად, რუსულ ენაზე - ახლავს ვრცლად მუხლთა განმარტებები, საეკლესიო მოღვაწეების მიერ.
- სრულად, ძველქართულ ენაზე (გამოცემა 1975 წლის, ე.გაბიძაშვილის და სხვათა.. - მაგრამ არ ახლავს მუხლთა განმარტებები. ( + დამატებითი ცნობისათვის მომყავს კანონისტის ციტატა : "სჯულისკანონის 14 ტიტულად დაყოფა ბიზანტიურია. ჩვენი დიდი სჯულისკანონი არსენ იყალთოელის მიერ სხვა პრინციპით არის დაყოფილი. თუმცა საერთო ერთი აქვთ - ესაა ქრონოლოგიური პრინციპი, ანუ კრებების გამართვის თარიღი. საინტერესოა, რომ ნიკეის I კრების კანონები სიაში უსწრებს მანამდე გამართულ ანკვირიისა და ნეოკესარიის კრებების კანონებს".
titus საიტზე წაკითხვის შემთხვევაში, როგორც გავერკვიე,მარჯვენა მხარეს არის Section, სადაც:
-Pr.3-ში მოცემულია: შემავალ წიგნთა/წერილთა სათაურები; ქვემოთა Part ველში სიცარიელეა;
-Pr.4-ში მოცემულია: ნაწილნი* კანონებრივთა განწესებანი; ქვემოთა Part ველში კი მათი ტექსტები;
-Pr.4-ის შემდეგ, ჩამოსაშლელ მენიუში, მოდის 1,2,3,4... და ა.შ. ანუ, ეგენი წარმოადგენენ Pr.3-ში დასახელებული სათაურების თანმიმდევრობით ტექსტებს.
)

ორი შეკითხვა მაქვს:
- (თანამედროვე ან ძველ) ქართულით მოიპოვება ზუსტი გამოცემა? თუ ძირითადად 1987 წ. [გამოცემა საეკლ.კალენდართან ერთად] გამოიყენება ამჟამადაც? (ნუ კიდევ, ვიცი ძველ-მართლმადიდებლების საიტი oldorthodoxy.ge, მაგათ კი აქვთ მგონი შედგენილი, მაგრამ მაგათზე არ მაქვს საუბარი.)
- წიგნის გარდა, მისი განმარტებები ქართულად მოიპოვება?


(ასევე, სიას შეიძლება დაემატოს :
+ http://library.church.ge/index.php?option=com_content&id=293:2011-02-15-08-21-46&catid=34:2009-12-29-11-31-18&Itemid=59&lang=ka;
+ მსოფლიო საეკლესიო კრებების განმარტებები {ეპისკოპოსი ნიკოდიმი (მილაში), ქართულად გამოიცა http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/gamomtsemloba/gamomtsemloba.htm მიერ. }
+ არსებობს იოანე მონაზონის მცირე სჯულისკანონი, ექვთიმე მთაწმინდელის მიერ ქართულადაცაა თარგმნილი. ინტერნეტში არის: http://www.orthodoxy.ge/samartali/mtsire_sjulis_kanoni.htm + http://www.orthodoxy.ge/samartali/mtsire_sjulis_kanoni.htm
+ შესაძლებელია http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/alilo/alilo.htm იყოს კიდევ სხვა წიგნები

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 26 2013, 07:35 PM

თამას
როგორც მოდერი გეტყვი , რომ ყველა საკითხზე ახალ თემას ნუ ხსნი .
ფორუმს აქვს ძალიან კარგი საძიებო სისტემა და შეგიძლია იმით ისარგებლო საჭირო თემების მოსანახად ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2015, 07:21 PM

"დიდი რჯულის კანონი ჰიპერკრიტიკულად სავალდებულო სახელმძღვანელოა ქრისტიანთათვის. ვიმეორებ: მისი დამრღვევი, იერარქიული მდგომარეობის მიუხედავად, პასუხს აგებს ქრისტესა და ეკლესიური ერთიანობის წინაშე"

/დეკ. ლევან ფიროსმანაშვილი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)