IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

36 გვერდი V « < 16 17 18 19 20 > »   
Reply to this topicStart new topic
> წმიდა მამათა გამონათქვამები მარხვის შესახებ
marine
პოსტი Jul 10 2020, 02:04 PM
პოსტი #341


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მარხვა

"მარხვა ანუ საკმი ისლამის ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობაა. მეცნიერთა ვარაუდით, მას შეიძლება წარმოშობის ორი წყარო ჰქონდეს. არაბეთის ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, არაბები პაპანაქება სიცხეში ერთი თვე დღის განმავლობაში შეზღუდულად იკვებებოდნენ და ეს ისლამის აღმოცენების შემდეგ ტრადიციად შემორჩათ. მეორე ვერსიით, მარხვის წესი პირველ მუსლიმებს, შესაძლოა, იუდეველებისა და ქრისტიანებისგან ესესხებინათ. მუჰამედმა დააწესა ერთგვარი მარხვა რამადანში (რამადანი - მუსლიმური კალენდრის მეცხრე თვე).

ისლამის მიხედვით, ამ თვეში იქნა ზეგარდმოვლენილი ყურანი. რამადანის თვის მარხვა საყოველთაო სავალდებულო მარხვაა ისლამში. მისი დაწყება ოფიციალურად ცხადდება. მორწმუნემ ახალი მთვარის გამოჩენისას მოწმის ან ყადის თანხმობით სიტყვიერად უნდა დაადასტუროს, რომ მარხვას იწყებს. მარხვა იკრძალება შაბათს, ებრაელების წმინდა დღეს, და კვირას, ქრისტიანების აღდგომის დღეს. რამადანის თვეში მუსლიმს დაბინდებამდე კატეგორიულად ეკრძალება ჭამა, სმა, თამბაქოს მოწევა, ცოლქმრული კავშირი, ყველაფერი ის, რაც ხელს უშლის ღვთისმოსაობაში. აკრძალვები იხსნება დაბინდებისთანავე, "როცა შეუძლებელი ხდება თეთრი ძაფის გარჩევა შავისგან". მორწმუნე მსუბუქად ვახშმობს და შემდეგ ერთხელ კიდევ საუზმობს ალიონზე, მარხვის დაწყებამდე.

გავრცელებული აზრით, მარხვა რამადანის თვეში წლის მანძილზე ჩადენილი ცოდვების მონანიების საუკეთესო საშუალებაა. ვინც უარყოფს მარხვის აუცილებლობას, ურწმუნოდ ითვლება. ისლამი დაუნდობელია იმის მიმართ, ვინც თავს აარიდებს მარხვას. ასეთი, შესაძლოა, ციხეშიც კი მოხვედრილიყო. მარხვის დაცვას თვალყურს ადევნებს ყადი, მმართველი, პოლიცია და ყველა მუსლიმი. მისი აშკარა უგულებელყოფა და დარღვევა მკრეხელობად, წინასწარგანზრახულ სამართალდარღვევად ითვლება და კანონით ისჯება. მარხვისაგან საპატიო მიზეზით გათავისუფლებულნი ვალდებულნი არიან, "აანაზღაურონ" გამოტოვებული დღეები.

გამოდის, რომ მარხვა ისლამში უბრალო, დროებითი თავშეკავებაა, ატარებს იძულებით ხასიათს, რადგან დარღვევის შემთხვევაში შეიძლება მუსლიმმა სამართლებრივი სასჯელიც კი დაიმსახუროს. მარხულობენ ერთმანეთის დასანახად და მარხვის მიზანიც არაა სულიერი, შინაგანი სრულყოფა.

ისლამისგან განსხვავებით, მარხვის დროს ქრისტიანი არ უნდა ფარისევლობდეს; სხვის დასანახად კი არ უნდა იმარხულო, არამედ - ღვთის მოსაწონად, სულის განსაწმენდად, საბოლოოდ, სულის საცხოვნებლად. ბასილი დიდი ამბობს, "ვინც საჭმლისაგან იკავებს თავს, მაგრამ შეუფერებლად ცხოვრობს, ემსგავსება ეშმაკს, რომელიც მართალია არაფერს ჭამს, მაგრამ თავს არ ანებებს ცოდვას".

მართლმადიდებლობაში, განსხვავებით ისლამისგან, მარხვა ნების გამოვლენაა, ნებსით თავშეკავებაა ყველაფერი იმისაგან, რაც შეიძლება ღმერთსა და ადამიანს შორის ჩადგეს, ეს საკუთარ თავში ჩაღრმავებაა და იქ უფალთან პირისპირ ყოფნაა, ეს თვითანალიზის დროა, საკუთარი ცხოვრების ყურადღებით გადახედვაა, მეტ-ნაკლებად აქტიური სულიერი ღვაწლის პერიოდია, რაც ნაკლულოვანებათა გამოსწორებას, ვნებათა აღმოფხვრას, სხეულისა და სულის განწმენდას ემსახურება. მართლმადიდებლობაში მარხვა მხოლოდ გარეგან თავშეკავებას გამორიცხავს და უარყოფითად აფასებს. ხორციელი მარხულობა, თუ ის სულიერ მარხულობასთან არ არის შეერთებული, ამაოა; "მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი" (ფს. 33,15). ეს არის ქრისტიანული მარხვა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2020, 07:43 PM
პოსტი #342


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მარხვაში გონება განსაკუთრებით იწყებს ზნეობრივ აზროვნებას, ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ ცხოვრების წესს, უპირისპირდება საკუთარ თავს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2020, 03:17 PM
პოსტი #343


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გარდა ყოველკვირეული ორდღიანი მარხვებისა, უფალმა ყოველწლიურად 4 მარხვა დააწესა, რადგან ადამიანისთვის შეუძლებელია მუდმივად მარხვის დაცვა, მარხვის პერიოდში კი, საკუთარი ვნებების შევიწროების ხარჯზე, განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს უფალი.

ისიც უნდა ითქვას, რომ ძალიან ხშირად ჩვენ მარხვის პროფანაციას ვეწევით, მარხვა დავიყვანეთ დიეტის დონემდე, ეს მეჭმევა, ეს არ მეჭმევა, ეს შეიძლება, ეს - არა. არის სამარხვო შოკოლადი, ან, ვთქვათ, სამარხვო ტორტი. რა მნიშვნელობა აქვს ნამცხვარში ნამდვილად ცხოველური შემადგენლობის ცხიმია თუ მცენარეული კარაქი, გემოთი ორივე ერთი და იგივეა. მე, მაგალითად, ვერ განვასხვავებ, ვერ ვარჩევ გემოს მიხედვით, რომელია აქედან სამარხვო, არიან ალბათ განსაკუთრებული გურმანები, რომელთაც ამის გარჩევა შეუძლიათ. ამით მინდა ვთქვა, რომ მარხვა დაყვანილია ჭამის რიტუალამდე, რომელიც დააკმაყოფილებს გემოთმოყვარეობას.

მინდა ერთიც აღვნიშნო, რომ მღვდელი დიეტოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი არ არის, რომ დიეტა დაადგინოს. მღვდელი სულიერი მამაა, სულიერი მოძღვარი, რომელიც წარმართავს ადამიანის ცხოვრებას, ადამიანის სულს მისი ცხონებისთვის.

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობდა: რა მნიშვნელობა აქვს 40 დღის განმავლობაში ლობიოს შეჭამ თუ ხორცს? შენ მუცელს სცემ თაყვანს, თუ მცნებას არ დაიცავ, თუ თვალს არ დაიცავ, თუ ღმერთი არ გეხსომება და ღვთის მცნებას არ აღასრულებ. ყველაზე პირველი ღვთის მცნების აღსრულებაა, ყველაზე დიდი ლოცვა და მარხვა სიყვარულია."

/მამა ილია ჩიკვაიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2020, 07:11 PM
პოსტი #344


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მარხვა არის დამოკიდებულება საჭმელთან, ადამიანებთან, მოვლენებთან. ღმერთთან თუ სწორი დამოკიდებულებით არა ვართ, რაც გინდა ის ჭამე, მთავარია, იყოს დამოკიდებულება. თუ ჟინით და ვნებით ვჭამთ საჭმელს, სამარხვო საჭმელებიც ძალიან გემრიელია, ისე როგორც არასამარხვო, ანუ მთავარი აქ დამოკიდებულების საკითხია. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვიმუშაოთ, როგორ ურთიერთობას დავამყარებთ ღმერთთან."

/მამა ილია ჩიკვაიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 24 2020, 07:38 PM
პოსტი #345


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"90-ე ფსალმუნთან კურნების კიდევ ერთი შემთხვევაა დაკავშირებული. ერთელ ჩვენთან, ნოვოსიბირსკში, ამაღლების ტაძარში ერთი ხნიერი კაცი მოვიდა, სახელად ნიკოლოზი, და შემომჩივლა:

- მამაო, სკოლის IVკლასიდან მოყოლებული, ცუდად მესმოდა, ახლა კი ოდნავღა მესმის, ამასთან ღვიძლი მაწუხებს, კუჭიც მტკივა.

- მარხვებს იცავ? - ვეკითხები.

- არა, რა მარხვები! სამუშაოზე რაც მოაქვთ, იმას ვჭამ.

არადა დიდი მარხვის მეხუთე კვირა იდგა.

- ნიკოლოზ, - ვუთხარი მას, - აღდგომამდე მხოლოდ სამარხვო საჭმელი ჭამე და ყოველდღიურად 90-ე ფსალმუნი წაიკითხე.

აღდგომის მერე ნიკოლოზი აცრემლებული მოვიდა, თან ძმაც მოიყოლა.

- მამაო, ღმერთმა გიშველოს!.. აღდომას როცა "ქრისტე აღსდგა" იგალობეს - ვერაფერი გავიგონე. ვიფიქრე, მოძღვარმა მითხრა, - იმარხულე, ღმერთი შეგეწევა, მე კი როგორი ყრუც ვიყავი, ისეთივე დავრჩი-მეთქი. ამის გაფიქრებაზე ყურებიდან საცობებივით გამომივარდა რაღაც. იმ წამიდან ნორმალურად მესმის.

აი, რას ნიშნავს მარხვა, აი, რას ნიშნავს ლოცვა. ძალზე გვჭირდება ჩვენ წმინდა სინანულით ლოცვა - პურზე და წყალზე მეტად. ჭიქაში ამღვრეული წყალი რომ იდგეს, არ დავლევთ. უფალსაც ასევე სურს, რომ აუმღვრეველი წმინდა ლოცვა გადმოიღვაროს ჩვენი სულებიდან და ჩვენგან წრფელ სინანულს ელის... ამისთვის მოგვეცა დროც და თავისუფლებაც. ოღონდ კი მისწრაფება გვქონდეს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 28 2020, 09:12 PM
პოსტი #346


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჭამა უბედურება არაა, მაგრამ განსჯაა საჭირო. ზომიერების გარეშე გონება დაბნელდება, მაგრამ თუ შეჭამ, მაგრამ საკუთარ თავს უსაყვედურებ, პირუტყვივით ვჭამო და ინანიებ ღვთის წინაშე - ეს სათანოა ღვთისთვის. მაგრამ ვინმე უდაბნოში რომც ცხოვრობდეს, ლოცულობდეს, მარხულობდეს და ამასთან ოცნებობდეს, რომ კარგად იქცევა (გულში მას ეშმაკი აქებს), მას მხოლოდ მედიდურობა შერჩება; ხოლო ვინც განაქიქებს და საყვედურობს საკუთარ თავს, იგი ღმერთს გრძნობით უახლოვდება!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2020, 06:13 PM
პოსტი #347


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მარხვა ადამიანის სამშვინველის სასიამოვნო და კაცთმოყვარეობით გამორჩეული მაკურნებელი საშუალებაა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2020, 08:27 PM
პოსტი #348


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მარხვა ადამიანური სათნოებაა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 1 2020, 08:48 PM
პოსტი #349


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ უნდა ვმარხულობდეთ და ზეცას მღვიძარენი ვეგებებოდეთ"

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 3 2020, 07:01 PM
პოსტი #350


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოსე ორმოც დღეს მარხულობდა და ნებისმიერ ადამიანზე ძლიერი დაბრუნდა; მას ღმერთი კვებავდა, მისი სხეული სხვა სახის ზეციური ჭამადით მარაგდებოდა. მოსე ღმერთის სიტყვით იკვებებოდა, ამიტომ, როდესაც ადამიანებს შეხვდა, მის სახეზე ღმერთის დიდება იყო გამოხატული".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 22 2020, 09:35 PM
პოსტი #351


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381





"როდესაც ადამიანი ხარობს იმით, რომ ქრისტეს სიყვარულის გამო არ ჭამს, მაშინ იკვებება იგი ჭეშმარიტად. თუკი იგი ქრისტეს სიყვარულისთვის გემრიელის ნაცვლად უგემურს აირჩევს, მაშინ ის ამ უგემურის საშუალებით დატკბება ქრისტეთი".

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 27 2020, 10:08 PM
პოსტი #352


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მარხვა გონს მუდმივ მღვიძარებაში ამყოფებს და მღვიძარე გონი ყოველთვის მზად არის კეთილი საქმე აკეთოს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 31 2020, 10:45 PM
პოსტი #353


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადრე გურულ ქელეხში მხოლოდ სამარხვო საჭმელი იცოდნენ და არაერთი ლობიოს სხვადასხვანაირად დამზადებული კერძი გაჰქონდათ სუფრაზე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 3 2020, 09:23 PM
პოსტი #354


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დედა ანტონია (კავეშნიკოვა) ცოტას ჭამდა - მთავარანგელოზი მიქაელი არ მაძლევს ბევრი ჭამის ნებას, მსუბუქი უნდა ვიყო, რომ ანგელოზებმა ჩემი ტარება შეძლონო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 7 2020, 09:58 PM
პოსტი #355


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მის [მამა ანთიმოზი] დიდ სათნოებათაგან ერთ-ერთი იყო მარხვის ნიჭი. შეეძლო, რამდენიმე დღე არაფერი ეჭამა! ერთხელ დაღლილ-დაქანცული მივიდა წმინდა მოციქულთა მარხვამდე. მონაზონმა სიხარულით მიიღო და საჭმელი მოუმზადა. ბერმა ჭამა დაიწყო. მეტრაპეზე თვალს აპარებდა მისკენ და განიკითხავდა. იგი ხედავდა, რომ მეგობარი განკითხვაში იყო და მის დასახმარებლად იძულებული გახდა, გაემხილა მიზეზი, რათა იგი სხვების მიმართ ყურადღებით ყოფილიყო და არავინ განეკითხა. ასევე ჩვენც გვმართებს, მივიღოთ ამისგან სარგებელი და მოვერიდოთ განკითხვას".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 10 2020, 08:50 PM
პოსტი #356


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მარხვის დღეებში თავი უნდა შეიკავო, ცხიმიანი და ნამცვარი არ მიიღო"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 14 2020, 02:15 PM
პოსტი #357


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დაო მ.! დას ჩემგან გადაეცი, რომ მისთვის ხორცის ჭამის სურვილი, მითუმეტეს ოთხშაბათობით და პარასკევობით, დიდი ცდუნებაა, უნდა ებრძოლოს ამ ცდუნებას, აღსარებაში უთხრას მამაოს, როცა ტაძარში იქნება ხატების წინაშე მოინანიოს. განსაკუთრებით სასიკეთოა თუ ყაზანის საკვირველმოქმედ ღვთისმშობლის ხატს მიეახლება. თუ ყველა ყოველთვის ასე გააკეთებს ღმერთი შეიწყალებს და ნელ-ნელა ეს ცთუნება გადაუვლის"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 18 2020, 10:12 PM
პოსტი #358


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ ვლოცულობთ და ვმარხულობთ, რათა დავიბადოთ მარადისობაში"

--------------------------------------------


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 27 2020, 08:41 PM
პოსტი #359


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მარხვას რომ დავიწყებთ, მართალია ხორცი არ იჭმევა, მაგრამ არც ერთმანეთის ნერვები!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 30 2020, 08:09 PM
პოსტი #360


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჭამის რეჟიმის შეცვლის გამო ცოტა უქეიფოდ ვგრძნობთ თავს, მაგრამ სულიერი სიხარული ყველა დანაკლისს ავსებს".

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

36 გვერდი V « < 16 17 18 19 20 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 12:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი