IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

28 გვერდი V « < 26 27 28  
Reply to this topicStart new topic
> მამა გაბრიელი
marine
პოსტი Jul 11 2018, 04:36 PM
პოსტი #541


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,758
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერებმა ჰკითხეს: - მამა გაბრიელ, თუ შეიძლება, მამათა მონასტერში ტელევიზორი გვქონდეს, ინფორმაცია რომ მოვისმინოთო.

მამა გაბრიელმა უპასუხა: - ორმოცი წელია ბერი ვარ და ის ვერ დავიმსახურე, სენაკში ტელევიზორი მქონდეს. აბა, თქვენ იცით, როგორ იზრუნებთ ამ საქმეზეო.

ამ საუბრის შემდეგ ბერებს საერთოდ გაუქრათ ტელევიზორის ქონის სურვილი."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 16 2018, 09:54 PM
პოსტი #542


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,758
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზონი პარასკევა ჰყვებოდა: სამთავროს მონასტრის დედები საყვედურობდნენ, - ისედაც რამდენს ვლოცულობთ, რამდენი ღვაწლი გვაქვს და რა მოხდებოდა, ორშაბათ დღეს მაინც არ ყოფილიყო ჩვენთვის მარხვაო.

საუბარს რომ მორჩნენ, მივიდა მათთან მამა გაბრიელი (ურგებაძე) და დაიწყო: "კაცო, ოთხშაბათი გამიგია, პარასკევი გამიგია, ეს ორშაბათი ვინ მოიგონა, ჩქარა გაახსნილეთო". ეს დღე სწორედ ორშაბათი იყო. ავდექით და გავახსნილეთ.

მოვიდა ოთხშაბათი, მონაზვნები ისევ ერთად ვართ. მოვიდა მამა გაბრიელი და თქვა: - მოყვასნო, პარასკევი ჯვარცმის დღეა და გასაგებია, ეს ოთხშაბათიც გასაგებია, მაგრამ ჩემი კურთხევით გაახსნილეთო.

როდესაც ხუთშაბათი დადგა, მაშინ კი დავემალეთ გაბრიელ ბერს - შეგვეშინდა, პარასკევიც არ გაეხსნილებინა. მისმა ლოცვა-კურთხევამ სინდისი გაგვიღვიძა. ამის შემდეგ ორშაბათსაც მტკიცედ ვიცავდით და მივხვდით, რომ მარხვა არ უნდა გაგვეტეხა."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2018, 09:51 PM
პოსტი #543


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,758
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლი წვავდა მამა გაბრიელს (ურგებაძე), ამიტომაც მას ყინვა და სიცივე ვერაფერს ვნებდა. მამა არჩილ მინდიაშვილი ჰყვება, რომ ბერი გაბრიელი 1981 წლის ნოემბერში გაიცნო და შემდეგ მისი სენაკის ხშირი სტუმარი გახდა: "სენაკად ვიტყვი, თორემ სინამდვილეში ერთი მომცრო გალიაკი იყო, ფიცრული, საქათმე უწინ. ზამთრობით არაერთხელ მინახავს მის სენაკში გაყინული წყალი და გამკვირვებია, როგორ უძლებდა ამ ფარღალალა ფიცრულში ასეთ სასტიკ ყინვებს. მოგვიანებით, როცა უკვე კოშკში იყო დავანებული, სადაც არანაკლები ყინვა ისადგურებდა ხოლმე, შეწუხებული მორჩილისთვის, დედა პარასკევასთვის, უთქვამს: - მე არც სიცივეს ვგრძნობ და არც სიცხესო. იესუს ლოცვა იყო მისთვის ყოველგვარი ნაკლულოვანების აღმავსებელი".

იგი საოცრად მკაცრი მმარხველი იყო. ოჯახის წევრები იხსენებენ: ხშირად თვეობით ჩაიკეტებოდა თავის კელიაში და საჭმელს არ იღებდა. იტყოდა: "ჩემი საქართველო საყვარელ საჭმელზე როგორ გავცვალო? ადრე თუ ერთი ჯამი ლობიო არ მყოფნიდა, ახლა, ღვთის შეწევნით, წელიწადში ერთი პური მყოფნისო". ამბობდა ხოლმე: "კარგ ბერს ერთი სეფისკვერი უნდა ეყოსო".


------


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 12 2018, 06:07 PM
პოსტი #544


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,758
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთი გოგონა, არქიმანდრიტ გაბრიელის სულიერი შვილი, ჰყვებოდა: ერთხელ ძალზე მომინდა ჩემი სულიერი მამის ნახვა. ვფიქრობდი, რა წავუღო-მეთქი. სამგზავრო 20 კაპიკიღა მქონდა. გადავწყვიტე, ერთი პური მეყიდა და ფეხით წავსულიყავი. ჩემი ნახვა გაუხარდა: - კერძი მოვამზადე და პური არ მქონდა. დაჯექი, ერთად ვისადილოთო. მერე კი მითხრა, კელიიდან გამოსვლა არ მინდოდა და ღმერთს ვთხოვე, პური გამოეგზავნაო."



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

28 გვერდი V « < 26 27 28
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th September 2018 - 06:43 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი