IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ძველი აღთქმა ქრისტეს შესახებ
tedo881
პოსტი May 31 2012, 10:20 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 8-May 12
წევრი № 12,332



მაინტერესებს ძველ აღთქმაში კონკრეტულად სად გვხვდება წინასწარმეტყველებები ქრისტეზე, ქრისტეს ცხოვრებაზე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 31 2012, 03:39 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(tedo881 @ May 31 2012, 11:20 AM) *

მაინტერესებს ძველ აღთქმაში კონკრეტულად სად გვხვდება წინასწარმეტყველებები ქრისტეზე, ქრისტეს ცხოვრებაზე.


მე ვიცი რომ დავით მეფის ფსალმუნებშია ძალიან ბევრი წინასწარმეტყველება იესოზე.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი May 31 2012, 06:40 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(tedo881 @ May 31 2012, 10:20 AM) *

მაინტერესებს ძველ აღთქმაში კონკრეტულად სად გვხვდება წინასწარმეტყველებები ქრისტეზე, ქრისტეს ცხოვრებაზე.


არის რამოდენიმე ფსალმუნი, მაქსიმუმ 5, სადაც გვხვდება იესოზე წინასწარმეტყველება.

II ფსალმუნი უეჭველია. ასევე ერთ-ერთში წერია: "ტახტი კი შენი ღმერთო უკუნითი უკუნისამდეა, ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა...", სადაც საუბარია იესოს ორ ბუნებაზე.


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გუდაგუდა
პოსტი May 31 2012, 06:50 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 155
რეგისტრ.: 15-October 10
წევრი № 9,642



ამ ქადაგებაში მამა დავით ქვლივიძეს მოყავს ადგილები ძველი აღთქმიდანაც თუ კარგად მახსოვს, სადაც ქრისტეზეა საუბარი http://www.youtube.com/watch?v=aIykegmb-wY


--------------------
WwW.sarwmunoeba.Ucoz.Ru

----------------------------------------
"გულგრილად შეხვდი ყოველ ქებას, ყოველ ძაგებას,
და სულელს ნუღარ ეკამათები!"

----------------------------------------
"ერთმანეთს სიყვარულში უნდა შევეჯიბროთ" -ილია მეორე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 31 2012, 09:38 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



გადახედე თემებს წმ. წერილსა და ღვთისმეტყველებაში ნახავ ბევრ რამეს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი May 31 2012, 09:58 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(გუდაგუდა @ May 31 2012, 06:50 PM) *

ამ ქადაგებაში მამა დავით ქვლივიძეს მოყავს ადგილები ძველი აღთქმიდანაც თუ კარგად მახსოვს, სადაც ქრისტეზეა საუბარი http://www.youtube.com/watch?v=aIykegmb-wY


ეგენი არაა წინასწარმეტყველება, ეგ არის ტიპოლოგია. მაგალითად იონა წინასწარმეტყველი იყო რეალური ადამიანი და რაც მას გადახდა თავს იყო რეალური. მაგრამ მისი ბიოგრაფია ასახავს რაღაც უფრო მეტს მომავალში, ანუ იესოს მოსვლას და ღვაწლს. ანუ იონას ბიოგრაფია როცა იწერებოდა, ქრისტეზე არავინ(გარდა ღვთისა) არ ფიქრობდა, ძველ აღთქმაში რამოდენიმე სპეციფიკური ეპიზოდის გარდა(ფსალმუნებისა) ქრისტეს შესახებ თითქმის არაფერი წერია გაცხადებულად.



--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 17 2012, 10:24 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



- როდესაც ადამიანი, მეტად კი მცირედმორწმუნე ადამიანი, იობის წიგნს ეცნობა, მის ცხოვრებას, ტანჯვას და განსაცდელს, გონებაში იშვება აზრი: რატომ იტანჯებიან ადამიანები უსამართლოდ, დაუმსახურებლად? და მისთ. იობი მართალი კაცი იყო, ალალი, ღვთისმოშიში, ღვთის მსახურება იყო მთელი მისი სიცოცხლე. ემსახურებოდა უფალს, არა გამორჩენის გამო (ე.ი ხორციელი, მიწიერი თვალსაზრისით), არამედ სულითა და ჭეშმარიტებით. აი, ნაცნობი სიტყვებიც ახალი აღთქმიდან. იობი, როგორც აბრაამი, დიდსულოვანი (დიდებული სულის მქონე) ადამიანია, ახალი აღთქმის ადამიანი ძველ აღთქმაში. და მაინც, რატომ იტანჯება ადამიანი დაუმსახურებლად? - სვამს კითხვას მცირდემორწმუნე გონება. ე.ი იობის ცხოვრების, მისი განსაცდელის გაცნობისას ადამიანი ზოგადსაკაცობრიო საკითხს, პრობლემას უახლოვდება. ადამიანისგან ამაზე პასუხის ძიება ჭიანჭველის მიერ ფილოსოფიის შესწავლას ემსგავსება. ადამიანის მიზანი არ უნდა იყოს ამაზე პასუხის მოძიება. აი, მე ვფიქრობ, რომ ადამიანი ვერ დაიტევს პასუხს ამაზე, არ შეუძლია. ამიტომაცაა ასე დაფარული ჩვენთვის. საზრუნავი კი ისაა, თუ როგორ დავითმინოთ, ღვთის მადლიერებითა და დიდებით, მოწევნული განსაცდელი და როგორ გავიზარდოთ განსაცდელით. რაც შეეხება ხსენებულ ზოგადსაკაცობრიო საკითხსა და პრობლემას, აღსანიშნავია, რომ იობის წიგნი ამ მხრივ წინასწარმეტყველურია. იობი, უდიდეს განსაცდელში მყოფი ადამიანი, და ამ ზოგადსაკაცობრიო პრობლემის საკუთარ თავზე გამომცდელი, ხედავს მხსნელის არსებობის საჭიროებას. ერთ-ერთ საუბარში იობი ამბობს: ”ვიცი, ცოცხალია ჩემი გამომხსნელი და საბოლოოდ აღიმართება მიწაზე!” (იობი 19:25). აი სიტყვები, სადაც იობი წინასწარმეტყველებს მხსნელს, მის მოსვლას, რომელსაც, აღსანიშნავია, რომ საკუთარ გამომხსნელად მიიჩნევს და ეს ასეც არის, რადგან ვიცით, მაცხოვარმა რომ ადამიანთა მოდგმა იხსნა ცოდვის წყევლისა და სიკვდილისაგან და დაუბრუნა/შეარიგა ღმერთს, ამასთან საჭიროა, რომ თითოეულმა პიროვნებამ საკუთარი თავის მაცხოვრად, პირადად თავის მაცხოვრადაც მიიჩნიოს უფალი იესო ქრისტე, ისურვოს და იღვაწოს ცხონებისათვის. ამდენად, იობის წიგნში ამ რთულ საკითხზე პასუხი გაცემულია: - ჩვენ, ადმის მოდგმა, ვსაჭიროებთ მხსნელს, გადამრჩენელს.

სიტყვებს ”ვიცი, ცოცხალია ჩემი გამომხსნელი”, იობის წიგნის ძველ ქართულ თარგმანში (მცხეთურ ხელნაწერში) ასე ვკითხულობთ: "ვიცი, რამეთუ საუკუნჱ არს, რომელსა ჴსნაჲ ჩემი ეგულების". ყურადღება მივაქციოთ სიტყვებს "საუკუნჱ არს" რომელსა ჴსნაჲ ჩემი ეგულების” - ესე იგი, მხსნელი, რომელსაც ადამის მოდგმის ხსნა აქვს განზარხული "საუკუნჱ არს", მარადიული არსებაა, არც დასაბამი, არც დასასრული აქვს, არამედ მარად არსებულია. აი, ეს სიტყვები მხსნელის ღვთაებრივობას უსვამს ხაზს. რაც შეეხება ამ სიტყვების მეორე ნაწილს "და საბოლოოდ აღიმართება მიწაზე!", შეიძლება ვქვათ, რომ სიტყვა "საბოლოოდ" აღნიშნავს იმ ჟამთა აღსასრულს-ბოლოს, როცა ღვთის ძე უნდა მოვლინებოდა ქვეყანას, როგორც პავლე მოციქული ამბობს: ,,ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაჲ, მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი” (გალ. 4:4). ხოლო სიტყვები ”აღიმართება მიწაზე”, ჩემი აზრით, ღვთის წიაღში მარად არსებული ლოგოსის ხორცშესხმაა და მისი განკაცება, მისი ჯვარცმა (შდრ. ”როგორც მოსემ აღამაღლა-აღმართა გველი უდაბნოში, ისე უნდა ამაღლდეს-აღიმართოს კაცის ძეც”). ვასკვნით, რომ კაცთა მოდგმის მხსნელი, რომლის მოსვლას წინასწარმეტყველებს იობი, არის თავად ღმერთი, რომელმაც დე შეგვიწყალოს ჩვენ და გვაცხოვნოს, ღვთისმოშბლის მეოხებით, ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Nov 26 2013, 01:27 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ახლა კი ვნახოთ ზოგიერთი წინასწარმეტყველება რომელიც ეხება იესო ქრისტეს ცხოვრებას:
ესაია წინასწარმეტყველი მესიის ქალწულისაგან შობის შესახებ გვიცხადებს: „ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს, აჰა, ქალწული მუცლად-იღებს და შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს“ (ესაია 7:14)
წინასწარმეტყველი მიქეა მიგვითითებს ადგილს სადაც უნდა იშვას მესია: „შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან„ (მიქეა 5:1)
იგივე ესაია წინასწარმეტყველი განჭვრეტს რა იესოს საქადაგებლად გამოსვლას, წარმოთქვამს: „უთხარით სიონის ასულს, აჰა, მოდის შენი ხსნა. აჰა, მასთანვეა მისი საზღაური და მის წინაა მისი გასამრჯელო!“ (ესაია 62:11)
ის ასევე გვიცხადებს სასწაულების შესახებ, რომლებსაც მოახდენს მაცხოვარი: „ის მოვა და გიხსნით თქვენ. მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს“ (ესაია 35:4-6)
წინასწარმეტყველი ზაქარია გვაუწყებს იერუსალიმში მესიის დიდებით შესვლის შესახებ: „იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო, აჰა, შენი მეუფე მოდის შენთან, მართალი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე“ (ზაქარია 9:9)
მაცხოვრის დიდებით შესვლა, სიონის ასულების ეს სიხარული აშფოთებს მღვდელმთავრებსა და ფარისევლებს. ისინი თათბირობენ როგორ დაღუპონ იესო. მაგრამ ის რაც მათ უნდა თქვან თათბირის დროს, უკვე დიდი ხნით ადრე არის ჩაწერილი „სიბრძნე სოლომონისაში“: „საცდური დავუგოთ მართალს, რადგან ჩვენთვის ტვირთია მხოლოდ და ჩვენი საქმეების წინააღმდგომი, გვაყვედრის ცოდვებს რჯულის წინაშე და ჩვენი აღზრდის ცოდვებში გვადანაშაულებს. აცხადებს, თითქოს ღვთის ცოდნა ჰქონდეს და თავის თავს უფლის ძეს უწოდებს. ჩვენი ზრახვების მამხილებლად გვექცა და დასანახადაც კი მძიმეა ჩვენთვის, რადგან მისი ცხოვრება არ მიაგავს სხვათა ცხოვრებას და განსხვავდება ბილიკნიც მისი. მატყუარებად ვითვლებით მისთვის და შორს უვლის ჩვენს გზებს როგორც უწმინდურობას. ბედნიერებად თვლის მართალთა აღსასრულს და ტრაბახობს: ჩემი მამააო ღმერთი. ვნახოთ, მართალია თუ არა სიტყვები მისი და გამოვცადოთ იგი მისი აღსასრულისას. თუ მართლაც ჭეშმარიტი ძეა ღვთისა, უფალი დაიცავს და დაიხსნის მას მტრების ხელიდან. გინებითა და ტანჯვით გამოვცადოთ იგი, რათა შევიცნოთ მისი თავმდაბლობა და უწყინარობა მისი შევამოწმოთ. სამარცხვინო სიკვდილით დავსაჯოთ იგი, რადგან თანახმად მისი სიტყვებისა, მასზე იზრუნებენ“ (სიბრძნე სოლომონისა 2: 12-20)
ფსალმუნთმგალობელი დავითი განჭვრეტს, რომ იესოს გამცემელი მისი ახლობელი ადამიანი იქნება: „ჩემთან მშვიდობიანად მყოფმაც კი, რომლის იმედიც მქონდა, რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემს წინააღმდეგ“ (ფს. 40:10)
წინასწარმეტყველი ზაქარია წინასწარმეტყველებს, რომ იუდა გაყიდის თავის მასწავლებელს 30 ვერცხლად, შემდეგ ამ ვერცხლს ტაძარში დააბნევს და რომ ამ ვერცხლით ნაყიდი იქნება მეკეცის მიწა: „და მომიწონიან გასამრჯელოდ ოცდაათ ვერცხლს. მითხრა უფალმა: ჩაყარე ისინი საგანძურში - საუკეთესო საფასურია, როგორც დავფასდი მათგან. მეც ავიღე ოცდაათი ვერცხლი და ჩავყარე უფლის სახლის საგანძურში“ (ზაქარია 11:12, 13)
ესაია ხედავს ტანჯვას, რომელსაც მესია განიცდის: „ზურგი მქონდა მიშვერილი ჩემი მცემელისთვის და ყბები - წვერების მგლეჯელისთვის. არ დამიფარავს პირისახე დამცირებისგან და ფურთხებისგან“ (ესაია 50:6); „ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე, კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე“ (ესაია 53:7)
დავითის წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, როგორი სიკვდილით მოკვდება ქრისტე, როგორ გაიყოფენ მის შესამოსელს, როგორ დაიტანჯება ჯვარზე წყურვილით და როგორ შეასმევენ მას ძმარს: „ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა ლომის მსგავსად ჩემი ხელ-ფეხის გასაგმირავად. მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ისინი მიჭვრეტენ ნიშნის მოგებით. ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე“ (ფს. 21:17-19); „დამცირებამ დაამსხვრია ჩემი გული და ქანცი გამიწყდა. ველოდი თანამგრძნობლებს და არავინ იყო, მანუგეშებელს და ვერ ვპოვე. და აურიეს ჩემს საჭმელში ძირმწარე და წყურვილის დროს მასვეს ძმარი“ (ფს. 68:21-22)
ესაია წინასწარმეტყველი საუბრობს ქრისტეს დაკრძალვის ადგილზეც კი: „მიეცა სამარხი ბოროტეულთა გვერდით და მდიდართან ერთად თავის სიკვდილში“ (ესაია 53:9)
მოსე მიიყვანს რა ებრაელებს აღთქმულ მიწამდე, გარდაცვალების წინ აფიცებს მათ, რომ უსმინონ უფალი ღმერთის ხმას, დაიცვან მისი მცნებები და აღუთქვა მათ ყოველივე ამქვეყნიური სიკეთე: თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას: - თქვა მოსემ: - „და არ დაიცავ და არ შეასრულებ ყველა მის მცნებას და წესებს რომელთაც გიცხადებ დღეს, გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა. წყეული იქნები ქალაქად და წყეული იქნები ველად“ (ΙΙ რჯ. 28:15-16); ჩამოთვლის რა მაშინ ყველა წყევლას და უბედურებას რომელიც შეემთხვევათ ებრაელებს თუ ისინი არ მოუსმენენ უფალი ღმერთის ხმას, მოსე სხვათაშორის ამბობს: „გაგფანტავთ უფალი ყველა ხალხში ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე...., მაგრამ ვერ იგრძნობ შვებას ვერც იმ ხალხში.... და შიში იქნება დღისით და ღამით, დაგეკარგება სიცოცხლის სასო“ (ΙΙ რჯ. 28:64-65)


Борис Ильич Гладков. "Толкование Евангелия"
თარგმნა ალექსანდრე აღლაძემ




--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 12:27 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი