"უნდა ამაღლდეს ჩვენი აკადემიური დონე, ჩვენი ზნეობა", პატრიარქის აზრი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"უნდა ამაღლდეს ჩვენი აკადემიური დონე, ჩვენი ზნეობა", პატრიარქის აზრი |
Georg |
Oct 31 2006, 02:24 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
სიტყვა, წარმოთქმული თბილისის სასულიერო აკადემიაში რექტორის რანგში მისვლის პირველ დღეს (ფრაგმენტი)
5 მარტი, 2003 წელი . . . უნდა ამაღლდეს ჩვენი აკადემიური დონე, ჩვენი ზნეობა. . . . ჩვენი ეკლესია პოლიტიზირებული ძალა არ უნდა გახდეს, რადგან ეკლესია მოწოდებულია იმისათვის, რომ მთელ ერს ამთლიანებდეს. არა მარტო საქართველოს მკვიდრთ, არამედ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებსაც ამთლიანებდეს სამშობლოსთან. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის სულ ერთია, რა მოხდება პოლიტიკურ წრეებში, თუ რომელი მთავრობა და რომელი ხელისუფლება გვეყოლება. ეს გასაგებია. მაგრამ, ამავე დროს, ეკლესია არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. უნდა ვილოცოთ, რომ ჩვენს ეკლესიას და ჩვენს ქვეყანას მშვიდობიანი მომავალი ჰქონდეს. . . . განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ სტუდენტების ინტელექტუალურ ზრდას. ჩვენ უნდა გვქონდეს აქტიური ურთიერთობა ჩვენს უნივერსიტეტყებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან და არა მარტო მათთან, არამედ საშუალო სკოლებთანაც. მიმაჩნია, რომ სასულიერო სემინარია და აკადემია ეტალონი და მაგალითი უნდა იყოს არა მარტო საქართველოში არსებული სასულიერო სასწავლებლებისათვის, არამედ საერო სასწავლებლებისთვისაც. . . . -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
mr_morrison |
Oct 31 2006, 09:48 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 |
ნამდვილად, პირველ რიგში ალბათ სკოლებში უნდა დაიწყოს რეფორმები ამის თაობაზე, რელიგია ძაან პატარა პროგრამაა და ზუსტად მაშინ წყდება სწავლება როცა ყველაზე საჭიროა
-------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th May 2024 - 05:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი