წმ. პანტელეიმონის მეოხება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. პანტელეიმონის მეოხება |
marine |
Jun 18 2022, 05:09 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,076 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმ. პანტელეიმონის ეს ხატი დაიწერა ათონის წმ. მთაზე და 1882 წელს წააბრძანეს რუსეთში.
წმ. პანტელეიმონის დედათა მონასტრის მონაზონი ტაბითას თქმით, არ იციან, როგორ მიაბრძანეს ეს ხატი მათ მონატერში. მისივე თქმით, ის ძველისძველია, ჯერ კიდევ 10 წლის წინ იყო ისეთი მუქი, რომ სახე არ უჩანდა და სულ ახლახანს განათდა, წმიდანის ლოყაზე კი გაჩნდა თეთრი ლაქა. ეს წმინდანი კურნავს სულსა და ხორცს. მონაზონ ტაბითას თქმით, ზოგიერთები მიდიან ხატთან ოპერაციის წინ, შემდგომ კი ვლიდნება, რომ ოპერაცია აღარაა საჭირო. ზოგადად, ამ ხატს მონასტერი არ დაუტოვებია მხოლოდ თათრეთი დაუშვეს გამონაკლისი. - ხუთი წლის წინ ხატს წამოუვიდა მირონი. ეს მოვლენა განსაცდელის მაუწყებელია. მალევე მონასტერში დაიწვა ცხოველთა ეზო. მაგრამ რაც ხდება ყველაფერი უკეთესობისკენ - თითქმის იგივე ადგილზე ჩვენ ავაშენეთ ტაძარი, - იხსენებს მონაზონი. ბევრია შემთხვევა, როცა წმ. პანტელეიმონი დაეხმარა ადამიანებს განკურნებაში. - ჩვენ ყველას ვუყვებით ერთ ისტორიას: ერთ კაცს ასტკივდა თავი და ცოლმა ურჩია, ნაკურთხი ქუდი დაეფარა. ის კი უარყოფდა - თავი დამანებე, არ დავიხურავო. შემდგომ კი ეს ცოლის ჯიბრით გააკეთა. ტკივილი მყისიერად გაქრა. ამის მერე ის ყოველდღე მოდიოდა ჩენთან, - იხსენებს დედა ტაბითა. პანტელეიმონს მამა წარმართი ჰყავდა, დედა - ქრისტიანი. ამიტომ ადამიანები მას მოსაქცევი ახლობლებისთვისაც ევედრებიან წყალობას, - თქვა მონაზონმა" /იულია სოროკინა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 25 2024, 01:43 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,076 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - მამაო, გთხოვთ, ილოცეთ ჩემი გამოჯანმრთელებისთვის.
- შენთვის უმჯობესი იქნება, რომ არ ვილოცო ამაზე. თუ რწმენით მოითმენ, ზეიცური სალაროდან პენსიას მიიღებ, რომელიც სამოქალაქო პენსიაზე გაცილებით დიდია. სადღაც წავიკითხე, რომ ერთი სნეული წმინდა პანტელეიმონს განკურნებას სთხოვდა. წმინდა პანტელეიმონი არ კურნავდა სნეულს, თუმცა ის თავისას არ იშლიდა. ბოლოს და ბოლოს განიკურნა. როცა გარდაიცვალა და საიქიო ცხოვრებაში გადავიდა, დაინახა, რომ განკურნების გამო ბევრი გვირგვინი დაკარგა. მაშინ მან წმინდა პანტელეიმონს შესჩივლა: "შენ ხომ იცოდი, რომ გვირგვინებს დავკარგავდი, რატომ განმკურნე?" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th May 2024 - 05:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი