IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> სამება ძველ და ახალ აღთქმაში., სამება, სამივე ჰიპოსტასი, მამა, ძე და სულიწმიდა როდის გამოეცახდა ადამი
აკაკი
პოსტი Mar 24 2010, 11:28 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Molen
მზე
გამოსცემს სიმხურვალეს? კი - 1
გვაძლევს სინათლეს? კი - 2
არის მასა? ცეცხლი ლავა და ა.შ? კი - 3

და ეს ყველაფერი მთლიანობაში არის "მზე"

აი მიახლოებული განმარტება . . .


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Mar 24 2010, 11:33 PM
პოსტი #22


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ან კიდევ სამყურა ხომ გინახავთ? ....


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Molen
პოსტი Mar 25 2010, 07:15 AM
პოსტი #23


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,434



აკაკი
ikanosi
გასაგებია, დიდი მადლობა smile.gif


--------------------
და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).

Solomon's Wisdom
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Mar 25 2010, 09:28 AM
პოსტი #24


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(აკაკი @ Mar 25 2010, 12:28 AM) *

Molen
მზე
გამოსცემს სიმხურვალეს? კი - 1
გვაძლევს სინათლეს? კი - 2
არის მასა? ცეცხლი ლავა და ა.შ? კი - 3

და ეს ყველაფერი მთლიანობაში არის "მზე"

აი მიახლოებული განმარტება . . .

ჰო მაგრამ ცალკე აღებული მასა, სიმხურვალე და სინათლე მზეს რომ არ ნიშნავს...?
ანუ მაცხოვარი იყო სრული ღმერთი, მაგრამ სიმხურვალე სრული მზე ვერა...

რატომღაც მგონია რომ ეგ მაგალითი მხოლდ შედარებით უკეთესია სხვებზე... dry.gif

ციტატა(ikanosi @ Mar 25 2010, 12:33 AM) *

ან კიდევ სამყურა ხომ გინახავთ? ....

smile.gif
და სამყურას ცალი ყური რის მაქნისია? huh.gif

მაგ ლოგიკით ყველა სამნაწილიანი სხეული გამოგვადგება..... smile.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Mar 25 2010, 09:52 AM
პოსტი #25


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა
ვ. გონება, ნებელობა, მეხსიერება;

ზ. ცნობიერება, შემეცნება, სურვილი და ა.შ


სადღაც ასეთი მაგალითები უფრო სწორად მიმაჩნია...

...თუმცა მაინც ვერა sad.gif

პ.ს. მარტო მე მეჩვენება თუ კიდევ ვინმე ფიქრობს აქ ასე?


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Mar 25 2010, 11:27 AM
პოსტი #26


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
და სამყურას ცალი ყური რის მაქნისია?

მაგ ლოგიკით ყველა სამნაწილიანი სხეული გამოგვადგება.....

ჩემი შედარება არ გეგონოს ეგ.. წმინდა პატრიკი იყენებდა ამ შედარებას

ციტატა
According to legend, Saint Patrick used the shamrock, a three-leaved plant, to explain the Holy Trinity to the pre-Christian Irish people.


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Mar 25 2010, 12:35 PM
პოსტი #27


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(ikanosi @ Mar 25 2010, 12:27 PM) *

ჩემი შედარება არ გეგონოს ეგ.. წმინდა პატრიკი იყენებდა ამ შედარებას

არა შენი არ მგონია, მაგრამ მაინც რაღაცნაირი მეჩვება.. smile.gif
ამდენ გამარტივებაში და ვითომ მისაწვდომ პრაქტიკულ შედარებაში მგონი თვალსა და ხელს შუა რეალური არსი უფრინდება ტვინს...
შინაარს ჩემს აღქმაში უფრო პოეტური ენა ასახავს და არა მსგავს საგნებთან პარალელური გამოწვლილვა dry.gif

ზესთარსო სამებაო, ერთღვთაებით თაყვანის-ცემულო

სამებასა ერთსა სამ-პირებით, ვაქებ ყოველთა ღმერთსა, მამასა, ძესა, და სულსა წმიდასა

ერთო ღმერთო სამგვამოვანო

განუყოფელად არსებითა, შეურევნელად პირებითა, ღვთისგმეტყველებ, სამხატოვანსა ერთსა ღვთაებასა, თანამოსაყდრესა და ერთპატივსა, და დიდსა ქებასა გიგალობ სამწმიდაობით, ქებულსა მაღალთა შინა

შენ, სამებასა, ერთსა ღმერთსა გაქებ სამწმიდითა ქებითა: მამასა უშობელსა, ძესა შობილსა მისგან, და სულსა გამოსრულსა, მარტივსა არსებითა.

სამება ვარ სრული, განუყოფელი, განყოფილი პირებითა და ერთობა-ვარ მე ბუნებით შეყოფილი, ხმობს მამა და ძე და სული ღმერთმთავარი

მარტივი და განუყოფელი, თანაარსად თაყვანისცემული, ქებული წმიდათა მიერ, ნათელი და ნათელნი, სამწმიდა სამება ღმერთი, ცხოველი და ცხოველნი ადიდენ სულო, და ერთღვთაებად ჰმონე.

ღმერთო მამაო და თანა-ღმერთო ძეო, და ნუგეშინისმცემელო სულო წრფელო, უშობელო მამაო, და შობილო სიტყვაო, ხოლო სულო, გამოსრულო სამობით ერთო, მაცხოვნე

მამასა თაყვანის-ვცემთ, ძესა უფროს აღვამაღლებთ და სულსა წრფელსა სარწმუნოებით ვაქებთ, სამობასა პირებით და ერთობასა არსებით, ვითარცა ნათელსა და ნათელთაა, და ცხოველსა და ცხოველთა, ცხოველს-მყოფელსა ყოველთასა

სამებაო მარტივო, დაუბადებელო, დაუსაბამოო ბუნებაო, სამთა გვამთა შინა ცნობილო, გვაცხოვნენ ჩვენ მოსავნი სიმტკიცისა შენისანი.

განუყოფლად არსებითა, შეურევნელად პირებითა ღვთისგმეტყველებ სამ-ხატოვანსა ერთსა ღვთაებასა, თანამოსაყდრესა და ერთპატივსა, და დიდსა ქებასა გიგალობ სამ-წმიდაობით, ქებულსა მაღალთა შინა.

შენ, სამებასა, ერთსა ღმერთსა გაქებ, სამწმიდითა ქებითა, მამასა უშობელსა, და ძესა შობილსა მისგან, და სულსა გამოსრულსა მარტივსა არსებითა.

მარტივი და განუყოფელი, თანაარსად თაყვანისცემული, ქებული წმიდათა მიერ, ნათელი და ნათელნი. სამ-წმიდა სამება ღმერთი, ცხოველი და ცხოველნი, ადიდენ სულო და ერთღვთაებად ჰმონე.

დაუსაბამოო და აღუგებელო სამო, და განუყოფელო ერთო, მონანულსა მომხედენ, ცოდვილი მაცხოვნე, რამეთუ შენი ვარ ქმნილი და ცეცხლისა ჩემისა დამსჯელისაგან მიხსენ.


დავიჯერო ახლა სამყურა და მზე უფრო ნათლად გამოხატავს სამების არსს ვიდრე წმინდა მამის ეს მეტაფორები?!


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 25 2010, 03:29 PM
პოსტი #28


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ნონა
მზეს რომ ეს რომელოიმე თვისება მოაკლო, იქნება მზე?


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Mar 25 2010, 03:44 PM
პოსტი #29


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(tamuna m @ Mar 25 2010, 04:29 PM) *

ნონა
მზეს რომ ეს რომელოიმე თვისება მოაკლო, იქნება მზე?

არა smile.gif

თუმცა ქრისტე იყო სრული ღმერთი


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 25 2010, 03:55 PM
პოსტი #30


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ნონა
მზის შედარება ეხმარება ადამინს მიხვდეს და გაუადვილდეს, თუ როგორ შეიძლება სამი იყოს ერთი.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მზე არის ღმერთი და ვაიგივოთ.
ზოგს მაგალითისთვის მოჰყავს: გონება (მამა), სიტყვა (ძე) და სული (სული წმიდა)
გონება სიტყვის გარეშე წარმოუდგენელია (ასევე პირიქით), და თუ სული არ არის, არც გონება და სიტყვა იქნება.
ასევე სული თუ არსებობს მას აქვს გონება და იმ წამიდან არის სიტყვაც.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
salomeya
პოსტი Apr 10 2010, 04:33 PM
პოსტი #31


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 22-March 10
წევრი № 8,457



სამების სამივე პირი - არ უნდა იყოს სწორი გამოთქმა. უფრო კორექტულია სამების სამივე იპოსტასი. სამება თვითონ ერთი პირია. სიტყვა პირი, პიროვნება ვერ აკონკრეტებს ამ მნიშვნელობას, ამიტომაც ძველმა ფილოსოფოსებმა და შემდგომ თეოლოგებმა შემოიღეს ტერმინი იპოსტასი. პორი, პიროვნება, იპოსტასი, სიტყვა, ლოგოსი, საწყისი, ბუნება - ამ ტერმინების ღრმად ჩაწვდომა დიდ და ხანგრძლივ განათლებას მოითხოვს. ასე რომ არ ღირს ფილოსოფიურ-თეოლოგიური განათლების გარეშე ამაზე მსჯელობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Apr 11 2010, 05:58 PM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



პირი იდენტური ტერმინია, ჰიპოსტასისა, ასევე იდივიდისა, ასევე ხატისა, ასევე, გვამოვნებისა, რაც ნიშნავს იმას რომ პირი სამებაში აღნიშნავს საკუთრივ ერთ-ერთ, რომელიმე წევს წმინდა სამებისა.


ამას ძაან დიდი ფილოსოფიურ-რელიგიური განათლება არ ჭირდება, სულ სამი რამ(თუნდაც):1. წმინდა იოამე დამასკელის ,,ცნობილი ,,გარდამოცემაი", 2.უამრავი ქადაგება წმინდა სამებაზე, რომლის ნახვაც შესძლებელია კლარჯულ, უდაბნოს, სინურ..,მრავალთავში, 3. ედიჭერ ჭელიძე:,,ძველი ქართული საეკლესიო ტერმინოლოგია".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Apr 11 2010, 06:01 PM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910




QUOTE(salomeya @ Apr 10 2010, 03:33 PM) *

სამება თვითონ ერთი პირია.




ამას კი ნამდვილად კარგი დაკვირვება -ეს გამოთქმა მწვალებლურია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჰერელი
პოსტი Apr 2 2012, 09:17 PM
პოსტი #34


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 2-April 12
მდებარ.: rustavi
წევრი № 12,222



აი ასეთი განმარტებების (თუნდაც სამების) ელექტრონული ვერსიები ბევრი ვნახე, მაგრამ როგორც ასეთი წიგნი ვერსად ვერ ვიპოვე. შეგიძლიათ დამეხმაროთ? ყველაფერი რომ იყოს ერთ წიგნში, თუ არადა ცალცალკე, იქნებ ვინმეს შეგხვედრიათ და მითხრათ სად შეიძლება შევიძინო?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 2 2012, 11:17 PM
პოსტი #35


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(ჰერელი @ Apr 2 2012, 10:17 PM) *

აი ასეთი განმარტებების (თუნდაც სამების) ელექტრონული ვერსიები ბევრი ვნახე, მაგრამ როგორც ასეთი წიგნი ვერსად ვერ ვიპოვე. შეგიძლიათ დამეხმაროთ? ყველაფერი რომ იყოს ერთ წიგნში, თუ არადა ცალცალკე, იქნებ ვინმეს შეგხვედრიათ და მითხრათ სად შეიძლება შევიძინო?

ამგვარი დოგმატური საკითხები საკმაოდ გასაგებად და სრულყოფილად აქვთ გადმოცემული პროტოპრესვიტერ მიხეილ პომაზანსკის წიგნში "დოგმატური ღვთისმეტყველება" და წმ. იოანე დამასკელს წიგნში "მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა".
ეს წიგნები შეგიძლია საეკლესიო მაღაზიებში შეიძინო ლესელიძეზე.

პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
დოგმატური ღვთისმეტყველება
http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski.htm
ღირს 7 ლარი

წმინდა იოანე დამასკელი
მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა
http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli.htm
12 ლარი


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჰერელი
პოსტი Apr 3 2012, 12:10 AM
პოსტი #36


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 2-April 12
მდებარ.: rustavi
წევრი № 12,222



ციტატა(George Leluashvili @ Apr 2 2012, 11:17 PM) *

ამგვარი დოგმატური საკითხები საკმაოდ გასაგებად და სრულყოფილად აქვთ გადმოცემული პროტოპრესვიტერ მიხეილ პომაზანსკის წიგნში "დოგმატური ღვთისმეტყველება" და წმ. იოანე დამასკელს წიგნში "მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა".
ეს წიგნები შეგიძლია საეკლესიო მაღაზიებში შეიძინო ლესელიძეზე.

პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
დოგმატური ღვთისმეტყველება
http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski.htm
ღირს 7 ლარი

წმინდა იოანე დამასკელი
მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა
http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli.htm
12 ლარი




ძალიან დიდი მადლობა smile.gif იმედია ზუსტად ის იქნება რასაც ვეძებ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Apr 12 2012, 12:52 AM
პოსტი #37


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



QUOTE(ალექსანდრე @ Jul 7 2009, 09:57 AM) *

დასაბამად შექმნა ღმერთმა ცა და მიწა - ასე იწყება შესაქმეს წიგნი.
''შექმნა ღმერთმა'' - აქ სიტყვა ''ღმერთი'' ებრაულ დედანში დგას მრავლობით რიცხვში ''ელოჰიმ'' (ღმერთები), ამ სიტყვის მხოლობითი რიცხვია ''ელოაჰ'' ან ''ელი'' (ღმერთი). ამრიგად აქ უკვე აშკარა მითითებაა წმიდა სამების ჰიპოსტასებზე. შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ არის მინიშნება წმ. სამებაზე და არა მრავალ ღმერთზე? იმიტომ რომ ებრაულში მომდევნო სიტყვა დგას მხოლობით რიცხვში: ''ელოჰიმ ბარა'' (ღმერთებმა შექმნა და არა ღმერთებმა შექმნეს). პირველი სიტყვა '' ღმერთებმა'' მიანიშნებს იმას, რომ წმ. სამების თითოეული წევრი არის ღმერთი, ხოლო მომდევნო სიტყვა ''შექმნა'', თავისი მხოლობითი რიცხვის ფორმით მიანიშნებს იმას, რომ წმ. სამება არის ერთარსება

ებრაული ენის თავისებურებაა რომ აღმატებულობა გამოიხატება მრავლობითით, იოსებს ეწოდება ეგვიპტის უფლები და არა უფალი, რატომ? ადონაი მრავლობითსშია. ცრუ ღმერთ დაგონთანაც ელოჰიმის ერთ ერთი ფორმაა გამოყენებული რატომ? თუ ელოჰიმში მოიაზრებ სამ იპოსტასს მაშინ პოლითეისტი გამოხვალ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ამ მრავლობითი ფორმით სამების დადასტურება ვერ მოხდება, რადგან მრავალი ღმერთის მოაზრება იწვევს ტექსტის დარღვევას blink.gif მოსესთან მიმართებაშიც მრავლობითი ფორმითაა გამოყენებული ღმერთი და ძნელად დასაშვებია რომ მოსეში რამდენიმე იპოსტასი იყოს გაერთიანებული. იცი ებრაული სიტყვები ეხოდ და იახიტ ? რატომ იყენებს ბიბლია ეხოდს ღმერთთან მიმართებაში? rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Apr 12 2012, 01:08 AM
პოსტი #38


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



QUOTE(დათიკო @ Jul 5 2009, 09:43 PM) *

lamara
მაგარი თემაა! smile.gif
შესაქმე 1:26 და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ.

საინტერესო რა არის _ ვქმნათ _ ამ სიტყვას მამა იძახის ძე თუ სულიწმიდა? თუ ერთხმად? თუ მამა იძახის მაშ ძე და სულიწმიდა თამაშგარეშია რადგან როგორ შეიძლება რომ ღმერთს აზრი მოუვიდეს გონებაში ან გაიფიქროს! ის ხომ ზეარსია და ფიქრი არ ესაჭიროება? ღმერთი ამბობს და იმასვე იქმს ანუ მისი ნათქვამი ძალაუფლებითია! ღმერთს თათბირი რაში სჭირდება? სრულყოფილმა ითათბიროს? არ გადამრიოთ! blink.gif მაგრამ აი მონეტის მეორე მხარე_ ღმერთმა თავმდაბლობა გამოავლინა და შესთავაზა ქმნილებებს რომ ადამიანი შეექმნათ, მათ შორის ძეს blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 12 2012, 09:52 AM
პოსტი #39


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(esre ars cheshmariteba @ Apr 12 2012, 01:08 AM) *

საინტერესო რა არის _ ვქმნათ _ ამ სიტყვას მამა იძახის ძე თუ სულიწმიდა? თუ ერთხმად? თუ მამა იძახის მაშ ძე და სულიწმიდა თამაშგარეშია რადგან როგორ შეიძლება რომ ღმერთს აზრი მოუვიდეს გონებაში ან გაიფიქროს! ის ხომ ზეარსია და ფიქრი არ ესაჭიროება? ღმერთი ამბობს და იმასვე იქმს ანუ მისი ნათქვამი ძალაუფლებითია! ღმერთს თათბირი რაში სჭირდება? სრულყოფილმა ითათბიროს? არ გადამრიოთ! blink.gif მაგრამ აი მონეტის მეორე მხარე_ ღმერთმა თავმდაბლობა გამოავლინა და შესთავაზა ქმნილებებს რომ ადამიანი შეექმნათ, მათ შორის ძეს blink.gif

თქვენი საკუთარი დასკვნებია ეს?
თუ თავად ღმერთმა მოგახსენათ რომ ფიქრი არ შეუძლია?
თქვენ რა იცით ღმერთს რა შეუძლია ?
თავმდაბლობის თუ გამოამჟღავნება თუ შეუძლია ფიქრი არ შეუძლია?


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გუდაგუდა
პოსტი Apr 12 2012, 11:55 AM
პოსტი #40


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 155
რეგისტრ.: 15-October 10
წევრი № 9,642



ამ ქადაგებაში მამა დავითი საუბრობს სამებაზე და მოყავს ბიბლიიდან ის ადგილები სადაც ნათლად ჩანს რომ იესო ქრისტე არის ღმერთი http://youtu.be/aIykegmb-wY


--------------------
WwW.sarwmunoeba.Ucoz.Ru

----------------------------------------
"გულგრილად შეხვდი ყოველ ქებას, ყოველ ძაგებას,
და სულელს ნუღარ ეკამათები!"

----------------------------------------
"ერთმანეთს სიყვარულში უნდა შევეჯიბროთ" -ილია მეორე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 02:12 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი