თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება _ 17 მაისი 13 საათი სოდომისტების მსვლელობის დღე

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: May 6 2013, 08:38 PM

17 მაისს სოდომისტები მსვლელობით და პროპაგანდირებით ეცდებიან ჩაიარონ პარლამენტის შენობასთან

იქნებ ერთად აღვუდგეთ მათ ამ სიბინძურეს ერი და ბერი ერთად

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: May 6 2013, 08:51 PM

nk44
მანდ ვარ a075.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: May 6 2013, 09:54 PM

nk44
რამდენად საიმედო ინფორმაციიაა??

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 6 2013, 11:01 PM

toka@

ციტატა
რამდენად საიმედო ინფორმაციიაა??

ჩემ ძმებთან გადავამოწმებ ახლა...biggrin.gif
მესიჯი მივწერე...

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: May 6 2013, 11:15 PM

ციტატა(toka@ @ May 6 2013, 09:54 PM) *

nk44
რამდენად საიმედო ინფორმაციიაა??


ინფორმაცია მათივე გვერძე დევს http://identoba.com/17may/

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: May 7 2013, 12:18 AM

nk44
დაერხათ biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: May 7 2013, 12:32 AM

რავა, ჯვრები უნდა ურტყათ თავში თუ? (ბოდიშს ვიხდი, ცოტა არა კორექტული ნათქვამია).

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: May 7 2013, 12:42 AM

აკაკი
უკეთესი შესთავაზე ვინმეს...

პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: May 7 2013, 01:27 PM

რაც ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ და საკუთარ თავს (და გარემოცვას) მიხედავთ, ეს პრობლემაც უკეთ მოგვარდება.

არის ხალხი, რომლებსაც აქვთ ამაში ჩარევის ძალა-უფლება, მაგრამ საერო ახალგაზრდობას ამის ძალა არ აქვს (ფიზიკურ ძალას არ ვგულისხმობ).

თანაც ანტიპიარი საუკეთესო პიარია smile.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 7 2013, 08:13 PM

ႲႭႡႰႠႬ

თუ მეტი ღირებულების მქონე სიტყვების დაწერა არ შეგიძლია საერთოდ ნუღარ შემოხვალ ფორუმზე.

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: May 7 2013, 08:56 PM

ვინც რა უნდა თქვას და რა პრობლემაც არ უნდა შემექმნას... თუნდაც გამოსუწორებელი და ავადმყოფი მიწოდეთ... ქრისტიანობაში უვიცი და რაც გინდათ ის,მე ვიცი რო 9 აპრილს ამ ფერადი ხალხის გამო არ დახოცილან იქ,ამათთვის არ უყვირია იქ კოსტავას და ზვიადს.. და საერთოდ ძალიან ამომივიდა ყელში... შემეხმიანეთ...

პოსტის ავტორი: ႲႭႡႰႠႬ თარიღი: May 7 2013, 11:54 PM

toka@

მეგობარო, ზვიადი იმასაც ყვიროდა გავყაროთ საქართველოდან არაქართველებიო და მაშინ დავერიოთ ავლაბარში სომხებს და ისანში აჯერბაიჯანელებს და ვცემოთ. თუ მაინც და მაინც მაგათაც აქცია უნდა მოაწყონ? რა უფლება გაქვს შენ რომ ქუჩაში ადამიანს უკრძალავ ჩაატაროს მშვიდობიანი აქცია, ვინც არ უნდა იყოს ის? არც იმისთვის უყვირია შარტავას რომ ბაღებში იზასაონ, რატომ ამის წინააღმდეგ არ გამოდიხარ სახალხოდ? ანდაც ქუჩაში ფურთხება და გინება ნაკლები უზნეობაა? მიდი და თუ მაგარი ხარ ცემე ვინმე ქუჩაში გადაფურთხების გამო! ქუჩა საზოგადოა და ლოგინში ვინ რას იზავს ყველას პირადი საქმეა. აქ ჰომოსექსუალიზმის გაპრავებაში არაა მხოლოდ საქმე. ზოგადად ძალიან სიბნელეშია ხალხი და არ იციან რა უნდა გააკრიტიკონ. და ის მიზეზი, რომ შენს მომავალზე ზრუნავ და ბავშვები შეხედავენ ამ უზნეობას და ა.შ. არ გინდა რა. სიაფანდობაა ეგ ყველაფერი.

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: May 8 2013, 12:07 AM

ႲႭႡႰႠႬ
სიაფანდი შეიძლება შენ ხარ, გადაფურთხებასა და მამათმავლობას შორის განსხვავებას თუ ვერ ხედავ,ბაღებში გოგოსა და ბიჭს შორის კოცნასა და გოგოსა და გოგოს შორის კოცნის განსხვავებას თუ ვერ ხედავ კარგად ყოფილა შენი საქმე.. სულ აღმართზე გივლია აი... მეორეც ზვიადი და კოსტავას ყვრილი სხვა რამის გამო ვთქვი,ისინი საქართველოს მნიშვნელოვანი წარსული იყვნენ და მათ დიდ პატივს ვცემ,იქ სადაც ეს ადამიანები იდგნენ ა რმსიამოვნებს პიდარასტებმა იყვირონ... თუნდაც ჩუმად იდგნენ... სადაც უნდათ,რაც უნდათ ის აკეთონ.. ერთმანეთს დაუწვნენ კი არა ტუ უნდათ გადაეკერნონ ერთმანეთს.. ოღონდ ქუჩაში,რუსთაველზე,ქაშვეთის წინ და ჩემს წინ არ გააკეთონ ეს.. მათი უფლებები იქ მთავრდება სადაც სხვების იწყება..

პოსტის ავტორი: ႲႭႡႰႠႬ თარიღი: May 8 2013, 12:24 AM

მაშინ შეიკრიბეთ და ცემეთ ყველა ცოდვილი ვინც იმ წმინდა მიწას ფეხს გააკარებს. შეგიძლია აღარ მომწერო, მე მოვრჩი ამ თემაში. მშვიდობიანი ღამე გქონოდეს smile.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: May 8 2013, 01:19 AM

ყველანი ცოდვილები ვართ... ცემის მომხრე არ ვარ მაგრამ არც წინააღმდეგი... ცოდვებს თავისი სიმძიმე აქვს.. smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 8 2013, 12:37 PM

შეწინააღმდეგება მარტო ცემაა?

დამიფაროს ღმერთმა , რომ ავადმყოფ ჰომოსექსუალს ხელი დავარტყა .

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: May 8 2013, 12:53 PM

A.V.M
ამ ხალხს ცემა გონია მარტო შეწინააღმდეგება.. მაგრამ თუ საჭირო გახდება არც მაგაზე დავიხევ უკან...

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: May 8 2013, 08:53 PM

აკაკი
ႲႭႡႰႠႬ
რატომ ცდილობთ აგრესორის იარლიყი მიაკრათ იმ ხალხს ვინც ეწინააღმდეგება სოდომისტურ გარემოში ცხოვრებას და არ სურს რომ ხდებოდეს ამ სიბილწის პროპაგანდირება??

ვინმეს მაგათი ცემა რომ უნდოდეს ყოველ საღამოს შეიძლება მაგის გაკეთება,


უკანალი თუ სასქესო ორგანო არ გვგონია ესეიგი ფაშისტები ვართ??

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: May 8 2013, 08:57 PM

nk44

ცნობისთვის, არ მიყვარს არავიზე რაიმე "იარლიყის მიკრობა", ხუმრობანარევი სიმართლე დავწერე. რადგან, მახსოვს შეხლა-შემოხლები, გართულებები.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 8 2013, 09:00 PM

nk44
აკაკის პოსტებს გადახედე ...

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: May 8 2013, 09:00 PM

ციტატა(აკაკი @ May 8 2013, 08:57 PM) *

nk44

ცნობისთვის, არ მიყვარს არავიზე რაიმე "იარლიყის მიკრობა", ხუმრობანარევი სიმართლე დავწერე. რადგან, მახსოვს შეხლა-შემოხლები, გართულებები.


შეხლა-შემოხლა არავის სურვილი არ არის, საერთოდ სიწყნარეს და სიმშვიდეს რა ჯობია მაგრამ რას იზავ ყოველთვის არ ხდება ეგრე

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: May 8 2013, 09:03 PM

nk44
რაღაც-რაღაცებზე თვალის დახუჭვა არ მიგულისხმია.

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: May 8 2013, 09:10 PM

ციტატა(აკაკი @ May 8 2013, 09:03 PM) *

nk44
რაღაც-რაღაცებზე თვალის დახუჭვა არ მიგულისხმია.


აი შენ რატომ ეწინააღმდეგები იმას რომ წინ აღვუდგეთ ამ სიბილწეს??

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 8 2013, 09:22 PM

პარლამენტის გვერდით, სხვათაშორის სკოლაა smile.gif

მე არ ვისურვებდი ჰომოსექსუალებს სკოლის გვერდით ჩაევლოთ. წავიდნენ სადმე სხვაგან "იქეიფონ", რაღა მაინცდამაინც ბავშვების თვალწინ?

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: May 8 2013, 09:29 PM

ციტატა(ქევანა @ May 8 2013, 09:22 PM) *

პარლამენტის გვერდით, სხვათაშორის სკოლაა smile.gif

მე არ ვისურვებდი ჰომოსექსუალებს სკოლის გვერდით ჩაევლოთ. წავიდნენ სადმე სხვაგან "იქეიფონ", რაღა მაინცდამაინც ბავშვების თვალწინ?


იმიტომ რომ მათი უმთავრესი სამიზნე არის ახალგაზრდები, როგორმე მოხდეს და მომავალი თაობები სურთ რომ ჩაითრიონ ამ სიბილწეში

მე კი ვერასდროს ვერ მოვითმენ რომ ჩემი შვილი ყოს ვიღაც უზნეოს სამიზნე
ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებ სიკვდილამდე ვისაც უნდა ფანატიოსი მეძახის და ვისაც უნდა ბნელი

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: May 8 2013, 10:31 PM

nk44
ბაზარი არა.. მეც მაგას ვამბობ...

პოსტის ავტორი: ႲႭႡႰႠႬ თარიღი: May 8 2013, 10:56 PM

nk44
toka@

თქვენ თუგგონიათ რომ ჰომოსექსუალები ჩათრევით ხდებიან ძალიან ცდებით. ბუნებრივად იბადებიან ისინი ისეთებად

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 9 2013, 12:21 AM

ႲႭႡႰႠႬ

ციტატა


თქვენ თუგგონიათ რომ ჰომოსექსუალები ჩათრევით ხდებიან ძალიან ცდებით. ბუნებრივად იბადებიან ისინი ისეთებად

რას აღარ მოიგონებ .biggrin.gif
პროცენტული დიგრამა გინახავს?
რამდენი იბადება ეგეთად და რამდენი ცხოვრებაში ხდება ავადმყოფი?

პოსტის ავტორი: tedo881 თარიღი: May 9 2013, 01:52 PM

კი მაგრამ 17 მაისს ყოველ წელს უნდა გვიმართონ პარადები?? ეგრე 11 თებერვალის ავადმყოფების საერთაშორისო დღეა და ვინც კი ავადაა მსვლელობა უნდა მოაწყოს ? 4 აპრილს კი პიანინოს ამწყობების საერთაშორისო დღეა, ეხლა პიანინოს ამწყობები უნდა გამოვიდნენ და საკუთარი უფლებები მოითხოვონ თუ რა ?? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ეს ხუმრობით
ეგენი ვითომ გამოდიან ე.წ. ''ჰომოფობიის'' წინააღმდეგ, მაგრამ ასეთი გამოსვლებით პირიქით უფრო ამძაფრებენ.
ეჰ , ნეტა კიდე რამდენი ხანი უნდა გვიშალონ ნერვები ამ ტვინგადაბრუნებულებმა biggrin.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: May 9 2013, 02:01 PM

ႲႭႡႰႠႬ
ჰაი მეე მართლაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

tedo881
მოდი მერე შე კაცო 17 ში... ცდა ბედის მონახევრეაო თუ როგორცაა.. ნუ მთლად სოდომდა და გომორას ვერ შემოგთავაზებ მაგრამ რამე ვქნათ რა.. biggrin.gif

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: May 9 2013, 07:48 PM

ეგ გამოსვლა პრობლემას არ მოაგვარებს არანაირად და პირიქით, მეტ ყურადღებას მიიქცევს... თან დარწმუნებული ვარ ჩხუბი ატყდება იქ, მერე ტელევიზია მოვა... გასაგებია არ გინდათ ჰომოსექსუალიზმის გავრცელება და ეგ არავის უნდა მგონი აქ, მაგრამ თქვენი იქ წასვლით იმათ წისქვილზე ასხამთ წყალს ჩემი აზრით... მაგას ჯობია მოვიფიქროთ რანაირად შეიძლება ვებრძოლოთ ჰომოსექსუალიზმის გავრცელებას.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 9 2013, 08:44 PM

ႲႭႡႰႠႬ
ჩათრევითაც ხდება smile.gif

ჩემი თვალით მაქვს წაკითხული სწორედ მაგ ფორუმ.გე-დან ერთი ბისექსუალი როგორ ეუბნებოდა ჰეტეროს: "რომ იცოდე რამდენს კარგავ ჰომოსექსუალი რომ არ ხარო" და კიდევ ასეთებიც იყო: "სანამ დაიწუნებ, ჯერ გასინჯე".

აბა რა არის ეს, თუ არ ჩათრევის მცდელობა? rolleyes.gif


კიდევ არის უამრავი შემთხვევა, როცა ჰომოსექსუალები ღიად და აგრესიულად მოქმედებენ ჰეტეროებზე სექსუალური კონტაქტის დამყარების მიზნით : )

ნუ ახლა, მე ჰომოსექსუალებს თავში არ ვურტყავ ჯვრებს, მაგრამ ძალადობა, შეურაცხყოფა ნებისმიერი სახით, იქნება ეს ჰეტეროს თუ ჰომოსექსუალის მხრიდან, მძულს!


არავის მივცემ უფლებას ჩემზე ზეწოლა მოახდინოს, ჩემი თანხმობის გარეშე!

ხოდა, ბავშვები კიდე, მოგეხსენება, ძალიან სუსტები არიან ფსიქიკურად, ნებისყოფის ძალითაც არ გამოირჩევიან. განსაკუთრებით მოზარდების ამბავი უნდა იცოდე, როცა საკუთარ ადგილს ვერ პოულობენ, ჩამოყალიბების პროცესში არიან, ხოდა ასეთ დროს ძალიან ადვილია მათი ტვინის მოღრეცა...

გგონია, მართლმადიდებლები არიან "ბნელები?? არა, გენაცვალე, ათეისტებიც კარგი ფანატიკოსი, აგრესიული და ბნელები ხართ : )

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: May 9 2013, 10:33 PM

ციტატა(ႲႭႡႰႠႬ @ May 8 2013, 10:56 PM) *

nk44
toka@

თქვენ თუგგონიათ რომ ჰომოსექსუალები ჩათრევით ხდებიან ძალიან ცდებით. ბუნებრივად იბადებიან ისინი ისეთებად


შენ ლოგიკას რომ მივყვეთ გამოგყავს რომ ღმერთი წინასწარ წირავს ადამიანს დასაღუპად

ასე რომ ეს სიცრუე დაივიწყე

tedo881
თუკი ნელთბილობას გამოვიჩენთ აუცილებლად იქნება ჯერ მხოლოდ 17 მაის შემდგომში კი ყოველ ზაფხულს თან არა მარტო თბილისში

MIRDAT
არაფრით არ უშლის ხელს ერთამანეთს კონკრეტულ ადგილზე წინააღმდეგობის გაწევა და ასევე იმის მოფიქრება თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადიდგას რომ ეს სიბინძურე არ გახდეს ჩვეულებრივი ქცევა, ისევე როგორც აბორტი და ზოგადად ნებისმიერი ცოდვა.

რაც ყველაზე მთავარია ცოდვას არ უნდა შევეჩვიოთ და არ უნდა გახდეს ეს ჩვეულებრივი ქმედება თორე ყველა ცოდვილები ვართ უბრალოდ ვიცით რომ ვასავებთ, ესენი კი გვიკიჟინებენ რომ სოდმისტობა არაა ცოდვა



პოსტის ავტორი: ႲႭႡႰႠႬ თარიღი: May 9 2013, 11:22 PM

ქევანა

ციტატა
ჩემი თვალით მაქვს წაკითხული სწორედ მაგ ფორუმ.გე-დან ერთი ბისექსუალი როგორ ეუბნებოდა ჰეტეროს:


ეს "სწორედ მაგ" რა შუაში იყო? ფორუმ.გეზე სულ არ ვარ და არ ვიცი იქ ვინ რას პოსტავს.

ციტატა
თეისტებიც კარგი ფანატიკოსი, აგრესიული და ბნელები ხართ : )


ესე იგი ათეისტი ვარ რადგან ჰომოსექსუალს არ ვცემ. გასაგებია.

nk44
ციტატა
შენ ლოგიკას რომ მივყვეთ გამოგყავს რომ ღმერთი წინასწარ წირავს ადამიანს დასაღუპად


როცა ბავშვი იბადება საშინელი ბუნებრივი ნაკლით ან ავადმყოფობით ამაზე რას იტყვი? როგორც ჩანს წინასწარ განწირული ყოფილა ისიც ღმერთისგან, შენივე ლოგიკით.

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: May 10 2013, 09:44 AM

ႲႭႡႰႠႬ

ციტატა
როცა ბავშვი იბადება საშინელი ბუნებრივი ნაკლით ან ავადმყოფობით ამაზე რას იტყვი?

სახარებისეული სიტყვებით დავიწყებდი მაგის განმარტებას რაც თქვი,მაგრამ შეიძლება აზრი არ ქონდეს.. მოკლედ გეტყვი რომ ეგ ბავშვისთვის წყალობაა.. რადგან ცხოვრება ამა სოფლად კი არ უნდა ვეძიოთ.. არამედ...

ეგ გარყვნილება კიდევ ღვთისგან არაა.. არცერთი ცოდვა ღვთისგან ა რმოდის... ღმერთი ყოვლად აღუვსებელი სიკეთე და სიყვარულია... ძალიან სულელურ შეფასებას აკეთებ,მეტი რო არ შეიძლება ისეთს..


პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: May 10 2013, 11:07 AM

toka@
მართალი თქვი რაც თქვი, მაგრამ ყოველთვის მასე არაა, ზოგი ადამიანი იბადება ჰომოსექსულად და ისინი ღმერთმა გაწირა ანუ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 10 2013, 11:47 AM

MIRDAT

ციტატა
ზოგი ადამიანი იბადება ჰომოსექსულად და ისინი ღმერთმა გაწირა ანუ?

ზოგი ადამიანი მართლა იბადება და ეს სხვა თემაა .
თუმცა ,,ღმერთმა გაწირა'' ეს ტერმინი საერთოდ ამოსაღებია ხმარებიდან .

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 10 2013, 01:40 PM

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/30922-qar-gvinda-qqalachuna-bitcebisq-fleshmobiq-protesti-homofobiasthan-brdzolis-dghes-dagegmil-aqcias.html

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 10 2013, 01:45 PM

ფული შემოაკლდათ ეტყობა და ახალი გრანტი სჭირდებათ, როგორც დევნილებს და დაჩაგრულებს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 10 2013, 04:08 PM

ცისფერი რომ არსებობს ეგ კი არაა ტრაგედია , ლესბოსელი რომ არსებობს ეგ კი არაა ტრაგედია . ეგენი ყოველთვის არსებობდნენ და მუდამ იარსებებენ .
პრობლემა ისაა ცოდვას რომ ცოდვა აღარ ქვია , დანაშაულს რომ დანაშაული არ ქვია . ესაა პრობლემა .

ნიეს დროს წარღვნა არ მომხდარა იმიტომ რომ კაენის გარყვნილი ცივილიზაცია არსებობდა . წარღვნა მოხდა იმიტომ , რომ სეითის ცივილიზაციის წარმომადგენლებმა, ვერ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობანი .

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: May 10 2013, 04:22 PM

A.V.M
ხოდა ზუსტად მაგიტომ არ მინდა გურამ რო ჩუმად იყოს ხალხი... "გაანებე თავი,ცოდოები არიან.. თავიანთი გასჭირვებიათ,შენ ვინ გეკითხება? დაეტიე რა.. შარი გინდა?? " და კიდე მრავალი რეპლიკები რომ მესმის გარშემო ეგ მაწუხებს მე...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 10 2013, 04:32 PM

toka@
მე და შენ მივდივართ ხომ? ხოდა მორჩა .
მეც გამიგია ბევრჯერ ეგეთი გამოთქმები , ხოდა (დეისას პასუხს+ჩემი პასუხი ) ვცემ ხოლმე : ლგტბ-ს ,,უფლებათა დაცვაზე'' რომ მელაპარაკები ახლა გოგონი , როდის მელაპარაკე გითხრა?
როდის და შენი ქმარი ... შენ კიდე ... , გოგო რომ ცოლს მოგიყვანს სახლში და თეფშს გაატეხინებ კარებთან , ბიჭი რომ გაგითხოვდება და მაყარში წახვალ , ძმა რომ ცხოველზე დაქორწინდება , შენი დაიკო კიდევ ხელოვნური ... -ით ირბენს .
აი ამის მერე დამელაპარაკე თავისუფლებაზე და მორალზე .

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: May 10 2013, 05:13 PM

ცხადია, ეკლესიისთვის ჰომოსექუალობა ისეთივე მიუღებელია, "ისეთივე" ცოდვაა, როგორც სიძვა, მრუშობა და სხვ. მაგრამ, როგორც თქვეს, რატომღაც, ჩვენი ეკლესია უფრო ჰომოსექსუალობას ებრძვის და ხმას არ იღებს იმის თაობაზე, რაც ხდება ქალაქის ქუჩებში (იგულისხმება პროსტიტუცია). სიმართლე რომ ითქვას, კი საუბრობენ მოძღვრები ამის შესახებ, მაგრამ ნამდვილად არ აქვს ისეთი აქტიური სახე, როგორც ჰომოსექსუალობასთან ბრძოლას. მაგრამ აქ ერთი ფაქტორია, ალბათ გახსოვთ, ადრე (უმეცარ ბავშვობაში) ვიცოდით, "ჰაერი ყველასიაო" და ვაღიზიანებდით ერთმანეთს. მემგონი, სწორედ, ამას ემსგავსება ჰომოსექსუალების პარადები, თუა პარადები საერთოდ. შესაძლოა იყოს მშვიდობიანი აქცია, ჰომოფობიის წინააღმდეგ (რაც მართალია, რომ საზოგადოების გარგკვეულ ნაწილს ახასიათებს, მაგრამ მათი პოზიცია არ უნდა იყოს განზოგადებული). რაც შეეხება ეკლესიას, აუცილებლად, აქტიურად უნდა ქადაგებდეს ყოველგვარ უზნეობაზე, ყურადღება მახვილდებოდეს არამარტო ჰომოსექსუალობაზე, არამედ სიძვაზე, მრუშობაზე, რადგან ეს უკანასკნელნი უფრო პრობლემაა ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ჰომოსექსუალებმა შუა ქუჩაში გამოიტანონ თავიანთი ცხოვრების წესი და საჯაროდ გამოფინონ. იესევე, როგორც არ იქნება სასიამოვნო ჩვენ გავიდეთ და "წარა-მარა" პირჯვრის გამოსახვით, მეეტანიებით, კმევით, ხატებით შემოვიაროთ ქუჩები, საცხოვრებელ კორპუსებს, დაწესებულებებს ჯვარი გადავსახოთ და მივაძახოთ: :ეი, ურწმუნოებო, გონს მოეგეთ, თორემ..." და მისთ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 10 2013, 07:38 PM

რაღაცას დავწერ და იმედია ხვალამდე მოვრჩები ...
ხოდა დავდებ ...biggrin.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: May 10 2013, 08:42 PM

A.V.M
მე შენ სანდრო და კიდე ერთი გიჟი ძმაკაცი მომყვება biggrin.gif biggrin.gif დეისა რა კაცია biggrin.gif:D

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: May 10 2013, 11:01 PM

ႲႭႡႰႠႬ

ციტატა
როცა ბავშვი იბადება საშინელი ბუნებრივი ნაკლით ან ავადმყოფობით ამაზე რას იტყვი? როგორც ჩანს წინასწარ განწირული ყოფილა ისიც ღმერთისგან, შენივე ლოგიკით.


მოკლედ გეტყვი და იედია შენვე მიხვდები

ღმერთი არ განსჯის ადამიანს საკუთარი ფიზიკური მონაცემებით, ადამიანი განისჯება მისი სულიერი მდგომარეობით, ჰომოსექსუალიზმი კი არის სულიერი პრობლემა და ამიტომაც მოიხსენიება როგორც ცდოვა


არ იბადება არავინ ჰომოსექსუალი ეს მკრეხელობაა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 12 2013, 02:31 AM

ესეც დაპირებული სტატია კარგი იქნება ბლოგიდან თუ გაზიარდება ვთქვათ ფბ.ზე

შესავალი
ინტერნეტ სივრცე აჭრელებულია 17 მაისს დაგეგმილი აქციის შესახებ ინფორმაციით . აგერ ბატონო , იუსტიციის მინისტრმაც უბრძანა შესაბამის ორგანოებს რომ მომიტინგეთა უსაფრთხოება უზრუნველყონ . აბა რა , სრულფასოვნად დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და პიდარასტების უფლებების დაცვაღა გვაკლია , რომ რასმუსენი გამოიქცეს ბრიუსელიდან და ნატოს კარების გასაღები ჩაგვახუტოს ,, ლიბერალ - დემოკრატიულად ‘’ მფეთქავ გულში .
ეს ნატო დაგვიცდის ბატონო ჩემო , უჩვენოდ არაფერი მოხდება იქ , იმდენად ,,სტრატეგიული პარტნიორები ‘’ ვართ და მოდით ოდნავ სხვა კუთხით შევხედოთ შექმნილ ვითარებას , გავაანალიზოთ იგი და ბიბლია გადავფურცლოთ . ( ეგებ რა წერია შიგნით . ზოგადი წარმოდგენა ხომ მაინც უნდა გვქონდეს )

ადამის ანდერძი


გავიხსენოთ ადამის ანდერძი , რომელიც მან დაუტოვა სეითის შთამომავლობას , იგი ასე ჟღერდა შემდეგნაირად - ქვემოთ ნუ ჩახვალთ , კაენის ცივილიზაციას ნუ შეეხებით .
მოდით ყველამ ერთად ვნახოთ თუ რას წარმოადგენდა კაენის ცივილიზაცია . კაენი - ენოქი - ყირადი - მეხუაელი - მეთუშაელი - ლამექი . ახლა ლამექის შვილებს შევხედოთ : იაბალი - მეჯოგე , მეცხვარე . (მან ამ ყოველივეს გამოყენებითი სახე მისცა . ) , იუბალი - მესტვირეთა და მეჩანგურეთა მამა , თუბალ - კაენი - რკინისა და რვალის მოპოვებისა და გადამუშავების ჩამომყალიბებელი , ნოყემა - (სილამაზე ) - სავარაუდოდ ამ ქალბატონმა დაარსა პირველი სამეძაო სახლი . ბოდიში მომითხოვია და იგივე ,, ბორდელი . ‘’
ამ მოკლე აღწერილობიდანაც ირკვევა , რომ ლამექის ცივილიზაცია ძლიერია მატერიალურად , ინტელექტუალურად , კულტურულად და.ა.შ მაგრამ მაინც ,, ლამექია . ‘’ (ეს ტერმინი ნიშნავს სუსტს ) რატომ ? რითია სუსტი ? რითი და შინაგანადაა სუსტი . ადგილი სადაც გარყვნილება მიღებული ნორმაა , სადაც გარყვნილება გარყვნილება აღარაა აუცილებლად ,, ლამექია ,’’აუცილებლად სუსტია . კი ბატონო , იყოს ეს ცივილიზაცია , არავინ უშლის , მაგრამ სეითის ცივილიზაცია არ უნდა აერიოს მასში , არ უნდა გაიზიაროს მისი ცხოვრების წესი , სიბილწე კანონად არ უნდა გაიხადოს და გარყვნილება მიღებულ ნორმად . აი რას წარმოადგენს ადამიან ანდერძი .
თუმცა , ნელ - ნელა კლებულობს ადამიან ანდერძის შემსრულებელთა რიცხვი და იწყება ზემოთნახსენები ნაყომის ცივილიზაციის შერწყმა , ყირადის მოდგმასთან . .საინტერესოა თუ რა ამოყირავდა ? რა და ღირებულებები , ფასეულობები . ამოყირავდა ადამის ანდერძი და მისი მართებული სახით შემსრულებლები დარჩნენ მხოლოდ ნოე (ტერმინი ნიშნავს ნუგეშს ) და მისი ოჯახი . სეითის ცივილიზაციამ ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა , დაიწყო დაყირავების პროცესი , რის შემდეგაც დადგა ,, ნოეს დღეები . ‘’ ვნახოთ თუ რას წარმოადგენ ეს ტერმინი .

ნოეს დღეები

რას წარმოადგენსდა დღეებს , როდესაც გარყვნილება გარყვნილება აღარაა , როდესაც რწმენა ქრება , როდესაც ღირებულებები უფასურდება , ფასეულობანი ქრება , კულტურის მაგივრად ფსევდოკულტურა გვრჩება ხელში , როდესაც ჭეშმარიტების ქადაგება სისულელედ და ჩამორჩენილობად აღიქმება . (ნოე ქადაგებდა და არავინ უსმენდა სერიოზულად ) როდესაც უბიწოება სამარცხვინოა , მაშინ დგება ნოეს დღეები და ასევე იქნება ბოლო ჟამსაც , როგორც ამას თვით უფალი გვასწავლის . სხვისი არ ვიცი , მაგრამ მე კი მინდა რომ ნოეს დღეები მაქსიმალურად დიდი ხნის შემდეგ დადგეს (თუ უკვე დამდგარი არაა ) და არაფერს დავიშურებ ამისთვის . გაგახსენებთ თუ რა მოყვა ნოეს დღეებს . რა და საშინელი წარღვნა , რომელსაც გადაურჩა მხოლოდ ნოე და მისი ოჯახი .

სოდომი და გომორი


ახლა , ბიბლიის შემდეგი ეპიზოდი გავიხსენოთ . ვნახოთ თუ რა ხდებოდა სოდომსა და გომორში . დავიწყოთ იმით , რომ სოდომი იყო ეკონომიურად ძლიერი , უხვსემოსავლიანი , ინტელექტუალურად დაწინაურებული და.ა.შ მოკლედ რომ ვთქვათ მაღალგანვითარებული ქალაქი . საკმაოდ მნიშვნელოვანია ისიც , რომ მასში არ ცხოვრობდა ათეისტი . სხვა საკითხია თუ რამდენად მართებუილი იყო მათი რწმენა , მაგრამ ყველას ,,სწამდა ღმრთისა . ‘’ ქალაქში არ ცხოვრობდა ღარიბი ადამიანი , რადგან იგი განწირული იყო სიკვდილისთვის . საინტერესოა ისიც , რომ როდესაც სოდომელი ფულს ასესხებდა ხოლმე ვინმეს , იგი ამ თანხას აუცილებლად ნიშნავდა , რადგან შემდეგ უკან ამოეღო .
ამ მცირე მასალიდანაც თვალსაჩინოა , თუ რაოდენ მაღალგანვითარებული იყო ეს ქალაქი . თუმცა რაღაც არ გვითქვამს , რაც ყველაზე მთავარია - იქ გარყვნილება გარყვნილება არ ყოფილა . პირიქით , მისაღებ საქმიანობად ითვლებოდა . უფრო მეტიც , აი რას ვკითხულობთ წმ.წერილში : ,, ქალაქის მცხოვრები სოდომელები გარსემოერტყენ სახლს , ჭაბუკიდან მოხუცამდე მთელი ხალხი ერთად . და დაუძახეს ლოტს , და უთხრეს მას : ,,სად არიან კაცები , რომელნის შენთან მოვიდნენ ღამით ? გამოიყვანე ისინი ჩვენთან , რომ შევიცნოთ ისინი .‘’ (დაბ . 19.4-5)
დამეთანხმებით საინტერესოა . ეს ახალგაზრდები კარგი ბატონო , ჯანდაბას , ძალა და ვნება ერჩით და უნდათ ,, საკუთარი თავისუფალი ნება , სქესობრივი ლტოლვის დაკმაყოფილებაში გამოხატონ , ‘’ მაგრამ ამ უკბილო ბებრებს რაღა უნდათ ? რა თქმა უნდა ,, გარყვნილება არაფერ შუაშია , ‘’ მათ სურთ კიდევ ერთხელ შეამოწმონ მომავალი თაობა , გაიგონ რამდენად ,, ღირსეული შემცვლელნი ‘’ არიან , თუ რაიმე ნაკლი აქვთ სქესობრივ ურთიერთობაში , თუკი ვერ ავლენენ საკუთარ შინაგან ენერგიას სრულფასოვნად , თუკი რაიმესი ერიდებათ , თუკი რომელიმე ,, პოზა ‘’ არ იციან და.ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ გარყვნილება და უზნეობა არაფერ შუაშია , როგორ გეკადრებათ პატივცემულო , ისინი ერთგვარ ,, პედაგოგიურ მუშაობას ეწევიან ‘’ , ხომ გაგიგიათ : ,, ის ურჩევნია მამულსა , რომ შვილი ჯობდეს მამასაო . ‘’
ჩვენს მომიტინგეებსაც ალბათ ასე უნდათ , რომ აზიარონ თანამედროვე ცხოვრების წესს , თავისუფალი ნების გამოვლენას და სხვა ,, თანამედროვე ღირებულებებს ‘’ , პირველი გიმნაზიისა თუ სხვა სკოლის მოსწავლეები . რომელ გარყვნილებაზე მელაპარაკებით ? ისინი ეწევიან პედაგოგიურ მოღვაწეობას , უხსნიან გზას დაჩაგრულ და შეზღუდულ ახალგაზრდებს , რომ საკუთარი შინაგანი , თავისუფალი ნება გამოხატონ და რეალიზება გაუკეთონ . აბა რა , განა სწორედ მათ არ ,, მოუწოდებდა ‘’ და სწორედ ასეთ ქმედებაზე დიდი ბარათაშვილი ? :
,, რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა , სიძნელე გზისა გაუადვილდეს . ‘’
სკოლის მოსწავლეზე ,, უფრო მეტად მოძმე ‘’ კი ვინ უდა იყოს ? არავინ . კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი . გავიხსენოთ ლოტის ასულები . მათ თვით სოდომშიც კი შეინარჩუნეს ქალწულობა . ე.ი. არ ყოფილა მიუღწეველი ეს ყოველივე . თურმე შეიძლება უბიწოების შენახვა , ეს იქ , თვით სოდომშიც კი . სამწუხაროდ დღეს მთელი პროპაგანდა ,, ეძღვნება ‘’ იმას , რომ უბიწოება აღიქმებოდეს ჩამორჩენილობად , სირცხვილად და რაც ყველაზე მთავარია - შეუძლებელ მდგომარეობად . თუ მაინცდამაინც ვინმე ,, ჩამორჩენილს’’ აქვს გართულება ამ ყოველივეზე , არც ეს უშლის ხელს ,, გულაობაში . ‘’ ,,იგულავე და ამოიკემსე ’’ , მარტივი ფორმულირება მკვიდრდება ჩვენში .
Bბალაამ მოგვისა და ბალაკ მეფის შესახებ
Kკიდევ ერთი ბიბლიურ ფაქტს შევეხებით თქვენი ნებართვით და მოგითხრობთ ბალაამისა და ბალაკის შესახებ . მეფე ბალაკი ისრაელ ხალხში ხედავს მეტოქეს და ცდილობს ამ ერის მოსპობას . სხვადასხვა გზა სცადა მან დაყ ველა ამაო გამოდგა . ბოლოს, ბალაამ მოგვი , ბალაკ მეფეს სთავაზობს საკუთარი მიზნის აღსრულების ყველაზე ეფექტურ გზას - ღმერთს უნდა ჩამოაშოროს ისრაელი . მეფე მიიღებს მოგვის რჩევას და შედეგად გვრჩება რა . რა და ის , რომ : ,, მიეტმასნა ისრაელი ბაალ ფეღორს . ‘’ (რიცხვ.25.3) რისი შემადგენელი ნაწილიც აუცილებლად უნდა იყოს ის , რომ : ,, დაიწყო ხალხმა (ისრაელმა) მრუშობა მოაბელ ასულებთGან . ‘’(რიცხვ . 25.2) და როგორ განვითარდა სიტუაციამცირე ხანში ? როგორ და ვინც ბაალფეგორთან ნამყოფი არ იყო , (ანუ ამ კერპთან არ უმრუშია ) , ის იყო ჩამორჩენილი, გოიმი , განვითარების მოწინააღმდეგე , თავისუფლების მტერი და.ა.შ მოკლედ რაც გინდათ ის დაარქვით . თუკი ჩამორჩენილი არ იყავი უნდა მისულიყავი ბაალფეგორთან , იქ კი ცოდვას კი არ ჩადიოდი , არამედ შენი თავისუფალი ნება უნდა გამოგევლინა და ამის შემდეგ თუ გინდა დაბრუნებულიყავი მოძრავი კარვის ეზოში და გელოცა . რა პრობლემა იყო . რა შუაშია აქ მრუშობა , გარყვნილობა , სიბილწე, დანაშაული , ავადმყოფობა . შენ შენს თავისუფალ ნებას და შინაგან სურვილებს უკეთებ რეალიზებას . რა შუაშია გარყვნილება . რა მოჰყვა ამ ყოველივეს შედეგად ? რა და მოხდა საშინელი მუსვრა ისრაელი ერისა , და : ,, გაწყდა მუსვრის დროს ოცდაოთხი ათასი კაცი . ‘’ (რიცხვ . 25 . 9 )

საერთაშორისო დღეები

ბიბლიის განხილვას შევეშვათ და შემდეგ საკითხზე გადავიდეთ – თურმე 17 მაისი ყოფილა ჰომოფობიასთან ბრძოლის და ლგტბ – აქტივობის საერთაშორისო დღე . რა შუაშია გარყვნილობა და უზნეობა . ეს დაჩაგრული ხალხი უნდა ,, დავიცვათ ‘’ ბატონო ჩემო და დავეხმაროთ . თან მაინცდამაინც ქვაშვეთის ,პირველი სკოლის და პარლამენტის შენობის წინ . აბა რა , საერთაშორისო დღეა და ქართველები რას გამოვაკლდებით . კარგით ბატონო , მაშინ რა დააშავა სხვა დღეებმა ? მათ რატომ არ აღვნიშნავთ ? შემოგთავაზებთ მცირე ჩამონათვალს . ეს ,, ნაკლი ‘’ აუცილებლად უნდა ,, გამოვასწოროთ ‘’ , თორემ რასმუსენს უთქვამს - ,, თქვენი ფეხი არ იქნება ჩემს ოჯახშიო . ‘’
17 იანვარი – ტვალეტის ჩასარეცხის დაპატენტებისდღე (1861).
25 იანვარი – სიშიშვლის დღე (ომანი)
31 იანვარი – არაყის დაბადების დღე.ამდღეს დაიცვამ ენდელევმა დისერტაცია “არაყისა და სპირტის შეერთებაზე”.
05 თებერვალი – ცხენის ნალის გამოგონების დღე.
25 თებერვალი – სულელების დღე.
05 მარტი – სტეპლერის დაბადების დღე. დაპატენტდა ინგლისში (1860)
07 მარტი – გიჟების დღე (ზაირი).
25 მარტი – სიკვდილით დასჯის დღე (ზიმბაბვე).
19 აპრილი – გაუნათლებლობის დღე (ვიეტნამი).
24 აპრილი – ინდაურის დღე.
27 აპრილი – მსუქნების დღე.
01 მაისი – მელოტების დღე (ლიხტენშტეინი).
22 მაისი – ღიპის დღე.
31 მაისი – ოპიუმის დღე.
13 ივნისი – იდიოტების დღე (ნორვეგია).
20 ივნისი – ფეხისგულების დღე (ზიმბაბვე).
28 ივნისი – ტრუსების დაბადების დღე.
18 აგვისტო – ებრაელმა მოქალაქემ არყის ბოთლის გადაყლაპვა დააპირა და ყელში გაეჭედა.
20 აგვისტო – პირველად გატიტვლდა ადამიანი კამერების წინ.
05 სექტემბერი – ნაგვის ურნის დაბადების დღე.
14 ოქტომბერი – ვირების დღესასწაული (უგანდა).
03 ნოემბერი – საღეჭი რეზინის დაბადების დღე.
06 ნოემბერი – “ტანგა” ტრუსიკის დაბადების დღე.

http://gigol.net/3448
ხოდა ბატონო 17 იანვარს , როგორც ,, ჩარეცხილ საზოგადოებას ‘’შეჰფერის გამოვიტანოთ ყველამ უნიტაზის ჩასარეცხი მოწყობილობა რუსთაველზე და ჩავიაროთ , 25 თებერვალს სულელების დღე ყოფილა და იცოცხლე ბევრია ჩვენ ქვეყანაში . მაგათმა ,, კოლმეურნეობის ‘’ მოედნიდან ამოისეირნონ თავისუფლებაზე . მშვენიერი დღესასწაული ყოფილა ხუთ მარტს . დავისტეპლეროთ სხეულის განსაზღვრული ადგილები ყველამ . რა , ამის უფლება არ გვაქვს ? როგორ არ . ხოდა ასე ,, დასტეპლერებულმა ‘’ ვიმხიარულოთ და ,,ვისტეპლეროთ ‘’, მსვლელობა კი პუშკინის სკვერში დავასრულოთ .
24 აპრილს ინდაურის დღე ყოფილა , ხოდა შევსხდეთ მათზე , როგორც ფაშკუნჯებზე და ლესელიძის ქუჩიდან გამოვფრინდეთ მერიოტისკენ . რამენაირად უნდა გავაერთიანოთ 27 აპრილი , პირველი მაისი და 27 მაისი ერთად და მოვაწყოთ დიდი მსვლელობა – მსუქნების – მელოტების – ღიპიანების . მსვლელობა დავიწყოთ დიიიიდიი ფილარმონიიდან , წინ ჩავიყენოთ ბატონი კახა ბენდუქიძე და გორავ – გორაობით წამოვიდეთ მერიის შენობისკენ . 31 მაიის ოპიუმის დღე ყოფილა ჩემო ბატონო . ეს რუსთაველი ძალიან , რომ არ დავტვირთოთ ,, პლეხანოვზე ‘’ ჩამოვისეირნოთ , ჩამოვიტანოთ რაიონებიდან პლანი ( ტრუხა არ უნდა იყოს ოღონდ ) , დავბოლდეთ და ვიბოდიალთ , ჩვენ ხომ თავისუფალი ხალხი ვართ , თან ვიმღეროთ : ,, მოწიე პლანი და იქნება მშვიდობა ‘’ !
ააა , ბატონო , კიდვ ერთი . 18 მაისს ვიღაც ებრაელს ბოთლის გადაყლაპვა უცდია და ყელში გაჩხერია . ეს არ აღვნიშნოთ ? უნდა აღვნიშნოთ . ოღონდ მე არ შემიძლია ეს და ვისაც ოვალური საგნის პირში ჩადება უცდია და ყელში გაჩხერია , იმან ,, ჩაიპარადოს . ‘’ თუ არა და მათი დაცვის დღე მოვაწყოთ რა პრობლემაა . თანაგრძნობა გამოვუხატოთ ჩვენ თანამოქალაქეებს და საზოგადოების სრულფასოვან წევრებს . ხუთ სექტემბერს ნაგვის ურნებით შეიარაღებულებმა რატომ არ უნდა ამოვისეირნოთ ,, ნაბერეჟზე ‘’ ? რატომაც არა . და ბოლოს , 6 ნოემბერს რა ვქნათ ? მსოფლიოში ყოფილა აღიარებული , რომ ეს დღე ტანგა ტრუსიკების დაბადების დღე ყოფილა , ხოდა ,, აღვიჭურვოთ ‘’ ტანგით და ასე გამოვავლინოთ ჩვენი თავისუფალი ნება . რა არ შეგვიძლია ? თუ კანონის დარღვევაა ? არანაირად .

თავისუფალი ნება და აღვირახსნილობა

ხშირად გაჰყვირიან და პროკლამაციებს აკრავენ , რომ ესა თუ ის ქმედება მათი თავისუფალი ნებიდან მომდინარეობს , ჩვენ კი ვზღუდავთ მას . მოდით ოდნავ დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ თუ რა ხდება , რა არის თავისუფლება ? რა და საკუთარი თავის უფალი როდესაც ხარ ის მდგომარეობა , როდესაც საკუთარ თავზე ბატონობ ესაა თავისუფლება , ხოლო როდესაც შენი სხეული ბატონობს შენზე , ეს უკვე მონობაა , შენი სხეულის მონობა . ყველაზე მოკლე ფორმულირებას ამ საკითხზე გვაძლევს თავად მაცხოვარი , როდესაც მოციქულებს ასწავლის : ,, სცანთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგანთაისუფლოს თქვენ . ‘’ ჭეშმარიტი თავისუფლება სწორედ ცოდვისგან თავისუფლებაში გამოიხატება და არა აღვირახსნილობაში . აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ თავისუფლება და აღვირახსნილობა . სწორედაც რომ სხვადასხვაა საკუთარ თავზე ბატონობა , საკუთარი თავის უფლად ყოფნა და სხეულის ერთი ნაწილის ( ან რამდენიმეს ) მონობა . ერთი ღირსეულია , მეორე კი სამარცხვინო . არ შეიძლება მათი ერთმანეთში არევა .
მაგრამ , უფრო სამარცხვინოა ჩვენი მდგომარეობა . ჩვენი , რომლებიც ვაძლევთ უფლებას სხეულის ერთი ან რამდენიმე ადგილის მონებს და ამ მონობის მხარდამჭერებს , რომ მანიფესტაციით გაიარონ იქ სადაც დავით გარეჯელმა ერთხელ უკვე დაამარცხა სიბილწე და მეძავი ქალს , ყრმის მაგივრად ქვა აშვებინა , უფრო სამარცხვინოა ჩვენი მდგომარეობა ვიდრე ამ ავადმყოფი მონების , როდესაც მათ ვაძლევთ უფლებას , რომ ილიასა და აკაკის წინ ჩაიარონ და სკოლაში მყოფ მცირეწლოვან ბავშვებს დაანახონ , რომ გარყვნილება - გარყვნილება კი არა მიღებული ნორმაა , სიბილწე , - სიბილწე კი არა ,, თავისუფლებისათვის დამახასიათებელი ფორმაა , ‘’ ბოზობა – ბოზობა კი არა , არამედ თანამედროვეობის განუყრელი თანამგზავრია . სამარცხვინოები ჩვენ უფრო ვართ , ჩვენი მამების თაობის წინაშე , რადგანიქ სადაც მათი და მათი მეგობრების სისხლი დაიღვარა 9 აპრილს , სადაც ერთ მგზნებარე ცეცხად შეიკრა ეროვნულობისა და მამულიშვილობისთვის ენთებული ათასობით ნაპერწკალი , სადაც ჩაითესა ნამდვილი თესლი თავისუფლებისა , დღეს , მათი შვილები , ვაძლევთ უფლებას ავადმყოფებს თუ მათ ,, გამპრავებლებს ‘’ , მონებს თუ მონობის პროპაგანდისტებს , რომ უზნეოდ ჩამოისეირნონ და თან მონობა გაასაღონ თავისუფლებად .

დასკვნის მაგივრად


ტრაგედიაა ისიც , რომ დავით გურამიშვილის შეგონებასაც ვივიწყებთ სხვა ყველაფერთან ერთად :
,, აწ რომ ავი არ ვაძაგო , კარგი როგორ უნდა ვაქო ?
ავს თუ ავი არ უწოდო კარგს სახელად რა დავარქო ?
კარგს კაცს ვითარ დაუკარგო , რაც რომ სიკარკაცე აქო ?
ავს კაცს კარგი ვით უძებნო , ორმოს ჩამსვა , თავს დამარქო ?

მორთალს ვიტყვი , შევიქნები ტყუილისა მოამბე რად
ვერას უგებ საძაგელად , უფერულთა პირ – საფერად .
მე თუ გინდა , თავიც მომჭრან , ტანი გახდეს გასაბერად ,
ვინც არა ჰგავს კახაბერსა , მე ვერ ვიტყვი კახაბერად . ‘’
სამწუხაროდ მიზეზთა და მიზეზთა გამო ავს – კარგს ვეზახით , რაც ყველაზე უარყოფითი სწორედ იმ ბავშვებისთვის და მათი მომავალი თაობისთვისაა , რომელიც პირველ სკოლაში სწავლობს , თორემ ბაბუაჩემისთვის პიდარასტი – პიდარასტი იქნება სამარადჟამოდ , რა აქტივობაც არ უნდა ჩაატაროს ,, იდენტობამ ‘’ თუ ფულს დამონებულმა სხვა ორგანიზაციებმა , მაგრამ უპირველესად ჩვენ , ახალგაზრდობამ არ უნდა დავუშვათ , რომ ფასეულობანი გადაგვიგვარონ , ღირებულებები ფეხქვეშ გაგვითელონ , სიწმინდეები დაგვიმცირონ , თვალში ნაცარი შეგვაყარონ და წინაპართა საფლავები შეურაცხგვიყონ .
ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს ყველამ , რომ ჩვენ გვძაგს მკვლელობა და არა მკვლელი , გვეზიზღება ჰომოსექსუალურობა და არა ჰომოსექსუალი , ვებრძვით ტრანსსექსუალიზმზს და არა ტრანსსექსუალს . ეს ძალიან მნიშვნელოვანია , ხოლო თუ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ უმსგავსობას , მხოლოდ იმიტომ , რომ გვიყვარს ისინი , ვზრუნავთ მომავალზე და გვსურს პატივი ვცეთ წარსულს .
,, ლგტბ ‘’ აქტივობის ადამიანი ყოველთვის იყო , არის და იქნება . ისინი მუდამ იარსებებენ , მაგრამ ძირითადი პრობლემა მათ არსებობაში კი არ გამოიხატება , არამედ ცოდვის – ცოდვად არ აღიარებაში . საკუთარ სახლებში ბატონო რაც უნდათ ის აკეთონ და რაც უნდათ და სადაც უნდათ იქ გაიკეთონ , მაგრამ პროპაგანდას ნუ გაუწევენ ამას და ისედაც მანკიერ მომავალ თაობას უარესად ნუ დაამახინჯებენ . ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ უპირველესად .
ავადმყოფობა , რომელსაც დღეს ჯანმრთელობის გამოხატულებად წარმოგვიჩენენ ხანდახან მართლაც თანდაყოლილია , თუმცა უმეტესად ცხოვრების მანძილზე ყალიბდება სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით . ერთ - ერთი ასეთი ფაქტი , სწორედ ის პროპაგანდა , რასაც ვეწინააღმდეგებით .
ავადმყოფია ყველა ის ადამიანი , ვისაც ბუასილი აწუხებს , ავადმყოფია ყველა ის ადამიანი , ვისაც პროსტატა აწუხებს და.ა.შ რატომ არ ეწყობა ამგვარი მსვლელობები სხვადასხვა ადგილებში ? ააა . ,, ლგტბ ‘’ ადამიანი უკვე ავადმყოფი არაა ხომ ? ამავე ტენდენციით მალე პედოფილიაც აღარ იქნება გადახრა თუ დაავადება . (და ამის ნიშნებიც შეინიშნება უკვე ) ჩვენ კი არჩევანის მიღება გვიწევს – შევეწინააღმდეგოთ , თუ სირაქლემას პოზიდან ვუცქიროთ მონებს , გარყვნილებს და მათ პროპაგანდისტებს .
გადაწყველტილება თქვენი მისაღებია !

http://seminarieli.wordpress.com/2013/05/12/17-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9A-%E1%83%9A%E1%83%92%E1%83%A2%E1%83%91-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA/

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: May 12 2013, 03:51 PM

როგორც გავიგე, დაგეგმილი აქციის წინააღმდეგ, 17 მაისს, დილის 11 საათზე, დაიწყება სასულიერო პირებისა და მრევლის მსვლელობა. ადგილსაც დავადგენ საიდან.

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: May 12 2013, 06:22 PM

natianatushki
სპორტის სასახლიდან მე როგორც მეუწყა..

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: May 12 2013, 06:35 PM

toka@
დიდი მადლობა ინფორმაციისათვის. smile.gif

პოსტის ავტორი: nk44 თარიღი: May 12 2013, 10:54 PM

http://www.youtube.com/watch?v=JHOJmW_YgAI


სოდომისტური ცოდვის პროპაგანდა არის დამღუპველი ქვეყნისთვის და ესარ უნდა დავუშვათ

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: May 13 2013, 02:03 AM

მალადეც.
https://fbcdn-sphotos-a-a.akamaihd.net/hphotos-ak-frc1/944261_453036998116999_1526831541_n.jpg

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 13 2013, 03:11 PM

http://www.youtube.com/watch?v=buSAFFIobfU მამა თეოდორეს ქადაგება 17-თან დაკავშირებით.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: May 13 2013, 07:50 PM

ისე მაგ ცემა-ტყეპას არა ჯობია გალობა ჩავრთათ დინამიკებში ხმამაღლა ისე, რომ მთელს ქუჩას ესმოდეს, ნერვები მოეშალოთ და დაიშალონ საერთოდ e025.gif piqri.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: May 13 2013, 07:59 PM

qetevano
ნამეტანი გამაღიზიანებელია.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: May 13 2013, 08:42 PM

აკაკი

ციტატა
ნამეტანი გამაღიზიანებელია.

გალობა, ცემა-ტყეპა თუ იმათი მსვლელობა?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: May 13 2013, 09:03 PM

qetevano
ცემა-ტყეპა, დინამიკში ხმააწეული გალობა, მათი მსვლელობა (თუ, რა თქმა უნდა, ამით ეწევიან თავიანთი ცხოვრების წესის პროპაგანდას).

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: May 13 2013, 09:09 PM

რაღაც გამოსავალი ხომ უნდა იყოს ისე...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 13 2013, 09:41 PM

მარტივი მოქმედების გეგმა გვაქვს რა...
ჩხუბისა და ცემა ტყეპის გარესე ,რა თქმა უნდა .
მსვლელობა არ უნდა მოეწყოს ...

პოსტის ავტორი: ႲႭႡႰႠႬ თარიღი: May 13 2013, 11:28 PM

ციტატა(nk44 @ May 12 2013, 10:54 PM) *

http://www.youtube.com/watch?v=JHOJmW_YgAI
სოდომისტური ცოდვის პროპაგანდა არის დამღუპველი ქვეყნისთვის და ესარ უნდა დავუშვათ


მაგას პლასტმასის ხელბორკილების ბუტკა უდგას ელიავაზე და გასაღება უნდა.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: May 13 2013, 11:34 PM


ႲႭႡႰႠႬ
ძალიან საინტერესოდ კი აზროვნებ მაგრამ ერთი ეგ ვერ გავიგე, რაც ყველას დაიცავ, მხარში ამოუდგები და გაამართლებ უზნეობას, უფრო კაცთმოყვარე გამოჩნდები?

პოსტის ავტორი: ႲႭႡႰႠႬ თარიღი: May 13 2013, 11:49 PM

qetevano

ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს ის ვინც არის. ის ადამიანები იმიტომ მართავენ აქციას რომ მათი უფლებები შეზღუდულია, გარიყულები არიან საზოგადოებისგან და ხალხი ამრეზილად უყურებს. მიიღეთ ისინი საზოგადოებაში როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, არ შეუზღუდოთ სექსუალური ორიენტაციის გამო უფლებები, არ დევნოთ და ისინიც არ გამართავენ აქციებს. ესპანეთში ვცხოვრობ, ბევრჯერ მინახავს ქუჩაში ხელიხელ ჩაკიდებული მოსეირნე გეი თუ ლესბო წყვილი, მაგრამ არავის უცემია ისინი ამისთვის ჯვრებით. აქაც ყავთ შვილები და ქართველებზე არანაკლებ უყვართ და ზრუნავენ მათ მომავალზე.

ის რაც საქართველოში ხდება არის ქაჯობა.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: May 14 2013, 12:10 AM

ႲႭႡႰႠႬ
როგორებიც უნდათ ისეთები იქნებიან მაინც, მაგას ვერავინ ვერ დაუშლის. სახლში არავინ არავის არ უვარდება და არ ამოწმებს ვინ რა ცხოვრებით ცხოვრობს. როცა ამ ყველაფრის პროპაგანდა და მასობრივი სახის მიღება ხდება მაშინაა უკვე საქმე ცუდად. და არც მასეა საქმე რაა რომ ყველა დევნის მაგათ და ა.შ. ძალიან კარგადაც გრძნობენ თავს... შენმა შვილმა თავისივე სქესის რძალი რომ მოგაყენოს ერთი მერე დაგინახავ როგორი შემწყნარებელი იქნები.

პოსტის ავტორი: ႲႭႡႰႠႬ თარიღი: May 14 2013, 01:11 AM

qetevano

ციტატა
შენმა შვილმა თავისივე სქესის რძალი რომ მოგაყენოს ერთი მერე დაგინახავ როგორი შემწყნარებელი იქნები.


არ ვისურვებდი მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაგებით მოვეკიდებოდი. და შენ რომ მოგაყენოს შენმა შვილმა? გექნება სურვილი რომ ისეთ საზოგადოებაში იცხოვროს მან, სადაც მისნაირებს ქუჩაში სცემენ? თუ არა, მაშინ შევქმნათ საზოგადოება, სადაც ყველას უფლება იქნება დაცული, რადგან ყველა ადამიანები ვართ და ყველას გვაქვს ჩვენ ჩვენი პლიუსები და მინუსები. ვიღაც თუ გეი არ არის, მან შეიძლება მეორე დღეს სამშობლო გაყიდოს. ნუ გავზომავთ ყველას და ყველაფერს ერთი საზომით.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: May 14 2013, 09:22 AM

ႲႭႡႰႠႬ

ციტატა
არ ვისურვებდი მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაგებით მოვეკიდებოდი. და შენ რომ მოგაყენოს შენმა შვილმა?

ყველაფერს ხომ გააკეთებდი რომ ეგ არ მომხდარიყო? ხოდა ჩვენ ვცდილობთ ეგ ავირიდოთ თავიდან.


პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 14 2013, 09:34 AM

როცა არასწორ საქციელს ჩაიდენ ამისთვი შეიძლება ციხეში მოხვდე და საზოგადოებიდან გარიყული აღმოჩნდე, მაგრამ როპცა ეს ზნეობას ეხება ანუ უზნეო საქციელს ჩადიხარ და ამის ნებას არ გრთავენ მაშინ შენი უფლებების შეზღუდვაა და გჩაგრავენ? არასწორი შეხედულებაა დიახაც არ უნდა ცავატარებინოთ არც აქცია და არც გვერდით არ უნდა დავუდგეთ, საქართველოს არ სჭირდება გეი თუ ლესბო საზოგადოება. მე ჩემი მაგალითით ვიტყვი როცა სხვა სექსუალური ორინეტაციის წარმომადგენლებს ვხვდები არანაირი რეაქცია არ მაქვს იმის მიუხედავათ რომ არ მომწონს. მართალია მისი ორიენტაცი არ მომწონს და ჩემთვის მიუღებელია მგრამ ადამიანია და თავის თავზე თავად აგებს პასუხს, მაგრამ როცა გამოდიან და უფლებებს ითხოვენ რომ თავისი უზნეო და ცოდვიანი საქმე კანონიერად აკეთონ და ამას როგორც ნორმა ისე მოვეკიდოთ ეს ყველა ნამდვილ ქართველში გამოიწვევს პროტესტის გრძნობას. qetevano დავესესხები და სხლში არავინ უვარდება ვინ რას აკეთებს, რაც უნდათ ის უკეთებიათ მანამ სანამ სხვაზე არ დაიწყებენ ამ საქმის პროგპაგანდას. მგონი გასაგებად დავწერე რაც მინდოდა მეთქვა.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 14 2013, 10:17 AM

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=IqJc1k2zNL0 კიდევ ერთი განცხადება მამ თეოდორესი 17 მაისთან დაკავშირებით ყველამ უნდა მოუსმინოს ვინც წასვლას აპირებს.

პოსტის ავტორი: ႲႭႡႰႠႬ თარიღი: May 14 2013, 12:47 PM

მე ვიცი რას ნიშნავს ცხოვრობდე საქართველოში და წარმოადგენდე უმცირესობას. პროტესტანტულ ეკლესიაში გავიზარდე და ის წლები გამოვიარე, როცა ბასილი და მისი ახმახი მრევლ-ბრიგადები არამართლმადიდებლებს შენობებში უვარდებოდნენ და ქვებით ცემდნენ. მაშინ 10 წლის ვიყავი დაახლოებით და დამერწმუნეთ საშინელი გრძნობაა როცა სულ იმაზე ფიქრობ არ იცი ვინ შემოვარდება დარბაზში და ვინ გცემს. შეიძლება დედაშენსაც დაარტყან ხელი, ან შენს პატარა ძმას. იმ გრძნობასაც კარგად ვიცნობ, როცა სკოლაში თუ ეზოში ყველა ბავშვი ათვალწუნებული გიყურებს და სხვანაირად გთვლის. მათთვის მეც უზნეო, მწვალებელი და ტრადიციების მოღალატე ვიყავი, როგორც ახლა თქვენთვის არიან გეები და ლესბოები. და როცა ეს ყველაფერი ჩემ თავზე ხდებოდა თქვენ მაშინ ყველას უყვარდით და თავზე ხელს გისვამდნენ. თქვენ ხომ მართლმადიდებელი ბავშვები გერქვათ. ის ხალხი და მათი აგრესია არსად წასულა. დღესაც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ! მე მივესალმები ყოველგვარი უმცირესობის აქციებს და ყოველთვის გავამართლებ მას. მიხარია რომ ის ხალხი ბედავს და ხმას იღებს, იცავს თავის თავს და უფლებებს!

ის რაც საქართველოში ხდება არის ქაჯობა, რადგან ყოველ ნაბიჯზე უხეშად ილახება ადამიანის უფლებები.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 14 2013, 02:12 PM

ციტატა(ႲႭႡႰႠႬ @ May 14 2013, 12:47 PM) *

მე ვიცი რას ნიშნავს ცხოვრობდე საქართველოში და წარმოადგენდე უმცირესობას. პროტესტანტულ ეკლესიაში გავიზარდე და ის წლები გამოვიარე, როცა ბასილი და მისი ახმახი მრევლ-ბრიგადები არამართლმადიდებლებს შენობებში უვარდებოდნენ და ქვებით ცემდნენ. მაშინ 10 წლის ვიყავი დაახლოებით და დამერწმუნეთ საშინელი გრძნობაა როცა სულ იმაზე ფიქრობ არ იცი ვინ შემოვარდება დარბაზში და ვინ გცემს. შეიძლება დედაშენსაც დაარტყან ხელი, ან შენს პატარა ძმას. იმ გრძნობასაც კარგად ვიცნობ, როცა სკოლაში თუ ეზოში ყველა ბავშვი ათვალწუნებული გიყურებს და სხვანაირად გთვლის. მათთვის მეც უზნეო, მწვალებელი და ტრადიციების მოღალატე ვიყავი, როგორც ახლა თქვენთვის არიან გეები და ლესბოები. და როცა ეს ყველაფერი ჩემ თავზე ხდებოდა თქვენ მაშინ ყველას უყვარდით და თავზე ხელს გისვამდნენ. თქვენ ხომ მართლმადიდებელი ბავშვები გერქვათ. ის ხალხი და მათი აგრესია არსად წასულა. დღესაც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ! მე მივესალმები ყოველგვარი უმცირესობის აქციებს და ყოველთვის გავამართლებ მას. მიხარია რომ ის ხალხი ბედავს და ხმას იღებს, იცავს თავის თავს და უფლებებს!

ის რაც საქართველოში ხდება არის ქაჯობა, რადგან ყოველ ნაბიჯზე უხეშად ილახება ადამიანის უფლებები.

ვხვდები რასაც ამბობ და ვწუხვარ ასეთი რამე რომ გადაიტანე. არსდროს არ ვყოფილვარ მომხრე ძალადობის და არანაირად არ ვამაღლება მამა ბასილის მაშინდელ ქცევას და არც მმკ-ს ქცევები მომწონს. ცემა ტყეპით არასდროს მოგვარებულა საქმე და არც მოგვარდება უფრო მეტად გაამწვავებს. სჯობს მშვიდობიანი აქცია გაიმართოს რომელიც აუკრძალავს 17 მაისის წარმომადგენლებს პიარ კამპანიას და უფლებების დაცვის მოთხოვნას. არავინ არ არღვევს მათ უფლებებს და თუ ვინმე ცემს და აგინებს ამის შესაბამისი კანონიც არსებობს რომელიც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცყოფას სჯის. არ არის აუცილებელი გამოვიდნენ და თავიანთი არჩეული ცხოვრება სხვებს თავზე მოახვიონ.

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: May 14 2013, 02:58 PM

ციტატა(ႲႭႡႰႠႬ @ May 13 2013, 11:49 PM) *

qetevano
ის ადამიანები იმიტომ მართავენ აქციას რომ მათი უფლებები შეზღუდულია, გარიყულები არიან საზოგადოებისგან და ხალხი ამრეზილად უყურებს.

წარმოიდგინე ისინი რანაირად გვიყურებენ blink.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: May 14 2013, 03:33 PM

ႲႭႡႰႠႬ
ჯგუფში მყავს 5 ათეისტი, მათგან 2 სატანისტია. კიდევ 2 იაღოველი და 3 გაურკვეველი მრწამსის ადამიანი, მე-11 ვარ მე. ხოდა ესენი რომ მომდგებიან და ნერვებს მიშლიან რა ვქნა მე გეკითხვები ახლა შენ. დემონსტრაცია მოვაწყო ჩემი უფლებებისთვის? მორჩა ის დრო რომ მართლმადიდებელი იყო უმრავლესობა. ვინ რა არის ვეღარ გაიგებ.

ციტატა
ის რაც საქართველოში ხდება არის ქაჯობა

ძალიან მოდაშია ახლა ქართველის მიერ ქართველის ლანძღვა

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: May 14 2013, 03:36 PM

ციტატა(qetevano @ May 14 2013, 03:33 PM) *

ႲႭႡႰႠႬ
ჯგუფში მყავს 5 ათეისტი, მათგან 2 სატანისტია. კიდევ 2 იაღოველი და 3 გაურკვეველი მრწამსის ადამიანი, მე-11 ვარ მე.


ნუ გადამრიე. რა ჯგუფზეა ლაპარაკი, კურსელებზე? სად სწავლობ ამისთანა ადგილას? huh.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: May 14 2013, 03:42 PM

MIRDAT
სამხატვრო აკადემიაში. საოცარი ჯგუფი მაქვს.

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: May 14 2013, 03:47 PM

ხელოვან ხალხთან გქონია საქმე biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: May 14 2013, 03:53 PM

MIRDAT
ხელოვანი ხალხი კი არა გახედვა აღარ მინდა იქით...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 14 2013, 03:56 PM

qetevano
და სატანისტები რას ხატავენ? ალმოდებულ გეენას?biggrin.gif მერამდენე კურსზე ხარ? მანდ ერტი ნაცნობი მყავს ძალიან მაგრად ხატავს smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: May 14 2013, 04:00 PM

G_saxva

ციტატა
და სატანისტები რას ხატავენ?

ბევრ საზიზღარ რამეს.
ციტატა
მერამდენე კურსზე ხარ? მანდ ერტი ნაცნობი მყავს ძალიან მაგრად ხატავს

მაგისტრატურის მეორე კურსზე ვარ. მაინც არ მეცოდინება ვინაა, აზრი არ აქვს რომ გკითხო სახელი smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 14 2013, 04:11 PM

ციტატა(qetevano @ May 14 2013, 04:00 PM) *

G_saxva

ბევრ საზიზღარ რამეს.

მაგისტრატურის მეორე კურსზე ვარ. მაინც არ მეცოდინება ვინაა, აზრი არ აქვს რომ გკითხო სახელი smile.gif

მაინც რას ხატავენ? ძალიან დმაინტერესა რა უნდა დახატონ რომ მერე იმაზე თქვან საზიზღრობააო. თუ გაქ რაიმე სურათი დადე და მადლობელი დაგრჩები smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: May 14 2013, 04:39 PM

G_saxva
სურათი რატომ უნდა გადამეღო და მითუმეტეს რატომ უნდა შემენახა.

აი მერლინ მენსონი თუ იცი სახეზე, მასეთი პორტრეტებით რომ აგიჭრელებენ ოთახს, პლანშეტებს და ა.შ. მერე შენც საზიზღრობას დაარქმევ მაგ ყველაფერს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 14 2013, 11:11 PM

ႲႭႡႰႠႬ

ციტატა

მაგას პლასტმასის ხელბორკილების ბუტკა უდგას ელიავაზე და გასაღება უნდა.

ვიზე წერ?


ციტატა
ის რაც საქართველოში ხდება არის ქაჯობა.

შენთვის შეიძლება ქაჯობაა ...
რა პრობლემაა მერე ...


[b]
კაცი რომ იძახის – ნაპოლეონი ვარო ,ამბობენ ავადმყოფიაო , იჭერენ და საგიჟეთში მიყავთ .
და კაცი რომ იძახის ქალი ვარო მეუბნევი ავადმყოფი არააო და გავანებოთ თავი რაც უნდა ის უქნიაო ?[/b]

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: May 15 2013, 12:07 AM

ციტატა(A.V.M @ May 14 2013, 11:11 PM) *


კაცი რომ იძახის – ნაპოლეონი ვარო ,ამბობენ ავადმყოფიაო , იჭერენ და საგიჟეთში მიყავთ .
და კაცი რომ იძახის ქალი ვარო მეუბნევი ავადმყოფი არააო და გავანებოთ თავი რაც უნდა ის უქნიაო ?


და ამის მერე კიდევ ვკამათობთ? დიდი უაზრობა და სისულელეა ჰომოსექსუალიზმის ნორმად აღქმა...

პოსტის ავტორი: ႲႭႡႰႠႬ თარიღი: May 15 2013, 12:15 AM

და ქართველი კაცი რომ იძახის არა ვარ მართლმადიდებელიო ეგეც გიჟია ალბათ ხომ? და უნდა დავიჭიროთ! სხვათაშორის გეები არ იძახიან ქალები ვართო, ტრანსსექსუალებში გერევათ smile.gif

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: May 15 2013, 01:24 AM

ციტატა(ႲႭႡႰႠႬ @ May 15 2013, 12:15 AM) *

და ქართველი კაცი რომ იძახის არა ვარ მართლმადიდებელიო ეგეც გიჟია ალბათ ხომ? და უნდა დავიჭიროთ!

ეს რა შუაში იყო ახლა... ზემოთა ციტატაში იყო მხოლოდ ადამიანური ლოგიკა გამოყენებული და არა რელიგიური შეხედულება...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 16 2013, 12:26 AM

ႲႭႡႰႠႬ

ციტატა
და ქართველი კაცი რომ იძახის არა ვარ მართლმადიდებელიო ეგეც გიჟია ალბათ ხომ?

მართლა რა შუაშია ?
ციტატა
და უნდა დავიჭიროთ!

სქესიან არსებად იბადება , რელიგია კი თავად უნდა აირჩიო .
ციტატა
სხვათაშორის გეები არ იძახიან ქალები ვართო, ტრანსსექსუალებში გერევათ

საკმაოდ კარგად ვარ ჩახედული ამ სფეროში და დამიჯერე არ ამერევა ერთმანეთში - ჰომოსექსუალი , ჰეტეროსექსუალი , ბისექსუალი , ტრანსსექსუალი და.ა.შ.



პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 16 2013, 01:02 PM

საპატრიარქო საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოში სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც 17 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება მიიღეს.

განცხადებას, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიასთან ერთად, ხელს აწერს კიდევ რვა რელიგიური გაერთიანება. კერძოდ, ამიერკავკასიის მუსულმანთა სამმართველოს წარმომადგენელი საქართველოში; სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო; სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია; ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია; ევანგელურ–ლუთერანული ეკლესია საქართველოში; ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია; “მეშვიდე დღის ქრისტიან – ადვენტისტთა ეკლესია საქართველოში” და “ხსნის არმია საქართველოში”.

გთავაზობთ განცხადების ტექსტს უცვლელად:

“გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება 17 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრესი დასაყრდენია, ხოლო მისი უზრუნველყოფა – საზოგადოებრივი დემოკრატიული პროცესების წარმატებით წარმართვის აუცილებელ პირობა. ეს თავისუფლება ერთის მხრივ ინდივიდის თვითრეალიზაციის საშუალება, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოებისათვის საჭირბოროტო თემებზე აზრის გამოთქმის, დისკუსიების, დებატების გზით შეთანხმების მიღწევისა და საზოგადოების განვითარების წინაპირობაა. დემოკრატიული საზოგადოებისათვის ასევე ფასეულია შეკრებების თავისუფლების უზრუნველყობა, რომელიც გამოხატვის რეალიზების ერთ-ერთი საშუალებაა.

ამასთან საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ როგორც გამოხატვის, ასევე შეკრების თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს და იგი რიგი პირობების შედეგად შეიძლება შეიზღუდოს. საქართველოს კონსტიტუცია, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია თუ სხვა საერთაშორისო დოკუმენტები ამომწურავად მიუთითებენ იმ პირობებს რომლის დროსაც შეიძლება შეზღუდული იყოს იგი. სხვასთან ერთად ესენია უწესრიგობისა და დანაშაულის აღკვეთა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დანაშაულის თავიდან აცილება, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვა, ჯანმრთელობისა და მორალის დაცვა. ზემოაღნიშნულში ორი ფასეულობის – რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლების კონფლიქტიც მოიაზრება.

თუ ევროპული სასამართლოს პრაქტიკას გადავხედავთ თვალნათლივ დავინახავთ, რომ აქ ერთიანი ევროპული სტანდარტის დადგენილი არ არის. ამის გამო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა თუ მორალურ კრიტერიუმებთან დაკავშირებულ საქმეებში ევროპული სასამართლო ყოველთვის ეროვნულ სასამართლოებს უტოვებს შეხედულების საკმაოდ ფართო არეს, რათა მათ საკუთარი ქვეყნის თავისებურებებიდან გამომდინარე დაადგინონ, თუ სად გადის ეს ზღვარი და რას მოითხოვს საზოგადოებრივი ინტერესი. და როგორც წესი ეს დავა მორალის, საზოგადოებრივი ზნეობისა თუ რელიგიური გრძნობების სასრგებლოდ წყდება.

ამიტომ ქვეყანაში სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმ ტრადიციული რელიგიების მიმდევარია, რომლის მოძღვრების მიხედვით ერთსქესიან ადამიანთა სქესობრივი ურთიერთობები ცოდვად მიიჩნევა, 2012 წლის 17 მაისის მსგავს პროპაგანდისტულ აქციებზე საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს, მშვიდობიანი, არაძალადობრივი ფორმით გამოხატოს პროტესტი.

სამწუხაროდ, გასულ წელს, ჩვენ მომსწრენი გავხდით არაერთი უხამსი და საზოგადოებრივი მორალისათვის შეუფერებელი ქმედებისა, რომელთაც ადგილი ჰქონდათ არასრუსწლოვანთა თვალწინ. იმედია, წელს მსგავს მოვლენებს არ ექნება ადგილი.

ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება არის ხელშეუხებელი. ამასთან, მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს საჯაროდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავიანთი სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებისა და პროპაგანდისაგან თავი შეიკავონ, რადგან ამგვარი ქმედება საზოგადოებრივი მორალისათვის არის მიუღებელი”, – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: http://www.ambioni.ge/sapatriarqo-religiuri-gaertianebebis-ertobliv-gancxadebas-avrcelebs

პოსტის ავტორი: tedo881 თარიღი: May 16 2013, 03:11 PM

აჰა კიდე ერთი სიახლეც : საპატრიარქოს საგანგებო მიმართვა მერიას და ხელისუფლებას
http://www.info9.ge/?l=G&m=1000&id=18671

პოსტის ავტორი: kokhi თარიღი: May 18 2013, 01:58 AM

https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=I1JJrDvDpJA#!

biggrin.gif
არა რა საშველი არ ჩანსsmile.gif)

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)