თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი _ ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებისათვის

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 2 2010, 10:02 PM

ჩვენ ვინც ქართველები ვართ და ჩვენ, ვისაც ოდნავ დიდხანს გვიცხოვრია უცხოეთში, და თანადროულად ვამაყობთ და გვიხარია ქართველობა, აშკარად ვგრძნობთ იმასაც, როგორ ვდგავართ გადაშენების საშიშროების წინ...
ამას წინათ, ამერიკაში ყოფნისას, ვნახე, როგორ საუბრობდნენ ქართველი ბავშვები ერთმანეთში ინგლისურად, თან ყველა ქართველი იყო, იგივე ვნახე ყველგან, მეტიც... აქცენტით ლაპარაკობენ ქართულად, საშინელი უცხოური აქცენტით...
მე, მიცნობთ ასეთუისე, ფსევდო და ურა პატრიოტიზმი არ მახასიათებს, მაგრამ სადაც არ უნდა იყვნენ ქართველები ორი მიზანი უნდა ქონდეთ, სამშობლო არ დაივიწყონ და ენა, ყველაზე კარგი იქნება თუ დაბრუნდებიან, და თუ ვერა, მაშინ უნდა იცოდნენ რომ მათი სამშობლოა საქართველო.
თქვენმა შვილებმა ქართული იციან? ეს კითხვა, რაც ფესვებში გაისმა, დღესაც ისმის ყველგან, სადაც ქართველები ცხოვრობენ,
დაბრუნების მომენტი ვისაც გამოეპარა, ენა შეუნახონ შვილებს უნდა..
მე პატარა ქართველი ვარ!
აი ასე უნდა დაიწყოს ყველამ საუბარი, აქედან და ასე!
დღემდე სადაც ამას ვფიქრობ, ჩვენ ხალხის გადარჩენის იდეა, უცხოეთში როცა ცხოვრობენ არის ენის შენარჩუნება, ოჯახში ქართულად უნდა ილაპარაკონ, სიმღერა უნდა იცოდნენ ქართულად, ცეკვა, ტირილი უნდა იცოდნენ ქართულად და მოფერებაც ქართულად sad.gif
მომენატრა საქართველო და ყველაზე მეტად იმის მეშინია, მაქ ჩამოსულს უკან დაბრუნება არ მაფიქრებინონ, მარტო მე კი არა, ჩემნაერს ათასს და ათი ათასს, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენ უნდა ვთქვათ:

We are georgians

Noi Siamo georgiani

Nous sommes des Géorgiens

Vi er georgierne

Wir sind Georgier

Vagyunk a grúzok

Jesteśmy Gruzinów

Мы грузины!!!

ჩვენ ვართ ქართველები და უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ ეს მივიტანოთ ჯერ ჩვენივე ქართველების გულთან, მერე ჩვენს მასპინლებთანაც...

როგორ და რანაირად თქვენ დაწერეთ, ასევე მოვუყაროთ თავი ყველაფერს რაც ხდება ემიგრაციაში ქართველების სასიკეთოდ, ჩვენი კულტურის, ჩვენი ენის და ისტორიის გასავრცელებლად...

დავიწყებ იმით, რომ გუშინწინ მილანში ძალიან ლამაზი საღამო მოეწყო, თქვენს მონა-მორჩილს ქონდა ბედნიერება მონაწილეობა მიეღო ამ შეხვედრაში და ქართულ იავნანზეც ბევრი ცრემლმომდგარიც ვნახე, ისევ ჩემივე ჩათვლით რა თქმაუნდა...

http://www.facebook.com/group.php?gid=110999220463

http://www.conlageorgianelcuore.it/immagini/ninooba%202010%20final.pdf

ასე შევკრიბოთ ინფორმაციები და აქაც გავერთიანდეთ.

იქართველეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 3 2010, 03:44 AM

ეს ამ თემას მოუხდება, ვისაც მონატრება შემოაწვება:

ეს სიმღერა იწყება, ჩვენებური ქალბატონის კადრებით, არაფრით გამორჩეული სახელი რომ ქვია გულნაზი, გვარად გოლეთიანია... ზის, ალბათ რომელიღაც იაფფასიან, იქვე სადღაც ხელზე ნაყიდ ხაჭაპურს ჭამს, ცელოფანში ჩადებულს, მცირე ჩანთაც წამოუღია ცაგერიდან, შეიძლება თან ამ დროს შვილებზე და ოჯახზე ფიქრობდა, იქ საქონელი, აქ მტერ-მოყვარე...... მაგრამ როცა ემღერება, იმღერა და ჟრუანტელი არ მოგშორდება როცა უსმენ, ასეთია საქართველო, გულნაზი დეიდასავით ნაზი გულისაა იგი, დამალულია, უცნობია , მაგრამ ისე ღრმაა და ისე ნიჭიერი.,.
ჰერიო ბიჭებო, ჰერიო...
მადლობა ქალბატონო გულნაზი...

http://nichieri.ge/gulnazigoletiani/

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Feb 3 2010, 10:40 AM

ციტატა(KAIROS @ Feb 3 2010, 03:44 AM) *

ეს ამ თემას მოუხდება, ვისაც მონატრება შემოაწვება:

ეს სიმღერა იწყება, ჩვენებური ქალბატონის კადრებით, არაფრით გამორჩეული სახელი რომ ქვია გულნაზი, გვარად გოლეთიანია... ზის, ალბათ რომელიღაც იაფფასიან, იქვე სადღაც ხელზე ნაყიდ ხაჭაპურს ჭამს, ცელოფანში ჩადებულს, მცირე ჩანთაც წამოუღია ცაგერიდან, შეიძლება თან ამ დროს შვილებზე და ოჯახზე ფიქრობდა, იქ საქონელი, აქ მტერ-მოყვარე...... მაგრამ როცა ემღერება, იმღერა და ჟრუანტელი არ მოგშორდება როცა უსმენ, ასეთია საქართველო, გულნაზი დეიდასავით ნაზი გულისაა იგი, დამალულია, უცნობია , მაგრამ ისე ღრმაა და ისე ნიჭიერი.,.
ჰერიო ბიჭებო, ჰერიო...
მადლობა ქალბატონო გულნაზი...

http://nichieri.ge/gulnazigoletiani/


სიბერე შემოგპარვია შენ ძამიკო smile.gif . კაი კაცი ხარ გაიხარე.

პ.ს. ეხლა ვუყურე მეც და იმხელა ბურთი მაქვს ყელში, რომ ნერწყვს ძლივს ვყლაპავ. წარმომიდგენია ამ ქალის იავნანა რა იქნება.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Feb 3 2010, 10:41 AM

კაიროს აღფროვანებული ვისმენდი მაგ სიმღერას
მასეთი შესრულებით მაგ ქალბატონმა მუნჯი ომი მოუგო ყველას ვინც ერთგვარი მხარდაჭერა თუ თანამოაზრეობა იგრძნო იმ ცინიკური და ვაიშენიღბული სახეების მიმართ ამ ქალის სცენაზე გამოჩენისას რომ ქონდათ :-(


ციტატა(damiane80 @ Feb 3 2010, 11:40 AM) *

სიბერე შემოგპარვია შენ ძამიკო smile.gif . კაი კაცი ხარ გაიხარე.


სიბერე რა შუაშია?! sad.gif
ქალმა სულში შეუძვრა იმ სინაზით ყველას yes.gif

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Feb 3 2010, 10:56 AM

ციტატა
ქალმა სულში შეუძვრა იმ სინაზით ყველას


სინაზე არაფერ შუაშია, უბრალოდ ჩვენი დატანჯული სამშობლო გვიყვარს და ხანდახან გვავიწყდება კიდეც ეს რომ ასეა. ხო იცი "ეგ არის ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება", ხოდა ამ ქალბატონმაც ის დაფარული სულის კუნჭული მოგვიჩხრიკა და შეგვახსენა, რომ სამშობლოს სიყვარულს დაფარვა კი სჭირდება, მაგრამ დავიწყება არა.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Feb 3 2010, 11:02 AM

ეჰ ჩემო დამიანე :
ეტყობა შენ სინაზეს ჩემგან განსხვავებით ძალიან ვიწრო დატვირთვას აძლევ :-)

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 3 2010, 01:31 PM

ნუთუ ჯანო კახიძის ნამღერი არ დევს ინტერნეტში, "ნიჭიერის" ლინკი რომ არ დაგედოთ? sad.gif

ვწუხვარ, მაგრამ ქალის ნამღერმა ვერ ამატირა, ხმა აქვს დასახვეწი, სამაგიეროდ კახიძემ ამატირა smile.gif

აი როგორ უნდა "ჰერიო ბიჭებოს" მღერა, ასე სულშიჩამწვდომად ვერავინ იმღერებს კახიძის გარდა, ვერავინ

http://www.youtube.com/watch?v=WQzWMwFV4O0&feature=related


პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Feb 3 2010, 02:06 PM

მე ეხლა ვნახე ეს თემა და კაიროსის თემაზე ლამის ამეტირა...

ფესვებს რომ ვუყურებ მაშინაც ყოველთვის ვტირი.. user.gif

რა არის საქართველო უქართველებოდ? საქართველო ჩვენ ვართ, ქართველები. უცხოეთში ძალიან ბევრი ქართველია... მათ ჩვენზე მეტადაც კი უყვართ ჩვენი სამშობლო... რატომ? იმიტომ რომ ენატრებათ, იმიტომ რომ აქ არ არიან, იმიტომ რომ სამშობლოს სიყვარული ეს ბუნებითი სიყვარულია, ჩვენ კი როდესაც სამშობლოს მოვშორდებით, მაშიღა ვაცნობიერებთ ამას...

მე მინდა, რომ ყველა ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ, თავიანთი საქმიანობით, თავიანთი ნიჭით და უნარით საქართველოს გამოადგნენ.

დიახ, ჩვენ ქართველები ვართ, ეს ბუნებითი კანონია, ადამიანი ეროვნებას ვერ აირჩევს, სწორედ ამიტომ უნდა დავრჩეთ ქართველებად, ყველგან და ყოველთვის!!!

გაიხარეთ ! kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 3 2010, 03:16 PM

ციტატა(KAIROS @ Feb 3 2010, 12:44 AM) *

ეს ამ თემას მოუხდება, ვისაც მონატრება შემოაწვება:

ეს სიმღერა იწყება, ჩვენებური ქალბატონის კადრებით, არაფრით გამორჩეული სახელი რომ ქვია გულნაზი, გვარად გოლეთიანია... ზის, ალბათ რომელიღაც იაფფასიან, იქვე სადღაც ხელზე ნაყიდ ხაჭაპურს ჭამს, ცელოფანში ჩადებულს, მცირე ჩანთაც წამოუღია ცაგერიდან, შეიძლება თან ამ დროს შვილებზე და ოჯახზე ფიქრობდა, იქ საქონელი, აქ მტერ-მოყვარე...... მაგრამ როცა ემღერება, იმღერა და ჟრუანტელი არ მოგშორდება როცა უსმენ, ასეთია საქართველო, გულნაზი დეიდასავით ნაზი გულისაა იგი, დამალულია, უცნობია , მაგრამ ისე ღრმაა და ისე ნიჭიერი.,.
ჰერიო ბიჭებო, ჰერიო...
მადლობა ქალბატონო გულნაზი...

http://nichieri.ge/gulnazigoletiani/


ეს თუ იგივე ვიდეოა, რაც მე ნაინამ მანახა, აქაც ვიტყვი

სირცხვილი ამ ვიდეოს რეჟისორს! სიმდაბლეა და მეტი არაფერი, ფენოვანი ხაჭაპურის სცენების დართვა ვიდეოს დასაწყისში. კულტურული ქალბატონი ჩანს, მშვენივრად მეტყველებდა და 3 შვილი გაზარდა სოფელში, დიდი ამბავი თუ იდეალური 90/60/90 ფორმები არ აქვს, ნამდვილად კარგად იმღერა და საწყენია რომ მისი წონა და 1 ცალი ფენოვანი, ასე უშნოდ სამასხარაოდ გამოიტანეს. მაგათი დასაცინი არაფერი ეტყობა ქალბატონს. რამდენი მახსენდება, სულ ბრაზი მომდის.

ჰერიო ბიჭებოს კი მართლაც ქევანა-ს ლინკიდან ჯობია მოვუსმინოთ.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Feb 3 2010, 04:13 PM

ციტატა(k@the @ Feb 3 2010, 03:16 PM) *

ეს თუ იგივე ვიდეოა, რაც მე ნაინამ მანახა, აქაც ვიტყვი

სირცხვილი ამ ვიდეოს რეჟისორს! სიმდაბლეა და მეტი არაფერი, ფენოვანი ხაჭაპურის სცენების დართვა ვიდეოს დასაწყისში. კულტურული ქალბატონი ჩანს, მშვენივრად მეტყველებდა და 3 შვილი გაზარდა სოფელში, დიდი ამბავი თუ იდეალური 90/60/90 ფორმები არ აქვს, ნამდვილად კარგად იმღერა და საწყენია რომ მისი წონა და 1 ცალი ფენოვანი, ასე უშნოდ სამასხარაოდ გამოიტანეს. მაგათი დასაცინი არაფერი ეტყობა ქალბატონს. რამდენი მახსენდება, სულ ბრაზი მომდის.


ჰო, მართლაც არაეთიკური იყო ეს სლაიონნის აფიშირება.
ნამდვილად ღირსეული ქალბატონია და მშვენიერი მონაცემებიც აქვს.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 3 2010, 08:25 PM

ციტატა
ნამდვილად ღირსეული ქალბატონია და მშვენიერი მონაცემებიც აქვს.

ნამდვილად და ესაა მთავარი და არა ვიღაცეების ტაკიმასხარაობა.

ვერ მომიწონებია ნამდვილად ფენოვან ხაჭაპურზე ჩაციება, მეც არ მომეწონა რათქმაუნდა და მეტიც, ცოტა დადგმის კვალი დავინახე შიგნით, საერთოდ რაღაც ახალი უდღეური ფენომენი დამკვიდრდა ჩვენთან, რატომღაც ყველაფერი უნდათ გაასაღონ იმად რაც არ არის, როცა თავისუფლად შეუძლიათ თქვან, კარგია smile.gif მაგრამ რახან კახიძე მღეროდა კარგად, რა ეს გამორიცხავს რომ ეს ქალი კარგად მღერის? რა იმდენ ათასობით ადამიანს ფენოვანმა დაუბრმავა თვალები? თან გთხოვთ, არაა ეს თემა ქ.ნი გულნაზის თემის გარჩევა, არამედ იმისა, ვინ და როგორ
ზრუნავს ქართული პატრიოტიზმის, კულტურის, ისტორიის და ენის პროპაგანდას უცხოეთში.

მე მაგალითად მილანში მოვუსმინე როგორ შესანიშნავად მღეროდნენ იტალიელებით სავსე გუნდი ქართულს ანუ ქართული სიმღერების გუნდია, სადაც დიდი ნაწილი იტალიელია, სინტონია თბილისი

არსებობს ასევე სხვა ჯგუფები, რომლებიც უცხოელებითაა შექმნილი:

Ensemble Giorgi. The singers mentioned from the left: Svend Waage Beka Sebiskveradze Petter Simonsen

http://www.ensemblegiorgi.no/index.html

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 3 2010, 09:34 PM

ციტატა
სიბერე შემოგპარვია შენ ძამიკო . კაი კაცი ხარ გაიხარე

biggrin.gif
ნუ მაშინებ biggrin.gif
ახალგაზრდა ვარ კაცო smile.gif უბრალოდ მაგნაირ რაღაცეებში მგრძნობიარე ვარ და მებრძოლიც ამავდროულად.

ესეც სხვა ახალი ამბავი:

ვაშინგტონში ქართულ სიმღერებს ამერიკელები ასრულებენ

ზაქარია კიკნაძე, ვაშინგტონი
02/02/2010



გუნდის რეპერტუარი საკმაოდ ფართოა და საეკლესიო საგალობლების გარდა, ქართლ-კახურ, იმერულ, გურულ, მესხურ, მეგრულ და სვანურ ხალხურ სიმღერებსაც მოიცავს. კონცერტზე „ნიავთან“ ერთადჯგუფი „სლავენაც“ ასრულებდა ქართულ სიმღერებს.

ითხვაზე თუ როგორ დაიბადა „ნიავის“ შექმნის იდეა? გუნდის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ანდრეა ჰარისმა გვიპასუხა:

„გუნდის შექმნა დიდი ხნის განმავლობაში ჩემი სანუკვარი ოცნება იყო. მე პირველად იელის უნივერსიტეტში სწავლისას გავეცანი ქართულ სიმღერას. მაშინ, გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მე უნივერსიტეტში არსებულ გუნდში ვმღეროდი. ეს გუნდი ბულგარული სიმღერების შესრულებით იყო დაკავებული. ჩვენ რუსული სიმღერების შემსრულებელთა გუნდთან ერთადაც ვმღეროდით ხოლმე და სწორედ მათი შესრულებით მოვისმინე პირველად ქართული სიმღერა. მე მყისვე მოვინუსხე ქართული მუსიკით და მას შემდეგ საქართველოს დიდი მეგობარი ვარ. პირველად თქვენს ქვეყანას 1979 წელს ვესტუმრე. მოგვიანებით იქ ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. საქართველოში გავიცანი კარლ ლინიჩი, რომლის გუნდსაც „ოქროს სტუმრები ერქვა“. ეს ძალზე მნიშვნელოვანი დრო იყო ჩემთვის. მაშინ ათობით ქართული სიმღერა შევისწავლე. ხოლო როდესაც შეერთებულ შტატებში დავბრუნდი, ვიგრძენი, რომ ქართული მუსიკის გარეშე აღარ შემეძლო. ქართული სიმღერის შესრულებას ჯადოსნურ სამყაროში გადაჰყავხარ. ეს სიმღერა სულიერ საზრდოს მაძლევს. ორი წლის განმავლობაში ვცდილობდი ხალხის შეგროვებას და ბოლოს და ბოლოს ათი ადამიანი შევაგროვეთ. საბოლოოდ გვინდა გუნდის წევრების რაოდენობა თორმეტ თოთხმეტ კაცამდე გავზარდოთ.



„ჩვენ კვირაში ერთხელ საღამოობით ვიკრიბებით და მართალი გითხრათ ბევრს არ ვმღერით, უფრო ქართულ ღვინოს და საჭმელს მივირთმევთ. ბუნებრივია ჩვენ პროფესიულ ჯგუფად ჩამოყალიბებას არ ვაპირებთ და ამიტომაც რეპეტიციებს დიდი ინტენსიურობით არ ვატარებთ. საკუთარი სიაამოვნებისთვის ვმღერით“. დაასრულა ჩვენთან საუბარი ქალბატონმა ჰარისმა. ზაქარია კიკნაძე, ამერიკის ხმა ვაშინგტონი.

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Feb 3 2010, 09:41 PM

KAIROS

ციტატა
„გუნდის შექმნა დიდი ხნის განმავლობაში ჩემი სანუკვარი ოცნება იყო. მე პირველად იელის უნივერსიტეტში სწავლისას გავეცანი ქართულ სიმღერას. მაშინ, გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მე უნივერსიტეტში არსებულ გუნდში ვმღეროდი. ეს გუნდი ბულგარული სიმღერების შესრულებით იყო დაკავებული. ჩვენ რუსული სიმღერების შემსრულებელთა გუნდთან ერთადაც ვმღეროდით ხოლმე და სწორედ მათი შესრულებით მოვისმინე პირველად ქართული სიმღერა. მე მყისვე მოვინუსხე ქართული მუსიკით და მას შემდეგ საქართველოს დიდი მეგობარი ვარ. პირველად თქვენს ქვეყანას 1979 წელს ვესტუმრე. მოგვიანებით იქ ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. საქართველოში გავიცანი კარლ ლინიჩი, რომლის გუნდსაც „ოქროს სტუმრები ერქვა“. ეს ძალზე მნიშვნელოვანი დრო იყო ჩემთვის. მაშინ ათობით ქართული სიმღერა შევისწავლე. ხოლო როდესაც შეერთებულ შტატებში დავბრუნდი, ვიგრძენი, რომ ქართული მუსიკის გარეშე აღარ შემეძლო. ქართული სიმღერის შესრულებას ჯადოსნურ სამყაროში გადაჰყავხარ. ეს სიმღერა სულიერ საზრდოს მაძლევს. ორი წლის განმავლობაში ვცდილობდი ხალხის შეგროვებას და ბოლოს და ბოლოს ათი ადამიანი შევაგროვეთ. საბოლოოდ გვინდა გუნდის წევრების რაოდენობა თორმეტ თოთხმეტ კაცამდე გავზარდოთ.

wub.gif wub.gif wub.gif

რა საინტერესოაა.. ტრადიციული მრავალსხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმებზე თბილისში ქართული სიმღერების შემსრულებელი ბევრი ანსამბლი ჩამოდის ხოლმე, მათ შორის იყო კარლის "ოქროს სტუმრებიც". ნეტავ თუ იციან ორგანიზატორებმა მათ შესახებ? unsure.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Feb 3 2010, 09:49 PM

KAIROS
გაიხარე ძმაო. თემაც კარგადაა მოძებნილი და მიმართულებაც კიდევ უკეთესი. როგო განვითარდება ვნახოთ.
მინდა საზღვარგარეთ მყოფ ჩვენ თანამემამულეებს ვთხოვო, ნუ დაივიწყებენ ჩვენ სამშობლოს. ჩვენ ხომ ერთი მეიმდენედი პასუხისმგებლობა გვენიჭება მისი კეთილდღეობისათვის, რამდენი ქართველიც ვცხოვრობთ დედამიწაზე? იზრუნეთ ახალგაზრდა თაობის ქართული მენტალიტეტით აღზრდისათვის. საზღვარგარეთ მცხოვრებლებს არანაკლებად ევალება სამშობლოსათვის ზრუნვა.
გამარჯვებული მენახეთ ჩემო კარგო ემიგრანტებო.

"წელშიგამართული" აბო.

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Feb 3 2010, 10:09 PM

ახლა ხალხნო, ზოგს დიდად არ ენატრება თავისი ქვეყანა მინდა გითხრათ, ისეთებიც არიან ვისაც უთქვამთ რომ საქართველოში არ ვიცხოვრებთ, აქ გვირჩევნიაო biggrin.gif თუმცა ქართველობას არ კარგავენ
ვიცნობ რამდენიმეს, ოღონდ ცოტაა ასეთი, დამბრუნებლების მსურველთა შედარებით

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Feb 3 2010, 10:34 PM

ოო, რა კარგი თემაა, მაგრამ რაგც მოსაწყენი პოსტებია. ღიმილი აკლია

მაჩუქე, მაჩუქე,მაჩუქე, მაჩუქე…
ღიმილი მაჩუქე, კარგო,
ღიმილი ნუ გენანება!
შენი ლამაზი ღიმილი
მე სიზმარშიც მენატრება!
მე სიზმარშიც მენატრება!

შენი ლამაზი თვალები
ჩემს დამონებას ელიან!
ჩემი თვალები შენს სითბოს
და ღიმილს კვლავ მოელიან!
და ღიმილს კვლავ მოელიან!

მაჩუქე ღიმილი!
ან სითბო,ან ცრემლი.
შენს სითბოს,სიყვარულს
და ღიმილს კვლავ ველი.

მაჩუქე, მაჩუქე,მაჩუქე, მაჩუქე…
შენი ლამაზი ღიმილი!!!

როდესაც მე შენზე ვფიქრობ
გულში სულ მუდამ დარდია
სანამ შენს ღიმილს ვნახავდი
გულს ასე არ უდარდია!
გულს ასე არ უდარდია!

ღიმილი მაჩუქე კარგო,
რას გარგებს ჩემი წამება,
ნუ ხარ მასეთი ჯიუტი,
ნუ ხარ მასეთი თავნება!
ნუ ხარ მასეთი თავნება!

მაჩუქე ღიმილი!
ან სითბო,ან ცრემლი.
შენს სითბოს,სიყვარულს
და ღიმილს კვლავ ველი.

მაჩუქე, მაჩუქე,მაჩუქე, მაჩუქე…
შენი ლამაზი ღიმილი!!!
შენი ლამაზი ღიმილი!!!
შენი ლამაზი ღიმილი!!!
შენი ლამაზი ღიმილი!!!

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Feb 4 2010, 02:44 AM

Amuza
არ თქვა მე დავწერე ემიგრაციაშიო. ისე ღიმილი ამ თემაში უადგილო ხომ არაა?
აბო.

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Feb 4 2010, 09:48 AM

აქედან გაქცეულს ვისღა ახსოვს შენი საქართველო IPB-ს სურათი
ბევრი ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობდა, ვერ არჩენდა ოჯახს, ლუკმა-პური ენატრებოდათ და შენ გინდა ამათ საქართველო გაახსენო?.. როდესაც ახლა, უცხოეთში მშვენივრად გრძნობენ თავს..

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 4 2010, 10:38 AM

Adam

ციტატა
აქედან გაქცეულს ვისღა ახსოვს შენი საქართველო
ბევრი ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობდა, ვერ არჩენდა ოჯახს, ლუკმა-პური ენატრებოდათ და შენ გინდა ამათ საქართველო გაახსენო?.. როდესაც ახლა, უცხოეთში მშვენივრად გრძნობენ თავს..

რა იოლია სხვისი განსჯა.
მაგით რისი თქმა გინდა? ვინც წასულია, მისთვის საქართველო აღარაფერს ნიშნავს?
რა საზომით ზომავ სამშობლოს სიყვარულს?
შენ რა იცი ვინ რას გრძნობს?
გგიონია საზღვარგარეთ ხეებს დოლარები ასხია და მხოლოდ ჩამოკრეფაა საჭირო?
არ გამოგიცდია ის ტკივილი და სიმწარე, რასაც ემიგრანტი გრძნობს.

უფფ, ბევრი რამე მინდა დავწერო და კიდევ თავს ვიკავებ.

შესაძლებლობა რომ გქონდეს ალბად სიამოვნებით გაიქცეოდი,
მერე კი ნახავდი როგორია უცხოობაში ცხოვრება.
ამიტომ ასე დაუფიქრებლად მაინც ნუ განსჯი სხვას.

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Feb 4 2010, 10:51 AM

ნაინა

ჩემი ახლობლების მაგალითზე ვთქვი ყველაფერი IPB-ს სურათი

ციტატა
შესაძლებლობა რომ გქონდეს ალბად სიამოვნებით გაიქცეოდი


უეჭველი!

თუ ყველა ის ადამიანი, მე რო მიყვარს, გვერდით მეყოლებოდა , არანაირად არ მომენატრებოდა შენი საქართველო..
საქართველოსგან რა მინდა , მე ხო ხალხს ვგულისხმობ საქართველოში .. ხო ეს ისე რო იცოდე IPB-ს სურათი
თორე ისე ის ადგილი სადაც გავიზარდე , თავისთავად გამახსენდებოდა, მაგრამ 1 , 2 წლის შემდეგ მაგასაც დავივიწყებდი..


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 4 2010, 12:57 PM

ციტატა
არანაირად არ მომენატრებოდა შენი საქართველო..

ადამ,
შენი პოსტები უკვე გამომწვევიაა smile.gif
ასე არ შეიძლება.

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Feb 4 2010, 01:08 PM

KAIROS

ციტატა
შენი პოსტები უკვე გამომწვევიაა


აჰმ ცოტათი მართალს ღაღადებ :mo:

მაგრამ ისეთი პოსტი იყო, თავი ვერ შევიკავე IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ბარბარე თარიღი: Feb 5 2010, 08:09 PM

მოგესალმებით ყველას დიდი პატივისცემით!
ცოტა სხვა სახე მიიღო თემამ...
მე მინდა დასაწყისში ნათქვამი განვაგრძო...
მართალია ეს ადამიანი..გადავჯიშდით ქართველები...უცხოეთში ძალიან ცუდი სიტუაციაა...
თუნდაც დავიწყებ იქიდან,რომ,რამდენჯერ ვიკითხე,რატომ საბერძნეთის ემიგრანტები არ ჩანან ფორუმზე?...არ აინტერესებთ საქართველო და იმირომ...მარტო ამ ქალაში უამრავი ქართველია...რომ ჩამოდიან ,პირველ რიგში კომპიუტერს ყიდულობენ.ნუთუ არავინ იცის ეს საიტი?ან რომელიმე,სადაც ქართველი ემიგრანტები ერთმანეთს ეკონტაქტებიან...
ცუდ დღეში ვართ,დამიჯერეთ...ეს ხალხი საერთოდ დამბრუნებელიც არ არის უკან...მე რომ მივდიოდი 2 წლის წინ,ვითომ, "რა კარგია,მეც როგორ მინდა წასვლაო..."მეორე წუთში კი-"ნეტა იქ რაღა უნდა გააკეთოო..."
ძალიან ბევრი არასასიამოვნო რამ შემიძლია ამ თემაზე ვისაუბრო...ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ,ამდენ ქვეყანაში არიან ქართველები გაფანტული,სულ სხვადასხვა კულტურა,საქციელი,თვისებები...ყველა რომ დაბრუნდება,აი მაშინ იქნება საქართველო დომხალი!!!!!!
და კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა...როგორც მესმის,თვით საქართველოშია ძალიან ცუდი მდგომარეობა ამ მხრივ...უცხოელებით,(განსაკუთრებით-ჩინელებით)ივსება ქვეყანა...თუ საქართველო "ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო "არ იქნება,ჩვენ რომ დავბრუნდებით,ან სად ვიცხოვროთ,ან ვისთან დავბრუნდეთ,ჩინელებთნ?....
პირადად მე ,დიდი სიამაყით,ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო,რომ ჩემმა შვილმა,რომელიც მალე 4 წლის გახდება,ერთი სიტყვაც არ იცის ბერძნული!ქართულად კითხულობს და ქართულ ლექსებს ამბობს.და როგორც თავიდან აღინიშნა,ქართულ იავნანას მღერის...და ქართველადაც გაიზრდება!
მხოლოდ მანდ მცხოვრებ ქართველებს მინდა ძალიან შეგეხვეწოთ:გაუფრთხილდით ჩვენს საქართვლოს!!!მანდ უფრო ჭირდება გაფრთხილება და შენარჩუნება.მარტო ჭიქის მირტყმით კი არა,რაც- აქაც მშვენივრად იციან,არამედ საქმით!!!!!!!!!თორე,"ჰერო ბიჭებოზე" და "ფესვებზე"-მანდაც ყოველთვის ვტიროდი...შეინარჩუნეთ ქართული ღირსებები.ნუ შეავსებთ ჩვენს ადგილებს უცხოელებით...
ჩვენც დავბრუნდებით!აუცილებლად დავრუნდებით !და ერთად ვაშენოთ ლამაზი მომავალი!!!!!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 6 2010, 12:06 AM

ციტატა
ეს ხალხი საერთოდ დამბრუნებელიც არ არის უკან...მე რომ მივდიოდი 2 წლის წინ,ვითომ, "რა კარგია,მეც როგორ მინდა წასვლაო..."მეორე წუთში კი-"ნეტა იქ რაღა უნდა გააკეთოო..."

ეგ სამწუხარო რეალობაა, სუფრაზე ტირილია იქ მინდაო, და მერე (ისე რომ თავადაც ვერ აცნობიერებენ) იწყება საუბარი, ქალო (კაცო) საბუთი როგორ გავაგრძელო (ავიღოო)? ანუ ეს ნიშნავს, კიდევ მეტი (ან საერთოდ) როგორ დავრჩეო...
გეუბნებით, ამდენი წელია წამოსული ვარ და საბოლოოდ დაბრუნებული ათიც კი არ მინახავს, ჩამოსული კი ათი მარტო კვირაში (ბოროტი ენების ამბობენ ჭურში ხარ, თორემ დღეშიცო) ჩამოდის...
ციტატა
ყველა რომ დაბრუნდება,აი მაშინ იქნება საქართველო დომხალი!!!!!!

ნუ ამაზე კამათი შეიძლება, პირველი ის რომ ყველა ნამდვილად არ დაბრუნდება, საქართველო ვერ მისცემს სამუშაო გარანტიებს თავის მოქალაქეებს ისე რომ ადგილები ჩამოსულებისათვისაც დარჩეს, ეგ მინიმუმ 20 წელი, შესაბამისად ერთი თაობა ჩარჩა უკვე იქ, შესაბამისად დაბრუნება თუ იქნება ძალიან ნელი და შეუმჩნეველი, მეორე ის რომ უცხოეთში ყოფნის ცუდ მხარეებზე ჩვენ ვსაუბრობთ აქვე მდებარე სხვა თემაში (უცხო უცხოეთი), აქ კი ჩვენი ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებაზე ვფიქრობთ, და ისიც უნდა ვთქვათმ რომ უცხოეთში ცხოვრების გამოცდილება მხოლოდ ცუდს არ ნიშნავს, პირიქით იმდენი რამე გვაქვს ქართველებს სასწავლი აქ მეტი რომ არ შეიძლება, ის გრუზინული აზროვნება რომელიც საბჭოთა სისტემა დაგვიტოვა უცხოეთში იშლება და ინგრევა, ამიტომ არც ასე არ შეგვიძლია ვთქვათ ცალხმრივად.
და კიდევ, ჩვენ ის უნდა ვწეროთ, როგორ შევუსაბამოთ ჩვენი მეობა და დადებითი რასაც უცხეოთი გვაძლევს
ციტატა
უცხოელებით,(განსაკუთრებით-ჩინელებით)ივსება ქვეყანა...თუ საქართველო "ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო "არ იქნება,ჩვენ რომ დავბრუნდებით,ან სად ვიცხოვროთ,ან ვისთან დავბრუნდეთ,ჩინელებთნ?....

ეს შეცდომაა, რადგან მასე რომ იფიქროს იმ ხალხმა, რომელიც ჩვენ გვსტუმრობს და საკვების საშუალებს გვაძლევს, უკან გაყრილები უნდა ვიყოთ, საქართველო არასოდეს ყოფილა რასისტული და არც არასოდეს იქნება, არაა ეგ ჩვენს ჯიშში და აზრონებაში მადლობა ღმერთს, არ შეიძლება საქართველო მხოლოდ ქართველებისათვის იყოს, ეს რასიზმია, ნაცო-ფაშიზმის ახლო ნათესავი, საქართველოში ყოველთვის ცხოვრობდა სხვადასვა ერის ხალხი მშვიდაობიანად და კეთილდღეობით, ჩინელები კი ქართული კი არა მსოფლიო პრობლემაა და ის რომ ჩვენთან ეს პრობლემა ნელნელა უფრო მეტად დგება, ეს ჩინელების კი არა ჩვენი მთავრობის ბრალია, ასე რომ პათოსს ვერ შევუერთდები, ნამდვილად არ უშლის ახალ ჩინელები ჩვენს ემიგრანტებს დაბრუნებაში ხელს smile.gif
ციტატა
მე ,დიდი სიამაყით,ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო,რომ ჩემმა შვილმა,რომელიც მალე 4 წლის გახდება,ერთი სიტყვაც არ იცის ბერძნული!ქართულად კითხულობს და ქართულ ლექსებს ამბობს.და როგორც თავიდან აღინიშნა,ქართულ იავნანას მღერის...და ქართველადაც გაიზრდება!

საოცრება, რაც დავწერე იმის საწინააღმდეგო უნდა დავწერო ახლა smile.gif
ხალხო, თვითიზოლაცია დამღუპველია და ადრე თუ გვიან უნაყოფო იქნება და არაფრის მომტანი, ეს იმის ნიშნანია, რომ ჩვენ არ ვიცით ემიგრაცია, რომ ემიგრაციაში ქარტველების არ არიან ერთიანები, რომ ჩვენ ან ვბერძენდებით ან ვიკეტებით, არ შეიძლება ასე, უნდა იცოდეს თქვენმა შვილმა ბერძნული ენაც, კულტურაც, კონსტიტუციაც (განა იგივეს არ თხოვთ ჩინელებს ჩვენთან ან სხვა ერს?), მაგრამ ამავე დროს ოჯახში კალი მერას ნაცვლად დღე მშვიდობისა უნდა ისმოდეს, კალას მაგივრად კეთილი... ანუ საშუალო, ვერ გამოკეტავთ შვილებს და ვერ შეზღუდავთ, მასში ისე უნდა შეერწყას ქართველობა რეალობას, რომ ერთმანეთს ხელს არ უნდა უშლიდეს, მეტი როგორც კარგი ქართველი, უნდა იცნობდეს სხვის კულტურას ისე, რომ საკუთარი კულტურის გაცნობა შეეძლოს.
ასე რომ იდეა კარგია, მაგრამ ყველაფერი არაა რეალური და სწორი გზა, ყოველთვის შუა, სამეუფო გზით მიდის.
იხარე;
კაიროსი!
პ.ს. არც მე ვარ საქართველოში.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 6 2010, 12:48 PM

ციტატა
პირადად მე ,დიდი სიამაყით,ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო,რომ ჩემმა შვილმა,რომელიც მალე 4 წლის გახდება,ერთი სიტყვაც არ იცის ბერძნული!ქართულად კითხულობს და ქართულ ლექსებს ამბობს.და როგორც თავიდან აღინიშნა,ქართულ იავნანას მღერის...და ქართველადაც გაიზრდება!

ეს მართლაც დიდი სამამულიშვილო საქმეა smile.gif
და მიხარია რომ ვიღაც მაინც ფიქრობს ასე და აკეთებს ასე smile.gif

KAIROS
ციტატა
გეუბნებით, ამდენი წელია წამოსული ვარ და საბოლოოდ დაბრუნებული ათიც კი არ მინახავს, ჩამოსული კი ათი მარტო კვირაში (ბოროტი ენების ამბობენ ჭურში ხარ, თორემ დღეშიცო) ჩამოდის...


ზოგმა უბრალოდ არ იცის რა არის სამშობლო; ზოგი, რაოდენ სამარცხვინო ან საშინელიც არ უნდა იყოს, ასე ფიქრობს: სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ, ისაა ჩემი სამშობლო

ციტატა
ხალხო, თვითიზოლაცია დამღუპველია და ადრე თუ გვიან უნაყოფო იქნება და არაფრის მომტანი, ეს იმის ნიშნანია, რომ ჩვენ არ ვიცით ემიგრაცია, რომ ემიგრაციაში ქარტველების არ არიან ერთიანები, რომ ჩ

კაიროს დაანებე თავი, არ არის ეს თვითიზოლაცია. ბავშვი რა ენაზეც ისწავლის "დედა"ს დაძახებას და რა ენით დაიწყებს აზროვნებას ესაა მთავარი, თორემ რომ გაიზრდება მერე ისწავლის ბერძნულს. ვაჰ აბა რა გინდა, 3 და 4 წლის ბავშვმა ორი ენა ისწავლოს ერთდროულად? და რა გამოვა? ორენოვანი მოქალაქე...

იუმორინაში კვირიკაშვილის ერთერთ სკეტჩში იყო
"ბებია ბებია, მოჟნა მოი გოსწ ქამ ინ"-ო biggrin.gif

პ.ს. მაპატიე თუ გემწარა, მაგრამ მე სხვანაირად ვხედავ unsure.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Feb 6 2010, 02:29 PM

ციტატა(ბარბარე @ Feb 5 2010, 09:09 PM) *

ძალიან ბევრი არასასიამოვნო რამ შემიძლია ამ თემაზე ვისაუბრო...ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ,ამდენ ქვეყანაში არიან ქართველები გაფანტული,სულ სხვადასხვა კულტურა,საქციელი,თვისებები...ყველა რომ დაბრუნდება,აი მაშინ იქნება საქართველო დომხალი!!!!!!

ბარბარე
ამაში ვერ დაგეთანხმებით
საქმე იმაშია რომ განსხვავებულ კუტურათა და ცივილიაზაციათა შემოდინებას დღეს იმიგრირებული ქართველობის გარეშეც ბევრი ხელშემწყობი ყავს... თუნდაც მედია
თუ ჩვენ უკან მობრუნებულ არაქართული ცნობიერების ქართველებს შეუცვლელ ქართველობას შევაგებებთ უკუ პროცესის წარმართვაც თითქმის იგივე ინტენსივობით მოხდება...

ჩემი აზრით ეს არასწორად დანახული პრობლემაა dry.gif

კაიროსის არ იყოს არც მე მომხვდა თვალში კარგად ის სიტყვები რომ თქვენმა შვილმა ბერძნული საერთოდ არ იცის, არა იმის გამო რომ 4 წლის ასაკში ორ ენაზე ვერ მეტყველებს, არამედ იმ პათოსის გამო რომელიც იგრძნობოდა თქვენს ნაწერში, რომ ასეთი სწორხაზოვანი დამოკიდებულება იმ ენის და ერის მიმართ სადაც თავს ირჩენთ სწორად მიგაჩნიათ
მაპატიეთ თუ არასწორად გავიგე თქვენი ნათქვამი, ცხადია კომენტარს იმაზე ვაკეთებ როგორადაც გავიგე.
მე ძალიან მაღიზიანებს უცხოელი მოქალაქეები რომლებიც წლების განმავლობაში, ზოგჯერ თაობებიც ცხოვრობენ საქართველოში და ქართული არ იციან.
მე მათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს შინაგანად ვერ ვღებულობ, მიუხედავად იმისა რომ არანაირი კონფლიქტი ეროვნულობასთან არ მაქვს...
თუმცა ისიც მაკვირვებს რომ ზოგიერთებმა შესაძლოა მშობლიური ენაც არ იცოდნენ, თუმცა ეს სიმართლე გითხრათ არც მწყინს...

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 6 2010, 05:01 PM

ციტატა
ზოგმა უბრალოდ არ იცის რა არის სამშობლო; ზოგი, რაოდენ სამარცხვინო ან საშინელიც არ უნდა იყოს, ასე ფიქრობს: სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ, ისაა ჩემი სამშობლო

+1

Adam
ციტატა
თუ ყველა ის ადამიანი, მე რო მიყვარს, გვერდით მეყოლებოდა , არანაირად არ მომენატრებოდა შენი საქართველო..
ის ადგილი სადაც გავიზარდე , თავისთავად გამახსენდებოდა, მაგრამ 1 , 2 წლის შემდეგ მაგასაც დავივიწყებდი..

ჯერ წადი,იცხოვრე უცხოეთში და მერე ილაპარაკე,მოგენატრებოდა ან გაგახსენდებოდა თუ არა tongue.gif სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი,ძნელია რამის თქმა.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 7 2010, 05:33 AM

ქევან,
არ გეკამათები, მაგრამ რატომღაც მე ბარბარეს შემართებაში სწორედ იზოლაცია დავინახე და არა ასე ვთქვათ, ენის პრობლემატიკა.
ეს იზოლაციის მცდელობები ყველგან და ხშირად შეიმჩნევა, მე 12 წლის ბავშვზეც დამინახავს ძალადობითი იზოლაცია, და რაღაც სექტანტური აზროვნება ჩამოყალიბდა, ამათი ყველაფერი ცუდია, ჩვენი მხოლოდ დ ა.შ. ეს ცუდი დამოკიდებულებაა, მცდარი და მავნე.
ასე რომ ისევ შუა გზაა საჭირო.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 7 2010, 08:39 PM

KAIROS
ეგ მესმის.

ციტატა
მე 12 წლის ბავშვზეც დამინახავს ძალადობითი იზოლაცია, და რაღაც სექტანტური აზროვნება ჩამოყალიბდა,

12 წლის კიარა, უფრო დიდი ასაკის ადამიანიც მინახავს "სექტანტური" აზროვნებით biggrin.gif

ზოგადად ასეა, რომ ურთიერთობისას ერთი ადამიანი ახდენს მეორეზე გავლენას, და თუ საქმეში ემოცია ერთვება, ხო საერთოდ... ალბათ, ძირითადად მნიშვნელოვანი არის რა მასშტაბებშია. ცხადია, პატარაზე უფრო იოლია ზემოქმედება.

ბარბარე უბრალოდ ემოციურად აღელდა. დამშვიდდება და მიხვდება, რაღაც-რაღაცეებს გაფილტრავს.

თანაც, მითხარი, რაც დაწერა, ის ხომ ხდება?

1. უფრო მეტი ჩვენიანი ტოვებს ქვეყანას, და უფრო მეტი უცხოელი ჩამოდის. ეს კარგია თუ ცუდი?

2. უცხოეთში ძალიან ადვილია იქაურ "კულტურასთან" (ძირითადად ცხოვრების წესსა და სხვა მსოფლმხედველობას ვგულისხმობ და არა კულტურას როგორც ასეთს, თუმცა ეგეც კულტურაა, ყოფითი კულტურა) ზიარება ისე, რომ საკუთარის დაფასება ავიწყდებათ ან იგნორირებას უკეთებენ. ეს განსაკუთრებით იმათ მოსდით, ვინც სუსტია ან ვინც ვერ აფასებს საკუთარი ქვეყნის კულტურას. იმიტომაა რომ იქაურ აზრებს ნაზიარევი ჩამოვა აქ და ჭკუას გვასწავლის. ჩვენი გარემო ეჩვენება ჩამორჩენილად. ასეთებიც მინახავს, კაიროს sad.gif

ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა. ამიტომ აქ ძნელია თვითრეალიზაცია. ზოგიერთ სფეროში მაინც... აბა რატომ გარბიან ჩვენი მუსიკოსები საზღვარგარეთ? აბა რატომ არის ამდენ მომღერლებს ვერ ავუდივართ, მათთვის თავიანთი მუს პროდუქტის გასაღების ბაზარი არის პატარა, ჩვენთან ფილმის გადაღება (დამოუკიდებლად) არის ძნელი, იმიტომ რომ ის ფილმი რომ გაუშვან კინოთეატრებში, თავის ხარჯებს ძლივს (ზოგ შემთხვევებში კი ვერ) დაფარავს...
ამიტომაც გარბიან ზოგიერთები, ეს იქნებ ბუნებრივიცაა, მაგრამ ბალანსი უნდა იყოს დაცული...

ახლა თემის პასუხად: როგორ შევინარჩუნოთ ეროვნული იდენტურობა?
ჩემი აზრით ეს ბავშვობიდანვე უნდა ჰქონდეს, აღზრდით მიღებული, გათვითცნობიერებული; უნდა იცოდეს ვისი გორისაა, ვინაა, მაშინ არ გაუჭირდება ასეთ ადამიანს არც აქ და არც უცხოეთში.


პოსტის ავტორი: ბარბარე თარიღი: Feb 8 2010, 08:49 PM

[quote]პირიქით იმდენი რამე გვაქვს ქართველებს სასწავლი [/quote]
იცით,შეიძლება ცოტა ცხარედ მომდის,მაგრამ ეს ჩემებური ხედვაა:მე იმას ვხედავ,რომ აქაური ქალები მხოლოდ სიგარეტის მოწევას სწავლობებ,ხოლო ბიჭები-"პრიჩოსკების" და ტატუების გაკეთებას...
აქვე ავGნიშნავ,რომ,რათქმაუნდა,უმეტ
სობ.ძალიან კარგი ადამიანიც ბევრია...უბრალოდ ასეთებიც იმდენია,რომ ჩანს!!ეს ხალხი მართლაც თავის სარჩენად მაინც არის ჩამოსული.საკონსულოში რა ხდება...იმათ იმათ მხოლოდ ფრაპეს დალევა ისწავლეს...(ეს საკონსულოები -კიდევ ერთი საკითხია!)
[quote]არ შეიძლება საქართველო მხოლოდ ქართველებისათვის იყოს, ეს რასიზმია, ნაცო-ფაშიზმის ახლო ნათესავი,[/quote]

ნაცისტი არ ვარ ნამდვილად.დალიან კარგი მეგობრები მყავს ქურთები და ოსები...ისე მთავრობა ვიგულისხმე ზუსტად.უცხოელებს ხომ უწყობს ხელს შემოსვლაში და ჩასახლებაში...თავისი გასული ხალხისთვისაც გააკეთოს რამე...ეს კიდე ცალკე დიდი თემაა ჩემთვის...და ძალიან მტკივნეული,რადგან პირადად ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია წამოსვლა,მაგრამ მეუღლე არ მომყვება...ცხოვრების ნახევარზე მეტი აქ გაატარა და ვერ რისკავს...
[quote]ანუ საშუალო, ვერ გამოკეტავთ შვილებს და ვერ შეზღუდავთ, მასში ისე უნდა შეერწყას ქართველობა რეალობას, რომ ერთმანეთს ხელს არ უნდა უშლიდეს[/quote]
ის რომ ცოტა მართლაც გამოკეტილები ვართ,ეს მართლეც პრობლემაა,მაგრამ ყველა ადამიანს თავის ფსიქიკა აქვს და მე ვერ ავიტანე,რომ ლაწირაკი ბავშვები ჩემ შვილს არ ეთამაშებიან მხოლოდ იმიტომ,რომ,მამას ნაცვლად დედას მეძახდა...
ისე ბერძნები მართლაც ძალიან ნაცისტები არიან,და მათ ენააუდგმელ შვილებშიც ყვირის გენი...ბავშვმა,რომელმაც ჯერ ლაპარაკი არ იცის,იმდენს ასხვავებს,რომ თავის ტოლი ბაბშვი ბერძნულად არ მეძახის , მიტრიალდება და აღარ ეთამაშება...ხოდა ,რა ვქნა ,ვერ ავიტანე!!!აქ ერთი გოგონა ცხოვრობს,აქ გაიზარდა,ახლა 15 წლისაა და იმის შემხედვარე,წინასწარ რამის გავგიჟდე.არც ერთი მეგობარი არ ყავს,იმიტომ რომ ბერძნებისგან სულ გარიყულია"სკოლაშიც და გარეთაც...
სწავლას რაც შეეხება:გაისად ბაღში მივა და რა თქმა უნდა ისწავლის ენას[მეც არ ვიცი წესიერად,მას რა ვასწავლო...]ჯერ ქართული უნდა ისწავლოს კარგად,რომ მიხვდეს რომელია მშობლიური ენა,ბერძნულს მოასწრებს,თუ ღმერთმა ნუ ქნას და ,აქ მოგვიწია დიდხან ყოფნა...
ის რომ უკვე ანბანი და ლექსები იცის,იმიტომ სულაც არა,რომ საქართველოში არ ვართ,უბრალოდ მე ესე მესმის ბავშვის აღზრდა,თანაც ნიჭი აქვს და იმახსოვრებს.-რატომაც არა...
[quote]ზოგმა უბრალოდ არ იცის რა არის სამშობლო; ზოგი, რაოდენ სამარცხვინო ან საშინელიც არ უნდა იყოს, ასე ფიქრობს: სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ, ისაა ჩემი სამშობლო[/quote]
+1
მეც ზუსტად ამას ვგულისხმობ!!!!!
[quote]ემიგრაციაში ქარტველების არ არიან ერთიანები, რომ ჩვენ ან ვბერძენდებით ან ვიკეტებით, [/quote]
ზუსტად ასეა ჩემო კარგო,მეც ზუსტად ამას ვჩივი!!!ვინც ვიკეტებით,იმიტომ რომ არ გავბერძენდეთ...ვინც მუშაობს-ერთმანეთს ჭამენ სამსახურების გულისთვის...ერთიანობაზე,საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია!!!!!!!!ძალიან ,ძალიან სამწუხაროა!!!!!!!!!
[quote]თუ ყველა ის ადამიანი, მე რო მიყვარს, გვერდით მეყოლებოდა , არანაირად არ მომენატრებოდა შენი საქართველო..[/quote]
"ნოსტალგია"თუ სისხლში არა გაქვს,ვერ ისწავლი 1000 წელი რომ იცხოვრო!!!!ოღონდ-მე ჯერ არ მინახავს სხვა ერი,ეს თვისება ქონდეს.ერთი გერმანელი ნაცნობი მყავს,ეკლესიაში გავიცანი.მართლმადიდებლობის მისაღებად დატოვა გემანია."უფალს ვეძებდი და აქ ვიპოვეო"-ძალიან ღრმადმორწმუნეა,მაგრამ ნოსტალგია რა არის -არ იცის...აფსოლუტურად არავინ და არაფერი მენატრებაო...[quote]ბარბარეს შემართებაში სწორედ იზოლაცია დავინახე და არა ასე ვთქვათ, ენის პრობლემატიკა.
ეს იზოლაციის მცდელობები ყველგან და ხშირად შეიმჩნევა, მე 12 წლის ბავშვზეც დამინახავს ძალადობითი იზოლაცია, და რაღაც სექტანტური აზროვნება ჩამოყალიბდა, ამათი ყველაფერი ცუდია, ჩვენი მხოლოდ დ ა.შ. ეს ცუდი დამოკიდებულებაა, მცდარი და მავნე.
ასე რომ ისევ შუა გზაა საჭირო.[/quote]
მხოლოდ იმაში გეთანხმები,რომ "ოქროს შუალედი"ყველგან და ყველაფერში!მაგრამ,არავითარი ძალადობა!!!!!!!!!!!!!ის რომ ვერ ავიტან ჩემი შვილის დაჩაგვრას,ძალად იზოლაციას არ ნიშნავს!!!პირველივე შემთხვევის შემდეგ წამოვიყვან ჩემ შვილებს აქედან...ასე მწარედ იმიტომ ვსაუბრობ,რომ არ მინდა ჩემი შვილები აქ გაიზარდონ,გაბერძენდნენ-ან დაიჩაგრონ,ისე შეეჩვიონ აქაობას,რომ წამოსვლა აღარ უნდოდეთ...პირდად ჩემს თავზე აღარაფერს ვამბობ...ისედაც უამრავი პრობლემა და სადარდებელია ამ ქვეყანაზე,და კიდევ ზედმეტი ტანჯვა და დამცირება ,მხოლოდ იმიტომ,რომ "ქსენია"?ანუ უცხო!!!!!!!!


[quote]ბარბარე უბრალოდ ემოციურად აღელდა. დამშვიდდება და მიხვდება, რაღაც-რაღაცეებს გაფილტრავს.

თანაც, მითხარი, რაც დაწერა, ის ხომ ხდება?

1. უფრო მეტი ჩვენიანი ტოვებს ქვეყანას, და უფრო მეტი უცხოელი ჩამოდის. ეს კარგია თუ ცუდი?

2. უცხოეთში ძალიან ადვილია იქაურ "კულტურასთან" (ძირითადად ცხოვრების წესსა და სხვა მსოფლმხედველობას ვგულისხმობ და არა კულტურას როგორც ასეთს, თუმცა ეგეც კულტურაა, ყოფითი კულტურა) ზიარება ისე, რომ საკუთარის დაფასება ავიწყდებათ ან იგნორირებას უკეთებენ. ეს განსაკუთრებით იმათ მოსდით, ვინც სუსტია ან ვინც ვერ აფასებს საკუთარი ქვეყნის კულტურას. იმიტომაა რომ იქაურ აზრებს ნაზიარევი ჩამოვა აქ და ჭკუას გვასწავლის. ჩვენი გარემო ეჩვენება ჩამორჩენილად. ასეთებიც მინახავს, კაიროს

ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა. ამიტომ აქ ძნელია თვითრეალიზაცია. ზოგიერთ სფეროში მაინც... აბა რატომ გარბიან ჩვენი მუსიკოსები საზღვარგარეთ? აბა რატომ არის ამდენ მომღერლებს ვერ ავუდივართ, მათთვის თავიანთი მუს პროდუქტის გასაღების ბაზარი არის პატარა, ჩვენთან ფილმის გადაღება (დამოუკიდებლად) არის ძნელი, იმიტომ რომ ის ფილმი რომ გაუშვან კინოთეატრებში, თავის ხარჯებს ძლივს (ზოგ შემთხვევებში კი ვერ) დაფარავს...
ამიტომაც გარბიან ზოგიერთები, ეს იქნებ ბუნებრივიცაა, მაგრამ ბალანსი უნდა იყოს დაცული...

ახლა თემის პასუხად: როგორ შევინარჩუნოთ ეროვნული იდენტურობა?
ჩემი აზრით ეს ბავშვობიდანვე უნდა ჰქონდეს, აღზრდით მიღებული, გათვითცნობიერებული; უნდა იცოდეს ვისი გორისაა, ვინაა, მაშინ არ გაუჭირდება ასეთ ადამიანს არც აქ და არც უცხოეთში.[/quote]
ყველაფერში ხუთიანი!!!!!!
[quote]საკუთარის დაფასება ავიწყდებათ ან იგნორირებას უკეთებენ.[/quote]

[quote]იუმორინაში კვირიკაშვილის ერთერთ სკეტჩში იყო
"ბებია ბებია, მოჟნა მოი გოსწ ქამ ინ"-ო [/quote]
ალბათ ყველა ქვეყანაში ასეა,მე რომ ამათი ქართული საუბარი მოვისმინე
თავიდან,გავგიჯდი!!ზოგიერთის ლაპარაკს დღემდე ვერ ვიგებ...კიდე-სამი ქართველი "მოზრდილი" რომ ზის და ბერძნულად ლაპარაკობს....--ეს იდენტურობის შენარჩუნებას არ ეხება??
[quote]საქმე იმაშია რომ განსხვავებულ კუტურათა და ცივილიაზაციათა შემოდინებას დღეს იმიგრირებული ქართველობის გარეშეც ბევრი ხელშემწყობი ყავს... [/quote]
ეს ცოტა ორაზროვნად დავწერე,პირდაპირ მომერიდა და იმიტომ...მე კულტურა კი არა,ზნეობა და პატიოსნება ვიგულისხმე...
ps:და საერთოდ:არც ერთ ქვყანას არ ვაყნებ შეურაცხყოფას.ყველგან არის დასაფასებელიც და ცუდიც.მე ჩემი პირადი სულიერი გასაჭირი გაგიზიარეთ...
უფალმა გაგვაძლიეროს ღვთის სიყვარულში და ქრისტეს მოთმინებაში!!!!!!!!

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Feb 8 2010, 08:55 PM

ბავშობიდან არის რა თქმა უნდა საჭირო ეზიარო შენ ენას,კულტურას, ისტორიას და საკითხიც აქ დგას.

საფუძვლის ჩაყრა ხომ ოჯახიდან უნდა ხდებოდეს. მითუმეტეს უცხო გარემოში მეტი პასუხისმგებლობა ენიჭება ოჯახს. დღეში თუნდაც ნახევარი საათი რომ გამოყოს მშობელმა (ტელეფონზე საუბრის და კომპიუტერთან ჯდომის ხარჯზე) ან ქართულის სწავლებისთვის ან პირიქით იმ ენის სწავლებისთვის რომელ ქვეყანაშიც იმყოფება, ამდენის საშუალება ყველას აქვს. მთავარია სურვილი და ნება.


ორ ენას კი ბავშვი 4 წლის ასაკიდან გაცილებით იოლად სწავლობს ვიდრე მოზარდი.


პოსტის ავტორი: salome zhvania თარიღი: Feb 15 2010, 11:28 PM

ჩემო ადამ, შენ ეტყობა მართლა არ იცი და არ გამოგიცდია ის ტკივილი რასაც ქართველი უცხოთში გრძნობს... იცი როგორ გაკლია ხოლმე ადამიანების სითბო და სიყვარული, მარტო ოჯახი არ არის საკმარისი... ადამიანზეა, მაგრამ ის ვისაც კარგად აქვს შესისხლხორცებული საქარტველო ამას უბრალოდ ვერ იტყვის, გადახედე საკართვლოს კულტურულ ფასეულობებს, კარგად შეისწავლე შენი სამშობლო და მიხვდები რომ მარტო მატერიალური ცხოვრება უბრალოდ არაფერი არ არის... საერთოდ არაფერი სულიერ ფასეულობებტან შედარებით...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 16 2010, 03:45 AM

ციტატა
პოსტები: 1
რეგისტრ.: გუშინ, 07:54 PM
მდებარ.: USA

ველქამე ჟვანიას ქალო (უამრავი მეგობრები მყავს smile.gif )...
აი, ამერიკაა ეროვნებების შემწოვი, ყველაზე დიდი "საშიშროება" ეროვნულობის დაკარგვის ამერიკაშია, რადგან ამერიკაა, ნარევი ეროვნებების მიერ შექმნილი და ამერიკანიზაციას ყველა განიცდის, თუმცა
მაინც ჩინელების, იაპონელების და იტალიელების /თუმცა თავად ვნახე მეორე თაობა იტალიელი ლაპარაკობდა მხოლოდ იტალიური, მესამე თაობა აღარ/ მაგალითზე, მაქაც შეიძლება შენარჩუნება...

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Feb 18 2010, 08:41 PM

აი რატომ არის ქართველი გამორჩეული და განუმეორებელი.

http://www.facebook.com/video/video.php?v=314382116525&ref=nf

ეს ხომ მაინც არ ზის ქართულ გენში რეგბივით?
მოკლეთ რაც კარგები ვართ ქართველები ვართ (ზოგიერთების საყურადღებოდ)
აბო.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 19 2010, 10:23 AM

ციტატა(KAIROS @ Feb 2 2010, 10:02 PM) *

უნდა იცოდნენ რომ მათი სამშობლოა საქართველო.


ეს პრობლემა ერთი თაობისაა...მეორე თაობის სამშობლო უკვე ის უცხოეთი იქნება

თანაც, რამდენი ეთნიკურობის დამცველი მინახავს უცხოეთში, ოღონდ უკვე ძირფესვიანად, რამდენიმე თაობით იქაური, მაგალითად სერბი ან ბერძენი - ყველა სერიოზულად ჭედავს biggrin.gif

მათ ისევ ასიმილირებული ბერძნები მირჩევნია biggrin.gif

მხოლოდ ერთს ვიცნობ ნორმალურს, ვინც ერთი მხრივ ეთნიკურობას ინარჩუნებს და მეორეს მხრივ მარგინალად არ გამოიყურება

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Feb 19 2010, 09:03 PM

abo

ციტატა
აი რატომ არის ქართველი გამორჩეული და განუმეორებელი.

http://www.facebook.com/video/video.php?v=...82116525&ref=nf


გაიხარე ძმაო!

არის და smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 19 2010, 11:10 PM

ციტატა
მეორე თაობის სამშობლო უკვე ის უცხოეთი იქნება

მაინც ვფიქრობ მასე არაა, მიუხედავად იმისა იზოლაცია მთლიანად შეუძლებელია და მაგრამ არც მასეა, რომ სრულიად მოწყდებიან ფესვებს, უამრავი მაგალითი საპირისპიროს გვეუბნება, იგივე ფერედიანის ქართული მაგალითი, უდიდესი ემიგრაციული გამოცდილება : ჩინელების, კორეელების, იაპონელების, იტალიელების, სომხების, ებრაელების, რუსების და სხვა ბევრის... ისინი მიუხედავად იმისა, რომ ხდებიან ამერიკელები ან გერმანელები , მაინც იციან რომ მოდიან იქიდან და არიან წარმოშობით, არ მალავენ თავიანთ წარმოშობას და სწავლობენ თაობებში მათი სამშობლოს ენას, კულტურას და თუ შესაძლებელია ინარჩუნებენ რელიგიასაც, აი ამაზე ვამბობ მე smile.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Feb 19 2010, 11:26 PM

ციტატა
მათ ისევ ასიმილირებული ბერძნები მირჩევნია

კოსმოპოლიტიზმის სუნი დადგა, აქეთ უფრო ჯობია. biggrin.gif biggrin.gif
აბო

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 22 2010, 12:03 AM

ციტატა(abo @ Feb 19 2010, 11:26 PM) *

კოსმოპოლიტიზმის სუნი დადგა, აქეთ უფრო ჯობია. biggrin.gif biggrin.gif

მე კოსმოპოლიტი ვარ

პოსტის ავტორი: salome zhvania თარიღი: Feb 22 2010, 12:18 AM

...სანამ საქართველოში ვართ ამერიკა და ევროპა გვენატრება, როცა ამერიკაში ან ევროპაში ვართ კარგად ვხვდებით რომ სწორედ ისინი გვანადგურებენ... ყოველ შემთხვევაში მე ამას მივხვდი.... ვისაც ნამდვილად უნდა, ის ყველაფრის მიუხედავად შეინარჩუნებს ქართველობას, მაგრამ საქმე ის არის რომ რატომღაც არ ვცდილობთ ამას ისე როგორც საჭიროა... ისე, როგორც ილია მეორემ ბრძანა მართლმადიდებლობაა ხერხემალი ჩვენი ეროვნული სულისა... ამასაც ძალიან კარგად მივხვდი აქ.... სარწმუნოებას რამოდენა მნიშვნელობა და ძალა ქონია....

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 22 2010, 04:47 AM

ციტატა
სწორედ ისინი გვანადგურებენ...

ეგ ზედმეტია, არც არავინ "გვანადგურებს" უბრალოდ არის საშიშროება ასიმილაციის და ამას უნდა მოვერიდოთ (მე არ ვარ კოსმოპოლიტი), დანარჩენი მიახლოებით ეგრეა smile.gif

პოსტის ავტორი: salome zhvania თარიღი: Feb 23 2010, 04:22 AM

განადგურებაში მე იმას ვგულისხმობ, რომ, რაც მეტად ვცდილობთ მათთან დაახლოებას, მით მეტად ვივიწყებთ (გვავიწყდება) ეროვნულობას.... გვავიწყდება ჩვენი ტრადიციები და რატომღაც ხშირად მათი ცხოვრების სტილი უფრო მოგვწონს... მათთვის ეს "არაფერია", მაგრამ ჩვენთვის რა არის თუ არა განადგურება?! სულაც არ მინდა საქართველო ამერიკას დაემსგავსოს!....

ჰო, და რაც შეეხება კოსმოპოლიტიზმს, ვაჟა-ფშაველას სიტყვებია: "ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია, ისე როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე,-რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრეთვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში..."
(თუ დაგაინტერესებთ, ვეცდები ბოლომდე ამოვბეჭდო...) smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 4 2010, 03:59 AM

ჩვენ საყვარელ ტუსტუსას ქონდა კარგი თემა გახსნილი " ვწერ მას წერილს"...

ახლა მინდა რომ წერილი დავუწერო უცხოეთში მყოფ უცხო ქართველ ემიგრანტს,
უფრო სწორედ ეს წერილი კონკრეტული პიროვნებებისათვის არის განკუთვნილი,
და რადგან არ ვაკონკრეტებ, უმრავლესობას ეკუთვნის.

ჩემო კარგო (ნუ ზოგადად ვინცაა),

შენ რომ კარგი ხარ, ეს ჩვენთვის ლამის ბუნებრივი იყო, მშობლიური მიწის
და ჰაერის ხიბლი და სილამაზე თან წაგიღია, და ჩვენეული ეშხით ცდილობ, წინ წახვიდე,
ნიჭიერი და გონიერიც ხარ, იშვიათი შემართებაც გაქვს თან, არ გრცხვენია არც მუშაობის,
არც წვალების, არც დასაფუთავების, არც ღამეების თენების და არც მოსამსახურედ ყოფნის,
ზემოდან მათ ყურებასაც, ძნელად, მაგრამ მაინც იტან... სწავლასაც ახერხებ, ცოტას მაგრამ
მაინც, იმედებიც გაქვს და ოცნებებიც, შორეული ოცნებები მაგრამ მაინც, უკვე არც პატარა
აღარა ხარ, საქართველოში დაბრუნება უპერსპექტივოა და ისევ მაქ ცდილობ, ყოველ ორ
ან ერთ წელიწადში საბუთი გაახანგძლივო, ბინის ქირის, კვების და საქართველოში გასაგზავნი
საჩუქრების იქით, მცირედ შენთვისაც გრჩება, და იქნებ წელიწადში ერთხელ მაინც სადმე
გახვიდე... მაგრამ, მერე გრძნობ რომ ცხოვრება ძალიან ჩქარა მიდის, უძვირფასეს წუთებს,
დღეებს, თვეთ და წლებს კარგავ შენების გარეშე, შენს დედას ჭაღარა გაერია, მამა მოხუცდა,
შენი მეგობრები დაოჯახდნენ, წვალობენ, მაგრამ მაინც პატარა ბუდე აქვთ, პატარა ბარტყებსაც
ზრდიან. და შენ უკვე ფიქრობ რა ქნა, კარგი ხარ, არც გაემტყუნება იმ ბევრს ვისაც
მოწონხარ, ცხოვრება არადა აქ სხვანაირია, აქ არავინ მივა მამაშენთან და შენს ხელს
არ თხოვს, არც ცხენებით გადააფრინდებიან დასანიშნად მისული მაყრები შენი სოფლის
ორღობეს, არა... იქ სრული სიჩუმეა, როცა შენ უნდა გადაწყვიტო, რამოდენიმე მეგობრის
საუბრის შემდეგ, გაყვე ცოლად, თუმცა ჯერ ცოლადაც არა, გაყვე სათანაცხოვრებოდ, რომ
მერე იქნებ... და თუ არა შემდეგზე მაინც იქნებ... და თუ არა... თუმცა ჩვენიანებს,
როგორც შენც, ეს არ უნდათ და არც შეუძლიათ, ასე საჯიჯგნად და საცდელად არავის მიიკარებ
ახლოს, არადა სანამ უნდა იყო ასე პარტ-თაიმად მომუშავე, სანამ უნდა აგრძელო ეს საბუთი
ათას პრობლემაზე გადახტომით, ოჯახიც გინდა, შვილიც, სიყვარულიც... აი, შეიძლება გამოჩნდეს
ადამიანი, რომელმაც შეგპირდეს, რომ მხოლოდ ჯვრისწერის და ხელმოწერის შემდეგ იქნებით
ერთად, კარგია მართლაც, მაგრამ მერე ფიქრობ... ეს რომანტიული უცხოეთი უცებ შენს სახლად
იქცევა და შენი სახლი რომანტიულ უცხოეთად, შენთვის შეიძლება არა, შენი შვილისათვის თითქმის
უცილობლად , ხოლო მერე თუკიღა ვინმეს მაინც გაახსენდა ბებიის (ან ბაბუის-წერილი ზოგადია),
უცხოეთი, ის უცხო უცხოეთი იქნება მხოლოდ...

არადა ვინ მისცა საქართველოს შვილი დასაკარგავი? თან ასეთი რჩეული შვილი? სულით ხორცამდე
შევიძრები ხოლმე ამაზე, თითქოსდა ჩემგან გაქონდეთ რამე და სადღაც შორს და სხვისთვის, მიქონდეთ
და მიმოაბნევდნენ, გული მეკუმშება ხოლმე... დაგვიბრუნდი, არ დარჩე, მაგრამ ვაი, რომ ყველას ვერ მიაწვდენ ამ ხმას და რომც მიაწვდინო, უკვე გვიანია ბევრისათვის, უკვე ისინი ემიგრაციაა, არსებული რეალობა, ჰოდა მაშინ
იმათ მაინც ქართველობა შევუნარჩუნოთ, მართლმადიდებლობა.... მე არ ვიცი თქვენ გინახავთ თუ არა, მაგრამ ემიგრანტის ცრემლები ეკლესიაში სხვანაირია, ბევრს უჭირს კიდევაც ხატის შეხედვა, შინაგადან გრძნობენ
ალბათ სიშორეს და იკეტებიან, რამოდენი მინახავს ასეთი და რა კარგები არიან ამავე დროს, და როგორ გინდა
რომ დაეხმარო, და რა უსუსური ხარ, როცა ეს არ შეგიძლია.

მართლაც უნდა გავაძლიეროთ ემიგრაციაში ქართული სული, მართლმადიდებლური რწმენა საქმეში უნდა გადავიდეს და ვინც კი იქ არის და ვინც იქ რჩება (ანუ -აქ ) ქართველ მართლმადიდებლებად უნდა შევინარჩუნოთ,თორემ
ჩემო კარგო, სადა ყავს საქართველოს შენნაერი დასაკარგი შვილები?

sad.gif

კაიროსი!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 4 2010, 07:27 PM

KAIROS
2kiss.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Mar 5 2010, 01:06 AM

ვაიმე კაიროსა cray.gif 2kiss.gif 2kiss.gif
ვინაა ამ წერილის ავტორი? თავად?

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Mar 5 2010, 01:34 AM

KAIROS

sad.gif ეს ჩვენი რეალობაა...

ღმერთმა დაგვიბრუნოს ყველა ქართველი kiss1.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Mar 5 2010, 01:58 AM

ციტატა(KAIROS @ Mar 4 2010, 04:59 AM) *

ჰოდა მაშინ
იმათ მაინც ქართველობა შევუნარჩუნოთ, მართლმადიდებლობა....



ამას დიდი მნიშვნელობა აქვს
იცით რა განებივრებულები ვართ ლონდონში ამით? მეუფე ზენონმა მღვდელ-მონაზონი დოროთე ჩამოიყვანა, რომელიც ტაძარში იცხოვრებს და არამცთუ შაბათ-კვირას აღასრულებს მსახურებას, არამედ ყოველდღე ტაძარში იქნება და თუ ვინმეს საუბარი ენდომება ყოველთვის შეეძლება მისვლა

ტაძარი ის ადგილია სადაც ემიგრანტი ქართველები ერთიანდებიან და იცნობენ ერთმანეთს, ასე გავიცანი ბევრი ქართველი ზოგი უკვე მოქალაქე, ზოგი არამოქალაქე მაგრამ მომუშავე კანონიერად, ზოგი არალეგალურად მყოფები და ასე შემდეგ, ვინც მოქალაქეა და მუშაობს იმათ დაბრუნება აღარ უნდათ, აი არალეგალებს პირიქით

მესანთლე გვყავს ერთი ძალიან კარგი ქალია, მუშაობს აქ არალეგალურად რომ შვილებს ფული გაუგზავნოს, მარა კი ამბობს ეს წელიც და იქით გაზაფხულს მე აქ დამრჩენი აღარ ვარო biggrin.gif ვეღარ იტანს აქაურობას biggrin.gif



პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 5 2010, 05:00 AM

ციტატა
ვინაა ამ წერილის ავტორი? თავად?

ჰო მე ვარ, მაგრამ ავტორს რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ ადრესატი უნდა ნახოთ როგორია და მერე მიხვდებით, რატომ მწყდება გული...
ლონდონში ყოჩაღ მეუფეს, მაგარია.
მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ისევ გამონაკლისია.
თქვენ კი აგიჩუყეთ გული, აი ადრესატს რომ გავუგზავნი (ცოტა დაკონკრეტებით) მეშინია ცუდად არ მიიღოს და არ ეწყინოს, არადა მართლა ვწუხვარ...

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Mar 5 2010, 09:41 AM

ციტატა
უკვე არც პატარა აღარა ხარ,
საქართველოში დაბრუნება უპერსპექტივოა და ისევ მაქ ცდილობ, ყოველ ორ
ან ერთ წელიწადში საბუთი გაახანგძლივო, ბინის ქირის, კვების და საქართველოში გასაგზავნი
საჩუქრების იქით, მცირედ შენთვისაც გრჩება, და იქნებ წელიწადში ერთხელ მაინც სადმე
გახვიდე... მაგრამ, მერე გრძნობ რომ ცხოვრება ძალიან ჩქარა მიდის, უძვირფასეს წუთებს,
დღეებს, თვეთ და წლებს კარგავ შენების გარეშე, შენს დედას ჭაღარა გაერია, მამა მოხუცდა...

გული შემეკუმშა... sad.gif
ნუთუ ყველა ემიგრანტს აერთიანებს ეს ტკივილი... sad.gif

მადლობა ამ წერილისთვის კაიროს mpua.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Mar 5 2010, 06:18 PM

იცით რა მიკვირს? რაა მაინც ეს გიურჯისტანული აზროვნება, კაპიკები როცა გაქვს დიდი ამბავი უსაჩუქროდ თუ დატოვებ შენს ახლობლებს, რა საჭიროა ყოველ წელიწადს უგზავნო, თან ეს გაგზავნაც ხომ ფული ღირს? 1-2 ჯერ ხომ გაუგზავნე, საკმარისია

იმ შენს ახლობლებს შენ უნდიხარ და არა შენი საჩუქრები ხომ? დაიტოვე რა ის ფული შენთვის ორმაგი დაგეზოგება,
საკმაოდ ბევრი ფული მიაქვს ამ საჩუქრებს დამიჯერეთ, ხოდა დანაზოგით კიდევ ჩახვალ საქართველოში და პატარა მინიმარკეტს მაინც გახსნი და თვეში 600-700 ლარს მაინც "გააკეთებ" სხვა თუ არაფერი, ევროს მეტი მსყიდველობითი უნარი აქვს საქართველოში ვიდრე ევროპაში

და სადაც 5-6 წელი იტალიაში იყო ადამიანი ენასაც ისწავლიდა და ბოლო ბოლო პატარა ბავშვებს ან ჩემნაირ მოყვარულებს (არა აბიტურიენტებსა და სერიოზულად ჩამჯდომებს) აიყვანდა მოსწავლეებად შედარებით იაფად და ერთი 200 ლარი მაქედან მაინც შემოუვიდოდა

მაგას ვუჩიჩინებ ყველა ევროპაში მცხოვრებს (ინგლისსი გარდა) სხვა თუ არაფერი ფრანგულს, იტალიურს, გერმანულს ასწავლი სხვებს, ასეთი ენის სპეციალისტები ცოტანი არიან და თუ არიან ძალიან ბევრს ითხოვენ

აგერ ლიკკამ რომ მითხრა 120 ლარი ღირს შვედურიო მივფრინდი კი არ მივედი, ერთი-ერთზე ვეჯექი კვირაში ორჯერ smile.gif 3 თვეში დილეტანტურად ამალაპარაკა smile.gif
დიდი სიამოვნებით მივცემ 120 ლარს გერმანული, ფრანგული, იტალიური ენის სპეციალისტებს და ჩემნაირს 2 კიდევ მივუყვან smile.gif

ასე რომ როცა ასე უჭირს ადამიანს "სხვები რას იტყვიან" განზე უნდა გადადოს, მეტი უზრუნოს საკუთარ თავზე და მეტ დანაზოგსაც გააკეთებს smile.gif

აბა ახლა ცოდო არ არის ამ წერილის ადრესატი და ყველა მისნაირი?

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Mar 5 2010, 06:33 PM

მე უფრო მკაცრად შევხედავდი ყველაფერ ამას. განსაკუთრებით იმათ ვინც ,,ბედის საწევად" არის წასული. ვერაფერს ვხედავ სატირალს და სენტიმენტალურს...

დაბრუნდნენ !




პოსტის ავტორი: დედაკაცი თარიღი: Oct 5 2011, 03:10 AM

გამომდინარე იქედან, რომ, სამწუხაროდ, თემა აქტუალურია, მივესალმები მის არსებობას ამ ფორუმის სივრცეში და მინდა ჩემი აზრიც დავაფიქსირო მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

ამ თემაზე ერთი სიმღერა გამახსენდა. (წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის წინამძღვარ გიორგი ყიფშიძის თაოსნობით მომზადებული სიმღერა ერთ-ერთი გასული წლის "პატრინოტის" კონკურსისათვის.) სიმღერაში არის ესეთი ფრაზა, რომელიც ავიტაცე: "ჩვენ ვართ ქართველნი და ეს ვალია." ჩვენი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების გამოძახილია ეს ფრაზა. ქართლის მნიშვნელობა ქრისტიანული სამყაროსთვის და ქართველობის მოვალეობა და ა.შ.

უხვად არის მადლი ქართულ ერზე, იმ საზოგადოებაზე, რომლის ეთნიკურ იდენტობასაც ძირითადად განსაზღვრავს თავადვე მადლიანი ქართული ენა... შესაბამისად, ყველაზე უფრო მოსაფრთხილებელი და "ხელიხელსაგოგმანებელი" არის ჩვენი ენა ქართული.

არ შემიძლია არ აღვნიშნო დიდი სიმპათია ერთ-ერთი ფორუმელის მაგალითისა, რომელიც საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს გარეთ არის და შვილს მაინც შეუქმნა პირობები, რომ ქართულად ამეტყველებულიყო! მე ამაყი ვარ თქვენით!...

ამ ზაფხულს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში გახლდით და საკუთარი თვალით ვნახე ჩვენი ეროვნული სიამაყის საფუძველთაგანი, მაგალითად, ოშკის ტაძარი... ეს იყო ყველაზე დიდი ტაძარი, რაც კი მანამდე აშენებული იყო, მერე შენდება ბაგრატის ტაძარი, მერე შენდება სვეტიცხოველი... ოშკში ჩანს ქვეყნის უკვე პოლიტიკური იდეოლოგია, ის მიდის იმპერიისკენ! ის, რომ მიდიხარ, შენ იქ, ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი, და უკვე ამხელას ხედავ... აი, რატომ უკვირთ ამერიკისა! რატომ ვართ მონუსხულები! იმიტომ რომ იქ მშენებლობაა გრანდიოზული, რაც გაპატარავებს. იქაც ისე იყო, რომ წარმოიდგინეთ, მთელი ოშკის ტაძრის მიმდებარე სივრცე იყო ერთასართულიანი, მიწური სახლებით სავსე და უცებ მოდიხართ და ... 34 მეტრი შიგნიდან და გარედან არის დაახლოებით 36 მეტრიანი ნაგებობა, დგას და 43მ სიგრძეა და 27მ მეტრი სიგანე! ამხელა ნაგებობა ამ რეგიონში არ არსებობდა! ეს უკვე არის იმპერიული განცხადება!

ოშკის მაგალითი იმის ცხადყოფისათვის მოვიყვანე, რომ გავაცნობიეროთ, თუ რა დიადი წარსულის ნაშთია თითოეულ ქართველში დღესაც არსებული სიამაყე. ჰოდა, ეს საამაყო ქართველობა, ჩვენი ეთნიკური იდენტობა არ გვეპატიება, რომ წარსულს მივაბაროთ! "ჩვენ ვართ ქართველნი და ეს ვალია!"

ენა წარმოადგენს ძირითად საშუალებას სოციალური გამოცდილების აღწერის, შენახვისა და გადაცემისათვის, ჩვენი ქართული ენა აჩვნებს ჩვენს, ქართველთა მსოფლხედვას, იმას თუ როგორ აღვიქვამთ გარე სამყაროს და დაე, ვიზრუნოთ მისი შენარჩუნება-დაცვისათვის, არ წალეკოს ის გლობალიზაციის მანქანებმა, რათა ჩვენს არ წავილეკოთ, როგორც ერი, როგორც ქართველნი!

თემის ავტორს მინდა ვუთხრა, რომ უხვად არის გაერთიანებები (ინტერნეტ სივრცეში), სადაც უცხოეთში მყოფი ქართველები ცდილობენ ერთმანეთთან კავშირს და ქართული შენახვას. რამოდენიმე მსგავსი ვიცი თურქეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების შექმნილი, შესაბამისად ჩვენი ქვეყანა მართლაც რომ "გაბრწყინდება"!

მაპატიეთ უხვსიტყვაობისთვის, ნამეტანი მგრძნობიარე ვარ მოცემული საკითხის მიმართ...

შოთა ნიშნიანიძე კითხვას სვამს ერთ-ერთ თავის ლექსში, რომელზეც პასუხი იქვე აქვს და ყოველთვის საქართველოზე, ქართველობაზე და ა.შ. ეროვნულ საკითხებზე რომ მიდის საუბარი, სადღეგრძელოები, განსჯა, ხმამაღლა თუ არა, გულში ყოველთვის ვიხსენებ ამ გემრიელად ნათქვამ სიტყვებს და აქაც ამას დავურთავ:

"საქართველო სადამდის?- მარად, უკუნისამდის!"

პოსტის ავტორი: დედაკაცი თარიღი: Oct 5 2011, 03:26 AM

აქვე მინდა დავურთო ერთი "ლოცვა"...
ეს არ არი ჩვეულებრივი ლოცვა...
არც მართლმადიდებლურია...
საერთოდ, არც ქრისტიანული...
ვაცნობიერებ რომ მართმადიდებლური ფორუმია, მაგრამ...

ეს ლოცვა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ იბრძვიან საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები ეთნიკური იდენტობის შენარჩუნებისთვის. მე ეხლაც მეცრემლება თვალები... ;( ...
მოგეხსენებათ თურქეთში სარწმუნოება წლების წინ შეუცვალეს ქართველებს, გვარებიც... ისინი ვიზუალურადაც გვშორდებიან თანდათან... ჰოდა, მოგეხსენებათ მუსლიმურ სამყაროში არაბულად იკითხება ლოცვები, ანუ მმათი "ვაიზი"... ჰოდა, იმერხევის ერთ–ერთ სოფელში ქართველმა ხოჯამ დაწერა ქართული "ვაიზი" (ლოცვა). თუ არ დაგეზარებათ ბოლომდე ჩაიკითხეთ და დაინახავთ თუ რა კარგად აქვს ამ კაცს გააზრებული იქ მცხოვრები ქართველებისთვის ქართული ენის მნიშვნელობა... მე კვლავ მეტირება... თქვენი კი არ ვიცი...


"

ერთი ვაიზი ვქნათ გურჯიჯა ენით, გამჩენელი დევჯეროთ ჰემ სულით, გულით, ვეხუეწნეთ გამჩენელს სულ ყუელა ენით, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
იცოდე, გურჯული რომ ქართულია, ქართული ენა მეტად ტკბილია.
იმ დუნის ენა ჩუენებურია, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე. კითხვა და ლოცვა ემრი გვიზამა, გუასწავლა თეელლი ჩუენ ფეჲღამბერმა, ეყურბანოს მას სულმა და გულმა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ამ დუნჲაში ჩუენ ბევრი’ნა ვიტიროთ, ლამაზი ყურანი ტკბილათ’ნა ვიკითხოთ.
რაცხა რომ დაგუანდო, თელლი’ნა ვისაქმოთ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ამ დუნჲაში ჩუენ მუსაფირი ვართ, პაწა ხან უკან საფლავში წავალთ, ღმერთ გამჩენელის უზურზე მივალთ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ეს ვახთი არის ახირ ზამანის, გათავდა დუნჲაში კარგი ინსანი,
ენით იზახის, ვარ მუსლიმანი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ლოცვა და კითხვა დეიკარგა, წევდა, სულ ყუელამ მისდა დუნჲაში წევდა, ქალებმა კაცებ ქეჲა გუუხდა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ულოცავი თუ არი კაცი და ქალი, ძაღლი და ღორი მაზე კაი არი,
დეიხრუკვის ჯოჯოხეთში მისი ხელ-პირი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ქალები ერთად რომ მეიყრებიან, სხუას ახსენებენ, საფას იჯებიან, შეიკერვენ ნაირ-ნაირ ურუბას, კიდვენ აბარებენ საბრალო მათ ქმარს, ეგ რომ არ უუღონ, მორთობენ გარგანს, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ხეზრეთი ფატყვიმე ამ დუნჲას მოიდა, პურის ურუბა იმ დუნიას მივდა,
ხეზრეთი ფატყვიმე დიდი სულთანი, სუნ თელლი ქალი მაზე ყურბანი,
ფეჲღამბერის გოგო სული და ჯანი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ახლანდელ ქალებ აჯაფ რა გეეგებიან, ნამერამ კაცებს არ ერიდებიან, ვინცხაი ახსენონ, სოფლებში დარბიან, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ვაიზ გეიგონებენ, ბუკ მუარიდებენ, სიმღერის გამოღმა თავ-პირ დეიჩეხუენ.
მეიგებენ ცოდვას, სახლებში მოვლენ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
რას ერჩი შენა ამ ტყვილ დუნჲაში, არ დარჩა დუქნებში ხასი ყუმაში, დარჩებიან ტიტუელი შავ მიწის გულში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ეზარებიან ლოცვა და კითხვა, ზიბილია თავამდინ მათი ურუბა, იმ დუნჲას დახდება მათი გონჯობა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
დიდ ღმერთს არ უყუარს ფისი ინსანი, გეირცხი ურუბა, ლამაზი ის არი,
მალ-მალ დეიბანე თავი და ტანი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ვინცა ამ დუნჲას მლოცავი არი, გეიღება იმისთვინ სამოთხის კარი, შეიყრებიან ერთად ცოლი და ქმარი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ჩუენ გვიცდის ბოლოს შავი სიკვდილი, სულის მიცემა არ არის ტყვილი.
მოწყდება ინსანს გულის კაკალი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ეზრაჲლი მუა იმ ავათყოფზე, დაარტყამს თოფუზ გულის კაკალზე, გააქცევს თუალებს მაშინ თავანზე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ოჯახს აჭამე ლუკმა ჰალალი, ჰარამზე ცოდვა რამე არ არი, გეეჯრება ყიაში ჰარამჯის სული, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
რათ გინდა დუნჲაში კაი სმა და ჭამა, ყუელა ესენი გეიარს და წავა, სული გეიწმინდე, გული გეისუფთე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
რათ გინდა დუნჲაში დიდი ქონება, ცოტაი იკმარე, მეიკრიფე გონება,
დიდი ქონების სვალი ბევრია, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
სახლში იმდენი ქონება მეიტაი, ოჯახს და სტუმარს ერთათ რომ გეიტანს, იმაზე მეტი რათ გინდა ნეტაი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
სახლ-კარი რომ გაქ ასე ამსილი, რატომ არ გახსოვს ხალხი დავსილი.
იცოდე, მაგის პასუხს მოქთხოვენ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ჴელცარიელი არნა დატიო, კარზე მომდგარი, ატირებული, არ დაგავიწყდეს, ღმერთის შვილია ყუელა თხუელი და გაჭირვებული, შეძლებისდაგუარ ხომ დაეხმარე? ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
სიკდილის საათი ჩუენთან რომ მოვა, თეთრი სინათლე თუალიდან წავა,
გონჯი ეშმაკი ჰემ მაშინ მოვა, ვეღარ გვიშველის ტირილი, გლოვა,
მადლი ნასაქმი მოგვნახავს, მოვა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ეშმაკს გაგუაცლის ნასაქმი მადლი, სანთლად დაგუადგება სინათლე ბადრი,
აღარ გუექნება სიკდილის შიში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
მეგონა სიკდილი ზალიან შორეთა, სიკდილი არ აქცთება, ეცადო ფარითა,
ცოდვა და მადლი რომ ეიწონება, ეს’ნა დევნახოთ იმ დღესა თუალითა,
ცოდვებს ვერ აცდები ვერსად დამალვითა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
დეილევა სული თუალში და ტანში, ადგილს ვერ ვნახავთ ჩუენ ლამაზ სახლში, მიორე დღეს ტირილით გამუალთ კარში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
გაყრა კაი არ არი ამ დუნჲას დედ-მამაზე, გულის საყუარელ ქოჩორა შვილზე.
გასკდება გული იმ წარე წამზე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
მეიყრებიან ხალხი, გზას დეგვილოცვენ, სამოთხეს გვისურვებენ, დაგუალაგებენ, მარტუაი საფლავში მიგუალაგებენ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
დაქვჩება ამ ქუეყნის სახლი და კარი, ფარა, საქონელი რაცხა, რომ არი,
საფლავში ჩამოქყუება, მადლი რაც არი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
წინწინ მოქვკითხუენ ღმერთი გამჩენელს, მემრე მუხამედ ჩუენსა ფეჲღამბერს, ჰარამ-ჰალალსა, მადლსა, ყუელამფერს, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
თუ გაქ საფლავში შენი იმანი, მაშინ მოქცილდება შავი ეშმაკი,
საფლავი გახდება კაი გულის სახლი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
თუ არ გაქ იმანი, ჩახუალ საფლავში, დარტყმენ თოფუზს, შეხუალ ღეზაბში, არ გამოგაქცევენ იმ წმინდა კარში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
არ იქნება დუნჲაში იმ სოჲ ასაბი, გახდები მაშინ ცეცხლის ქაბაბი,
არ მოვლენ შენთან შენი ბაღნები, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ილოცე, იკითხე, ღმერთი დეიჯერე, ქუეყნის სახელი ცრემლით იტირე, თავში ჭკუა მეიკრიფე, კარგათ დეიფიქრე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ზუელი კდარები, თლათ შენიანები, შენიდან მადლსა გულით ელიან,
მადლი აკეთე, მათაც უგზავნე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
მოვლენ საფლავში კდარი შვილები, თუ გყავს იმ ქუეყნად სები შვილები,
ვარდებით მოვლენ გულის ჯიგრები, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
იმათთვინ ეს დუნია დეიწუა, არ დარჩა, გუანახვოს ისენი ღმერთ გამჩენელმა.
ერთმანებ შევხდეთ სამოთხის კოშკში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ლამაზი ყურანი საფლავში მუა, ის ანგელოზის სურათში შევა, საფლავს ანათლებს, არსად არ წავა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ჰურები მოვლენ, ხალ გეგვიგებენ, სამოთხის კარებ თან გეგვიღებენ,
შიში არ ქვქონდეს, მუჟდეს გვიზამენ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ორ ადგილ შიში არ არი ინსანზე, გეშინოს ღმერთიდამ ამ ტყვილ დუნჲაზე, გადარჩი შიშიდამ შენ იმ დუნჲაში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ღმერთიდამ შიში ამ სოჲ იქნება: დიდ-პაწას ცოდვას რომ მეერიდება,
თან მეზობლისთვინ კაი იქნება, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
არ შეჭამ ჰერამს, ხუთჯერ ილოცავ დღეში, თან არ გახდები გონჯების ეში, საქმე გიყუარდეს, სხუას ნუ შეხედავ ხელში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ნუ აწყენ დედას, მამას და ხოჯას, ქალ-ბაღანას და ბითევათ ოჯაღს,
მაშინ ამ დუნჲას ლამაზათ მოჭამ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
დედ-მამას თუ შენ კარგა შეხედე, ღმერთი და ფეჲღამბერი რაზი გახადე. და თუ აწყინე, სად’ნა წახვიდე? ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ილოცე, იკითხე, ზიარეთზე წაი, შეიბრალე დუნის ღარიბი ყუელაი,
ობოლ შეხედავ, გახდები სულ კაი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
გული გეისუფთე ღმერთზე ხუეწნაში, შენი ნალოცი წავა ზეცაში,
სამოთხე მოვა ამდენ ლოცვაში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ზექათი, სედეყე მიეც ფუხარას, დოურიგე ლამაზათ თალიბ და მოლლას,
კარგად შეხედე სტუმარს და ყუელას,ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
მადლი ნასაქმი მუა ჩუენ ჴელში, ავდგებით მაშინ მეხშერის დღეში.
მაშინ გუექნება ბევრი თელაში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
დაარიგებენ ცოდვა და მადლის დეფთერებს, ეწერება თელათ, რაცხა ისაქმე,
გამოაჩენენ დამალულ ცოდვებ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ზოგს მიცემენ დეფთერს მარჯუენა ჴელში, იმას უსაქმია მადლი დუნჲაში, მზათ არი მისთვინ ადგილი სამოთხეში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ზოგ მოვლენ დეფთერი მარცხენა ჴელში, იმას უსაქმია ცოდვა დუნჲაში,
მზათ არი მისთვინ ადგილი ჯოჯოხეთში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ზოგი ჯეენებს უყურებს, ტირის, ზოგი ჯენნეთის ქოშქებზე იცინის,
სასტორი დადგმულია ცოდვა და მადლის, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
სახლის წევრები ერთათ მეიყრებიან, თუ ყუელაი ერთი ემრის შეიყრებიან,
ზოგი შვილი და დედა გეიყრებიან, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
დიდი ფეჲღამბერი ჩუენ გვიზამს შეფაღეთს, ხეზრეთი ფატყვიმე სუნ ყუელა ქალებს, მუსლიმანობას ვინც კარგა დეიჯერებს, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
გეირბენენ მეხშერში სები ბაღნები, მოზებნიან დედ-მამას გულის კაკლები,
დუნჲაში დედ-მამის დამხრუკველები, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
აჩუქვებს ღმერთი დედას და მამას, ქარსავენ გეირბენენ იმ წმინდა სხვირათს,
დეინახვენ ჯენნეთის ათას თულ სეფას, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
სხვირათი გამლელი სამოთხეში შევა, ვინც რომ ვერ გეიარს, ჯენებში შევა,
მუსლიმანი თუა, დეიწვის და ამუა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
არ ეზრება ინსან ჯენებში სული, მუცელში ენთება ყირმიზი ცეცხლი,
ზუხუმი და თრამლი მათი საჭმელი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
შეეხუეწებიან გამჩენს თეელი გავრები, ათას წლის უკან მუუვლენ ჯუღაბი,
თქუენა ხართ მუდამ ცეცხლის ქებაბი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
არ დეიჯერეთ თქუენ მუხამედი, ყურანი, ჯენებში დეიწვით, არ მოგაგონდენ,
იმ დუნის ღეზაბი ტყვილი გეგონენ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
გავრები მუსლიმანებ წამოიძახებენ: არ დეგეხმარა ფეჲღამბერმა თქუენ,
ერთათ ხომ ვიწვით ჩუენა და თქუენ. ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ღმერთი გამჩენელი ჰესაბზე მუა, ფეჲღამბერ ჰემან ფერვანი მუა,
აჩუქვებს უმეთთ, რაცხამდენი თუა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
დამწუარ-დახრუკვილ ამეიყუანებენ, სამოთხის ზემზემით ტან დაბანებენ,
მადლისდაგუარაი ქოშქებზე ავლენ, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
იცოდე, სამოთხე რაფერი არი, ერთ კაც ეყოლივის შუიდასი ჰური,
ტკბილათ ცხოვრება და სეფა არი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
მაღალი არიან სელვი ფიდანზე, პირი ანათლებს ზეზე და თუარეზე,
ურუბა შეწყობილი მათ ლამაზ ტანზე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ამ დუნის ქალი გალამაზდება, შუიდასი ჰურის დიდი იქნება,
ზალიან კარგია იქ ცოლ-ქმარობა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ჯენნეთში ბეთი ზაათი არ არი, გალამაზდება, თუ არი აქ ნაჩარი,
ისტერ ქალი იყვეს და ისტერ ქმარი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
არ არი ჯენნეთში დარდი და ტყვილი, არცდა სიბერე, არცდა სიკდილი,
ახალგაზდაა ქალი და კაცი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ხანუმი’ნა იყვეს ამ დუნის ქალი, მას ემსახურებიან შუიდასი ჰური,
ჩამუადგება ბუკზე ლამაზი ნური, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
სამოთხეში არ არი ლოცვა, ნიეთლობა, არც ნამერამი, არცა დარიდება,
არის სიყუარული, სიკეთე, მორიდება, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
რაცხა რომ არიან ხისიმ-ახრაბა, ჯენნეთის ქოშკებზე ერთად მეიყრება,
ჰემაც იქ არი კაი ჯუმბუშობა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ერთ კუთხიდამ მოდის თაფლი და ჲაღი, ერთ კუთხიდამაც ზემზემის წყალი,
ალთუნი და შუშე იქ არი იბრეღი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ენა ვერ იტყვის ჯენნეთის სეფას, თელი არ მეითლება, მიხდი ამ დუნჲას,
სამოთხე უნდა მეგერ სულ ყუელას, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
მადლი ისაქმე შენ ამ დუნჲაში, ისე შემოხუალ იმ დუნის ჯენნეთში,
მუდამ გახსოვდეს ღმერთ-გამჩენელი, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ლოცვაზე’ნა ქქონდეს კარგა ხულუსი, ილოცე ჰერჰალ, თუ გაქ გეჩმიში,
გულში სულ გქონდეს ღმერთიდამ შიში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ირზი, ნამუსი თუ გაქ დუნჲაზე, ჯენნეთში შეხუალ, ახუალ ქოშკებზე,
ნამუსიდამ’ნა იყვე დუნჲაზე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ირზი, ნამუსი არ გაქ დუნჲაში?... იმ დუნჲას შეხუალ ღორის სურეთში,
შენი ცოდვები გავა მეიდანში, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ისე ამ დუნის მადლი და კარგობა, შენი ქეიფია, ნუ გინდა გონჯობა,
მადლით იქნება კაცის დიდობა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ასეა ამ ქუეყნად დუნის ჰესაბი, თავზე გადაქხდება თეელი ღეზაბი,
თუ ამ დუნჲას მეიგევ ბევრი ცოდვები, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
შენ თუ არ იცი არაბჩა, თურქჩა, ახლა ხომ გეიგონე ვაიზი გურჯიჯა,
ვერ იტყვი, ამ დუნჲას ვერ დევნახე ხოჯა, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
აეთი ხედისის მაჰანა დავწერე, რაცხა რომ გეიგონე, თეელი დეიჯერე,
ილოცე, იკითხე, მადლი ჩეიწერე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ნეტაი შენ, რომ გაქ ენა ქართული, სხუაზე რათ გექცევა თუალი და გული,
შეინახე ენა, გულში ჩარგული, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
გახსოვდეს, ვინ ხარ, სიდან მოსული, ვისი სისხლი გაქ ტანში გართული,
იცოდე, რომ გაქ სისხლი ქართული, ქართულ ქოქზე ხარ ამომართული.
ქართული ენა გულში დამალე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
დიდ ბატონს უყუარს ყუელაი მილლეთი, ყუელა ენაზე ესმის სათქმელი,
ღმერთ შეეხუეწე, შეთხუე სამოთხე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ღმერთ შეეხუეწე ლამაზ ქართულით, ღმერთის ემანეთი ტკბილი გურჯულით,
ღმერთ ესმის ჩუენი გულში ფურჩულიც, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ტკბილი ქართულით, ტკბილი გურჯულით, ღმერთ ეხუეწება სულ ჩუენი გული,
იმ ქუეყნის ენა ჩუენი ქართული, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ზამანი მოვა და შეიყრება იმ ღერესეთის წარე მეიდანზე,
ამ ტყვილი ქუეყნის ყუელა მილლეთი ღმერთ ეხუეწება თავის ენაზე.
გამჩენელს ესმის ყუელას სათქმელი, ყუელას მოუსმენს ადრე თუ მალე,
უფალო, კალთა გადაგუაფარე, ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე.
ღმერთო, სამოთხის ქოშქზე ამყოფნე, მწერავ-მკითხავი, დამყურებელი,
შენიდამ ველით ყუელა კარგობას, შენ ხარ მილლეთის დამპურებელი.
ქართული ენის დამბრუნებელი.
ღმერთო შენ გეგვიღე სამოთხის კარი, გურჯული ვაიზი ჰემაც ეს არი.
უფალო, კალთა გადაგუაფარე,ღმერთო ბატონო, შენ შეგვიბრალე... ამინ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2019, 09:54 PM

"უსამშობლობამ ცოცხლად იცის თურმე სიკვდილი"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)