IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ადამიანთა მოდგმის მშვენება, სერ ისააკ ნიუტონი
კანუდოსელი
პოსტი Feb 29 2008, 01:43 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ლონდონში ვესტმინსტერის სააბატოში, ინგლისის მეფეთა სასაფლაოზე ერთ-ერთ ქვას აწერია:

აქ განისვენებს
სერ ისააკ ნიუტონი, რომელმაც თითქმის ღვთიური ძალით პირველმა ახსნა პლანეტების მოძრაობა და ფორმა, თავისი მათემატიკური მეთოდის საშუალებით მან პირველმა გამოიკვლია სხივების ნაირგვარობა და, აქედან გამომდინარე, ფერების თავისებურება, რომელთა შესახებაც მანამდე არავინ არაფერი იცოდა
..........
მოკვდავთ უხაროდეთ, რომ მათ შორის
ცხოვრობდა ადამიანთა მოდგმის ასეთი მშვენება


საქმე ეხება თავისი დროის ცნობილ მოაზროვნეს, თეოლოგს და განთქმულ ფინანსისტს, რომელმაც დღემდე უცნობი მეთოდით ინგლისი ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანა და ბიუჯეტი გაზარდა დამატებითი ფულის მოჭრის გარეშე. (სხვათა შორის ბევრისთვის არაა ცნობილი, რომ ლითონის მონეტებზე კიდეებში ტიხრები სწორედ ნიუტონის გამოგონებაა, რათა ოქროს ჩამოქლიბვა არ მომხდარიყო ფულიდან. ხოლო უტიხრო ფულს ფასი ეკარგებოდა)

ყოველივე ეს მხოლოდ მცირე შესავალია ამ ადამიანის დიდ ბიოგრაფიაში, მაგრამ მე მინდა სხვა მხრიდან შემოგთავაზოთ მისი პერსონა.

მექანიკაში არის სამი ძირითადი კანონი, რომლებიც ნიუტონის სახელს უკავშირდებიან.
ჯერ მეორეთი დავიწყებ: თუ სხეულზე მოქმედებს ძალა, ეს სხეული მოძრაობს აჩქარებით, რომელიც ამ ძალის პროპორციულია (რაც მეტია ძალა, მით მეტია აჩქარება)

ახლა პირველი კანონი:
არსებობს ისეთი აბსოლუტური სივრცე (ე.წ. ინერციული სისტემა), რომლის მიმართაც მისი II კანონი აბსოლუტურია (ანუ მუშაობს)

საქმე იმაშია, რომ არ არსებობს არცერთი ექსპერიმენტი, რომელიც დაასაბუთებდა ამ კანონს ზუსტად (II-კანონზე შეიძლება უამრავი ექსპერიმენტის დადგმა).
ანუ ნიუტონის მსჯელობა ემყარება დიალექტიკური აზროვნების მიღმა კატეგორიას: რწმენას. მას სწამს რომ ასეთი სისტემა არსებობს, თუმცა ექსპერიმენტზე არასოდეს არავის ეს არ შეუმოწმებია დღეის ჩათვლით.

არსებობს კიდევ სხვა კანონი, ე.წ. მსოფლიო მიზიდულობის კანონი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ნებისმიერი ორი მასიური სხეული რა ძალით (გრავიტაციული) მიიზიდავს ერთმანეთს. საქმე იმაში არაა, რომ ნიუტონი აკვირდება ამ ძალის გამოვლენას მთვარე-დედამიწა ზემოქმედების ასპექტში და ზომავს მას ...საქმე იმაშია, რომ ის ამბობს: ვინაიდან ღმერთი ერთია, უნდა არსებობდეს ერთი ღმერთის მიერ შექმნილი ფუნდამენტური კანონი რომელიც ძალაშია არა მარტო დედამიწის სიახლოვეში, არამეტ ყველგან. იგივე მსჯელობას ატარებს ნიუტონი აბსოლუტურად ინერციული სისტემის კანონის ჩამოყალიბებისას.

ნიუტონი პირველი ადამიანია, ვინც მონოთეიზმის იდეა პირდაპირ დაუკავშირა მეცნიერებას.


პ.ს.
არსებობს ასეთივე სათაურის წიგნი, რომლის ავტორია პროფესორი გიორგი მაჩაბელი...ძალიან საინტერესო წიგნია, გირჩევთ...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
ქევანა
პოსტი Jan 4 2010, 02:54 PM
პოსტი #2


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



დღეს ნიუტონის დაბ დღეაო, ამოვქაჩოთ თემა biggrin.gif


ციტატა
თუ სწორად მახსოვს უფრო ალქიმიკოსად თვლიდა თავს ვიდრე ფიზიკოს-ფილოსოფოსად.

huh.gif გატაცებული იყო, მაგრამ თვლიდაო თავს ალქიმიკოსად?


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანუდოსელი   ადამიანთა მოდგმის მშვენება   Feb 29 2008, 01:43 PM
staywhite   კანუდოსელი , შენი ...   Mar 4 2008, 07:31 AM
თამარი_ცქნაფო   ახლა პირველი კანო...   Mar 5 2008, 08:12 PM
კანუდოსელი   ანუ ამ კანონებთან ...   Mar 6 2008, 12:41 PM
თამარი_ცქნაფო   პრაქტიკულად კი იმ...   Mar 6 2008, 12:43 PM
კანუდოსელი   ძალიან პრიმიტიული...   Mar 6 2008, 01:10 PM
staywhite   თამარ, ნიუტონის სა...   Mar 5 2008, 10:46 PM
staywhite   ძალიან პრიმიტიული...   Mar 6 2008, 01:24 PM
თამარი_ცქნაფო   ვაიმე, კითხვების კ...   Mar 6 2008, 03:31 PM
კანუდოსელი   ვაიმე, კითხვების კ...   Mar 17 2008, 01:39 PM
გიორგი   კანუდოსელი გრავიტ...   Mar 17 2008, 01:45 PM
კანუდოსელი   [b]კანუდოსელი გრავ...   Mar 17 2008, 01:47 PM
გიორგი   კანუდოსელი გრავიტ...   Mar 17 2008, 01:49 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი გრავი...   Mar 17 2008, 01:50 PM
გიორგი   კანუდოსელი უაზროდ...   Mar 17 2008, 01:56 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი უაზრო...   Mar 17 2008, 01:57 PM
გიორგი   კანუდოსელი 1. გრავი...   Mar 17 2008, 02:08 PM
კანუდოსელი   ახლა შეხედე ჩემს პ...   Mar 17 2008, 02:09 PM
გიორგი   კანუდოსელი OK   Mar 17 2008, 02:11 PM
კანუდოსელი   ნიუტონის კიდევ ერთ...   Mar 17 2008, 02:55 PM
staywhite   კანუდოსელი, კარგა...   Apr 5 2008, 04:41 AM
კანუდოსელი   კარგად ვერ გავიგე ...   Apr 8 2008, 10:52 AM
ლალი   კარგი თემაა. რატომ ...   Aug 8 2008, 06:40 PM
T_I_L_I   ეს არის ალბათ ის კა...   Aug 31 2008, 12:30 AM
staywhite   კანუდოსელი სწორე...   Oct 17 2008, 07:49 PM
syd   მაგარი კაცი იყო :) დ...   Oct 17 2008, 07:51 PM
staywhite   syd ეგ იყო ერთადერთი ...   Oct 17 2008, 07:52 PM
syd   staywhite :) ვაშლი რომ არ ...   Oct 17 2008, 07:55 PM
staywhite   syd ეეჰ, რამდენ მწყე...   Oct 17 2008, 08:10 PM
syd   staywhite :) მაგდენი არ ვი...   Oct 17 2008, 09:14 PM
staywhite   syd ფიზიკა არა და ფიზ...   Oct 18 2008, 12:52 AM
egri3   T_I_L_I საიდან ასკვნი? ...   Oct 23 2008, 12:23 PM
cinemamu   ნიუტონის კავშირზე ...   Oct 27 2008, 07:13 PM
egri3   cinemamu კავშირი კი არა ...   Oct 29 2008, 03:53 PM
კანუდოსელი   egri3 მაშინ ყველა მეცნ...   Nov 5 2008, 02:39 PM
egri3   კანუდოსელი კაი რა. ...   Nov 6 2008, 03:18 PM
კანუდოსელი   egri3 არ ვიჭრი ვენებს, ...   Nov 18 2008, 12:56 PM
ქევანა   დღეს ნიუტონის დაბ ...   Jan 4 2010, 02:54 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2024 - 05:02 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი