IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საფიქრებელი მოკლე ლოცვები, წმ. წერილიდან
აკაკი
პოსტი Jul 27 2010, 08:33 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



საფიქრებელნი - ზრახვანი
ანუ მოკლე ლოცვანი სხვადასხვა მდგომარეობისას.

IPB-ს სურათი
- სულიერი განცდები ჩვენთან მაშინ შემოდიან,
როდესაც ჩვენ ყურადღებით ვსწავლობთ წერილებს.
ღმერთი არ არის ჩვენგან განშორებული, ან შორს
მყოფი, იგი გვანიჭებს სიბრძნესა და მადლს, რათა
გავუხსნათ მას გულები.


ლოცვები - და განმარტებები
  1. ამაოებისა და სასოებისათვის - და აწ ვინმე არს თმენა ჩემი, არა თუ შენ, უფალი? და სიმტკიცე ჩემი შენ მიერ არს. | ფს. 38:7 ფსწრაფლმავალი ცხოვრებისათვის
  2. პირველზე უპირველესი - ერთი ვითხოე უფლისაგან, ესევე ვითხოვო | ფს. 26:4 მხედველობაშია სიწმინდე გულისა
  3. დიდი მეფის ქალაქი - იკითხეთ მშჳდობაჲ იერუსალჱმისა და განგებულებაჲ მოყუარეთა შენთა | ფს. 121:6 მხედველობაშია იესო ქრისტე და სწავლება მისი
  4. მხნედ! - ძლიერად! - განძლიერდი და მჴნე იყავ, ნუ შესძრწუნდები, ნუცაღა გეშინინ | ისუ ნავ. 9:1 მხნეობისათვის, ცხოვრებისეულ ბრძოლაში.
  5. არ შეგვეშინდეს ბოროტის - არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ | ფს. 22:4 არანაირი შიში, გრწმენინ ღვთის სიყვარული.
  6. გულით შემუსრვილთან ახლოს - მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს | ფს. 33:19 ღმერთი ახლოსაა გულით შემუსრვილებთან.
  7. ჩვენი სჯული - რამეთუ ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთჳს შჯულიერ-ყუნეს ცოდვილნი გზასა | ფს. 24:8 სიკეთე ღვთის მოძღვრებისა
  8. განსაცდელი დისციპლინისათვის - კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე, რათა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი. | ფს. 118:71 განათლება მარადიულობისათვის
  9. სიტყვანი პირისა - და იყვნენ შენდა სათნო სიტყუანი პირისა ჩემისანი და ზრახვანი გულისა ჩემისანი შენ წინაშე მარადის. | ფს. 18:15 გონება გულისა...
  10. დავუბრუნდეთ ღმერთს - მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი | ფს. 50:1 მონანიება, პასუხი...
  11. მოქცევა - მოგუაქციენ ჩუენ შენდა მომართ, უფალო, და მოვიქცეთ, და განაახლენ დღენი ჩუენნი, ვითარცა წინაწარ | გოდებანი 5:21 ღმერთი: "სადა ხარ?" ჩვენ: "მოგვაქციენ უფალო.."
  12. ვიხილოთ რჯული - განანათლენ თუალნი ჩემნი, და განვიცადნე საკჳრველებანი შჯულისა შენისანი. | ფს. 118:18 ეხება მომავალი ქალაქის ხილვას
  13. ნუ დაივიწყებ სიონს - აქებდით მას ცანი და ქუეყანა, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ ვალს მას შინა, რამეთუ ღმერთმან იჴსნეს სიონი | ფს. 68:35,36 ეხება ახალ იერუსალიმს
  14. გადარჩენა, მოთმინებითა და იმედით - შენ ხარ თმენა ჩემი, უფალო, უფალო, სასოჲ ჩემი სიყრმით ჩემითგან | ფს. 70:5 იმედით გადავრჩებით...
  15. ნუ გექნება შიში - ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვარ | ისაია 41:10 რადგან შენთან ვარ მე
  16. ურყევი სიყვარული - შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა | მეორე სჯულ. 6:5 ჩვენ ღვთის სიყვარული გვჭირდება
  17. დავმდაბლობა და გაცნობიერებულობა - იცოდე, ვის წინ დგახარ | გვახსოვდეს, რომ ყოველთვის ღმერთთან თანდასწერებით ვართ
  18. პური ცხოვრებისა - არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისაჲსა | მეორე სჯულ. 8:6 მივიღოთ სულიერი საზრდო
  19. სათანადო ყურადღება მივაპყრათ - ტკბილ არს უფალი მოთმინეთა მისთათჳს დღესა ჭირისასა და მცნობელ მოკრძალვათა მკრძალავთა მისთა | ნაუმი 1:7 მოვუხმოთ უფალს ჭირში
  20. სათანადო ყურადღება მივაპყრათ - უფლისა ღმრთისა შენისა გეშინოდენ და მას მხოლოსა ჰმსახურებდე, მას შეეყო და სახელსა მისსა ჰფუცვიდე | მეორე სჯულ 10:20 ვიყოთ უფალთან ზიარებაში, მივეწებოთ მას
  21. ურთიერთ მოქმედება ლოცვისა - რომელი იქმოდის კეთილსა, ეძიებს მადლსა კეთილსა, ხოლო რომელი გამოეძიებს ბოროტსა, ეწიოს მასვე. | იგავთა 11:27 სიკეთის კეთებისათვის.
  22. პარადოქსი და ჭეშმარიტება - ყოველნი გზანი ჩემნი წინაწარიხილენ, რამეთუ არა არს ზაკვა ენასა ჩემსა | ფს. 138:4 გამოვიკვლიოთ გულები, უფალმა იცის ყოველივე წინასწარ.
  23. გულახდილობისათვის, გამჭირვალეობისათვის - სრულ იყავ შენ წინაშე უფლისა, ღმრთისა შენისა. | მეორე სჯულ. 18:13 გულწრფელნი ვიყოთ ღვთის წინაშე.
  24. სიყვარულის დაცვა - ვიცი, რამეთუ საუკუნე არს, რომელსა დაჴსნა ჩემი ეგულების, ქუეყანით აღდგინებად | იობი 19:25 ჩვენ მხსნელი გვაცოცხლებს, გვწამს აღდგომისა.
  25. მართალი მსხვერპლი - შეწირეთ მსხუერპლი სიმართლისა და ესევდით უფალს | ფს. 4:6გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი და ვაღიაროთ სინანულით.
  26. ირონია და ხსნა - ჴსნა მოუვლინა ერსა თჳსსა, ამცნო უკუნისამდე აღთქმა თჳსი; წმიდა არს და საშინელ სახელი მისი. | ფს 110:9 კაიაფამ ირონიულად თქვა "ჯობია ერთი მოკვდეს, ვიდრე ერიო" თუმცა ირონიულად იწინასწარმეტყველა, მაგრამ ჭეშმარიტად, ქრისტემ იხსნა ერი თვისი.
  27. მოწყალებისათვის - ივასხის ცოდვილმან და არა მიაგის, ხოლო მართალსა ეწყალინ და მისცის | ფს 36:21 ვიყოთ მოწყალენი
  28. დაპირებული ყრმა, ძე - ყრმა იშვა ჩვენდა ძე, და მოგუეცა ჩუენ | ესაია 9:6 მთელი ისრაელი გადარჩება.
  29. ღვთის დახმარებისა და შეწევნისათვის - მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო |ფს. 37:23 დამეხმარე უფალო.
  30. მოვუხმოთ უფალს - უფალო, უფალო! ღმერთო მწყალობელო და შემწყნარებელო, სულგრძელო, დიდმადლიანო და ჭეშმარიტო. | გამოსვლ. 34:6 იგი მოვა ჩვენთან
  31. ვადიდოთ უფალი - აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი | ფს. 117:1 მოწყალეა იგი
  32. მსასოებელნი ნუგეშინისცემულნი არიან - მოთმინეთა ღმრთისათა იცვალონ ძალი | ესაია 40:31 ვინც მოითმენს მას უფალი ძალას განუახლებს
  33. მწყალობელი - შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე | ფს. 102:8 მადლითა და წყალობით აღადგენს...
  34. ჩვენი გადაწყვეტილება - ხოლო მე და სახლი ჩემი ვჰმსახურებდეთ უფალსა, რამეთუ წმიდა არს. | ისუ ნავ. 24:15 ეს არის ჩვენი ჩვენი გადაწყვეტილება
  35. უფალი ტკბილია და მიმტევებელი - შენ, უფალი, ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე ყოველთათჳს, რომელნი გხადიან შენ. | ფს. 85:5 ესევდით მას
  36. იესო - სიცოცხლის ხე - ხე ცხორებისა არს ყოველთა, რომელთა შეიწყნარონ იგი, და რომელნი შევედრებულ არიან მას, ვითარცა უფლისა მიმართ, უცთომელ. | იგავნი 3:18 ვინც შეიწყნარებს კურთხეული იქნება უკუნისამდე
  37. ცხოვრების გზის ძიებისათვის - მაუწყენ მე გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისათა; შუენიერებაჲ მარჯუენესა შინა შენსა სრულიად. |ფს. 15:11 არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ცხოვრების გზის პოვნა
  38. სიყვარული, ჭეშმარიტი სიმდაბლე. - გულისჴმა-ვყავ, უფალო, რამეთუ სიმართლით არიან განკითხვანი შენნი, და ჭეშმარიტაღ დამამდაბლე მე. |ფს. 118:75 უფალი ხშირად გვამდაბლებს სინანულისათვის, რადგან ვუყვარვათ მას.
  39. სიბრძნისთვის. - დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა. - სიბრძნე და სწავლულებაჲ უღმრთოთა შეურაცხ-ყვიან. |იგავნი. 1:7 ღვთის შიში არის ამოსავალი წერტილ სიბრძნისა და განსწავლულობის.
  40. ღვთის მოწყალებითი ზრუნვა - კურთხეულ არს ღმერთი დღითი-დღე, წარგჳმართოს ჩუენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩუენისამან. |ფს. 67:20 უფალი ყოველდღე ზრუნავს ჩვენთვის.
  41. მტკიცე გოდოლი - დიდისა ზრახვისაგან ძლიერებისა განცხადებულ არს სახელი ღმრთისა; მას მოუჴდენ მართალნი და ამაღლდენ. |იგავნი. 18:10 ძლიერი და მტკიცეა უფალი, მას შეაფარებენ მართალნი თავს.
  42. დავნებდეთ. - მოიცალეთ და გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი; ავმაღლდე წარმართთა შორის და ავმაღლდე ქუეყანასა შინა. |ფს. 45:11 დიახ! "მოვიცალოთ" რადგან ვცნოთ, რომ უფალი მეფობს!
  43. ავირჩიოთ წრფელი და სწორი გზა - გზა არს რამე, რომელი წინაშე თვალთა კაცთასა წრფელ იყოს, ხოლო დასასრული მისი მიმყვანებელი მთხრებლად ჯოჯოხეთისად. |იგავნი. 14:12 გავემართოთ მაცხოვრისაკენ, რადგან იგია ცხოვრების გზა.
  44. ღვთის რწმენით - ...მართალი, სარწმუნოებითა ჩემითა ცხონდეს... |ამბაკუმისი. 2:5 ვიცხოვროთ ღვთის რწმენით.
ნელ-ნელა დაემატება ზრახვები-საფიქრებელნი (მოკლე ლოცვები)...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th May 2024 - 12:38 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი