IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> "აქლემი თუ საბელი", სასუფეველში მდიდრის შესვლის ამბავში ხსენებულ სიტყვა აქლემის სისწორესთა
zakariazakaria
პოსტი Jan 9 2013, 10:03 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 8-January 13
წევრი № 12,869




"აქლემი თუ საბელი"


ამ რამოდენიმე წლის წინ, აწ გარდაცვლილი ცნობილი მეცნიერის, ბატონ ზურაბ საეჯველაძის საერთო რედაქციით, გამოცემული იქნა უძველესი ქართულენოვანი სახარების
"ადიშის ოთხთავის" მეცნიერულად გამოკვლეული და შესწავლილი ტექსტი.
"ადიშის ოთხთავის" შესახებ, მეტ-ნაკლებად ყველას სმენია და მისი მნიშვნელობის შესახებ სიტყვას აღარ გავაგრძელებ. მე, ერთ საკითხს მინდა შევეხო, რომელიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ესაა სახარებიდან; მათეს (19,24) მარკოზის (10,25) და ლუკას (18,25) ადგილები.
აი როგორ გადმოგვცემს "ადიშის ოთხთავი" უფლის სიტყვას:

მათე: (19,24) - "მერმე გეტყვი თქუენ: უადვილესა ზომთსაბლისაი ხურელსანემსისასა განსვლა, ვიდრე მდიდრისაი შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა".
მარკოზი: (10,25) - "უადვილეს არს ზომსაბელისა განსლვააი ხურელსა ნემსისასა, ვიდრერა არა მდიდარი სასუფეველსა ღმრთისასა შესვლად".
ლუკა: (18,25) - "უადვილეს არს მანქანისსაბელი ხურელსა ნემსისასა განსვლად ვიდრე მდიდარი სასუფეველსა ღმრთისასა შესვლად".

ახლა ვნახოთ რა სიტყვა სწერია ამ ადგილას, სახარების თანამედროვე გამოცემაში:
მათე: (19,24) ამასაც გეუბნებით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში".
მარკოზი: (10,25) აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში".
ლუკა: (18,25) რადგან აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში".

სახარების მუხლები მოყვანილია "ბიბლია" -დან, გამომცემლობა საქართველოს საპატრიარქო; თბილისი, 1989 წელი.

სიტყვებს "საბელსა" და "აქლემს" შორის, რომ განსხვავებაა ამას მგონი მტკიცება არ სჭირდება. ერთადერთი საერთო, რითიც შეიძლება ეს ორი სიტყვა ერთმანეთს დაუკავშირდეს, არის ის, რომ დრო და დრო აქლემი შეიძლება პატრონმა საბლით დააბას, ან წინა ფეხები დაუბორკოს, რათა საზრდოს ძებნაში პირუტყვი შორს არ წავიდეს და საძებარი არ გაუხდეს. ამიტომ ჩნდება კითხვა, როგორ მოხდა, რომ უძველესს ტექსტებში არსებული სიტყვა "საბელი", მომდევნო ხანის ტექსტებში, სიტყვა "აქლემით" შეიცვა. რაც, როგორც ეს ტექსტების შედარებამ აჩვენა, ბერძენთა "წყალობით" საკმაოდ დიდი ხნის წინათ, მეთერთმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან "დამდგარა" და ეს რომ ასეა, ამაში სახარებათა შუასაუკუნეების დროინდელი ქართულენოვანი თარგმანების გაცნობით დავრწმუნდებით.

დავიწყოთ ეფთვიმე მთაწმინდელის მიერ 1048 წლამდე, ანუ მეთერთმეტე საუკუნის მეორე ნახევრის დადგომამდე, შესრულებული სახარების ქართულენოვანი თარგმანით:
მათე: (19,24) "და მერმე გეტყვი თქუენ; უადვილესს არს მანქანისა საბელი განსლვად ხურელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა".
მარკოზი: (10,25) " უადვილეს არს მანქანისა საბელი ხურელსა ნემსისასა განსლვად, ვიდრე მდიდარი სასუფეველსა ღმრთისასა შესლვად".
ლუკა: (18,25) " უადვილეს არს მანქანისსაბელი ხურელსა ნემსისასა განსლვად, ვიდრე მდიდარი სასუფეველსა ღმრთისასა შესლვად".
სახარების მუხლები მოტანილია; ურბნისის - (მეთერთმეტე საუკუნის) და პალესტინური 1048 წლით დათარირებული ოთხთავებიდან.

ახლა ვნახოთ რა სიტყვა წერია გიორგი მთაწმინდელის რედაქციით შესრულებულ თარგმანში, რომელიც მეთერთმეტე საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნება;
მათე: (19,24) "და მერმე გეტყვი თქუენ: უადვილეს არს აქლემი განსლვად ხურელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა".
მარკოზი: (10,25) "უადვილეს არს აქლემი ხურელსა ნემსისასა განსლვად, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა".
ლუკა: (18, 25) "უადვილეს არს მანქანისა საბელი ხურელსა ნემსისასა განსლვად, ვიდრე მდიდარი სასუფეველსა ღმრთისასა შესლვად".
სახარების მუხლები მოტანილია გელათის, ეჩმიაძინის და ვანის ოთხთავებიდან, რომლებიც მეთერთმეტე საუკუნის მეორე ნახევრისა და
მეთორმეტე საუკუნის დამდეგს შორის პერიოდს განეკუთვნებიან.

ეფთვიმე მთაწმინდელის რედაქციისაგან განსხვავებით, გიორგი მთაწმინდელის რედაქციით შესრულებულ თარგმანში, მათესა და მარკოზის სახარებაში სიტყვა "აქლემია" გამოყენებული, ხოლო ლუკას სახარებაში სიტყვა "საბელი". ქართველ მკვლევარებს სიტყვათა ამგვარი აღრევა მხედველობიდან არ გამორჩენიათ. აი რას ამბობს ამის შესახებ ბატონი ივანე იმნაიშვილი, რომელსაც ბატონი აკაკი შანიძეც ეთანხმება; "ამ ორი სიტყვის აღრევა თვით ბერძნულში დაწყებულა, იქ ამას გასაგები მიზეზიც ქონდა: აქლემს
ბერძნულად ქვია (კამელოს) “KAMELOS”, ხოლო საბელი (მსხვილი თოკი) არის: (კამილოს) “KAMILOS”, გამოთქმაში ესენი ერთმანეთს ჰგვანდნენ და ამიტომ იყო, რომ ერთის ნაცვლად მეორეც იწერებოდა. ბერძნულიდან ეს აღრევა სხვა ენების თარგმანებშიაც გადავიდა და ჩვენშიაც შემოაღწია. ჩვენი სადავო ადგილიც ამის ერთ-ერთ გამოძახილს წარმოადგენს". ["ქართული ოთხთავის ორი ბოლო რედაქცია" თბილისის უნივერსიტეტი 1979 წელი, გვ.58]

დიდ მეცნიერთა ამ მოსაზრებას, როცა ამბობენ, რომ ეს სიტყვები ერთმანეთს ჰგვანდნენ და ამიტომაც უნდა მომხდარიყო მათი ერთმანეთში აღრევაო, ვერ დავეთანხმები, რადგან თუ სიტყვათა აღრევა მხოლოდ მათი მსგავსების გამო მომხდარა, მაშინ ერთის მეორეთი ჩანაცვლება კი არ უნდა ჩანაცვლებულიყო, არამედ ორივეს გამოყენება მოხდებოდა, მაგრამ როგორც ვხედავთ, ეს ასე არ არის და სიტყვა "აქლემმა" მეთერთმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან, თანდათანობით გამოდევნა სიტყვა "საბელი" და ამის მიზეზი არა სიტყვათა აღრევა, არამედ იმ პერიოდის ბერძნულ ეკლესია-მონასტრებში დამკვიდრებული შეხედულებები იყო. თუ რა შეხედულებას ვგულისხმობ, ამას ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი მცირეოდენი ისტორიული ექსკურსი დაგვჭირდება, რაც დაგვეხმარება კიდეც სიტყვის ჩანაცვლების მიზეზის დადგენაში.

ისტორიიდან ცნობილია, რომ სახალიფოსთან დაპირისპირებულმა აღ. რომის (ბერძნულმა) იმპერიამ, (ბიზანტია მეცნიერული ტერმინია და ასეთი სახელმწიფო არ არსებობდა) წმინდა მიწაზე თავისი გავლენა ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნის შუა ხანებიდან დაკარგა და მხოლოდ სახალიფოს დაშლის შემდეგ დაიწყო ძველი პოზიციების დაბრუნებაზე ფიქრი, რაც მათ მზაკვრულ პოლიტიკას უფრო ემყარებოდა ვიდრე საომარ მოქმედებებს. ბერძენთა ამგვარმა საქციელმა კი საბოლოოდ, ისლამური სამყაროს "ურჯულოთა" წინააღმდეგ ბრძოლის მორიგ გაერთიანებას შეუწყო ხელი.

წმიდა ქალაქ იერუსალემზე პრეტენზიის მქონე ბერძნებს, იმ ხანად ეგვიპტე დაუპირისპირდა, რომლის მფლობელობაშიც იყო მოქცეული იერუსალემი. ეგვიპტის მმართველმა ფატიმიდებმა ბერძენთა ამგვარ ქმედებას იმით უპასუხეს, რომ საერთოდ ჩამოართვეს ბერძნებს ეკლესია-მონასტრები და წმიდა ქალაქში შესვლის მსურველებს უზარმაზარი ბაჟიც დაუწესეს.
ახლა კი საჭიროა დასაბუთება იმისა თუ რატომაა სიტყვა "აქლემი" არასწორი ფორმა, იმისდა მიუხედავად რომ კონსტანტინეპოლისა და შემდგომ მისგან აღმოცენებული რუსული თეოლოგიური სკოლის მიმდევრები სწორ ფორმად "აქლემს" მიიჩნევენ და ამას იმ გარემოებით ხსნიან, რომ თურმე იერუსალემის გარშემო არსებულ კედელში დატანებული ყოფილა ვიწრო გასასვლელი, რომელსაც ნემსის ყუნწი ერქვა და მასში აქლემის გატარება მუხლჩაჩოქით და დიდის ვაი ვაგლახით თუ შეიძლებოდა და სახარებაშიც აქედან დამკვიდრდა ეს გამოთქმაო.
დავიწყოთ იქიდან, რომ არცერთ ისტორიულ საბუთში, წმიდა წერილზე რომ აღარაფერი ვთქვათ, იერუსალემის გალავანში ამგვარი დასახელების გასასვლელი მოხსენიებული არ არის, ძველი აღთქმიდან ცნობილია შემდეგი კარებები: 1."ეფრემის კარი", 2. "ბენიამინის კარი", 3. თევზის კარი", 4."ცხენის კარი", 5. "წყლის კარი", 6."ბნელი კარი", 7."რკინის კარი". როგორც ვხედავთ არავითარი "ნემსის ყუნწის" ხსენება არაა და ვერც აქლემი გაძვრებოდა მასში. ყოველივე ეს შუა საუკუნეებში ბერძნების მიერაა შეთხზული, რასაც შემდეგი მიზეზი ჰქონდა.

ბერძნებთან დაპირისპირებულმა ისლამისტებმა მეათე საუკუნის დამდეგიდან ძალზედ გაამკაცრეს წმიდა ქალაქში ქრისტეანების შესვლის საკითხი. თითო-ოროლა მათგანი, ისიც დიდი ბაჟის გადახდის წყალობით თუ ახერხებდა წმიდა ქალაქში შესვლას, რაც გახდა კიდევაც უმთავრესი ფაქტორი ქრისტეანული ცენტრების ჩრდილოეთით ; შავ მთაზე და ათონზე გადანაცვლების. ისლამის მიმდევრები, ბერძნებისაგან განსხვავებით შედარებით ლოიალობას იჩენდნენ არაბერძენ ქრისტეანებს მიმართ. ამის დასტურად გიორგი პროხორე შავშელის მოღვაწეობა გამოდგება, რომელმაც მეთერთმეტე საუკუნის ოცდაათიან წლებში, ბაგრატ მეოთხის მხარდაჭერით და ეგვიპტის მმართველი ფატიმიდების თანხმობით, იერუსალემის გალავნის გარეთ, ქალაქის სამხრეთ დასავლეთით შეძლო დაეარსებინა ქართველთა ჯვრის მონასტერი. ამგვარი შეღავათი კი იმით იყო გამოწვეული, რომ ბაგრატ მეოთხე (როგორც მისი მამა გიორგი პირველი, რომელიც ბერძნებთან ბრძოლას შეეწირა) და ფატიმიდები ბერძნებთან იყვნენ დაპირისპირებულნი და ერთმანეთის მოკავშირეებს წარმოადგენდნენ. ხოლო მას შემდეგ რაც ბაგრატის წინააღმდეგობა მარცხით დამრთავდა და ის იძულებული შეიქმნა ბერძენთა უზენაესობა ეღიარებინა, იერუსალიმის მფლობელებმაც ზურგი აქციეს და უფლებებიც შეუკვეცეს ქართველებს. ამის მაგალითად კიუკვე გიორგი მთაწმინდელიც საკმარისია, რომელმაც 1039/40 წლებში იერუსალემის წმიდა მიწაზე მოილოცა და მიუხედავად მისი დიდი სურვილისა დარჩენილიყო ქალაქში და იქ გაეგრძელებინა მოღვაწეობა, იძულებული გახდა ჯერ სირიაში, შავ მთაზე დამკვიდრებულიყო, მერე კი ათონს გამგზავრებულიყო და ივერთა მონასტერში გაეგრძელებინა მთარგმნელობითი მოღვაწეობა.
ეს მცირეოდენი გადახვევაც იმისთვის გახდა საჭირო რომ უკეთ გავერკვეთ სიმართლის დადგენაში.

მკაცრი აკრძალვის მიუხედავად, წმიდა ქალაქში შესვლას მაინც ახერხებდნენ ქრისტეანი მომლოცველები, ზოგი დიდი ბაჟის გადახდის წყალობით, ზოგიც კიდევ ფარულად და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბერძენ მომლოცველთა უმრავლესობისათვის წმიდა ქალაქის მონახულება აუხდენელ ოცნებად რჩებოდა. ერუსალემიდან შინ მშვიდობით მიბრუნებული თითო-ოროლა მომლოცველი კი ათასგვარ ტყუილ-მართალს ყვებოდა წმიდა ქალაქის შესახებ. ამ ტყუილ-მართალს შორის მალევე დაიმკვიდრა ადგილი ქალაქის გალავანში დატანებული ვიწრო კარის, ასე ვთქვათ არალეგალური ხვრელის არსებობამ. მათი მონათხრობით ღამით, როცა ქალაქის ყველა შესასვლელი საგულდაგულოდ ირაზებოდა, ამ გზით შეიძლებოდა მომლოცველებისათვის ბაჟის გადაუხდელად ან ნაკლები საფასურით ქალაქში შეღწევა. მომლოცველებმა ამ გასაძრომს ნემსის ყუნწი შეარქვეს და მათი რწმენით თუ კი ოდესმე, მასში აქლემი გაეტეოდა, მაშინ ქალაქი აუცილებლად კვლავ ბერძნების ხელში დაბრუნდებოდა.

აუხდენელ ოცნებებთან დაკავშირებული მსგავსი თუ განსხვავებული ლეგენდები ყველა ხალხის ლექსიკაში გვხვდება და რა გასაკვირია ბერძნულშიაც დამკვიდრებულიყო. მით უმეტეს ქალაქის მესვეურნი როცა არალეგალს წაასწრებდნენ რა დღეში ჩააგდებდნენ. ალბათ ამცირებდნენ დასცინოდნენ კიდევაც, ქრისტეს საფლავის ნახვას მაშინ ეღირსებით ამ ხვრელში აქლემი რომ გამოეტევაო. ამგვარ განსაცდელგამოვლილ მომლოცველთაგან კი, ეჭვი არაა თანამემამულეებს ათასგვარი ინტერპრეტაციით მოუთხრობდნენ თავს გადახდილ ამბებს და მათმა მონათხრობმაც იმდენად ღრმად გაიდგა ფესვი რომ სახარებაშიც დაიმკვიდრა ადგილი, მით უმეტეს რომ სიტყვები საბელი და აქლემი თითქმის ერთნაირად გამოითქმება ბერძნულში.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მეთერთმეტე საუკუნის შუა ხანებიდან ამგვარმა შეხედულებამ იმდენად ღრმად გაიდგა ფესვები ბერძნულ ეკლესია-მონასტრებში, რომ ათონზე დამკვიდრებულმა გიორგი მთაწმინდელზეც იქონია გავლენა და მანაც მათეს და მარკოზის წმიდა სახარებათა თარგმანისას სიტყვა "საბელი" სიტყვა "აქლემით" ჩაანაცვლა, მაგრამ როგორც ჩანს ის ბოლომდე მაინც არ იზიარებდა ბერძნულში დამკვიდრებულ მცდარ გამონათქვამს და ლუკას წმიდა წერილის თარგმანისას, ისევ სიტყვა "მანქანისა საბელი" დატოვა.

ასე რომ სწორი ფორმაა "მანქანისა საბელი" და მიუხედავად იმისა რაც არ უნდა დიდი წინააღმდეგობა გასწიონ, ბერძნულ-რუსული თეოლოგიური სკოლის მესვეურებმა და საქართველოში მათმა ლობისტებმა, როცა იქნება შეცდომა მაინც გასწორდება, რადგან არავითარი "ნემსის ყუნწის" დასახელების გასასვლელი იერუსალიმის გალავანში არ არსებობდა და მასში არც აქლემის გატარებაზე იტყოდა რამეს უფალი.



=============================
11.04. 2010 ზაქარია ალისქანდარია



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 9 2013, 10:08 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



zakariazakaria
დასაწყისისთვის ძალიან საინტერესო რაღაცეებს დებ...

იმედია ასე გააგრძელებ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 10 2013, 12:02 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მართლაც საინტერესო იყო... დრო რომ მექნება უკეთ წავიკითხავ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 10 2013, 02:52 AM
პოსტი #4


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



მართლაც რომ საინტერესოა, არადა სულ მიკვირდა აქლები ხომ ნემსის ყულფშ ვერასოდეს გავა თქო biggrin.gif მერე იერუსალიმის გალავნის განმარტებაც გავიგე სადღაც მარა მაინდამაინც არც ეგ განმარტება ვარგოდა რამედ... აი თურმე რაში ყოფილა საქმე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლია
პოსტი Apr 12 2013, 10:00 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 51
რეგისტრ.: 5-March 08
წევრი № 4,093



ციტატა(zakariazakaria @ Jan 9 2013, 11:03 PM) *

"აქლემი თუ საბელი"


ახლა კი საჭიროა დასაბუთება იმისა თუ რატომაა სიტყვა "აქლემი" არასწორი ფორმა, იმისდა მიუხედავად რომ კონსტანტინეპოლისა და შემდგომ მისგან აღმოცენებული რუსული თეოლოგიური სკოლის მიმდევრები სწორ ფორმად "აქლემს" მიიჩნევენ და ამას იმ გარემოებით ხსნიან, რომ თურმე იერუსალემის გარშემო არსებულ კედელში დატანებული ყოფილა ვიწრო გასასვლელი, რომელსაც ნემსის ყუნწი ერქვა და მასში აქლემის გატარება მუხლჩაჩოქით და დიდის ვაი ვაგლახით თუ შეიძლებოდა და სახარებაშიც აქედან დამკვიდრდა ეს გამოთქმაო.
დავიწყოთ იქიდან, რომ არცერთ ისტორიულ საბუთში, წმიდა წერილზე რომ აღარაფერი ვთქვათ, იერუსალემის გალავანში ამგვარი დასახელების გასასვლელი მოხსენიებული არ არის, ძველი აღთქმიდან ცნობილია შემდეგი კარებები: 1."ეფრემის კარი", 2. "ბენიამინის კარი", 3. თევზის კარი", 4."ცხენის კარი", 5. "წყლის კარი", 6."ბნელი კარი", 7."რკინის კარი". როგორც ვხედავთ არავითარი "ნემსის ყუნწის" ხსენება არაა და ვერც აქლემი გაძვრებოდა მასში. ყოველივე ეს შუა საუკუნეებში ბერძნების მიერაა შეთხზული, რასაც შემდეგი მიზეზი ჰქონდა.


მკაცრი აკრძალვის მიუხედავად, წმიდა ქალაქში შესვლას მაინც ახერხებდნენ ქრისტეანი მომლოცველები, ზოგი დიდი ბაჟის გადახდის წყალობით, ზოგიც კიდევ ფარულად და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბერძენ მომლოცველთა უმრავლესობისათვის წმიდა ქალაქის მონახულება აუხდენელ ოცნებად რჩებოდა. ერუსალემიდან შინ მშვიდობით მიბრუნებული თითო-ოროლა მომლოცველი კი ათასგვარ ტყუილ-მართალს ყვებოდა წმიდა ქალაქის შესახებ. ამ ტყუილ-მართალს შორის მალევე დაიმკვიდრა ადგილი ქალაქის გალავანში დატანებული ვიწრო კარის, ასე ვთქვათ არალეგალური ხვრელის არსებობამ. მათი მონათხრობით ღამით, როცა ქალაქის ყველა შესასვლელი საგულდაგულოდ ირაზებოდა, ამ გზით შეიძლებოდა მომლოცველებისათვის ბაჟის გადაუხდელად ან ნაკლები საფასურით ქალაქში შეღწევა. მომლოცველებმა ამ გასაძრომს ნემსის ყუნწი შეარქვეს და მათი რწმენით თუ კი ოდესმე, მასში აქლემი გაეტეოდა, მაშინ ქალაქი აუცილებლად კვლავ ბერძნების ხელში დაბრუნდებოდა.

აუხდენელ ოცნებებთან დაკავშირებული მსგავსი თუ განსხვავებული ლეგენდები ყველა ხალხის ლექსიკაში გვხვდება და რა გასაკვირია ბერძნულშიაც დამკვიდრებულიყო. მით უმეტეს ქალაქის მესვეურნი როცა არალეგალს წაასწრებდნენ რა დღეში ჩააგდებდნენ. ალბათ ამცირებდნენ დასცინოდნენ კიდევაც, ქრისტეს საფლავის ნახვას მაშინ ეღირსებით ამ ხვრელში აქლემი რომ გამოეტევაო. ამგვარ განსაცდელგამოვლილ მომლოცველთაგან კი, ეჭვი არაა თანამემამულეებს ათასგვარი ინტერპრეტაციით მოუთხრობდნენ თავს გადახდილ ამბებს და მათმა მონათხრობმაც იმდენად ღრმად გაიდგა ფესვი რომ სახარებაშიც დაიმკვიდრა ადგილი, მით უმეტეს რომ სიტყვები საბელი და აქლემი თითქმის ერთნაირად გამოითქმება ბერძნულში.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მეთერთმეტე საუკუნის შუა ხანებიდან ამგვარმა შეხედულებამ იმდენად ღრმად გაიდგა ფესვები ბერძნულ ეკლესია-მონასტრებში, რომ ათონზე დამკვიდრებულმა გიორგი მთაწმინდელზეც იქონია გავლენა და მანაც მათეს და მარკოზის წმიდა სახარებათა თარგმანისას სიტყვა "საბელი" სიტყვა "აქლემით" ჩაანაცვლა, მაგრამ როგორც ჩანს ის ბოლომდე მაინც არ იზიარებდა ბერძნულში დამკვიდრებულ მცდარ გამონათქვამს და ლუკას წმიდა წერილის თარგმანისას, ისევ სიტყვა "მანქანისა საბელი" დატოვა.

ასე რომ სწორი ფორმაა "მანქანისა საბელი" და მიუხედავად იმისა რაც არ უნდა დიდი წინააღმდეგობა გასწიონ, ბერძნულ-რუსული თეოლოგიური სკოლის მესვეურებმა და საქართველოში მათმა ლობისტებმა, როცა იქნება შეცდომა მაინც გასწორდება, რადგან არავითარი "ნემსის ყუნწის" დასახელების გასასვლელი იერუსალიმის გალავანში არ არსებობდა და მასში არც აქლემის გატარებაზე იტყოდა რამეს უფალი.



=============================
11.04. 2010 ზაქარია ალისქანდარია


სალამი,

ეს ისტორია ნამდვილად შეესაბამება სინამდვილეს. ადრეც დავწერე აქ ფორმუზე, ასეთი შესასვლელი არსებობს, ძველი იერუსალიმის დასავლეთის კარიბჭესთან, სადაც ადამიანს შეუძლია გაიაროს თითქმის დაჩოქილმა. ამ კარიბჭის არსებობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. თუ სწორად მახსოვს, მე-20 საუკინის დასაწყისში აღმოაჩინეს, ტაძრის საძირკველს თხრიდნენ და შემთხვევით წააწყდნენ ძველი იერუსალიმის კედელს. ამ კედლის ნაწილია მაშინდელი ქალაქის კარიბჭე, რომელიც გაიარა მაცხოვარმა გოლგოთისკენ და იქვე არის ქალაქში მცირე შესასველელი დატოვებული. როგორც ამიხსნეს, ქალაქში ამ გზით ცხვრები შეყავდათ, როცა ქალაქის კარიბჭე იკეტებოდა. მოკლედ ნემსის ყუნწი არსებობს და იერუსალიმში მოგზაურობას თუ გადაწყვეტთ, თავად შეგიძლიათ ამ ადგილის ხოლვა. გაუგებრობას იწვევდა სწორედ ის რომ, მისი არსებობის შესახებ მე-20 საკუნემდე არ იყო ცნობილი. რაც შეეხება აქლემს, მართლაც ძალიან უნდა მოინდომოს რომ გაძვრესsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Apr 12 2013, 11:12 PM
პოსტი #6


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ამ აქლემსა და ნემსზე იმდენი წავიკითხე ბოლოს თავი მეტკინა და შევეშვი XD მე მაინც იმას ვემხრობი რომ იყო გასასვლელი ნემსის ყუნწს რომ უწოდებდნენ.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 08:11 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი