IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ანსამბლი "აიდიო", ბათუმის კონსერვატორიის გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი
ნანინა
პოსტი Oct 24 2009, 04:27 PM
პოსტი #1


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ანსამბლი "აიდიო" 2007 წელს ჩამოყალიბდა ბათუმის კონსერვატორიის ეთნომუსიკოლოგიის სპეციალობის ბაზაზე. ანსამბლის რეპერტუარშია ქართული ფოლკლორის სხვადასხვა დიალექტის, ჟანრული სისტემის განსხვავებული ნიმუშები.
ანსამბლის წევრები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ აჭარული, ლაზური და შავშური ფოლკლორის ნიმუშების შესწავლას.
"აიდიოს" დებიუტი შედგა 2007 წელს ფოლკლორის და სასულიერო მუსიკის ბათუმის II ფესტივალზე. ანსამბლი მოგზაურობს აჭარის რეგიონებში (ხულო, ქედა), მონაწილეობს საქველმოქმედო კონცერტებში, აჭარის ტელევიზიის შემოქმედებით პროგრამებში და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში.
ანსამბლის წევრები არიან ლოლიტა სურმანიძე, ლალი ბერიძე, ცისნამი თურმანიძე, თამილა ბოლქვაძე, ვერა კვაჭაძე, სალომე თურმანიძე და ინგა ცისკარიძე.

სალომე ჩვენი ფორუმელია და იმედია მოგვამარაგებს ჩანაწერებით, მანამდე ეს შეგიძლიეთ ნახოთ smile.gif

http://www.alazani.ge/folkloruli-ansambli-...artuli-folklori

პ.ს. ბათუმში მოვისმინე ეს ანსამბლი და ძალიან მომეწონა smile.gif
სწორი მიმართულება აქვთ და რაც მთავარია თავიანთი კუთხის ნიმუშებს დიდ ყურადღებას აქცევენ smile.gif

დანარჩენზე ჩანაწერების მოსმენის შემდეგ ვისაუბროთ a075.gif
პირადად მე მაინტერესებს ანსამბლის მუშაობის პროცესი, საიდან სწავლობენ ჩანაწერებს? ვიცი, რომ ქალბატონი ნინო კალანდაძე არის მათი კონსულტანტი smile.gif

იმედი მაქვს იაქტიურებთ smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th May 2024 - 12:05 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი