თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ სკვნილი

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Feb 27 2007, 04:56 PM

http://imageshack.us
ეკლესიის ისტორიაში ბერმონაზვნური ცხოვრების ჩამოყალიბების დროდ IV საუკუნე ითვლება. მისი პირველი ფუძემდებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი. ანტონი დიდს ეკუთვნის საბერმონაზვნო კანონის, ტიპიკონის შედგენა და დამკვიდრება.

დროთა განმავლობაში ბერმონაზვნური ცხოვრების წესის სხვადასხვა ტრადიცია ჩამოყალიბდა, გაჩნდა საძმოები და მონასტრები. შეიქმნა მონაზვნად შედგომის განსაკუთრებული წესიც, რომლის თანახმად სამონაზვნედ მოწოდებულზე იერარქი კითხულობს „სქემის კურთხევის“ ლოცვას და სამონაზვნეს, წესისამებრ, შემოსავს კაბით, სარტყელით, საბეჭდურით, ანაფორით, მანტიით, კუნკულ-ბარტყულითა და სანდლებით (თითოეულს თავისი სიმბოლური დანიშნულება აქვს). ასევე გადასცემენ ხელის ჯვარს, სანთელსა და სკნილს.

სკვნილის ისტორია უკავშირდება მონასტრული ცხოვრების ფუძემდებელს - პახუმი დიდს. საძმოში, რომელშიც იგი მოღვაწეობდა, ცხოვრობდნენ წერა-კითხვის უცოდინარნი ბერებიც, რომლებიც ზეპირად ამბობდნენ იესოს ლოცვას, მათ პახუმი დიდმა კანონად დაუდო, ყოველდღიურად რამდენიმეჯერ აღესრულებინათ იესოს ლოცვა, ეს კი საჭიროებდა თვლას. ამის გამო მან ბერებს მისცა ნასკვებიანი თოკი. სწორედ ეს არის თანამედროვე სკვნილის წინასახე. იგი საზოგადოდ სულიერ მახვილსა და ხსნის კიბეს ნიშნავს. როგორც მხედარი მტრისგან იცავს თავს მახვილით, ასევე მონაზონიც სკვნილზე ლოცვით უკუაგდებს მტერს. სკვნილის სიმრგვალე ლოცვისა და მარადიულობის სიმბოლოა. იგი შედგება ათი, ოცდაცამეტი, ორმოცდაათი, ასი ნასკვისაგან და დაბოლოებულია ჯვრით.

სკვნილი სულიერი მახვილია, მას ლოცვის დროს მხოლოდ ბერ-მონაზვნები იყენებდნენ.

სკვნილზე სხვადასხვა ლოცვა შეიძლება აღსრულდეს (ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, რომელიმე წმიდანის საგალობელი, უმთავრესად კი იესოს ლოცვა - „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“), რომელსაც მოძღვარი კურთხევით განაწესებს.

წმიდა მამათა გამოცდილებით, სკვნილზე ლოცვა განსაკუთრებულ მადლსა და შემწეობას სძენს მონაზონს.

დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს - სამაჯურად, ყელსაბამად, ბეჭდად, ქამრად.

საერო პირისათვის არ არის სავალდებულო სკვნილის ტარება და მხოლოდ მოძღვრის კურთხევის შემდეგ შესაძლოა მასზე ლოცვა. არ შეიძლება თამაში სკვნილით.

სკვნილი მეტად სახიფათო გამოსაყენებელი სიწმინდეა.


როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2007, 05:42 PM


დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს - სამაჯურად, ყელსაბამად, ბეჭდად, ქამრად.

მახსოვს ახალი დაწყებული მქონდა ეკლესიური ცხოვრება, როცა ჩემს მოძღვარს ვთხოვე მოეცა კურთხევა სკვნილის ტარების და მასზე ლოცვის, მაგრამ მან ამის უფლება არ მომცა. ახლა ვხვდები რომ ის სწორად მოიქცა, რადგან მაშინ არ ვიყავი სულიერად ძლიერი და სკვნილი უფრო ჩემი ხელის სამშვენისი იქნებოდა..

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 27 2007, 05:47 PM

mariami-k
სკვნილი მეტად სახიფათო გამოსაყენებელი სიწმინდეა.

რატომ?
რაღაც იდუმალებასთან გვაქვს საქმე...

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 27 2007, 05:51 PM

ციტატა
რატომ?
რაღაც იდუმალებასთან გვაქვს საქმე...


ტვირთია.. თუმცა ამას შენ რას გაიგებ :ფხუკუ: laugh.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 27 2007, 05:56 PM

მნათე

ციტატა
ტვირთია.. თუმცა ამას შენ რას გაიგებ :ფხუკუ:

ნუ შენ თუ კიდევ ტვირთი გინდა კარგად გქონია საქმე ... laugh.gif laugh.gif

ციტატა
მათ პახუმი დიდმა კანონად დაუდო, ყოველდღიურად რამდენიმეჯერ აღესრულებინათ იესოს ლოცვა, ეს კი საჭიროებდა თვლას. ამის გამო მან ბერებს მისცა ნასკვებიანი თოკი. სწორედ ეს არის თანამედროვე სკვნილის წინასახე


და რატომ არის სახიფატო მაინც ვერ გავიგე..
ახლა მნატეს დავუშვატ ჭირდება სკვნილი, რადგან თვკლა არ იცის...და სახიფათო?
rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 27 2007, 05:59 PM

ციტატა
ნუ შენ თუ კიდევ ტვირთი გინდა კარგად გქონია საქმე ...


შენ ალბათ. ხუმრობის აკადემიაში სწავლობდი laugh.gif ოღონდ ეჭვი მაქვს, რომ გაგრიცხეს laugh.gif

ციტატა
ახლა მნატეს დავუშვატ ჭირდება სკვნილი, რადგან თვკლა არ იცის...და სახიფათო?


ალეგორია-ასეთი კატეგორიაც არსებობს laugh.gif როდესაც სკვნილზე ლოცულობ, თავისი წესი აქვს...თუ ამ წესს ვერ იცავ, მატრაკვეცა ხარ laugh.gif

პ.ს თავის დროზე ასიანი ავიხონხლე laugh.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 27 2007, 06:04 PM

მნათე

ციტატა
ალეგორია-ასეთი კატეგორიაც არსებობს როდესაც სკვნილზე ლოცულობ, თავისი წესი აქვს...თუ ამ წესს ვერ იცავ, მატრაკვეცა ხარ

პ.ს თავის დროზე ასიანი ავიხონხლე


შენ იმ წესს ვერ იცავ რომ 18 საათი კომპთან ჯდომა არ შეიძლება...და უფალმა ღამე მოსასვენებლად მოგცა და არა "ლაინზე სატასაოდ"... სანამ სკვნილამდე მიხვალ, 6 000 წლის წინათ დადგენილ წესს დაემორცილე ჯერ..

ახლა რაც შეეხება ჩემს ხუმრობის აკადემიას...
ამას დრო უნდა რომ გითხრა
დრო კი ფულია wink.gif
ბავსვებისტვის არ მცალია
laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Feb 27 2007, 06:30 PM

მე, დაახლოებით, ერთი წლის წინ ვთხოვე მამაოს კურთხევა ფსკვნილზე,მაგრამ ასე მითხრა ჯერ ერთი თვე ისე თქვი ლოცვები და მერე მოდიო,აშკარად ეტყობოდა კურთხევის მოცემა არ სურდა.ახლა, ამ რამდენიმე კვირის წინ, კიდევ ვუთხარი და ცოტა ყოყმანის შემდეგ, მაინც დამთანხმდა,ოღონდ სასტიკად ამიკრძალა გარეთ ხმარება,ასე მითხრა მხოლოდ ლოცვის დროს დაიჭირეო,მე არ მომწონს,როდესაც ხშირად ადამიანები ქუჩაში უაზროდ იქნევენ,ათამაშებენ ფსკვნილსო.

ციტატა
დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს

მართლაც,ადრე მეგონა,რომ ფსკვნილს მხოლოდ სასულიერო პირები და ღრმად მორწმუნეები ატარებდნენ,მერე გაოგნებული დავრჩი,როდესაც ბევრ ახალგაზრდაზე შევნიშნე.
ციტატა
და რატომ არის სახიფატო მაინც ვერ გავიგე..

ალბათ ამიტომ
ციტატა
დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს - სამაჯურად, ყელსაბამად, ბეჭდად, ქამრად.

ციტატა
არ შეიძლება თამაში სკვნილით.



ციტატა
მაშინ არ ვიყავი სულიერად ძლიერი და სკვნილი უფრო ჩემი ხელის სამშვენისი იქნებოდა..


პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Feb 27 2007, 06:34 PM

sofi89
აბსოლუტურად გეთანხმები.







ბევრი მოძღვარისაერთოდ არ აძლევს სულიერ შვილებს სკვნისზე ლოცვის კურთხევა.
სკვნილი საერთოს ბერ-მონაზვნებისთვის არი განკუთვნილი და იგი მათი "სულიერი იარაღია".
მათ კანონის სახით ყოველდღიურად აქვთ გარკვეული რაოდენობის ლოცვა სათქმელი.
ერის კაცის მიერ ყოველდღიურად სკვნილზე ლოცვის ერთი და იგივე რაოდენობის დაკანონება არ შეიძლება.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Feb 27 2007, 06:38 PM

გლახა
თავად თუ ლოცულობ სკვნილზე?

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Feb 27 2007, 06:48 PM

ციტატა
დააააა..........ალბათობა..რამდენის შემცველია სიტყვა ესე ..

ხოოოოო...... რომ დამეწერა პირდაპირ,ამიტომ-მეთქი,შენი რო ვიცი,მერე დაიწყებდი,არ გეთანხმებიო,შენ რა იციო,დარწმუნებული ხარო?აბა დამიმტკიცეო, ისაო,ესაო..... laugh.gif ალბათში ვიგულისხმე-ჩემი საკუთარი აზრი. wink.gif

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Feb 27 2007, 07:49 PM

ნუ მონასტერში როგორც განმიმარტეს როგორც მებრძოლისთვის ავტომატია იარაღი ასევეა ბერისთვის ფსკვნილი და მერე ათონის მთის წმინდა ბერების ცხოვრებაშიც კი წავიკითხე ესეთი ამბავი რომ ერთი ბერი წმინდა ფსკვნილზე ლოცულობდა და გარედან უცნაური ხმაური შემოესმა და როცა გავიდა ეშმაკთა არმია დახვდა და ეს ამბავი ხდებოდა აღდგომის პირველ კვირას თუ არ ვცდები და ამ არმიის მხედართმთავარი ამბობდა რომ აი ეს ერთი ბერი გვაფერხებსო რომ ხალხში გავიდეთო და ხალხი ვაცდუნოთო.
ერთხელ მეც ავიღე ბერის ფსკვნილი და ისეთი ამბავი დამაყარეს რომ ვაი მერე მითხეს ამ ფსკვნილს შეეძლო სულიერად დავეჭერი ნუ იმ წამს ვე რმივხვდი რა მითხრეს მარა მერე გავიაზრე და იმის მერე არ ვეკარები ბერის ფსკვნილს biggrin.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 27 2007, 08:11 PM

beqa.shuxoshvili

ციტატა
ნუ მონასტერში როგორც განმიმარტეს როგორც მებრძოლისთვის ავტომატია იარაღი ასევეა ბერისთვის ფსკვნილი


და ღვთის სიტყვაზე თუ წაგიკითხია, რომ მორწმუნეთათვის ღვთის სიტყვაა იარაღი? wink.gif

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Feb 27 2007, 08:14 PM

ციტატა(გლახა @ Feb 27 2007, 08:11 PM) *

beqa.shuxoshvili
და ღვთის სიტყვაზე თუ წაგიკითხია, რომ მორწმუნეთათვის ღვთის სიტყვაა იარაღი? wink.gif

და გლახა ჩემი პოსტი ბოლომედ წაიკიტხე?? blink.gif huh.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Feb 27 2007, 09:08 PM

ციტატა(გლახა @ Feb 27 2007, 08:11 PM) *
beqa.shuxoshvili


და ღვთის სიტყვაზე თუ წაგიკითხია, რომ მორწმუნეთათვის ღვთის სიტყვაა იარაღი? wink.gif

ღვთის სიტყვა და ლოცვაა იარაღი. სკვნილზე კი ლოცულობენ. თან დათვლაშიც გეხმარება და გონებაც ნაკლებად გეფანტება.

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Feb 27 2007, 09:16 PM

ხალხნო ეშმაკს ღვთის სიტყვას გააგებინებთ smile.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Mar 6 2007, 10:12 AM

საბოლოოდ როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე?

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Mar 6 2007, 11:15 AM

სკვნილი არაფერი საშინელება არაა.... და არ უნდა ეშინოდეს მრევლსა ასე...

პახუმი დიდმა გამოიგონა პირველი სკვნილი რომ მონოზვნებს კანონს რომ უნიშნავდა თვლა არ იცოდნენ მამებმა და ამიტომ იყენებდნენ სკვნილსა...

უბრალოდ სკვნილი ახლად მოსული მრევლისთვის მართლა ტვირთIა იმიტომ ორმ მალე ბეზრდებათ და რჩებათ კანონები წაუკითხავი... რაც ურჩობაში აგდებთ.... wink.gif



mariami-k
მე ვფიქრობ რომ შეიძლება რომ ლოცულობდეს.... თუმცა ვინ თვლა იცის იმას ისედაც შეუძლია ლოცვა... tongue.gif

რაც შეეხება მის ავტომატობას... მონოზვნად აღკვეცისას მონოზონს ეძლევა რამდენიმე საგანი რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვსა...

1.ჯვარი რომელიც ფარის სიმბოლოა და წელს არტყია
2.კუნკულ-ბარტყული რომელიც გლოვის სიმბოლოა და
3.სკვნილი რომელიც მახვილის სიმბოლოა, მახვილის რომელზე ლოცვითაც მონოზონი ებრძვის ცუდ აზრებს მორჩა... ეგაა და ეგა... smile.gif

ჩემი შმოქმედება აქა ნახეთ biggrin.gif http://church.ge/index.php?showtopic=1035

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Mar 6 2007, 11:27 AM

დავით ივერიელი
ძალიან მომეწონა შენი მოქსოვილი სკვნილი.
მე ამ თემით ხალხის აზრი მაინტერესებდა. ზოგი მოძღვარი არ აძლევს არავის სკვნისზე ლოცვის კურთხევას. მე პირადად ვლოცულობ სკვნილზე. მოძღვარმა მომცა ლოცვის კურთხევა.

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Mar 6 2007, 04:35 PM

სკვნილი მგონია რომ ძალიან პრაქტიკული საშუალებაა იმისათვის რომ ქრისტეს სახელი გახსოვდეს, მაგრამ არ უნდა გააუფასურო ეს ხსოვნა, სახიფათო აქ ეს არის, სკვნილი თავითავად სკვნილია და მეტი არაფერი, უბრალოდ განწყობის შესაქმნელადაა კარგი...

რა ვიცი რაც მე მისი გამოყენება დავიწყე უფრო უკეთესად დავდივარ, თუმცა დღის განმავლობაში 20 წუთით აინც ვვარჯიშობ ხომე სკვნილზე ლოცვაში smile.gif...

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 6 2007, 08:47 PM

სკვნილის ტარება მართალია ერისკაცთათვის სავალდებულო არაა, მაგრამ მოძღვრის კურთხევით შეიძლება ერიკაცმაც ატაროს (როცა რაღაცის აღება გინდა საკუტარ თავზე საერთოდ ყველაფერი მოძღვრის კურთხევით უნდა ხდებოდეს).
მეორეც, სკვნილი არის საეკლესიო დანიშნულების ნივთი და მისი უდიერად მოპყრობა, ან ხელში სათამაშოდ გამოყენება არ არის სწორი. იგი ლოცვითი დანიშნულებისაა.
ხშირად ასეთი რაღაცაც გვემართება ხოლმე რომ ტაძარში ახლადმისულები აღტყინებულინი და ძალიან მოწადინებულნი ვართ და გვინდა რომ ჩვენს ტავზე ვიტვირთოთ რაიმე განსაკუთრებული, დამატებითი ღვაწლი, ან რაიმე ლოცვები დავიმატოთ ან რაიმე კანონი დავიდოთ ტავზე, თუნდაც სკვნილის ტარება, მაგრამ გადის რაღაც პერიოდი და ეს ენთუზიაზმი ჩვენში ქრება, ვეღარც იმ დამატებით ლოცვებს ვკიტხულობთ და თითქოს ეს ტვირთი გვსრისავს.
არის კიდევ სხვა შემთხვევები რაც ასევე გვჭირს რომ ხშირად ისე ვართ აღტყინებულნი რომ გვინდა გარეგნულადაც მივბაძოთ წმიდა მამებს, და გამოდის ისე რომ გარეგნულად თითქოს ვბაძავთ მათ, მაგრამ შინაგანად ვატყობთ თავს, რომ საშინელი სიამაყით და სხვებისათვის დასანახად გამოდის ჩვენი საქციელი. აი მაგალიტად გავალთ ხოლმე ხშირად ქუჩაში და გვხვდება ადამიანი (საერო პირი ) რომელსაც 100 სკვნილი აქვს მოხვეული ხელზე ან ლოცულობს მასზე და გვერდით გავიხედავთ და სეიძლება თვითონ მოძღვარი არ ატარებდეს 100 სკვნილს, აი ამის ფონზე ცოტა უხერხულადაც ჩანს თითქოს. 100 სკვნილზე მუდმივ ლოცვას დიდი ზალა სჭირდება, ერის კაცს კი მგონია რომ ამის არც დრო აქვს და არც საშუაკლება რომ მუდმივად ილოცოს დღის განმავლობაში, ცემი აზრით ასეთი ადამიანი ან მექანიკურად ასრულებს სკვნილზე ლოცვას ან ხიბლშია ჩავარდნილი.

ამ ყველაფერს პირველ რიგში ცემს თავზე ვწერ, სხვა ნუ მიიღებს ცუდად rolleyes.gif

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Mar 6 2007, 09:01 PM

QUOTE(ალექსანდრე @ Mar 6 2007, 05:47 PM) *


აი მაგალიტად გავალთ ხოლმე ხშირად ქუჩაში და გვხვდება ადამიანი (საერო პირი ) რომელსაც 100 სკვნილი აქვს მოხვეული ხელზე ან ლოცულობს მასზე და გვერდით გავიხედავთ და სეიძლება თვითონ მოძღვარი არ ატარებდეს 100 სკვნილს, აი ამის ფონზე ცოტა უხერხულადაც ჩანს თითქოს. ამ ყველაფერს პირველ რიგში ცემს თავზე ვწერ, სხვა ნუ მიიღებს ცუდად rolleyes.gif

გეთანხმები,ალექს rolleyes.gif
საერთოდ აღარ ვლოცულობ გარეთ სკვნილზე,მართალია ასიანნი არ არის laugh.gif მარა მაინც უხეშად მხვდება თვალში ქუჩაში ფსკვნილის ქიცინით სიარული თითქოს დიდი მლოცველი ვიყო rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ketiketi თარიღი: May 14 2007, 01:54 AM

ძალიან გამიხარდა ეს განყოფილება რომ ვიპოვე,მაინტერესებდა,დიდი მადლობა,... smile.gif ერთი კვირის წინ ჩემ მამაოს ვთხოვე რომ ფკვნილზე ვილოცებ ხოლმეთქო,რადგნა ვფიქრობდი რომ ყურადღებას უფრო მოვიკრებდი.მან არ მომცა ამის უფლება, სკვნილზე ბერ-მონაზვნები ლოცულობენო. მე გამიკვირდა,გულში გავიფიქრე ”აბა ამდენ ერისკაცსაც რომ აქვსთქო?” ეხლა ვხვდები რომ მართალი ყოფილა ჩემი მოძღვარი,მან იცის რომ მე არ ვარ ამისთვის მზად და დამიცვა "მოსალოდნელი ცოდვებისგან":)
უფალმა გააძლიეროს smile.gif
დიდი მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: likita თარიღი: Jun 27 2007, 05:29 PM

http://imageshack.us
Shot with http://profile.imageshack.us/camerabuy.php?model=E3200&make=NIKON at 2007-06-27!!! thumbs.gif

აი მე,როგორი სკვნილი მაქვს,ლამაზი და მშვენიერი biggrin.gif thumbs.gif thumbs.gif

ძალიან მიყვარს,ჩემი გაკეთებულია. იესოს ლოცვა ამან მასწავლა.


თქვენ როგორ გგონიათ, სკვნილი უფრო ძველი სიტყვაა თუ ფსკვნილი

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jun 27 2007, 07:24 PM

ციტატა
ფსკვნილზე

სკვნილი

სკვნილია და არა ფსკვნილი შევსკვენი და არა შევფსკვენი

ისე ეგ ჩემო კარგებო ჩვენი კი არა ადამიანის სულიერი მამის-მოძღვრის გადასაწყვეტია და საფიქრალია ადამიანმა უნდა ატაროს სკვნილი თუ არა. ასე რომ მოძღვარი თუ მოგცემთ კურთხევას ატარეთ და თუ არა არ ატაროთ wink.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 27 2007, 07:50 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Jun 27 2007, 08:24 PM) *



ისე ეგ ჩემო კარგებო ჩვენი კი არა ადამიანის სულიერი მამის-მოძღვრის გადასაწყვეტია და საფიქრალია ადამიანმა უნდა ატაროს სკვნილი თუ არა. ასე რომ მოძღვარი თუ მოგცემთ კურთხევას ატარეთ და თუ არა არ ატაროთ wink.gif



აჰა, მეც ეგრე ვიცი

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jun 27 2007, 08:07 PM

ნათია
ხოდა რაღატო უნდა ვისაუბროთ და ჩავერიოთ მოძღვრების საქმეებში?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 27 2007, 08:33 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Jun 27 2007, 09:07 PM) *

ნათია
ხოდა რაღატო უნდა ვისაუბროთ და ჩავერიოთ მოძღვრების საქმეებში?



მე არ ვერევი smile.gif ან რა უფლბა მაქვს ჩავერიო?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 27 2007, 08:38 PM

ციტატა(mariami-k @ Feb 27 2007, 05:56 PM) *

http://imageshack.us
ეკლესიის ისტორიაში ბერმონაზვნური ცხოვრების ჩამოყალიბების დროდ IV საუკუნე ითვლება. მისი პირველი ფუძემდებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი. ანტონი დიდს ეკუთვნის საბერმონაზვნო კანონის, ტიპიკონის შედგენა და დამკვიდრება.

დროთა განმავლობაში ბერმონაზვნური ცხოვრების წესის სხვადასხვა ტრადიცია ჩამოყალიბდა, გაჩნდა საძმოები და მონასტრები. შეიქმნა მონაზვნად შედგომის განსაკუთრებული წესიც, რომლის თანახმად სამონაზვნედ მოწოდებულზე იერარქი კითხულობს „სქემის კურთხევის“ ლოცვას და სამონაზვნეს, წესისამებრ, შემოსავს კაბით, სარტყელით, საბეჭდურით, ანაფორით, მანტიით, კუნკულ-ბარტყულითა და სანდლებით (თითოეულს თავისი სიმბოლური დანიშნულება აქვს). ასევე გადასცემენ ხელის ჯვარს, სანთელსა და სკნილს.

სკვნილის ისტორია უკავშირდება მონასტრული ცხოვრების ფუძემდებელს - პახუმი დიდს. საძმოში, რომელშიც იგი მოღვაწეობდა, ცხოვრობდნენ წერა-კითხვის უცოდინარნი ბერებიც, რომლებიც ზეპირად ამბობდნენ იესოს ლოცვას, მათ პახუმი დიდმა კანონად დაუდო, ყოველდღიურად რამდენიმეჯერ აღესრულებინათ იესოს ლოცვა, ეს კი საჭიროებდა თვლას. ამის გამო მან ბერებს მისცა ნასკვებიანი თოკი. სწორედ ეს არის თანამედროვე სკვნილის წინასახე. იგი საზოგადოდ სულიერ მახვილსა და ხსნის კიბეს ნიშნავს. როგორც მხედარი მტრისგან იცავს თავს მახვილით, ასევე მონაზონიც სკვნილზე ლოცვით უკუაგდებს მტერს. სკვნილის სიმრგვალე ლოცვისა და მარადიულობის სიმბოლოა. იგი შედგება ათი, ოცდაცამეტი, ორმოცდაათი, ასი ნასკვისაგან და დაბოლოებულია ჯვრით.

სკვნილი სულიერი მახვილია, მას ლოცვის დროს მხოლოდ ბერ-მონაზვნები იყენებდნენ.

სკვნილზე სხვადასხვა ლოცვა შეიძლება აღსრულდეს (ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, რომელიმე წმიდანის საგალობელი, უმთავრესად კი იესოს ლოცვა - „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“), რომელსაც მოძღვარი კურთხევით განაწესებს.

წმიდა მამათა გამოცდილებით, სკვნილზე ლოცვა განსაკუთრებულ მადლსა და შემწეობას სძენს მონაზონს.

დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს - სამაჯურად, ყელსაბამად, ბეჭდად, ქამრად.

საერო პირისათვის არ არის სავალდებულო სკვნილის ტარება და მხოლოდ მოძღვრის კურთხევის შემდეგ შესაძლოა მასზე ლოცვა. არ შეიძლება თამაში სკვნილით.

სკვნილი მეტად სახიფათო გამოსაყენებელი სიწმინდეა.
როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე?

ტექსტის ავტორი მაია გაგუაა თუ ხათუნა რაქვიაშვილი? wink.gif ჟურნალი ''დედაეკლესია'' wink.gif

როცა რამე საკოპირებთ, ავტორები მიუთითეთ მაინც, უხერხულია. smile.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jul 1 2007, 02:51 PM

თამარი_ცქნაფო
მადლობ.
ავტორის მითითება დამავიწყდა

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Jul 2 2007, 12:39 PM

თამარი_ცქნაფო
შენც გგონია რომ სკვნილი სახიფათო სიწმინდეა?

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Jul 2 2007, 12:40 PM

გაიგეთ ყველამ სკვნილი სიწმინდე არაააა!!!!
მხოლოდ ის ჯვარია სიწმინდე რომელიც სკვნილს აქვს მობმული... სკვნილი ლოცვის დასათვლელი საშუალებაა მხოლოდ!!!!!


პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jul 2 2007, 02:14 PM

ციტატა
მხოლოდ ის ჯვარია სიწმინდე რომელიც სკვნილს აქვს მობმული... სკვნილი ლოცვის დასათვლელი საშუალებაა მხოლოდ!!!!!


რუსები "ჩოთქ"-ს ეძახიან biggrin.gif

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Jul 2 2007, 02:18 PM

მნათე
ჩოთქს უსუპს ეძახიან.. ჯვარს რომ აქვს მობმული... ნაკურთხი წყლის სასხურებლად wink.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jul 2 2007, 02:23 PM

ციტატა
მნათე
ჩოთქს უსუპს ეძახიან.. ჯვარს რომ აქვს მობმული... ნაკურთხი წყლის სასხურებლად


ohmy.gif

მე სხვაგვარად ვიცოდი

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Jul 2 2007, 05:30 PM

ციტატა(mariami-k @ Feb 27 2007, 03:56 PM) *
როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე?


საინტერესო კითხვაა და ცოტა არ იყოს რთული საპასუხო და რატომ, ის სულიერი დატვირთვა რაც სკვნილზე ლოცვის დროს აღევლინება საკმაოდ სერიოზულია და აქედან გამომდინარე ძლიერი იარაღია შავი ძალების გასანადგურებლად.

უფალმა შემინდოს კადნიერება, საკუთარ თავზე გადამხდარ ამბავს მოგიყვებით

ორიოდე წლის წინ საქართველოში ჩემი პირველი ჩამოსვლის დროს ქაშუეთის ეკლესიის ეზოში მდებარე მაღაზიაში სასულიერო წიგნებისა და ხატების საყიდლად შესულს იქვე დაკიდებულმა სკვნილმა მიიქცია ჩემი ყურადღება... ეს არ იყო უბრალო ინტერესი, სიგიჟემდე მომინდა ამ ფსკვნილზე მელოცა მაგრამ რადგან ვიცოდი რომ მოძღვრის კურთხევის გარეშე არ მქონდა ამის უფლება (ძლივს შევიკავე თავი ყიდვისაგან). რამოდენიმე დღეში ისევ მოვხვდი ამ მაღაზიაში და სურვილს წინ ვეღარ აღვიდექი ისე მწყუროდა ამ სკვნილზე ლოცვა და ვიყიდე თან ვფიქრობდი მამაოს დავურეკავ და კურთხევას ავიღებ მეთქი რაც იქ ყოფნის დროს ვერ მოვახერხე და კურთხევის გარესე დავიწყე ლოცვა (უფალმა შემინდოს კადნიერება).

მადლობა უფალს, ყველაფრისათვის ამ სკვნილზე ლოცვამ ორი უდიდესი სასწაული მიჩვენა არა იმიტომ რომ ამის ღირსი ვიყავი, არამედ იმიტომ რომ დამენახა მისი უდიდესი ძალა და ის თუ როგორი კრძალვით უნდა მოვპყრობოდო მას (უფლის განგებულებას ვინ ჩაწვდება)

გამომგზავრების ბოლო დღეს (შუა დღე იქნებოდა) მომცეს მისამართი მაღაზიისა, სადაც ტემპერა და სხვა საჭირო მასალა უნდა შემეძინა ხატწერისათვის სიმართლე რომ გითხრათ მე ისიც არ ვიცოდი როგორ გამოიყურებოდა ეს საღებავი და მის დამზადების წესებზე ხომ ლაპარაკიც არ არის (გაგიკვირდებათ ალბათ, ასეთმა უცოდინარმა ხატწერაზე როგორ იფიქრეო, მაგრამ ეს კიდევ სხვა ისტორიაა და უფლის განგება). ასეთი უცოდინარი ჩავჯექი მარშუტკაში, ჩანთიდან ჩემი სკვნილი ამოვიღე და ჩუმად დავიწყე ლოცვა (სკვნილი ასიანია).

რადგან ამ ამბის მოყოლა არ აუკრძალავთ ამიტომ გიყვებით ,უფალს შევთხოვე მეპოვა ეს მაღაზია და იქნებ ისეთი ღვთისნიერი ადამიანიც რომელიც დამეხმარებოდა ხატწერისათვის საჭირო მასალის არჩევაში. მაღაზიაში შესულს სულ რაღაც 2, 3 კაცი დამხვდა, მათ შორის ერთი შავებში ჩაცმული ქალი რომელიც ჩემგან ზურგით იდგა ტემპერის საღებავებთან smile.gif . ჩემი რიგი რომ მოვიდა გამყიდველს ვთხოვე ეჩვენებინა ჩემთვის ტემპერის საღებავები და ისეთი დიალოგი გაიმართა ჩვენს შორის რაც ჩემს აშკარად უცოდინრობაზე მეტყველებდა (ხატწერის საკითხებში). ამ დროს შავებში ჩაცმული ქალი მომიტრიალდა და მეკითხება რად მინდოდა ეს საღებავები თუ ხატმწერი არ ვიყავი და ჩემი პასუხის შემდეგ თვითონ გადმოალაგებინა უველა ის მასალა რაც საჭირო იყო, გზადაგზა მიხსნიდა თუ რა როგორ უნდა გამეკეთებინა, მერე მომიტრიალდა და მკითხა გინდა ჩემთან წამოხვიდე მე იქ გაჩვენებ ხატი როგორ უნდა დაიწეროსო... მიუხედავად იმისა რომ დრო გამგზავრებამდე ძალიან მცირე მქონდა ცხვარივით უკან ავედევნე, არც მიკითხავს სად მივყავდი, რამდენიმე წუთში მცხეთაში აღმოვჩნდი წმ. ოლღას-ეკატერინეს მონასტერში (ორ სახელს ატარებს ეს მონასტერი), ეს ღვთისნიერი ადამიანი კი ამ მონასტრის მონაზონი დედა ნინო გახლდათ. პირველად ვიყავი მონასტერში და რაღაც საოცარ სიხარულსა და უდიდეს ძალას ვგრძნობდი ასე მეგონა არაამქვეყნიურ სამოთხეში ვიყავი. რამდენჯერმე დედა ნინოს ისეთ სიყვარულით აღსავსე მზერას წავაწყდი რომ მივხვდი რაღაც უხილავ არაამქვეყნიურ ძალის არსებობას გულში უფალს ვმადლობდი რომ ასე შეისმინა ჩემი ვედრება და დედა ნინოს ვკითხე : დედაო, ვგრძნობ რაღაც მოხდა რატომ მიყურებთ ასე მეთქი. თურმე იმ დღეს ამ მონასტრის მონაზვნებს დავით გარეჯი უნდა მოელოცათ, დედა ნინოს კი განუცხადებია მე ქალაქში უნდა ჩავიდე საქმე მაქვსო, არადა როგორც შევიტყვე ძალიან იშვიათად ჩამოდიან ერში და ისიც უკიდურესი საჭიროების გამო. მადლობა უფალს რომ დედა ნინო გამომიგზავნა ასეთ ცოდვილსა და უცოდინარს რომელმაც თავის სენაკში მასწავლა ხატწერისათვის აუცილებელი თითქმის ყველა აუცილებელი დეტალი, დედა ნინო ხატმწერი ყოფილა smile.gif რამდენჯერმე სულიერი განსაცდელის დროს დედა ნინოს ზარი შემომივიდა და მკითხა თეონა (ასე მეძახის) მითხარი რა გიჭირს არ დამიმალო, ვგრძნობ რომ რაღაც განსაცდელში ხარ...

უკან დაბრუნებულს მამაომ ხელში სკვნილი რომ დამინახა მკითხა რად გინდა შენ ეს სკვნილიო, შემდეგ მკითხა იცი როგორ უნდა ილოცოო?? და მაკურთხა ზოგჯერ კი ვერ ვასრულებ ხოლმე იმ რაოდენობას რაც დამიკანონა რაზედაც უფალს შენნდობას და შეწყალებას ვთხოვ, მაგრამ სკვნილზე ლოცვა მართლაც ენით აღუწერელ ძალას მმატებს.

მადლობა უფალს მისი აურაცხელი მადლისა და იმ სიყვარულისათვის და სასწაულებისათვის რასაც ასეთ ცოდვიკლებსაც კი გვიჩენს როგორიც მე ვარ.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jul 2 2007, 05:43 PM

ციტატა(გლახა @ Jul 2 2007, 01:39 PM) *

თამარი_ცქნაფო
შენც გგონია რომ სკვნილი სახიფათო სიწმინდეა?

blink.gif რაა? საიდან მოიტანე? მე სტატიის საავტორო უფლებებზე ვთქვი, თორემ სხვა არაფერი

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jul 2 2007, 05:52 PM

teo..
wub.gif
ღმერთმა გაგაძლიეროს!!!აღფრთოვანებული ვარ ხოლმე შEნი ისტორიებით...


პირველად სკვნილი თორმეტი წლისას მაჩუქა ჩემმა მუსიკის მასწავლებელმა,მის ძმას გააკეთებია მონასტერში ყოფნისას და მაჩუქა...მითხრა ზედ იესოს ლოცვა უნდა წაიკითხოო...მაშინ მოძღვარიც არ მყავდა...სიმართლე გითხათ,სამკაულივით უფრო მეკეთაsad.gif...მერე გაწყდა და თვლები დამეარგა,ძალიან განვიცადე....

ორი წლის წინათ ჩემს მეგობარს ვუყიდე იერუსალიმიდნ ჩამოტანილი სკვნილი და მეც ძალიან მომინდა ჩემთვის...ბოლოს მამაოს მივუტანე და მომცა კურთხევა...ზოგჯერ ვერ ვასრულებsmile.gifშემინდოს უფალმა...
განსაცდლის ჟამს მასზე ლოცვით ძალიან ვმშვიდდები და ვძლიერდები........

პოსტის ავტორი: Otar Ratiani თარიღი: Jul 6 2007, 12:11 PM

რა იცით ფსკვნილის შესახებ? რა დატვირთვა აქვს მას და თქვენთვითონ იყენებთ თჲ არა მას!

და იცით თუ არა ფსკვნილის მოქსოვა სუტაჟით, თუ არ იცით და სურვილი გექნებათ მამაოს კურთხევის შემდეგ შემილია გასწავლოთ ვისაც სურვილი გექნებათ smile.gif


პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Jul 8 2007, 04:38 PM

ციტატა(Otar Ratiani @ Jul 6 2007, 11:11 AM) *

რა იცით ფსკვნილის შესახებ? რა დატვირთვა აქვს მას და თქვენთვითონ იყენებთ თჲ არა მას!

და იცით თუ არა ფსკვნილის მოქსოვა სუტაჟით, თუ არ იცით და სურვილი გექნებათ მამაოს კურთხევის შემდეგ შემილია გასწავლოთ ვისაც სურვილი გექნებათ smile.gif


მე პირადად ბევრი არაფერი sad.gif გარდა იმისა რომ ძალიან მიყვარს მასზე ლოცვა და ისიც რომ ხშირად კანონით დადებულ რაოდენობას ვერ ვლოცულობ ხოლმე სამწუხაროდ (კვირაში 2 დღე მაქვს ხოლმე საგიჟეთი)

სურვილი კი მაქვს მაგრამ მე რომ საქართველოში არ ვიმყოფები როგორ მოხერხდება სწავლა??

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 3 2007, 03:57 PM

მე სურვილი რო გამიჩნდა სკვნილზე ლოცვის ახალი მრევლი ვიყავი მაგრამ კურთხევა არ მითხოვია სანამ ჩემ თავში არ დავრწმიუნდი მზად ვიყავი ამისთვის თუ არა,კაი ხნის მერე ავიგე კურთხევა უკვე ერთი წლის სტიქაროსანი ვიYავი მამაომ რო მომცა კურთხევა,მეც გეთანხმებით აუცილებელი არა ქალაქში ატარო და აქეთ იქით აქნიო შეიძლება შენ გვეძე ვიგაჩ სიგარეთსაც კი ეწეოდეს ეს კი დაუშვებელია მას სათუთად გაფრთხილება უნდა.ისე მონასტერში ყოფნის მერე გადავჭყვიტე სკვნილზე ლოცვა

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Oct 3 2007, 04:03 PM

ციტატა(t.d @ Oct 3 2007, 03:57 PM) *

მე სურვილი რო გამიჩნდა სკვნილზე ლოცვის ახალი მრევლი ვიყავი მაგრამ კურთხევა არ მითხოვია სანამ ჩემ თავში არ დავრწმიუნდი მზად ვიყავი ამისთვის თუ არა,კაი ხნის მერე ავიგე კურთხევა უკვე ერთი წლის სტიქაროსანი ვიYავი მამაომ რო მომცა კურთხევა,მეც გეთანხმებით აუცილებელი არა ქალაქში ატარო და აქეთ იქით აქნიო შეიძლება შენ გვეძე ვიგაჩ სიგარეთსაც კი ეწეოდეს ეს კი დაუშვებელია მას სათუთად გაფრთხილება უნდა.ისე მონასტერში ყოფნის მერე გადავჭყვიტე სკვნილზე ლოცვა


ჯვარიც მოვიხსნათ, მედალიონიც, სახარება სახლში დავტოვოთ (თუ თან ვატარებთ) და ისე ვიაროთ?
ისე მგონი სიწმინდე სულს ესაჭიროება უპირველეს ყოვლისა...სკვნილის მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება სულ სხვა ასპექტშია ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2007, 04:06 PM

რამდენიმე დღეა რაც პატარა, თითზე წამოსაცმელი სკვნილი შევიძინე მონასტერში..

მოძღვარმა ჯვარი გადამისახა მასზე და კურთხევა მომცა, რომ ყოველდღე ვილოცო..

როცა ერისკაცს აქვს კურთხევა სკვნილზე ლოცვისა, მან ეს ნივთი ხელის სამშვენისად და სხვების დასანახად არ უნდა აქციოს..

ხშირად მინახავს, რომ სამაჯურივით უკეთიათ ქუჩაში..

მე ვიცი პიროვნება, რომელიც წლებია ყოველდღიურად ატარებს სკვნილს მაჯაზე, მაგრამ მისი ცხოვრების სტილი სამწუხაროდ არ ჯდება ქრისტიანული ცხოვრების ჩარჩოში..

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Oct 3 2007, 04:07 PM

ციტატა(marine @ Oct 3 2007, 04:06 PM) *

რამდენიმე დღეა რაც პატარა, თითზე წამოსაცმელი სკვნილი შევიძინე მონასტერში..

მოძღვარმა ჯვარი გადამისახა მასზე და კურთხევა მომცა, რომ ყოველდღე ვილოცო..

როცა ერისკაცს აქვს კურთხევა სკვნილზე ლოცვისა, მან ეს ნივთი ხელის სამშვენისად და სხვების დასანახად არ უნდა აქციოს..

ხშირად მინახავს, რომ სამაჯურივით უკეთიათ ქუჩაში..
მე ვიცი პიროვნება, რომელიც წლებია ყოველდღიურად ატარებს სკვნილს მაჯაზე, მაგრამ მისი ცხოვრების სტილი არ ჯდება ქრისტიანული ცხოვრების ჩარჩოში..


ზედმეტად ახდენ სკვნილის ტარების საკრალიზაციას...სკვნილზე კურთხევა არის კურთხევა ლოცვის წესისა...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2007, 04:08 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Oct 3 2007, 04:07 PM) *

ზედმეტად ახდენ სკვნილის ტარების საკრალიზაციას...სკვნილზე კურთხევა არის კურთხევა ლოცვის წესისა...


თავად მოძღვარმა მითხრა, რომ ის სხვების დასანახ სამშვენისად არ უნდა იქცეს.. რათქმაუნდა აქ ერის კაცზეა საუბარი.. და რათქმაუნდა გეთანხმები, ის ლოცვისთვისაა განკუთვნილი და არა სამაჯურად გადასაქცევად.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Oct 3 2007, 08:07 PM


marine

ციტატა
ხშირად მინახავს, რომ სამაჯურივით უკეთიათ ქუჩაში..

მე ვიცი პიროვნება, რომელიც წლებია ყოველდღიურად ატარებს სკვნილს მაჯაზე, მაგრამ მისი ცხოვრების სტილი სამწუხაროდ არ ჯდება ქრისტიანული ცხოვრების ჩარჩოში..

ბევრს სკვნილი სამკაული ჰგონია და არ იცის მისი ნამდვილი დანიშნულების შესახებ. მე თვითონ ვქსოვ სკვნილებს და ბევრს უთხოვია რომ მომექსოვა, რომ მაჯაზე გაეკეთუბინათ, რომ ლამაზია და მათაც უნდათ მისი ტარება.
სკვნილის ტარებას ნამდვილად სჭირდება სიფრთხილე. ზოგიერთი, ვისაც კურთხევა აქვს ლოცვისა, სპეციალურად იკეთებს ყელზე ან მაჯაზე რომ ყველამ დაინახოს როგორი "სულიერი" ადამიანია.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Oct 3 2007, 08:59 PM

მე ყოველთვის და ყველგან დავატარებ სკვნილს, და ჩემთვის ის არაფერ იდუმალებასთან კავშირში არ არის, უბრალოდ როცა სკვნილი მიჭირავს ხელში ავტომატურად ვლოცულობ იესოს ლოცვას და ტექნიკურად კონცეტრაციაში მეხმარება... იესოს ლოცვის გარეშე კი ძალიან ძალიან მიჭირს საერთოდ რამის გაკეთება... და იესოს ლოცვა კიდევ მაშინ არის ჩემთვის ძალიან ეფექტური როცა სხვა ლოცვის წარმოთქმის უნარი არ მაქვს... იესოს ლოცვას შეუძლია უკიდურესი დაცემულობიდან ამოთრევა, მარტივად გამოცდილებიდან ვიძახი...

თან დატრაბახებითაც smile.gif



სკვნილის უარყოფითი მხარე არის ხიბლი...

რაც შეეხება გონების გულში ჩარრმავებას იესოს ლოცვისას, მეტაფიზიკურ გამოსხივებებს, სითბოს შეგრძნებებს და ა.შ. მაგათზე ბევრი წავიკითხე და მოვისმინე მაგრამ სულ ტვინი ამერია... ვერაფერი გავიგე...


პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Oct 3 2007, 09:57 PM

neo

ციტატა
და ჩემთვის ის არაფერ იდუმალებასთან კავშირში არ არის

არც ჩვენთვის.
laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 4 2007, 02:59 PM

QUOTE(კანუდოსელი @ Oct 3 2007, 04:03 PM) *

ჯვარიც მოვიხსნათ, მედალიონიც, სახარება სახლში დავტოვოთ (თუ თან ვატარებთ) და ისე ვიაროთ?
ისე მგონი სიწმინდე სულს ესაჭიროება უპირველეს ყოვლისა...სკვნილის მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება სულ სხვა ასპექტშია ...

მე არ მიგულისხმია სახლი დატოვება, უბრალოდ ბევრი ვერ ხმარობს ისე როგორც აუცილებელია და სამაჯურათაც კი ხმარობენ.ხალხის დასანახად. გასნჯით არავის არ ვსჯი მაგრამ ტუ რამე ცუდათ ვთქვი შემინდეთ. თორე მე სულ ვხმარობ. მარშუტკაშიც კი. მთავარია ილოცო რწფელი გულით სადაც გინდა იქ იყავი. ქვათახევის ბერს ვკითხე სკვნილის შესახებ აეხსნა რა მდგომარეობაში უნდა გელოცა მან მითხრა მნიშვნელობა არ აქვს იჯდები იწვები თუ იდგები მთავარია ილოცო

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2007, 03:22 PM

მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ როცა ადამიანს ყოველდღიურად, სადაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, სკვნილი მაჯაზე აქვს შემოგრაგნილი სხვების დასანახად, მგონია რომ ის ამით ხაზს უსვამს თითქოს სხვაზე მეტად მორწმუნეა..

ამიტომ ამბობენ მოძღვრები რომ ერისკაცმა მასზე ფარულად და არა სხვათა დასანახად უნდა ილოცოს..

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 4 2007, 03:36 PM

[quote name='marine' date='Oct 4 2007, 03:22 PM' post='183985']
მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ როცა ადამიანს ყოველდღიურად, სადაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, სკვნილი მაჯაზე აქვს შემოგრაგნილი სხვების დასანახად, მგონია რომ ის ამით ხაზს უსვამს თითქოს სხვაზე მეტად მორწმუნეა..

ამიტომ ამბობენ მოძღვრები რომ ერისკაცმა მასზე ფარულად და არა სხვათა დასანახად უნდა ილოცოს..
გეთანხმები. ბევრი სწორედ მაგიტომ ხმარობს. მაგრა არია ადამიანები რომლებიც თავის სულიერ მდგომარეობის გასაძლიერებლად ლოცულობენ. ისე შეგიძლია ტრანსპორტშიც ილოცო ის ხო ჩვენი იარაღია

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Oct 4 2007, 05:40 PM

ციტატა
სკვნილი მაჯაზე აქვს შემოგრაგნილი სხვების დასანახად


გეთანხმები, სკვნილს მაჯაზე რა უნდა ვერ გავიგე, სკვნილზე ან უნდა ლოცულობდე ან ჯიბეში გედოს...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2007, 05:42 PM

ტრანსპორტში თუ ლოცვა უნდა ადამიანს ისედაც ილოცებს გულში იესოს ლოცვას, აუცილებელი არაა სკვნილი მარცვლოს სხვათა დასანახად..

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Oct 4 2007, 05:49 PM

ციტატა
ტრანსპორტში თუ ლოცვა უნდა ადამიანს ისედაც ილოცებს გულში იესოს ლოცვას, აუცილებელი არაა სკვნილი მარცვლოს სხვათა დასანახად..


არა მგონია, სკვნილით ლოცვა გაცილებით ადვილია...

მაშინ ბერებმაც ილოცონ უსკვნილოდ, სკვნილი შეგრძნებების დონეზე აკავშირებს წარსულს, ლოცვის განწყობასა და ბურთულა-სიტყვას... ამიტომ გაცილებით ადვილია კონცეტრირება როცა სკვნილი გიჭირავს...

ნუ მე ასე ვფიქრობ რა...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2007, 06:14 PM

ციტატა(neo @ Oct 4 2007, 05:49 PM) *

არა მგონია, სკვნილით ლოცვა გაცილებით ადვილია...

მაშინ ბერებმაც ილოცონ უსკვნილოდ, სკვნილი შეგრძნებების დონეზე აკავშირებს წარსულს, ლოცვის განწყობასა და ბურთულა-სიტყვას... ამიტომ გაცილებით ადვილია კონცეტრირება როცა სკვნილი გიჭირავს...

ნუ მე ასე ვფიქრობ რა...


მე ასე მაქვს ამოკითხულიც და გაგებულიც, რომ სკვნილი ბერ-მონაზვნებისთვისაა განკუთვნილი და მათ რათქმაუნდა სულ თან უნდა იქონიონ და ილოცონ, განსხვავებით ერიკსაცისგან..

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Oct 4 2007, 07:02 PM

მე ყველაფრის არ მჯერა რასაც ვკიტხულობ smile.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Oct 4 2007, 08:12 PM

neo
კონკრეტულად რა არ გჯერა?

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Oct 5 2007, 10:10 AM

კაი შევეშვათ ამას,

ნუ არ მჯერა ის რომ სკვნილის ტარება არ შეიძლება... მე ცალსახად ვიცი რომ მჭირდება და მის გარეშე გამიჭირდება...

თუმცა როცა ატარებ ასევე აუცილებელია მიზანმიმართული ვარჯიში დრეში 30 წთ მაინც...

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Oct 5 2007, 10:50 AM

neo

ციტატა
ნუ არ მჯერა ის რომ სკვნილის ტარება არ შეიძლება...


საერთოდ სკვნილი ბერებისთვის და მონაზვნებისთვისაა განკუთვნილი და აუცილებელია მათთვის მისი ტარება. რადგან პირად კანონში ისეთი ლოცვები, რაც 100-ჯერ, 300-ჯერ უნდა ითქვას. მონაზონს სკვნილზე კანონი ეძლევა/
რაც შეეხებათ ერის ადამიანებს, ყველას ინდივიდუალური ლოცვითი კანონი აქვს. სკვნილი მათთვის აუცილებელი არ არის. თუ მოძღვარი გაკურთხებს მაშინ შეგიძლია ილოცო მასზე.

თუ სკვნილზე ლოცვას სენთვის სულიერი სიმშვიდე მოაქვს, და რათქმა უნდა მოზღვრის კურთხევა გაქვს, არაფერი არ გიშლის ხელს. შეგიზლია ილოცო.
ღმერთმა გაგაძლიეროს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2007, 11:58 AM

ციტატა(mariami-k @ Oct 5 2007, 10:50 AM) *

neo
თუ სკვნილზე ლოცვას სენთვის სულიერი სიმშვიდე მოაქვს, და რათქმა უნდა მოზღვრის კურთხევა გაქვს, არაფერი არ გიშლის ხელს. შეგიზლია ილოცო.
ღმერთმა გაგაძლიეროს


მართალი ხარ, მარიამ, მეც გეთანხმები რომ როცა მოძღვარი ერისკაცს კურთხევას აძლევს მან უნდა შეასრულოს ეს კანონი, მაგრამ არა სხვათა დასანახად ქუჩაში და ტრანსპორტში..

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Oct 5 2007, 12:28 PM

marine
გეთანხმები ყველაფერში.....მეც არ მომწონს რავიცი ჩემი პირადი აზრია...ლამაზი შეიძლებ იყოს მაგრამ მას მისი დანიშნულება აქვს...და არ ვიცი პატარა გოგოებს დაბიჭებს რატომ აძლევენ უფლებას ატარონ(ბევრზე მაქვს შემჩნეული).....ასეთი აუცილებელია ? ან უნდა ილოცო ან მართლაც ჩანთაში გედოს ...

პოსტის ავტორი: Gugushvili თარიღი: Oct 10 2007, 09:16 PM

ჩემი აზრით ერისკაცმა სკვნილი უნდა ატაროს მაშინ როცა სულიერად ძლიერია

პოსტის ავტორი: kavkasieli თარიღი: Oct 16 2007, 12:33 PM

სკვნილი გეხმარება ლოცვაში (იესოს ლოცვაში).
თუ ვინმე მოსაჩვენებლად ლოცულობს ეს არც სკვნილზე ლოცვის დრსაა მისაღები და არც ტაძარში ან სხვაგან. მნიშვნელობა არ აქვს სკვნილით ილოცებ თუ არა, მთავარი აქ ლოცვაა, მორწმუნის გულის მდგომარეობა და არა სკვნილი, სკვნილი მხოლოდ ეხმარება საშუალებაა ლოცვისათვის.
მე ვფიქრობ რომ თუ ერისკაცს აქვს სურვილი სკვნილის დახმარებით ილოცოს ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ნამდვილად ლოცვა უნდა გინდოდეს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2007, 12:39 PM

ციტატა(kavkasieli @ Oct 16 2007, 12:33 PM) *

მე ვფიქრობ რომ თუ ერისკაცს აქვს სურვილი სკვნილის დახმარებით ილოცოს ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ნამდვილად ლოცვა უნდა გინდოდეს.


ამიტომაცაა, რომ მოძღვარი ერისკაცსაც აძლევს კურთხევას სკვნილზე ლოცვის.. მთავარია მასზე სხვათა დასანახად არ დაიწყოს ადამიანმა ლოცვა.. ამ დროს გარშემომყოფი ან ფიქრობს რომ ეს ადამიანი სულიერად ზედა საფეხურზეა, ან პირიქით, ღიზიანდება..

პოსტის ავტორი: kavkasieli თარიღი: Oct 17 2007, 09:07 AM

ციტატა(marine @ Oct 16 2007, 12:39 PM) *

ამიტომაცაა, რომ მოძღვარი ერისკაცსაც აძლევს კურთხევას სკვნილზე ლოცვის.. მთავარია მასზე სხვათა დასანახად არ დაიწყოს ადამიანმა ლოცვა.. ამ დროს გარშემომყოფი ან ფიქრობს რომ ეს ადამიანი სულიერად ზედა საფეხურზეა, ან პირიქით, ღიზიანდება..


გეთანხმები, შეიძლება სულაც სკვნილზე ილოცო სახლში.

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Oct 17 2007, 12:09 PM

kavkasieli

ციტატა
გეთანხმები, შეიძლება სულაც სკვნილზე ილოცო სახლში.

ან სულაც სკვნილის გარეშე ილოცო...
რა გახდა ეს სკვნილი ვერ გავიგე?



marine
ციტატა
რამდენიმე დღეა რაც პატარა, თითზე წამოსაცმელი სკვნილი შევიძინე მონასტერში..

რას არ გაიგებ კაცი...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2007, 12:32 PM

ციტატა(გლახა @ Oct 17 2007, 12:09 PM) *

marine

რას არ გაიგებ კაცი...


გაუგონარს ამ ამბავში ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ არ გინახავს ასეთი სკვნილი..

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Oct 17 2007, 08:04 PM

ციტატა
რას არ გაიგებ კაცი...

რას ემსახურება ეს პოსტი?

გლახა
სკვნილი ლოცვების დასათვლელია არ დაგავიწყდეს ხოდა ძირითადად ორ ლოცვას კითულობენ, რომელთაც ითვლიან საერთოდ -იესოს ლოცვას და ღვთისმშობლის ლოცვა ამისთვისაა საჭირო.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Oct 17 2007, 08:09 PM

ახლახანს გავიგე, თურმე ახალ სკვნილების გამოშვბას აპირებენ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობებით...

ნუ თუ ხელში გიჭირავს და არ ლოცულობ დენს გირტყავს რა laugh.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Oct 17 2007, 08:13 PM

neo
ეგ კაი ხანია გამიგონეს ოღონდ სკვნილი არ ქვია მაგას ელექტრო შოკი ქვია wink.gif

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Oct 17 2007, 09:19 PM

ციტატა(neo @ Oct 17 2007, 12:09 PM) *

ახლახანს გავიგე, თურმე ახალ სკვნილების გამოშვბას აპირებენ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობებით...

ნუ თუ ხელში გიჭირავს და არ ლოცულობ დენს გირტყავს რა laugh.gif


ულტრათანამედროვედ რომ ეს პოსტი წაგიშალო laugh.gif

ტოესწ თან გაფრთხილებაც მოვაყოლო tongue.gif რას იტყვით?:wink.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Oct 18 2007, 05:09 PM

ქავთარაძე

პატარა ხარ პატარა smile.gif
გაიზრდები აბა რა smile.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Oct 18 2007, 05:37 PM

ციტატა
ულტრათანამედროვედ რომ ეს პოსტი წაგიშალო


laugh.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Oct 18 2007, 06:55 PM

ციტატა
როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე?

დიდი მადლი იქნებოდა მაგრამ რთულია ძაან

პოსტის ავტორი: tekla2007 თარიღი: Oct 27 2007, 10:30 PM

ეკლესიაში რომ მივედი მეგონა სკვნილი განსაკუთრებულ მორწმუნეებს ქონდათ და შევნატროდი

პოსტის ავტორი: sapo თარიღი: Nov 22 2007, 02:45 PM

ჩემი აზრით,სკვნილზე, სულიერად ძლიერი ადამიანი უნდა ლოცულობდეს

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Nov 22 2007, 02:51 PM

sapo

ციტატა
ჩემი აზრით სკვნილზე უნდა ილოცონ როდესაც არიან ტაძარში წირვა-ლოცვაზე(რადგან გონება არ გაეფანტონ),მოსალოცად და ლოცვის დროს.

ეს ვერ გავიგე წირვაზე წირვას უნდა უსმინო თუ სკვნილზე უნდა ილოცო

პოსტის ავტორი: sapo თარიღი: Nov 22 2007, 03:08 PM

სკვნილიზე ,არ შეიძლება ყოველი ადმიანი ლოცულობდეს

პოსტის ავტორი: tatia333 თარიღი: Dec 31 2007, 05:13 PM

მე ვფიქრობ,შეიძლება იმ შემთხვევაში თუ სკვნილზე ლოცვისკენ მოძღვარი მოგიწოდებს,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო სულიერად ძლიერი ხარ,თუ არა პირიქით. სკვნილის ტარებას რაც შეეხება,მე მგონია გარეთ არ უნდა ატარო,რადგან მეტი მოგეთხოვება სხვების წინაშე, რომ სხვა არ დააბრკოლო .

პოსტის ავტორი: seminarieli lela თარიღი: Jan 12 2008, 01:30 AM

აკ უამრავი ინფორმაცია დევს მაგრამ ეხლა არ მცალია რომ ცავიკიტხო,უბრალოდ მაინტერესებს ერის კაცს უნდა კონდეს ტუ არა პსკვნილი,სხვადასხვა მოდზგვრისგან სხვადასხვა პასუხი მივიგე,ერტმნისჰვნელოვანი პასუხი არ უნდა იკოს,ტუ ვინმემ დაზუსტებიტ იციტ სჰემეხმიანეტ,სჯულის კანონსჰი ცერია რამე ამის სჰესაგებ?აუცილებლად ვნახავ რას მომცერტ oops.gif

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Jan 12 2008, 01:49 AM

ციტატა(Gugushvili @ Oct 10 2007, 08:16 PM) *

ჩემი აზრით ერისკაცმა სკვნილი უნდა ატაროს მაშინ როცა სულიერად ძლიერია


მეც ასე ვფიქრობ... არ უნდა გახადოს ადამიანმა სკვნილი სამკაულად... მარტო დასათვლელად რომ იყოს არც კურთხევა იქნებოდა საჭირო... როცა შეიგნებს ადამიანი რატო უკავია, რისთვისაა განკუთვნილი და რა მოეკითხება აი მაშინ დაიკაოს ყველას დასანახად... ცოტა თავმდაბლობას რომ მიაღწევს მერე

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 12 2008, 01:52 AM

ციტატა
მე იცი რას ვგულისხმობ?წირვაზე ხშირად გონება ხომ გვეფანტება ყველას?ხოდა როდესაც სხვა რაღაცეებზე დაიეყებ ფიქრს,აი მაშინ უნდა ილოცო სკვნილზე


როცა გონება გებნევა წირვაზე, სხვა ლოცვაზე კი არ უნდა გადაერთო, არამედ ისევ უნდა მოახდინო ყურადღების მობილიზირება წირვაზე, არის რააც წიგნები წირვის დროს საკითხავი, ვფიქრობ სხვა რამეს ისევ ის სჯობს, და სკვნილი მაინც სამონასტრო ატრიბუტიკაა...

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ლულუ თარიღი: Apr 14 2008, 12:03 PM

ციტატა(Маиа @ Jan 12 2008, 01:49 AM) *

მეც ასე ვფიქრობ... არ უნდა გახადოს ადამიანმა სკვნილი სამკაულად... მარტო დასათვლელად რომ იყოს არც კურთხევა იქნებოდა საჭირო... როცა შეიგნებს ადამიანი რატო უკავია, რისთვისაა განკუთვნილი და რა მოეკითხება აი მაშინ დაიკაოს ყველას დასანახად... ცოტა თავმდაბლობას რომ მიაღწევს მერე

გეთანხმები. ki.gif

პოსტის ავტორი: t a m a r i თარიღი: Apr 14 2008, 03:26 PM

დიდი ხანია რაც სკვნილი მაქვს,, იმ დროიდან როცა მის შესახებ არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა რომ იესოს ლოცვა უნდა მეთქვა მასზე... ახლა ვხვდები რომ მისი ტარება და მასზე ლოცვა დიდი პასუხისმგებლობაა, გადავწყვიტე მამაოს მივცე,, თუ ოდესმე მივხვდები რომ მისი "ზიდვა" ჭეშმარიტად შემიძლია მაშინ ავიღებ კურთხევას... გმადლობთ რომ ეს ტემა წამოჭერით. უფალს ებარებოდეთ

პოსტის ავტორი: kavkasieli თარიღი: Apr 23 2008, 05:10 PM

იესოს ლოცვა უნივერსალური ლოცვაა და ყველა მორწმუნემ უნდა ილოცოს სკვნილით თუ მის გარეშე

მე ვფიქრობ ეს ინდივიდუალურია და ეს მოძღვარმა უნდა გადაწყვიტოს ილოცოს მორწმუნემ სკვნილით თუ არა



პოსტის ავტორი: aia თარიღი: Apr 23 2008, 09:38 PM

ციტატა(Gugushvili @ Oct 10 2007, 09:16 PM) *

ჩემი აზრით ერისკაცმა სკვნილი უნდა ატაროს მაშინ როცა სულიერად ძლიერია



არ მღირსებია მთელი ცხოვრება სკვნილი და ეგ არის. sad.gif

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Apr 24 2008, 01:14 PM

ციტატა(aia @ Apr 23 2008, 08:38 PM) *

არ მღირსებია მთელი ცხოვრება სკვნილი და ეგ არის. sad.gif

აბააა biggrin.gif
მეც შენს დღეში ვარ ნათიკორე

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Apr 24 2008, 01:22 PM

ციტატა
არ უნდა გახადოს ადამიანმა სკვნილი სამკაულად... მარტო დასათვლელად რომ იყოს არც კურთხევა იქნებოდა საჭირო... როცა შეიგნებს ადამიანი რატო უკავია, რისთვისაა განკუთვნილი და რა მოეკითხება აი მაშინ დაიკაოს ყველას დასანახად... ცოტა თავმდაბლობას რომ მიაღწევს მერე

კურთხევას ბევრ რამეზე ვიღებთ და არაა ეს უაზრო ტრაღიზმი საჭირო რო ბრძოლები დაგვეწყება, ხიბლში ჩავვარდებით და ასე შემდეგ.
თუ სამკაულად იყენებ ეგ კრიალოსანია და არა სკვნილი smile.gif
მე მაქ სკვნილი და პრობლემაც არ მაქვს მაგასთან დაკავშირებით. მოძღვარმაც მომცა კურთხევა უპრობლემოდ და რაღაც საშიშს რაში ხედავთ ვერ ვხვდები...

პოსტის ავტორი: Warrior თარიღი: May 2 2008, 10:22 PM

neo
შენ ეტყობა სკვნილით ლოცვის წესზე ლაპარაკობ როცა წერ"რაც შეეხება გონების გულში ჩარრმავებას იესოს ლოცვისას, მეტაფიზიკურ გამოსხივებებს, სითბოს შეგრძნებებს და ა.შ. მაგათზე ბევრი წავიკითხე და მოვისმინე მაგრამ სულ ტვინი ამერია... ვერაფერი გავიგე...
"
შეგიძლია უფრო მეტი დაწერო? ან სად წაიკითხე ამის შესახებ?

სკვნილი მართლა იარაღია... და არ არის მარტო "სათვლელი ხელასაწყო"...

თუ სხვებმაც იცით ამის შესახებ, დაწერეთ ნებისმიერი ინფორმაცია სკვნილით ლოცვის წესის შესახებ ...

პოსტის ავტორი: gio12 თარიღი: May 2 2008, 10:33 PM

ისე ერთმა მოძღვარმა მითხრა სკვინლზე ლოცვის დროს რომ იტყვი ერთხელ უფალო შეგვიწყალენს ან სხვა რაიმე ლოცცვას ერთ ტყვიას ესვრი ბოროტსო და ის საპასუხოდ ზარბაზანს გესვრისო და იმისათვის რომ ეს ზარბაზანი აიცილო დიდი სულიერება გჭირდება ადამიანსო აქედან გამომდინარე ზალიან ზნელია სკვნილზე ლოცვა საერთოდ კი როგორც ვიცი ზოგი სკვნილს ბერის იარაღს ეძახის. და თუ როგორ უნდა ილოცო სკვნილზე ამ ლოცვით კანონს მემგონი მოძღვარი თვითონ აძლევს ხოლმე.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 3 2008, 01:14 AM

სკვნილი ანუ კრიალოსანი - კრიალოსანი წარმომდგარია ბერძნული სიტყვისაგან ''კირიე ელეისონ'', რაც ნიშნავს: ''უფალო შეგვიწყალენ''. სკვნილის ისტორია უკავშირდება მონასტრული ცხოვრების ფუძემდებელს - წმიდა პახუმი დიდს. საძმოში, რომელშიც იგი მოღვაწეობდა, ცხოვრობდნენ წერა-კითხვის უცოდინარი ბერებიც, რომლებიც ზეპირად ამბობდნენ იესოს ლოცვას: ''უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი''. მათ პახუმი დიდმა კანონად დაუდო ყოველდღიურად რამდენჯერმე აღესრულებინათ იესოს ლოცვა. ეს კი საჭიროებდა თვლას. ამის გამო, პახუმი დიდმა ბერებს მისცა ნასკვებიანი თოკი - სწორედ ეს არის თანამედროვე სკვნილის წინა სახე. იგი სულიერ მახვილს და ხსნის კიბეს ნიშნავს. როგორც მხედარი მტრისაგან იცავს თავს მახვილით, ასევე მონაზონიც სკვნილზე ლოცვით უკუაგდებს მტერს.

პოსტის ავტორი: ugirsi თარიღი: May 10 2008, 03:41 PM

სკვნილი ეს იარაღია რომლიტაც უნდა იბრზოლო წესით ერის კაცს და თეთრ სამგვდელოებას არ უნდა ჰქონდეს მაგრამ ახლა ხომ ყველაფერი გაუბრალოვდა

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 10 2008, 04:15 PM

ugirsi

ციტატა
სკვნილი ეს იარაღია რომლიტაც უნდა იბრზოლო წესით ერის კაცს და თეთრ სამგვდელოებას არ უნდა ჰქონდეს მაგრამ ახლა ხომ ყველაფერი გაუბრალოვდა

სკვნილი კი არ არის იარაღი არამედ ლოცვა, რომელსაც მასზე აღვასრულებთ. სკვნილი ლოცვის ატრიბურია.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2008, 01:27 PM

ციტატა(ugirsi @ May 10 2008, 03:41 PM) *

სკვნილი ეს იარაღია რომლიტაც უნდა იბრზოლო წესით ერის კაცს და თეთრ სამგვდელოებას არ უნდა ჰქონდეს მაგრამ ახლა ხომ ყველაფერი გაუბრალოვდა


გაუბრალოება არაფერ შუაშია. მთავარია ადამიანს სურვილი ჰქონდეს ლოცვის და სკვნილი უნდოდეს არა სხვათა დასანახად და ხელის სამკაულად, არამედ ლოცვისთვის.

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: May 15 2008, 01:59 PM

ალექსანდრე

მეც გეთანხმები smile.gif სკვნილი მხოლოდ ლოცვის ატრიბუტია smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 15 2008, 02:17 PM

კაცო რა გადაეკიდეთ ამ სკვნილსა biggrin.gif კაცმა ილოცოს და თუ უნდა გაკვანძული ტილო დაიჭიროს, რატო აბრკოლებთ ხალხს?

პოსტის ავტორი: shavlegi თარიღი: May 2 2010, 09:34 PM

იქნებ ვიდეო ან რაიმეს ლინკი დადოთ როგორ კეთდება ფსკვნილი smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 3 2010, 02:05 PM

ესეც ინდური "სკვნილი" rolleyes.gif

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: May 3 2010, 05:19 PM

ციტატა
როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე?

თუ ამპარტავნებაში არ აგდებს საზოგადოებაში სკვნილით სიარული, ალბათ შეიძლება.

თუ არავის არ ანახვებს და ისე იყენებს, ეგ ალბათ სწორი არჩევანია, მაგრამ მაგანაც შეიძლება ამპარტავნებაში ჩააგდოს.

თითებზე სკვნილის თითებით ჩანაცვლება ყველაზე საუკეთესო გამოსავლად მიმაჩნია. ვიწყებ ფრჩხილიდან, შემდეგ თითის ბალიშებზე გადავდივარ და ასე ერთ თითზე 5 დათვლა გამოდის, ხუთივე თითზე 5-5 დათვლა, სულ 25. როდესაც ორივე ხელს მოვრჩები, ესე იგი 50-ჯერ მაქვს ლოცვა ნათქვამი. და კაციშვილი ვერ გაიგებს შენ ლოცულობ თუ რას აკეთებ... a075.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: May 3 2010, 05:26 PM

სუფთა კაი ბიჭური ატრიბუტია. უბანში ბირჯაზე რო დგახარ მალე გადის დრო ტრიალში cool.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: May 3 2010, 05:35 PM

syd

ციტატა
სუფთა კაი ბიჭური ატრიბუტია. უბანში ბირჯაზე რო დგახარ მალე გადის დრო ტრიალში

გამოვშტერებულვარ მეც დამინახია ქუჩაში დგანან იგინებიან და აბზრიალებს ზოგი blink.gif

უნებლიედ ცუდად მოვეპყარი ჩემ სკვნილს და უნდა ვუთხრა ხო მოძღვარს sad.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: May 3 2010, 05:38 PM

llaasshhaa

კლასიკურ მუსიკაში შედი ერთ წამს, მოგწერე რაღაც rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 3 2010, 06:06 PM

აბე

ციტატა
თითებზე სკვნილის თითებით ჩანაცვლება ყველაზე საუკეთესო გამოსავლად მიმაჩნია. ვიწყებ ფრჩხილიდან, შემდეგ თითის ბალიშებზე გადავდივარ და ასე ერთ თითზე 5 დათვლა გამოდის, ხუთივე თითზე 5-5 დათვლა, სულ 25.

+1

სკვნილის გამოყენების სურვილი არასდროს გამჩენია,

თითები არ გამოდგება ლოცვის დასათვლელად? ძალიანაც რომ გამოდგება rolleyes.gif

პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: May 3 2010, 10:15 PM

მგონი ჯობის სკვნილზე ლოცვის დროს ნაკლები ყურადღება მიიქციოს ადამიანმა... და თითზე ტრიალი არ დაიწყოს სათამაშოსავით (ბრელოკივით sad.gif )smile.gif ვცდილობ ისე ვილოცო რომ ვერ შეამჩნიონ smile.gif

პოსტის ავტორი: naziko89 თარიღი: Jul 30 2010, 06:23 PM

მე ვატარებ სკვნილს და როცა ვლოცულობ სულიერი ვმშვიდდები

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jul 30 2010, 08:49 PM

http://www.chotki.com/
აი ეს სკვნილები მომწონს ძალიან, რაღაც რბილი ძაფისაგან არის ბარხატივით არის თან რბილი და ელასტიური ჩანს...

ჩვენთან ხშირად უხეში ძაფისაგან დამზადებულია და არ არის ელასტიური...

მაგრამ ფასი რამხელა აქვს აქ.... 50 იანი 20$

პოსტის ავტორი: noone__90 თარიღი: Aug 1 2010, 12:05 PM

მე ვთვლი, რო არაა აუცილებელი ყველაას 100იანი,და დიდი სკვნილები გვქონდეს,მაგრამ მცირე სკვნილი(12,33) ერისკაცისთვის შეიძლება..


მეპირადად მოძღვარმა,ნელ-ნელა,საფეხურებრივად გამიზარდა სკვნილისზომა(33,50 და 100),თუმცა მისი სიდიდის გაზრდასთან ერთად მასზე შესასრულებელი კანონების რაოდენობაც საგრძნობლად გამიზარდა..მადლობა უფალს,Dღეს მის გარეშე არ შემიძლია,უზომოდ მიყვარს,არ ვიცილებ..ოღონდ არა სხვის დასანახად..როცა მაქ განმარტოების საშუალება,მხოლოდ მაშინ..მიმაჩნია,რო არაა საჭირო ყველამ დაინახოს,რო შენ ლოცულობ..და ასეთი და ისეთი მლოცველი ხარ..მოძღვარმაც გამაფრთხილა თუ დაგინახე სხვის დსანახადმერე შენ თავს დააბრალეო biggrin.gif ეხა ვხვდები 100%იანია..


მოკლედ ადამიანზეა დამოკიდეული,და ყველა ვერ დაიტევს სკვნილს smile.gif მოძღვარს დაუჯერეთ და ყველაფერი კარად იქნება a075.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Aug 1 2010, 12:31 PM

თუ განმარტოებისთვის დრო არ გაქვს მაშინ რა უნდა ქნა? გარეთ რომ იკიტხო ლოცვა, ქუჩაში, ან 'მარშუტკაში" არ შეიძლება?

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 1 2010, 01:31 PM

Atman
როგორ არ შეიძლება, უბრალოდ ლოცვის აფიშირება არ უნდა მოხდეს smile.gif

პოსტის ავტორი: noone__90 თარიღი: Aug 1 2010, 01:40 PM

Atman


მაგ შემთხვევისთვის არსებობს ე.წ თითის სკვნილი,რომელიც არ გამოჩნდება..მე ვიგულისხმე,რო მე პირადად არ მსიამოვნებს,როცა ქუჩაში,ან თუნდაც მარშუტკაში ვხედავ ხალხს,რომელსაც სამაჯურად,ან ყელსაბამად უკიდია ვეებერთელა სკვნილი და ატრიბუტივითაა..

მე პირადად მოძღვარმა მაკურთხა,რო როცა იცი,ისეთ ადგილას მიდიხხარ რო სკვნილზე ლოცვის საშუალება არ გექნება,სახლში ხატების კუთხეში დააბრძანეო..რადგან სკვნილი დიდი სიწმიდეა..ჩვენ ერისკაცებს არც კი გვაქ მისი ტარების უფლებბა,და რახან მოძღვარმა გვაკურთხა,მაქსიმალური კრძალვითა და რიდით უნდა მოვეპყრათ და გავუფრთხილდეთ,როგორცც დიდ სიწმინდეს..ნუ გავაუფასურებთ ..

აჰა ჩემი სუბიექტური აზრი smile.gif

პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Aug 1 2010, 10:59 PM

როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე?



კი ოღონდ ალამივით არ უნდა აქნევდეს... და სკვნილზე ლოცვის დროს თუ გინებას არ დაიწყებს და სიგარეტის გაბოლებას ეგეც კარგი იქნება . smile.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Dec 14 2011, 05:49 AM

მოქსოვა გვასწავლეთ რა. რამე ქსქემა ან ვიდეო დადეთ თუ გაქვთ, ოღონდ გარკვევით რომ იყოს ახსნილი. რა ვიდეოებიც ვნახე ვერ გავიგე ვერაფერი როგორ ქსოვენ

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 14 2011, 09:38 AM

QUOTE(syd @ Dec 14 2011, 05:49 AM) *

მოქსოვა გვასწავლეთ რა. რამე ქსქემა ან ვიდეო დადეთ თუ გაქვთ, ოღონდ გარკვევით რომ იყოს ახსნილი. რა ვიდეოებიც ვნახე ვერ გავიგე ვერაფერი როგორ ქსოვენ

laugh.gif

QUOTE(A.v.B @ Aug 1 2010, 10:59 PM) *

როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე?
კი ოღონდ ალამივით არ უნდა აქნევდეს... და სკვნილზე ლოცვის დროს თუ გინებას არ დაიწყებს და სიგარეტის გაბოლებას ეგეც კარგი იქნება . smile.gif

laugh.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Dec 14 2011, 01:57 PM

karpaki

რაშია საქმე ამხანაგო?

პოსტის ავტორი: gvanchi თარიღი: Dec 14 2011, 03:52 PM

მე მაქვს კურთხევა ,,უფალო შეგვიწყალენ,, ვთქვა სულ პატარა სკვნილზე, (12იანი) და მარშუტში მირჩევნია უაზრობაზე ფიქრს ვილოცო და სკვნილით უფრო ყურადგებით ვარ და არამგონია რამე ცუდს ვაკეთებდე ჩემი სულისთვის მითუმეტეს ისეთი პატარაა ვერც ვერავინ ამჩნევს huh.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 14 2011, 04:06 PM

ციტატა
მოქსოვა გვასწავლეთ რა. რამე ქსქემა ან ვიდეო დადეთ თუ გაქვთ, ოღონდ გარკვევით რომ იყოს ახსნილი. რა ვიდეოებიც ვნახე ვერ გავიგე ვერაფერი როგორ ქსოვენ

მონასტერში უნდა ისწავლო ეგ...
ვიდეოთი არ გამოვა...

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Dec 14 2011, 05:09 PM

A.V.M

ციტატა
მონასტერში უნდა ისწავლო ეგ...ვიდეოთი არ გამოვა...


კვანძის გაკეთების სწავლა ვითხოვე, ბერად აღკვეცა კი არა

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 14 2011, 05:47 PM

QUOTE(syd @ Dec 14 2011, 01:57 PM) *

karpaki

რაშია საქმე ამხანაგო?

biggrin.gif არაფერში

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 14 2011, 07:16 PM

ციტატა

კვანძის გაკეთების სწავლა ვითხოვე, ბერად აღკვეცა კი არა

მშვენივრად მივხვდი მეგობარო რაც იგულისხმე...
უბრალოდ მონასტერში ყველაფერს სხვა სახით გასწავლიან...
(მეც მეგონა რომ სახლში ვისწავლიდი მსგავს ხელსაქმეებს...)

ნუ შენი შენ იცი.მე გითხარი... bye1.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Dec 14 2011, 10:02 PM

syd

ციტატა
კვანძის გაკეთების სწავლა ვითხოვე, ბერად აღკვეცა კი არა

laugh.gif laugh.gif
A.V.M
კარგი ერთი, თუ ძმა ხარ.
აგერ მე პლეხანოვზე ვისწავლე სანდროს ლანძღვის ქვეშ biggrin.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jun 19 2012, 08:29 PM

ვინმე მადლიანმა ამიხსენით ბოლო ბოლო ადამაინურ ენაზე როგორ გავაკეთო ეს კვანძი biggrin.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jun 21 2012, 01:29 PM

კვანძის გაკეთება ვისწავლე. ახლა ის მითხარით თუ შეიძლება რა სისქის და სიგრძის თოკია საჭირო 50 ან 100 კვანძიანი სკვნილის მოსაქსოვად

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jun 22 2012, 01:17 AM

syd
გააჩნია,როგორ იწყებ ქსოვას.
მაგალითად მე ვიღებ 10 მეტრიანს და შუაზე ვკეცავ.
პირველი კვანძის გაკეთების შემდეგ, პატარა ხვრელს ვტოვებ ბოლოში, რომ დასრულებისას იმაში გავუყარო და შევკრა.
ზოგი კი თავშივე ტოვებს ძაფს და პირველ კვანძს ისე აკეთებს.
ბოლოს კი ორმაგი ძაფით აკეთებს ჯვრის ბურთულებს.
მოკლედ, ჩემი პრინციპით მოქსოვილს დაახლოებით 10 მეტრი უნდა 100 ცალიანს.
სუტაჟი შეიძლება 8 გეყოს,მაგრამ შალის ძაფით ცოტა მსხვილი ბურთულები შეგიძლია და 10 მეტრი მაინც უნდა.
ნუ მაქსიმუმ 12.
ახლა ამის მიხედვით დაინაგრიშე შენ, რამდენიანს რამდენი დასჭირდებაsmile.gif
ისე,ჯობია ცოტა გრძელი იყოს, ვიდრე დაგაკლდეს.
დანრჩენილ ძაფეხბს მოაჭრი და გამოიყენებ ფოჩებისთვის.

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jun 22 2012, 01:29 AM

tamuna m

კვანძის გაკეთება კი ვისწავლე ამგრამ მსხვილ თოკზე, აი მთამსვლელები რომ აკეტებენ კვანძებს ისეთ თოკზე. მაგრამ შალის ძაფზე რომ ვცადე ძალიან ძნელია. პატარაა და ვერ ვგებულობ სად რომელი ბოლო გადის... sad.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jun 22 2012, 08:19 PM

syd
სუტაჟი იყიდე, თოკის ტიპისაა და გაგიადვილდება.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 27 2012, 11:47 PM

მარიამის გახსნილ თემას გადავაწყდი?

ხოდა შენ გაკეთებულ სკვნილებს თუ წარუდგენ საზოგადოებას ფორუმის გამოფენაზე ძალიან გაგვიხარდება...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 1 2012, 11:48 AM

დღემდე თითებს ვიყენებ და რა ვქნა? biggrin.gif ვაშავებ რამეს?

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 2 2012, 10:22 PM

ქევანა
კი, მომაკვდინელებლი ცოდვაა! tongue.gif
რა მნიშვნელობა აქვს.
ზოგისთვის თითია მოსახერხებელი, ზოგისთვის - კვანძი და კიდე ზოგისთვის სხვა რამ...

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Nov 27 2012, 10:48 PM

ერთი კითხვა მაქვს. რაც ვაკვირდები ამ სკვნილებს, უმეტესობას არ აქვს კვანძებს შორის დაშორება, ან თუ აქვს ძალიან შეუმჩნეველი და ლოცვის დროს როცა მარცვლავთ, არ გიჭირთ გარჩევა და ხელში გადასვლა ერთი კვანძიდან მეორეზე?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 28 2012, 02:31 AM

syd
არანაირად სიდს შემოვევლე...
(ნასკვს ხანდახან ,,ვატრიალებთ'' და ისე გადავდივართ, რაც თავიდან გვაცილებს მაგას...)

პოსტის ავტორი: Mako-Mako თარიღი: Sep 29 2013, 05:21 PM

ხალხო, გუშინ მითხრეს სკვნილზე ლოცვის კურთხევა მარტო შენმა მოძღვარმა კი არა, ეპისკოპოსმა უნდა მოგცეს ან არქიმანდრიტმაო. მართლა ასეა?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 29 2013, 07:40 PM

ციტატა(Mako-Mako @ Sep 29 2013, 05:21 PM) *

ხალხო, გუშინ მითხრეს სკვნილზე ლოცვის კურთხევა მარტო შენმა მოძღვარმა კი არა, ეპისკოპოსმა უნდა მოგცეს ან არქიმანდრიტმაო. მართლა ასეა?

პატრიარქმაც

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 29 2013, 08:26 PM

G_saxva

ციტატა
პატრიარქმაც

მსოფლიო თუ ქვეყნის?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: სელენია თარიღი: Sep 29 2013, 09:17 PM

ისე საერთოდ რატომ აძლევენ კურთხევას,თუ სულიერ შვილს არ უთხოვია?..

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 29 2013, 09:40 PM

ციტატა(A.V.M @ Sep 29 2013, 08:26 PM) *

G_saxva

მსოფლიო თუ ქვეყნის?
biggrin.gif

მსოლფიო და რომის პაპამ წერილობითი დასტური უნდა განაცხადოს biggrin.gif

პ.ს ვინც არ იცნობთ რომის პაპას აგერ მოისმინეთ. http://www.youtube.com/watch?v=R2dioytUVeQ

პოსტის ავტორი: Mako-Mako თარიღი: Sep 29 2013, 10:08 PM

თქვენ გაიხარეთ. მეც ეგეთი რეაქცია მქონდა biggrin.gif madlioba.gif

ციტატა(სელენია @ Sep 29 2013, 09:17 PM) *

ისე საერთოდ რატომ აძლევენ კურთხევას,თუ სულიერ შვილს არ უთხოვია?..


ისე როგორ მისცემენ კურთხევას, თუ არ უთხოვია..

პოსტის ავტორი: სელენია თარიღი: Sep 29 2013, 10:39 PM

ციტატა(Mako-Mako @ Sep 29 2013, 10:08 PM) *


ისე როგორ მისცემენ კურთხევას, თუ არ უთხოვია..


ჩემმა მოძღვარმა მითხრა,მე სიტყვა არ დამიძრავს მაგაზე...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 30 2013, 12:08 AM

უბარლოდ არ გიჩნდებათ კითხვა "რატომ მამაო?". მე მაგალითად სკვინილი რომ დამინახომ მოძღვარმა ალბათ 200 მეტანიას ვერ ავცდები, ესეც იმიტომ რომ კარგად გავიაზრო სკვნილით ლოცვასთან ხმრობა რომ არ შეიძლება. არაერთი სტატია არის ინტერნეტში რომელშიც ნათლად არის გადმოცემული სკვნილით ლოცვაზე. ყველაფერი ბრმად კი არ უნდა მივიღოთ, მღვდელიც ადამიანია და შეიძლება ისიც ცდებოდეს.

პ.ს ისე ძალიან მაღიზიანებს სამარიაჟოდ რომ დააქვს ხალხს სკვნილი და წარმოდგენა არ აქვს რა არისsad.gif

პოსტის ავტორი: nick თარიღი: Sep 30 2013, 11:31 AM

სკვნილზე ლოცვის გამოცდილება თუ არ აქვს ადამიან იგი ვერასდროს ვერ მიაღწვს ლოცვით სიმხურვალეს !!

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 30 2013, 02:12 PM

ციტატა(nick @ Sep 30 2013, 11:31 AM) *

სკვნილზე ლოცვის გამოცდილება თუ არ აქვს ადამიან იგი ვერასდროს ვერ მიაღწვს ლოცვით სიმხურვალეს !!

წყარო?

პოსტის ავტორი: nick თარიღი: Sep 30 2013, 03:38 PM

ციტატა(G_saxva @ Sep 30 2013, 02:12 PM) *

წყარო?

დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგებებს მოუსმინე, ხშირად ეხება ამ თემას, ეს მისი სიტყვების ფორმულირება აზრის შეუცვლელად

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 30 2013, 04:26 PM

nick
ძალიან დიდ პატივს ვცემ დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს, მაგრამ თუ რომელიმე წმინდა მამის სიტყვები არ არის არგუმენტად ნაკლებად ჩაითვლება.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 30 2013, 04:28 PM

G_saxva

ციტატა
პ.ს ისე ძალიან მაღიზიანებს სამარიაჟოდ რომ დააქვს ხალხს სკვნილი და წარმოდგენა არ აქვს რა არის

უმეტესობაზე მეც ასე მეჩვენება ქუჩაში სკვნილიან ადამიანს რომ ვხედავ

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 30 2013, 04:33 PM

ციტატა(qetevano @ Sep 30 2013, 04:28 PM) *

G_saxva

უმეტესობაზე მეც ასე მეჩვენება ქუჩაში სკვნილიან ადამიანს რომ ვხედავ

ჯერ ერთი არ გეჩვენება ეგრეა. სკვნილი ბერის საქმეა და ვინც ლოცულობს სკვნილზე ამა სახალხოდ არ გააკეთებ მაცხოვარი ამბობს შენ სენაკში შედის იქ ილოცე არავინ რომ არ დაგინახოს შენი მამის გარდაო. მითუმეტეს სკვნილს მხოლოდ ხელში ატრიალებენ და ვინც შემხვედრია მხოლოდ ერთი ადამიანი მახოვს რომელიც მარცვლავდა თან ლოცულობდა. ძალიან მოდაშია დღეს დღეობით სკვნილის ტარება, ერთ დროს რომ კრიალოსანი იყო. ცუდი ისაა რომ 80% არ იცის მისი ჭეშმარიტი დანიშნულება.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 30 2013, 04:36 PM

G_saxva

ციტატა
ჯერ ერთი არ გეჩვენება ეგრეა. სკვნილი ბერის საქმეა და ვინც ლოცულობს სკვნილზე ამა სახალხოდ არ გააკეთებ მაცხოვარი ამბობს შენ სენაკში შედის იქ ილოცე არავინ რომ არ დაგინახოს შენი მამის გარდაო. მითუმეტეს სკვნილს მხოლოდ ხელში ატრიალებენ და ვინც შემხვედრია მხოლოდ ერთი ადამიანი მახოვს რომელიც მარცვლავდა თან ლოცულობდა. ძალიან მოდაშია დღეს დღეობით სკვნილის ტარება, ერთ დროს რომ კრიალოსანი იყო. ცუდი ისაა რომ 80% არ იცის მისი ჭეშმარიტი დანიშნულება.

უდაოდ გეთანხმები და არაფერს აღარ დავამატებ smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 30 2013, 04:36 PM

G_saxva

ციტატა
ჯერ ერთი არ გეჩვენება ეგრეა. სკვნილი ბერის საქმეა და ვინც ლოცულობს სკვნილზე ამა სახალხოდ არ გააკეთებ მაცხოვარი ამბობს შენ სენაკში შედის იქ ილოცე არავინ რომ არ დაგინახოს შენი მამის გარდაო. მითუმეტეს სკვნილს მხოლოდ ხელში ატრიალებენ და ვინც შემხვედრია მხოლოდ ერთი ადამიანი მახოვს რომელიც მარცვლავდა თან ლოცულობდა. ძალიან მოდაშია დღეს დღეობით სკვნილის ტარება, ერთ დროს რომ კრიალოსანი იყო. ცუდი ისაა რომ 80% არ იცის მისი ჭეშმარიტი დანიშნულება.

უდაოდ გეთანხმები და არაფერს აღარ დავამატებ smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 30 2013, 04:39 PM

qetevano
ცოტა შენც დაამატე თორემ უხერხულია biggrin.gif
პ.ს ისე სუფთა გიშრის კრიალოსანი მაქ ბებიის ნაჩუქარი რომელიც უჯრაშია რამდენი წელია უკვე biggrin.gif ერთი ორთხელ თუ ორჯერ მექნება გამოყონებელი საჭირებისამებრ.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 30 2013, 04:46 PM

G_saxva

ციტატა
პ.ს ისე სუფთა გიშრის კრიალოსანი მაქ ბებიის ნაჩუქარი რომელიც უჯრაშია რამდენი წელია უკვე ერთი ორთხელ თუ ორჯერ მექნება გამოყონებელი საჭირებისამებრ.

ადრე მინდოდა სკვნილით მელოცა, თავი გავიგიჟე კურთხევა უნდა ავიღოთქო, არ მაზლევდა ჩემი მოძღვარი, როგორც იქნა ვეხვეწე ვეხვეწე და სახლში გქონდეს არ ატაროვო მითხრა. გაინტერესებს რამდენჯერ ვილოცე მაგის მერე სკვნილზე?

პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: Sep 30 2013, 04:46 PM

მე მაჩუქა ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა ძალიან კარგი სკვნილი! ვერაფერში გამოვიყენებ, მაგრამ სამახსოვროდ შევინახავ! smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 30 2013, 04:56 PM

ციტატა(qetevano @ Sep 30 2013, 04:46 PM) *

G_saxva

ადრე მინდოდა სკვნილით მელოცა, თავი გავიგიჟე კურთხევა უნდა ავიღოთქო, არ მაზლევდა ჩემი მოძღვარი, როგორც იქნა ვეხვეწე ვეხვეწე და სახლში გქონდეს არ ატაროვო მითხრა. გაინტერესებს რამდენჯერ ვილოცე მაგის მერე სკვნილზე?

არა გამოცხადება მქქონდა და გავიგე biggrin.gif უნდა ტქვს რომ ერტი კვირსა მაქსიმუმ.

პოსტის ავტორი: nick თარიღი: Sep 30 2013, 05:31 PM

ციტატა(G_saxva @ Sep 30 2013, 04:33 PM) *

ჯერ ერთი არ გეჩვენება ეგრეა. სკვნილი ბერის საქმეა და ვინც ლოცულობს სკვნილზე ამა სახალხოდ არ გააკეთებ მაცხოვარი ამბობს შენ სენაკში შედის იქ ილოცე არავინ რომ არ დაგინახოს შენი მამის გარდაო. მითუმეტეს სკვნილს მხოლოდ ხელში ატრიალებენ და ვინც შემხვედრია მხოლოდ ერთი ადამიანი მახოვს რომელიც მარცვლავდა თან ლოცულობდა. ძალიან მოდაშია დღეს დღეობით სკვნილის ტარება, ერთ დროს რომ კრიალოსანი იყო. ცუდი ისაა რომ 80% არ იცის მისი ჭეშმარიტი დანიშნულება.

ეგ სკუთარი სენაკი გულის სენაკსაც ნიშნავს, გულის გრძნობად ნაწილს. ლოცვისას კი აუცილებელი საკუთარ გულში გონებით ჩასვლა, იესუს ლოცვა ამას გვასწავლის, საერთოდაც ვინ თქვა იესუს ლოცვა ერისკაცმა არ ილოცოსო? ეს ხომ უდიდესი ლოცვა, იგი ყველა კანონზე აღმატებულია!
პ.ს ვის როგორ დააქ სკვნილი ეგ სხვა საქმეა, მეც ვატარებ 33-იანს ქუჩაში, სახლში და ტაძარში კი 100იანს, გაინტერესებ რამდენად ხშირად ვლოცულობ? საკმაოდ ხშირად ვცდილობ ვილოცო და თუნდაც ქუჩაში განვმარტოვდე და შევიდე ჩემს სენაკში.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 30 2013, 05:41 PM

nick
ეგ ხოოო მაგრამ სკვნილი არ დამაქვს მაგრამ იესოს ლოცვას ვამბობ მაინც და მასე რაა იგივე არაა?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 30 2013, 05:51 PM

ციტატა(qetevano @ Sep 30 2013, 05:41 PM) *

nick
ეგ ხოოო მაგრამ სკვნილი არ დამაქვს მაგრამ იესოს ლოცვას ვამბობ მაინც და მასე რაა იგივე არაა?

შეინანე სასწრაფოდ 100 მეტანია დილა საღამოს, როგორ შეიძლება იესოს ლოცვა ისე რომ თქვა?
პ.ს იცით რა არის როგორც ადამიანისთვისაა მოსახერხებელი რომ უფრო ღრმად ჩაწვდეს ლოცვას ისე უნდა მოიქცეს. მე მაგალითად მიმაჩნია ადამიანი თუ ზის და უფრო გულმოდგინედ გამოდის ლოცვა სჯობს იჯდეს ვიდრე ფეხზე მდგარს გონება გაეფანტოს.

პოსტის ავტორი: nick თარიღი: Oct 1 2013, 12:17 PM

ციტატა(qetevano @ Sep 30 2013, 05:41 PM) *

nick
ეგ ხოოო მაგრამ სკვნილი არ დამაქვს მაგრამ იესოს ლოცვას ვამბობ მაინც და მასე რაა იგივე არაა?

და ვთქვი მაგაზე რამე?

ციტატა(qetevano @ Sep 30 2013, 05:41 PM) *

nick
ეგ ხოოო მაგრამ სკვნილი არ დამაქვს მაგრამ იესოს ლოცვას ვამბობ მაინც და მასე რაა იგივე არაა?

და ვთქვი მაგაზე რამე?

ციტატა(G_saxva @ Sep 30 2013, 05:51 PM) *

შეინანე სასწრაფოდ 100 მეტანია დილა საღამოს, როგორ შეიძლება იესოს ლოცვა ისე რომ თქვა?
პ.ს იცით რა არის როგორც ადამიანისთვისაა მოსახერხებელი რომ უფრო ღრმად ჩაწვდეს ლოცვას ისე უნდა მოიქცეს. მე მაგალითად მიმაჩნია ადამიანი თუ ზის და უფრო გულმოდგინედ გამოდის ლოცვა სჯობს იჯდეს ვიდრე ფეხზე მდგარს გონება გაეფანტოს.

ცინიზმი არაა საჭირო ასეთ საკითხებზე საუბრისას, თან საეკლესიო დადგენილებებზე ლაპარაკობ არ დაგავიწყდეს

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 1 2013, 03:50 PM

ციტატა(nick @ Oct 1 2013, 12:17 PM) *

და ვთქვი მაგაზე რამე?
და ვთქვი მაგაზე რამე?
ცინიზმი არაა საჭირო ასეთ საკითხებზე საუბრისას, თან საეკლესიო დადგენილებებზე ლაპარაკობ არ დაგავიწყდეს

რა ცინიზმი? ohmy.gif შენთვის საერთოდ არ მიპასუხია ქეთის ვესაუბრებოდი smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 1 2013, 04:04 PM

nick

ციტატა
სკვნილზე ლოცვის გამოცდილება თუ არ აქვს ადამიან იგი ვერასდროს ვერ მიაღწვს ლოცვით სიმხურვალეს

მე ამაზე გითხარი მთავარი იესოს ლოცვის თქმაა და არა რამდენ მარცვლიან სკვნილს რამდენჯერ გადააბრუნებთქო, ცუდად არ გამიგო. სახვა გამეხუმრა უბრალოდ, ცინიზმი საეკლესიო კანონების მიმართ არ გამოუხატავს

პოსტის ავტორი: nick თარიღი: Oct 1 2013, 04:38 PM

smile.gif

პოსტის ავტორი: nick თარიღი: Oct 4 2013, 12:26 PM

ციტატა(G_saxva @ Sep 30 2013, 04:26 PM) *

nick
ძალიან დიდ პატივს ვცემ დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს, მაგრამ თუ რომელიმე წმინდა მამის სიტყვები არ არის არგუმენტად ნაკლებად ჩაითვლება.

მამა თეოდორემ მაშინ წმიდა მამა დაიმოწმა, ხოლო თუ რომელ;ი ეგ არ მახსოვს, ისე კი რატო უნდა ჩაითვალოს ნაკლებ არგუმენტად? მაშინ ტყუილად გამოდიან მამები და ტყუილად, ისე ჰაერზე ქადაგებენ? ან ჩვენ შტერები ვართმათ რო ვუსმენთ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 4 2013, 03:17 PM

ციტატა(nick @ Oct 4 2013, 12:26 PM) *

მამა თეოდორემ მაშინ წმიდა მამა დაიმოწმა, ხოლო თუ რომელ;ი ეგ არ მახსოვს, ისე კი რატო უნდა ჩაითვალოს ნაკლებ არგუმენტად? მაშინ ტყუილად გამოდიან მამები და ტყუილად, ისე ჰაერზე ქადაგებენ? ან ჩვენ შტერები ვართმათ რო ვუსმენთ?

ჩემო კარგი მღვდელმა შეიძლება საკუთარი აზრი გამოთქვას ამა თU იმ მოვლენასთან დაკავშირებით მაგრამ ეს ეკლესიის სწავლება არი იყოს. თუნდაც ID ბარათებზე არსებობენ სასულიერო პირები რომლებიც მასში ეშმაკის ნიშანს ხედავენ, ეს მათი აზრია მაგრამ არა ეკლესიის. smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 5 2013, 02:00 AM

რაზე ვდაობთ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 5 2013, 11:14 PM

A.V.M
რავიცი რაღაცაზე მედავება და რატომ მედავება ვერ გავიგე smile.gif

პოსტის ავტორი: nick თარიღი: Oct 6 2013, 02:50 PM

ციტატა(A.V.M @ Oct 5 2013, 02:00 AM) *

რაზე ვდაობთ?

არ ვდაობთ smile.gif საკუთარ პოზიციებს ვაფიქსირებთ smile.gif იმედია მივაღწევტ კონსესუსს smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 7 2013, 12:54 AM

nick
რა საკითხზე აფიქსირებთ პოზიციებს ?
(კონკრეტულად რომ მითხრათ უფრო)

პოსტის ავტორი: nick თარიღი: Oct 7 2013, 01:42 PM

ჯერ სკვნილის ტარება არ ტარებაზე, დანარჩენი წინა გვერდზე გადახედე და მანდ გაერკვევი smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2015, 08:28 PM

"ერთხელ კალივაში სხვადასხვა ნივთით დატვირთული ადიოდა. გზად ერისკაცი შეხვდა და შესთავაზა, დაგეხმარებიო. ეს საცოდავი ეშმაკეული ყოფილა, გზაში მიწაზე დაეცა. ბერმა [ღირსი პაისი ათონელი] მას სკვნილით ჯვარი გამოსახა. ეშმაკეული მარჯვენა ხელზე ეცა, მამა პაისიმ სკვნილი მარცხენა ხელში გადაიტანა და კვლავ გადასახა - "ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, გამოვედ, არაწმინდა სულო". ის მაშინვე დამშვიდდა და შენდობა ითხოვა. მამა პაისი ამბობდა: - ხომ ხედავთ, რა დიდი ძალა აქვს სკვნილსო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2015, 12:56 PM

– აბბა! რას ფიქრობთ ფიჭური, მობილური კავშირის შესახებ?
– დიდი ხანია, რაც მისით ვსარგებლობ, – მიპასუხა ბერმა, და თავისი გაცვეთილი სკვნილი დამანახა, – აი ეს; ასობით კვანძი – მუდმივი მობილურობა, და კავშირი ზეცასთან!

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Sep 11 2015, 12:13 AM

ციტატა(marine @ Sep 7 2015, 08:28 PM) *

"ერთხელ კალივაში სხვადასხვა ნივთით დატვირთული ადიოდა. გზად ერისკაცი შეხვდა და შესთავაზა, დაგეხმარებიო. ეს საცოდავი ეშმაკეული ყოფილა, გზაში მიწაზე დაეცა. ბერმა [ღირსი პაისი ათონელი] მას სკვნილით ჯვარი გამოსახა. ეშმაკეული მარჯვენა ხელზე ეცა, მამა პაისიმ სკვნილი მარცხენა ხელში გადაიტანა და კვლავ გადასახა - "ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, გამოვედ, არაწმინდა სულო". ის მაშინვე დამშვიდდა და შენდობა ითხოვა. მამა პაისი ამბობდა: - ხომ ხედავთ, რა დიდი ძალა აქვს სკვნილსო".

ეგ ალბათ იქიდან გამომდინარე თუ ვის ხელშია.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2015, 09:22 PM

"მოძღვრის ლოცვა-კურთხევის გარეშე თვითნებურად სკვნილზე ლოცვა დაუშვებელია და ამან შეიძლება ცოდვაშიც კი ჩააგდოს ადამიანი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2015, 02:47 PM

"სკვნილი" არის ლოცვითი კონცენტრაციის გამაძლიერებელი ერთ-ერთი საშუალება. იგი არ არის ერისკაცის ატრიბუტი. დღეს უამრავ ადამიანს ქუჩაში უჭირავს უზარმაზარი სკვნილი და ლოცულობს მასზე. რაც არ არის სწორი და მართებული.

მაცხოვარი ამბობს: "როცა თქვენ ლოცულობთ, შედით სენაკში, თქვენს ოთახში და ილოცეთ ზეციური მამისკენ პირისპირ, ისე რომ, არ გახდე სხვების თვალწინ დასანახი". თუ ლოცვას ეძლევა ასეთი ფორმა და აფიშირება ხდება, თითქოს გვინდა ვთქვათ საჯაროდ: "მე ვლოცულობ" და ამით ადამიანი ამაყობს, ეს უკვე ქედმაღლობა და ამპარტავნებაა".

პოსტის ავტორი: juja თარიღი: Oct 6 2015, 10:54 PM

სკვნილი არის ლოცვისთვის განკუთვნილი და ვთვლი რომ ეს ერის კაცისთვისაცაა საჭირო მაგრამ თუ ის დიდი ხნის მრევლია და თუ მისმა მოძღვარმა იცის მისი შესაძლებლობა რადგან ლოცვის მაგივრად არ არდგეს და თAმაში არ დაიწყოს. ზოგს უკავია სკვნილი მაგრამ მათგან ცოტამ თუ იცის მისი დანიშნულება. ამიტომ ჯერ გაიგე რისთვისაა სკვნილი და მერე მოძღვრის კურთხევით დაიწყე ლოცვა.... მაგრამ არის ეპარქიები რომლებიც სკვნილის ხმარებას ერის კაცისთვის კგრძალავს და ის მხოლოდ მონაზონს აქვს


რა შეიძლება რომ ვაჩუქო მონაზონს?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 6 2015, 11:21 PM

ციტატა(juja @ Oct 6 2015, 11:54 PM) *


რა შეიძლება რომ ვაჩუქო მონაზონს?


მონაზონს უპოვარების აღთქმა აქვს დადებული და ქრისტესმიერი სიგლახაკით ცხოვრობს, ასე რომ გულით რასაც აჩუქებთ, ის იქნება მისთვის ძვირფასი, მისთვისვე ძვირფასი ადამიანის მიერ ნაბოძები ნივთი smile.gif ვფიქრობ, ერისკაცული ნივთის ნაცვლად ეკლესიური დატვირთვისა ბევრად გასახარი იქნება smile.gif

აქვე სიხარულს გამოვხატავ თქვენი ფორუმელობით wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2015, 09:50 PM

„გაცრეცილი სკვნილი“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2015, 12:06 PM

„ჩვენი კალივის სამორჩილო კანონის მიხედვით, სკვნილი 6-ჯერ უნდა ჩამოგელოცა და 60 მეტანია აღგესრულებინა. დარღვევას ვერაფრით გაამართლებდი, სერიოზული მიზეზიც რომ გქონოდა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2015, 10:27 AM

"ვისაც ძალა შესწევს, ფსკვნილზე ილოცოს იესოს ლოცვა - მას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია"

/მამა ელპიდე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2015, 10:36 PM

"მამა პაისი, სკვნილი ხელიდან არასოდეს არ უნდა გავუშვათ, რადგან ეს მონაზონის იარაღია და უზარმაზარი ძალა აქვს. ერთხელ კარეასში სკვნილით ჯვარი გადავსახე ერთ ეშმაკეულს და ის მაშინვე განიკურნა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2015, 06:12 PM

"მამა არსენი მღვიმელი ამბობდა: "როცა ფეხზე მდგომარე ვლოცულობ სკვნილზე, მაშინ ძლიერ საღმრთო კეთილსურნელებას ვგრძნობ, როცა მჯდომარე ვლოცულობ, ოდნავ თუ ვამჩნევო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2015, 06:08 PM

"ადამიანები შეგიძლია აცხოვნო სკვნილზე ლოცვითაც"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2015, 11:35 AM

"როცა სკვნილი იწყებდა კეთილსურნელებას, ვიცოდი, რომ საღამოს ლოცვა მექნებოდა. ხოლო, როცა სკვნილი კეთილსურნელებას არ გამოსცემდა, მაშინ ლოცვა არ მქონდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2016, 09:22 PM

"სკვნილი ჩვენი მფარველი ანგელოზის უტყვი ხმაა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2016, 09:35 PM

"სკვნილი წინაპართა სიხარულია იმის გამო, რომ შთამომავლობაში გაუჩნდათ მლოცველი, მათი შველა რომ ძალუძს".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2016, 01:57 PM

"სკვნილი ჩვენი გზამკვლევია მიწიდან ცისაკენ, გასაღებია, იესოს ლოცვისათვის გულის კარის გამღებელი; ჯაჭვია, სულიერ სამყაროსთან სულის დამაკავშირებელი; კიბეა, ზეციურ იერუსალიმში ამყვანებელი, სადაც ყოველი კვანძი ზევით მიმავალი საფეხურია".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2016, 11:54 AM

ულამაზესი სიტყვები wub.gif wub.gif

"სკვნილი განუყრელი, საყვარელი მეგობარია, რომელსაც სული ესაუბრება. ესაა სულის ყელსაბამი, სჯულიდან მადლამდე - ლოცვითი კანონიდან განუწყვეტელ ლოცვამდე გადებული ხიდი.

სკვნილის ყოველი კვანძი სულიერ ყულაბაში ჩადებული პატიოსანი თვალია, საუკუნო ცხოვრებაში რომ გამოჩნდება; ესაა ოქრო, რომლითაც სული საზვერეებში თავის გამოსყიდვას შეძლებს. სკვნილის კვანძები ლოცვის ცრემლებია, მფარველი ანგელოზი რომ აღნუსხავს.

სკვნილი ადამიანის იმედია , იმედი იმისა, რომ ღმერთია მასთან, თუნდაც ბედმა ქვეყნის დასალიერში გადააგდოს თოვლის ფანტელივით. სკვინილი სიხარულის განცდაა იმის გამო, რომ უფლის სახელი ასე ახლოსაა სულთან - უფრო ახლოს, ვიდრე სუნთქვა, თვალისჩინი და გულისძგერა. სკვნილის კვანძებზე თითების მოძრაობა სულის საიდუმლო სიმებზე ხელის შეხებას წააგავს".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2016, 10:35 PM

"საეკლესიო გადმოცემის მიხედვით თვითოეული კვანძის მოქსოვისას მქსოველი ეკლის გვირგვინს წნავს. ამბობენ, რომ თუ ყველა კვანძი ზუსტად არ არის მოქსოვილი, მქსოველი თანმიმდევრულად, საკმარისი ყურადღებით არ ლოცულობდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2016, 09:35 PM

"იქ ახლაც ცხოვრობს მამა ელეფთერ მესკვნილე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2016, 01:40 PM

"მამა პაისი თავის წიგნში იხსენებს მამა არსენის ნათქვამს:

"როცა სკვნილზე ფეხზე მდგარი ვლოცულობ, ძლიერ საღმრთო კეთილსურნელებასა ვგრძნობ, ხოლო დამჯდარი ლოცვისას სუსტად ვგრძნობ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2016, 11:47 AM

"- აბა, მუხლი მოიდრიკე, ხელზე მემთხვიე, ემთხვიე სკვნილის ჯვარზე, რათა გაკურთხო, რომ შეგეწიოს ღმერთი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2016, 02:40 PM

"ერთი სამწუხარო ტენდენციაც შემიმჩნევია, უმეტესობა მათგან ისეთი სისწრაფით მარცვლავს, გააზრებულად და ხეირიანად არათუ იესოს ლოცვას, არამედ ამ ტემპით "უფალო, შეგვიწყალენს" ვერ წარმოთქვამს. აღარაფერს ვამბობ, როცა ეს სკვნილები ჰაერში უმისამართოდ დაფარფატებენ".

/დეკ. ლევან ფიროსმანაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2016, 11:55 AM

"ყოველდღიურად სკვნილს ამოილოცავდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2016, 11:15 PM

"- სკვნილზე ლოცვისას ერთ მარცვალსაც ნუ გამოტოვებ. ერთმა მონაზონმა იზარმაცა მთელი კვირა თავისი ლოცვითი კანონის აღსრულებისას და ეშმაკმა ის ათონის მთიდან ერში წაიყვანა, - მიყვებოდა ერთი ძალზე მოშურნე და კეთილკრძალული მეუდაბნოე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2017, 02:00 PM

"ლოცვას დამარცვლით კითხულობდა, ერთგვარად გაგრძელებულად, ამასთან თითოეულ სიტყვას მკაფიოდ წარმოთქვამდა, თითქოს ჭედდა. სიტყვებს შორის მცირეოდენ პაუზებს აკეთებდა. ლოცვისას სკვნილით ხელში იდგა, ყოველ მეათე კვანძზე მცირე მეტანიას ასრულებდა. სკვნილის ყოველ ჩამოლოცვაზე კი მუხლს იდრეკდა. ხშირად მდუმარედ ლოცულობდა, იჯდა კუთხეში დაბალ სკამზე, პირით კედლისკენ. ისე ჩაეშვებოდა ლოცვაში, რომ არა სკვნილი, რომელსაც ამოძრავებდა, შორიდან გეგონებოდა, სძინავსო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 03:29 PM

როდესაც ფსკვნილს ვქსოვ,
ჩემი თითები იმედს წნავენ
ჯვრების გვირგვინში...
და ლოცვა მხოლოდ ასე მიდის
გონიდან გულში,
გულიდან - ხელში, საიდანაც
ადრესატები რწმენითა და იმედებით
დამძიმებულ "ჯვარს" მართმევენ...

როდესაც ფსკვნილს ვქსოვ,
ყოველ მათგანს ჩემი გულის ძაფებს
ვატან...
ვიცი, დავკარგავ...
იმედებიც უმოწყალოდ გაცრუვდებიან
და ჯვრიან გვირგვინში
ეკლებიღა შემრჩება მხოლოდ...
თუმცა, რჩება ჩემი გულის ძაფის
იმედი,
რომელსაც უკან მობრუნებულები
გამოჰყვებიან...
მთავარია, მე ვიდგე მყარად,
რომ დავუხვდე...
სადაც დამტოვეს!

/მღვდელი დავით ოქრუაშვილი
"ფუძნარი" N7, 2017, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2017, 11:02 AM

"სკვნილი სიწმინდეა, ამიტომ დაუშვებელია მისი გამოყენება სამკაულად (სამაჯურად და სხვა)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 03:36 PM

"ჩამარცვლავდა ხოლმე სკვნილს და იესო ლოცვას ამოიტყოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2017, 10:52 AM

"სკვნილი - აი ეს არის სასწაულთმოქმედი".

/მამა ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2017, 08:38 PM

"იღუმენია ევპრაქსიამ მამა იოსებს ორმოცდაათმარცვლიანი სკვნილი გამოუგზავნა. მამაო, მაჩუქე ეს სკვნილი-მეთქი, - ვთხოვე, - აიღეო. სკვნილი ყოვლადწმინდა ხატზე ჩამოვკიდე (მანამდე მან ეს ხატი და პარამანი მაჩუქა). როცა სკვნილი იწყებდა კეთილსურნელებას, ვიცოდი, რომ საღამოს ლოცვა მექნებოდა. ხოლო როცა სკვილი კეთილსურნელებას არ გამოსცემდა, მაშინ ლოცვა არ მქონდა. დიდი ხნის წინ იყო ეს".

/მამა ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2018, 01:20 PM

"ერთი კაცი წუხდა, ის სკვნილი დავკარგე, რომელითაც გარდაცვლილმა მოძღვარმა მაკურთხაო. ბერმა უთხრა: "შენ სკვნილი დაკარგე და არა მოძღვრის კურთხევა". მან ჰკითხა: "როგორ გავიგო შენი სიტყვები?" ბერმა უპასუხა: "შენ მატყლით გაკეთებული სკვნილი დაკარგე, სულიერი სკვნილი კი განუწყვეტლივ ლოცვაზე შენთვის მოძღვრის მიერ მოცემული კურთხევაა. ის არ წაგერთმევა. აიღე ნებისმიერი სკვნილი და მოძღვრის კურთხევა მასზე იქნება".

"მონაზონმა თქვა, - დავინახე, ერთი ძმა იესოს ლოცვის სკვნილზე კითხვისას ჩქარობდა და ნასკვებს ტოვებდა. მე ის ლოცვის გამქურდველად ჩავთვალეო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2018, 11:15 AM

"საუკეთესო ლოცვა სკვნილზე ლოცვაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2018, 08:51 PM

მახსოვს, 60-იან წლებში, სოხუმის ეპარქიაში ყოფნისას, სამღვდელოებაში როგორ ატყდა დავა-კამათი - ერისკაცს აქვს თუ არა უფლება სკვნილზე ლოცვისაო. ამ კამათმა მხოლოდ ერთი რამ გვიჩვენა: რამდენად არასულიერი გახდა დღევანდელობა.

ადამიანებმა, რომლებიც თავიანთი ხარისხითა და მოვალეობით მოწოდებულნი არიან, ასწავლონ ლოცვა (მრევლს), დაივიწყეს, რას ნიშნავს ღვთის წინაშე შინაგანი ლოცვით წარდგომა, რომელსაც ასევე უწოდებენ "მღვიძარებას", "საიდუმლო სწავლებას", "ღვთის ხსოვნას" და იესოს ლოცვას. ისინი თვლიან, რომ პავლე მოციქულის სიტყვები: "მოუკლებლივ ილოცევდით" (თესალ. 5,17), ყველა ქრისტიანს კი არ ეხება, არამედ მათ, ვინც განსაკუთრებული ასკეტური ცხოვრება ირჩია, ანუ მონაზვნებს.

სკვნილი - ეს ერთ-ერთი გარეგნული იარაღია ლოცვისა. მისით სარგებლობისას, საეკლესიო კანონების მიხედვით, სადღეღამისო მსახურებანი და სხვა ლოცვები (რა თქმა უნდა, საეკლესიო საიდუმლოებების გარდა) ადამიანს შეუძლია შეცვალოს განსაზღვრული ოდენობის იესოს ლოცვის წარმოთქმით. ამის გარდა, სკვნილი განუწყვეტლივ შეახსენებს ადამიანს ლოცვას.

ისტორიულმა ლიტერატურამ შემოინახა მოწმობა იმისა, რომ ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ სკვნილებს ატარებდნენ ხელოსნები, გლეხები და მეომრებიც კი. ბერძნულ ეკლესიებსა და აღმოსავლეთში სკვნილზე ლოცვა მიღებული იყო, როგორც საეკლესიო გარდამოცემა.

ახლანდელ დროში შინაგანი ლოცვის დაკარგვამ და გარეგნულ ქმედებებზე გადასვლამ, უმთავრესის - გული ღმერთს რომ უნდა შეუერთდეს - დავიწყებამ თანამედროვე ქრისტიანები მიიყვანა ლოცვის დამახინჯებულ გაგებამდე, თითქოს ის უნდა შემოიზღუდოს მხოლოდ განსაზღვრული დროით და ადგილით, და ამის გარდა, გონებასა და სულს შეუძლია შეუფერხებლად იმოძრაოს მიწიერ საგანთა და წარმოდგენათა წრეზე.

ამიტომაც სკვნილს დღეს უცქერენ როგორც ბერის ერთ-ერთ ატრიბუტს, ბარტყულსა და მანტიასთან ერთად. როცა ერისკაცს ხელში სკვნილს დაუნახავენ, ამბობენ: "სკვნილის ტარების უფლება ვინ მისცა, ის განა მონაზონია? ეს კანონების დარღვევაა!" მაგრამ რომელი კანონებისა, თვითონაც არ იციან.

უნდა ითქვას, რომ სკვნილზე ლოცვის ძველი გარდამოცემა შემორჩათ არა მარტო აღმოსავლეთის მართლმადიდებლებს, არამედ მონოფიზიტობას და კათოლიციზმს, ასევე მეძველწესეობას, რომლებიც წარმოადგენს XVI-XVII საუკუნეების რუსული ეკლესიის წესების კონსერვაციას. სკვნილი არსებობს ასევე მუსლიმანებში, ბუდისტებში და ა.შ.

ძველ სამონაზვნო წესდებებში, სადაც ახსნილია მონაზვნური სამოსის სიმბოლური მნიშვნელობა, არ იხსენიებენ სკვნილს. არც XVIII საუკუნეში გამოცემულ კურთხევანში იხსენიება წესი სკვნილზე ლოცვის კურთხევისა, რადგან ამ დროს სკვნილი ჩვეულებრივი საგანი იყო ქრისტიანულ ცხოვრებაში. მხოლოდ XVIII საუკუნეში გახდა აუცილებელი, მონაზვნად აღკვეცის წესში შეეტანათ სკვნილის მიცემით მოუკლებელ ლოცვაზე კურთხევა, რადგან ამგვარ ლოცვას თანდათან ივიწყებდნენ.

ამის შესახებ ვკითხე არქიმანდრიტ სერაფიმეს (რომანცევს). მიპასუხა, - სკვნილთმებრძოლობა უცოდინარობისგან წარმოიშობაო. მონასტრის მამები თვლიან, რომ ერისკაცმა სულიერი მამისგან უნდა აიღოს სკვილზე ლოცვის კურთხევა, ვინაიდან იესოს ლოცვისთვის საჭიროა ხელმძღვანელობა და დამოძღვრა, განსაკუთრებით პირველ პერიოდში.

იგი თვლიდა, რომ სკვნილის ტარება ადამიანისგან განუწყვეტლივ ლოცვით ღვაწლს მოითხოვს, თორემ თვითონ ეს სკვნილი ამხელს მას გულგრილობასა და ფარისევლობაში ღვთის სამსჯავროზე. მამა სერაფიმე ამბობდა, რომ გლინელი მამები თავიანთ სამწყსოს აკურთხებდნენ სკვნილზე ლოცვისთვის, მაგრამ ღვთის წინააღმდეგ ბრძოლის წლებში არ ურჩევდნენ, გამოსაჩენად ეტარებინათ."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2018, 12:35 PM

"მახსენდება ერთი ამბავი: 70-იან წლებში სამთავროს მონასტერში დასახლდა ერთი მეგრელი დედაკაცი ოთხი წლის შვილთან ერთად. ამ ბავშვს საოცრად უყვარდა ტაძარი, ლოცვა და მოხუცებულ მონაზვნებს არ სცილდებოდა გვერდიდან. მათ პატარას გრძელი პერანგი შეუკერეს, სამონაზვნო კაბის მსგავსი, და ხელში სკვნილი მისცეს. ბავშვი ამ სკვნილზე ლოცულობდა, აჩვენებდა მას მონასტრის სტუმრებს და მათთვის სკვნილის მნიშვნელობის ახსნასაც ცდილობდა.

მონასტერთან არსებული სემინარიის ზოგიერთი მასწავლებელი კიცხავდა მონაზვნებს - სკვნილი ბავშვის სათამაშო არ არისო. მაგრამ მგონია, რომ ბავშვის გულს ჩვენსაზე უფრო ღრმად შეუძლია გაიგოს ძალა და საკვირველი მშვენიერება იესო ქრისტეს სახელისა. ვერც ერთი მებაღე ვერ იტყვის, - ადრეა ნერგის მორწყვა, ჯერ უნდა გაიზარდოსო.

ძველად იყო ოჯახები, სადაც ყველა იესოს ლოცვას წარმოთქვამდა. იგი ბავშვის ცნობიერების პირველი გაელვებისას ჩაინერგა. ბავშვები, რომლებიც იესოს ლოცვას კითხულობენ, მადლით არიან განათლებულნი და სხვანაირდებიან."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2018, 07:06 PM

„ბერდიდმა დანიელ ახალსკიტელმა 115 წელი იცოცხლა. მას მახვილი მხედველობა ჰქონდა. სკვნილზე ლოცვისას მასთან ტურის სახით ეშმაკი მიდიოდა და სკვნილზე ეკიდებოდა, მაგრამ ის თავის ღვაწლს აგრძელებდა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2018, 05:12 PM

"როცა სკვნილზე ფეხზე მდგარი ვლოცულობ, ძლიერ საღმრთო კეთილსურნელებას ვგრძნობ, ხოლო დამჯდარი ლოცვისას სუსტად ვგრძნობ".

/მამა არსენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2018, 08:21 PM

"სკვნილებს ძველად ვარდის ფურცლებისგანაც ამზადებდნენ. ვარდის ფურცლებს ნაყავდნენ, გარკვეული ხნით ტენიან ადგილზე დებდნენ. შემდეგ ასეთი მასისგან აკეთებდნენ ბურთულებს, ხვრეტდნენ მათ, მზეზე ახმობდნენ, ძაფზე აასხამდნენ და სკვნილიც მზად იყო, რომელიც სასიამოვნო სუნს გამოსცემდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2018, 08:56 PM

სკვნილით განკურნება

"პატარა გოგონა ი.გ. საზაფხულო ბანაკში ისვენებდა. ერთხელ, შუადღისას, ცხვირიდან სისხლდენა დაეწყო. ბანაკის თანამშრომლები ცდილობდნენ მისთვის დახმარების აღმოჩენას, ყველა ხერხს მიმართეს, რაც კი იცოდნენ, მაგრამ მისი მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა. ბანაკის თანამშრომლები შეშფოთებამ მოიცვა. უეცრად დირექტორს გაახსენდა:

- დედამ დაგიბარა, თუ სისხლის დენა დაგეწყება, იცი, რაც უნდა გააკეთო. რას აკეთებ ხოლმე ასეთ შემთხვევაში?

- ჩანთაში სკვნილი მაქვს, მომიტანეთ, თუ შეიძლება!

როგორც კი მოუტანეს, გოგონამ ჯვარი გამოისახა სკვნილით და სისხლდენა მყისვე შეუჩერდა. იქ მყოფებმა გაოცებულებმა ჰკითხეს:

- საიდან გაქვს ეს სკვნილი, ვინ მოგცა?

- სკვნილი მამა პაისიმ მოქსოვა თავისი ხელით! სისხლდენა ძლიერ მაწუხებდა და ექიმები ვერ მშველოდნენ, რადგანაც ძალიან სუსტი კაპილარები მაქვს. ჩვენ ვიყავით სუროტის მონასტერში, სამწუხაროდ მოძღვარი მონასტერში არ დაგვხვდა, სკვნილი გადმოგვცა ერთმა მონაზონმა. მან გვითხრა, რომ მოძღვრის მოქსოვილია და სისხლდენის დროს ჯვარი გამოვისახო იმით. მას შემდეგ, როგორც კი დამეწყება სისხლდენა, მოძღვრის კურთხევას ვასრულებ, სხვა არაფერი მშველის.

ყველა იქ მყოფმა ადიდა ღმერთი, რომელმაც ღირსყო ისინი, ესოდენ დიდი სასაწაული ეხილათ საკუთარი თვალით, რომელიც ცხადყოფს მოძღვრის სიწმინდეს და მის წმინდა კადნიერებას ღმრთის წინაშე.

აღსანიშნავია ისიც, რომ არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა გოგონას რწმენას და მოძღვრისადმი მორჩილებას, მსგავსად სახარებისეული სისხლმდინარე დედაკაცისა, რომელიც ამბობდა: "შეხოლო-თუ-ვახო ფესუსა სამოსლისა მისისასა, ვცხონდე".

/"კრიალოსანი" N2, 2008, გვ.34/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2019, 07:28 PM

"რამდენჯერმე ჩამომარცვლილი სკვნილის მერე ერთგვარი შაქარყინულისმაგვარი სიტკბოება გაუჩნდა ხახაში, ენასა და ბაგეებზე, იმ განსხვავებით, რომ შაქარყინულის სიტკბოება გაიწოვება, ეს კი იზრდებოდა და ყმწვილიც დიდი მადლიერების გრძნობით განუწყვეტლივ იმეორებდა ლოცვის ღვთაებრივ სიტყვებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2019, 10:31 PM

"სკვნილი ხშირი, გულმოდგინე ხმარებისაგან უნდა გაცვითო, მაგრამ ამას სხვის დასანახად ნუ გააკეთებ. არ არის საჭირო ხალხისათვის სკვნილის ჩვენება. სკვნილზე რომ ლოცულობ, ეს მხოლოდ შენ, ღმერთმა და შენმა სულიერმა მოძღვარმა უნდა იცოდნენ".

/არქმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2019, 06:32 PM

"განუწყვეტლივ ატრიალეთ სკვნილი, სანამ არ გახურდება სულიერი ზეთი და არ დაიძვრება სულიერი მანქანა, გულში რომ თავისით ამუშაოს ლოცვა"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2019, 05:41 PM

"იესოს ლოცვას ბერები ხშირად ფსკვნილზე აღასრულებენ. ფსკვნილს "კრიალოსანსაც" უწოდებენ, წარმოსდგება ბერძნულიდან "კირიე-ელეისონ" - "უფალო შეგვიწყალენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2020, 08:32 PM

"- შეიძლება ერისკაცი კრიალოსანზე ლოცულობდეს?

- შეიძლება. "კრიალოსანზე ლოცვის შესახებ, პირველად ერისკაცისგან გავიგე და არა მონაზვნისაგან. ბევრი ერისკაცი თუ ქალი ლოცულობს ამგვარად. ეს თქვენც გამოგადგებათ". - ამბობს წმ. თეოფანე დაყუდებული".

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2020, 01:01 PM

" - შეიძლება თუ არა ადამიანმა კრიალოსანი ატაროს?

- ატარე შენთვის, - ეუბნებოდა წმ. ბარსანოფი ოპტინელი თავის სულიერ შვილს, - ისე, რომ არავინ დაგინახოს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2020, 01:39 PM

"ერთხელ წმინდა პავლეს მონასტრის ერთი ბერი წმინდა გერასიმეს თაყვანის საცემად კეფალონიაში წავიდა (წმინდა გერასიმე XVI ს-ში მოღვაწეობდა, ეშმაკეულებს კურნავდა. ამიტომ მის მონასტერში ახლაც უამრავი ეშმაკეული მოჰყავთ, რომლებიც წმინდანის ლოცვით იკურნებიან, - კ.კ.). ბერი საღმრთო ლიტურგიისას საკურთხეველში იდგა და სკვნილზე მდუმარედ, გონებით, იესოს ლოცვას ლოცულობდა. ამ დროს ეკლესიაში წმინდა გერასიმესთან განსაკურნებლად ერთი ეშმაკეული შემოიყვანეს.

საკურთხეველში ბერის ლოცვა ტაძარში ეშმაკს სწვავდა და ისიც ყვიროდა (კაცის ბაგით): ბერო, მაგ თოკს (სკვნილს) ნუ ქაჩავ - ეგ მე მწვავსო! ეს რომ მწირველმა მღვდელმა გაიგო, ბერს უთხრა: მთელი ძალით ილოცე, ძმაო, სკვნილზე, ღვთის ქმნილებიდან ეშმაკი გავიდესო. განრისხებულმა ეშმაკმა ახლა მას დაუყვირა: "ბებერო მღვდელო, რატომ ასწავლი, რომ თოკი ატრიალოს?! ეგ მე მწვავსო". ბერმა მთელი გულით დაიწყო ლოცვა და სკვნილის ჩამარცვლა. მალე ეშმაკი გამოვიდა კაციდან და საწყალი საბოლოოდ განთავისუფლდა ბოროტისგან."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2020, 10:16 PM

"სულხან-საბა კრიალოსანს ამგვარად განმარტავს: "კრიალესვანი (კრიალესონი) სალოცავად ასხმული მარცვალნი", "ეს არის ასხმულნი მძივნი, ანუ ხეთა ნათალნი ძაფთა ზედა, ლოცვისა სათქმელად". დ. ჩუბინაშვილი ასე განმარტავს: "კრიალოსანი, კრიანესული - სავარდი ასხმული მძივები სათვალავად" და იქვე გვაძლევს რუსულ შესატყვისს: "ჩოტკი". სავარდზე იგი წერს: "150 მარცვალი კრიალოსანი ფსალმუნთ სათვალავზედ". სავარდს საბა ამგვარად განმარტავს: "ეს არს 150 მარცვალი კრიალოსანი ფსალმუნის სათვალავზე, საუფლო საიდუმლოთათვის ლოცვის სათქმელი".

სკვნილი სხვადასხვა მასალისგან მზადდებოდა და მზადდება, კერძოდ: შალის ძაფისაგან, მინისაგან, ძვირფასი ქვებისაგან: ქარვისგან, გიშრისგან და სხვა. სარდიონის, მარგალიტის, ძოწის და მარჯნის სკვნილები ევროპაში ყოფილა გავრცელებული. ისინი ასევე მზადდებოდა ხის, ძვლის ან სხვადასხვა მცენარისაგან, როგორიცაა: ღვთისმშობლის ცრემლები, იობის ცრემლები, კრიალოსნის მოლი, ანუ კაკბის საკენკელა, რომელსაც რუსები ჩოტოჩნიკს უწოდებენ, ფინიკისა და ზეთისხილის კურკებისაგან და სხვ.

ღვთისმშობლის ცრემლებს დღეს ჩვენში კარგად იცნობენ. მისი ქართული სახელწოდება რუსულის კალკი უნდა იყოს, ქართულად მას, მხედველობაში თუ არ მივიღებთ დიალექტურ ნაირსახეობებს, ძირითადად "ჩალამძივი" ჰქვია, აჭარაში "თესპეს მძივსაც" უწოდებენ, ჭანურად - "თესფიღს", ვინაიდან თურქულად კრიალოსანს თასბა-თასპა ეწოდება. "თესპეს მძივიც" და "თესფიღიც" სკვნილის დასამზადებლად სახმარ მცენარეს უნდა ნიშნავდეს.

ალბათ ისიც ნიშანდობლივია, რომ ღვთისმშობლის ცრემლები აჭარასა და გურიაში უხვად მოდის, რაც კიდევაც აისახა მცენარის დიალექტურ სახელწოდებაში. კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ს ერთ-ერთ ფოტოზე ნიჟარების სკვნილი უმშვენებს ხელს. საბასთან ვხვდებით ე.წ. ჭიქის, ანუ თიხის კრიალოსანს, რაც გარკვეული მასალითა და ტექნოლოგიით დამუშავებულ სკვნილზე მიუთითებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2020, 10:30 PM

"სკვნილის ისტორია უკავშირდება მონასტრული ცხოვრების ფუძემდებელს პახუმი დიდს. საძმოს, რომელშიც ზეპირად ამბობდნენ იესოს ლოცვას, პახუმი დიდმა კანონად დაუდო, ყოველდღიურად რამდენჯერ აღესრულებინათ იესოს ლოცვა, ეს კი საჭიროებდა თვლას. ამის გამო მან ბერებს მისცა ნასკვებიანი თოკი. სწორედ ეს არის თანამედროვე სკვნილის წინასახე. იგი საზოგადოდ სულიერ მახვილსა და ხსნის კიბეს ნიშნავს.

როგორც მხედარი მტრისგან იცავს თავს მახვილით, ასევე მონაზონიც სკვნილზე ლოცვით უკუაგდებს მტერს. სკვნილის სიმრგვალე ლოცვისა და მარადიულობის სიმბოლოა. იგი შედგება ათი, ოცდაცამეტი, ორმოცდაათი, ასი ნასკვისაგან და დაბოლოებულია ჯვრით. სკვნილზე ითქმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, რომელიმე წმინდანის საგალობელი, უმთავრესად კი იესოს ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". საერო ადამიანები სულიერი მოძღვრის კურთხევით ატარებენ სკვნილს და მასზე ლოცულობენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2020, 02:48 PM

"ერთმა ასკეტმა თავისი მორჩილი კარიესში გაგზავნა. იქ პროტატის ტაძარში მორჩილმა მშვენიერი გალობა მოისმინა. უკან დაბრუნებულმა მოძღვარს უთხრა: "მამაო, რომ გენახა, რა მშვენივრად გალობენ... ჩვენ კი მხოლოდ სკვნილი და "უფალო იესო ქრისტე" გვაქვსო"...

მეორე დღეს მოძღვარმა უთხრა: "წავიდეთ, შვილო, ვნახოთ, როგორ ლოცულობენ მამები და კანონად ავიღოთო". როცა ტაძარში იდგნენ, მოძღვარმა სულიერ შვილს უჩურჩულა: "შვილო, ისინი აქ მართლაც ღმერთს ადიდებენო". ამ ფრაზის დასრულება ვერ მოასწრო, რომ საშინლად იძრა მიწა. მგალობლებმა მაშინვე თავი ანებეს სანოტო წიგნებსა და გალობას და სკვნილზე ლოცვა დაიწყეს: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ!"

- მამაო, - თქვა მორჩილმა, - დავუბრუნდეთ ჩვენს კელიას, სიმშვიდეს, სამუშაოს, რასაც ჩვენ იქ ვაკეთებთ, გალობაზე მეტიაო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2020, 03:03 PM

"იერუსალიმური სკვნილები, ძირითადად, სადაფისგან მზადდებოდა; ისინი დიდი რაოდენობით ჩამოჰქონდათ ევროპაში პილიგრიმებს. ათონელი ბერები განთქმულნი იყვნენ ხეზე კვეთით და ხის სკვნილების დამზადებით. აღმოსავლეთში სკვნილის დასამზადებლად უპირატესობას გიშერსა და ქარვას ანიჭებდნენ. მათი დამუშავება და გაპრიალება სხვა მასალაზე უკეთაა შესაძლებელი. ისინი შეიცავენ ზეთს, რის გამოც მათგან დამზადებული კრიალოსნების ხმარება სასიამოვნოა. ჩვენში პოპულარული ყოფილა გიშრის სკვნილები. გიშრის საბადოები უხვად იყო იმერეთში, განსაკუთრებით, ტყიბულსა და საგიშრეში. სკვნილს უფრო ახალსოფლელები, ძირულელები და ოკრიბელები აკეთებდნენ. ძველად სკვნილს თხილის ზეთით აპრიალებდნენ.

ქრისტიანული (მართლმადიდებლური) სკვნილი შედგება 10, 30, 33, 50, 100, 150 და 300 მარცვლისაგან. იგი ჯვრით უნდა ბოლოვდებოდეს. ზოგჯერ ჯვარს ფოჩებიც აქვს, რომლებიც გადმოცემის მიხედვით 12 უნდა იყოს. სკვნილის ფოჩების რაოდენობა მოციქულთა რიცხვს განასახიერებს. ფოჩებს უსუპადაც ხმარობდნენ თურმე. ისინი ცრემლების მოსაწმენდადაც იხმარებოდა. ბერძენი ბერები ხშირად მოძრავმარცვლიან სკვნილს ტყავის თასმებს "მარტირიას" უმაგრებდნენ, რათა ათასობით სათქმელი ლოცვა უკეთ დაეთვალათ. 10-მარცვლიან სკვნილს ბეჭედს უწოდებენ. 30-მარცვლიანი სიმბოლურად განასახიერებს ქრისტეს ასაკს, როდესაც მან ქადაგება დაიწყო. 33-მარცვლიანი კი ასაკს, როცა ის ჯვარს აცვეს, 50-იან სკვნილზე მთავარანგელოზ მიქაელს და წმინდანებს ევედრებიან, 150-იანზე - ფსალმუნებს ლოცულობენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2020, 07:09 PM

"სკვნილი ლოცვით უნდა მოიქსოვოს. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, თითოეული კვანძის მოქსოვისას მქსოველი ეკლის გვირგვინს წნავს. ამბობენ, რომ თუ ყველა კვანძი ზუსტად არ არის მოქსოვილი, მქსოველი თანმიმდევრულად, საკმარისი ყურადღებით არ ლოცულობდა.

სკვნილზე სხვადასხვა რაოდენობის ლოცვა და მეტანია სრულდება, რასაც კანონი ეწოდება. ასევე კარგადაა ცნობილი, რომ სკვნილზე ძირითადად იესოს ლოცვას ლოცულობენ. სკვნილზე ლოცვას ლიტურგიის გარდა ყველა ლოცვა შეუძლია შეცვალოს. თუ ბერი ან მონაზონი რაიმე მიზეზის გამო ვერ ესწრება წირვა-ლოცვას, მას შეუძლია სანაცვლოდ სკვნილზე ილოცოს.

ეპიტიმიების დროს სხვადასხვა სახით ხდება სკვნილზე ლოცვა. XIX საუკუნის ათონის მთის იოანე ნათლისმცემლის სკიტში, სადაც რუმინელი ბერები მოღვაწეობდნენ, თურმე სატრაპეზოს კარს უკან ეკიდა სკვნილი. ტრაპეზის დროს თუ ვინმეს დანაშაული ჰქონდა ჩადენილი (მაგალითად, არ დაემორჩილა იღუმენს), იღებდა სკვნილს, დგებოდა სატრაპეზოს შუაში, სკვნილზე ლოცულობდა იესოს ლოცვას და ყოველ ჯერზე დიდ მეტანიას ასრულებდა. დანარჩენები ტრაპეზობდნენ. ერთ-ერთი ბერი კი რომელიმე სულისთვის სასარგებლო საკითხავს კითხულობდა. სკვნილი ტაძარშიც ეკიდა. თუ რომელიმე ბერი წუთით მაინც ჩათვლემდა, მის გვერდით მდგომი კანდელზე წვრილ სანთელს ანთებდა და ჩათვლემილი ბერის გვერდით ამაგრებდა. როდესაც ბერი ფხიზლდებოდა და ანთებულ სანთელს ხედავდა, ხვდებოდა საკუთარ დანაშაულს, კედლიდან სკვნილს ხსნიდა, დგებოდა ეკლესიის ცენტრში და ნახევარი საათის განმავლობაში კანონს ასრულებდა. ეს წესი დასტურდებოდა იქ, სადაც კინოვიტები იყვნენ..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2020, 07:36 PM

"მამა დანიელ ახალსკიტელმა 115 წელი იცხოვრა. როცა სკვნილზე ლოცულობდა, ეშმაკი ტურის სახით მოდიოდა მასთან, სკვნილზე ექაჩებოდა, მაგრამ ის თავის ღვაწლს აგრძელებდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2020, 09:54 PM

"მიიღე ეს პატარა სკვნილი, ილოცე და ძალა შეიძინე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2022, 09:34 PM

"კრიალოსანს ამღერებდა"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 03:32 PM

"კრიალოსანს შეექცეოდა"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 08:00 PM

"კრიალოსანს ათამაშებს, მარცვლავს, ჩაითვლის"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2022, 09:27 PM

"მისი [მამა ბენედიქტე ქართველი] შინაგანი ცხოვრება სრულიად იდუმალი იყო. ცნობილია მხოლოდ ის, რომ თავის ყოველდღიურ წესს კრიალოსნის მიხედვით ასრულებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2022, 07:59 PM

"მამა ეფრემმა [კატუნაკელი] მოგვითხრო: "ერთხელ სიზმარში ჩემი ძმა ვიხილე, რომელიც თითქოს ზღვაში ჩავარდა და ვფიქრობდი, დაიხრჩო თუ არა. მე მაშინვე ზღვის ტალღებზე გავიარე და ძმის ზედაპირზე გამოჩენას ველოდებოდი. როგორც კი გამოჩნდა, მაშინვე თმაში ვტაცე ხელი და ნაპირზე გამოვიყვანე. როცა ეს სიზმარი ვნახე, სწორედ იმ დროს ჩემი ძმა თურმე მძიმედ დაშავდა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ტალღებზე სიარული, თმაში ხელის ჩავლება და გადარჩენა ნიშნავდა სკვნილით ლოცვას, რომელსაც მუდამ ვასრულებ მისთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2022, 07:33 PM

"იღუმენია ევპრაქსიამ სკვნილი გამოუგზავნა ბერ იოსებს: მგონი ორმოცდაათიანი იყო.

- მამაო, მომეცი ეს სკვნილი, - ვთხოვე ბერ იოსებს.

- წაიღე.

ეს სკვნილი იმ ხატზე დავკიდე, რომელიც ბერმა იოსებმა მომცა. როცა სკვნილი კეთილსურნელებას გამოსცემდა, ვიცოდი, რომ საღამოს მადლიანი ლოცვა მექნებოდა, ხოლო როდესაც არ გამოსცემდა, არ მქონდა ლოცვა"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2022, 09:29 PM

"საკვირველმოქმედია სკვნილის ძალა!"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2022, 02:33 PM

"როცა შენი მოყვასისთვის, ნათესავისთვის სკვნილზე ლოცულობ, ეს არ იკარგება. რთულ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდება, ღმერთი მას შეეწევა. სკვნილზე ლოცვას ისეთი ძალა აქვს, არა მარტო შეწევნა, არამედ სულის ჯოჯოხეთიდან ამოყვანაც კი ძალუძს!"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2022, 07:01 PM

"ზამთარში, საღამო ხანს, ერთ სოფელში ღამის გასათევად ტყეზე გავლით მარტო მივდიოდი. იქამდე ორიოდე ვერსი დამრჩენოდა. უეცრად თავს დამესხა დიდი მგელი. ხელში ბერის შალის სკვნილი მეჭირა (ყოველთვის თან დამქონდა). მეც ეს სკვნილი მოვუქნიე მგელს. იცით, რა მოხდა?! - სკვნილი ხელიდან გამივარდა და როგორღაც მგელს პირდაპირ კისერზე შემოეხვია. მგელი გაიქცა და ეკლიან ბუჩქს გადაახტა, მაგრამ უკანა ფეხებით ბუჩქში გაიხლართა, ხოლო სკვნილით გამხმარ ხის ტოტს გამოედო. დაიწყო ფართხალი, მაგრამ თავის დაღწევას ვერ ახერხებდა, რადგან სკვნილი კისერზე უჭერდა. რწმენით გადავიწერე პირჯვარი და მგლის გასათავისუფლებლად გავემართე, უფრო მეტად კი იმიტომ, რომ ვფიქრობდი, თუ მგელი სკვნილს გაწყვეტდა და მასთან ერთად გაიქცეოდა, ჩემი ძვირფასი სკვნილი დაიკარგებოდა. ის იყო, მივუახლოვდი და სკვნილს ხელი წავავლე, რომ მგელმა, მართლაც, გაწყვიტა იგი და უგზო-უკვლოდ გაიქცა. ასე რომ, ღმერთს მადლობა შევწირე, ჩემი ნეტარი ბერი მოვიხსენიე და სოფლამდე მშვიდობით ჩავაღწიე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2023, 07:04 PM

"იესუს ლოცვის შეერთება სუნთქვასთან, როგორც ამას თქვენ აკეთებთ, შესაძლებელია. ერთ-ერთმა ძველმა მამამ თქვა: "სუნთქვა ფსკვნილის ნაცვლად"

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2023, 12:57 PM

"ერთხელ მასთან უგუნებოდ მყოფი მორჩილი მივიდა და უთხრა: "წარმოგიდგენია, სკვნილი დავკარგე. მაგრად მომხვდება, თუკი სკვნილის გარეშე დამინახავენ!" - და ტროფიმემ [ოპტინელი] დილისთვის ახალი სკვნილი დაუწნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2023, 04:32 PM

"ლოცვას რომ იწყებდა სკვნილზე, გარშემო ვეღარაფერს ამჩნევდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2023, 03:10 PM

"მამა ფერაპონტეს [ოპტინელი] გარდაცვალების შემდეგ მის სენაკში სკვნილებით სავსე ტომარა იპოვეს, რომლებიც გონიერი ლოცვის დროს დაეწნა. და ახლაც ოპტინაში ბევრი ლოცულობს ახალმოწამე ფერაპონტეს მიერ მოქსოვილი სკვნილით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2023, 05:20 PM

" - იესუს ლოცვას ვკითხულობ, მაგრამ ის ერთგვარად "მშრალია" და ჩემს უგრძნობელ გულზე ნაკლებად მოქმედებს. გამოდის,რომ მხოლოდ ფსკნილს ვმარცვლავ. როგორ მოვიქცე?

- ასეთ შემთხვევაში ზოგიერთები გვირჩევენ, ლოცვები ათეულებად დავყოთ. ათეულის წაკითხვის შემდეგ, შენს თავს უნდა ჰკითხო: "როგორ წავიკითხე, ყურადღებით თუ უყურადღებოდ? კეთილმოკრძალებით, თუ უკრძალველად, სინანულით, თუ უნანელად? და მყისვე სინანულს გამოვთქვამთ: "მომიტევე, უფალო, უგრძნობელს, უნანელს, გონებაგაფანტულს!"

შემდეგ მომდევნო ათეულზე გადახვალ. მოიგონე საკუთარი მუცლის მაამებლობა, ან დრტვინვა ვიღაცის მიმართ - ესეც სინანულია.

და თუმცა ასეთი ლოცვა არც ისე სუფთაა, მაგრამ სამაგიეროდ ცოცხალია - რომელსაც სინანულამდე და გამოსწორებამდე მივყავართ.

თუკი ადამიანი ამგვარ საქმიანობაში გულმოდგინედ იწვრთება, თანდათან გონების დაბნეულებისგან, ვნებების ტყვეობისა და ეშმაკის ცდუნებისგან განთავისუფლდება, ანუ ყოველივე იმისგან, რაც ჩვენს ლოცვას აბრკოლებს და არღვევს"

იქიოსი ამბობს, რომ მის თანამედროვე მონაზვნებს სიფხიზლე თითქმის დაკარგული ჰქონდათ (ერის ადამიანებზე რომ არაფერი ვთქვათ)"

/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2023, 05:35 PM

"გარკვეული ხნის შემდეგ მოძღვარმა დამიძახა, სკვნილი მომცა და მითხრა, რომ ყოველ საღამოს მეთქვა ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". მეტი არაფერი. არავითარი სწავლება, არავითარი ახსნა-განმარტება. სანამ სკვნილს მომცემდა, მითხრა:

- ყურადღებით იყავი! მეტანია გამიკეთე, ხელზე მემთხვიე და სკვნილზე რომ ჯვარია, იმასაც ემთხვიე, რათა დაგლოცო, რომ ღმერთი შეგეწიოს.

მე მაშინ ვისწავლე სკვნილზე ლოცვა"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2023, 07:55 PM

"ღვისმშობლის ცრემლებით" აწყობილი სკვნილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2023, 08:04 PM

"სკვნილი განუყრელი, საყვარელი მეგობარია, რომელსაც სული ესაუბრება. ესაა სულის ყელსაბამი, სჯულიდან მადლამდე - ლოცვითი კანონიდან განუწყვეტელ ლოცვამდე გადებული ხიდი.

სკვნილის ყოველი კვანძი სულიერ ყულაბაში ჩადებული პატიოსანი თვალია, საუკუნო ცხოვრებაში რომ გამოჩნდება; ესაა ოქრო, რომლითაც სული საზვერეებში თავის გამოსყიდვას შეძლებს. სკვნილის კვანძები ლოცვის ცრემლებია, მფარველი ანგელოზი რომ აღნუსხავს. სკვნილი ადამიანის იმედია, იმედი იმისა, რომ ღმერთია მასთან, თუნდაც ბედმა ქვეყნის დასალიერში გადააგდოს თოვლის ფანტელივით.

სკვნილი სიხარულის განცდაა იმის გამო, რომ უფლის სახელი ასე ახლოსაა სულთან - უფრო ახლოს, ვიდრე სუნთქვა, თვალისჩინი და გულისძგერა. სკვნილის კვანძებზე თითების მოძრაობა სულის საიდუმლო სიმებზე ხემის შეხებას წააგავს.

იესოს ლოცვა ყველა ლოცვის საფუძველია, ამიტომ სკვნილი არის წიგნთა წიგნი, ესაა გალობა, ამა სოფლის გზაზე რომ მიგვაცილებს"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2023, 01:53 PM

"მოგვიანებით დედა თამარი [მარჯანიშვილი] იხსენებდა: თეატრში ვიჯექი, ჯიბეში კი სკვნილს ვმარცვლავდი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2023, 08:50 PM

"[მონაზონ პელაგია ქსოვრელს] სკვნილზე ლოცვა აღარ შეეძლო, მაგრამ ხელებით ისე ლოცულობდა, თითქოს სკვნილი ეჭირა, კანონებს ვასრულებო, მეუბნებოდა. რომ ვკითხავდი, რა გაწუხებთ-მეთქი, არაფერიო. ძილშიც კი უღიმოდა სახე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2023, 02:47 PM

"[მონაზონი პელაგია ქსოვრელი] უკვე მოხუცებული და წელში მოხრილი, თითქოს თავისსავე სკვნილს ჰგავდა, თუ სკვნილი ჰგავდა მას!

ისეთი გაცრეცილი სკვნილი ეჭირა, მიხვდებოდი, ბევრს რომ ლოცულობდა. თუ გაიგებდა, ვინმეს ლოცვითი შეწევნა სჭირდებაო, აუცილებლად ილოცებდა მისთვის, თან დააყოლებდა, ამდენი და ამდენი "შემოვუტარეო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2024, 05:43 PM

"ეროვნული პრობლემების და ეკლესიაში არსებული სირთულეების დროს მამებს ურჩევდა [ღირსი პაისი ათონელი]: "კარგად შევეხოთ სკვნილს" - რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი უნდა ელოცათ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2024, 08:54 PM

"ერთხელ, [ღირს პაისი ათონელს] კონიცადან ამოსვლა დააგვიანდა, რადგან იქ მუსულმანებს უქადაგებდა. მწუხრი რომ არ გაეცდინა, მონასტრისკენ ამავალმა, ღამით, სკვნილით დაიწყო ლოცვა. ბოროტმა მოსტაცა სკვნილი. მამა პაისი დაჩოქილი დარჩა და განაგრძო ლოცვის წაკითხვა, "არ წავალ აქედან, თუ არ დამიბრუნებ სკვნილს" და ბოროტმა, ლოცვით დათრგუნულმა, დაუბრუნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2024, 01:03 PM

"კალივში ავდიოდი - გვიამბო მამა პაისმა [ათონელი] - ტვირთი მიმქონდა. გზაში ერთი ახალგაზრდა შემხვდა ტრიკალადან, უნდოდა დამხმარებოდა, მაგარმ ბოროტისგან იყო შეპყრობილი და დაბლა დავარდა. ჯვარი გადავსახე სკვნილით. მარჯვენა ხელში მწვდა და ისე მომიჭირა, კინაღამ მომამტვრია. მაშინ მარცხენა ხელში გადავიტანე სკვნილი და ვთქვი: "სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, გამოდი უწმინდურო სულო". ახალგაზრდა მაშინვე დამშვიდდა და პატიება მთხოვა". მამა პაისმა მონათხრობის ბოლოს თქვა: "სკვნილს დიდი ძალა ჰქონდაო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2024, 03:42 PM

"...ავიღე სკვნილი და ავედი მთაზე სალოცავად, რათა მიმეღო ღმერთის პასუხი..."

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2024, 09:04 PM

"ბატონი დ. იგონებს: "ერთხელ ვნახე მამა პაისი [ათონელი] სკვნილით ხელში. გავიფიქრე მე ჩემს სკვნილს მივცემ და თავისას ვთხოვ-მეთქი. სწორედ ამ ფიქრისას მომიბრუნდა და მითხრა:

"რასაც ფიქრობ არ მოხდება. ჩემი სამას სკვნილიანია, შენი კი - ასიანი". ამის შემდეგ სამასსკვნილიანი ვიყიდე და ვუთხარი: "მამაო, ვერ გამექცევი, ახლა გავცვალოთ".

- რომ იცოდე, რას მთხოვ, არ იზამდი ამას. დაე ასე იყოს, აიღე, კურთხეული იყოს - მიპასუხა - ნუ ჯიუტობ, რადგან გინდა, აიღე.

ეს სკვნილი მაქვს როგორც მცველი და მამა პაისის კურთხევა".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)