IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ელოი, ელოი, ლიმა საბაქთანი?, ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტეობ მე?
კოკა
პოსტი Apr 6 2012, 10:47 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 156
რეგისტრ.: 1-October 10
წევრი № 9,556



რას ნიშნავს ეს ფრაზა?
რატომ მიატოვა მამამ ძე და როგორ?
არის სადმე სახარების ამ ნაწილის განმარტება???? სასურველია რომელიმე წმინდა მამის



--------------------
იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 6 2012, 01:59 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(კოკა @ Apr 6 2012, 11:47 AM) *

რას ნიშნავს ეს ფრაზა?
რატომ მიატოვა მამამ ძე და როგორ?
არის სადმე სახარების ამ ნაწილის განმარტება???? სასურველია რომელიმე წმინდა მამის

მამა თეოდორემ მიუძღვნა ერთი თავისი ქადაგება მთლიანად ამ ეპიზოდს და ძალიან მაგრად ახსნა, თუმცა თქვა, რომ ეს მუხლი ბოლომდე აუხსნელი რჩება.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კოკა
პოსტი Apr 6 2012, 02:03 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 156
რეგისტრ.: 1-October 10
წევრი № 9,556



და სად არის ეგ ლექცია........ იქნებ ლინკი დადოთ.......


--------------------
იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 6 2012, 05:20 PM
პოსტი #4


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
რას ნიშნავს ეს ფრაზა?
რატომ მიატოვა მამამ ძე და როგორ?
არის სადმე სახარების ამ ნაწილის განმარტება???? სასურველია რომელიმე წმინდა მამის

შენ შემოგევლე...
მაგაზე როგორ გაწყენინებ...

,,ელოი , ელოი , ლიმა საბაქთანი. ''(მთ.27-46) ახლა შემოგთავაზებ იოანე ოქროპირისეულ განმარტებას ამ მუხლისას:
,,(ეს სიტყვები) მან თქვა იმის გამო რათა მათ სცოდნოდათ , რომ იგი ჯერ კიდევ ცოცხალია და რომ მან მოიმოქმედა ეს და ამგვარად დაიოკებდნენ თავიანთ რისხვას . აქედან მა შეეძლოთ დაენახათ , რომ იგი თვით უკანასკნელ ამოსუნთქვამდე პატივსცემს მამას და არ არის ღმერთის მოწინააღმდეგე . იგი უხმობს წინასწარმეტყველური ხმით , ამოწმებს რა ბოლო წუთამდე ძველი აღთქმის ჭეშმარიტებას , და არა მხოლოდ წინასწარმეტყველური , არამედ ებრაულითაც , რათა მათთვის გასაგები და ყურადსაღები ყოფილიყო . ამ ყველაფრით იგი უჩვენებდა თავის თანაზიარობას მამასთან ..." (წმ.იოანე ოქროპირი-მათეს სახარების განმარტება. გვ-731)

თუ რაღაცაა არ დაიზარო და გვითხარი... kiss1.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კოკა
პოსტი Apr 6 2012, 07:40 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 156
რეგისტრ.: 1-October 10
წევრი № 9,556



ციტატა
,,(ეს სიტყვები) მან თქვა იმის გამო რათა მათ სცოდნოდათ , რომ იგი ჯერ კიდევ ცოცხალია და რომ მან მოიმოქმედა ეს და ამგვარად დაიოკებდნენ თავიანთ რისხვას . აქედან მა შეეძლოთ დაენახათ , რომ იგი თვით უკანასკნელ ამოსუნთქვამდე პატივსცემს მამას და არ არის ღმერთის მოწინააღმდეგე . იგი უხმობს წინასწარმეტყველური ხმით , ამოწმებს რა ბოლო წუთამდე ძველი აღთქმის ჭეშმარიტებას , და არა მხოლოდ წინასწარმეტყველური , არამედ ებრაულითაც , რათა მათთვის გასაგები და ყურადსაღები ყოფილიყო . ამ ყველაფრით იგი უჩვენებდა თავის თანაზიარობას მამასთან ..." (წმ.იოანე ოქროპირი-მათეს სახარების განმარტება. გვ-731)

ღმერთო მაპატიე მაგრამ ძალიან არალოგიკური მეჩვენება ეს განმარტება..........


--------------------
იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 6 2012, 08:23 PM
პოსტი #6


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(კოკა @ Apr 6 2012, 07:40 PM) *

ღმერთო მაპატიე მაგრამ ძალიან არალოგიკური მეჩვენება ეს განმარტება..........

biggrin.gif
,,ელოი , ელოი , ლიმა საბაქთანი. ''(მთ.27-46)
ჩემი საყვარელი ფრაზაა ხშირად ვიმეორებ როცა არ გამომდის რაღაც ვებრძვი ჩემს თავს და ვმერყეობ,თუმცა ამას ვიტყვი და მომეშვება ხოლმე წამსვე ვგრძნობ რომ აქაა თითქოს ვირწმუნებ თავს მართლა ხომ არ მიმატოვა,არა ის არ მტოვებს,არც დავუტოვივარ არასოდეს,ეს სიტყვები მას ჩემსკენ უხმობს.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 6 2012, 08:31 PM
პოსტი #7


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

ღმერთო მაპატიე მაგრამ ძალიან არალოგიკური მეჩვენება ეს განმარტება..........

აბა ლოგიკური როგორია შენი აზრით გვითხარი და ისე ვისაუბროთ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 6 2012, 08:45 PM
პოსტი #8


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

ღმერთო მაპატიე მაგრამ ძალიან არალოგიკური მეჩვენება ეს განმარტება..........

აბა ლოგიკური როგორია შენი აზრით გვითხარი და ისე ვისაუბროთ...
ეს (მთვარის) არ დაკმაყოფილდი მგონი. ხოდა ახლა დავდებ იგივე ადგილის განმარტებას, ოღნდ მარკოზის სახარებაში. ნეტარი თეოფილატე ბულგარელის მიერ:
33. და ვითარცა იყო ჟამი მეექუსე, ბნელი იყო ყოველსა ქუეყანასა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. 34. და მეცხრესა ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელოი, ელოი, ლიმა საბაქთანი? რომელ არს თარგმანებით: ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტეობ მე?(მარკოზი-15თ)
სიბნელე იყო არა ერ ადგილას, არამედ მთელს დედამიწაზე.მოკლების დრო რომ ყოფილიყო, კიდევ შეიძებოდა ეთქვა ვინმეს, ეს ბუნებრივი დაბნელებააო.მაგრამ ახლა თვის მეთოთხმეტე დღე იდგა, როცა ბუნებრივი დაბენელება შეუძლებელია. წინასწარმეტყველურ წამოძახილს უფალი ებრაულად წარმოსთქვამს, უჩვენებს რა ამით, რომ იგი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე პატივს მიაგებს ებრაულს. „რაისათვის დამიტოებ მე?“ - წარმოსთქვამს ის ადამიანური ბუნების სახელით თიტქოსდა ამბობს: უფალო,
რატომ დამიტევე მე ადამიანი, რათა ჩემთვის უფლის ჯვარცმა გამხდარიყო საჭირო? რადგანაც დატოვებულნი ვიყავით ჩვენ, ადამიანები, ხოლო იგი არასოდეს ყოფილა დატოვებული მამისა მიერ. ისმინე, რას ამბობს თავად: „არა ვარ მე მარტოი, არამედ მამაი ჩემი ჩემთან არს“ (იოანე 16, 32). ანდა, ამბობს ებრაელთა მაგივრადაც, რამდენადაც ხორციელად თავადაც ებრაელი იყო“ „რაისათვის დამიტიობ მე“, ანუ ებრაელ ხალხს, რათა მან ჯვარს აცვას შენი ძე? როგორც ჩვეულებრივ ვამბობთ ხოლმე: ღმერთი შეიმოსა ჩემით , ნაცვლად - ადამიანური ბუნებისა, ასევე აქაც, გამოთქმაში, „დამიტეობ მე“, უნდა ვიგულისხმოთ - ჩემი ადამიანური ბუნება, ან ჩემი იუდეველი ხალხი.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 7 2012, 09:50 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(კოკა @ Apr 6 2012, 03:03 PM) *

და სად არის ეგ ლექცია........ იქნებ ლინკი დადოთ.......

აუცილებლად მოვძებნი, გადმოწერილი მაქვს; ცოტა ლოდინი მოგიწევს, მაგრამ ღირს a075.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კოკა
პოსტი Apr 7 2012, 10:10 AM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 156
რეგისტრ.: 1-October 10
წევრი № 9,556



George Leluashvili
ციტატა
აუცილებლად მოვძებნი, გადმოწერილი მაქვს; ცოტა ლოდინი მოგიწევს, მაგრამ ღირს

დაველოდები დაველოდები.........
A.V.M
ციტატა
აბა ლოგიკური როგორია შენი აზრით გვითხარი და ისე ვისაუბროთ...

ანდრეი კურაევის ლექციაში მაქვს მოსმენილი მისი ახსნა ამ მომენტის და აშკარად არის იქ ლოგიკა............
დავიწყოთ ჯერ იმით, რომ ქრისტე არის სრულად ადამიანი და სრულად ღმერთი, შესაბამისად იგი არის უცოდველი, სიკვდილი კიდევ არის ცოდვა, შესაბამისად ქრისტეს სიკვდილი იყო შეუძლებელი........... იგი უბრალოდ ვერ მოკვდებოდა ჯვარზე გაკრული რამდენი ხანიც არ უნდა ყოფილიყო........... ამისათვის საჭირო იყო მისგან დროებით ღვთიური ბუნების განსვლა........... და როდესაც ეს მოხდება სწორედ ეს აყენებს მას უდიდეს ტკივილს და არა სიკვდილის შიში...........იგივე ხდება გეთსამანიის ბაღში........ ნუთუ ქრისტეს სიკვდილის შიში აქვს? ათასობით ადამიანი ყოფილა ისტორიაში, რომლებიც თავისი ნებით წასულან წამებებზე და სიკვდილზე უშიშრად და ქრისტეს კიდე ეშინია???? არა მას სიკვდილის კი არ ეშინია არამედ სწორედ რომ მისი ღვთიური ბუნების დროებით მისგან განსვლის..............
და ეს სწორედ იმი მომენტში მოხდა, სიკვდილის წინ, და ეს რომ იგრძნო სწორედ ამიტომაც წარმოთქვა ეს სიტყვები..............

შესაძლებელია ეს განმარტება არაა სწორი, მაგრამ აშკარად უფრო შეესაბამება ლოგიკას ვიდრემ ზემოთმოყვანილები.........


--------------------
იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 7 2012, 10:15 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



კოკა
ციტატა
დავიწყოთ ჯერ იმით, რომ ქრისტე არის სრულად ადამიანი და სრულად ღმერთი, შესაბამისად იგი არის უცოდველი, სიკვდილი კიდევ არის ცოდვა, შესაბამისად ქრისტეს სიკვდილი იყო შეუძლებელი........... იგი უბრალოდ ვერ მოკვდებოდა ჯვარზე გაკრული რამდენი ხანიც არ უნდა ყოფილიყო........... ამისათვის საჭირო იყო მისგან დროებით ღვთიური ბუნების განსვლა........... და როდესაც ეს მოხდება სწორედ ეს აყენებს მას უდიდეს ტკივილს და არა სიკვდილის შიში...........იგივე ხდება გეთსამანიის ბაღში........ ნუთუ ქრისტეს სიკვდილის შიში აქვს? ათასობით ადამიანი ყოფილა ისტორიაში, რომლებიც თავისი ნებით წასულან წამებებზე და სიკვდილზე უშიშრად და ქრისტეს კიდე ეშინია???? არა მას სიკვდილის კი არ ეშინია არამედ სწორედ რომ მისი ღვთიური ბუნების დროებით მისგან განსვლის..............და ეს სწორედ იმი მომენტში მოხდა, სიკვდილის წინ, და ეს რომ იგრძნო სწორედ ამიტომაც წარმოთქვა ეს სიტყვები..............

"ღვთიური ბუნების ქრისტესგან განსლვა" – ასეთი რამ პირველად მესმის.
ქრისტეს ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნება ერთად ჰქონდა შეურევნელად და განუშორებლად.
სწორედ ამიტომ მას მართლაც ადამიანურად ეშინია გეთსიმანიაშიც და როგორც ადამიანი შეჰღაღადებს მამა ღმერთს ჯვარცმული.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 7 2012, 12:20 PM
პოსტი #12


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



კოკა

ციტატა
მისგან დროებით ღვთიური ბუნების განსვლა


ეს არის კატეგორიულად დაგმობილი ეკლესიის მიერ. არ ვარ დარწმუნებული, რომ კურაევმა ნამდვილად ასე თქვა. ყოველ შემთხვევაში მსგავსი რამ მიუღებელია. საღვთო ბუნება მარადიულად, განუყოფელად და შეურევნელადაა შეერთებული ადამიანურ ბუნებასთან. თვით სიკვდილის ჟამსაც კი, როცა მაცხოვრის ადამიანური სული განეყო სხეულს, საღვთო ბუნება წამითაც კი არ განშორებია არც ერთ მათგანს, სწორედ ჰიპოსტასური შეერთების გამო. ამიტომაც არ განიხრწნა სხეული მაცხოვრისა.

რაც შეეხება იმ სიტყვებს, რომელიც პირველ პოსტშია ნათქვამი, რაც მაცხოვარმა ჯვარზე გაკვრისას თქვა: "და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?" (მათე 27.46).

იოანე ოქროპირი მშვენიერ განმარტებას გვაწვდის: "ხოლო ვითარ თქუა, თუ: 'ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტევებ მე?' არა თუ იგი დატეობილ იყო მამისაგან, ანუ თჳსისა ღმრთეებისაგან, არამედ ვითარცა მრავალგზის მითქუამს, ვითარმედ, შეიმოსა რაჲ ბუნებაჲ ჩუენი, ყოველივე ჩუენი იჩემა; და აწცა ჩუენსა მას საქმესა თავსა შორის თჳსსა გამოსახავს, რამეთუ ჩუენ ვიყვენით დატეობილნი და უგულებელსქმნილნი პირველ, ხოლო აწ შეწყნარებულნი და შეწყალებულნი ვნებითა მით უვნებელისაჲთა. რამეთუ ამას პირსა გამოსახავს ყოველივე იგი ოცდამეერთე ფსალმუნი, ქრისტესთჳს თქუმული. ჩუენისა ამის ბუნებისა მაგიერთა სიტყუათა ქრისტეს მიერ იტყჳს, ვითარცა იგი უმეცრებასა ჩუენსა იჩემებს და უძლურებასა, სახიერი იგი, რომელი მოვიდა ყოვლით კერძო განკურნებად ჩუენდა, და უძლურებანი ჩუენნი აღიხუნა და სნეულებანი თავს-ისხნა. დიდებაჲ აურაცხელსა წყალობასა და კაცთმოყუარებასა მისსა!

ანუ აქ ხაზი აქ გასმული იმას, რომ უფალმა, მიიღო რა ადამიანური ბუნება, თავისად განისაკუთრა, ანუ ტავსიად აქცია ყოველივე ის, რაც ადამიანური ბუნებისა იყო. ადამიანური ბუნება კი მიტოვებული იყო უფლისაგან ცოდვით დაცემის შემდეგ.

მოგეხსენებათ როდესაც ადამმა ცოდა, მაშინ მისი ბუნება დაეცა და იყო დაცემულ მდგოამრეობაში, ვიდრე უფლის მოსვლამდე. ადამიანმა მაშინ, ასე ვთქვათ ღმერთი დაკარგა და ეს საშინელებათა შორის ყველაზე საშინელი განცდაა. და აი უფალმა, მიიღო რა ადამიანური ბუნება, სწორედ ეს მდგოამრეობაც განისაკუთრა და აღმოთქვა ჯვარზე. ჯვარზე გახმოვანებული სიტყვები სწორედ ეს ღაღადისია, "რატომ მიმატოვე ღმერთო, მომხედე მე დაცემულს, აღმადგინე, რადგან არ შემიძლია უშენოდ".

არის კიდევ სხვაგვარი, არა დაპირიპირებული განმარტებანი, მაგრამ ამ შემთხვევაში აქტუალური ეს განმარტებაა. ანუ ადამიანს უნდა განეცადა ღვთის დაკარგულობა, რომ მისი პოვნით დამტკბარიყო და უფალმა განისაკუთრა რა ყოველივე ადამიანურ, სწორედ ჯვარზე გაახმოვანა ეს მდგომარეობა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კოკა
პოსტი Apr 7 2012, 01:53 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 156
რეგისტრ.: 1-October 10
წევრი № 9,556



afxazi
George Leluashvili
ციტატა
ქრისტეს ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნება ერთად ჰქონდა შეურევნელად და განუშორებლად.

დიდი ბოდიში ალბათ მე შევცდი......... და არასწორედ გავიგე..........
უბრალოდ უცოდველი ადამიანის სიკვდილი, ეკლესიური განმარტებით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შეუძლებელია, ანუ სიკვდილი არის ცოდვის ნაყოფი და შესაბამისად როგორ შეიძლება უცოდველი არსების, რომელიც ამავდროულად თვით ღმერთია, მოკვდეს..........
ამიტომაც მომეჩვენა ლოგიკურად ზემოთმოყვანილი მოსაზრება.......... ასევე ცოტა ძნელად მეჯერება და წარმომიდგენია ქრისტეს შიში..........

თეოდორე გიგნაძის ლექცია ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ თემაზე.......


--------------------
იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 7 2012, 02:15 PM
პოსტი #14


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



,,(ეს სიტყვები) მან თქვა იმის გამო რათა მათ სცოდნოდათ , რომ იგი ჯერ კიდევ ცოცხალია და რომ მან მოიმოქმედა ეს და ამგვარად დაიოკებდნენ თავიანთ რისხვას . აქედან მა შეეძლოთ დაენახათ , რომ იგი თვით უკანასკნელ ამოსუნთქვამდე პატივსცემს მამას და არ არის ღმერთის მოწინააღმდეგე . იგი უხმობს წინასწარმეტყველური ხმით , ამოწმებს რა ბოლო წუთამდე ძველი აღთქმის ჭეშმარიტებას , და არა მხოლოდ წინასწარმეტყველური , არამედ ებრაულითაც , რათა მათთვის გასაგები და ყურადსაღები ყოფილიყო . ამ ყველაფრით იგი უჩვენებდა თავის თანაზიარობას მამასთან ..." (წმ.იოანე ოქროპირი-მათეს სახარების განმარტება. გვ-731)


"ხოლო ვითარ თქუა, თუ: 'ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტევებ მე?' არა თუ იგი დატეობილ იყო მამისაგან, ანუ თჳსისა ღმრთეებისაგან, არამედ ვითარცა მრავალგზის მითქუამს, ვითარმედ, შეიმოსა რაჲ ბუნებაჲ ჩუენი, ყოველივე ჩუენი იჩემა; და აწცა ჩუენსა მას საქმესა თავსა შორის თჳსსა გამოსახავს, რამეთუ ჩუენ ვიყვენით დატეობილნი და უგულებელსქმნილნი პირველ, ხოლო აწ შეწყნარებულნი და შეწყალებულნი ვნებითა მით უვნებელისაჲთა. რამეთუ ამას პირსა გამოსახავს ყოველივე იგი ოცდამეერთე ფსალმუნი, ქრისტესთჳს თქუმული. ჩუენისა ამის ბუნებისა მაგიერთა სიტყუათა ქრისტეს მიერ იტყჳს, ვითარცა იგი უმეცრებასა ჩუენსა იჩემებს და უძლურებასა, სახიერი იგი, რომელი მოვიდა ყოვლით კერძო განკურნებად ჩუენდა, და უძლურებანი ჩუენნი აღიხუნა და სნეულებანი თავს-ისხნა. დიდებაჲ აურაცხელსა წყალობასა და კაცთმოყუარებასა მისსა!

ანუ ეს ტექსტები იდენტურია?
ქართულის თარგმანი ვის ეკუთვნის ?
შედეგმა დამთრგუნა როდესაც ადამიანს
QUOTE
ღმერთო მაპატიე მაგრამ ძალიან არალოგიკური მეჩვენება ეს განმარტება......

ამის დაწერისკენ უბიძგა?


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 7 2012, 02:28 PM
პოსტი #15


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



კოკა

ციტატა
უბრალოდ უცოდველი ადამიანის სიკვდილი, ეკლესიური განმარტებით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შეუძლებელია, ანუ სიკვდილი არის ცოდვის ნაყოფი და შესაბამისად როგორ შეიძლება უცოდველი არსების, რომელიც ამავდროულად თვით ღმერთია, მოკვდეს..........


ქრისტე არ მომკვდარა იმიტომ, რომ სიკვდილმა იმძლავრა მასზე, ეს გამორიცხულია. იგი მოკვდა იმიტომ, რომ სიკვდილი დაემარცხებინა, უფრო მეტად კი იმიტომ, რომ ჯოჯოხეთში ჩასულიყო მისი ადამიანური სული.

სიკვდილი არის ცოდვის შედეგი და არა თავად ცოდვა. ეს არის უყვედრელი ვნება, რომელიც ცოდვამ შემოიტანა. ადამის სხეული ტავდაპირველად არ საჭიროებდა საზრდოს, არ ქონდა მას გამონადენი და ა.შ. ეს ყველაფერი ცოდვამ მოიტანა, მაცხოვარმა კი მიიღო ეს უყვედრელი ვნებები და ადამიანური ბუნება გარდაქმნა კვლავ ტავდაპირველ მდგომარეობაში.

მიიღო მან, როგორც ვთქვი ადამიანური ბუნების მდგოამრეობაც, როგორც ღვთისგან მიტოვებულობისა და აღნიშნული სიტყვებიც სწორედ ამის გამოძახილია. სხვაგვარად რომ ვთქვათ აქ სწორედ ადამიანური ბუნება ღარადებს.

karpaki

ციტატა
ანუ ეს ტექსტები იდენტურია?


დაახლოებით ასე იქნება ახალქართულად:

"ხოლო როგორ თქვა: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტევებ მე? არა იმიტომ, რომ მამამ მიატოვა, ანუ დატოვებული იყო თავისი ღმრთეებისაგან (ანუ ღმრთეება არ განშორებია მას), არამედ, როგორც მრავალგზის მითქვამს, რომ შეიმოსა რა ჩვენი ბუნება, ყოველივე ჩვენი განისაკუთრა. და ეხლაც, ჩვენს ამ მდგოამრეობას თავის თავში გამოსახავს, რადგან ჩვენ ვიყავით დატოვებულნი თავდაპირველად, ხოლო ეხლა შეწყნარებულნი და შეწყალებულნი უვნებელის ვნებით".


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 7 2012, 02:34 PM
პოსტი #16


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



afxazi
QUOTE
დაახლოებით ასე იქნება ახალქართულად:

"ხოლო როგორ თქვა: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტევებ მე? არა იმიტომ, რომ მამამ მიატოვა, ანუ დატოვებული იყო თავისი ღმრთეებისაგან (ანუ ღმრთეება არ განშორებია მას), არამედ, როგორც მრავალგზის მითქვამს, რომ შეიმოსა რა ჩვენი ბუნება, ყოველივე ჩვენი განისაკუთრა. და ეხლაც, ჩვენს ამ მდგოამრეობას თავის თავში გამოსახავს, რადგან ჩვენ ვიყავით დატოვებულნი თავდაპირველად, ხოლო ეხლა შეწყნარებულნი და შეწყალებულნი უვნებელის ვნებით".

მადლობა დიდი
ეხლა სულ სხვა განწყობა იქმნება,გაიხარე


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კოკა
პოსტი Apr 7 2012, 04:18 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 156
რეგისტრ.: 1-October 10
წევრი № 9,556



კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს სისულელეები რომ დავწერე.......... და თან დავაბრალე ანდრია კურაევს........... მე არასწორად გამიგია.........
აი ეს ვიდეო ნახეთ და მერე ვიმსჯელოთ კურაევის შეხედულება რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ოფიციალურ ეკლესიის პოზიციად????
http://www.youtube.com/watch?v=gohI0h_L4L0&feature=youtu.be


--------------------
იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 7 2012, 07:32 PM
პოსტი #18


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

ანუ ეს ტექსტები იდენტურია?
ქართულის თარგმანი ვის ეკუთვნის ?
შედეგმა დამთრგუნა როდესაც ადამიანს

ძველქართული და ახალქართული ტექსტებია იოანე ოქროპირის განმრტებისა მათეს სახარების.

(ისე .არც კურაევი და არც ოსიპოვი ჩეთვის ავფტორიტეტები არ არიან...)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
varanxvasrotang
პოსტი Apr 8 2012, 10:48 PM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 8-April 12
წევრი № 12,241



მოგესალმებით ყველას. რუის-ურბნისის ეპარქიაში, სოფელ დირბის ზედაჯვრის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერს სააღდგომო ღამისთევის ლტურგიაზე არ ჰყავს მგალობელთა გუნდი, მონასტრის წინამძღვრის იღუმენ იოანეს თხოვნაა, ვისაც გალობა შეუძლია და აქვს შესაძლებლობა, ჩამობრძანდეს მონასტერში, რათა ამ უდიდეს დღესასწაულს ტაძარში მგალობელთა გუნდი იყოს... გაწეულ ხარჯებს მონასტერი აანაზღაურებს. მსურველებს გთხოვთ დაუკავშირდეთ მამა იოანეს, ტელ: 599 20 24 60... გეწეოდეთ წმ. დიდმოწამე გიორგი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კოკა
პოსტი Apr 10 2012, 09:10 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 156
რეგისტრ.: 1-October 10
წევრი № 9,556



სადაა თეოდორე გიგნაძის ქადაგება ამ საკითხთან დაკავშირებით????????

და რატო აღარ ვმსჯელობთ კურაევის შეხედულებაზე????

http://www.youtube.com/watch?v=gohI0h_L4L0&feature=youtu.be

გამოვცოცხლდეთ........ გამოვცოცხლდეთ........


--------------------
იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 10:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი