კონფლიქტური ზონები, აფხაზეთი/ცხინვალის რეგიონი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კონფლიქტური ზონები, აფხაზეთი/ცხინვალის რეგიონი |
Giorgi- |
Aug 29 2008, 04:49 PM
პოსტი
#41
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
კანუდოსელი
ციტატა შენ რომ ყოფილიყავი ევროპელი და მდგარიყავი ასეთი მონსტრის წინაშე რა გადაწყვეტილებას მიიღებდი... მეც ევროპელი ვარ. ხოლო "იმ" ევროპელების ადგილას რომ ვყოფილიყავი მე ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ ალტერნატიული წყაროები მეძებნა და თუ მანდამაინც მონსტრზე ვიქნებოდი დამოკიდებული - აუცილებლად დავასუსტებდი მას ციტატა ვინაიდან წინასწარი პირობაა, რომ კონსენსუსის მიღწევა იქნება რთული, ალბად სავარაუდოა, და ამ ვარაუდს მთელი ბოლო რამდნიმე ათეული წლის ევროპის ისტორია ამაგრებს - ისეთი სანქციები იქრომ შექმნას მოჩვენებითობა სანქციის და ეს ალბატ რუსეთთანაც იქნება შეთანხმებული, რომ ზომაზე მეტად არ ახტეს და წინასწარ შეეგუოს...მაგრამ არ იქნება ისეთი სანქცია, რაც რუსეთს მართლა სერიოზულად დააფიქრებს - ასეთები უახლეს ისტორიაში ყოფილა და ახლაც ხდება, არაფერ ახალს არ ვიგონებ - ანუ მე გამოვდივარ ეროპელის ლოგიკიდან, როგორ მოვიქცეოდი მე, რომ ვყოფილიყავი მის ადგილზე ამ შემტხვევაში შენც აღნიშნე, რომ რუსეთის სანქციები ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იქამდე გვაინტერესებს, რომ ჩვენ შეგვეშვას რთულია წინასწარ ვიმსჯელოტ რა მოყვება, მაგრამ, თუ ბალტიისპირეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სხვა "გაუშვა" რუსეთმა, ესეიგი ჩვენც "გაგვიშვებს" კავკასია რომ ხელიდან გამოეცლება ამაში დარწმუნებული ვარ ციტატა სახელმწიფოს სჭირდება მაქსიმალურად გაჭირვებული დევნილი თბილისში რომელიც ოდნავ სიმშვიდესთან მიახლოებულ სიტუაციაში ეგრევე გაიქვცევა გორშიც, ცხინვალშიც და ყველგან... მდაააა.... ეგ თუ ეგრეა სახელმწიფო აღარაა მაშინ, თუმცა ფაქტია, რომ ბევრს შეიძლება უკან წასვლა აღარ მოუნდეს. ჩვენს ტავზე რომ წარმოვიდგინოთ თბილისიდან ლონდონში, პარიზში ან ნიუ იორკში რომ დაგვასახლონ, ყველანაირი პირობა შეგვიქმნან 70%-ს თბილისში დაბრუნება აღარ მოგვინდება. როცა გშია და ყუმბარები გაცვივა თავზე, თან ყველას თუ ფეხებზე კიდიხარ - აღარაა იქ პატრიოტიზმის დრო, იქ უნდა გაჩერდე სადაც უსაფრთხოდ და კარგად ხარ |
გიორგი |
Aug 29 2008, 04:52 PM
პოსტი
#42
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
კანუდოსელი
ცოტა ფილოსოფიურ საკითხამდე მივალთ ასე... ანუ რამდენად სამართლიანია სახელმწიფოს არსებობა და რიტორიკული კითხვები ჩნდება: "მართებულია პიროვნების ხარჯზე სახელმწიფო ინტერესების გატარება?" მე არ ვიცი.. არა მაქვს პასუხი და იმიტომ... ცხადია არ ვისურვებდი და არც არავის არ ვუსურვებდი იმ ადამიანების მდგომარეობაში ყოფნას. ციტატა აი იმ ბავშვის მშობელს, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია შენი პოლიტიკის ნაწილი...სწორად გამიგე... ვიცი რომ კიდია და სწორადაც მესმის, მაგრამ ესაა სახელმწიფო. მშობლისთვის, რომელსაც შვილი ომში მოუკლეს, ომი მაინც წაგებულია მიუხედავად იმისა სახელმწიფომ გაიმარჯვა თუ არა. სახელმწიფომ უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაც რომ მოიპოვოს ეს შვილმკვდარ მშობელს ფეხებზე კიდია, მაგრამ რეალობა სხვა რაიმეა... ციტატა ეგეთი სახელმწიფოს დედაც აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო ეგეთია. ზუსტად ასე მოიქცეოდა ნებისმიერი სუპერდემოკრატიული სახელმწიფო, მაგრამ ევროპაში და აშშ-ში მათდა საბედნიეროდ მსგავსი დილემის წარმოშობა პრაქტიკულად გამორიცხულია. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
Aug 29 2008, 04:54 PM
პოსტი
#43
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
გიორგი
ციტატა ცოტა ფილოსოფიურ საკითხამდე მივალთ ასე... არ მინდა შენი ფოლოსოფია....გადადე გვერდზე... ყველა სახელმწიფო მე არ მაინტერესებს, მე ეს სახელმწიფო მაინტერესებს რომელსაც აქვს პრეტენზია რომ არის მართლმადიდებელი ხოდა ვიმეორებ, ეგეთი სახელმწიფოს დედაც, რომელიც ჯერ ჩააგდებს ხალხს დევნილობის მდგომარეობაში თავისი უამრავი იდიოტობიტ და მერე ამის გამოც ისევ მათ მოუჭერს ყელში თუ ეს საქართველოა - მე მისი მოქალაქე არა ვარ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Giorgi- |
Aug 29 2008, 04:55 PM
პოსტი
#44
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
ციტატა ზუსტად ასე მოიქცეოდა ნებისმიერი სუპერდემოკრატიული სახელმწიფო როგორ? 7 ათას დოლარს მისცემდა და გამოასახლებდა? სხვათაშორის თავდაპირველი (90 ანი წლების) ლტოლვილებიც ლტოლვილები არიან გიო, მიზერულ დახმარებას რომ იღებენ თუ სახელმწიფო ფიქრობს, რომ მათ ფეხი მოიკიდეს დედაქალაქში, ვაჭრობენ, მუშაობენ და არარაა საჭირო დახმარება? |
ნიანია |
Aug 29 2008, 04:55 PM
პოსტი
#45
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
ციტატა ასე არავინ არ დაბრუნდება არც გორში, არც ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიებზე გორში და ცხინვალის მიმდებარე სოფლებში მე დამერწმუნე რომ ყველა დაბრუნდება. თუ მანდ მაცხოვრებელს ვინმეს თბილისში ცხოვრება უნდოდა აქამდეც ჩამოვიდოდა თბილისში და აქ დასახლდებოდა, ორ ნაბიჯზეა აქედან და თან მაგ სოფლების მოსახლეობა საკმაოდ შეძლებული იყო აქ არც ბინის ყიდვა გაუჭირდებოდათ და არც ცხოვრება. მაგრამ ვინც იქ ცხოვრობდა უბრალოდ არ აინტერესებს თბილისი და არ ჩამოდის, ხოდა არც ეხლა დარჩება აქ, ოღონდაც კი ეს უბედურება მალე დამთავრდეს და ელემენტარული პირობები შეექმნათ დაბრუნების. პირობა მხოლოდ მშვიდობაა. ციტატა სახელმწიფოს სჭირდება მაქსიმალურად გაჭირვებული დევნილი თბილისში აი ეს კი უკვე ძალიან მტკივნეულია, იმიტომ რომ ეს გამწარებული ხალხი იქ უნდა დააბრუნო სადაც კონფლიქტის ზონაა და შესაძლოა ამ გამწარებულმა ხალხმა იცი რა გააკეტოს, ქართველებმა თვითონ მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა და შემი მთავრობა გაოცებული დარჩება მერე. და ქვეყნის ღალატში დაადანაშაულებს ყველას. მაგრამ ეს ხალხი ამას არ იმსახურებს რომ ნახევრად მშიერი გყავდეს და ამ სიცხეში 10 დღის მანძილზე მაპატიეთ და აბაზანის მიღების საშუალება არ გქონდეს. სამარცხვინოა. პურის პრობელმა მაინც არ უნდა ჰქონდეთ. დღეში ორ კაცზე 1 პურს აძლევენ და ყველაზე დიდი მარაზმი რაც მოხდა ამერიკიდან ჰუმანიტარული დახმარების სახით სასმელი წყალი ჩამოიტანეს! საქართველოში წყლით ტრანსატლანტიკური ქვეყანა რო გეხმარება თავი არ უნდა მოგეჭრას სირცხვილისგან. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
კანუდოსელი |
Aug 29 2008, 04:55 PM
პოსტი
#46
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ციტატა ზუსტად ასე მოიქცეოდა ნებისმიერი სუპერდემოკრატიული სახელმწიფო ავოიეეეე.... სუპერდემოკრატიული სახელმწიფო მოიქცეოდა ისე, რომ იქ შეუქმნიდა დაბრუნების სერიოზულ პერსპექტივას... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
Aug 29 2008, 04:56 PM
პოსტი
#47
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
Giorgi-
ციტატა როცა გშია და ყუმბარები გაცვივა თავზე, თან ყველას თუ ფეხებზე კიდიხარ - აღარაა იქ პატრიოტიზმის დრო, იქ უნდა გაჩერდე სადაც უსაფრთხოდ და კარგად ხარ ნუ, ახლა აშკარა სასაკლაოზე არავინ არ უნდა გაუშვას სახელმწიფომაც, მაგრამ ცუდ პირობებში, მარადიორობისთვის საშიშ ზონაში და ა.შ. შეიძლება ეს გააკეთოს. მე ამას არც ვეთანხმები და არც ვეწინააღმდეგები. უბრალოდ ესაა სახელმწიფო და ნებისმიერი სახელმწიფო ასე მოიქცეოდა განურცევლად იმისა სტალინი იქნებოდა მეთაური, ჩერჩილი, ბუში თუ სარკოზი... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
Aug 29 2008, 04:57 PM
პოსტი
#48
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ნიანია
ციტატა გყავდეს და ამ სიცხეში 10 დღის მანძილზე მაპატიეთ და აბაზანის მიღების საშუალება არ გქონდეს ეს ხალხი იმსახურებს უარესსაც - ასე მოითხოვს საბჭოთა დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია მიშა მაგარია -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Giorgi- |
Aug 29 2008, 04:57 PM
პოსტი
#49
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
კანუდოსელი
გიორგის ახლა რაღაც სხვა გამოუვიდა. მთლად ამის თქმა არ უნდოდა და ეს რომ ქვეყანა და სახელმწიფო არაა - ყველამ ვიცით აქ საქმე იმაშია, რომ საომარი კონფლიქტის ამოწურვამდე ყველანი სახელმწიფოს გვერდით უნდა ვიდგეთ |
ნიანია |
Aug 29 2008, 05:00 PM
პოსტი
#50
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
ციტატა რომ საომარი კონფლიქტის ამოწურვამდე ყველანი სახელმწიფოს გვერდით უნდა ვიდგეთ კი მეც მაგ განწყობაზე ვარ მაგრამ როცა ხედავ შეცდომებს შეცდომებზე უშვებს შენი სახელწიფო საკუთარი ხალხის წინაშე მართლა შეუძლებელია მათ საქციელს გუნდრუკი უკმიო. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
კანუდოსელი |
Aug 29 2008, 05:01 PM
პოსტი
#51
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
Giorgi-
ციტატა აქ საქმე იმაშია, რომ საომარი კონფლიქტის ამოწურვამდე ყველანი სახელმწიფოს გვერდით უნდა ვიდგეთ შენი ჭირიმე რა სულ ამას მიმეორებ? სახელმწიფოს გვერდით დგომაში რა იგულისხმება? რომ არ გამოვხატო გულისტკივილი იმ უამრავი ბიჭის უაზროდ ჩახოცვის გამო? თუ არ გამოვხატო გულისტკივილი ჩემთვის მიუღებელი "სახელმწიფოს ასე სჭირდება" თეზისი გამო? კაი თუ ძმა ხარ რაა... მიშას პოლიტიკაა ეგ, მისი ოპოზიციონერობა ღალატის ტოლფასია...არადა ჩემი ამ სიტყვებით არავინ დაღუპულა ჯერ და მისი კრეტინული ნაბიჯით - ძალიან ბევრი დაიღუპა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
Aug 29 2008, 05:01 PM
პოსტი
#52
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
კანუდოსელი
ციტატა იქ შეუქმნიდა დაბრუნების სერიოზულ პერსპექტივას... დამერწმუნე საქართველოს ხელისუფლებასაც აწყობს რომ ყველა დააბრუნოს და თან კარგ პირობებში, მაგრამ როცა რუსეთი გებრძვის ეს არაა ასე იოლი. დემოკრატია და ტოტალიტარიზმი არაფერ შუაში არაა. დევნილების დაბრუნებას ძალა სჭირდება. რას აკეთებდა დასავლეთ გერმანია მათზე გაცილებით საშინელ პირობებში მცხოვრები თანამემამულეებისთვის აღმოსავლეთ გერმანიაში?! აბსოლუტურად ვერაფერს. რატომ? სსრკ არ აძლევდა უფლებას. აწყობდა გერმანელ ერს ყველა აღმოსავლეთელის დასავლეთში მიღება? ცხადია არა, რადგან ეს გაერთიანების შანსს პრაქტიკულად "ნულს" გაუტოლებდა. აწყობდა თითოეულ გერმანელს დასავლეთში ცხოვრბა? კი, რადგან იქ გაცილებით დიდი თავისუფლება და ეკონომიკური პირობები იყო. ოდნავ ცუდი მაგალითი მოვიყვანე, რადგან ევროპაში მსგავსი გაჭირვება და დილემა უკვე II მსოფლიო ომის შემდეგ აღარ არსებობს რომ ზუსტი პარალელი გამეკეთებინა... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
Aug 29 2008, 05:03 PM
პოსტი
#53
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ნიანია
ციტატა შეუძლებელია მათ საქციელს გუნდრუკი უკმიო. უნდა უკმიო ციტატა დამერწმუნე საქართველოს ხელისუფლებასაც აწყობს რომ ყველა დააბრუნოს და თან კარგ პირობებში, მაგრამ როცა რუსეთი გებრძვის ეს არაა ასე იოლი. ხოდა დასპაკოინდი...იმის გამო რომ საქართველოს ამისი ძალა არ შესწევს, არ ნისნავს, რომ აქ ამოხადო სული იმ ისედაც გაწამებულხალხს და ეს გაამართლო... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
Aug 29 2008, 05:04 PM
პოსტი
#54
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ნიანია
ციტატა შეუძლებელია მათ საქციელს გუნდრუკი უკმიო. გუნდრუკი არავის არ უნდა უკმიო. კრიტიკით მხოლოდ მაშინ უნდა აკრიტიკო, როდესაც მეტ-ნაკლებად ზუსტ ინფორმაციას ფლობ და რაც მთავარია უკეთესი გზა იცი. მუდმივი კრიტიკა იოლია. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
Aug 29 2008, 05:04 PM
პოსტი
#55
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
გიორგი
ციტატა აწყობდა გერმანელ ერს ყველა აღმოსავლეთელის დასავლეთში მიღება? შედარებები მოგყავს გლეჯს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
Aug 29 2008, 05:06 PM
პოსტი
#56
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
კანუდოსელი
ციტატა შედარებები მოგყავს გლეჯს ეს თვითონაც გითხარი. მიზეზიც გითხარი. არსს ალბათ მიხვდი. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
Aug 29 2008, 05:06 PM
პოსტი
#57
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
გიორგი
ციტატა უკეთესი გზა იცი. მორატორიუმით დაღუპა უმრავი ახალგაზრდა - აი ეს ცხადზე ცხადია და ამაზე მე ადრეც დავწერე ამ ფორუმზე ... როცა მორატორიუმი გამოცხადდა, მარა იაკობაშვილის ცივილურ მეთოდს უამრავი მხარდამჭერი გამოუჩნდა მაშინ... როგორც აღმოჩნდა მართალი ვყოფილვარ, მაგრამ განა იმიტომ, რომ გენიოსი ვარ, არა, უბრალოდ ამათნაირი კრეტინი არ ვარ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ნიანია |
Aug 29 2008, 05:08 PM
პოსტი
#58
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
ციტატა დამერწმუნე საქართველოს ხელისუფლებასაც აწყობს რომ ყველა დააბრუნოს და თან კარგ პირობებში, მაგრამ როცა რუსეთი გებრძვის ეს არაა ასე იოლი. ხო მაგრამ აქ შეუქმნან რამე პირობა, საჭმელი მაინც მიუტანონ ნორმალური. ეს ამერიკული სამხედრო საკვები ხო საერთოდ მარაზმია. და ყველაზე მთავარი ერთი კვირის მანძილზე ეს დახმარება რომ შემოდიოდა მასში არ შედიოდა 6 თვემდე ბავშვის საჭმელი! არ იყო ფიზიკურად. არადა შეიძლება ბევრი არა მარა ხომ იყვნენ ჩვილი ბავშვებიჩ და ყველა დედას არ ყავს ბუნებრივ კვებაზე თან ასეთი ნერვიულობის მერე. ხოდა ერთი კვირა ეს ჩვილები მშივრები ყავდათ ან იმ სოიოს და ლობიოს სალათებს აჭმევდნენ ალბათ ციტატა როდესაც მეტ-ნაკლებად ზუსტ ინფორმაციას ფლობ გიო, იმაზე ზუსტ ინფორმაციას ვფლობ და გაცილებით უფრო მეტს ვიდრე შენ წარმოგიდგენია. თუმცა რაც საჭირო არ არის იმას არ ვწერ. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
კანუდოსელი |
Aug 29 2008, 05:08 PM
პოსტი
#59
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ნიანია
პოლიტკორექტული იყავი ნიანია...არ სეშვენის საქართველოს მოქალაქეს ამ პირობებში ქვეყნის კრიტიკა - მერე რაა რომ მიშა კრეტინია, მაინც მხარში უნდა დაუდგე..ვაი ამათ პატრონს უბედურს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
Aug 29 2008, 05:10 PM
პოსტი
#60
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ნიანია
ციტატა ხო მაგრამ აქ შეუქმნან რამე პირობა, საჭმელი მაინც მიუტანონ ნორმალური. ეს ამერიკული სამხედრო საკვები ხო საერთოდ მარაზმია. და ყველაზე მთავარი ერთი კვირის მანძილზე ეს დახმარება რომ შემოდიოდა მასში არ შედიოდა 6 თვემდე ბავშვის საჭმელი! არ იყო ფიზიკურად. არადა შეიძლება ბევრი არა მარა ხომ იყვნენ ჩვილი ბავშვებიჩ და ყველა დედას არ ყავს ბუნებრივ კვებაზე თან ასეთი ნერვიულობის მერე. ხოდა ერთი კვირა ეს ჩვილები მშივრები ყავდათ ან იმ სოიოს და ლობიოს სალათებს აჭმევდნენ ალბათ ნუ, ახლა კონკრეტული პრობლემები რომ უამრავია რად უნდა ლაპარაკი. მე თვითონ ქანცი გამწყდა ლტოლვილთა ბანაკიდან ლტოლვილთა ბანაკამდე სირბილით, საკვების და ტანსაცმლის ყიდვით და ყველაფერი ცემი თვალით ვნახე... ბნელი ოტახებიც, უსაწოლო დევნილებიც და მრავალი გაუსაძლისი ყოფის დეტალიც, მაგრამ ამით ვერ იმსჟელებ მიშას ნაბიჯების შედეგებზე გლობალურ პოლიტიკაში. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი