თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ ეგზეგეზა

პოსტის ავტორი: mendes masieli თარიღი: Mar 6 2007, 09:17 PM

რომელი წმინდა მამების განმარტებებს უნდა დავეყრდნოთ?????????????????

მოგვაწოდეთ თქვენი მოსაზრებები smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Mar 6 2007, 09:19 PM

იოანე ოქროპირი!... სამწუხაროდ მხოლოდ ძველქართულადაა გამოცემული....

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Mar 6 2007, 11:11 PM

QUOTE(მნათე @ Mar 6 2007, 09:19 PM) *

იოანე ოქროპირი!... სამწუხაროდ მხოლოდ ძველქართულადაა გამოცემული....

და რუსულად.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Mar 7 2007, 12:57 AM

თეოფილაქტე ბულგარელი.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 7 2007, 01:04 PM

ან ერთიანი ნაკრები ლოპუხინის!

პოსტის ავტორი: LEBU თარიღი: Mar 14 2007, 05:32 PM

ხალხო ლუკას სახარების განმარტება ვერ ვიშოვე ქართულად ვერსად! sad.gif

არადა 1682 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა...

რა არის ლაა... უფ.... sad.gif

პოსტის ავტორი: mendes masieli თარიღი: Mar 19 2007, 05:45 PM

ციტატა(მარიამი @ Mar 6 2007, 11:11 PM) *

და რუსულად.

რუსებს შეეშვით ხალხო!ჩემი თაობისთვის ის ისეთივე უცხო ენაა,როგორც ესპანური ან ფრანგული...თან მაგთ ბევრი საკკმაოდ საეწვო რეპუტაციის ლიტერატურა აქვთ!!!

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Mar 19 2007, 05:49 PM

mendes masieli

ციტატა
რუსებს შეეშვით ხალხო!

რატომ?
ძალიან ბევრი და კარგი ლიტერატურა არსებობს რუსულად.
ვინემ თუ რუსული არ იცის ეს მისი პრობლემაა.
შეცდომები კი ყველა ენაზე გამოცემულ წიგნებშია.

პოსტის ავტორი: mendes masieli თარიღი: Mar 19 2007, 06:11 PM

ციტატა(დათიკო @ Mar 19 2007, 05:49 PM) *

mendes masieli

რატომ?
ძალიან ბევრი და კარგი ლიტერატურა არსებობს რუსულად.
ვინემ თუ რუსული არ იცის ეს მისი პრობლემაა.
შეცდომები კი ყველა ენაზე გამოცემულ წიგნებშია.

კი მაგარამ,რუსებს განსაკუთრებით ბევრი წიგნები აქვთ ისეთი,რომელთა წამოშობაც კი ბუნდოვანია....

ციტატა(KAIROS @ Mar 7 2007, 01:04 PM) *

ან ერთიანი ნაკრები ლოპუხინის!

ხო,თუ იმას გავითვალისწინებთ,რომ ამ წიგნში ყველა ქრისტაინული დენომინაციის,მათ შორის გნოსტიკური სექტების, სწავლებებია შესული.....

სოოოს!!ეკუმენიზმი!!!

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Mar 19 2007, 06:48 PM

mendes masieli

ციტატა
კი მაგარამ,რუსებს განსაკუთრებით ბევრი წიგნები აქვთ ისეთი,რომელთა წამოშობაც კი ბუნდოვანია....

და ძალიან ბევრი ისეთი რომელიც ძალიან სასარგებლოა. თუნდაც ეს ორი ბიბლიოთეკა ნახეთ, სადაც უამრავი სასარგებლო წიგნია: www.wco.ru/biblio და www.krotov.info
ციტატა
ხო,თუ იმას გავითვალისწინებთ,რომ ამ წიგნში ყველა ქრისტაინული დენომინაციის,მათ შორის გნოსტიკური სექტების, სწავლებებია შესული.....

მაშინ არც ორიგენეს არც ნეტარი ავგუსტინეს და არც ტერტულიანეს ნაშრომებს უნდა გავეკაროთ.

პოსტის ავტორი: mendes masieli თარიღი: Mar 23 2007, 03:08 PM

ციტატა(დათიკო @ Mar 19 2007, 06:48 PM) *

mendes masieli

და ძალიან ბევრი ისეთი რომელიც ძალიან სასარგებლოა. თუნდაც ეს ორი ბიბლიოთეკა ნახეთ, სადაც უამრავი სასარგებლო წიგნია: www.wco.ru/biblio და www.krotov.info

მაშინ არც ორიგენეს არც ნეტარი ავგუსტინეს და არც ტერტულიანეს ნაშრომებს უნდა გავეკაროთ.

მე ის არ მითქვამს,რუსული,ლიტერატურა სულ არ უნდას ვიკითხოთ-მეთქი...უბრალკოდ,სულ რუსულზე ვაღტ გადასულები,რუსულ თარგმანებ ვთარგმნით ჩვენ ენაზე და იკარგრბა ნაშრონის პირველადი სახე....

მე ვთქვი,ის რასაც დღეს ეკლესიის წევრთა უმრავლესობა უფრთხის.....

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Mar 23 2007, 04:08 PM

mendes masieli

ციტატა
უბრალკოდ,სულ რუსულზე ვაღტ გადასულები

ალტერნატივა რომ არ გვაქვს ამიტომ.
ქართულ ენაზე ლიტერატურა რომ არ გვაქვს ამიტომაა ეგ პრობლემა.
ციტატა
რუსულ თარგმანებ ვთარგმნით ჩვენ ენაზე და იკარგრბა ნაშრონის პირველადი სახე....

ეს კი თარჯიმნების არ არსებობსი ბრალია. სულ სამი-ოთხი თარჯიმანი გვყავს რომლებიც გამალებით მუიშაობენ, მაგრამ ლიტერატურა ძალიან ბევრია. თარჯიმნები კი ცოტანი.

სწორედ ამიტომ რუსული ლიტერატურა გამოსავალია მათთვის ვისაც კარგად ესმის რუსული. ანალოგიურს ვიტყოდი ინგლისურ ენოვან ან ბერძნულ ენოვან ლიტერატურაზეც. ვისაც შეუძლია ის წაიკითხავს, ვისაც არა და დაელოდება სანამ ეს ლიტერატურა გადაითარგმნება ქართულად.
ციტატა
რუსებს შეეშვით ხალხო!

ამიტომ ეს უადგილოა smile.gif

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Mar 26 2007, 02:29 PM

ციტატა
ჩემი თაობისთვის ის ისეთივე უცხო ენაა,როგორც ესპანური ან ფრანგული...

მაგაში გეთანხმები.დღესდღეობით ჩვენი ასაკის ადამიანებიდან ცოტამ თუ იცის რუსული,მაგრამ თავისუფლად შეიძლება ურჩიო სხვას წაიკითხოს რუსული წიგნებიდან.ჩვენ თუ არა სხვა მაინც ისარგებლებს ამით.სხვათაშორის მათ, როგორც ბიბლიური, ასევე სხვა სალიტერატურო თარგმანები ბევრი აქვთ და ძალიან ზუსტად, მიახლოებულად და სასიამოვნოდ ნათარგმნი. smile.gif

პოსტის ავტორი: mendes masieli თარიღი: Mar 26 2007, 06:54 PM

ციტატა(sofi89 @ Mar 26 2007, 02:29 PM) *

მაგაში გეთანხმები.დღესდღეობით ჩვენი ასაკის ადამიანებიდან ცოტამ თუ იცის რუსული,მაგრამ თავისუფლად შეიძლება ურჩიო სხვას წაიკითხოს რუსული წიგნებიდან.ჩვენ თუ არა სხვა მაინც ისარგებლებს ამით.სხვათაშორის მათ, როგორც ბიბლიური, ასევე სხვა სალიტერატურო თარგმანები ბევრი აქვთ და ძალიან ზუსტად, მიახლოებულად და სასიამოვნოდ ნათარგმნი. smile.gif

დიახ,გეტანხმებით!მე ის ნამდვილად არ მითქვამს,ის რომ ყველაფერი რუსული უარვყოთ,უბრალოდ აქ იმაზე მქონდა საუბარი,რომ რუსული ლიტერატურა "გაუფილტრავია"და გაგიჭირდება გაარჩიო,რა არის ღირებული და რა არა....

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Mar 26 2007, 09:45 PM

mendes masieli

ციტატა
რუსული ლიტერატურა "გაუფილტრავია"და გაგიჭირდება გაარჩიო,რა არის ღირებული და რა არა....

ნუ ეგ სხვა საკითხია.
შენც ის წაიკითხე რაც ნამდვილად იცი რომ გამართულია და შეწყნარებული ეკლესიის მიერ. ასეთებიც უამრავია. smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 2 2007, 12:24 AM

წმ. წერილის განმარტების შესახებ ლიტერატურას ჯერ ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში დავდებ, შემდეგ თუ ისურვებთ ახალი აღთქმის ბიბლიოთეკა აქაც გახსენით და აქეთ გადმოვიტანოთ...
დათიკო, შენ რაც გაინტერესებდა იქაა, მთლიანი არა, ნაწილობრივ, რაც ვიპოვე...

იხარეთ!

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Apr 2 2007, 12:49 AM

KAIROS

ციტატა
დათიკო, შენ რაც გაინტერესებდა იქაა, მთლიანი არა, ნაწილობრივ, რაც ვიპოვე...

უღრმესი მადლობა. smile.gif
ძალიან, ძალიან გამახარე ამით, მეტი რომ არ შეიძლებოდა smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 2 2007, 01:17 PM

მენდეს მასიელს მინდა გამოვეხმაურო, რადგან ლოპუხინი მე დავდე, ის რომ შიგნით არამართლმადიდებლური აზრებიცაა, ეს სრულებითაც არ აკლებს წიგნს რაიმეს, პირიქით, ეს მეცნიერული წიგნია და მეცნიერულად უნდა მივუდგეთ, თან დამიჯერე, ასე კომპლექსური განმარტება და ასეთი ბევრის მომცვლელი წიგნი იშვიათადაა, რუსულადაც კი!

მე მესმის, რასაც ამბობ, მაგრამ ეკლესიის საღად მოაზროვნე ნაწილი რუსულებს კი არ უფრთხის არამედ იმ განურჩევლობას რაც იქიდან მოედინება, ამაზე ბევრი ვწერეთ "ყვითელ პრესაში", მაგრამ დამიჯერე, რასაც მე მოვიტან აქ არის და იქნება გამოსადეგი და წაადგება ყველას ვინც დაინტერესებულია ცოტა ჩაღრმავდეს თეოლოგიაში, რუსულის გარდა რამოდენიმე ენაზეც შემიძლია ზოგი რამ დავდო , თუკი სურვილი იქნება (ბიბლიოთეკაში არის უკვე წიგნი ინგლისურად), ქართულად კი ძამიკო, აბა რა გვაქვს მითხარი?... ჰოდა, მოდი ჯერ ვიკითხოთ, ვისწავლოთ და მერე მენდეს მასიელი რომ ლოპუხინზე უკეთეს წიგნს შემოგვთავაზებს, იმ წამშივე კაიროსი ამოშლის ლოპუხინს და დადებს მენდეს მასიელს smile.gif მანამ კი ეს ვიკითხოთ და ასეთი მრავლისშემცვლელი წიგნები...

ამიტომ ახლაც დავამატებ ბიბლიოთეკაში რამოდენიმე წიგნს smile.gif

იხარე,

კაიროსი!

პოსტის ავტორი: mendes masieli თარიღი: Jun 3 2007, 08:31 AM

ციტატა
მენდეს მასიელს მინდა გამოვეხმაურო, რადგან ლოპუხინი მე დავდე, ის რომ შიგნით არამართლმადიდებლური აზრებიცაა, ეს სრულებითაც არ აკლებს წიგნს რაიმეს, პირიქით, ეს მეცნიერული წიგნია და მეცნიერულად უნდა მივუდგეთ, თან დამიჯერე, ასე კომპლექსური განმარტება და ასეთი ბევრის მომცვლელი წიგნი იშვიათადაა, რუსულადაც კი!

მე მესმის, რასაც ამბობ, მაგრამ ეკლესიის საღად მოაზროვნე ნაწილი რუსულებს კი არ უფრთხის არამედ იმ განურჩევლობას რაც იქიდან მოედინება, ამაზე ბევრი ვწერეთ "ყვითელ პრესაში", მაგრამ დამიჯერე, რასაც მე მოვიტან აქ არის და იქნება გამოსადეგი და წაადგება ყველას ვინც დაინტერესებულია ცოტა ჩაღრმავდეს თეოლოგიაში, რუსულის გარდა რამოდენიმე ენაზეც შემიძლია ზოგი რამ დავდო , თუკი სურვილი იქნება (ბიბლიოთეკაში არის უკვე წიგნი ინგლისურად), ქართულად კი ძამიკო, აბა რა გვაქვს მითხარი?... ჰოდა, მოდი ჯერ ვიკითხოთ, ვისწავლოთ და მერე მენდეს მასიელი რომ ლოპუხინზე უკეთეს წიგნს შემოგვთავაზებს, იმ წამშივე კაიროსი ამოშლის ლოპუხინს და დადებს მენდეს მასიელს მანამ კი ეს ვიკითხოთ და ასეთი მრავლისშემცვლელი წიგნები...

ამიტომ ახლაც დავამატებ ბიბლიოთეკაში რამოდენიმე წიგნს

იხარე,

კაიროსი!

ველოდებIტ შენ წიგნებს,კაიროს!!!

პოსტის ავტორი: mendes masieli თარიღი: Sep 17 2007, 05:28 PM

გამოვიდა თეოფილაქტე ბულგარელის ,,მარკოზის სახარების განმარტება"



ჩემი აზრით,საკმაოდ საინტერესოა...

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 17 2007, 11:28 PM

ციტატა(mendes masieli @ Sep 17 2007, 05:28 PM) *

გამოვიდა თეოფილაქტე ბულგარელის ,,მარკოზის სახარების განმარტება"
ჩემი აზრით,საკმაოდ საინტერესოა...

ვაახ გაიხარე, ძალიან გამეხარდა, აუცილებლად შევიძენ ამ დღეებში smile.gif

პოსტის ავტორი: mendes masieli თარიღი: Sep 24 2007, 04:41 PM

ალექსანდრე
ხოო,არაფრის...სულ მალე გეგმავენ ამავე მაის მიერ განმარტებული იოანეს სახარების I ,შემდეგ II ნაწილის გაოშვებას...შემდეგ ლუკას სახარების განმარტებაც გამოვა...ალბათ მომავალი წლის შუისთვის...

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 25 2007, 12:45 AM

ციტატა(mendes masieli @ Sep 24 2007, 04:41 PM) *

ალექსანდრე
ხოო,არაფრის...სულ მალე გეგმავენ ამავე მაის მიერ განმარტებული იოანეს სახარების I ,შემდეგ II ნაწილის გაოშვებას...შემდეგ ლუკას სახარების განმარტებაც გამოვა...ალბათ მომავალი წლის შუისთვის...

ძალიან მიხარია ნელ ნელა ასეთი წიგნები რომ გამოიცემა და იქნებ იოანე ოქროპირის განმარტებების თანამედროვე ქართულით გამოცემაზეც იზრუნოს ვინმემ. ღმერთიმც გაახარებს, ძაან დიდ მადლს მოისხამს ჩვენსას smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 5 2007, 07:27 PM

KAIROS

ციტატა
ქართულად კი ძამიკო, აბა რა გვაქვს მითხარი?.



უკაცრავად, 16 საუკუნე ქართველებს ეძინათ, ყველაფერი განადგურდა, თუ არავინ არ ეძიებს?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 13 2007, 12:42 AM

ციტატა

უკაცრავად, 16 საუკუნე ქართველებს ეძინათ, ყველაფერი განადგურდა, თუ არავინ არ ეძიებს?



ეჰ, ნინიკო,

ჩვენ დიდი ქრისტიანული ისტორია გვაქვს, მაგრამ სისხლიანი ისტორიის გამო, ეგზეგეტიკის სფეროში თითქმის არაფერი გაგვაჩნია, ჯერ ერთი რომ ნაწილი განადგურდა, მაგრამ ცხადია, რომ არც ისე ბევრი იქნებოდა, საკმარისია გადაავლო თვალი ისტორია, IV ს.დან იწყება აგიოგრაფია და ქართული ქრისტიანული მწერლობა, სამწუხაროდ განვითარების მაღალ ეტაპზე ვერ მივაღწიეთ, ანუ იქ სადაც წმიდათა ცხოვრებების წერას და სხვათა ენებიდან განმარტებების თარგმნას ბუნებრივად მოსდევს, უკვე ორიგინალური ძიებები, უჩებ მოვიდა VIII ს.ნე და არაბების ტალღა, მერე ისევ იწყება გამოცოცხლება, არსდება უდიდესი ქართული სკოლები, და აქაც იგივე, სწორედ მაშინ, როდესაც უნდა დაწყებულიყო ის ეტაპი, რომელზეც ზემოთ მქონდა საუბარი, დაიწყო ქართული სახელმწიფოს ქვევარდნა... მერე რუსები, რომლებმაც ყოველგვარი ქართული ორიგინალური წაშალეს...

რათქმაუნდა იყო გამონაკლისები, როგორც ადრე პეტრე იბერი ან ახალ დროში წმ. გაბრიელ ქიქოძე, ოქროპირიძე და სხვანი ცოტანი, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე გამონათებები იყო....

იმისათვის, რომ ქართული ღვთისმეტყველება განვითარდეს, ამისათვის აუცილებელია გაიზარდოს სწავლის დონე სასულიერო სასწავლებლებში, უნდა იცოდნენ ენები, უნდა იცნობდნენ სხვა რელიგიებს, კულტურებს, კონფესიებს, უნდა ქონდეთ პირდაპირი შეხება მათთან, ასევე წყაროებთან, უნდა ხდებოდეს პროფესიული ჩამოყალიბება, საეკლესიო ისტორიკოსი, სამართალმცოდნე, ბიბლისტი და ა.შ. ის როგორცაა ეს სხვაგან...

მერე შეიძლება უკვე ვიოცნებოთ smile.gif

იხარე,

კაიროსი!

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Nov 13 2007, 03:44 AM

http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/QL%20I/1/
სასულიერო მწერლობის ჟანრები და მათი განვითარება საქართველოში აქ წერია ბოლოში თუ ვინმეს დაგაინტერესებთ.

პოსტის ავტორი: mendes masieli თარიღი: Nov 16 2007, 02:38 PM

solomony
ეს რაც ცნობილია...
]ბატონო სოლომონ,თუ იცით,რომ თუ ვინმეს სპოსორი გასმოჩნდა და რა თქმა უნდა საკმარისად განატლებული კადრიც სეიძლება პალესტინის ხელნაწერთა მუზეუმში შესვლა/

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 17 2007, 06:17 PM

ციტატა
ბატონო სოლომონ,თუ იცით,რომ თუ ვინმეს სპოსორი გასმოჩნდა და რა თქმა უნდა საკმარისად განატლებული კადრიც სეიძლება პალესტინის ხელნაწერთა მუზეუმში შესვლა



ეს რაღაც ვერ გავიგე biggrin.gif

გამართე სტილი ცოტა და დააკონკრეტე რა ხდება პალესტინის მუზეუმში?

პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: Jan 17 2009, 01:12 AM

ციტატა(მხევალი ნინო @ Nov 5 2007, 07:27 PM) *

უკაცრავად, 16 საუკუნე ქართველებს ეძინათ, ყველაფერი განადგურდა, თუ არავინ არ ეძიებს?



გამარჯობა ძვირფასო 'მხევალი ნინო'

აბსოლუტურად გითანაგრძნობ იმაში რასაც ამბობ. ძალზედ სამწუხაროა რომ წმინდა წრილის განმარტებები, რომლებიც, საუკუნეების მანძილზე "ეკლესიის მამების" განმარტებები რაც კი დაწერილა მათგან თითებზე ჩამოსათვლელიც კი არ არის ქართულ ენაზე. რუსულადაც კი არ არის ის (სრულად). ამიტომ, იმის ლოდინი ოდესმე ქართულად გამოვა ყველა ის ნაწერები, ალბათ საუკუნეები დაჭირდება კიდევ.

სამწუხაროა რომ საქართველოს ისტორია, სავსეა მტრის შემსევებითა და ომებით, რაც მართლაც რომ გაართულებდა ასეთ ლიტერატურის (თუ იყო ასეთი).

გეთანხმები იმაშიც რომ, დღეს, ანუ, ახალი თაობისთვის რუსული ისეთივე უცხო ენაა უკვე როგორიც ფრანგული და ასე შემდეგ. მაგრამ, არ შემიძლია არ ავღნიშნო ერთი მნიშვნელოვანი რამ. დღეს, ახალი თაობა ინგლისურს უფრო უკეთ ფლობს ვიდრე რუსულს. თუ ვინმეს, ეკლესიის მამების წერილების გაცნობა სურს (წერილების განმარტებებისა რომელსაც ეკლესია სცნობს თუ არასცონებს) შესაძლებელია ინგლისურ ენაზე წაიკითხოს, ენაზე, რომელიც საერთაშორისო ენაა დღეს და მრავალი ფლობს. ეკლესიის მამების წეირლები, კომენტარები წმინდა წერილზე, ენგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, მე პირადად მიმაჩნია რომ ინგლისური თარგმანები უფრო სანდოა ვიდრე სხვა ენებზე გაკეთებული თარგმანები. მიზეზი ის გახლავს რომ, ინგლისური ენა საერთაშორისოა და მას მსოფლიო კითხულობს და არაერთი თარგმანია გამოსული ეკლესიის მამების ნაწერებისა..

მოყვასი

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Jan 23 2009, 06:35 PM

კაიროს

თუ არსებობს ინგლისურ ენაზე ლიტერატურა რომელიც შეეხება თეოლოგიას, მაგალიტად სახარების განმარტება, ნეტარი თეოფილესი ან წმიდა იონე ოქროპირისა ან სხვა წმიდა მამებისა. თუ არის იქნებ დადო ლინკი ან მიმითო გთხოვ.წინასწარ მადლობა.


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 24 2009, 05:08 AM

ციტატა
თუ არსებობს ინგლისურ ენაზე ლიტერატურა რომელიც შეეხება თეოლოგიას, მაგალიტად სახარების განმარტება, ნეტარი თეოფილესი ან წმიდა იონე ოქროპირისა ან სხვა წმიდა მამებისა. თუ არის იქნებ დადო ლინკი ან მიმითითო

კი ძმაო ( შე მონატრებულო a075.gif )
ჩვენს ბიბლიოთეკაშიც არის რაღაცეები , ისე კი
აი აქ შედი:

http://www.goarch.org/ourfaith/

ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიაა, ბერძნული არქიდიოცეზი.
და საკმაოდ დიდი არჩევანია:
Introduction
Apologetics
Art and Architecture
Biblical Studies
Canon Law
Church History
Culture and Society
Ecumenical Issues
Ethical and Social Issues
Environment
Great Lent and Holy Pascha
Monasticism
Music
Sacraments
Saints and Patristics
Spirituality
Theology
Worship
Multimedia
Higher Education
აბა ნაყოფიერ კითხვას გისურვებ;
იხარე;
კაიროსი!
პ.ს. მოკითხვა ყველას smile.gif


პ.ს.
ესეც ნახე

http://www.myriobiblos.gr/bible/bibleweb.asp

იქაა ბევრი რამ, რაც ბერძნულად წერია, მხოლოდ ბერძნულადაა ( თუმცა უამრავი პროგრამაა, რომელითაც შეგიძლია ისე ათარგმნინო, რომ შინაარსი გაიგო), და რაც ინგლისურად ე.ი. პირდაპირ შეგიძლია ინგლისურადვე წაიკითხო, მათ შორის ოქროპირი:

St. John Chrysostom

Homilies on the Gospel of St. Matthew * Homilies on the Acts of the Apostles and the Epistle to the Romans * Homilies on First and Second Corinthians * Homilies on the Epistles to the Galatians, Ephesians, Philippians, Colossians, Thessalonians, Timothy, Titus, and Philemon * Homilies on the Gospel of St. John and the Epistle to the Hebrews

ისე ეს გვერდი მთლიანად წმ. იოანე ოქროპირს ეთმობა, სულ ინგლისურადაა:

http://www.chrysostom.org/

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 24 2009, 05:27 PM

მოყვასი

ციტატა
ახალი თაობისთვის რუსული ისეთივე უცხო ენაა უკვე როგორიც ფრანგული



ჩემთვის რუსული უცხო არ არის, მაგრამ სანამ რუსები ქრისტიანობას მიიღებდნენ, ქართველები კარგა გამოცდილები იყვნენ უკვე, სახრების კითხვაში. ხოდა, სად გაქრა, ის მაშინდელი რედაქციები, ან რატომ არ შეიძლება დღეს მათი გათანამედროვექართულება?


არც ერთ შემთხვევაში არ მიჭირდება ინგლისურად ან რუსულად ლოცვა და სახარების კითხვა.

პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: Jan 29 2009, 08:46 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 24 2009, 05:27 PM) *

მოყვასი
ჩემთვის რუსული უცხო არ არის, მაგრამ სანამ რუსები ქრისტიანობას მიიღებდნენ, ქართველები კარგა გამოცდილები იყვნენ უკვე, სახრების კითხვაში. ხოდა, სად გაქრა, ის მაშინდელი რედაქციები, ან რატომ არ შეიძლება დღეს მათი გათანამედროვექართულება?
არც ერთ შემთხვევაში არ მიჭირდება ინგლისურად ან რუსულად ლოცვა და სახარების კითხვა.



'მხევალი ნინო' გეთანხმები.

ნებისმიერი რელიგიური ლიტერატურა, რომელიც დაიწერა წარსულში და დღეს ის მნიშვნელოვანია და მეტად საინტერესო ქრისტიანისთვის, უნდა "ათანამედროვექართულდეს" ანუ ითარგმნოს თანამედროვე ქართულზე, განსაკუთრებით ბიბლია! მაგრამ, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ჰყავს თუ არა სათანადოდ მომზადებული მთარგმნელები ამ დიდებული და უძვირფასესი საქმის შესასრულებლად - მე პირადად არ ვიცი.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)