IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ხატწერის შესწავლის მსურველთათვის
qetevani-82
პოსტი Jun 26 2009, 06:07 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 409
რეგისტრ.: 29-March 09
მდებარ.: tibilisi
წევრი № 6,745



დაიწყო ხატწერის,მინიატურის,წიგნის მხატვრობისა და კალიგრაფიის პროფესიონალური სწავლება კომაროვის სახელობის ფიზიკა -მათემატიკურ საშუალო სკოლაში. სკოლა-სტუდიაში მიიღება ნებისმიერი ასაკის ნიჭიერი პიროვნება.

ხატწერის,მინიატურის,წიგნის მხატვრობისა და კალიგრაფიის სკოლა-სტუდია


მიზანი: დაუფლებული პროფესიით კურსდამთავრებულმა უნდა შეძლოს კომერციული დაკვეთების შესრულება და ამასთანავე აწარმოოს საკუთარი პროდუქცია.
გაიცემა სერთიფიკატი.

მოსწავლეები სრულიად შეისწავლიან ხატვის ძირითად პრინციპებს და გამოიმუშავებენ საკუთარ სტილს. პრაქტიკული მეცადინეობა მოიცავს წიგნის მოხატვისა და და ორნამენტული დეკორით შემკობის ხელოვნების შესწავლას,კომპიუტერის გამოყენებას, სამუშაო პროცესის დაგეგმვისა და წარმადობისათვის, კანონიკური ხატების შექმნას და კალიგრაფიული წარწერების დატანას.

მთავარი დისციპლინები:
1. ბუნებრივი ქვების და მინერალების სამხატვრო საქმეში გამოყენების ტექნოლოგიის გაცნობა და საღებავების დამზადება კვერცხის ემულსიის ბაზაზე.
2. ქაღალდის, ხის დაფისა და სხვა მასალების მომზადება და გრუნტით დაფარვა ნახატის შესაქმნელად.
3. წიგნის გრაფიკის, ორნამენტების, მინიატურისა და ხატწერის სტილების თავისებურებების შესწავლა უძველესი და თანამედროვე ტექნიკის განხილვით.
4. ფერის კანონიკა და იკონოგრაფია.
5. ლაქ-საღებავების შერევის ტექნიკა და ოქროს ფონის დადება-დამუშავება.
6. კომპიუტერის გამოყენება სამუშაო პროცესის წარმადობისათვის.

ჯგუფური მეცადინეობა 2 საათი, კვირაში 3 დღე. (ასაკი 12-45წ.)
პროფესიონალური კურსი -80 ლარი/თვე
დაწყებითი კურსი -50 ლარი/თვე
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 31 91 08; 899 31 62 27, ან დაესწარით ერთ-ერთ მეცადინეობას "კომაროვის" სკოლაში: სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს 14.30სთ-დან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 03:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი